„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 13
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-24
ბიუროს ნომერი 349
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 50-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არ შეიძლება გამოიკითხოს ან მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან
ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიაწოდოს ინფორმაცია ან მისცეს ჩვენება.“.
2. 64-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ამ კოდექსის 114-ე მუხლით გათვალისწინებული წესით მოწმის დაკითხვისას, თუ
აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მაგისტრატი მოსამართლის მიმართ - ეს მაგისტრატი
მოსამართლე.“.
3. 75-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ პირის მიერ გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასა და მის ჩვენებას შორის
ან მოწმის ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის წინაშე
დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების (ჩვენებების) დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის
თაობაზე.“.
4. 113-ე და 114-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 113. გამოკითხვის წესი
1. ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან
ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია
გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის
მომსახურებით, საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ გასცეს ინფორმაცია. ამ
უფლებების, ასევე ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ
გამოსაკითხმა პირმა განმარტება უნდა მიიღოს გამოკითხვის დაწყებამდე.
3. გამოკითხვის წინ უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა
აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
4. გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია განუმარტოს გამოსაკითხ პირს, რომ
გამოკითხვა ნებაყოფლობითია, რაც უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
5. გამოკითხვაზე როგორც თანხმობის, ისე უარის შემთხვევაში გამოსაკითხი პირი
ვალდებულია მიაწოდოს გამომკითხველს სწორი ინფორმაცია მისი პირადი მონაცემების
შესახებ.
6.
გამოკითხვაზე
თანხმობის
შემთხვევაში,
გამოსაკითხი
პირი
ვალდებულია
გამოკითხვის ჩამტარებელ მხარეს მიაწოდოს სწორი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით
მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ.
7. გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით
გააფრთხილოს ცრუ დასმენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე
მუხლი), ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე
მუხლი)
და
არსებითად
ურთიერთსაწინააღმდეგო
ინფორმაციის
მიწოდების/ჩვენების
მიცემისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3711 მუხლი) მოსალოდნელი
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, რაც უნდა აღინიშნოს გამოკითხვის
ოქმში.
8. თუ გამოკითხვას ატარებს ბრალდების მხარე, გამოკითხვაზე უარის მიღების
შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია განუმარტოს გამოსაკითხ პირს, რომ გამოსაკითხი პირი
შეიძლება დაბარებულ იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რაც
სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს გამოსაკითხი პირის
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის
ოქმში.
9. გამოკითხვისას შესაძლებელია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური
საშუალებების გამოყენება, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება გამოსაკითხ პირს.
10. თუ ეს კოდექსი ბრალდებულის მიმართ ამ მუხლის დებულებებისგან განსხვავებულ
წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ბრალდებულზეც.
მუხლი 114. გამოძიების დროს დაკითხვის წესი
1. გამოძიების სტადიაზე როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის შუამდგომლობით
გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის
წინაშე მოწმედ შეიძლება დაკითხულ იქნეს პირი, თუ:
ა) არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური
საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის დაკითხვას საქმის არსებითი განხილვის დროს;
ბ) იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს ტერიტორიას;
გ) საქმის სასამართლოში არსებითად განსახილველად წარმართვისათვის აუცილებელი
მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება საჭიროებს არაგონივრულ ძალისხმევას;
დ) ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
2. გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი
მოსამართლის წინაშე ასევე შეიძლება მოწმედ დაიკითხოს გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს
ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის
მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო
ფლობის ფაქტი და ეს პირი უარს აცხადებს გამოკითხვაზე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების
მიცემა
სავალდებულოა
და
მასზე
უარის
თქმა
იწვევს
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას. ეს წესი არ გამოიყენება ამ მუხლის მე-15 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4.
ამ
მუხლის
მოსამართლესთან
მე-2
პირის
ნაწილით
მოწმედ
გათვალისწინებულ
დაკითხვის
შესახებ
შემთხვევაში
მაგისტრატ
შუამდგომლობის
შეტანის
მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი, რომელსაც შეუძლია
შუამდგომლობით მიმართოს მაგისტრატ მოსამართლეს ან შუამდგომლობით მიმართვა
დაავალოს გამომძიებელს.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარე შუამდგომლობით მიმართავს
მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით.
შუამდგომლობაში
მიეთითება
მოწმის
სახელი,
გვარი,
მისამართი
და
პირის
იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია, აგრეთვე, მაგისტრატი მოსამართლის
წინაშე მოწმედ დაკითხვის საფუძველი.
6. მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.
შუამდგომლობის
დაკმაყოფილების
შემთხვევაში,
მოწმის
დაკითხვა
უნდა
მოხდეს
სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს
24 საათისა. აღნიშნული ვადა დაკითხვის ინიციატორ მხარესთან შეთანხმებით შეიძლება
გაგრძელდეს, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში.
დაუშვებელია მოწმის დაკითხვა ღამით. ღამის დადგომისთანავე დაწყებული დაკითხვა უნდა
შეწყდეს და გადაიდოს მეორე დღისთვის.
7. მაგისტრატ მოსამართლეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში
გამოაქვს დასაბუთებული განჩინება, რომელსაც უგზავნის დაკითხვის ინიციატორ მხარეს.
განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ერთჯერადად, მისი
გამოტანიდან 24 საათში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს
ერთპიროვნულად, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 24 საათისა. საჩივრის დაკმაყოფილების
შემთხვევაში
განჩინება
გადაწყვეტილების
დაუყოვნებლივ
მიმღებ
მაგისტრატ
უნდა
გაეგზავნოს
მოსამართლეს.
ამ
საჩივრის
შემთხვევაში
ავტორს
და
მაგისტრატი
მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს გონივრულ ვადაში, მაგრამ მაგისტრატი
მოსამართლისთვის
სააპელაციო
სასამართლოს
საგამოძიებო
კოლეგიის
მოსამართლის
განჩინების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათისა. აღნიშნული ვადა დაკითხვის ინიციატორ
მხარესთან შეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო
მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში,
სასამართლო დასაკითხ პირს იძახებს უწყებით, ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური
საშუალებით. გამოძახების შესახებ უწყებასა თუ სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს
ვინ, რა მიზნით, ვისთან და რა მისამართზე არის გამოძახებული, გამოცხადების ზუსტი დრო,
აგრეთვე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები. მოწმის გამოუცხადებლობის
შემთხვევაში, მოქმედებს ამ კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. დაკითხვის
ინიციატორი მხარე უფლებამოსილია, დასაკითხი პირის წერილობითი თანხმობით თავად
უზრუნველყოს მაგისტრატ მოსამართლესთან მისი წარდგენა.
9. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-15 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
დაკითხვა
მიმდინარეობს
მხარეთა
მონაწილეობით. დაკითხვის ინიციატორი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოწმე არ
დაიკითხება. მეორე მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დაკითხვის წარმოებას.
მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე ან/და პროცესის მონაწილის სიცოცხლის,
ჯანმრთელობის, ქონების, პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით, მხარის დასაბუთებული
შუამდგომლობითა
და
მაგისტრატი
მოსამართლის
გადაწყვეტილებით,
შესაძლებელია
დაკითხვა წარმოებულ იქნეს მეორე მხარის წინასწარი ინფორმირებისა და დასწრების გარეშე.
ასეთ შემთხვევაში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება საქმის არსებითი განხილვისას დაუშვებელი
მტკიცებულებაა, თუ შესაძლებელია მისი ხელახალი დაკითხვა.
10. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ
შემთხვევაში დაცვის მხარე დაკითხვას არ ესწრება.
11. მოწმეს უფლება აქვს საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
12. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს
დახურულ სასამართლო სხდომაზე ამ კოდექსის 115-ე მუხლით დადგენილი წესით.
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვისას არ მოქმედებს ამ კოდექსის 115-ე
მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.
13. დაკითხვის დასრულებისთანავე მაგისტრატი მოსამართლე უზრუნველყოფს მოწმის
მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების წერილობით და ელექტრონული ფორმით დაკითხვის
ინიციატორი მხარისთვის გადაცემას.
14.
დაცვის
მხარე
უფლებამოსილია
წინასასამართლო
სხდომაზე
დააყენოს
შუამდგომლობა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხული მოწმის ჩვენების დაუშვებელ
მტკიცებულებად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმე
დაიკითხა კანონის არსებითი დარღვევით.
15. გამოძიების სტადიაზე დასაკითხი პირის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი
მოსამართლის წინაშე შეიძლება ასევე დაკითხულ იქნეს პირი, თუ:
ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ანდა
ნაცვალგების პირობების საფუძველზე შემოსულია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური
ორგანოს შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ;
ბ) დასაკითხი პირი გამოძახებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესის
შესაბამისად.
16. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება ბრალდებულზე.“.
5. 117-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 117. ყრუ-მუნჯის და მძიმედ დაავადებულის დაკითხვა
1. ყრუ-მუნჯის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება შესაბამისი ცოდნის მქონე თარჯიმნის
მონაწილეობით. თუ გამოსაკითხი/დასაკითხი პირი ყრუა, მისთვის შეკითხვების დასმა
შეიძლება წერილობით, ხოლო თუ ის მუნჯია, მას შეუძლია შეკითხვებზე პასუხები
წერილობით გასცეს.
2. მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ექიმის ნებართვით და
საჭიროების შემთხვევაში მისი დასწრებით.“.
6. 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. არ დაიკითხება ის მოწმე, რომელიც იმ მომენტში ვერ წარდგება სასამართლოს წინაშე
ამ
კოდექსის
114-ე
მუხლის
პირველი
ნაწილის
„ა“,
„ბ“
და
„დ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული გარემოებების გამო. ასეთ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის
სხდომაზე ქვეყნდება მისი წინასასამართლო ჩვენება. მხოლოდ ეს ჩვენება არ შეიძლება
საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება პირის ბრალეულობის
დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით.“.
7. 131-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით
უნდა იყოს გამოკითხული ან დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და
გვარეობითი ნიშან‐თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას შეხება
ჰქონდა ამოსაცნობ ობიექტთან. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან‐
თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი.“.
8. 243-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 243. გამოკითხვის ოქმისა და გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გამოკვლევა
და მოწმის დისტანციური დაკითხვა”;
ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე
ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ
კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის
სხდომაზე
საჯაროდ
წაკითხვა,
ასევე
მიღებული
ინფორმაციის/ჩვენების
აუდიო
ან
ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე
გარდაიცვალა, არ იმყოფება საქართველოში, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია
მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა ან
დაკითხვა ჩატარდა ამ კოდექსით დადგენილი წესით. არ შეიძლება მხოლოდ ეს მტკიცებულება
დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
2. თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე
ჩვენების მისაცემად, მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან ამ კოდექსის
114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა,
ასევე მისი აუდიო‐ ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ასეთი მოთხოვნა
სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა დააკმაყოფილოს.“.
9. 332-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები:
„3. 2017 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109ე, 115-ე, 117-ე, 1261, 178-ე, 179-ე, 276-ე, 315-ე, 323-ე-3312, 3781 და 3782 მუხლებით
გათვალისწინებულ დანაშაულებზე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და
მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
4. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი ამ მუხლის მე-3 ნაწილში
მითითებული რომელიმე დანაშაულის/დანაშაულების ჩადენაშიც ედება, გამოძიებისას
დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მიმდინარე სისხლის სამართლის
საქმეებზე მტკიცებულებითი ძალა აგრეთვე აქვს მოწმის იმ ჩვენებას, რომელიც მიღებულია ამ
კანონის ამოქმედებამდე, გამოძიებისას მოწმის დაკითხვის საქართველოს 1998 წლის 20
თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 31 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობა გამოძიებისას მოწმის გამოკითხვის/დაკითხვის
ინსტიტუტთან
დაკავშირებით
არსებული
ხარვეზების
გამოსწორების
აუცილებლობამ.
შემოთავაზებული ცვლილებები უკავშირდება გამოძიებისას პირის გამოკითხვისა და მოწმის
დაკითხვის პროცედურებს, გამოსაკითხი პირის წინასწარ ინფორმირებას გამოკითხვის
ცალკეული
გარემოებებისა
სისხლისსამართლებრივი
და
განსაზღვრულ
პასუხისმგებლობის
შემთხვევებში
შესახებ,
ჯვარედინი
მოსალოდნელი
დაკითხვისას
გამოკითხვის/დაკითხვის დროს მიცემული ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობას და სხვ.
