„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.02.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/460/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 62 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 65 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-29
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში(პარლამენტის უწყებანი, №1920, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების დაწესებულებების მიერ მიერ გაცემული თავიანთი დოკუმენტების, ასევე უფლებამოსილების საგანმანათლებლო ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის;“; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების დაწესებულებების დოკუმენტების მიერ მიერ გაცემული თავიანთი ლეგალიზაციისათვის, დოკუმენტების, ასევე უფლებამოსილების აგრეთვე საგანმანათლებლო ფარგლებში საქართველოს გაცემული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების შინაარსმა, რომლითაც ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი უფლებამოსილების - საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის - გადაცემა და ამ გზით საგანმანათლებლო დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებასა და ლეგალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაფართოება და გამარტივება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა, სახელმწიფო ბაჟი აგრეთვე გადაიხდევინება დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოში შედგენილი დოკუმენტების ლეგალიზაციისა. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის/ლეგალიზაციისათვის დაინტერესებული პირი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისათვის დაწესებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება. იმის გათვალისწინებით, რომ ზემომითითებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმების ფუნქცია სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაეცემა, საჭიროა, რომ დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებამ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების - ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმების ფუნქციის შესრულებაზე გადაინაცვლოს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია, ნაცვლად სსიპ - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების განსაზღვრა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმების ფუნქციის შესრულებისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, მათი მოქმედი რედაქციებისაგან განსხვავებით, პოზიტიური ფორმით ყალიბდება და მიეთითება, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის; აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტებისადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის ლეგალიზაციისათვის. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი ითვალისწინებს, ნაცვლად სსიპ - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისა, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმების ფუნქციის შესრულებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა. კანონპროექტის შემუშავებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. კონსულტაციები იქნა გავლილი დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი დასკვნები არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 3. მოქმედებები, რომლებისთვისაც გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება: ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე; ბ) საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებზე და საჩივრებზე; გ) (ამოღებულია – 13.03.2012, №5788); დ) საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა; ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტში მოკლევადიანი ორდინალური ვიზის გაცემისათვის; ე1) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ვიზის გაცემისათვის და მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებას და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფს კანონით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; („ე 1“ ქვეპუნქტი საქართველოს საიმიგრაციო ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის მიღებისა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანის ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემის კანონით მმართველობის გათვალისწინებული სფეროში მოქმედი საქართველოს საჯარო სამართლის იუსტიციის სამინისტროს იურიდიული პირის მიერ უზრუნველყოფის ნაწილში ამოქმედდეს 2015 წლის 13 ივნისიდან) ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების გამოთხოვისათვის; ზ) დოკუმენტების ლეგალიზაციისათვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოში შედგენილი დოკუმენტების ლეგალიზაციისა.