„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 68 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-15
ბიუროს ნომერი 275
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში
შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები,
№12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.
საქართველოს
წარმომადგენლის
მოქალაქის
სანოტარო
პასპორტის
წესით
გაცემისათვის
დამოწმებული,
ერთ-ერთი
საქართველოს
კანონიერი
იუსტიციის
სამინიwსტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლებამოსილი
პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი
თანხმობა ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის
საშუალებით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;
გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის
მიმღებად;
დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;
ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი
წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის
თაობაზე;
ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ზ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების
გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია
მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა;
ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის
მიზნით
ან
აუცილებელია
არასრულწლოვნის
უფლებებისა
და
თავისუფლებების
რეალიზაციისათვის, და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან
მეორე კანონიერი წარმომადგენელი არ იძლევა არასრულწლოვნისათვის პასპორტის
გაცემაზე ნებართვას.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81. საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით
დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლა
1.
საქართველოში
ექსტრაკორპორული
განაყოფიერების
(სუროგაციის)
გზით
დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ
სააგენტოს მიერ შესრულებულ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის ორივე
მშობელია მითითებული.
2.
საქართველოში
ექსტრაკორპორული
განაყოფიერების
(სუროგაციის)
გზით
დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი განისაზღვრება საქართველოს
იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.“.
3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე
შუამდგომლობის განხილვის ვადა
საქართველოდან
დროებითი
გასვლისათვის
პასპორტის
გაცემის
თაობაზე
შუამდგომლობა განიხილება ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, გარდა
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის
შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა,
ხოლო თუ დროებითი გასვლა დაკავშირებულია მკურნალობასთან ან საქართველოს
მოქალაქის საზღვარგარეთ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან – 3 დღის ვადაში.“.
4. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შუამდგომლობას დაინტერესებული პირი წარუდგენს სააგენტოს.“.
მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციისა და
შინაგან საქმეთა მინისტრებმა უზრუნველყონ საქართველოში ექსტრაკორპორული
განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესის
დამტკიცება.
მუხლი 3
1. ეს კანონი გარდა, ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ პრობლემამ, რომელიც საქართველოში
პრაქტიკაში შეიქმნა პოტენციური მშობლების მიერ სუროგაციის შდეგად დაბადებულ
ბავშვთა საქართველოდან გაყვანის მხრივ.
პრობლემური საკითხი, რომლის მოგვარებასაც წინამდებარე კანონპროექტი ისახავს
მიზნად, 2015 წლის რეალობაა, ბავშვის უფლებების დარღვევას ეხება და სასწრაფოდ
მოგვარებას საჭიროებს წინამდებარე პროექტით შემოთავაზებული კონტროლის დამატებითი
მექანიზმის შექმნის გზით.
კერძოდ, გაჩნდა 6 კონკრეტული შემთხვევა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე
ექსტრაკორპორული
განაყოფიერების
(სუროგაციის)
გზით
დაბადებული
ბავშვის
საქართველოდან გაყვანა მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით - სხვა ქვეყნის მიერ
გაცემული დოკუმენტებით - მოხდა დიდ ბრიტანეთსა და ისრაელში. საქართველოდან
ბავშვის ამ გზით გაყვანისას იქმნება მისი ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევის რეალური
საფრთხე.
საქმე იმაშია, რომ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების მე-19 მუხლით
დადგენილია ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების
რეგისტრაციის წესი. ამავე მუხლში მოცემულია დაბადების რეგისტრაციისათვის საჭირო
დოკუმენტების ჩამონათვალი: (1) ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი
საბუთი,
რომელიც
გაცემულია
სამედიცინო
დაწესებულების
მიერ
ემბრიონის
იმპლანტაციისთანავე და (2) ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე დადებული, სანოტარო
წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ხელშეკრულებაში მონაწილე
ყველა პირს შორის.
იქვე აღნიშნულია, რომ საჭირო დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში
დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლები არ მიეთითება; დაბადების
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელი და გვარი მიეთითება მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.
თუმცა, დაბადების რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთების არარსებობა არ ქმნის ისეთ
ვითარებას, რომლის გამოსწორებაც კანონიერი გზებით შეუძლებელია - ასეთ დროს ბავშვის
მშობლების იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს სასამართლოსათვის მიმართვის გზით,
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის (ბავშვთან ნათესაური კავშირის - დედობის ან
მამობის) დადგენის მოთხოვნით. სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება საკმარისი
საფუძველია სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის,
სრულყოფილად განახორციელოს ბავშვის დაბადების რეგისტრაცია და წყვილი ბავშვის
იურიდიულ მშობლებად დააფიქსიროს.
თუ ამ საკითხზე სტატისტიკურ მონაცემებსაც გადავხედავთ, ასეთ სურათს მივიღებთ:
2015 წლის მონაცემებით, ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით
დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით სსიპ - სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოში 225 განცხადება დარეგისტრირდა. კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობიდან გამომდინარე, მშობლების მონაცემების
მითითებით მათგან 169 დაბადების რეგისტრაცია განხორციელდა და არავითარი პრობლემა
არ შექმნიათ მშობლებს თავიანთი უფლებების განხორციელებაში. 225 განცხადებიდან 45
დაბადების
აქტი
დარეგისტრირდა
მშობლების
მონაცემების
მითითების
გარეშე,
რომელთაგან 11 დაბადების აქტს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მომდევნო
3-4 თვეში ჩაემატა მშობლების შესახებ მონაცემები. დავების დანარჩენი ნაწილის
სასამართლოში განხილვის პროცესი კი ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ
პოტენციური მშობლების დიდი უმრავლესობა პატივს სცემს და იცავს ქართულ კანონს, 2015
წელს დაფიქსირდა 6 შემთხვევა, როდესაც, უცხოელი წყვილები არ დაელოდნენ ქართული
სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც უნდა დაედასტურებინა ან უნდა უარეყო, რომ
ისინი ნამდვილად მოცემული ბავშვების იურიდიული მშობლები იყვნენ, დაუკავშირდნენ
თავიანთი მოქალაქეობის ქვეყნების შესაბამის ორგანოებს, მოკლე დროში მოიპოვეს
ბავშვისათვის საბუთები და ეს ბავშვები საქართველოდან გაიყვანეს, როგორც თავიანთი
ქვეყნის
მოქალაქეები
(4
ისრაელში,
2
დიდ
ბრიტანეთში).
ამჟამად
საქართველოს
უფლებამოსილი სტრუქტურების მიერ მიმდინარეობს პროცესი იმის გასარკვევად, თუ
როგორ და რა პროცედურების შედეგად გახდა ამგვარი საბუთების მოპოვება შესაძლებელი
და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებულმა ექვსმა წყვილმა მოიპოვა თუ არა მშობლის უფლება
საქართველოში სუროგაციით დაბადებულ ბავშვებზე.
ამგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და იმ საფრთხის გამოსარიცხად, რომ
უცხოელმა
წყვილმა
ქვეყნიდან
გაიყვანოს
ბავშვი,
რომელთანაც
მათი
კავშირი
დოკუმენტურად ან სასამართლო წესით დადასტურებული არ არის, საჭიროა კანონში
გაიწეროს დებულებები, რომლებიც გამორიცხავს საქართველოში ექსტრაკორპორული
განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის კანონმდებლობის დარღვევით
საქართველოდან გაყვანას და, ამავდროულად, არ შელახავს ბავშვის უფლებებსა და კანონიერ
ინტერესებს.
იმის გამო, რომ, როგორც აღვნიშნეთ, არსებული რეგულაციების გვერდის ავლით,
საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული
ბავშვების საქართველოდან გაყვანა, ექვსივე შემთხვევაში, სხვა ქვეყნის მიერ გაცემული
დოკუმენტებით მოხდა, პირველ რიგში, საჭიროა ასეთი კატეგორიის ბავშვებისათვის ქვეყნის
დატოვების სავალდებულო წინაპირობად განისაზღვროს, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის
ჩანაწერში ბავშვის ორივე მშობელი უნდა იყოს მითითებული. ასეთი ვითარება იმის
მიმანიშნებელი იქნება, რომ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია, ისევე, როგორც პირველ
ეტაპზე ექსტრაკორპორული განაყოფიერება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა
სრული დაცვით წარიმართა. ამავე დროს, დაბადების სააქტო ჩანაწერში ასეთი მონაცემების
არარსებობის შემთხვევაში საკმარისი აღარ იქნება უცხო ქვეყნის მიერ ბავშვის სახელზე
გაცემული რაიმე სახის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის არსებობა.
სასაზღვრო გამტარი პუნქტისათვის სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს მიერ საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით
დაბადებული ბავშვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და სასაზღვრო
გამტარ პუნქტზე საპასპორტო კონტროლის განხორციელების წესი, აგრეთვე კანონით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ბავშვის მიერ საზღვრის გადაკვეთაზე უარის
მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი
ორგანოს თანამშრომლის მიერ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
მონაცემთა ბაზების გამოყენების წესი საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა
მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში ექსტრაკორპორული
განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის
წესით განისაზღვრება.
კანონპროექტის მომზადება განაპირობა აგრეთვე იმ საფუძვლების დაზუსტების
საჭიროებამ, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც არასრულწლოვანზე საქართველოს
მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის, ნაცვლად ორივე კანონიერი წარმომადგენლის
თანხმობისა, საკმარისია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ კანონით დადგენილი
წესით გაცემული თანხმობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
საქართველოში
ექსტრაკორპორული
განაყოფიერების
(სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, საქართველოს
კანონმდებლობის გვერდის ავლით მისი ქვეყნიდან გაყვანის აკრძალვა და ამ გზით მის
მიმართ სხვადასხვა სახის უკანონო ქმედების განხორციელების, მათ შორის, ტრეფიკინგის
მსხვერპლად ქცევის შემთხვევათა, თავიდან აცილება. კანონპროექტის მიზანია აგრეთვე იმ
საფუძვლების დაზუსტება, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც არასრულწლოვანზე
საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის საკმარისია ერთ-ერთი კანონიერი
წარმომადგენლის თანხმობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით
„საქართველოს
მოქალაქეების
საქართველოდან
გასვლისა
და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5
პუნქტში
ზუსტდება
ის
საფუძვლები,
რომელთა
არსებობის
შემთხვევაშიც
არასრულწლოვანზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გასაცემად საკმარისია ერთ-ერთი
კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
გარდა ამისა, კანონს ემატება ახალი 81 მუხლი, რომელიც ადგენს საქართველოში
ექსტრაკორპორული
განაყოფიერების
(სუროგაციის)
გზით
დაბადებული
ბავშვის
საქართველოდან გაყვანის კონტროლის დამატებით მექანიზმს და განსაზღვრავს, რომ ამ
კატეგორიის ბავშვის საქართველოდან გასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება
შესაძლებელი, თუ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ
შესრულებულ
დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში
ბავშვის
ორივე
მშობელია
მითითებული. ამასთან, საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის)
გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი საქართველოს იუსტიციისა და
შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებისთვის, რომლებიც
ექცევიან წარმოდგენილი კანონპროექტის მოქმედების სფეროში.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის მიღება არ ადგენს რამე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის
წესების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია,
რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 8. არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი
გასვლა
1. 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის
თანხლებით.
2. მხარდაჭერის
მიმღების
საქართველოდან
დროებითი
გასვლა
შესაძლებელია
მხარდამჭერის წერილობითი თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ
არის განსაზღვრული.
3. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ
ქორწინებაში,
საქართველოდან
დროებითი
გასვლა
შესაძლებელია
მისი
ერთ-ერთი
კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.
4. თუ არასრულწლოვანს საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს
კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.
5.
საქართველოს
მოქალაქის
პასპორტის
გაცემისათვის
ერთ-ერთი
კანონიერი
წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ:
ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;
გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების
გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
ე) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი.
6. არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი
წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.
7. თუ მხარდამჭერი თანხმობას არ აცხადებს მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან
დროებით გასვლაზე, მხარდაჭერის მიმღებს შეუძლია დავის გადასაწყვეტად სასამართლოს
მიმართოს.