კანონპროექტის მიღების შემდეგ ამოქმედდება გამოძიებისას მოწმის დაკითხვის ახალი
წესი, რომლის რამდენჯერმე გადავადება განპირობებული იყო, ერთი მხრივ, სამართალდამცავი
სისტემის თანამშრომელთა გადამზადების საჭიროებით, ხოლო, მეორე მხრივ, საკანონმდებლო
ხარვეზის არსებობით, რომლის შევსების გარეშე დანაშაულთან ბრძოლა და ქვეყანაში
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შესაძლოა სერიოზული რისკის წინაშე დამდგარიყო.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, გამოძიებისას მოწმის დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება,
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული პირის გამოკითხვისა და მოწმის
დაკითხვის მექანიზმის დახვეწა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრა, რომელთა გამოც
დღემდე ისევ 1998 წლის სისხლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაკითხვის წესი
დროებით მოქმედებს1. ამასთანავე, კანონპროექტით ხდება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის ნორმების იმ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა,
რომლებიც სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მხარეთა უფლებების დაცვას და,
ზოგადად, გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზანს ემსახურება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ერთხელ და სამუდამოდ უქმდება 1998 წლის სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით დადგენილი გამოძიების დროს მოწმის დაკითხვის წესი, რომელიც
ამჟამად ისევ მოქმედებს და რომლის თანახმადაც, მოწმე შეიძლება იქნეს დაბარებული
საგამოძიებო ორგანოში ჩვენების მისაცემად, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია გამოცხადდეს
1
იხ. სსსკ 332-ე მუხლი.
და მისცეს ჩვენება, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობას.
ამის სანაცვლოდ, ამოქმედდება ამჟამინდელი სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის ერთ-ერთი მთავარი ნოვაცია, რომლის არსი ის არის, რომ მოწმის ურთიერთობას
გამოძიების ორგანოებთან, ჩვეულებრივ, ნებაყოფილობითი ხასიათი ექნება და პირს ექნება
თავისუფალი არჩევანის უფლება, მისცეს ან არ მისცეს ინფორმაცია გამომძიებელს ან დაცვის
მხარის წარმომადგენელს, თუ მას ეს არ სურს. ეს სტანდარტი ფუძემდებლური სტანდარტია
ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში (იხ. John Murray v. the United Kingdom, § 45, 1996 წლის 8
თებერვალი).
მეორე მხრივ, ადვილი შესაძლებელია, რომ მოწმე, რომელსაც შეუძლია მისცეს
გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, არაკეთილსინდისიერად
არიდებდეს თავს გამოძიებასთან თანამშრომლობას. ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს
მექანიზმი იმისა, რომ მას დაეკისროს ვალდებულება, მისცეს ჩვენება და ამით ხელი შეუწყოს
დანაშაულის
გახსნას,
გამოძიებას
და
დანაშაულის
სავარაუდო
ჩამდენის
მართლმსაჯულებისთვის წარდგენას. ეს მექანიზმი ამგვარი მოწმის მაგისტრატი მოსამართლის
წინაშე წარდგენასა და მისი სავალდებულო წესით დაკითხვას გულისხმობს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლი, რომლის ამოქმედებაც
ქვემომითითებული ხარვეზის გამო რამდენჯერმე გადაიდო, დღესაც ითვალისწინებს ოთხ
გამონაკლისს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც გამოძიების ეტაპზე პირი შეიძლება
სავალდებულო წესით, მოწმის სახით დაიკითხოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. მაგრამ ეს
გამონაკლისები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბრალდების მხარემ მოიპოვოს
გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირისაგან, რომელსაც გააჩნია ამგვარი და უარს
აცხადებს გამოძიებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებაზე. კოდექსის ეს აშკარა ხარვეზი ქმნის
რეალურ საფრთხეს იმისას, რომ ახალი წესის ამოქმედების შემდეგ შესაძლოა მკვეთრად დაეცეს
გამოძიების ეფექტურობა და ეფექტიანობა, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად იმოქმედებს
დანაშაულთან
ბრძოლის
მაჩვენებელზე,
საზოგადოებრივ
წესრიგსა
და
ქვეყნის
უსაფრთხოებაზე.
კანონპროექტი სწორედ ასეთი ხარვეზის შევსებას ისახავს მიზნად, რადგან იგი
ითვალისწინებს ბრალდების მხარის უფლებას, გამოძიებისას შუამდგომლობით მიმართოს
მაგისტრატ მოსამართლეს, მის წინაშე მოწმის სახით დაკითხოს ასევე პირი, რომელსაც
შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, მაგრამ უარს ამბობს ამ
ინფორმაციის მიცემაზე გამოძიების ორგანოს წინაშე. გამოძიებისას მაგისტრატი მოსამართლის
წინაშე ასეთი მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს გამომძიებლის
მხრიდან ამ პირის მიმართ უკანონო ზემოქმედების განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო,
მეორე მხრივ, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას
წარმოშობს.
შესაბამისად, კანონპროექტით იცვლება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
მოქმედ რედაქციას ემატება შემდეგი საკითხები:
-
გამოსაკითხი პირის უფლება არ გასცეს ინფორმაცია ახლო ნათესავის წინააღმდეგ
კანონპროექტით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული ზოგადი
პრინციპიდან გამომდინარე, გამოკითხვის წესში შედის ცვლილება, რომელიც უფლებას ანიჭებს
გამოსაკითხ პირს არ გასცეს ინფორმაცია არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ახლო ნათესავის
წინააღმდეგაც (იხ. Navone and Others v. Monaco, § 74, 2014 წლის 24 იანვარი).
-
გამოსაკითხი პირის ინფორმირების ვალდებულება
კანონპროექტით
სსსკ-ის
113-ე
მუხლი
ახალი
რედაქციით
ყალიბდება,
სადაც
შენარჩუნებულია გამოკითხვის ნებაყოფლობითობის პრინციპი. აქვე მითითებულია, რომ
დაუშვებელია გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს
ინფორმაცია.
კანონპროექტში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ გამოსაკითხმა პირმა საპროცესო
კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლების შესახებ, მათ შორის, იმის თაობაზეც, რომ
გამოკითხვა ნებაყოფლობითია და მას აქვს უფლება, არ გასცეს ინფორმაცია არა მარტო
საკუთარი თავის, არამედ ახლო ნათესავის წინააღმდეგაც, უნდა მიიღოს სათანადო განმარტება
გამოკითხვის დაწყებამდე. ამის შესახებ შესაბამისი ჩანაწერები უნდა გაკეთდეს გამოკითხვის
ოქმში (იხ. Stojkovic v. France and Belgium, § 54, 2012 წლის 27 იანვარი).
