„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.06.2016
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/501/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა (1)
I მოსმენა (2)
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-20
ბიუროს ნომერი 418

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 411-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დროებით ცეცხლის შეწყვეტის აღმნიშვნელი ალმის, სახელმწიფო დროშის, მოწინააღმდეგე მხარის, აგრეთვე გაეროს, წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ანდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აღიარებული სხვა დაცვითი ნიშნის, ფორმის ან სიგნალის არასათანადოდ გამოყენება, რამაც გამოიწვია ადამიანთა სიკვდილი ან მათი მძიმე ფიზიკური დაზიანება;“. მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მომზადება განაპირობა „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის შემუშავებამ, რომლის მიხედვითაც, წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის და წითელი კრისტალის ემბლემების ამავე კანონის მოთხოვნების დარღვევით გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქციის 411-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აღიარებული დაცვითი ნიშნის, არასათანადოდ გამოყენებისთვის, რამაც გამოიწვია ადამიანთა სიკვდილი ან მათი მძიმე ფიზიკური დაზიანება. თუმცა, მსგავსი პასუხისმგებლობა არ არის განსაზღვრული წითელი კრისტალის არასათანადოდ გამოყენებისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია სისლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრა, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის გარდა, წითელი კრისტალის, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აღიარებული დაცვითი ნიშნის, არასათანადოდ გამოყენებისთვის. ა.გ.) კანონპროექტის ძირითადი არსი სისხლის სამართლის კოდექსის 411-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით პასუხისმგებლობა დგინდება როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის, ასევე წითელი კრისტალის, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აღიარებული დაცვითი ნიშნის, არასათანადოდ გამოყენებისთვის, რამაც ადამიანთა სიკვდილი ან მათი მძიმე ფიზიკური დაზიანება გამოიწვია. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: ფინანსურ შედეგებს არ იწვევს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროქტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროქტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ ეწინააღმდეგება საქართველოს დ) კანონპროქტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის სამინისტრო, შემდეგი სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს მთავარი პროკურატურა; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა მდივნის კომიტეტის წარმომადგენელი; საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება; საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 411. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა შეიარაღებული კონფლიქტის დროს 1. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა სახელმწიფოთაშორისი ან შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, კერძოდ: ა) სამოქალაქო მოსახლეობაზე ან სამოქალაქო პირებზე თავდასხმა; ბ) სამოქალაქო მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველი თავდასხმა, როცა ცნობილია, რომ ეს გამოიწვევს მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში ან დააზიანებს სამოქალაქო ობიექტებს; გ) მომეტებული საშიშროების შემცველ ნაგებობაზე ან დანადგარზე თავდასხმა, როცა ცნობილია, რომ ეს გამოიწვევს მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში ან დააზიანებს სამოქალაქო ობიექტებს; დ) დაუცველ ადგილზე ან დემილიტარიზებულ ზონაზე თავდასხმა; ე) პირზე თავდასხმა, როცა ცნობილია, რომ მან შეწყვიტა საომარ მოქმედებაში მონაწილეობა; ვ) დროებით ცეცხლის შეწყვეტის აღმნიშვნელი ალმის, სახელმწიფო დროშის, მოწინააღმდეგე მხარის, აგრეთვე გაეროს, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ანდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აღიარებული სხვა დაცვითი ნიშნის, ფორმის ან სიგნალის არასათანადოდ გამოყენება, რამაც გამოიწვია ადამიანთა სიკვდილი ან მათი მძიმე ფიზიკური დაზიანება; ზ) ოკუპანტი ქვეყნის მიერ თავისი სამოქალაქო მოსახლეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა ანდა ოკუპირებული ქვეყნის სამოქალაქო მოსახლეობის ან სამოქალაქო პირების დეპორტაცია ან სხვაგვარი არამართლზომიერი გასახლება ამ ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ; თ) სამხედრო ტყვეების ან სამოქალაქო პირების რეპატრიაციის უსაფუძვლოდ შეფერხება; ი) აპარტეიდი ან რასობრივ დისკრიმინაციაზე დაფუძნებული სხვა არაჰუმანური მოქმედება, რომელიც ამცირებს ადამიანის ღირსებას; კ) მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაზე, მათ შორის, ისტორიულ ძეგლზე, ხელოვნების ნიმუშზე ან საკულტო ადგილზე, როგორც ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ნაწილზე თავდასხმა, რამაც გამოიწვია მისი განადგურება ან ხელში ჩაგდება და რაც სამხედრო აუცილებლობით არ იყო განპირობებული,– ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. 2. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევა საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მიმართული იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ან არა აქვთ თავდაცვის საშუალებები, აგრეთვე დაჭრილთა, ავადმყოფთა, სამედიცინო და სასულიერო პერსონალის, სანიტარიული ნაწილების, სანიტარიული სატრანსპორტო საშუალებების, სამხედრო ტყვეების, სამოქალაქო პირების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან საომარი მოქმედებების ზონაში მყოფი სამოქალაქო მოსახლეობის, დევნილების, აპატრიდების, საომარი მოქმედებების დროს დაცვით მოსარგებლე სხვა პირების წინააღმდეგ, კერძოდ: ა) განზრახ მკვლელობა; ბ) წამება ან სხვა არაჰუმანური მოპყრობა, სამედიცინო ექსპერიმენტის ჩათვლით; გ) განზრახ მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ტრამვის მიყენება, რაც საფრთხეს უქმნის პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას; დ) მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქის, სამხედრო ტყვის ან დაცვით მოსარგებლე სხვა პირის იძულება იმსახუროს მოწინააღმდეგის შეიარაღებულ ძალებში ან/და მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი ომის დაწყებამდე მეომარი მხარის სამსახურში; ე) სასამართლოს მიერ საქმის მიუკერძოებლად წარმოების უფლების ჩამორთმევა სამხედრო ტყვისათვის, მო წ ინაა ღმდეგე მხარის მოქალაქისათვის ან დაცვით მოსარგებლე სხვა პირისათვის; ვ) დაცვით მოსარგებლე პირის დეპორტაცია ან სხვაგვარი არამართლზომიერი გასახლება ანდა დაპატიმრება; ზ) მძევლად აყვანა; თ) თვითნებური და ფართომასშტაბიანი ნგრევა ან ქონების მითვისება, რაც არ იყო გამოწვეული საომარი აუცილებლობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.