„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“
- „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა (1)
I მოსმენა (2)
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-20
ბიუროს ნომერი 418
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
/'l
/l
b))h0l3lCflt)
J) hc)al60n
---
l,JdJi4Ulililqnl' JJdqJAil60llU lllIdlll,
aJqtFtSc0[qtII 6n6aJ0[rqI Jd6il,
Jdntil0lll, At6bnq3flb JdnDtqIdil,
qJEUtblll, ?Jl,Jbila
N 7/6
I qcJcarc6o, 2016 gxqo
Lrj116or36qotr ;s5r'r5oL Jt6o6jg6Jo:,,1r.:j.>r6o3gqolr $oornqo ry3rioL
lr,:to5,>qonloL ?3Lsbnd", ,,Soornqo ry316olr, Ioornqo 5sb33.:160o3.:16oL; qs
Ioornqo ;t6oL6sqoL n3]qn3n]oL; qr lrrbXqIopX]ndotr 6r0oX36ndoL,> qo p.r63ol.r
BnLsbXd", ,,Lr js16o3Xqolr rq0o6oL6t6,r6o3q lrs3.:16ar,rqqsr4q,3n3ror.: ;r'rp6jLto
63qoqnloL BSgs6otr tXt.:hnI",,,1,:j;r6or33qot lrolrbqolr Ls3,>t6oqot
;oqnjL?o 63qoqgdoL ?XgrSoL ?XLrbX6' (N07-?/501, 10.06.2016)
3$36olqmlol q43olrc q.r lro6orqXt6 lr.r;oobo.r
Joa.6160
tra$J6 J.fooaOtJ - 02.12 - 16.12
lbsr d-foocodr0 - 02.t2 - t6.\2
02j2 - t6.t2
WA,o rt;Ei4 ii'tj;i. r'p,, ;:e,4rl
4<il5&nN l)Lpdl'\it
oRoao$ot mRCrroi q.,$ol! qJ l,!&,$qo$. .50At6!Om!
r'ruco,";
%i,oeo,q, r$.j@lor Jc,aooalro.
b; j;r6or3nq,r'rL Jor4q,r8X5$oL 8o2<6r.r ;p635b:
b.rj;r6or36q,otr J.>r6q'.:335$oL 3n8o$n$nllr; p; troJ;r6qr315go g16.>;Jgo;13?o
q,;o$'1r'rL 5rnr63;go2qo .>j6ob Jr6r'rgj6oL 6s5Loq,3.:
L.rJo16or3;1g1r,rlr .).>16q.:335goL
or.:335po3;163,
ilo1r6ob Lbq,r.rSolr or.:335po3rr63
6
_",
"*k
.r
brjr6or39ggrb Jr{6qrs0X6gob bogt6rnlr
b)JJhor3lcmb
brerSgS3$oq,30r
))hc)al60n
-N7/6
2016 $gq'.,, t q.oelC00C6o
Urjn6or3gq,oU J,:t6q,r396gob 666q,r0gfuob 147-9 agbqrob ac-7 JUBOob Lsggd3gq$g
Lrjr6o6gq,oU J.>r6q'c6366o1 bog6o 4t696U:
Urjr6o6gqxntt JidryiaC6$ot as605olgqx'rbot qpi33oLr gr lr6orql3t6 lt3ooborr
JoaoOCOob $o6{.o!A5bol., l-tcggdgq,'b3, l-t.>jn6or3cq,ob 0ot36obolr 0o3t6 ljs3.>6o60q.ogbq,o
C,6(,0(,\J%(,0, $s60o(.0c6oq,o
"lsj.r6o6gq,oL 0oorgq,o rc6oL Lrtro6rqgoSoob agbbXb",
,,$oor3q,o 1g6oU, $oo4q,o 6rbggr6dor3r6olt q-oc $oo{q,o 36)oLgtq,olr g06q,g09boUr qp.>
brbgq,foqggbgboU 6s0og969bobr qrs q.o.r6golr ACbrbC6",
Jq6o6ob66r0ouq,
"lrJCr6,o,gCq,ot
br8r6,o,rq,C.or6e3C0rs,r Jere&p6o 33ql.ryC5ot AgSo6otr 8gtrsbg6",
"Urjr6or33q,olr Lolrbq,oL
tDdrr<roq,olt 3r'rq6il.t8o o3E,oq,cboL aCOrE()L SCt JbCb" (07-2/501, 10.06.2016) Urjr6or3gq,otr
3r6o6ou Jtft'lglgCootr I 6otr696oor 616@olr g)er $rAUg)E JoAoOCOl, qor oA JmAoOCOlr,
t6odqob qDbg6rg g6pr g6ompgtr 3r6o6Jt6ofrgg0tr, 2016 Sq,olr 2 q.o0lgdb6o(,.)6
6rg6t6dXg,q.oCs, 2 &r,6(,g).
lDjrt6o63q,ob ir6q,c6g6$ob orr30aq.oo0r69,
6og6nU bbqxn0oU orr3&5q-oo0r69
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ
თავი I
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამართლებრივი სტატუსი, მიზნები,
ამოცანები და საქმიანობა
მუხლი 1
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების
სამართლებრივ
სტატუსს, მიზნებს, ამოცანებსა და ფუნქციებს, აგრეთვე სახელმწიფოსთან ქონებრივი და
ფინანსური ურთიერთობების სამართლებრივ საფუძვლებს.
მუხლი 2
1.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო,
დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანება. იგი წარმოადგენს ჰუმანიტარულ სფეროში
ხელისუფლების დამხმარე ნებაყოფლობით საზოგადოებას, რომელიც აღიარებულია ჟენევის 1949
წლის 12 აგვისტოს კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების საფუძველზე და ახორციელებს ამ
კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
2. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის წევრობაზე დაფუძნებული კერძო
სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
მუხლი 3
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის
საერთაშორისო მოძრაობის განუყოფელი ნაწილია და მისი საქმიანობა ემყარება ამ მოძრაობის
შემდეგ ფუძემდებლურ პრინციპებს:
ა) ჰუმანურობა;
ბ) მიუკერძოებლობა;
გ) ნეიტრალურობა;
დ) დამოუკიდებლობა;
ე) ნებაყოფლობითობა;
ვ) ერთიანობა;
ზ) უნივერსალურობა.
მუხლი 4
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს
კონსტიტუციის, ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების და მათი დამატებითი ოქმების, ამ
კანონის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.
მუხლი 5
საქართველოში შეიძლება არსებობდეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის
საერთაშორისო მოძრაობის მხოლოდ ერთი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია არის „საქართველოს
წითელი ჯვრის საზოგადოება“, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე.
მუხლი 6
იმისათვის, რომ წარმოჩენილ იქნეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ
განხორციელებული საქმიანობები, ყოველწლიურად აღინიშნება წითელი ჯვრის კვირეული - 1
მაისიდან 8 მაისამდე და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კვირეული 20
სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე.
მუხლი 7
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება:
ა) მოწოდებულია იმისათვის, რომ თავიდან ააცილოს და შეუმსუბუქოს შეიარაღებული
კონფლიქტის შედეგად გამოწვეული გასაჭირი ადამიანებს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე;
ბ) საკუთარი პროგრამების საშუალებით ან როგორც ხელისუფლების დამხმარე როლის მქონე
ორგანიზაცია
უზრუნველყოფს
მომსახურებას
ისეთ
სფეროებში,
როგორიცაა
ჯანდაცვა,
კატასტროფების პრევენცია, სოციალური კეთილდღეობა და განათლება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სოციალური ხასიათის ღონისძიებებს
სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით;
დ) ეწევა სისხლის უსასყიდლო დონაციის პროპაგანდას და მონაწილეობს შესაბამისი
ღონისძიებების ორგანიზებაში;
ე) ხელს უწყობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებს, შეიარაღებული ძალების
სამედიცინო-სანიტარიულ
სამსახურებს
და
სხვა
შესაბამის
უწყებებს
შეიარაღებული
კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურებების დროს დაზარალებული სამხედრო და სამოქალაქო
პირებისათვის სამედიცინო და სხვა გადაუდებელი დახმარების გაწევაში;
ვ) ორგანიზებას უწევს მოსახლეობისათვის მასობრივად ზიანის მიყენების შემთხვევაში
დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის საერთაშორისო პროგრამების განხორციელებას და/ან
მონაწილეობს მათ განხორციელებაში;
ზ) ქმნის პროფესიულ ოპერატიულ-სამაშველო სამსახურებს სტიქიური უბედურებების,
კატასტროფების, ეპიდემიებისა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს დაზარალებულ პირთა
დასახმარებლად;
თ) მონაწილეობს საქმიანობებში, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის კატასტროფებისა
და
საომარი
მოქმედებებისათვის
მზადყოფნას
პირველადი
დახმარების
პროგრამების
განხორციელების საშუალებით;
ი) ამზადებს სატრანსპორტო საშუალებების პროფესიონალ და მოყვარულ მძღოლებს და სხვა
პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის
სასწავლო პროგრამით;
კ) მონაწილეობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ მოძიების
ოპერაციებში, რისთვისაც ქმნის შესაბამის სამსახურს;
ლ) ახორციელებს მომსახურებას, რომელიც ხელს უწყობს ოჯახური კავშირების აღდგენას, მათ
შორის ეხმარება ოჯახის წევრებს კონტაქტის აღდგენაში და აწვდის მათ ინფორმაციას ერთმანეთის
მდგომარეობის
შესახებ
შეიარაღებული
კონფლიქტების,
ბუნებრივი
კატასტროფების,
ან
ავადმყოფობის შემდგომ მათი განცალკევების შემთხვევაში;
მ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების პატივისცემას,
კერძოდ მათ შესახებ ცოდნის გავრცელებისა და ეროვნულ დონეზე ამ ნორმების დაცვის
ხელშეწყობით;
ნ) თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, რათა უზრუნველყოს
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვა და წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის
და წითელი კრისტალის ემბლემების დაცვა;
ო) ასრულებს 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციებიდან, მათი დამატებითი ოქმებიდან,
საქართველოს კანონმდებლობიდან და თავისი წესდებიდან გამომდინარე სხვა ფუნქციებს.
მუხლი 8
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრობა, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე,
ღიაა ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის.
მუხლი 9
საქართველოს
წითელი
ჯვრის
საზოგადოება
თავისი
ფუნქციებისა
და
ამოცანების
განხორციელებისას, მათ შორის, იყენებს მოხალისეობის პრინციპს.
მუხლი 10
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეობა არის საზოგადოებრივად
სასარგებლო
საქმიანობა,
რომელიც,
როგორც
წესი,
არის
საქართველოს
წითელი
ჯვრის
საზოგადოების დავალებით შესრულებული უსასყიდლო, ჰუმანიტარული და ნებაყოფლობითი
საქმიანობა ამ ორგანიზაციასთან ოფიციალური შრომითი ურთიერთობის დამყარების გარეშე.
მუხლი 11
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისე შეიძლება იყოს 16 წლის ასაკს
მიღწეული ფიზიკური პირი, ასევე 16 წლამდე არასრულწლოვანი, რომელიც მოხალისეობით
ურთიერთობას
ახორციელებს
ორგანოს/მეურვეობის
ორგანოს
თავისი
კანონიერი
თანხმობით,
თუ
წარმომადგენლის
ან
მზრუნველობის
მოხალისეობითი
ურთიერთობა
არ
ეწინააღმდეგება ამ არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და
გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი განათლებისა და საბაზო
განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.
თავი II
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სახელმწიფოსთან
ქონებრივი და ფინანსური ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლები
მუხლი 12
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თავისი მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების
ფლობს, სარგებლობს და განკარგავს ნებისმიერ უძრავ-მოძრავ ქონებას
განსახორციელებლად
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 13
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოსავლის წყაროები შეიძლება იყოს:
ა) საწევრო გადასახადები;
ბ) გრანტები, შემოწირულობანი და შენატანები;
გ) საწესდებო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად განხორციელებული დამხმარე
ხასიათის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
დ) საზოგადოების მიზნებიდან გამომდინარე სხვა ღონისძიებების განხორციელებისათვის
შესაბამის
პირებთან
(მათ
შორის
საბიუჯეტო
ორგანიზაციებთან)
გაფორმებული
ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული ანაზღაურება;
ე) ნებისმიერი სხვა სახის შემოსავალი, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შემოსავალი არ უნდა უკავშირდებოდეს ისეთი სახის
საქმიანობას,
რაც
შეუსაბამობაში
იქნება
წითელი
ჯვრისა
და
წითელი
ნახევარმთვარის
საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლურ პრინციპებთან ან მიზნებთან და საფრთხეს შეუქმნის
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაში მის წევრობას.
მუხლი 14
ჰუმანიტარული
მიზნების
მისაღწევად
საქართველოს
წითელი
ჯვრის
საზოგადოება
უფლებამოსილია განახორციელოს არასამეწარმეო და დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა.
მსგავსი საქმიანობა მუდმივად შესაბამისობაში უნდა იყოს წითელი ჯვრისა და წითელი
ნახევარმთვარის
საერთაშორისო
მოძრაობის
ფუძემდებლურ
პრინციპებთან
და
არ
უნდა
სცილდებოდეს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის შიგნით
მიღებული რეზოლუციებით და პოლიტიკით, საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს
წითელი ჯვრის საზოგადოების წესდებით დადგენილ ჩარჩოებს.
მუხლი 15
1.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს წითელი
ჯვრის ემბლემა თეთრ ფონზე და სახელწოდება „წითელი ჯვარი“ 1949 წლის ჟენევის კონვენციების
და მათი დამატებითი ოქმების, „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი
კრისტალის ემბლემისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის, ამ კანონის,
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მე-20
კონფერენციის მიერ მიღებული რეგულაციის და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება განსაზღვრავს წესებსა და პირობებს,
რომელთა შესაბამისადაც მის მიერ მოხდება ემბლემის გამოყენება როგორც დამცავი, ისე
განმასხვავებელი ფუნქციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქმნის ლოგოსა და ბეჭედს განმასხვავებელი
მიზნებისათვის. ლოგო და ბეჭედი შედგება თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ჰერალდიკული ნიშნისა
და წარწერისგან „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“.
4. საქართველოს წითელი ჯვრის ემბლემისა და სახელწოდების კანონის მოთხოვნათა
დარღვევით გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
თავი III
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 16
1.
ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
2.
ამ
კანონის
ამოქმედებისთანავე
ძალადაკარგულად
ჩაითვალოს
1997
წლის
16
ოქტომბრის N 942-Iს საქართველოს კანონი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“
(საქართველოს პარლამენტის უწყებანი 1997 წელი – N 44).
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება არის ჰუმანიტარული, არასამთავრობო,
დამოუკიდებელი
საზოგადოებრივი
გაერთიანება.
იგი
არის
ჰუმანიტარულ
სფეროში
ხელისუფლების დამხმარე ნებაყოფლობით საზოგადოება, რომელიც აღიარებულია ჟენევის 1949
წლის 12 აგვისტოს კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების საფუძველზე და ახორციელებს
კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
არის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრი.
იმისათვის, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შეძლოს თავისი ფუნქციების
შესრულება, საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობის არსებობა. „საქართველოს წითელი ჯვრის
საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებული იქნა 1997 წლის 16 ოქტომბერს.
მას
შემდეგ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მიერ არაერთი
რეზოლუცია შემუშავდა ეროვნული საზოგადოებების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე
და შეიცვალა მათი საქმიანობის მასშტაბიც. შესაბამისად, საჭიროა კანონის მოდერნიზება, მისი
შესაბამისობაში მოყვანა თანამედროვე სტანდარტებთან.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა წითელი
ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მიერ მიღებულ სტანდარტებთან.
ახალი კანონი ხელს შეუწყობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობადობის
ამაღლებას, უზრუნველყოფს მის განვითარებასა და მდგრადობას, რათა ორგანიზაციამ სათანადოდ
შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება დღეს მოქმედი 1997 წლის 16 ოქტომბრის
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონი .ახალი კანონი
ასახავს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მიერ ეროვნული
საზოგადოებებისათვის შემუშავებულ სტანდარტებს.
კანონპროექტში განსაზღვრულია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სტატუსი,
უფლებამოსილებები და მისი ფინანსური ურთიერთობა სახელმწიფოსთან.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელიც არის
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის წევრი, გვევლინება
ხელისუფლების დამხმარე კერძო სამართლის იურიდიულ პირად. თავისი ფუნქციების მიხედვით,
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, წარმოადგენს ჰუმანიტარულ, არასამთავრობო,
დამოუკიდებელ საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომელიც მოხალისეობის პრინციპს ეფუძნება.
კანონპროექტის მე-6 მუხლში მოცემულია საქართველოს წითელი ჯვრის საზოაგდოების
საქმიანობის სფეროების დაზუსტებული ჩამონათვალი, რომელიც არ არის ამომწურავი და
ითვალისწინებს ჰუმანიტარულ ღონისძიებებს, როგორც შეიარაღებული კონფლიქტის, ისე
მშვიდობიანი პერიოდებისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წევრობა, ყოველგვარი
დისკრიმინაციის გარეშე ღიაა ყველასთვის. კანონპროექტში განმარტებულია ასევე მოხალისეობის
ცნება, რომელიც არის საზოგადოებრივად სასარგებლო, ჰუმანიტარული საქმიანობა, რომელიც,
როგორც წესი, ხორციელდება უსასყიდლოდ და ნებაყოფლობით, საქართველოს წითელი ჯვრის
საზოგადოებასთან
ოფიციალური
შრომითი
ურთიერთობის
დამყარების
გარეშე.
ამასთან,
დაკონკრეტებულია მოხალისეთა ასაკი, რომლებიც შეიძლება იყვნენ 16 წელს მიღწეული
ფიზიკური პირები. ასევე აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვნების ინტერესების დაცვის მიზნით,
მათი მოხალისედ ყოფნისთვის აუცილებელია მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან
თანხმობის მიღება.
კანონპროექტი აწესრიგებს ქონებრივი ურთიერთობების იმ ფორმებს, რაც სახელმწიფოსა და
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის შეიძლება დამყარდეს. კერძოდ, საქართველოს
წითელი ჯვრის საზოგადოებამ შეიძლება მიიღოს სახსრები სახელმწიფო, ადგილობრივი თუ
ავტონომიური
რესპუბლიკის
ბიუჯეტიდან
პროგრამების
განხორციელების
მიზნით.
სოციალური
ამასთან
დაკვეთებისა
და
სპეციალური
დაკონკრეტებულია,
რომ
საბიუჯეტო
ორგანიზაციები ფარავენ მხოლოდ იმ საქმიანობას თუ მომსახურების ღირებულებას, რომელიც
გამომდინარეობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და შესაბამის ორგანოს შორის
გაფორმებული ხელშეკრულებით.
კანონპროექტი ყურადღებას ამახვილებს დაცული ემბლემებისა და სახელწოდებების
საკითხებზეც და მიუთითებს „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის
ემბლემებისა და სახელწოდებების
დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონზე. დამატებით,
კანონპროექტი ადგენს, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, განმასხვავებელი
ნიშნით, ქმნის საკუთარ ლოგოსა და ბეჭედს, რომლებიც შედგება თეთრ ფონზე წითელი ჯვრის
ჰერალდიკური ნიშნისა და წარწერისაგან - „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროქტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროქტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი
კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო,
შემდეგი სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით: საქართველოს
თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს მთავარი
პროკურატურა;
ტერიტორიებიდან
საქართველოს
იძულებით
ფინანსთა
სამინისტრო;
გადაადგილებულ
პირთა,
საქართველოს
განსახლებისა
და
ოკუპირებული
ლტოლვილთა
სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს
მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტის
წარმომადგენელი;
საქართველოს
წითელი
ჯვრის
საზოგადოება;
საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.