ამასთან,
გამოკითხვის
ჩამტარებელი
მხარე
ვალდებულია
გამოსაკითხი
პირი
წერილობით გააფრთხილოს ცრუ დასმენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 373-ე მუხლი), ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა (საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის
370-ე
მუხლი)
და
არსებითად
ურთიერთსაწინააღმდეგო
ინფორმაციის
მიწოდების/ჩვენების მიცემისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3711
მუხლი) მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
თუ გამოკითხვას ატარებს ბრალდების მხარე, გამოკითხვაზე უარის მიღების
შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია განუმარტოს გამოსაკითხ პირს, რომ იგი შეიძლება
დაბარებულ
იქნეს
მაგისტრატ
მოსამართლესთან
დასაკითხად,
რაც,
გამოკითხვისგან
განსხვავებით, სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ამავე მუხლში ხაზგასმულია, რომ გამოკითხვაზე როგორც თანხმობის, ისე უარის
შემთხვევაში გამოსაკითხი პირი ვალდებულია მიაწოდოს გამომკითხველს სწორი ინფორმაცია
მისი პირადი მონაცემების შესახებ. ამასთან, გამოკითხვაზე თანხმობის შემთხვევაში,
გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვის ჩამტარებელ მხარეს მიაწოდოს სწორი
ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ.
კანონპროექტის თანახმად, გამოკითხვის წესი ასევე ვრცელდება ბრალდებულზეც, იმ
პირობით,
რომ
113-ე
მუხლის
რომელიმე
დებულება
არ
არის
წინააღმდეგობაში
ბრალდებულთან დაკავშირებით ამ კოდექსის რომელიმე სხვა დებულებასთან.
-
გამოძიების დროს დაკითხვის წესი
კანონპროექტის თანახმად, ბრალდების მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადილის
ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოსაკითხი პირის
მოწმედ დაკითხვა, სსსკ-ის 114-ე მუხლით უკვე განსაზღვრული შემთხვევების გარდა,
შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც
დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის
გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი და ეს პირი უარს
აცხადებს გამოკითხვაზე.
ამ საგამოძიებო მოქმედებას, რომელიც მოსამართლის თანდასწრებით ტარდება, დაცვის
მხარე არ ესწრება, რაც, შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6
მუხლთან იმ დათქმით, რომ პროცესის მომდევნო სტადიებზე დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს
ამგვარი მოწმის ჩვენების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნის და მისი სრულად დაკითხვის
საშუალება (Natunen v. Finland, 2009 წლის 31 მარტი, §§ 40‐41; Dowsett v. the United Kingdom, 2003
წლის 24 ივნისი, §§ 42‐43; Mirilashvili v. Russia, 2008 წლის 11 დეკემბერი, §§ 203‐209), რაც დაცვის
მხარისათვის უზრუნველყოფილია კიდეც ამ კანონპროექტით.
გამოძიებისას
შუამდგომლობით
მოწმედ
დაკითხვის
მიმართავს
პროკურორი
თაობაზე
მაგისტრატ
მოსამართლეს
ან,
დავალებით,
გამომძიებელი.
მისი
კანონპროექტში მოცემულია ამგვარი შუამდგომლობის სავალდებულო რეკვიზიტები, აგრეთვე
მაგისტრატი მოსამართლის მიერ შუამდგომლობის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების
წესები.
მაგისტრატი მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე.
შუამდგომლობის
დაკმაყოფილების
შემთხვევაში,
მოწმის
დაკითხვა
უნდა
მოხდეს
სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს
24 საათისა. ამასთან, აღნიშნული ვადა დაკითხვის ინიციატორ მხარესთან შეთანხმებით
შეიძლება გაგრძელდეს, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება
სასამართლოში. დაუშვებელია მოწმის დაკითხვა ღამით. ღამის დადგომის გამო დაწყებული
დაკითხვა უნდა შეწყდეს და გადაიდოს მეორე დღისთვის.
კანონპროექტით ითვალისწინებს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ
მაგისტრატი მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინების ერთჯერადად, 24 საათში
სააპელაციო
სასამართლოს
საგამოძიებო
კოლეგიაში
გასაჩივრების
შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს
ერთპიროვნულად, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 24 საათისა. საჩივრის დაკმაყოფილების
შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს გონივრულ
ვადაში, მაგრამ მაგისტრატი მოსამართლისთვის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო
კოლეგიის მოსამართლის განჩინების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათისა. აღნიშნული ვადა
დაკითხვის ინიციატორ მხარესთან შეთანხმებით შეიძლება გაგრძელდეს, თუ მოწმე დადგენილ
ვადაში საპატიო მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში.
კანონპროექტში მოცემულია იმ შემთხვევათა ჩამონათვალი, როდესაც დაკითხვა,
როგორც
წესი,
მხარეთა
მონაწილეობით
მიმდინარეობს,
თუმცა,
მეორე
მხარის
გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დაკითხვის წარმოებას. აქვე მითითებულია, რომ დაკითხვის
ინიციატორი მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოწმე არ დაიკითხება. ამასთან,
ამჟამად მოქმედი წესის მსგავსად, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე ან/და
პროცესის მონაწილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, პირადი ცხოვრების დაცვის
მიზნით,
მხარის
დასაბუთებული
შუამდგომლობითა
და
მაგისტრატი
მოსამართლის
გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დაკითხვა წარმოებულ იქნეს მეორე მხარის წინასწარი
ინფორმირებისა და დასწრების გარეშე.
ასეთ შემთხვევაში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება საქმის არსებითი განხილვისას
დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ შესაძლებელია მისი ხელახალი დაკითხვა.
გამოძიებისას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა დახურულ
სასამართლო სხდომაზე მიმდინარეობს და მასზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით
დადგენილი დაკითხვის ზოგადი წესები ვრცელდება. დაკითხვის დასრულებისთანავე
მაგისტრატი მოსამართლე უზრუნველყოფს მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების
წერილობით და ელექტრონული ფორმით დაკითხვის ინიციატორი მხარისთვის გადაცემას.
