„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.11.2015
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი თოფაძე, გია. ჟორჟოლიანი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი თოფაძე, გია ჟორჟოლიანი
ნომერი
#07-3/512/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-24
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41(48), 1999 წ. მუხ. 209) დაემატოს 2072 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 2072. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და რეექსპორტი 1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი (გარდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან/და რეექსპორტი , _ ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის პირველი მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამოწვეულია „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ცვლილების შეტანის თაობაზე“ შესახებ“ საქართველოს კანონში ორგანიზმების კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებების ასახვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი (გარდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით შემთხვევისა) ან/და რეექსპორტი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი ფიზიკური პირის მიერ სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ხოლო იგივე ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს მიმდინარე წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტის მოახდენს გავლენას იმ პირებზე, რომელზეც ვრცელდება ეს კანონი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი, ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: გ.ბ) კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ექსპერტები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები გია ჟორჟოლიანი, გიორგი თოფაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გია ჟოჟოლიანი, გიორგი თოფაძე