„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 13 ✗ 22
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-21
ბიუროს ნომერი 365
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 070030000.05.001.017785, 24/06/2015) პირველი
მუხლის:
1. მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51.იმ მსჯავრდებულის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება, დადგენილი რეჟიმის დარღვევის
შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ
ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით
გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).“.
2. მე-4 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ის მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი
ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილი ზღვრულ ქულას არ აღემატება, გათავისუფლებულია ამ კანონის მე-14
მუხლით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
2
განმარტებითი ბარათი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და
პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით გათვალისწინებულია ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების
წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული ბუნდოვანების
აღმოფხვრა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებლის ზღვრულ ქულასთან, კერძოდ მე12 მუხლის 51 პუნქტი და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი არ ითვალისწინებს შემთხვევას,
როდესაც მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი
ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილი ზღვრული ქულის ტოლია. ცვლილების თანახმად კი, თუ ის
მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების
მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ
ზღვრულ ქულას არ აღემატება, დაარღვევს დადგენილ რეჟიმს პრობაციის ბიუროს
უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ ოქმს.
ასევე უქმდება პრობაციის სხვა ბიუროს ტერიტორიაზე დროებით გადასვლის გამო
(დასასვენებლად, სეზონური სამუშაოდან გამომდინარე, სასწავლებლად და ა.შ.) სხვა
პრობაციის ბიუროში დროებით სარეგისტრაციოდ გამოცხადებისათვის დადგენილი
საფასური - ამგვარი საფასურის არსებობას უშვებს კანონის მოქმედი რედაქცია, ხოლო
ოდენობა (ერთ თვემდე ვადით-20 ლარი, სამ თვემდე ვადით - 50 ლარი) განსაზღვრულია
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული
აქტით, რომელიც ბუნებრივია წარმოდგენილი ცვლილებების მიღებისა და
ამოქმედებისთანავე შესაბამისი წესით დაკარგავს ძალას.
3
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
პროექტის განხორციელება არ გამოიწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება წარმოშობს ფინანსურ შედეგებს, კერძოდ, პრობაციის
ეროვნული სააგენტოს შემოსავლები არასაბიუჯეტო ნაწილში შემცირდება საშუალოდ
37 200 ლარით წელიწადში, რაც არ შეაფერხებს სააგენტოს საქმიანობას. ამასთან
კანონპროექტის მიღება დაახლოებით იგივე ოდენობით დადებით ფინანსურ ასახვას
ჰპოვებს პირობით მსჯავრდებულ და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ
მსჯავრდებულებზე.
ბ.ვ)
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს და
შეესაბამება მათ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
4
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილეობა
არ
მიუღია
სახელმწიფო,
არასახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებების
წარმომადგენლებს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
5
იმ მუხლების რედაქცია, რომელშიც „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა
და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით შედის
ცვლილება
მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) სასჯელის სახით შინაპატიმრობის დანიშვნის შესახებ.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე
სამართლებრივი
აქტების
და
სასჯელის
დანიშვნისას
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური შეფასების
ანგარიშის მომზადებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – პრობაციის ეროვნული სააგენტო) თავისი
ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ბიუროების (შემდგომ – პრობაციის ბიუროები) და თავისუფლების შეზღუდვის
დაწესებულებების მეშვეობით.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე სამართლებრივი აქტების
არასრულწლოვნის მიმართ აღსრულების პროცესში პრობაციის ეროვნული სააგენტოს
ტერიტორიული ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებითა და სპეციალური
წესებით, რომლებიც გამოიყენება, როგორც უპირატესი ძალის მქონე ნორმები.“.
3. მე-12 მუხლის:
ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. იმ მსჯავრდებულის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია, დადგენილი რეჟიმის დარღვევის
შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფლებამოსილი პირი ადგენს გაფრთხილების შესახებ
ოქმს, რომელიც მსჯავრდებულს უშუალოდ გადაეცემა ან ფოსტით ეგზავნება (ფოსტით
გაგზავნისას კეთდება სათანადო ჩანაწერი).“;
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6
„10. თუ მსჯავრდებული საპრობაციო ვადის განმავლობაში აღარ ირიცხება
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სოციალურეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს
მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე მეტია, დადგენილი რეჟიმის მორიგი
დარღვევისას მსჯავრდებული დაჯარიმდება დარღვევის რიგითობის მიხედვით, ამ
მუხლის მე-8, 81 და 82 პუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის შესაბამისი ოდენობით.“.
4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ის მსჯავრდებულები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის
მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე ნაკლებია, გათავისუფლებული არიან ამ კანონის მე-14
მუხლითა და 141 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის
ვალდებულებისაგან.“.
5. 21-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) მსჯავრდებულისათვის დანიშნული შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით
შეცვლის შესახებ.“.
6. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:
„72. შინაპატიმრობის დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი
აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება:
ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას;
ბ) შინაპატიმრობის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის
მოხდისაგან გათავისუფლებისას.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის X2 თავი:
„თავი X2
სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის აღსრულების წესი
მუხლი 448. შინაპატიმრობის აღსრულების წესი
1. სასჯელის სახით დანიშნული შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტების
წარმოებაში მიღებასა და აღსრულებაზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით,
ვრცელდება ამ კანონის V თავით დადგენილი წესი.
2. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტი ექვემდებარება წარმოებაში
მიღებას და აღსრულების დაწყებას დაუყოვნებლივ, თუ ამ სამართლებრივი აქტით სხვა
რამ არ არის განსაზღვრული.
3. შინაპატიმრობით მსჯავრდებულის მიმართ არ ვრცელდება ამ კანონის IV თავის
მოქმედება, გარდა 121 მუხლისა.
7
4. შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების პროცესში
მსჯავრდებულზე, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის
III თავით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
5. მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის (სასამართლოს მიერ დადგენილი
შინაპატიმრობის დრო და პირობები, აგრეთვე მსჯავრდებულის სხვა მოვალეობები)
არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი შესაბამისი
წარდგინებით მიმართავს განაჩენის გამომტან სასამართლოს.
6. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის
საშუალების გამოყენებით. ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობის
შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ეროვნული სააგენტო.
7. მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის
საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მის
კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.
8. იქ, სადაც შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების
გამოყენებით კონტროლი ტექნიკურად შეუძლებელია, კონტროლი ხორციელდება
მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე პრობაციის ოფიცრის გაუფრთხილებელი
ვიზიტით, თვეში არანაკლებ ექვსჯერ, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი.
9. შინაპატიმრობის აღსრულებისას ამ კანონის 121 მუხლით გათვალისწინებული
საპატიო პირობების არსებობის შემთხვევაში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს
უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებულის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის
დასაბუთებული თხოვნით, პრობაციის ბიუროს უფროსის წერილობითი ნებართვით
მსჯავრდებულს შესაძლებელია მიეცეს საცხოვრებლიდან დროებით გასვლის უფლება.“.