კანონპროექტის თანახმად, გამოძიების დროს დაკითხვის წესი ბრალდებულზე არ
ვრცელდება,
-
დაუშვებელი მტკიცებულება
მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვის მიზნით, კანონპროექტის თანახმად, დაცვის
მხარე უფლებამოსილია წინასასამართლო სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა და მოითხოვოს
გამოძიებისას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხული მოწმის ჩვენების დაუშვებელ
მტკიცებულებად ცნობა, თუკი მიიჩნევს, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმე კანონის
არსებითი დარღვევით დაიკითხა.
-
მოწმის ჩვენების გამოყენება ჯვარედინი დაკითხვისას და შეჯიბრებითობის
პრინციპის განმტკიცება
საქართველოში მოწმის დაკითხვის ინსტიტუტის საერთაშორისო სტანდარტებთან
შესაბამისობაში მოყვანისა და ეუთო-ს მიერ საქართველოსათვის ამ კუთხით 2014 წელს
მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით,2 მხარეებს ეძლევათ მეტი ბერკეტი
მოსამართლის წინაშე საკუთარი პოზიციის საფუძვლიანობის დასამტკიცებლად.
კანონპროექტი ითვალისწინებს დაცვის მხარისათვის გარანტიებს, რათა მან საქმის
არსებითი განხილვისას სრულად დაკითხოს გამოძიებისას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე
დაკითხული ბრალდების მოწმე და კითხვის ქვეშ დააყენოს მისი ჩვენების სანდოობა (იხ.
Edwards and Lewis v. the United Kingdom [GC], § 46, 2004 წლის 27 ოქტომბერი).
კერძოდ, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებით, მხარეებს ეძლევათ მეტი
შესაძლებლობა მოსამართლის წინაშე წინააღმდეგობრივი ჩვენებების მიმცემი მოწმის
არასანდოობის წარმოსაჩენად. კერძოდ, თუ მოწმე გამოცხადდება სასამართლოში საქმის
2
ეუთო-ს სასამართლოს მონიტორინგის ანგარიში საქართველოსთვის, 2014 წ., პარ. 206-208, გვ. 82.
არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მოწმის მხრიდან წინააღმდეგობრივი
ჩვენებების არსებობის დასადასტურებლად მხარეს უჩნდება შესაძლებლობა მოითხოვოს მისი
გამოკითხვის ოქმის ან გამოძიებისას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენების
მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, ასევე მისი აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა
(დემონსტრირება). ამდენად, კოდექსის მოქმედი რედაქციისაგან განსხვავებით, რომელიც ასეთ
შესაძლებლობას მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ანიჭებს, თუკი არსებობს დასაბუთებული
ვარაუდი, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს და მიცემულ ჩვენებებში
არსებითი წინააღმდეგობაა, ცვლილების შესაბამისად, მხარეს ამგვარი მოთხოვნის უფლება
ყველა შემთხვევაში გააჩნია, ხოლო მოსამართლე, თავის მხრივ, ვალდებულია დააკმაყოფილოს
მხარის მიერ დაყენებული აღნიშნული მოთხოვნა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან („სამართლიანი სასამართლოს უფლება“)
დაკავშირებულ სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კონვენციის მე-6 მუხლი და უფრო კონკრეტულად
ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი არ უზრუნველყოფს დაცვის მხარისათვის უსაზღვრო
და აბსოლუტურ უფლებას, დაიბაროს და დაკითხოს მისთვის სასურველი ნებისმიერი მოწმე.
სტრასბურგის სასამართლო შიდა სასამართლოებს უტოვებს დისკრეციას, თავად განსაზღვრონ
თუ რომელი მოწმე უნდა იქნეს დაბარებული სასამართლოში ჩვენების მისაცემად და რომელი არა (Perna v. Italy, Application no. 48898/99, 2003 წლის 3 მაისი, § 29; S.N. v. Sweden,2002 წლის 2
ივლისი, § 44; Accardi and Others v. Italy (dec.), 2005 წლის 20 იანვარი).
რაც შეეხება გამოძიებისას მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვაზე დაცვის
მხარის დასწრებას, კანონპროექტის 114-ე მუხლის მე-2 და მე-9 ნაწილების შემოთავაზებული
რედაქციის თანახმად, დაცვის მხარე არ ესწრება მაგისტრატ მოსამართლესთან მოწმის
დაკითხვას,
მაგრამ
დაცვის
მხარეს
არა
მხოლოდ
ხელი
მიუწვდება
მაგისტრატ
მოსამართლესთან დაკითხული მოწმის დაკითხვის ოქმზე (სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის მოქმედი რედაქციის 83-ე მუხლით დადგენილი წესით)3, არამედ, 114-ე მუხლის მე13 ნაწილის შემოთავაზებული რედაქციით, წინასასამართლო სხდომაზე მას შეუძლია დააყენოს
შუამდგომლობა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხული მოწმის ჩვენების დაუშვებელ
მტკიცებულებად ცნობის შესახებ, ხოლო, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე კი უფლება
აქვს ჯვარედინი წესით დაკითხოს იგივე მოწმე და ეცადოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე
და არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს შორის წინააღმდეგობის გამოვლენას
ადრე მიცემული ჩვენების არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვის გზით, რისი
აკრძალვის უფლებაც სასამართლოს, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემოთავაზებული
რედაქციით, აღარ გააჩნია. ეს წესი კანონპროექტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს
წარმოადგენს4 და სრულად იცავს დაცვის მხარის უფლებებს.
იხ. Kuopila v. Finland, Application no. 27752/95, 2000 წლის 27 აპრილი, § 38; Rowe and Davis v. the United Kingdom,
Application no. 28901/95, 2000 წლის 16 თებერვალი, § 60.
4 ამით კიდევ უფრო მაღლა იწევს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი
სტანდარტი, რომლის თანახმად, დაცვის მხარეს უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვისას, „თვითონ დაკითხოს
ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები“ (იხ. მაგალითად, Hümmer v. Germany, Application no. 26171/07, 2012 წლის
3
ევროპული კონვენციის მე‐6 მუხლით დადგენილი სტანდარტია, რომ დაცვის მხარეს
აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმ მოსამართლის წინაშე ბრალდების მოწმისათვის კითხვების
დასმის საშუალება, რომელმაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს (იხ. Graviano
v. Italy, Application no. 10075/02, 2005 წლის 10 თებერვალი, § 38; Tarău v. Romania, 2009 წლის 24
თებერვალი, § 74), რაც კანონპროექტით კიდევაც უზრუნველყოფილია. სტრასბურგის
სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ადგენს, რომ ბრალდებულს, გამამტყუნებელი
განაჩენის გამოტანამდე, უნდა ჰქონდეს საშუალება ყველა მტკიცებულება, მათ შორის მოწმის
ჩვენებები, ხელმისაწვდომი ჰქონდეს სასამართლო სხდომაზე და შეძლოს, რომ სადავოდ
გახადოს ისინი (Hümmer v. Germany, 2012 წლის 19 ივლისი, § 38; Lucà v. Italy, 2001 წლის 27
დეკემბერი, § 39; Solakov v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, 2001 წლის 31 ოქტომბერი, §
57).
დაცვის
მხარის
ამ
შესაძლებლობას
სრულად
ითვალისწინებს
წინამდებარე
კანონპროექტი.
ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული 243-ე
მუხლის მე-2 ნაწილის რედაქცია პირდაპირ პასუხობს ეუთო-ს „სასამართლო პროცესის
მონიტორინგის ანგარიშის“ (2014 წ.) მე-17 რეკომენდაციას (გვ. 12), აგრეთვე 206-ე - 208-ე (გვ. 82)
პუნქტებში მოყვანილ მსჯელობას, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის რედაქცია უნდა შეიცვალოს იმგვარად, რათა მხარეს,
მოწმის
ჩვენებებში
არსებითი
წინააღმდეგობის
სადემონსტრაციოდ,
არ
დასჭირდეს
დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იმის მტკიცება, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ,
დააშინეს ან მოისყიდეს. იმავე პუნქტებში, ეუთო-მ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან
შეუსაბამოდ მიიჩნია სასამართლოებში დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკა, რომლის
თანახმადაც, სასამართლოები მოწმის თანხმობას ითხოვდნენ იმისათვის, რომ მხარისათვის
მიეცათ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის უწინდელი ჩვენების
საჯაროდ
წაკითხვის ნებართვა. როგორც სამართლიანად არის აღნიშნული ეუთოს-ს ანგარიშის
მითითებულ პუნქტებში, ასეთი პრაქტიკა თვით მოწმის იმპიჩმენტის იდეას ეწინააღმდეგება.
კანონპროექტის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემოთავაზებული რედაქცია არა მხოლოდ
საკანონმდებლო ხარვეზს გამოასწორებს, არამედ წერტილს დაუსვამს ამგვარ მანკიერ
პრაქტიკასაც.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის კონტექსტში უმნიშვნელოვანესია ისიც,
რომ კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის ამ კანონპროექტით შემოთავაზებული
რედაქცია მძაფრ აქცენტს აკეთებს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე
არგამოცხადებული მოწმის გამოკითხვის ოქმის ან გამოძიებისას მაგისტრატი მოსამართლის
წინაშე მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე
19 ივლისი, § 38; Solakov v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, Application no. 47023/99, 2001 წლის 31
ოქტომბერი, § 57).
შეზღუდვის დაწესების კუთხით, რაც სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს მიერ დაწესებულ შესაბამის შეზღუდვებთან.5
ასევე, ამგვარი მოწმის მიერ გამოძიებისას მიცემული ინფორმაცია, გამოკითხვის თუ
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის ფარგლებში, არ შეიძლება გახდეს ერთადერთი
საკმარისი
მტკიცებულება
გამამტყუნებელი
განაჩენისთვის.
ამ
ნაწილშიც
დაცულია
სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტით დადგენილი სტანდარტი (იხ. Mirilashvili v. Russia,
2008 წლის 11 დეკემბერი, § 217; Scheper v. the Netherlands (dec.), 2005 წლის 5 აპრილი; Calabrò v.
Italy and Germany (dec.), 2010 წლის 20 მარტი; Ferrantelli and Santangelo v. Italy, 1996 წლის 7
აგვისტო, § 52).
-
საგამონაკლისო წესი
კანონპროექტით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლს ემატება
ნორმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ
მუხლებზე (108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 1261, 178-ე, 179-ე, 276-ე, 315-ე, 323-ე-3312, 3781 და 3782
მუხლები) გამოძიებისას დაკითხვის წარმოების კანონპროექტით შემოთავაზებული წესის ორი
წლით გადავადებას. ამ დანაშაულებს მიეკუთვნება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთლობის,
აგრეთვე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ზოგიერთი დანაშაული, ტერორიზმი,
აგრეთვე ცალკეული დანაშაულები, რომლებიც ძალადობრივი გზით არის ჩადენილი და ქმნის
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ან სახელმწიფოს ინტერესებისათვის ზიანის
მიყენების საფრთხეს (განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში,
ძარცვა,
ყაჩაღობა,
შეთქმულება
ან
ამბოხება
კონსტიტუციური
წყობის
ძალადობით
შესაცვლელად, ტერორიზმი და სხვ.). ამ შემთხვევებში აუცილებელია, რომ გამოძიების
სტადიაზე შესაბამისი ორგანოები არ იყვნენ შეზღუდული მოწმის მხოლოდ მაგისტრატი
მოსამართლის წინაშე დაკითხვის შესაძლებლობით (ისიც, კანონით გათვალისწინებული
პირობების არსებობსას და შესაბამისი შეზღუდვების გათვალისწინებით), ვინაიდან მათი
ჩადენისთანავე
სამართალდამცავი
ორგანოების
მხრიდან
დანაშაულზე
იმწუთიერი
რეაგირებისა და მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, მოწმის დაკითხვის,
მყისიერად განუხორციელებლობამ, შესაძლოა, შექმნას მტკიცებულებათა განადგურების,
შემთხვევის ადგილის დაზიანებისა და მოწმეთა მიმალვის საფრთხე, შესაბამისად, რისკის ქვეშ
დააყენოს ამ დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და შეასუსტოს ქვეყანაში დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლის ბერკეტები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
Lucà v. Italy, Application no. 33354/96, 2001 წლის 27 თებერვალი, § 40; Mika v. Sweden, Application no. 31243/06, 2009
წლის 27 იანვარი, § 37; Mirilashvili v. Russia, Application no. 6293/04, 2008 წლის 11 დეკემბერი, § 217.
5
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფა,
რაც
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ფუნქციების
შესასრულებლად
სასამართლო რესურსების გაზრდის აუცილებლობას უკავშირდება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის
მიღებით
სახელმწიფოს
რაიმე
სახის
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები არ ეკისრება. კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფა, რაც უკავშირდება კანონპროექტით გათვალისწინებული
ფუნქციების შესასრულებლად სასამართლო რესურსების გაზრდის აუცილებლობას. კერძოდ,
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით შესაძლოა საჭირო
გახდეს მაგისტრატი მოსამართლის შტატების დამატება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
პირიქით, კანონპროექტით შემოთავაზებული 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის რედაქცია
პირდაპირ პასუხობს ეუთო-ს „სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშის“ (2014 წ.) მე17 რეკომენდაციას (გვ. 12), აგრეთვე 206-ე - 208-ე (გვ. 82) პუნქტებში მოყვანილ მსჯელობას.
კანონპროეტით ასევე მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
პრეცედენტულ
სამართალთან
(იხ.
„კანონპროექტის ძირითადი არსი“).
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობისას შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა სისხლის
სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროები
და
უსაფრთხოების სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
საქართველოს
სახელმწიფო
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი
სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 50. პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე
1. მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი
საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება:
ა) ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში
ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, – იმ
გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან
დაკავშირებით;
გ) სასულიერო პირს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა
აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად;
დ) ბრალდებულის ახლო ნათესავს;
ე) სახალხო დამცველს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას
გაანდეს, როგორც სახალხო დამცველს;
ვ) საქართველოს პარლამენტის წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრს;
ზ) მოსამართლეს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც სასამართლოს თათბირის
საიდუმლოებაა;
თ)
ჟურნალისტს
–
პროფესიული
საქმიანობისას
მიღებულ
ინფორმაციასთან
დაკავშირებით;
ი)
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
მსხვერპლს
–
მოსაფიქრებელი
ვადის
განმავლობაში;
კ) საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი სპეციალური პრევენციული ჯგუფის
წევრს – იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების
შესრულებისას, თუ იგი არ დათანხმდება, მისცეს ჩვენება.
2. არ შეიძლება მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის
გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის
მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.
3. სასამართლოს უფლება აქვს, მოწმის მოვალეობის შესრულებისაგან გაათავისუფლოს:
ა) სამედიცინო მუშაკი, თუ მას პროფესიულად ევალება საექიმო (სამედიცინო)
საიდუმლოების დაცვა;
ბ) ნოტარიუსი, საჯარო მოსამსახურე, სამხედრო მოსამსახურე და მასთან გათანაბრებული
პირი, თუ მათ ნაკისრი აქვთ ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და
შინაარსი;
გ) პირი, რომელიც სამუშაოზე იმ პირობით არის მიღებული, რომ არ გაამჟღავნებს
კომერციულ ან საბანკო საიდუმლოებას;
დ) კონტრტერორისტული ან/და სპეციალური ოპერაციის მონაწილე პირი (მის
პროფესიულ მოვალეობასთან დაკავშირებით), რომლის საქმიანობაც გასაიდუმლოებულია და
ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები სახელმწიფო
საიდუმლოებას მიეკუთვნება.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ −
მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში, იმავე ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3
ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ, თუ თავიანთი საქმიანობის
განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებათ კონფიდენციალობის დაცვის
ვალდებულება და იმავდროულად აქვთ ინფორმაცია არასრულწლოვნის მიმართ საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის
„გ“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,
139-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 140-ე ან 141-ე მუხლით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 253-ე
მუხლის მე-2 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით, 2551 ან 2552 მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, სურვილის შემთხვევაში მოწმის სახით
ჩვენების მიცემა არ ჩაითვლება ზემოაღნიშნული ვალდებულების დარღვევად.
მუხლი 64. აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი
1. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს,
მისცეს განმარტება.
2. მოსამართლის აცილების შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას იღებს:
ა) საქმის ერთპიროვნულად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია
საქმის განმხილველი მოსამართლის მიმართ, – ეს მოსამართლე;
ბ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია
მოსამართლის (მოსამართლეების) მიმართ, – ის მოსამართლე (მოსამართლეები), რომლის
(რომელთა) მიმართაც აცილების შუამდგომლობა არ დაყენებულა;
გ) საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია
სასამართლოს მთელი შემადგენლობის მიმართ, – საქმის განმხილველი სასამართლოს
შემადგენლობა.
3. გამოძიებისას დაყენებული აცილების შუამდგომლობა უნდა გადაწყდეს 24 საათში,
ხოლო სასამართლო სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა – დაუყოვნებლივ, სათათბირო
ოთახში ან ადგილზე თათბირით.
4. განცხადებული აცილების შუამდგომლობაზე პროკურორს გამოაქვს დადგენილება,
ხოლო სასამართლოს – განჩინება.
მუხლი 75. მოწმის ჩვენება
1. მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ მოწმე ვერ მიუთითებს წარმოდგენილი
ინფორმაციის წყაროს ან თუ დადგინდება, რომ ფსიქიკური ავადმყოფობის ან ფიზიკური
ნაკლის გამო მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.
2. თუ მოწმის ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს, მოსამართლის
წინაშე დააყენოს შუამდგომლობა ჩვენების (ჩვენებების) დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის
თაობაზე.
3. მოწმის ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი არ
გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 113. გამოკითხვის წესი
1. ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან
ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია
გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის
მომსახურებით, თავის წინააღმდეგ არ გასცეს ინფორმაცია და აღნიშნული უფლებების შესახებ
განმარტება მიიღოს გამოკითხვის დაწყებამდე.
3. გამოკითხვის წინ უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი
ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
მუხლი 114. გამოძიების დროს დაკითხვის წესი
1. გამოძიების სტადიაზე მხარის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის
ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაკითხულ
იქნეს პირი, თუ:
ა) არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური
საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის დაკითხვას საქმის არსებითი განხილვის დროს;
ბ) იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს ტერიტორიას;
გ) საქმის სასამართლოში არსებითად განსახილველად წარმართვისათვის აუცილებელი
მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება საჭიროებს არაგონივრულ ძალისხმევას;
დ) ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების
მიცემა
სავალდებულოა
და
მასზე
უარის
თქმა
იწვევს
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაკითხ პირს იძახებენ სასამართლო
უწყებით.