მუხლი 9. საქართველოდან დროებითი გასვლისათვის პასპორტის გაცემის თაობაზე
შუამდგომლობის განხილვის ვადა
საქართველოდან
დროებითი
გასვლისათვის
პასპორტის
გაცემის
თაობაზე
შუამდგომლობა განიხილება ყველა საჭირო საბუთის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ხოლო
თუ დროებითი გასვლა დაკავშირებულია მკურნალობასთან ან საქართველოს მოქალაქის
საზღვარგარეთ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან – 3 დღის ვადაში.
მუხლი 20. შუამდგომლობა ემიგრაციის ნებართვის მისაღებად
1.
ემიგრაციის ნებართვის მისაღებად
შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს
საქართველოს სრულწლოვან ქმედუნარიან მოქალაქეს .
2. შუამდგომლობა ს დაინტერესებულ ი პირ ი წარუდგენს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ს –
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ს (შემდგომ – სააგენტო).
21. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობა შეიძლება წარდგენილი იქნეს
მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
22. ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის წარმომადგენლის მეშვეობით
აღძვრის შემთხვევაში პირისათვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭება
შესაძლებელია დადასტურდეს ამ მუხლის 23–25 პუნქტებით დადგენილი წესით.
23. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ
ელექტრონული
კომუნიკაცია
იძლევა
განმცხადებლისა
და
განცხადების
მიღებაზე
უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის
იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ
მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
24. განმცხადებლის ვინაობასთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის
შემთხვევაში
შესაბამისი
თანამდებობის
პირი
უფლებამოსილია
უარი
განაცხადოს
ამსახველი
ჩანაწერის
განცხადების ელექტრონული ფორმით მიღებაზე.
25. სააგენტო უზრუნველყოფს
ელექტრონული ფორმით შენახვას.
ვიზუალური
კონტაქტის
3. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ყველა ის მონაცემი , რომელიც
შეტანილია საქართველოს მოქალაქის პასპორტში. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს :
ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
ბ) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისთვის – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა
სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან
სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ;
გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3X4;
დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი .
4. არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემის შემთხვევაში შუამდგომლობას
უნდა ერთოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
დოკუმენტები, აგრეთვე დაბადების მოწმობის ასლი და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
თანხმობის
დამადასტურებელი
დოკუმენტი.
უცხო
სახელმწიფოში გაცემული დაბადების მოწმობის ასლი წარდგენილი უნდა იქნეს სათანადო
წესით
ლეგალიზაციის
ან
აპოსტილით
დამოწმების
შემდეგ,
თუ
საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5. არასრულწლოვანზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მისი კანონიერი
წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 23–25 პუნქტებით
დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.
51. მხარდაჭერის მიმღებზე ემიგრაციის ნებართვის გაცემა დასაშვებია მხარდამჭერის
სანოტარო წესით დამოწმებული ან ამ მუხლის 23–25 პუნქტებით დადგენილი წესით
გამოხატული თანხმობის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ
არის განსაზღვრული.
6. შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით
წარდგენის შემდეგ დაინტერესებული პირი უზრუნველყოფს ამ კანონის 23-ე მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის,
აგრეთვე
უცხო
სახელმწიფოს
მიერ
გაცემული
ლეგალიზებული
ან
აპოსტილით
დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლის და სამხედრო სამსახურში გაწვევის
გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულებისაგან
განთავისუფლების შესახებ ცნობის მატერიალური ფორმით წარდგენას.
7. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული
დაბადების მოწმობის ასლი შეიძლება მიღებულ იქნეს დედნის ელექტრონული ფორმით
წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის ლეგალიზაციის ან აპოსტილით
დამოწმების ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა
საშუალებით.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის
შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვის ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე სააგენტო
დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს დოკუმენტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა
იყოს 5 დღეზე ნაკლები. დოკუმენტების წარდგენამდე შუამდგომლობის განხილვის ვადის
დინება შეჩერებულად ითვლება.
9. განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების
მატერიალური
ფორმით
წარუდგენლობის
შემთხვევაში
სააგენტო
უფლებამოსილია
გამოიტანოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ.
10. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული ემიგრაციის ნებართვის მიღებით,
იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს
სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა.