„წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“
- „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა (1)
I მოსმენა (2)
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-20
ბიუროს ნომერი 418
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის
ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1.
წინამდებარე კანონი, ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების (შემდგომში - ჟენევის
კონვენციები) და მათი დამატებითი ოქმების შესაბამისად იცავს:
ა) თეთრ ფონზე წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებს
(შემდგომში „ემბლემა“), რომლებიც მოცემულია ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის
პირველ დანართსა და ჟენევის კონვენციების მესამე დამატებით ოქმში;
ბ) სახელწოდებებს „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ და „წითელი კრისტალი“;
გ)
სამედიცინო
დაწესებულებების,
სამედიცინო
სატრანსპორტო
საშუალებებისა
პერსონალის იდენტიფიცირებისთვის განმასხვავებელ ნიშნებს, რომლებიც მოცემულია
და
ჟენევის
კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის პირველ დანართსა და ჟენევის კონვენციების მესამე
დამატებით ოქმში.
მუხლი 2
1. ემბლემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ კანონით, ჟენევის კონვენციებითა და მათი
დამატებითი ოქმებით გათვალისწინებულ ყველა შემთხვევაში:
ა) დამცავი ფუნქციით;
ბ) განმასხვავებელი ფუნქციით.
2. შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ემბლემა გამოიყენება დამცავი ფუნქციით, იგი
განკუთვნილია შეიარაღებული ძალების სამედიცინო პერსონალის, სამედიცინო დაწესებულებებისა
და სატრანსპორტო საშუალებების აღსანიშნად ჟენევის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების
შესაბამისად. დამცავი ფუნქციით გამოყენებული ემბლემის ზომები უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი,
რათა შესაძლებელი იყოს მისი შორი მანძილიდან ამოცნობა.
3. ემბლემა ასევე გამოიყენება განმასხვავებელი ფუნქციით, რათა ხაზი გაუსვას პიროვნების ან
ობიექტის კავშირს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობასთან. ასეთ
შემთხვევაში ემბლემა უნდა იყოს დამცავი ფუნქციით გამოყენებულ ემბლემასთან შედარებით მცირე
ზომის.
მუხლი 3
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია, გამოიყენოს ემბლემა - წითელი
ჯვარი თეთრ ფონზე ყველა იმ გარემოების არსებობისას, რომელიც გათვალისწინებულია ჟენევის
კონვენციებითა და მათი დამატებითი ოქმებით, საქართველოს კანონით „საქართველოს წითელი
ჯვრის საზოგადოების შესახებ“, წინამდებარე კანონითა და საქართველოს სხვა შესაბამისი
კანონმდებლობით.
თავი II. ემბლების დამცავი ფუნქციით გამოყენება
მუხლი 4
1. საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ემბლემის დამცავი
ფუნქციით გამოყენების უფლება აქვთ:
ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურებს მათი სამედიცინო
პერსონალის, სამედიცინო ქვედანაყოფებისა და სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო
საშუალებების აღნიშვნის მიზნით. საქართველოს შეიარაღებული ძალების თანმხლები სასულიერო
პირები სარგებლობენ ისეთივე დაცვით, რითაც შეიარაღებული ძალების სამედიცინო პერსონალი და
აქვთ უფლება იდენტიფიცირებულნი იყვნენ ემბლემით;
ბ) სამედიცინო სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სუბიექტს, მათ შორის საავადმყოფოებსა და
სხვა სამედიცინო დაწესებულებებს, სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს ან პერსონალს,
რომელთაც დავალებული აქვთ დაჭრილების, ავადმყოფების ან საზღვაო კატასტროფის შედეგად
დაზარალებულების ტრანსპორტირება ან მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა შეიარაღებული
კონფლიქტის, ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს;
გ) საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პერსონალს, სამედიცინო დაწესებულებებსა
და
სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც იმყოფებიან შეიარაღებული ძალების სამედიცინო
სამსახურის განკარგულებაშიდა უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ ემბლემა, როგორც დამცავი
აღნიშვნა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად.
2. საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ემბლემის დამცავი
ფუნქციით გამოყენების უფლება შეიძლება მიეცეთ სხვა ორგანიზაციების მოხალისე სამედიცინო
პერსონალს, დაწესებულებებსა და სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც მოწვეულნი არიან
შეიარაღებული
კონფლიქტის
სამსახურებისათვის
დახმარების
მხარეების
გაწევის
მიერ
მიზნით
შეიარაღებული
და
იმყოფებიან
ძალების
სამედიცინო
შეიარაღებული
ძალების
3. ინფორმაცია ამ მუხლში აღნიშნული პირებისა და დაწესებულებების შესახებ
ეცნობება
დაქვემდებარებაში.
შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს.
მუხლი 5
ამ კანონის მე-4 და მე-8 მუხლებში აღნიშნული პირებისა და დაწესებულებების თითოეულ
კატეგორიაზე, მათ შორის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანმშრომლებზე, ემბლემის
დაცვითი ფუნქციით გამოყენების საერთო ნებართვას გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მუხლი 6
1. ამ კანონის მე-4 და მე-15 მუხლებში ჩამოთვლილმა პირებმა და ორგანიზაციების
წარმომადგენლებმა, რომლებსაც აქვთ შეიარაღებული კონფლიქტების დროს ემბლემის დამცავი
ფუნქციით გამოყენების უფლება, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,
რომელიც ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ჟენევის კონვენციებითა და მათი პირველი დამატებითი
ოქმის პირველი დანართით დადგენილ სტანდარტებს. მათ შორის, მოწმობაზე უნდა იყოს
ფოტოსურათი და ემბლემის გამოსახულებიანი ბეჭედი. აღნიშნული პირები უფლებამოსილნი არიან,
ატარონ ემბლემის გამოსახულებიანი სამკლაური.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ მოწმობებსა და სამკლაურებს აღრიცხავს და გასცემს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მუხლი 7
შუქფარი, რადიო და ელექტრო სიგნალები გამოიყენება ჟენევის კონვენციების პირველი
დამატებითი ოქმის შესაბამისად.
მუხლი 8
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო-სანიტარიულ სამსახურებს თავიანთი
პერსონალისა და სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების გასარჩევად
ემბლემის დამცავი ფუნქციით გამოყენების უფლება აქვთ ნებისმიერ დროს, როგორც შეიარაღებული
კონფლიქტისას, ასევე მშვიდობიან პერიოდში.
თავი III. ემბლემის განმასხვავებელი ფუნქციით გამოყენება
მუხლი 9
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია, გამოიყენოს ლოგო, რომელიც
შედგება წითელი ჯვრის ემბლემისა და წარწერისაგან- „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“,
ნებისმიერი თავისი საქმიანობისას, ჟენევის კონვენციების, მათი დამატებითი ოქმებისა და ამ კანონის
შესაბამისად.
მუხლი 10
მშვიდობიან პერიოდში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანხმობით, ემბლემა
განმასხვავებელი ფუნქციებით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგი დაწესებულებების მიერ:
სასწრაფო სამედიცინო დახმარება, პირველადი დახმარების სატრანსპორტო საშუალებები და
სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ავადმყოფებსა და დაშავებულ პირებს უწევენ სამედიცინო
დახმარებას.
მუხლი 11
1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია, გამოიყენოს წითელი ჯვრის
ემბლემა სახელწოდებასთან და ინიციალებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტების და ბუნებრივი
კატასტროფების ზონებში, რათა მოახდინოს თავისი პერსონალის, დანაყოფებისა და სატრანსპორტო
საშუალებების აღნიშვნა ჟენევის კონვენციების, მათი დამატებითი ოქმებისა და რეგულაციის
შესაბამისად. ამ შემთხვევაში ემბლემის გამოსახულება უნდა იყოს პატარა ზომის.
