„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 58 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 69 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-29
ბიუროს ნომერი 280
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„განათლების
ხარისხის
განვითარების
შესახებ“ საქართველოს
კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რა მიზნითაც შეიმუშავებს
რეკომენდაციებს;
ბ)
ახორციელებს
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
ავტორიზაციას
და
მათი
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი);
გ)
უზრუნველყოფს
საქართველოში
გაცემული
საგანმანათლებლო
დოკუმენტების
ნამდვილობის დადასტურებას;
დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას;
ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს;
ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების
დამადასტურებელი
სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს;
ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების,
ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში
გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად ცენტრი
საჭირო ინფორმაციას აწვდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს.
სამინისტროსა
და
მის
სისტემაში
შემავალი
ორგანოების
მიერ
გაცემული
დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების
ფარგლებში
გაცემული
დოკუმენტების
აპოსტილით
დამოწმების/ლეგალიზაციის
უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების
წესი განისაზღვრება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
2. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის
დადასტურება
საქართველოში
გაცემული
საგანმანათლებლო
დოკუმენტების
ნამდვილობის
დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან
ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე
მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის
და
გაცემის
ფაქტს
მათ
შესაბამისობას
საქართველოს
სათანადო
კანონმდებლობის
მოთხოვნებთან.“.
3. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. დაუშვებელია ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2010
წლის 1 სექტემბრის შემდეგ მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების
აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია.“.
მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყონ:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი
ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ
თავიანთი
უფლებამოსილების
დამოწმების/ლეგალიზაციის
ფარგლებში
უზრუნველსაყოფად
გაცემული
საჭირო
დოკუმენტების
ინფორმაციის
აპოსტილით
გამოთხოვისა
და
მიწოდების წესის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცება;
ბ) სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა,
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან
90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მომზადება შემდეგმა გარემოებებმა განაპირობა:
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის №557 დადგენილებით დამტკიცდა „ღია
მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლის სამოქმედო გეგმა“. სამოქმედო
გეგმაში გაერთიანებულია „ღია მმართველობის პარტნიორობის ოთხი გამოწვევა“. ერთ-ერთ
გამოწვევას წარმოადგენს საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, რაც გულისხმობს გამარტივებული
და მომხმარებლის კომფორტზე მორგებული საჯარო სერვისების მიწოდებას. აღნიშნული
გამოწვევის ნაწილში მეოთხე ვალდებულებად გათვალისწინებულია „საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს სერვისების იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომობა“. სამოქმედო
გეგმის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციის
ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის ფუნქცია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა გადაეცეს, შესაბამისი მომსახურება კი
მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს სსიპ - იუსტიციის სახლში. სამოქმედო
გეგმაში აღნიშნულია: „ეს ცვლილება მნიშვნელოვნად გააადვილებს საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს საჯარო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას. მოქალაქე
მომსახურებას მიიღებს საქართველოს ყველა ძირითად რეგიონულ ცენტრში იუსტიციის სახლების
მეშვეობით ერთ სივრცეში (ამჟამად საგანმანათლებლო დოკუმენტების დამოწმება ხორციელდება
მხოლოდ თბილისში, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში); მოქალაქეს
აღარ დასჭირდება, სხვადასხვა უწყებას მიმართოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების
დამოწმებისათვის (მაგალითად, დაბადების მოწმობის დამოწმებისათვის − სსიპ - სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს, დიპლომისათვის − სსიპ - განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნულ ცენტრს), მომსახურებას მიღება შესაძლებელი იქნება ერთი ფანჯრის
პრინციპით.“1
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული
დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის ფუნქციის სსიპ - განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისაგან სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოსათვის
1
გადაცემის
მიზნით
კანონმდებლობაში
შესაბამისი
ცვლილებების
„ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 სექტემბრის №557 დადგენილება
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2510377.
განხორციელება. ამასთან, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ
აღნიშნული ფუნქცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის
სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების
შინაარსის გათვალისწინებით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან
მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს. ასეთი თანამშრომლობა აუცილებელია იმ
თვალსაზრისითაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გასაცემი დოკუმენტების ფორმებს.
ამასთან, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ფონზე ეს ფორმები არაერთხელ
შეიცვალა. საქართველოს ფარგლებს გარეთ ხარვეზიანი და ყალბი დოკუმენტების გასვლის
პრევენციის მიზნით, ცენტრი დღეისათის ამ ტიპის დოკუმენტებზე არა მხოლოდ ხელმოწერისა და
ბეჭდის
ნამდვილობას,
არამედ
ასევე
მისი
ფორმისა
და
შინაარსის
საქართველოს
კანონმდებლობასთან შესაბამისობასაც ამოწმებს. დოკუმენტების სრულფასოვანმა შემოწმებამ
უკანასკნელ
პერიოდში
ხელი
შეუწყო
საქართველოში
გაცემული
საგანმანათლებლო
დოკუმენტების მიმართ უცხო ქვეყნებში ნდობის ამაღლებას.
