„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპულ შეთანხმებასთან შეერთება"
- „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპულ შეთანხმებასთან შეერთება" შეთანხმება
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-13
ბიუროს ნომერი 417
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27–30, მუხ. 575) პირველი
მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. სახიფათო ტვირთი − ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც
საერთაშორისო
ნორმებით,
საშიშროების
ტიპის
მიხედვით
9
კლასადაა
კლასიფიცირებული და რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა
„სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული
შეთანხმების (ADR) შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული
პირობების დაცვით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
კანონის პროექტის მიღების მიზეზია „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო
გადაზიდვების შესახებ“ (ADR)
ევროპულ შეთანხმებასთან შეერთებისათვის
აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
კანონპროექტის
მიზანია
„სახიფათო
ტვირთების
საერთაშორისო
საგზაო
გადაზიდვების შესახებ“ (ADR) ევროპული შეთანხმების დებულებების საქართველოში
ეფექტური იმპლემენტაციისათვის ხელსაყრელი სამართლებრივი გარემოს შექმნა.
კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმების ჭრილშიც, რამეთუ
VI კარის პირველი თავი და XXIV დანართი ეხება ტრანსპორტის სფეროს და
საქართველოს
წინაშე
აყენებს
2008/68
დირექტივასთან
აპროქსიმაციის
ვალდებულებას. ეს დირექტივა, თავის მხრივ, სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში
ეყრდნობა ADR-ის შეთანხმებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
სახიფათო
ტვირთების
საერთაშორისო
გადაზიდვების
ძირითადი
მარეგლამენტირებელი დოკუმენტია ევროპული შეთანხმება „სახიფათო ტვირთების
საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ (ADR), რომელიც ადგენს სახიფათო
ტვირთების გადაზიდვის საერთო წესებსა და პირობებს და რომელთა შესრულება
სავალდებულოა შეთანხმების წევრი ყველა ქვეყნისათვის. „საავტომობილო
ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტში
მოყვანილი „სახიფათო ტვირთის“ განმარტება არ ასახავს ამ სახის გადაზიდვის
ძირითადი მარეგულირებელი დოკუმენტის (ADR-ის შეთანხმების) მნიშვნელობას და
არ შეესაბამება შეთანხმების პირველი მუხლის „b“ ქვეპუნქტში მოყვანილი ამ ტერმინის
განმარტებას, რის გამოც კანონპროექტში აღნიშნული პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი
რედაქციით:
„20. სახიფათო ტვირთი − ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც საერთაშორისო
ნორმებით, საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და
რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების
საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR)
შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით.“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
აღნიშნული პროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი
სრული რედაქციები, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
1. საავტომობილო ტრანსპორტი – ტრანსპორტის სისტემის ნაწილი, რომელიც მოიცავს
საავტომობილო ტრანსპორტირებას და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას.
2. საავტომობილო გზა – მყარი საფარის მქონე მაკავშირებელი სავალი ზოლი,
რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნების გარდა, რომელიც ღიაა საერთო
მოძრაობისათვის
და
უმთავრესად
განკუთვნილია
საკუთარი
თვლებით
გადაადგილებადი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისათვის, მათ შორის,
ხიდები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები
და გზათა განშტოებები.
3. მოძრაობა – ტრანსპორტის საშუალებების გადაადგილება გზაზე, როცა ერთი
ტრანსპორტის საშუალება გადაიზიდება სხვა ტრანსპორტის საშუალებით.
მხედველობაში მიიღება მხოლოდ გადამზიდავი ტრანსპორტის საშუალების
გადაადგილება.
4. (ამოღებულია).
5. ავტოსატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება ან
სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება
გზაზე ტვირთის გადასაზიდად და მგზავრთა გადასაყვანად.
6. მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას
საავტომობილო გზაზე დადგენილი წესით.
7.
ავტოსატრანსპორტო
გადაყვანა/გადაზიდვა
–
საავტომობილო
გზაზე
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანა/ტვირთის გადაზიდვა.
8. გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და
ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანას/გადაზიდვას.
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია).
11. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრთა
გადაყვანა შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
დადგენილი მარშრუტით, ხოლო დედაქალაქის ტერიტორიაზე − ქალაქ თბილისის
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით
თვითმმართველი ქალაქის ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აგრეთვე
მგზავრთა
გადაყვანა
რუსთავი-თბილისის
მარშრუტზე,
ქალაქ
თბილისის
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
ნორმატიული
აქტით
დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით.
12. (ამოღებულია).
13. (ამოღებულია).
14. (ამოღებულია).
15. (ამოღებულია).
16. (ამოღებულია).
17. ნებართვა – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან თვითმმართველი ქალაქის
უფლებამოსილი
ორგანოს
მიერ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს
ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების
დაცვით.
18. რეგულარული გადაყვანა – მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც
სრულდება იმ განსაზღვრულ მარშრუტზე, მოძრაობის დადგენილი განრიგის
შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს.
19. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ
პუნქტს შორის განხორციელებული სამგზავრო გადაყვანა (ჩასხდომა და გადმოსხდომა)
ან სატვირთო გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა), მათ შორის, ტრანზიტი,
ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით.
20. სახიფათო ტვირთი – ტვირთი, რომელიც ოფიციალურად, საერთაშორისო
ნორმებით კლასიფიცირებულია როგორც სახიფათო.
21. ტერმინები – ტექნიკური რეგლამენტი, შესაბამისობის შეფასება, პროდუქცია,
უსაფრთხო პროდუქცია – განისაზღვრება „პროდუქციის და მომსახურების
სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
22. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტო (შემდგომ – სააგენტო ) – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სააგენტო.