2. სხვა სახელმწიფოების წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის
ეროვნული საზოგადოებები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შუამდგომლობითა და
თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ ემბლემა განმასხვავებელი
ფუნქციით ან საკუთარი ლოგო საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონით განსაზღვრული პირობების
დაცვით.
მუხლი 12
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს თავისი ლოგო
ბეჭდვით პროდუქციაზე, სხვადასხვა სარეკლამო მასალებსა და გასაყიდ საგნებზე წითელი ჯვრისა და
წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების, რეგულაციის და
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მიერ მიღებული სხვა
შესაბამისი რეზოლუციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში
საქართველოს წითელი ჯვრის ლოგო უნდა იყოს გამოსახული იმგვარად, რომ შეინარჩუნოს თავისი
ფუნქცია.
მუხლი 13
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია, გამოიყენოს ლოგო თავისი
საქმიანობების ხელშესაწყობად/წასახალისებლად და სახსრების მოსაზიდად წითელი ჯვრისა და
წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების, რეგულაციის და
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მიერ მიღებული სხვა
შესაბამისი რეზოლუციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი IV. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, სხვა სახელმწიფოს წითელი ჯვრის, წითელი
ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის საზოგადოების, წითელი ჯვრის საერთაშორისო
კომიტეტისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებების
საერთაშორისო ფედერაციის მიერ ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენება
მუხლი 14
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის
ეროვნულ საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია და მათი პერსონალი უფლებამოსილნი არიან
გამოიყენონ ემბლემები ნებისმიერ დროს და თავიანთ ნებისმიერ საქმიანობისას საქართველოს მთელს
ტერიტორიაზე.
მუხლი 15
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედ
ნებისმიერ ორგანიზაციას, გარდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, სხვა სახელმწიფოს
წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი კრისტალის საზოგადოების, წითელი ჯვრის
საერთაშორისო კომიტეტისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული
საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციისა, აკრძალული აქვს გამოიყენოს სახელწოდებები
„წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“, „წითელი კრისტალი“ ან მათთან მიმსგავსებული
სახელწოდებები, რომლებსაც გარემოებათა გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს ობიექტური
დამკვირვებელი.
თავი V. კონტროლი
მუხლი 16
წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის
და წითელი
კრისტალის ემბლემისა
და
სახელწოდებების ამ კანონის მოთხოვნების დარღვევით გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 17
დაუშვებელია სახელწოდების რეგისტრაცია, სავაჭრო, კომერციული და სხვა ნიშნების გაცემა,
დომენის სახელის რეგისტრაცია, კომერციული ნიშნებისა და ინდუსტრიული მოდელების დიზაინის
შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს ემბლემის გამოყენებას ან სახელწოდებას: „წითელი ჯვარი“,
„წითელი ნახევარმთვარე“, „წითელი კრისტალი“ ან მათთან მიმსგავსებულ სახელწოდებებს,
რომლებსაც გარემოებათა გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს ობიექტური დამკვირვებელი.
თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 18
იმ პირებს, რომლებიც ჟენევის კონვენციების მესამე დამატებითი ოქმის საქართველოს მიერ
სავალდებულოდ აღიარებამდე იყენებდნენ წითელი კრისტალის ემბლემას ან სახელწოდებას, ან
ნებისმიერ ნიშანს, რომელიც წარმოადგენს მის იმიტაციას, უფლება ექნებათ კვლავ გამოიყენონ
აღნიშნული სიმბოლოები იმ პირობით, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს არ მოხდება მათი
იმგვარად გამოყენება, თითქოს ამ პირებს მინიჭებული აქვთ ჟენევის კონვენციებითა და მათი
დამატებითი ოქმებით გათვალისწინებული დაცვა და ასევე იმ პირობით, რომ ამ სიმბოლოების
გამოყენების უფლება მათ მინიჭებული ჰქონდათ წინამდებარე კანონის მიღებამდე.
მუხლი 19
1. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1997 წლის 2 ოქტომბრის N902
საქართველოს კანონი „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემებისა და
სახელწოდებების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებანი 1997 წელი – N 43).
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და
სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემებისა და სახელწოდებების შესახებ“
საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 1997 წლის 2 ოქტომბერს. ამის შემდეგ, 2005 წლის 8 დეკემბერს,
მიღებულ იქნა 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების დამატებითი ოქმი „დამატებითი
განმასხვავებელი ემბლემის - წითელი კრისტალის მიღებას თაობაზე“, რომლის რატიფიკაციაც
საქართველოს პარლამენტმა 2006 წლის 7 დეკემბერს მოახდინა.1 ამასთან, 2006 წლის 20-21 ივნისს
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 29-ე საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული
პირველი რეზოლუციით ცვლილება შევიდა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის
საერთაშორისო მოძრაობის წესდებაში დაცული ემბლემების რეგულირების ნაწილში.2 აღნიშნული
ცვლილებების გათვალისწინებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა შეიმუშავა მოდელური
კანონი,3 როგორც წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების
გამოყენებისა და დაცვის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებისთვის სახელმძღვანელო
დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისი
საერთაშორისო სტანდარტები.
აღნიშნული ცვლილებები ამ დრომდე არ ასახულა საქართველოს კანონმდებლობაში, რაც
განაპირობებს წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების საჭიროებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემებისა და
სახელწოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ წითელი ჯვრის, წითელი
ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების გამოყენებისა და დაცვის შესახებ შემუშავებულ
სტანდარტებთან და მოდელურ კანონთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ.) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება დღეს მოქმედი „წითელი ჯვრისა და წითელი
ნახევარმთვარის ემბლემებისა და სახელწოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი. ახალი კანონი
ასახავს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემების გამოყენებისა
1 https://matsne.gov.ge/ka/document/view/44182
2 https://www.icrc.org/eng/resources/documents/misc/international-conference-resolution-220606.htm
3 https://www.icrc.org/en/document/national-legislation-use-and-protection-emblem-model-law#.VBvSRVOa4wo
და დაცვის შესახებ შემუშავებულ სტანდარტებს. კერძოდ, ახალი კანონი შესაბამისობაშია ჟენევის 1949
წლის 12 აგვისტოს კონვენციების და მათი დამატებითი ოქმების, „ეროვნული საზოგადოებების მიერ
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემების გამოყენების შესახებ“ წითელი ჯვრისა და
წითელი ნახევარმთვარის მე-20 საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებული რეგულაციებისა და
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 29-ე საერთაშორისო კონფერენციის პირველი
რეზოლუციის მოთხოვნებთან.
წინამდებარე კანონპროექტი იცავს როგორც წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და
წითელი კრისტალის ემბლემებს, ასევე მათ სახელწოდებებსაც.
ამასთან, დაზუსტებულია ემბლემისა და სახელწოდებების განმარტება. კერძოდ, სიტყვები:
„რომლებიც მოცემულია ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის პირველ დანართსა და
ჟენევის კონვენციების მესამე დამატებით ოქმში“, აკონკრეტებს ემბლემების ზუსტ დეფინიციას,
რადგან დასახელებულ საერთაშორისო ინსტრუმენტებში მოცემულია ემბლემების გრაფიკული
გამოსახულება. შესაბამისად, კანონის დაცვა გავრცელდება მხოლოდ ამ ემბლემებზე, ანუ თეთრ ფონზე
გამოსახულ წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებზე. რაც
შეეხება დაცულ სახელწოდებებს, ესენია: „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“, „წითელი
კრისტალი“. კანონპროექტი იცავს ასევე სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო სატრანსპორტო
საშუალებებისა და პერსონალის იდენტიფიცირებისთვის არსებულ იმ განმასხვავებელ ნიშნებს,
რომლებიც მოცემულია ჟენევის კონვენციების პირველი დამატებითი ოქმის პირველ დანართსა და
ჟენევის კონვენციების მესამე დამატებით ოქმში.
