„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2015
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/427/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-21
ბიუროს ნომერი 365

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებას, მათ მიერ სამსახურის გავლის წესს, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობებს, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მისი დაჯარიმების წესსა და პირობებს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს. 2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს (შემდგომში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი) უფლება აქვს გამოსცეს ბრძანება ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე.“. 2. მე-3 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნებისათვის, მათ შორის: მსჯავრდებულის და მისი მდგომარეობის იდენტიფიკაციისათვის, მსჯავრდებულის რეგისტრაციისათვის, მისი რისკისა და საჭიროების შეფასებისათვის, მსჯავრდებულის სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვისათვის, მსჯავრდებულის კონტროლისა და ზედამხედველობისათვის, დასრულებული სააღსრულებო საქმის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაარქივებისათვის, ასევე პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადაწყვეტისა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და წესით, პრობაციის ეროვნული სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები ახორციელებენ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას და ამ მიზნით უფლებამოსილნი არიან ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში ავტომატური და ნახევრადავტომატური საშუალებებით წარმოებულ მონაცემებზე, აგრეთვე მიიღონ, გაეცნონ და გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია.“. 3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პრობაციის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.“. 4. 71 მუხლის: ა) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: 2 „71. მსჯავრდებული ვალდებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობიდან ან სასამართლოს შესაბამისი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, თავისუფლების შეზღუდვის სახით შეცვლილი/შეფარდებული სასჯელის მოსახდელად გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებაში. მსჯავრდებულის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა არის ამ კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარდგინებით მიმართვის საფუძველი.“. ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დაწესებულების საქმიანობის წესი, სტრუქტურა, მისაღებ მსჯავრდებულთა ზღვრული რაოდენობა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობები, მსჯავრდებულთა წახალისება, დისციპლინური პასუხისმგებლობა, მოშიმშილე მსჯავრდებულთან მოპყრობის, მსჯავრდებულის იზოლირების, სხვა დაწესებულებაში გადაყვანისა და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის წესი განისაზღვრება დაწესებულების ტიპური დებულებით, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი.“. 5. მე-121 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გარემოებების გარდა, სხვა ისეთი განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, რომლის გამოც მსჯავრდებულის მიერ შეუძლებელი გახდა დადგენილი რეჟიმის შესრულება, დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის შესახებ, ამ კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში და წესით, გადაწყვეტილებას, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით, იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი.“. 6. 141 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დადგენილი რეჟიმის შესაბამისად პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოცხადების დროისათვის მის მიერ ადგილსამყოფლის დროებით შეცვლისას მსჯავრდებული შესაძლებელია გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს შესაბამის პრობაციის ბიუროში თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით.“. 7. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ის მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ზღვრულ ქულას არ აღემატება, გათავისუფლებულია ამ კანონის მე-14 მუხლით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.“. 8. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი: „მუხლი 161. პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის, ოფიცრის აცილება და თვითაცილება 1.პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერმა არ შეიძლება აწარმოოს მსჯავრდებულის მიმართ სააღსრულებო საქმე თუ ის: ა) მსჯავრდებულის სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობდა დაზარალებულის სტატუსით ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; 3 ბ) მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, მოწმედ, ექსპერტად, თარჯიმნად, კანონიერ წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მსჯავრდებულის ან დაზარალებულის ან მათი კანონიერი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია სააღსრულებო საქმის წარმოების შედეგით ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნათესავებად ითვლებიან: ა) მეუღლე; ბ) შვილი; გ) და-ძმა; დ) დისშვილები და ძმისშვილები; ე) მშობლები და მშობლების და-ძმები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საფუძვლის გამოვლენისთანავე, პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი ვალდებულია თვითაცილების თაობაზე დაუყოვნებლივ მიმართოს პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას თვითაცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 4. სააღსრულებო საქმისწარმოების მიმდინარეობისას, მსჯავრდებულს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საფუძვლის არსებობისას, პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის აცილების მოთხოვნით მიმართოს პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსს, რომელიც მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნას განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით. 5. აცილების/თვითაცილების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსის გადაწყვეტილება არ საჩივრდება. 6. აცილების/თვითაცილების მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსის გადაწყვეტილება საჩივრდება პრობაციის ბიუროს/დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში გადაწყვეტილების გაცნობიდან 5 დღის ვადაში.“. 9. 21-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წარდგინების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება სასამართლოს გამოაქვს წარდგინების შეტანიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.“. ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას იხილავს შესაბამისი სასამართლო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.“. 10. 23-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმების, მსჯავრდებულის გარდაცვალების ან „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 4 მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოება წყდება.“. 11. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ დამტკიცებული, „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად, ახორციელებს მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის მოთხოვნების შესრულების, აგრეთვე მის შესახებ სხვა ინფორმაციის რეგისტრაციას სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.“. 12. 442 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს - მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში), დაწესებულების უფროსის თანხმობით წახალისების მიზნით აგრეთვე იმ პირებთან, რომლებიც გათვალისწინებული არ არიან ამ ჩამონათვალში. ასეთ პირებთან შეხვედრაზე დაწესებულების უფროსის თანხმობა/მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.“. 13. 455 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 456 მუხლი: „მუხლი 456. „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა 2016 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის“ დამტკიცება.“. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-10 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ შემთხვევებზე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
5 განმარტებითი ბარათი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების პროცესში, მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების დამუშავების რეგულაციის არ არსებობა, რასაც პირდაპირ ითვალისწინებს ,,პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. კანონპროექტის მიღების მიზეზია აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელითა და პირობით მსჯავრდებულთა „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოდან გაძევების შემთხვევაში, მათ მიმართ სამართლებრივი აქტების მიმდინარე აღსრულების შემდგომი მდგომარეობის შესახებ მაკაფიო რეგულაციის არ არსებობა. გარდა აღნიშნულისა, არ არსებობს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულის პირველადი გამოცხადების რეგულაცია. ამასთან, მოქმედ რედაქციაში არ არის გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვისათვის აუცილებელი კონტროლის საშუალებების გამოყენებისა და მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესაძლებლობა. არ არის გათვალისწინებული პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის აცილების/თვითაცილების საკითხი, რაც პრაქტიკულად აუცილებელ მოწესრიგებას საჭიროებს. ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების უფროსების წარდგინებების განხილვისთვის გადაუდებელ აუცილებელობას წარმოადგენს სასამართლოებში მაქსიმალურად შემჭიდროვებული ვადის არსებობა. პრაქტიკულ აუცილებლობას წარმოადგენს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ერთიანი წესების (ინსტრუქციის) არსებობა და დასაზუსტებელია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ხანმოკლე პაემნით მოსარგებლე პირთა წრე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია განსაზღვროს მსჯავრდებულთა შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერი საფუძვლები და შესაბამისი უფლებამოსილებები, რათა პრაქტიკული საჭიროებები და არსებული რეალობა იყოს კანონშესაბამისი. კანონპროექტის მიზანია „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულის გაძევების შემთხვევაში დაადგინოს კონკრეტული რეგულაციები „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით. კანონპროექტით განისაზღვრება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უფროსის წარდგინებების განმხილველი სასამართლო და დადგინდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს 6 ტერიტორიული ორგანოებიდან სასამართლოებში შესული წარდგინებების განხილვისათვის სასამართლოში საჭირო ოპტიმალური ვადა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს უფლება ექნება გამოსცეს ბრძანება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე. კანონპროექტით გათვალისწინებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ მხოლოდ ამ კანონის მიზნებისათვის მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების (მაგ: თითის ანაბეჭდი) დამუშავება. აღნიშნული წარმოადგენს კანონით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად გადაუდებელ აუცილებლობას, კერძოდ, არასაპატიმრო სასჯელის ან პირობითი მსჯავრის აღსრულება წარმოუდგენელია მსჯავრდებულის ზუსტი იდენტიფიკაციის, მისი დემოგრაფიული, სოციალური, ჯანმრთელობის თუ სხვა სახის მონაცემების დამუშავების გარეშე. აგრეთვე, პირობით მსჯავრდებულთა გამოცხადების რეგისტრაცია-აღრიცხვა ხორციელდება დაქტილოსკოპის გამოყენებით, რაც აუცილებელს ხდის მსჯავრდებულის თითის ანაბეჭდის დამუშავებას, პერსონალური მონაცემების გარეშე გამორიცხულია სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური მიდგომის დანერგვა, შესაბამისი რისკისა და საჭიროებების განსაზღვრა და სათანადო სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარება. კანონპროექტით გათალისწინებულია უფლებამოსილება, რათა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს და მის ტერიტორიულ ორგანოებს ჰქონდეთ სათანადო წვდომა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში მსჯავრდებულის შესახებ დაცულ მონაცემებთან. მაგალითად, სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის შესაბამის ნაწილთან, მსჯავრდებულის იდენტიფიკაციის და მისი მოქალაქეობრივი მდგომარეობის დასადგენად. ასევე, სოციალურად დაუცველი პირების შესახებ მონაცემთა ბაზასთან - მსჯავრდებულის სოციალური მდგომარეობის დასადგენად, რათა მის მიმართ ჯეროვნად იქნას გამოყენებული ამ კანონით დადგენილი შესაბამისი შეღავათები. ამასთან, აუცილებელია მონაცემები იყოს მუდმივად განახლებადი და რეალური, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი შეცდომა, რაც სასჯელის აღსრულების კანონიერებას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ასევე, აღნიშნული რეგულაცია გაათავისუფლებს თავად მსჯავრდებულს მის შესახებ ერთიდაიგივე სახის ინფორმაციის პერიოდულად წარმოდგენის ვალდებულებისაგან, მაგალითად, ირიცხება თუ არა სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში მოცემულ პერიოდში. ასევე უქმდება პრობაციის სხვა ბიუროს ტერიტორიაზე დროებით გადასვლის გამო (დასასვენებლად, სეზონური სამუშაოდან გამომდინარე, სასწავლებლად და ა.შ.) სხვა პრობაციის ბიუროში დროებით სარეგისტრაციოდ გამოცხადებისათვის დადგენილი საფასური - ამგვარი საფასურის არსებობას უშვებს კანონის მოქმედი რედაქცია, ხოლო ოდენობა (ერთ თვემდე ვადით-20 ლარი, სამ თვემდე ვადით - 50 ლარი) განსაზღვრულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით, რომელიც ბუნებრივია წარმოდგენილი ცვლილებების მიღებისა და ამოქმედებისთანავე შესაბამისი წესით დაკარგავს ძალას. კანონპროექტი ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ობიექტური აუცილებლობიდან გამომდინარე, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის 7 მიზნებისათვის, ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებების გამოყენების, ასევე მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის საფუძვლებს, რათა ამ საკითხების დეტალური რეგულაცია განხორციელდეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ნორმატიული აქტით - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტიპური დებულებით. გარდა აღნიშნულისა, განისაზღვრება თავისუფლებაშეზღუდული მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში პირველადი გამოცხადების რეგულაციები მსჯავრდებული ვალდებული ხდება შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში თავად გამოცხადდეს დაწესებულებაში. კანონპროექტის მიხედვით „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მის მიმართ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღსრულებო წარმოება შეწყდება. შესაბამისი ნორმის მოქმედება კანონის გარდამავალი დებულებებით გავრცელდება ამ ნორმის ამოქმედებამდე დამდგარ შემთხვევებზეც, რადგან უკვე არსებობს სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება პირობით მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გაძევების შესახებ. მათ მიმართაც ამ გადაწყვეტილებების საფუძველზე შეწყდება პრობაციის სისტემაში მიმდინარე სააღსრულებო წარმოებები. კანონპროექტი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (რომელიც გამოიყენება უპირატესად ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო წარმოებაში) შესაბამისი მოდელის ანალოგიით ადგენს კონკრეტულ საფუძვლებს პრობაციის/თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის აცილება/თვითაცილებისათვის, ამასთან დგინდება ამ საკითხის გადაწყვეტის პროცედურა. პრაქტიკული ხასიათის მოტივაციით (როგორც წესი, მუნიციპალიტეტების უმეტესობაში პრობაციის ოფისში არის პრობაციის მხოლოდ ერთი ოფიცერი) სხვა საფუძვლებთან ერთად დგინდება იმ პირთა (ნათესავთა) მინიმალური წრე, რომელთა მიმართაც ოფიცერს არ შეუძლია აწარმოოს სააღსრულებო საქმე. აცილება/თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსი. მისი გადაწყვეტილება აცილება/თვითაცილების დაკმაყოფილების შესახებ არ საჩივრდება, რადგან იგულისხმება, რომ მომთხოვნი (დაინტერესებული) მხარის (მსჯავრდებული ან ოფიცერი) მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, ხოლო თავისთავად ის, რომ კონკრეტულ მსჯავრდებულს ქონდეს ინტერესი, რომ მისი საქმე მაინცდამაინც კონკრეტულმა ოფიცერმა აწარმოოს ან კონკრეტულ ოფიცერს ქონდეს რაიმე ინტერესი კონკრეტული მსჯავრდებულის საქმე აწარმოოს - საფუძველშივე დაუშვებელია. კანონის მოქმედი რედაქცია პრობაციის ბიუროდან სასამართლოში შესული წარდგინებისაგან განსხვავებით, პირდაპირ არ განსაზღვრავს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან შესული წარდგინების მიმღებ სასამართლოს. პრაქტიკული თვალსაზრისით და მსჯავრდებულის ადგილსამყოფლის გათვალისწინებით, სწორი იქნება წარდგინების განმხილველი სასამართლო განისაზღვროს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით. მაგალითად, თბილისის სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან შესული წარდგინება განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლომ და ა.შ. 8 კანონის მოქმედი რედაქცია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებიდან სასამართლოში შესული წარდგინებების განხილვის ვადად ითვალისწინებს 1 თვეს, რაც პრაქტიკულად აჭიანურებს საქმისწარმოებას, იწვევს მის შეჩერებას და ამ პერიოდის განმავლობაში არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის თითქმის კონტროლს გარეშე დარჩენას. აგრეთვე, პრაქტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ არსებული ვადის პირობებში წარდგინების განხილვის პროცედურა აზრს უკარგავს წარდგინებით მიმართვით მიზანს, კერძოდ არსებული ვადის სრულად გამოყენების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მძიმე შედეგებს, მათ შორის განმეორებით დანაშაულის ჩადენას ლეტალური შედეგით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენს ამ ვადის მინიმუმადე, კერძოდ, არაუგვიანეს სამ სამუშაო დღემდე შემცირება. ამით არ დაზარალდება გადაწყვეტილების მიღების პროცესი, როგორც წესი, ამგვარი განხილვა მოიცავს ერთ სხდომას და საკითხის გადასაწყვეტად მოსამართლეს მიეწოდება ყველა რეალური გარემოება. ამასთან, ეს რაიმე განსაკუთრებულ დატვირთვას საერთო სასამართლოებისათვის ვერ შექმნის თუ გავითვალისწინებთ, რომ მაგ: მიმდინარე წლის თერთმეტი თვის განმავლობაში სულ მთლიანად საერთო სასამართლოებში შევიდა სხვადასხვა შინაარსის 447 წარდგინება, ანუ თვეში საშუალოდ 40 წარდგინება, ანუ კვირაში საშუალოდ 10 წარდგინება. კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს მხოლოდ მსჯავრდებულთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის არსებობას, რაც გაზრდილი ავტომატური საშუალებებისა და საჭიროებების პირობებში არ არის საკმარისი საქმისწარმოების ერთიანი სტანდარტების შესაქმნელად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი ქმნის საფუძველს სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის შემოსაღებად, რომელსაც დაამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი და რომლითაც ერთგვაროვნად მოწესრიგდება როგორც პერსონალური მონაცემების დამუშავების, ასევე სათანადო უფლებამოსილებათა განსაზღვრის და ზოგადად საქმისწარმოების ავტომატური და ნახევრადავტომატური კომპონენტები. კანონპროექტი აფართოებს და სრულყოფს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთან ხანმოკლე პაემანზე შეხვედრის უფლების მქონე პირთა წრეს. კერძოდ: მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნული პირთა წრე გაფართოვდა პატიმრობის კოდექსის ანალოგიით. კანონპროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია დაწესებულების უფროსის ნებართვით და წახალისების მიზნით ზემოაღნიშნულ პირთა წრის ჩამონათვალში არ მყოფ პირთანაც ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებულის შეხვედრის შესაძლებლობა. წახალისების შესახებ, აგრეთვე დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების უფროსი, დაწესებულების ტიპური დებულების შესაბამისად. კანონპროექტით ასევე ზოგიერთი პუნქტი ტერმინოლოგიურად და რედაქციულად ზუსტედება. 9 ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან; ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს, კერძოდ, პრობაციის ეროვნული სააგენტოს შემოსავლები არასაბიუჯეტო ნაწილში შემცირდება საშუალოდ 37 200 ლარით წელიწადში, რაც არ შეაფერხებს სააგენტოს საქმიანობას. ამასთან კანონპროექტის მიღება დაახლოებით იგივე ოდენობით დადებით ფინანსურ ასახვას ჰპოვებს პირობით მსჯავრდებულ და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ მსჯავრდებულებზე; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის გადასახდელის დაწესება; ან სხვა სახის ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და შეესაბამება მათ; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს; საქართველოს საქართველოს და მრავალმხრივ და მრავალმხრივ 10 დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია სახელმწიფო, არასახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებების წარმომადგენლებს; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
