„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპულ შეთანხმებასთან შეერთება"
- „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპულ შეთანხმებასთან შეერთება" შეთანხმება
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-13
ბიუროს ნომერი 417
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი:
310150000.05.001.017312) მე-5 მუხლის
77-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„77. სახიფათო ტვირთი − ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც
საერთაშორისო
ნორმებით,
საშიშროების
ტიპის
მიხედვით
9
კლასადაა
კლასიფიცირებული და რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა
„სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული
შეთანხმების (ADR) შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული
პირობების დაცვით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ.
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
კანონის პროექტის მიღების მიზეზია „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო
გადაზიდვების შესახებ“ (ADR),
ევროპულ შეთანხმებასთან შეერთებისათვის
აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
კანონპროექტის
მიზანია ევროპული
შეთანხმების
„სახიფათო ტვირთების
საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ (ADR), დებულებების საქართველოში
ეფექტური იმპლემენტაციისათვის ხელსაყრელი სამართლებრივი გარემოს შექმნა.
კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია ასოცირების შეთანხმების ჭრილშიც, რამეთუ
VI კარის პირველი თავისა და XXIV დანართი, რომელიც ეხება ტრანსპორტის სფეროს,
საქართველოს
წინაშე
აყენებს
2008/68
დირექტივასთან
აპროქსიმაციის
ვალდებულებას. ეს დირექტივა, თავის მხრივ, სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში
ეყრდნობა ADR-ის შეთანხმებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
სახიფათო
ტვირთების
საერთაშორისო
გადაზიდვების
ძირითადი
მარეგლამენტირებელი დოკუმენტია ევროპული შეთანხმება „სახიფათო ტვირთების
საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ (ADR), რომელიც ადგენს სახიფათო
ტვირთების გადაზიდვის საერთო წესებსა და პირობებს და რომელთა შესრულება
სავალდებულოა შეთანხმების წევრი ყველა ქვეყნისათვის. „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 77-ე პუნქტით განისაზღვრება ტერმინი
„სახიფათო ტვირთი“ რომელიც
ასახავს ამ სახის გადაზიდვის ძირითადი
მარეგულირებელი დოკუმენტის (ADR-ის შეთანხმების) მნიშვნელობას. თუმცა,
განმარტებაში აღნიშნული შეთანხმების დასახელება არასრულყოფილია, მასში
გამორჩენილია სიტყვა „საგზაო“. რადგან შეთანხმების ავთენტურ თარგმანში მისი
დასახელებაა: „ევროპული შეთანხმება „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო
გადაზიდვების შესახებ“ (ADR)“, რის გამოც კანონპროექტში აღნიშნული პუნქტი
ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით:
„77. სახიფათო ტვირთი − ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც საერთაშორისო
ნორმებით, საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და
რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების
საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR)
შესაბამისად აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით.“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
აღნიშნული პროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქციები, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 5. კანონში გამოყენებული ტერმინები
1. ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა
გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის
ადგილისა, 8-ს აღემატება.
2. ავტომაგისტრალი − სპეციალურად აშენებული და ავტოსატრანსპორტო
საშუალებათა მოძრაობისათვის განკუთვნილი გზა, რომელიც არ ემსახურება
მიმდებარე ტერიტორიებს და:
ა) რომელსაც, გარდა დროებით დაწესებული ან ცალკეული ადგილებისა, მოძრაობის
ორივე მიმართულებისთვის აქვს ცალკე, ერთმანეთისაგან გამყოფი ზოლით (რომელიც
არ არის განკუთვნილი მოძრაობისათვის) ან განსაკუთრებულ შემთხვევებში − სხვა
საშუალებებით გამიჯნული სავალი ნაწილები;
ბ) რომელიც ერთ დონეზე არ კვეთს გზას, რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგს, ქვეითთა
ბილიკსა და ველობილიკს;
გ) რომელიც აღნიშნულია საგზაო ნიშნით „ავტომაგისტრალი“.
3. ავტომატარებელი − სატვირთო ავტომობილის 750 კგ-ზე მეტი ნებადართული
მაქსიმალური მასის მქონე მისაბმელთან/მისაბმელებთან კომბინაცია.
4. ავტომზიდი – სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც
განკუთვნილია ავტომობილისა და თვლიანი მსუბუქი ტრაქტორის გადასაზიდად.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალება (ავტომობილი) − მექანიკური სატრანსპორტო
საშუალება, რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან
ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად
განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი
მოიცავს ტროლეიბუსს, ე. ი. ელექტროსადენთან მიერთებულ ულიანდაგო
სატრანსპორტო საშუალებას. ეს ტერმინი არ მოიცავს ისეთ მექანიკურ სატრანსპორტო
საშუალებას, როგორიცაა, მაგალითად, ტრაქტორი, რომლისთვისაც გზაზე ადამიანების
გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად ან/და ადამიანების გადასაყვანად ან
ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გზაზე
ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა.
6. ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო
პერიოდული ტესტირება (გამოცდა) (შემდგომ – გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება) –
ტექნიკური ოპერაციებისა და პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც
დაწესებული პერიოდულობით დგინდება ავტოსატრანსპორტო საშუალების
მოძრაობის უსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ტექნიკური მდგომარეობა და
ატმოსფერულ
ჰაერში
გაფრქვეულ
გამონაბოლქვში
მავნე
ნივთიერებათა
შემადგენლობა.
7. არასაკმარისი ხილვადობა – გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის,
წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე
ნაკლებ მანძილზე შემცირება.
8. ბუქსირება − სატრანსპორტო საშუალების სხვა სატრანსპორტო საშუალების
დახმარებით გადაადგილება.
9. გამყოფი ზოლი – კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს
მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო
საშუალების მოძრაობისათვის.
10. გასწრება − დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი
მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების
გადასწრება.
11. გაჩერება − სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა
5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომაგადმოსხდომისათვის
ან
სატრანსპორტო
საშუალების
დატვირთვაგადმოტვირთვისათვის. გაჩერებად არ ითვლება სატრანსპორტო საშუალების
მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო
მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის
მოთხოვნათა გამო.
12. გზა – მოძრაობისათვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი. გზას შეიძლება
ჰქონდეს როგორც ერთი სავალი ნაწილი, ისე რამდენიმე, გამყოფი ზოლით მკვეთრად
გამიჯნული ან სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილები. ეს ტერმინი
შეიძლება მოიცავდეს ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლს,
ველობილიკს, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონას (ტერიტორიას).
13. გზაჯვარედინი − ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი
კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით.
გზაჯვარედინად
არ
ითვლება
მიმდებარე
ტერიტორიებიდან
გამომავალი
გამოსასვლელების გზებთან კვეთა.
14. გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) – საგზაო მოძრაობის მონაწილის
ვალდებულება, არ განაგრძოს ან არ განაახლოს მოძრაობა ან არ განახორციელოს
მანევრი, თუ ეს უპირატესობის (პრიორიტეტის) მქონე მოძრაობის მონაწილეს
იძულებულს გახდის, უეცრად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე.
15. გზის სავალი ნაწილი (სავალი ნაწილი) – გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია
ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა,
გვერდულასი, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა).
16. დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) − საგზაო ნიშანი, რომელიც აზუსტებს ან
ზღუდავს იმ საგზაო ნიშნის მოქმედებას, რომელთან ერთადაც გამოიყენება.
17. დასახლებული პუნქტი − განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და
გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.
18. დატვირთული მასა (ფაქტობრივი მასა) − მოცემულ დროის მონაკვეთში
დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და
მგზავრების ჩათვლით.
19. დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) − ქარხანა-დამამზადებლის მიერ
განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის
გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი
კომპლექტის ჩათვლით.
20. დგომა – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე
მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან
სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.
21. დღე-ღამის ბნელი დრო – დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე.
22. ველოსიპედი − სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აქვს სულ მცირე ორი
ბორბალი (თვალი) და მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირის
კუნთების ენერგიით, კერძოდ, სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს.
ეს ტერმინი არ მოიცავს სავარძელ-ეტლს.
23. ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) − ველოსიპედით მოძრაობისათვის
განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც
კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან.
24. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი − გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც
განკუთვნილია ველოსიპედით მოძრაობისათვის. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი
დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გრძივი საგზაო მონიშვნითაა გამოყოფილი.
25. ინსტრუქტორ-მასწავლებელი − ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული
კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა პრაქტიკული
მართვის მასწავლებელი, ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
26. იძულებითი გაჩერება – სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი
ტექნიკური
გაუმართაობის, გადასაზიდი
ტვირთის,
მძღოლის
(მგზავრის)
მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული
საფრთხის გამო.
27. კვადროციკლი − მსუბუქი კვადროციკლისაგან განსხვავებული ოთხთვლიანი
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავას სიმძლავრე არ აღემატება 15
კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 400 კგ-ს, ან
550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად. ელექტროსატრანსპორტო
საშუალების შემთხვევაში აკუმულატორის მასა კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში
არ ითვლება. ამ პუნქტით განსაზღვრული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება,
რომელიც
აკმაყოფილებს
ტრიციკლისათვის
გათვალისწინებულ
ტექნიკურ
მახასიათებლებს, ითვლება მოტორიზებულ ტრიციკლად.
28. კიდულძრავიანი ველოსიპედი − ორ- ან სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება,
რომელიც აღჭურვილია შიგაწვის ძრავათი, რომლის ცილინდრის მუშა მოცულობა არ
აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე − 45 კმ/სთ-ს და
რომელსაც აქვს ველოსიპედისთვის დამახასიათებელი თვისებები, კერძოდ,
სატერფულების ან სახელურების მეშვეობით მოძრაობს.
29. კონსტრუქციული სიჩქარე − ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული
სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე.
30. კონტეინერი – 1972 წლის „კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენციით“
გათვალისწინებული განმარტება.
31. მანევრი − მოძრაობის დაწყება, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა, მობრუნება,
უკუსვლით მოძრაობა, დაბრკოლების შემოვლა ან/და მოძრაობის ზოლის შეცვლა
(გადაჯგუფება).
32. მარეგულირებელი – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საგზაო
მოძრაობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი
კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს
მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა.
33. მარშრუტი − პუნქტებს შორის (გაჩერების ადგილების მითითებით ან მათი
მითითების
გარეშე)
ავტობუსის
ან
მიწისზედა
ელექტროტრანსპორტის
მიმოსვლისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული, წინასწარ
დადგენილი გზასავალი.
34. მგზავრი − პირი, რომელიც იმყოფება ან ადის სატრანსპორტო საშუალებაში
(სატრანსპორტო საშუალებაზე) ან ჩამოდის სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ
მართავს მას.
35. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო
საშუალება, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, მოპედისა და მასთან
გათანაბრებული სხვა სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე სალიანდაგო
სატრანსპორტო საშუალებისა.
36. მეხრე − გზაზე სასაპალნე, შესაბმელი ან დასაჯდომი პირუტყვის წამყვანი,
პირუტყვის გამრეკი ან გამცილებელი.
37. მთავარი გზა − 2.1 ან 5.1 საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ამ ნიშნის მოქმედების
ზონის მთელ მონაკვეთზე. მთავარ გზად მიიჩნევა 1.7.1−1.7.7 საგზაო ნიშნებით
აღნიშნული გზა − გზაჯვარედინზე, გადასაკვეთ (მიერთებულ) გზასთან შედარებით,
მკვრივსაფრიანი გზა (ასფალტის, ცემენტ-ბეტონის ან სხვა მსგავსი მასალის ან
ქვაფენილის საფრის მქონე გზა) − ღორღიან ან გრუნტოვან გზასთან შედარებით,
ღორღიანი გზა − გრუნტოვან გზასთან შედარებით. ღორღიან ან გრუნტოვან გზაზე
უშუალოდ გზაჯვარედინის წინ გზის მკვრივსაფრიანი უბნის არსებობა არ ათანაბრებს
მას მკვრივსაფრიან გზასთან.
38. მიმდებარე ტერიტორია – ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ
არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო,
საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და
სხვა).
39. მისაბმელი − სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მექანიკური
სატრანსპორტო საშუალებით მისი ბუქსირებისათვის. ეს ტერმინი მოიცავს
ნახევარმისაბმელსა და მისაბმელ-სახსნელს.
40. მიწისზედა ელექტროტრანსპორტი − ტროლეიბუსი და ტრამვაი.
41. მობილური კომუნიკაციის საშუალება – ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელია უწყვეტი სატელეფონო საუბრის წარმოება ორ ან ორზე მეტ ფიზიკურ
პირს შორის ან/და ტექსტური ინფორმაციის გადაცემა და მიღება.
42. მოპედი – ორ- ან სამთვლიანი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის
კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავას ცილინდრის
მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში
მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს. მოპედთან გათანაბრებულია
კიდულძრავიანი ველოსიპედი და მსუბუქი კვადროციკლი.
43. მოტორიზებული ტრიციკლი − ტრიციკლი, რომლის ძრავას სიმძლავრე არ
აღემატება 15 კვტ-ს, ხოლო დაუტვირთავი მასა აღემატება 350 კგ-ს, მაგრამ არ
აღემატება 400 კგ-ს, ან 550 კგ-ს, თუ იგი განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად.
ელექტროსატრანსპორტო
საშუალების
შემთხვევაში
აკუმულატორის
მასა
კვადროციკლის დაუტვირთავ მასაში არ ითვლება.
44. მოტოციკლი − ორთვლიანი ძრავიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება
ეტლით ან მის გარეშე. მოტოციკლთან გათანაბრებულია სამთვლიანი მექანიკური
სატრანსპორტო საშუალება, რომლის დაუტვირთავი მასა არ აღემატება 400 კგ-ს.
45. მოძრაობის ზოლი − გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან
მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება
დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული
საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე.
46. მსუბუქი ავტომობილი − 3 500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე
ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა,
გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.
47. მსუბუქი კვადროციკლი − ოთხთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის
კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს და შიგაწვის ძრავას ცილინდრის
მუშა მოცულობა არ აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში
მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს და რომლის დაუტვირთავი მასა
(ელექტროსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − აკუმულატორის მასის
ჩაუთვლელად) არ აღემატება 350 კგ-ს.
48. მსუბუქი მისაბმელი − მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ
აღემატება 750 კგ-ს.
49. მძღოლი − ფიზიკური პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას.
მძღოლთან გათანაბრებულია მეხრე. სასწავლო სვლის განხორციელებისას მძღოლთან
გათანაბრებულია ინსტრუქტორ-მასწავლებელიც.
50. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება − საჯარო ან კერძო დაწესებულება, ან
მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ახორციელებს ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და
ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა სამართავად მძღოლთა თეორიულ
ან/და პრაქტიკულ მომზადებას, სწავლებას (შემდგომ − სწავლების კურსი).
51. ნახევარმისაბმელი − მისაბმელი, რომელიც განკუთვნილია ავტომობილზე ისეთი
სახით ჩასაბმელად, როდესაც მისი ნაწილი ეყრდნობა ავტომობილს და
ავტომობილზევე მოდის ნახევარმისაბმელისა და მისი ტვირთის მასის მნიშვნელოვანი
ნაწილი.
52. ნებადართული მაქსიმალური მასა (დასაშვები წონა) − დატვირთული
სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის
გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც
დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება.
53. ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება − ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება,
რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს ან რომელიც აღნიშნულ
სიჩქარეს ვერ აჭარბებს ან ეკრძალება გადაჭარბება ისეთი მიზეზით, რომელიც არ არის
დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადებთან.
54. ნიშნის დუბლირება − გზის მონაკვეთზე ერთი და იმავე საგზაო ნიშნის
ურთიერთსაპირისპირო მიმართულებებით ერთმანეთის გასწვრივ დადგმა.
55. ნიშნის განმეორებით დადგმა − ძირითადი ნიშნის განმეორებით დადგმა გზის იმავე
მხარეს გარკვეულ მანძილზე.
56. ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი − თვითბალანსირებადი, ორთვლიანი და
ერთღერძიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ერთი ადამიანის
გადასაყვანად და რომელიც ელექტროენერგიის ძალით მოძრაობს.
57. ორგანიზებული სატრანსპორტო კოლონა – ჩართული ლურჯი ან ლურჯი და
წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალის მქონე მეწინავე მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების თანხლებით, ერთსა და იმავე მოძრაობის ზოლზე ერთმანეთის
მიყოლებით, მუდმივად ჩართული ფარებით მოძრავი სამი ან სამზე მეტი მექანიკური
სატრანსპორტო საშუალებისაგან შემდგარი ჯგუფი.
58. რკინიგზის გადასასვლელი − გზისა და დამოუკიდებელი ვაკისის მქონე რკინიგზის
ან ტრამვაის ლიანდაგების ერთ დონეზე გადაკვეთა.
59. საგზაო მონიშვნა (მონიშვნა) − ამ კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული, გზის
სავალ ნაწილზე, საგზაო მოწყობილობის ელემენტებსა და საგზაო ნაგებობებზე
არსებული ხაზი, ისარი და სხვა აღნიშვნა, რომლებიც ადგენს მოძრაობის წესს ან
საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის ინფორმაციას მოძრაობის რეჟიმის შესახებ.
60. საგზაო მოძრაობა – გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე მოძრაობისას
ან განლაგებისას საგზაო მოძრაობის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი
ურთიერთობები.
61. საგზაო მოძრაობის მონაწილე − პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საგზაო
მოძრაობაში, როგორც მძღოლი, მგზავრი ან ქვეითი.
62. საგზაო მოძრაობის ორგანიზება – სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ
ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მართვას.
63. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა – საგზაო-სატრანსპორტო
შემთხვევის გამომწვევი მიზეზებისა და მისი მძიმე შედეგების თავიდან აცილებისაკენ
მიმართული საქმიანობა.
64. საგზაო ნიშანი (ნიშანი) − ამ კანონის დანართი №1-ით განსაზღვრული, დადგენილი
ფორმის მოწყობილობა გამოსახულებით ან წარწერით (მათ შორის, დასაშვებია
ელექტრონული სახითაც), რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეს აწვდის
ინფორმაციას საგზაო პირობებისა და მოძრაობის რეჟიმის, დასახლებული პუნქტისა
და სხვადასხვა ობიექტის შესახებ.
65. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (ავარია) – გზაზე სატრანსპორტო საშუალების
მოძრაობისას მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც
დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი,
ნაგებობა ან სხვა ქონება.
66. საერთაშორისო მოძრაობა − რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი
სატრანსპორტო საშუალება საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად მიიჩნევა, თუ იგი:
ა) ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი
ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს;
ბ) არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში;
გ) ამ სახელმწიფოში შეტანილია დროებით, მაგრამ არაუმეტეს მისი კანონმდებლობით
დადგენილი ვადისა.
შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა საერთაშორისო მოძრაობაში
მყოფად მიიჩნევა, თუ მასში შემავალი თუნდაც ერთი სატრანსპორტო საშუალება
აკმაყოფილებს ამ პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
67. სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მგზავრთა გადასაყვანად
განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება.
68. სამუხრუჭო მანძილი − მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება
მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე.
69. სასოფლო-სამეურნეო მანქანა − სპეციალიზებული თვლიანი ან მუხლუხა
მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია სასოფლოსამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების შესასრულებლად და
რომლისთვისაც გზაზე ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ან
ადამიანების გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი სატრანსპორტო
საშუალების გზაზე ბუქსირებისათვის გამოყენება მხოლოდ დამხმარე ფუნქციაა.
სასოფლო-სამეურნეო მანქანად არ ითვლება ავტომობილის ბაზაზე დამზადებული
სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება.
70. სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება − სასოფლოსამეურნეო მანქანაზე ჩასაბმელი და მასთან ერთად ექსპლუატაციისათვის
განკუთვნილი დამხმარე ტექნიკური საშუალება (მოწყობილობა), რომლებიც
გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო, სამელიორაციო ან სატყეო სამუშაოების
შესასრულებლად.
71.
სატვირთო
ავტომობილი
ავტოსატრანსპორტო საშუალება,
აღემატება 3 500 კგ-ს.
−
ტვირთის
გადასაზიდად
განკუთვნილი
რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა
72. სატრანსპორტო კოლონა − ორგანიზებულად, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი
ორი ან ორზე მეტი სატრანსპორტო საშუალებისაგან შემდგარი ჯგუფი.
73. სატრანსპორტო საშუალება − გზაზე მოძრავი ან გზაზე მოძრაობისათვის
განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც ძრავას ან სხვა ძალის მეშვეობით
გადაადგილდება.
74. სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობა − ჩაბმული სატრანსპორტო
საშუალებები, რომლებიც საგზაო მოძრაობაში მონაწილეობენ, როგორც ერთი
მთლიანობა.
75. საცხოვრებელი ზონა − განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს
სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი
აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.
76. საწევარი – მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია
ნახევარმისაბმელთან ერთად ექსპლუატაციისათვის.
77. სახიფათო ტვირთი − ნივთიერებები ან/და ნაკეთობები, რომლებიც საერთაშორისო
ნორმებით, საშიშროების ტიპის მიხედვით 9 კლასადაა კლასიფიცირებული და
რომელთა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვა „სახიფათო ტვირთების
საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) შესაბამისად
აკრძალულია ან დასაშვებია მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით.
78. საჭაპანო ტრანსპორტი − თვლიანი ან უთვლო სატრანსპორტო საშუალება ძრავას
გარეშე, რომელიც გზაზე მასში შებმული პირუტყვის ძალის მეშვეობით
გადაადგილდება.
79. სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა − თვლიანი ან მუხლუხა მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალება,
რომელიც
განკუთვნილია
საგზაო-სამშენებლო
სამუშაოების შესასრულებლად და რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არის 6 კმ/სთ-ზე
მეტი და 45 კმ/სთ-ზე ნაკლები. სპეციალიზებულ თვითმავალ მანქანად არ ითვლება
ავტომობილის ბაზაზე დამზადებული სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება.
80. სრული მასა − ტვირთით, მძღოლითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ
მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს
სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი. სატრანსპორტო საშუალებათა
შემადგენლობის სრული მასა გამოიანგარიშება მასში შემავალი სატრანსპორტო
საშუალებების სრულ მასათა ჯამით.
81. ტრაქტორი − თვლიანი ან მუხლუხა სასოფლო-სამეურნეო მანქანა ორი ან ორზე
მეტი ღერძით.
82. ტრიციკლი − სიმეტრიულად განლაგებული სამი ბორბლის მქონე ძრავიანი
სატრანსპორტო საშუალება, რომლის შიგაწვის ძრავას (თუ მას აქვს შიგაწვის ძრავა)
ცილინდრის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ3-ს ან/და კონსტრუქციული სიჩქარე − 45
კმ/სთ-ს.
83. ტროტუარი – გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან
გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის
მოძრაობისათვის.
84. უპირატესობა (პრიორიტეტი) – საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა
საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული
მიმართულებით.
85. ქვეითთა ბილიკი − ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან
განცალკევებული ბილიკი. ქვეითთა ბილიკი შეიძლება აღინიშნოს შესაბამისი საგზაო
ნიშნით.
86. ქვეითთა გადასასვლელი – სავალი ნაწილის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია
ქვეითის გზაზე გადასასვლელად და აღნიშნულია 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებით
ან/და 1.14.1–1.14.2 საგზაო მონიშვნებით. თუ ასეთი საგზაო მონიშვნები არ არის,
ქვეითთა გადასასვლელის სიგანე განისაზღვრება 5.19.1 და 5.19.2 საგზაო ნიშნებს
შორის მანძილით.
87. ქვეითი − საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც ფეხით გადაადგილდება ან
გადასაადგილებლად გორგოლაჭებს, გორგოლაჭებიან დაფას, ციგას ან სხვა მსგავს
საშუალებას იყენებს. ქვეითთან გათანაბრებულია პირი, რომელსაც მიჰყავს საბავშვო
ეტლი ან სავარძელ-ეტლი ანდა სხვა მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალება ძრავას
გარეშე, აგრეთვე ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ქვეითად გადამყვანი პირი,
ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც სავარძელ-ეტლით
გადაადგილდება.
88. ღერძზე დატვირთვა − სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნაწილი,
რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას. თითოეულ
წამყვან ან არაწამყვან ღერძზე დატვირთვის განსაზღვრისას სატრანსპორტო
საშუალების განივ ჭრილში ერთ ხაზზე განლაგებული, კონსტრუქციულად
განცალკევებული ღერძები განიხილება, როგორც ერთი მთლიანი ღერძი.
89. შეზღუდული ხილვადობა − გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი,
აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული
დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ
აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ
შეიძლება საფრთხე წარმოშვას.
90. შესახსრებული ავტობუსი – ავტობუსი, რომელიც სექციებისაგან შედგება. ასეთი
ავტობუსის სექციებს შორის შესაძლებელი უნდა იყოს მგზავრთა შეუზღუდავი
გადაადგილება. ამ სექციების შეერთება და განცალკევება დასაშვებია მხოლოდ
ქარხნული წესით.
91. შუქნიშანი − ამ კანონის დანართი №3-ით განსაზღვრული ელექტრომოწყობილობა,
რომელიც გამოიყენება გზაზე საგზაო მოძრაობის ფერადი მაშუქი სიგნალებით
რეგულირებისათვის.
92. ძირითადი ნიშანი − საგზაო ნიშანი, რომლის დადგმის
განპირობებულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების მოთხოვნებით.
აუცილებლობა
93. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონა (ტერიტორია) – თოვლზე/ყინულზე სასრიალო
ფერდობი ან/და გზა (ტრასა), აგრეთვე სხვა ადგილი, რომელთა შესაბამის საზღვრებს
ამტკიცებს
საქართველოს
მთავრობა
ან
საქართველოს
მთავრობის
მიერ
უფლებამოსილი ორგანო და რომელთა კონტროლსა და ადმინისტრირებას
ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირი.
94. თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობი ან/და გზა (ტრასა) – თოვლზე/ყინულზე
სასრიალო ყველა სახის ფერდობი ან/და გზა (ტრასა), თოვლმავლის/მოტოციგის
ბილიკი, აგრეთვე მიმდებარე სასრიალო რელიეფი (კიდეები და ნაპირების
მახასიათებლები), რომელთა შესაბამის საზღვრებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა
ან საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანო და რომელთა კონტროლსა
და ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი
პირი.
95. სასრიალო ტრასით მოსარგებლე – საგზაო მოძრაობის მონაწილე, რომელიც
თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობს ან/და გზას (ტრასას) იყენებს ფეხით
სასიარულოდ და სასრიალოდ, მათ შორის, თხილამურებით, თოვლის დაფით
(სნოუბორდით), ციგით, თოვლის ველოსიპედით, ტობოგანით ან თოვლზე/ყინულზე
სასრიალო ნებისმიერი სხვა საშუალებით გადაადგილებისათვის.
96. თოვლმავალი – თოვლზე/ყინულზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი
მოტორიანი, მუხლუხა ან სხვა სახის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საჭის
მექანიზმით ან „ჯოისტიკის“ მქონე მოწყობილობით იმართება, მათ შორის, მოტოციგა,
ნებისმიერი თოვლმავალი სატრანსპორტო საშუალება, თოვლის სატკეპნი ტრაქტორი
ან სხვა სპეციალური დანიშნულების მანქანა (სპეცტექნიკა).
97. მოტოციგა – თოვლზე/ყინულზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი ღია ტიპის
მოტორიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც საჭის მექანიზმით იმართება.
98. მოტოციგის ბილიკი – მოტოციგით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი
ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც სხვა გზისაგან ან გზის სხვა
ელემენტებისაგან კონსტრუქციულად არის გამოყოფილი.