ამრიგად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში
შემავალი
ორგანოების
მიერ
გაცემული
დოკუმენტების,
ასევე
საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების
აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურების ეფექტიანად
განხორციელების მიზნით, საჭიროა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და
იუსტიციის
სამინისტროებმა
შეიმუშაონ
ერთობლივი
წესი,
რომლითაც
დამტკიცდება
ზემოაღნიშნული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად
საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების პროცედურა და პირობები.
ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელების გარდა, საჭიროა კანონში გაჩნდეს
ჩანაწერი
იმასთან
დაკავშირებითაც,
რომ
ლიცენზირებულ
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ მიღებული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია დაუშვებელია, რაც შემდეგი გარემოებით
არის განპირობებული:
1991
წლიდან
კერძო
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მიერ
საგანმანათლებლო
საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იყო ლიცენზიის არსებობა, განათლების სისტემაში
განხორციელებული რეფორმის თანახმად კი 2005 წლიდან ლიცენზიის ფლობა აღარ იყო
აღიარებული საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის საკმარისი წინაპირობა. იმისათვის, რომ
საგანმანათლებლო დაწესებულებას გაეცა აღიარებული დიპლომი, მას, პირველ რიგში, უნდა
მოეპოვებინა ამ ტიპის საქმიანობის განხორციელების უფლება (მიეღო ლიცენზია) და აღიარებული
დიპლომის
გასაცემად
გაევლო
ინსტიტუციური
აკრედიტაცია.
სახელმწიფო
აძლევდა
საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე საქმიანობის უფლებას, თუმცა, ინსტიტუციური
აკრედიტაციის გავლის გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს
სახელმწიფო არ აღიარებდა.
ამავდროულად,
დაწესებულების
მიერ
აპოსტილით
დამოწმებას
ექვემდებარებოდა
გაცემული
დოკუმენტი.
რამდენადაც
საგანმანათლებლო
ლიცენზიის
მფლობელი
დაწესებულება უკვე ითვლებოდა საგანმანათლებლო დაწესებულებად, მის მიერ გაცემული,
სახელმწიფოს
მიერ
არაღიარებული
დოკუმენტიც
ექვემდებარებოდა
აპოსტილით
დამოწმებას/ლეგალიზაციას. 2010 წელს საქართველოს განათლების სისტემაში მორიგი რეფორმა
განხორციელდა, რომლითაც გაუქმდა ლიცენზირება და საგანმანათლებლო დაწესებულების
სტატუსის მოპოვება ავტორიზაციის გავლას დაუკავშირდა. ამასთან, ავტორიზაციის გავლას
დაუკავშირდა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელმწიფოს მიერ აღიარებული
საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილების მოპოვებაც.
ამდენად, 2010 წლის შემდეგ ყველა დაწესებულება, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო
დაწესებულების სახელწოდების გამოყენების უფლება, გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ
დიპლომს. ავტორიზაციის გარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებისა და
აღიარებული
დიპლომის
გაცემა
იწვევს
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას.
ამავდროულად, რეფორმის განხორციელებისას, გარდამავალი პერიოდისათვის, კანონმდებლობამ
დაუშვა
2010
წლის
დაწესებულებებში
1
სექტემბრამდე
ჩარიცხული
ლიცენზირებულ
პირებისთვის
უმაღლეს
არაღიარებული
საგანმანათლებლო
პროგრამების
დასრულების
შესაძლებლობა.
2010 წლის 1 სექტემბრიდან იმ დაწესებულებების მიერ გაცემული საგანმანათლებლო
დოკუმენტები, რომლებიც 2010 წლამდე ფლობდნენ ლიცენზიას (2010 წლის 1 სექტემბრიდან კი
აღარ
ითვლებიან
საგანმანათლებლო
დაწესებულებებად),
აპოსტილით
არ
მოწმდებოდა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აპოსტილით დამოწმების გარდა,
ზოგადად, საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობასაც ადასტურებს. ასეთი ტიპის
დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას კი ცალსახად მიეთითება, რომ დოკუმენტი არ
არის გაცემული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ და რომ სახელმწიფო არ აღიარებს მას.
შესაბამისად, მსგავსი დოკუმენტის სახელმწიფო სტრუქტურის მიერ აპოსტილით დამოწმება
ეწინააღმდეგება რეფორმის მიზანს და უხერხულობას შექმნის უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის
დროსაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ
ცენტრს
რამდენიმე
პროცესი
ჰქონდა
სასამართლოში.
