„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.02.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/460/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 63 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-02-29
ბიუროს ნომერი 280

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.05.001.016753) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. სააგენტო უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ამ მუხლის 32 პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის შესაბამისად განახორციელოს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება. 3 2. სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესს, აგრეთვე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესსა და დოკუმენტის ლეგალიზაციის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. მუხლი 2 ამ კანონის გამოქვეყნებიდან 90 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესისა და დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების შინაარსმა, რომლითაც ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი უფლებამოსილების საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის გადაცემა. ამ უკანასკნელის მიერ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის გაფართოებული ფუნქციის შეუფერხებლად განსახორციელებლად აუცილებელია დაზუსტდეს მისი კომპეტენცია და მიეთითოს, რომ სააგენტო უფლებამოსილია დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განახორციელოს სასამართლო და ადმინისტრაციული დაწესებულებების ორგანოების, მონაცემთა აგრეთვე, ბაზის სამედიცინო ადმინისტრირება, რაც, და საგანმანათლებლო მოქმედი კანონმდებლობით (საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №403 ბრძანებულება) ამჟამადაც სააგენტოს უფლებამოსილებას განეკუთნება. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტის განახლებული უფლებამოსილებების ამოქმედების შემდეგ ამ უკანასკნელის ფუნქციებში აღარ შედის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შემავალი საკითხების გარდა, სხვა საკითხებზე, მათ შორის, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის წესებზე ნორმატიული აქტების გამოცემა. შესაბამისად, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის, აგრეთვე სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა მონაცემთა ბაზის ფორმირების წესები, რომლებიც ამჟამად დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №403, №404 და №406 ბრძანებულებებით, საჭიროა დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რისთვისაც აუცილებელია სათანადო სამართლებრივი საფუძვლის არსებობა „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფუნქციების დაზუსტება იმ მიმართულებით, რაც აუცილებელია ამ უკანასკნელის მიერ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის გაფართოებული ფუნქციის შეუფერხებლად განსახორციელებლად. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესისა და დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტით კანონის მე-4 მუხლის (სააგენტოს მიზნები და ძირითადი ფუნქციები) ემატება 31 და 32 პუნქტები, რომელთა თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა და ლეგალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მუხლის 32 პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის შესაბამისად განახორციელოს სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება. აქვე მიეთითება, რომ სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესს, აგრეთვე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესსა და დოკუმენტის ლეგალიზაციის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი დასკვნები არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 4. სააგენტოს მიზნები და ძირითადი ფუნქციები 1. სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა; ბ) ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა; გ) სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა; დ) ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება. 2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; გაზრდაზე გ) ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება; დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; ე) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა; ზ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაცემა; ზ1) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა; თ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა; ი) მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა; კ) ბინადრობის ნებართვის გაცემა; ლ) საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა; მ) ემიგრაციის ნებართვის გაცემა; ნ) სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით განკუთვნილი, დადგენილი საქართველოში წესით ლ გაცემული ეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება; ო) მისი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კანონით დადგენილი წესით განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება; პ) საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. სააგენტო უფლებამოსილია, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით პირდაპირ გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების გარდა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე განახორციელოს სხვა საქმიანობა (მომსახურება), თუ ეს საქმიანობა (მომსახურება) არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 4. სააგენტოს უფლებამოსილება (მომსახურება) ან უფლებამოსილების განსახორციელებლად (მომსახურების გასაწევად) საჭირო ცალკეული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სააგენტოს უფლებამოსილებას (მომსახურებას) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საკონსულო თანამდებობის პირი (შემდგომ – საკონსულო თანამდებობის პირი) ახორციელებს სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების წესი და დელეგირების ფარგლები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრ ის ერთობლივი ბრძანებით.