11 „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო ეს კანონი არეგულირებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებას, მათ მიერ სამსახურის გავლის წესს, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობებს, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მისი დაჯარიმების წესსა და პირობებს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს. მუხლი 3. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული არასაპატიმრო სასჯელთა სახის, პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების და განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო), რომელიც ამ აქტების და განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულებას ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიუროები) და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების მეშვეობით. [ 1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების და სასჯელის დანიშვნისას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო) თავისი ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიუროები) და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების მეშვეობით. (ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან)] 2. პრობაციის ეროვნული სააგენტო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარეთ პატიმრობის კოდექსის 171 მუხლით გათვალისწინებული ვიდეოპაემნის ორგანიზებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროების მეშვეობით. [ 3. ამ კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების არასრულწლოვნის მიმართ აღსრულების პროცესში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებითა და სპეციალური წესებით, რომლებიც გამოიყენება, როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმები. (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)] მუხლი 4. პრობაციის ეროვნული სააგენტო 12 1. პრობაციის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი). 2. პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. 3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით. 4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან შეთანხმებით . 5. პრობაციის ეროვნული სააგენტო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან. 6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. 7. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შინაგანაწესსა და სარეაბილიტაციო პროგრამებს ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. მუხლი 71 . თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად პრობაციის ეროვნულ სააგენტოს აქვს ტერიტორიული ორგანოები − თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება (შემდგომ − დაწესებულება), რომელსაც ხელმძღვანელობს დაწესებულების უფროსი. 11. დაწესებულებაში ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის აღსრულებას უზრუნველყოფს თავისუფლების შეზღუდვის ოფიცერი. 2. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, დაწესებულების დებულებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 3. დაწესებულებაში შექმნილი პირობები არ უნდა ლახავდეს მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას. 4. დაწესებულებაში შექმნილი პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. 5. დაწესებულებებია: ა) სრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულება; ბ) არასრულწლოვან მსჯავრდებულთა დაწესებულება; გ) ქალ მსჯავრდებულთა დაწესებულება. 6. დაწესებულებაში სასჯელს იხდის: ა) მსჯავრდებული, რომელსაც შეფარდებული აქვს სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვა; ბ) მსჯავრდებული, რომელსაც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა თავისუფლების შეზღუდვით. 13 7. დაწესებულების ფუნქციონირების სრულ უზრუნველყოფას, მათ შორის, მსჯავრდებულთა სათანადო დაზღვევით, კვებით, სამუშაო, სასწავლო, ჯანმრთელობის დაცვისა და საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას, ახორციელებს პრობაციის ეროვნული სააგენტო. 8. დაწესებულების საქმიანობის წესი, სტრუქტურა, მისაღებ მსჯავრდებულთა ზღვრული რაოდენობა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობები, მსჯავრდებულთა წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა განისაზღვრება დაწესებულების ტიპური დებულებით, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. 9. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მუხლი 121 . ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის საპატიოდ ჩათვლის პირობები 1. მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევა საპატიოდ შეიძლება ჩაითვალოს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის დადგენილი რეჟიმის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა; ბ) მსჯავრდებულის ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული)) ან მასთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება; გ) მსჯავრდებულის სამსახურებრივ ან პროფესიულ, ანდა სპორტულ, კულტურულ ან საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი; დ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი; ე) მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, აგრეთვე მსჯავრდებულის მონაწილეობა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო მოქმედებებში, ასევე სამართალდამცავი ორგანოების „ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში, რასაც ადასტურებს შესაბამისი დოკუმენტი; ვ) მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც წარედგინება პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევამდე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტს მსჯავრდებული წარუდგენს შესაბამის პრობაციის ბიუროს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით. 3. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი არ ადგენს ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოქმს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი გარემოება დადასტურებულია წინმსწრებად − მსჯავრდებულის მიერ ამ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევამდე. 14 მუხლი 141 . მსჯავრდებულის პრობაციის ბიუროში გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების პირობები 1. (ამოღებულია – 15.05.2012, №6215). 2. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოცხადებაზე შეღავათის დაწესების თაობაზე განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით. 3. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 4. (ამოღებულია – 15.05.2012, №6215). 5. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, მსჯავრდებულის განცხადებით, მას შეიძლება დაუწესდეს პრობაციის ბიუროში არა უმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი საფასურის გადახდის შემდეგ. 6. მსჯავრდებულის განცხადების განხილვაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა. 7. პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის არა უმეტეს თვეში ერთხელ გამოცხადების ვალდებულების დაწესების საფასური არის 400 ლარი, რომელიც ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე. 8. დადგენილი რეჟიმის შესაბამისად პრობაციის ბიუროში მსჯავრდებულის გამოცხადების დროისათვის მის მიერ ადგილსამყოფლის დროებით შეცვლისას მსჯავრდებული შესაძლებელია გამოცხადდეს და რეგისტრაცია გაიაროს შესაბამის პრობაციის ბიუროში თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით , შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. ეს საფასური ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე და მისი საკუთრებაა . 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული არა უგვიანეს გამოცხადების წინა სამუშაო დღისა საქმისმწარმოებელ პრობაციის ბიუროს წერილობით აცნობებს ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ, შესაბამისი ვადის მითითებით. 10. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმისმწარმოებელი პრობაციის ბიურო მსჯავრდებულს გადასცემს დროებით სარეგისტრაციო ნებართვას, რომელიც უნდა შეიცავდეს იმ პრობაციის ბიუროს სახელწოდებასა და მისამართს, სადაც კონტროლის განხორციელების მიზნით უნდა გამოცხადდეს მსჯავრდებული პრობაციის ბიუროში გამოცხადების დროს მსჯავრდებულისთვის დადგენილი გრაფიკის მიხედვით, პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და ბეჭედს. დროებითი სარეგისტრაციო ნებართვის ფორმას ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი. მუხლი 15. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურისა და ჯარიმის გადახდის წესი და პირობები 1. მსჯავრდებული საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურსა და ჯარიმას იხდის კანონით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში. 2. არასრულწლოვნები, აგრეთვე ის მსჯავრდებულები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია, გათავისუფლებული არიან ამ კანონის მე-14 მუხლით და 141 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. 15 [2. ის მსჯავრდებულები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია, გათავისუფლებული არიან ამ კანონის მე-14 მუხლითა და 141 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. (ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)] 3. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასური ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე. 4. საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთის ან გადაკვეთის მცდელობის შემთხვევაში სასაზღვრო გამტარ პუნქტში სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვის საზედამხედველოდ გამოყოფილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დააკავოს მსჯავრდებული და ეს დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს. 5. პრობაციის ეროვნული სააგენტო ვალდებულია შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში დაუყოვნებლივ მიავლინოს უახლოესი პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი და მიაწოდოს მას სათანადო ინფორმაცია. პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტში, შეადგინოს და მსჯავრდებულს გადასცეს სათანადო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის საფუძველზედაც მსჯავრდებულს ეკისრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ჯარიმის გადახდის ვალდებულება. 6. მსჯავრდებულის მიერ საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის გარეშე საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ან გადაკვეთის მცდელობა გამოიწვევს მსჯავრდებულის დაჯარიმებას 500დან 1000 ლარამდე ოდენობით ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. მუხლი 21. პრობაციის ბიუროს/დაწესებულების უფროსის წარდგინების სახეები 1. პრობაციის ბიუროს უფროსი სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი წარდგინებით: ა) მსჯავრდებულისათვის დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ; ა1) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ბ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ; გ) სასამართლოს მიერ პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების ან მისთვის ახალი მოვალეობის დაკისრების შესახებ; დ) (ამოღებულია – 11.11.2011, №5266); ე) პირობით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამო გამოსაცდელი ვადის არა უმეტეს ერთი წლით გაგრძელების შესახებ; ვ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ; ზ) პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის აღსრულების შესახებ; 16 თ) სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის შესახებ; ი) იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ; კ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლის შესახებ. 2. წარდგინება შეიტანება სასამართლოში მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართის) მიხედვით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით. 3. წარდგინების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება სასამართლოს გამოაქვს წარდგინების შეტანიდან ერთი თვის ვადაში. 4. პრობაციის ბიუროს უფროსი მსჯავრდებულის შესაბამისი განცხადებისა და სათანადო საფუძვლის (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლებით მსჯავრდებული პირებისათვის − ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ შესაბამისი დასკვნის) არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლობის მოხსნის შესახებ შუამდგომლობით მიმართავს პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომ − მუდმივმოქმედი კომისია). 5. დაწესებულების უფროსი სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს ერთ-ერთი შემდეგი წარდგინებით: ა) თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის თაობაზე; ბ) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შემთხვევაში − თავისუფლების შეზღუდვის მოუხდელი ნაწილის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის თაობაზე; გ) თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული/შეცვლილი სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. 6. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პრობაციის ბიუროს უფროსი/დაწესებულების უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით მიმართავს სასამართლოს. მუხლი 23. სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულება 1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს ჩამორთმეული ჰქონდა გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 3. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; 17 ბ) გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 4. მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას; ბ) პირობითი მსჯავრის გაუქმებისას და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნისას; გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობითი მსჯავრი და უნდა აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი. 5. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადის გასვლისას; ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობით ვადამდე გათავისუფლება და უნდა აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი. 6. სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ გადაავადა სასჯელის აღსრულება; ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად იგზავნება განაჩენით დანიშნულ ადგილას; გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული თავისუფლდება დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან. 7. იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) იმ იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, რომლის მიმართაც სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით; ბ) სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადის გასვლისას; გ) პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინების საფუძველზე სასამართლოს მიერ იურიდიული პირისათვის დანიშნული საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შემთხვევაში. 71. თავისუფლების შეზღუდვის სახით დანიშნული/შეცვლილი სასჯელის აღსრულების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) თავისუფლების შეზღუდვის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისას; გ) მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 72. შინაპატიმრობის დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრობაციის ოფიცერი სასამართლოს ატყობინებს იმ ვადის გასვლის შესახებ, რომლის განმავლობაშიც გადავადებული იყო სასჯელის აღსრულება. 18 81. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით მსჯავრდებულს სასჯელის აღსრულების ან გამოსაცდელი ვადის პერიოდში სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი გადაწყვეტილებით აჩერებს სააღსრულებო წარმოებას. 82. სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება გრძელდება. 9. კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება. 10. სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდეგ სააღსრულებო საქმე ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 40. პრობაციის ოფიცრისა და სოციალური მუშაკის უფლებამოსილებანი პრობაციის სახის სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში 1. პრობაციის ოფიცერი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში: ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და დახმარებას უწევს მას; გ) მსჯავრდებულთან ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს; დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში; ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან; ვ) შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას ახორციელებს მსჯავრდებულის რისკის შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, რომლის შედგენის პრინციპებს, წესსა და ფორმას განსაზღვრავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. ამ ფუნქციის შესრულებისას პრობაციის ოფიცერი თანამშრომლობს სოციალურ მუშაკთან; ზ ) მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის მოთხოვნების შესრულების აგრეთვე მის შესახებ სხვა ინფორმაციის რეგისტრაციას ახორციელებს სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით , რომლის წარმოების წესსა და ფორმას ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი . 1 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემაში პროფესიული საქმიანობიდან მიღებული ინფორმაციის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება და გამჟღავნება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. პრობაციის ოფიცერს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს მისი ყოფაქცევის კონტროლის განხორციელებისას უფლება აქვს: ა) ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პერიოდულობით დაიბაროს მსჯავრდებული აღრიცხვისათვის; ბ) ჩამოართვას მსჯავრდებულს ახსნა-განმარტება; 19 გ) მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ ინფორმაცია მიიღოს მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან; დ) გამოითხოვოს მსჯავრდებულის შესახებ შესაბამის სახელმწიფო და სამკურნალო დაწესებულებებში არსებული ინფორმაცია. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ და „ ე “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერვე დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეიძლებ ა აგრეთვე განახორციელოს სოციალურმა დაწესებულებამ , ორგანიზაციამ , სოციალურმა მუშაკმ ა ან შესაბამისი განათლების მქონე ცალკეულმა პირმა . 4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულებების შესრულების პროცესში, პროკურორის შესაბამისი მომართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მონაწილეობა მიიღოს სოციალურმა მუშაკმა. 5. პირობით მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1 67 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქო შეთანხმებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებას ზედამხედველობს პრობაციის ოფიცერი. პრობაციის ბიუროს უფროსი პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას მსჯავრდებულის მიერ სამოქალაქო შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ. მუხლი 442 . სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის მოხდის პირობები 1. თავისუფლების შეზღუდვის მოხდის პირობები გულისხმობს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის დაწესებულებაში მუდმივად ყოფნას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არასამუშაო და უქმე დღეებისა, თუ დაწესებულების ტიპური დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თავისუფლების შეზღუდვის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ეკრძალება დაწესებულების ტერიტორიიდან გასვლა დაწესებულების უფროსის წერილობითი ნებართვის გარეშე. ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ ტერიტორიის დატოვების მიზეზის დასაბუთების შემდეგ. 3. დაწესებულებაში ყოფნისას მსჯავრდებული სარგებლობს ინტერნეტით, სატელეფონო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, აგრეთვე ხანმოკლე პაემნის უფლებით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს მშობელთან, მშვილებელთან, შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, დასთან, ძმასთან. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება დაწესებულების ტიპური დებულებით.