„უმაღლესი
განათლების
შესახებ’’
საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბრამდე
ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირებზე ვრცელდება
2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი. აღნიშნული ჩანაწერი სასამართლოს
მიერ საკითხის ორაზროვნი განმარტების საგანი გახდა და ცენტრს დაევალა 2010 წლის 1
სექტემბრის შემდეგ გაცემული დიპლომების აპოსტილით დამოწმება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კანონში გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის არმქონე დაწესებულებების მიერ გაცემული,
სახელმწიფოს მიერ არაღიარებული საგანმანათლებლო დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე
უარის თქმის პირდაპირ სამართლებრივ საფუძველს შექმნის და დააწესებს შეზღუდვას
ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ
მიღებული
განათლების
დამადასტურებელი
დამოწმებასთან/ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.
დოკუმენტების
აპოსტილით
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის
სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე, საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების
აპოსტილით
დამოწმებასა
და
ლეგალიზაციასთან
დაკავშირებული
მომსახურების
ხელმისაწვდომობის გაფართოება და გამარტივება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს:
ცენტრის
საქმიანობის
მარეგულირებელი
ნორმებიდან
ხდება
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების, ასევე
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა
და ლეგალიზაციის ფუნქციის ამოღება. ამასთან, ცენტრის ფუნქციად განისაზღვრება სსიპ სახელმწიფო
სერვისების
განვითარების
აპოსტილით
დამოწმების/ლეგალიზაციის
სააგენტოსთან
საკითხებზე,
თანამშრომლობა
რაც
გულისხმობს
დოკუმენტების
სააგენტოსათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი
დაწესებულებების,
უფლებამოსილების
აგრეთვე,
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მიერ
თავიანთი
ფარგლებში
გაცემული
დოკუმენტების
აპოსტილით
დამოწმების/ლეგალიზაციისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.
საჭირო
დოკუმენტების
ინფორმაციის
აპოსტილით
გამოთხოვისა
და
დამოწმების/ლეგალიზაციის
მიწოდების
წესს
უზრუნველსაყოფად
დაამტკიცებენ
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი ერთობლივი
ბრძანებით,
რომლითაც
განსაზღვრული
იქნება
სააგენტოსა
განსახორციელებელი თანამშრომლობის პირობები და პროცედურა.
და
ცენტრს
შორის
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
კანონპროექტი
ეწინააღმდეგება
არ
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ - სახელმწიფო სერვისების
განვითარების
სააგენტოსა
და
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
წარმომადგენლებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი დასკვნები არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი
სრული რედაქციები, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რა მიზნითაც შეიმუშავებს
რეკომენდაციებს;
ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო
დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას;
გ)
ახორციელებს
საქართველოში
გაცემული
საგანმანათლებლო
დოკუმენტების
ნამდვილობის დადასტურებას, მათ შორის, ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას;
დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას;
ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს;
ე1) (ამოღებულია – 20.03.2013, №347);
ე2) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო
დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს;
ვ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 25. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის
დადასტურება
1.
საქართველოში
გაცემული
საგანმანათლებლო
დოკუმენტების
ნამდვილობის
დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან
ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო
დოკუმენტის
გაცემის
ფაქტს
და
მათ
შესაბამისობას
საქართველოს
კანონმდებლობის
მოთხოვნებთან.
2. ლეგალიზაციისას ან აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება სამინისტროს და მის
სისტემაში შემავალი ორგანოების, ასევე საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ
გაცემულ
დოკუმენტზე
არსებული
ხელმოწერის
ნამდვილობა,
ხელმომწერი
პირის
უფლებამოსილება და ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა, ასევე დოკუმენტის ფორმისა და
შინაარსის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
მუხლი 32. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
1. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს „საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 15 სექტემბრამდე
უზრუნველყოს
ამ
კანონის
მე-3
მუხლის
მე-3
პუნქტის
„ა“
და
„ბ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება, ხოლო 2011 წლის 1 მარტამდე – ამ
კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი
აქტების დამტკიცება.
3. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2011 წლის 1 მარტამდე
უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
4. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების
აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე.
5. განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
უფლებამონაცვლედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი
უზრუნველყოფის
დეპარტამენტის
ლიცენზირების,
ლეგალიზაციისა
და
აპოსტილის
სამმართველოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის ნაწილში.
6. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის
იურიდიულ
პირად
რეორგანიზაციასთან
–
განათლების
დაკავშირებული
ხარისხის
ღონისძიებების
განვითარების
ეროვნულ
განხორციელება.
ამ
ცენტრად
ღონისძიებების
დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების
აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს
სამართლებრივი
უზრუნველყოფის
დეპარტამენტის
ლიცენზირების,
ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველოს ფუნქციებს – საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო.