„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.11.2015
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/409/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 13
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-24
ბიუროს ნომერი 349

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 370-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 370. ცრუ ინფორმაცია ან ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამოკითხვისას პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება ან დაკითხვისას მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ანდა თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნა გამოძიების დროს ან სასამართლოში – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.”. 2. 3711 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3711. მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა, გამოსაკითხი პირის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის მიწოდება/ჩვენების მიცემა ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის ან დაზარალებულის გამოსაკითხი მიერ პირის არსებითად მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო არსებითად ჩვენების ურთიერთსაწინააღმდეგო მიცემით, ინფორმაციის მიწოდებით/ჩვენების მიცემით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.“. 3. 372-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 372. ზემოქმედების განხორციელება გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე“; ბ) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. გამოსაკითხი პირისადმი, მოწმისადმი, დაზარალებულისადმი, ექსპერტისადმი ან თარჯიმნისადმი მიმართვა ან მისი დაყოლიება ცრუ ინფორმაციის ან ჩვენების ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის ან ინფორმაციის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ანდა არასწორად თარგმნისათვის, ან მის მიერ მიცემული ინფორმაციის, ჩვენების ან დასკვნის შეცვლისათვის, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 2. გამოსაკითხი პირის, მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა ან მისი იძულება ცრუ ინფორმაციის ან ჩვენების ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის ან განზრახ არასწორად თარგმნისათვის, ანდა ინფორმაციის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი შეცვლისათვის, თუ ამას ერთვის მისთვის ანდა მისი ახლო ნათესავისათვის ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება ან მოკვლის, ძალადობის, ქონების დაზიანების, განადგურების ანდა სხვა მუქარა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 31 დეკემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მომზადებას განაპირობებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის წარმოების მიმდინარეობის პროცესში პირის გამოკითხვის ინსტიტუტის დახვეწას და მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების გამოსწორებას. ამავე პროექტში მითითებულია, რომ გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ დასმენისათვის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის მიწოდების/ჩვენების მიცემისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ამასთან, დაუშვებელია გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრება, ერთი მხრივ, გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციისა და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის მიწოდების/ჩვენების მიცემის, ხოლო, მეორე მხრივ, გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციისა და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ზემოქმედების ჩვენების მიცემისათვის, განხორციელებისათვის აგრეთვე, სისხლისსამართლებრივი გამოსაკითხ პირზე პასუხისმგებლობის დაწესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე, 3711 და 372-ე მუხლებში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად იქნება მიჩნეული გამოკითხვისას გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება, ისევე, როგორც გამსოაკითხი პირის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციის მიწოდება/ჩვენების მიცემა. სისხლის სამართლის დანაშაულად იქნება ასევე მიჩნეული გამოსაკითხ პირზე ზემოქმედება - გამოსაკითხი პირისადმი მიმართვა ან მისი დაყოლიება, მოსყიდვა ან იძულება ცრუ ინფორმაციის მიცემისათვის ან ინფორმაციის მიცემაზე უარის თქმისათვის, ან მის მიერ მიცემული ინფორმაციის შეცვლისათვის. ამასთან, გამოსაკითხი პირის მოსყიდვისა და იძულების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ამ ქმდებას თან ერთვოდეს გამოსაკითხი პირისათვის ანდა მისი ახლო ნათესავისათვის ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება ან მოკვლის, ძალადობის, ქონების დაზიანების, განადგურების ანდა სხვა სახის მუქარა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენი პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ჯარიმების ოდენობით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი ალტერნატიული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (ცრუ ინფორმაცია ან ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი), 3711 მუხლით (გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა) და 372-ე მუხლით (ზემოქმედების განხორციელება გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ალტერნატიული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (ცრუ ინფორმაცია ან ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი), 3711 მუხლით (გამოსაკითხი პირის, მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა) და 372-ე მუხლით (ზემოქმედების განხორციელება გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტზე მუშაობისას სამუშაო შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 370. ცრუ ჩვენება, ყალბი დასკვნა, საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ან არასწორი თარგმანი 1. მოწმის ან დაზარალებულის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა, ექსპერტის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა ანდა თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნა გამოძიების დროს ან სასამართლოში – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. შენიშვნა: (ამოღებულია). მუხლი 3711. მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის ან დაზარალებულის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. მუხლი 372. ზემოქმედების განხორციელება მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე 1. მოწმისადმი, დაზარალებულისადმი, ექსპერტისადმი ან თარჯიმნისადმი მიმართვა ან მისი დაყოლიება ცრუ ჩვენების ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ანდა არასწორად თარგმნისათვის, ან მის მიერ მიცემული ჩვენების ან დასკვნის შეცვლისათვის, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. 2. მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის ან თარჯიმნის მოსყიდვა ან მისი იძულება ცრუ ჩვენების ან ყალბი დასკვნის მიცემისათვის ან განზრახ არასწორად თარგმნისათვის, ანდა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან მისი შეცვლისათვის, თუ ამას ერთვის მისთვის ანდა მისი ახლო ნათესავისათვის ნებისმიერი სახის ქონებრივი სარგებლის შეთავაზება ან მოკვლის, ძალადობის, ქონების დაზიანების, განადგურების ანდა სხვა მუქარა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ძალადობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 4. იგივე ქმედება, რომელიც საშიშია სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.