დაკითხვა
მიმდინარეობს
მხარეთა
მონაწილეობით.
მეორე
მხარის
გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დაკითხვის წარმოებას.
4.
მართლმსაჯულების
შუამდგომლობითა
და
ინტერესებიდან
მოსამართლის
გამომდინარე,
გადაწყვეტილებით
მხარის
დასაბუთებული
შესაძლებელია
დაკითხვა
წარმოებულ იქნეს მეორე მხარის წინასწარ ინფორმირებისა და დასწრების გარეშე. ასეთ
შემთხვევაში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება საქმის არსებითი განხილვისას დაუშვებელი
მტკიცებულებაა, თუ შესაძლებელია მისი ხელახალი დაკითხვა.
5. მოწმე უნდა დაიკითხოს შუამდგომლობის დაყენებიდან გონივრულ ვადაში.
შუამდგომლობის ავტორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმე არ იკითხება.
6. გამოძიების სტადიაზე დასაკითხი პირის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი
მოსამართლის წინაშე შეიძლება ასევე დაკითხულ იქნეს პირი, თუ:
ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ანდა
ნაცვალგების პირობების საფუძველზე შემოსულია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური
ორგანოს შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ;
ბ) დასაკითხი პირი გამოძახებულია „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესის
შესაბამისად.
7. ამ მუხლის მე -6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ
გამოიყენება ამავე მუხლის მე -2 ნაწილით დადგენილი წესი.
მუხლი 117. ყრუ-მუნჯის და მძიმედ დაავადებულის დაკითხვა
1.
ყრუ-მუნჯის
დაკითხვა
ტარდება
შესაბამისი
ცოდნის
მქონე
თარჯიმნის
მონაწილეობით. თუ დასაკითხი პირი ყრუა, მისთვის შეკითხვების დასმა შეიძლება
წერილობით, ხოლო თუ ის მუნჯია, მას შეუძლია შეკითხვებზე პასუხები წერილობით გასცეს.
2. მძიმედ დაავადებულის დაკითხვა ტარდება ექიმის ნებართვით და საჭიროების
შემთხვევაში მისი დასწრებით.
მუხლი 118. მოწმის დაკითხვა საქმის არსებითი განხილვის დროს
1. ბრალდების მოწმის დაკითხვას იწყებს ბრალდების მხარე, აგრძელებს დაცვის მხარე და
პირიქით.
2. მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ
დაკითხულან. ამასთანავე, სასამართლო იღებს ზომებს, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ
მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. დაკითხვის
დასრულების შემდეგ მოსამართლემ უნდა განუმარტოს მოწმეს სასამართლო სხდომაზე
დასწრების უფლება.
3. არ დაიკითხება ის მოწმე , რომელიც იმ მომენტში ვერ წარდგება სასამართლოს წინაშე
ამ კოდექსის 114- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
გარემოებების გამო. ასეთ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ქვეყნდება მისი
წინასასამართლო ჩვენება. ეს ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ
განაჩენს, თუ იგი არ დასტურდება პირის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა
მტკიცებულებით.
მუხლი 131. პირის და ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა
1. გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის თანხმობით.
2. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით უნდა
იყოს დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების
თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას შეხება ჰქონდა ამოსაცნობ ობიექტთან.
ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი
ობიექტი.
3. ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან
ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან
გარეგნობითა და ტანსაცმლით.
4. ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან
საგანთან ერთად. ამომცნობს სთავაზობენ, მიუთითოს ობიექტი, რომლის ამოცნობაც შეუძლია,
და განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო იგი.
5. როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია
ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს
ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა
ფოტოსურათი,
რომლებზე
ერთმანეთისაგან
და
აღბეჭდილი
ამოსაცნობისაგან.
ობიექტებიც
მკვეთრად
ფოტოსურათების
არ
განსხვავდება
ამოსაცნობად
წარდგენა
შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.
6. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა,
თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი
ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე.
7. ამომცნობის მიერ ამოსაცნობი ობიექტის განმეორებით ამოცნობა დაუშვებელია, გარდა
იმ შემთხვევისა, როცა წინა ამოცნობა ფოტოსურათით ჩატარდა.
8. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი ობიექტის ამოცნობისას, რომლის ანალოგის
შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ 1 ამოსაცნობი ობიექტის მიხედვით.
9. ამოცნობის ჩატარება აუცილებელი არ არის, თუ ამომცნობი ასახელებს ამოსაცნობი
პირის პერსონალურ მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია მისი ზუსტი იდენტიფიცირება.
მუხლი 243. მოწმის დეპონირებული ჩვენების გამოკვლევა და მისი დისტანციური
დაკითხვა
1. გამოძიების დროს მოწმის დეპონირებული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ
წაკითხვა, ასევე მისი ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება)
დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, არ იმყოფება საქართველოში, მისი ადგილსამყოფელი
უცნობია
ან
ამოწურულია
მისი
სასამართლოში
წარმოდგენის
ყველა
გონივრული
შესაძლებლობა და ჩვენება მიცემულია ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს
ან მოისყიდეს და მიცემულ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს,
დააყენოს შუამდგომლობა მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის, ასევე მისი აუდიო- ან
ვიდეოჩანაწერის მოსმენის (დემონსტრირების) თაობაზე ამ მუხლის პირველი ნაწილის
მოთხოვნის დაუცველად. არ შეიძლება მხოლოდ ეს მტკიცებულება დაედოს საფუძვლად
გამამტყუნებელ განაჩენს.
3.
მხარის
შუამდგომლობის
საფუძველზე
სასამართლოს
გადაწყვეტილებით
შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით იმავე
ან სხვა სასამართლოდან ან სხვა ადგილიდან, რაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.
4. თუ არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის
მოწმე ან მსხვერპლია, მისი ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში იგი
უნდა დაიკითხოს ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული წესით.
მუხლი 332. გამოძიებისას დაკითხვის დროებითი წესი
1. 2015 წლის 31 დეკემბრამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის
20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (გარდა 305-ე მუხლის მე-6
ნაწილისა) დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის დაკითხვისას
გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მათ შორის, იმ საქმეზე, რომელზედაც
სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო.