„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.02.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/454/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 66 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 67 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-15
ბიუროს ნომერი 275

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 202 მუხლის: ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ მუხლის 81 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - 3 დღის ვადაში“; ბ) მე-8 და 81 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. თანხმობა შეიძლება იყოს წერილობითი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით. თანხმობა ასევე შეიძლება გამოხატულ იქნეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. 81. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად; დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად; ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე; ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია არასრულწლოვნის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის, და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი არ იძლევა არასრულწლოვნისათვის პასპორტის გაცემაზე ნებართვას.“; გ) 85 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „85. ამ მუხლის 81 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანზე პასპორტი გაიცემა სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე.“; დ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: ,,91. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი თანხმობის ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.“. 2. 205 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე ამ კანონის 202 მუხლის მე-8 და 91 პუნქტების შესაბამისად გამოხატული თანხმობის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის მიერ გახმობის შემთხვევაში საქართველოში მყოფ არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე გაცემული პასპორტი უქმდება.“. მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი თანხმობის ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის ფორმის დამტკიცება. მუხლი 3 1. ეს კანონი გარდა, ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი პროექტის მიზანია ბავშვთა და ორივე მშობლის უფლებების თანაბრად და უკეთ დაცვა. დღეს არსებული რეგულაციების შესაბამისად, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნება დაცული იმ შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთი მშობელი გადაწყვეტს, რომ მეორე მშობლის უკითხავად ბავშვი წაიყვანოს საზღვარგარეთ. ასრებული რეგულაციებით პასპორტის არასრულწლოვანი შვილისთვის აღება საჭიროებს ორივე მშობლის თანხმობას. თუმცა, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნება დაცული მაშინ, თუკი პასპორტის აღების შემდეგ მშობლებს შორის მოხდება უთანხმოება და ერთ-ერთი მშობელი გადაწყვეტს, რომ პასპორტი გამოიყენოს და გაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი სამუდამოდ საზღვარგარეთ. ასეთ შემთხვევაში, ბავშვი არ არის დაცული იმისგან, რომ არ გახდეს მშობლებს შორის უთანხმოების რეალური მსხვერპლი. პროექტით გათვალისწინებულია თანხმობის ფორმის არსებობა - როდესაც მშობლები აიღებენ თავიანთი არასრულწლოვანი შვილისთვის პასპორტს, შეავსებენ სპეციალურ ფორმას, სადაც გააკეთებენ გათვითცნობიერებულ და ინფორმირებულ არჩევანს იმის შესახებ, რომ პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი, და როდესაც არასრულწლოვანს სამგზავრო დოკუმენტს უმზადებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ერთმა მშობელმა ბავშვი შეიძლება საზღვარგარეთ გაიყვანოს მეორე მშობლის თანხმობის გარეშე. აღნიშნული თანხმობის ფორმა დამტკიცდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ცვლილების თანახმად, თუ რომელიმე მშობელი უკან გაიხმობს თავის თანხმობას პასპორტის აღების შესახებ, საქართველოში მყოფ ბავშვზე გაცემული პასპორტი გაუქმდება. კანონპროექტის მომზადება განაპირობა აგრეთვე იმ საფუძვლების დაზუსტების საჭიროებამ, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც არასრულწლოვანზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გასაცემად ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის კანონით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობაა საკმარისი, ნაცვლად ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობისა. ამ მიზნით, კანონით დადგენილ საფუძვლებს შემდეგი ობიექტური გარემოებები ემატება (ან არსებული საფუძვლები ზუსტდება): - არასრულწლოვნის მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად; - არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე; - არასრულწლოვნის მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; - არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია არასრულწლოვნის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის, და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი არ იძლევა არასრულწლოვნისათვის პასპორტის გაცემაზე ნებართვას. როგორც ვხედავთ, დამატებული გარემოებების ჩამონათვალი, თავისი შინაარსით, ისეთია, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც არასრულწლოვანზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე უარი მხოლოდ შელახავდა მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და იმ საფუძვლების დაზუსტება, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც, მასზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გასაცემად, ნაცვლად ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობისა, საკმარისია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის კანონით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის არსებობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით კანონის 202 მუხლის 81 პუნქტით დადგენილ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც არასრულწლოვანზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გასაცემად ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის კანონით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობაა საკმარისი, შემდეგი საფუძვლები ემატება (ან არსებული საფუძვლები ზუსტდება): - არასრულწლოვნის მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად; - არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე; - არასრულწლოვნის მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; - არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია არასრულწლოვნის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის, და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან მეორე კანონიერი წარმომადგენელი არ იძლევა არასრულწლოვნისათვის პასპორტის გაცემაზე ნებართვას. გარდა ამისა, კანონის მუხლის მე-8 პუნქტის შინაარსის არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად, ზუსტდება, რომ არასრულწლოვანზე პასპორტის 202 გაცემის ზოგადი წესია მისი ორივე კანონიერი წარმომადგენლის კანონით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობა. პროექტით კანონის არასრულწლოვანზე ან მუხლს ემატება 91 პუნქტი, რომლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე კანონიერი 202 წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი თანხმობის ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ამასთან, თუ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი უკან გაიხმობს თავის თანხმობას, საქართველოში მყოფ არასრულწლოვანზე/მხარდაჭერის მიმღებზე გაცემული პასპორტი გაუქმდება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირებისთვის, რომლებიც ექცევიან წარმოდგენილი კანონპროექტის მოქმედების სფეროში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტის მიღება არ ადგენს რამე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან\და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან\და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 202 1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი. 11. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების უფლების მქონე პირთა წრე და მისი გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს ან დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებაში წარდგენილი განცხადების წარმომადგენლობაში საფუძველზე ან საკონსულო ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტი გაიცემა მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით პასპორტი − მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში. 21. ამ მუხლის 81 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში. 3. პასპორტის გაცემისას დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა. 4. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს. 41. პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აგრეთვე აქვს 14 წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვან პირს, თუ მას მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა . 5. (ამოღებულია). 6. (ამოღებულია). 7. დაინტერესებული პირი პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტასთან ერთად წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, ფოტოსურათს და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 71. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ან რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ერთხელ მაინც აქვს გავლილი რეგისტრაცია, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე. 72. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირადობის მოწმობების ნაცვლად წარადგენენ ბინადრობის მოწმობებს. 73. სამსახურებრივი პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირი არ წარადგენს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 74. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს (მათ შორის, არასრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, რომლის კანონიერი წარმომადგენელი ასევე საზღვარგარეთ იმყოფება) უფლება აქვს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას პასპორტის მიღების მოთხოვნით. აღნიშნული წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 75. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში ფოსტის მეშვეობით მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას პასპორტის მიღების მოთხოვნით. 76. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას. 77. ამ მუხლის 76 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება განცხადება - ანკეტასთან ერთად წარსადგენი დოკუმენტების საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე , რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან . 78. საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა ან რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით, ასევე 14 წელს მიღწეულმა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს არასრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის საშუალებით, პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები შეიძლება წარადგინონ ელექტრონული ფორმით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 8. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის სანოტარო წესით დამოწმებული, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, წერილობითი თანხმობის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. 81. ერთ-ერთი მშობლის ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე მშობელი გარდაცვლილია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; ვ) პასპორტის გაცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვნის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის, მეორე მშობლისაგან თანხმობის მიღება ვერ ხერხდება მასთან კავშირის დამყარების შეუძლებლობის გამო და, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის არ იქნება თანხმობის გაცემის წინააღმდეგი. 82. 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 83. თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმის გამო, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში იმყოფება (მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის), არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი ან ის გარდაცვლილია, მხარდაჭერის მიმღებია ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოების სათანადო დოკუმენტით დადასტურება ვერ ხერხდება, მის მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა. 84. საზღვარგარეთ მყოფი არასრულწლოვნისათვის (14 წლის ასაკს მიღწეული პირისათვის) პასპორტის მისაღებად პირადობის მოწმობის წარდგენა სავალდებულო არ არის. 85. ამ მუხლის არასრულწლოვანზე 81 პუნქტის პასპორტი „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გაიცემა სააგენტოს საპასპორტო მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფლებამოსილი წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე. თანამდებობის და პირის დასაბუთებული 86. სხვა სახელმწიფოს ნოტარიუსის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული თანხმობა ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი პასპორტის გაცემაზე საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა შეიძლება მიიღონ ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე. 9. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და გაფორმების, მათ გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაინტერესებული მხარისთვის გაცნობის, აგრეთვე პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო ამ უფლებამოსილებათა ან/და მათ განსახორციელებლად საჭირო ცალკეულ მოქმედებათა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განხორციელების წესი, ვადები და ფარგლები − ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 10. (ამოღებულია - 20.09.2013, №1265). მუხლი 205 1. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა ხდება პირის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, შემდეგ შემთხვევებში: ა) სახელის, გვარის შეცვლისას; ბ) ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას; გ) ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას; დ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას. 2. სახელის, გვარის შეცვლისას, აგრეთვე ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას პასპორტის შეცვლის დროს, როცა პასპორტი გაიცემა ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში პირადობის მოწმობის გაცემის გარეშე, შუამდგომლობას დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის შეცვლის მოწმობის პირი, დაბადების, ქორწინების მოწმობის პირი და სხვა). 21. ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების წარდგენა სავალდებულო არ არის , თუ სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას . 22. ამ მუხლის 2 1 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შუამდგომლობისთვის დასართავი საბუთების საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის წარდგენაზე , რომლებიც არ არიან დაკავშირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან . 3. გამოსაცვლელი პასპორტი, რომელიც შეიცავს მოქმედ საკონსულო ვიზას, ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს. 4. (ამოღებულია). 5. ახალი პასპორტის გაცემის დღიდან დაკარგული პასპორტი ძალადაკარგულად ითვლება. 6. პასპორტი, რომელშიც თვითნებურად არის შეტანილი შესწორებები ან შეიმჩნევა გაყალბება, დაშლა და სხვა, უნდა ჩამოერთვას მფლობელს. 7. პირები, რომლებიც თვითნებურად შეიტანენ შესწორებებს, გააყალბებენ პასპორტს ან სხვაგვარად დაარღვევენ ამ კანონით დადგენილ წესს, პასუხს აგებენ კანონმდებლობის შესაბამისად.