„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-15
ბიუროს ნომერი 275
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„უცხოელთა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ
იქნეს ცვლილება და კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი:
„მუხლი 491. საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით
დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლა
1.
საქართველოში
ექსტრაკორპორული
განაყოფიერების
(სუროგაციის)
გზით
დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ
შესრულებულ
დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში
ბავშვის
ორივე
მშობელია
მითითებული.
2.
საქართველოში
ექსტრაკორპორული
განაყოფიერების
(სუროგაციის)
გზით
დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი განისაზღვრება საქართველოს
იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.“.
მუხლი 2
ეს კანონი გარდა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მომზადება განაპირობა იმ პრობლემურმა ვითარებამ, რომელიც
საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული
ბავშვის
საქართველოდან
გაყვანასთან
დაკავშირებით
შეიქმნა.
საკითხი,
რომლის
მოგვარებასაც წინამდებარე კანონპროექტი ისახავს მიზნად, 2015 წლის რეალობაა და
სასწრაფოდ მოგვარებას საჭიროებს წინამდებარე პროექტით შემოთავაზებული კონტროლის
დამატებითი მექანიზმის შექმნის გზით. პრობლემა უკავშირდება ექსტრაკორპორული
განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანას.
კერძოდ, გაჩნდა 6 კონკრეტული შემთხვევა, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე
ექსტრაკორპორული
განაყოფიერების
(სუროგაციის)
გზით
დაბადებული
ბავშვის
საქართველოდან გაყვანა მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით - სხვა ქვეყნის მიერ
გაცემული დოკუმენტებით - მოხდა დიდ ბრიტანეთსა და ისრაელში. საქართველოდან
ბავშვის ამ გზით გაყვანისას იქმნება მისი ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევის რეალური
საფრთხე.
საქმე იმაშია, რომ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების მე-19 მუხლით
დადგენილია ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების
რეგისტრაციის წესი. ამავე მუხლში მოცემულია დაბადების რეგისტრაციისათვის საჭირო
დოკუმენტების ჩამონათვალი: (1) ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი
საბუთი, რომელიც გაცემულია სამედიცინო დაწესებულების მიერ ემბრიონის
იმპლანტაციისთანავე და (2) ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე დადებული, სანოტარო
წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ხელშეკრულებაში მონაწილე
ყველა პირს შორის.
იქვე აღნიშნულია, რომ საჭირო დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში
დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლები არ მიეთითება; დაბადების
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელი და გვარი მიეთითება მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოს განცხადების საფუძველზე.
თუმცა, დაბადების რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთების არარსებობა არ ქმნის ისეთ
ვითარებას, რომლის გამოსწორებაც კანონიერი გზებით შეუძლებელია - ასეთ დროს ბავშვის
მშობლების იდენტიფიცირება უნდა განხორციელდეს სასამართლოსათვის მიმართვის გზით,
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის (ბავშვთან ნათესაური კავშირის - დედობის ან
მამობის) დადგენის მოთხოვნით. სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება საკმარისი
საფუძველია
სსიპ
-
სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
სააგენტოსათვის,
სრულყოფილად განახორციელოს ბავშვის დაბადების რეგისტრაცია და წყვილი ბავშვის
იურიდიულ მშობლებად დააფიქსიროს.
თუ ამ საკითხზე სტატისტიკურ მონაცემებსაც გადავხედავთ, ასეთ სურათს მივიღებთ:
2015 წლის მონაცემებით, ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით
დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციის მოთხოვნით სსიპ - სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოში 225 განცხადება დარეგისტრირდა. კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობიდან გამომდინარე, მშობლების მონაცემების
მითითებით მათგან 169 დაბადების რეგისტრაცია განხორციელდა და არავითარი პრობლემა
არ შექმნიათ მშობლებს თავიანთი უფლებების განხორციელებაში. 225 განცხადებიდან 45
დაბადების
აქტი
დარეგისტრირდა
მშობლების
მონაცემების
მითითების
გარეშე,
რომელთაგან 11 დაბადების აქტს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მომდევნო
3-4
თვეში ჩაემატა მშობლების შესახებ მონაცემები.
დავების დანარჩენი ნაწილის
სასამართლოში განხილვის პროცესი კი ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ
პოტენციური მშობლების დიდი უმრავლესობა პატივს სცემს და იცავს ქართულ კანონს, 2015
წელს დაფიქსირდა 6 შემთხვევა, როდესაც, უცხოელი წყვილები არ დაელოდნენ ქართული
სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელსაც უნდა დაედასტურებინა ან უნდა უარეყო, რომ
ისინი ნამდვილად მოცემული ბავშვების იურიდიული მშობლები იყვნენ, დაუკავშირდნენ
თავიანთი მოქალაქეობის ქვეყნების შესაბამის ორგანოებს, მოკლე დროში მოიპოვეს
ბავშვისათვის საბუთები და ეს ბავშვები საქართველოდან გაიყვანეს, როგორც თავიანთი
ქვეყნის
მოქალაქეები
(4
ისრაელში,
2
დიდ
ბრიტანეთში).
ამჟამად
საქართველოს
უფლებამოსილი სტრუქტურების მიერ მიმდინარეობს პროცესი იმის გასარკვევად, თუ
როგორ და რა პროცედურების შედეგად გახდა ამგვარი საბუთების მოპოვება შესაძლებელი
და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებულმა ექვსმა წყვილმა მოიპოვა თუ არა მშობლის უფლება
საქართველოში სუროგაციით დაბადებულ ბავშვებზე.
ამგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და იმ საფრთხის გამოსარიცხად, რომ
უცხოელმა
წყვილმა
ქვეყნიდან
გაიყვანოს
ბავშვი,
რომელთანაც
მათი
კავშირი
დოკუმენტურად ან სასამართლო წესით დადასტურებული არ არის, საჭიროა კანონში
გაიწეროს დებულებები, რომლებიც გამორიცხავს
საქართველოში ექსტრაკორპორული
განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის კანონმდებლობის დარღვევით
საქართველოდან გაყვანას და, ამავდროულად, არ შელახავს ბავშვის უფლებებსა და კანონიერ
ინტერესებს.
იმის გამო, რომ, როგორც აღვნიშნეთ, არსებული რეგულაციების გვერდის ავლით,
საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული
ბავშვების საქართველოდან გაყვანა, ექვსივე შემთხვევაში, სხვა ქვეყნის მიერ გაცემული
დოკუმენტებით მოხდა, პირველ რიგში, საჭიროა ასეთი კატეგორიის ბავშვებისათვის ქვეყნის
დატოვების სავალდებულო წინაპირობად განისაზღვროს, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის
ჩანაწერში ბავშვის ორივე მშობელი უნდა იყოს მითითებული. ასეთი ვითარება იმის
მიმანიშნებელი იქნება, რომ ბავშვის დაბადების რეგისტრაცია, ისევე, როგორც პირველ
ეტაპზე ექსტრაკორპორული განაყოფიერება, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა
სრული დაცვით წარიმართა. ამავე დროს, დაბადების სააქტო ჩანაწერში ასეთი მონაცემების
არარსებობის შემთხვევაში საკმარისი აღარ იქნება უცხო ქვეყნის მიერ ბავშვის სახელზე
გაცემული რაიმე სახის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის არსებობა.
სასაზღვრო გამტარი პუნქტისათვის სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს მიერ საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით
დაბადებული ბავშვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და სასაზღვრო
გამტარ პუნქტზე საპასპორტო კონტროლის განხორციელების წესი, აგრეთვე კანონით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას ბავშვის მიერ საზღვრის გადაკვეთაზე უარის
მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი
ორგანოს თანამშრომლის მიერ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
მონაცემთა ბაზების გამოყენების წესი საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა
მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში ექსტრაკორპორული
განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის
წესით განისაზღვრება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის
მიზანია
საქართველოში
ექსტრაკორპორული
განაყოფიერების
(სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, საქართველოს
კანონმდებლობის გვერდის ავლით მისი ქვეყნიდან გაყვანის აკრძალვა და ამ გზით მის
მიმართ სხვადასხვა სახის უკანონო ქმედების განხორციელების, მათ შორის, ტრეფიკინგის
მსხვერპლად ქცევის შემთხევათა, თავიდან აცილება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის
თანახმად,
„უცხოელთა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი 491 მუხლი,
რომელიც ადგენს საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით
დაბადებული ბავშვის საქართველოდან გაყვანის კონტროლის დამატებით მექანიზმს და
განსაზღვრავს, რომ ამ კატეგორიის ბავშვის საქართველოდან გასვლა მხოლოდ იმ
შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს მიერ შესრულებულ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის ორივე
მშობელია მითითებული. ამასთან, საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების
(სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი საქართველოს
იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებისთვის, რომლებიც
ექცევიან წარმოდგენილი კანონპროექტის მოქმედების სფეროში.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის მიღება არ ადგენს რამე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია\დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.