დაცული ემბლემები შეიძლება გამოიყენებოდეს დამცავი ან განმასხვავებელი ფუნქციებით.
განმასხვავებელი ფუნქციით ემბლემის ტარება უფლებამოსილ პირებს შეუძლიათ როგორც
მშვიდობიან პერიოდში, ისე შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ხოლო განმასხვავებელი ფუნქციით
ემბლემის გამოყენების მიზანია ხაზი გაესვას პიროვნების ან ობიექტის კავშირს წითელი ჯვრისა და
წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობასთან. კანონპროექტი პირდაპირ მიუთითებს, რომ
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დაცული
ემბლემა განმასხვავებელი ნიშნით.
დამცავი ფუნქციით ემბლემის გამოყენება აქტუალური ხდება შეიარაღებული კონფლიქტის
დროს. დამცავი ფუნქციით ემბლემის ტარების ნებართვას გასცემს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო.
დამცავი ფუნქციით გამოსაყენებელი ემბლემა ზომით გაცილებით დიდი უნდა იყოს, რათა
შესაძლებელი გახდეს მისი შორი მანძილიდან ამოცნობა.
შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ემბლემის დამცავი ფუნქციით გამოყენების უფლება,
საქართველოს, წითელი ჯვრის საზოგადოების გარდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
მხრიდან სათანადო ავტორიზაციის გზით, შეიძლება მიეცეთ ასევე კანონპროექტის მე-4 მუხლის 1-ელ
პუნქტში ჩამოთვლილ პირებსაც, რომლის შესახებაც ეცნობება შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე
ყველა მხარეს.
განმასხვავებელი
ფუნქციით
ემბლემის
გამოყენების
უფლება
ექსკლუზიურად ენიჭება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას.
მშვიდობიან
დროს
კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს დაცული სახელწოდებების გამოყენების საკითხებსაც.
დაცული სახელწოდებებია: „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“, „წითელი კრისტალი“.
შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაა უფლებამოსილი, გამოიყენოს
ლოგო, რომელიც შედგება წითელი ჯვრის ემბლემისა და წარწერისაგან: „საქართველოს წითელი ჯვრის
საზოგადოება“. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს
კანონმდებლობის თანახმად მოქმედ ნებისმიერ ორგანიზაციას აკრძალული აქვს მათ სახელწოდებაში
ფიგურირებდეს სიტყვები: „წითელი ჯვარი“, „წითელი ნახევარმთვარე“ ან „წითელი კრისტალი“ ან
მათთან მიმსგავსებული სიტყვები, რომლებსაც გარემოებათა გათვალისწინებით შეცდომაში შეჰყავს
ობიექტური დამკვირვებელი. შესაბამისად, კანონპროექტი კრძალავს ამგვარი სახელწოდებების
რეგისტრაციას, სავაჭრო, კომერციული და სხვა ნიშნების გაცემას, დომენის სახელის რეგისტრაციას,
კომერციული ნიშნებისა თუ ინდუსტრიული მოდელების დიზაინის შემუშავებას, რომლებიც
ითვალისწინებენ დაცული ემბლემის ან სახელწოდების გამოყენებას. ამ მხრივ, გამონაკლისად
ჩაითვლება მხოლოდ წითელი კრისტალის ემბლემის ან სახელწოდების გამოყენება მხოლოდ და
მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც ჟენევის კონვენციების მესამე დამატებითი ოქმის საქართველოს
მიერ სავალდებულოდ აღიარებამდე იყენებდნენ ამგვარ ემბლემას ან სახელწოდებას.
დაცული ემბლემებისა და სახელწოდებების კანონის დარღვევით გამოყენება იწვევს
პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროქტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროქტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტი შემუშავდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი
კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო,
შემდეგი სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით: საქართველოს
თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს მთავარი
პროკურატურა;
ტერიტორიებიდან
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო;
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა,
საქართველოს
განსახლებისა
და
ოკუპირებული
ლტოლვილთა
სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს
მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება; საქართველოში
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.