„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 68 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-21
ბიუროს ნომერი 365
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი:
010100000.05.001.016606) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“
ქვეპუნქტი:
„ზ) ხდება მონაცემთა დამუშავება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული
სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნებისათვის.“.
მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2
ნაწილს ემატება „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან
იმ შემთხვევებში, როცა ხდება მონაცემთა დამუშავება „არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით
გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნებისათვის. აღნიშნული
ცვლილების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების
მოსამსახურეებს კანონმდებლობის შესაბამისად უწევთ განსაკუთრებული კატეგორიის
გარკვეულ მონაცემთა დამუშავება, რომლის განხორციელების მკაფიო საფუძველიც ამ
კანონით დღემდე არ არსებობდა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
3
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და შეესაბამება
მათ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია სახელმწიფო, არასახელმწიფო,
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებების წარმომადგენლებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
4
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
მოქმედი რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 6. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება
1. აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავება
შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევებში, როცა:
ა) ნასამართლობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული
მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის
ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის
სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან
სამართლებრივად უნარი არა აქვს, მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს;
გ) მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის
დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის
მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან
ფუნქციონირებისათვის;
დ) მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების
აშკარა აკრძალვის გარეშე;
ე) მონაცემები მუშავდება პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან
პროფესიული გაერთიანების ან არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ლეგიტიმური
საქმიანობის განხორციელებისას. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება
დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ გაერთიანების/ორგანიზაციის წევრებთან ან პირებთან,
რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ გაერთიანებასთან/ორგანიზაციასთან;
ვ) ხდება მონაცემთა დამუშავება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა
და რეესტრების წარმოების, მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ სასჯელის მოხდის
ინდივიდუალური დაგეგმვის ან/და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით
ვადამდე გათავისუფლებასთან და მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი
სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში
დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე
პირისათვის გამჟღავნება.