„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
- „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2017 -2020 წლებისათვის“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2017 -2020 წლებისათვის“ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტები და თანდართულ მასალები საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 102 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 93 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-05
ბიუროს ნომერი 8
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.12.2009წ., სარეგისტრაციო კოდი 190.020.010.05.001.003.829) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 73-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის“ 164-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, ახალგორის, ერედვის, ქურთის,
თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებისათვის, ამ მუხლით გათვალისწინებული
გათანაბრებითი ტრანსფერი შესაძლებელია განისაზღვროს განსხვავებული წესით,
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური ბიუჯეტის კანონით.“.
2. 77-ე მუხლს დაემატოს მე-61 და მე-62 ნაწილები შემდეგი რედაქციით:
„61. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის მიერ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების
დაგეგმვა, ამ მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მიწოდებული საპროგნოზო მაჩვენებლებზე
მეტი ოდენობით.
62. ამ მუხლის მე-61 ნაწილის საფუძველზე დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლების
გეგმის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან
შეთანხმებით.“.
3. 891-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი თანდართული რედაქციით:
„ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდი.“.
4. დაემატოს 911-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:
ავტონომიური
რესპუბლიკის
ტერიტორიაზე
„მუხლი
911.
მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი
არსებულ
1. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შეიძლება შეიქმნას
ავტონომიური
რესპუბლიკის
ტერიტორიაზე
არსებულ
მუნიციპალიტეტებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდი, რომლის განკარგვა ხორციელდება ავტონომიური
რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხებს მიღებული გადაწყვეტილების
საფუძველზე გამოყოფს საფინანსო ორგანო.
1
3. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.
4. თუ ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში
განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოსაყოფი თანხა არ აღემატება 100 000 ლარს,
საფინანსო ორგანოს წარდგინებით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის თაობაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს კანონში „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს
მთავრობის
მიერ
შემუშავებული
სამთავრობო
პროგრამით
„თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“ და რეფორმების 4 პუნქტიანი
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და დასახული შედეგების
მიღწევის მიზნით მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად
ეფექტიანი გამოყენება. აღნიშნული გულისხმობს, ერთის მხრივ სახელმწიფოს მიერ
ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით აქტიური პოლიტიკის გატარებას,
ამასთან საბიუჯეტო დეფიციტის და ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების ისეთ
ნიშნულზე შენარჩუნებით, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად ფისკალურ პოლიტიკას.
დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების ინტენსიურად განხორციელების ფონზე საჯარო
ფინანსებში მიმდინარე ტიპის ხარჯების შეზღუდვა და ადმინისტრაციული აპარატის
ოპტიმიზავია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გამოთავისუფლებული რესურსების
კაპიტალური ტიპის ხარჯებზე მიმართვისათვის.
მდგრადი ფისკალური პოლიტიკისათვის აუცილებელი სტაბილური პარამეტრების
შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია საკნონმდებლო დონეზე დაიხვეწოს ბიუჯეტების
ხარჯვითი ნაწილის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის მუნიციპალიტეტების
ბიუჯეტების,
რადგან
ისინი
გავლენას
ახდენენ
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრულ მოცულობებზე.
წინამდებარე
პროექტი წარმოადგენს
„საქართველოს
2017
წლის
სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და მისი
შემუშავება
განპირობებულია
წლიური
ბიუჯეტის
კანონით
დასახული
მიზნების
მისაღწევად დამატებითი რეგულაციების საჭიროებით.
ასევე ზუსტდება ზოგიერთი დებულება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს იმ ინსტრუმენტების შემოღება,
რომლის
გამოყენებითაც
შესაძლებელი
იქნება
ნაერთი
ბიუჯეტის
პარამეტრებზე
მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების გავლენის სწორი დაგეგმვა.
3
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ზოგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაგეგმვისას მის დასაბალანსებლად გამოიყენება
საგადასახადო შემოსავლების ისეთი პარამეტრი, რომელიც აღემატება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
მუნიციპალიტეტისათვის მიწოდებულ საპროგნოზო მაჩვენებლს, საჭირო ხდება წლის
მანძილზე
სახელმწიფო
აუცილებლობა
წლის
ბიუჯეტიდან
განმავლობაში
დამატებითი
აღებული
სახსრების
გამოყოფის
ვალდებულებების
დასაფარად,
ვინაიდან გადაჭარბებით დაგეგმილი შემოსავლების მობილიზება ვერ ხორციელდება.
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად კანონის 77-ე მუხლს ემატება რეგულაციები,
რომლის თანახმადაც ნათლად განისაზღვრება, რომ მუნიციპალიტეტების მიერ
ბიუჯეტების დაგეგმვისას საგადასახადო შემოსავლების განსაზღვრა უნდა მოხდეს
მხოლოდ იმ პარამეტრების ფარგლებში, რომლის შესახებაც საქართველოს ფინანსთა
სამინისტრო
აცნობებს
მობილიზებას
და
შესაბამის
მუნიციპალიტეტს,
ადმინისტრირებას
ახორციელებს
ვინაიდან
გადასახადების
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტრო.
ამასთან, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის ერთჯერადი
ფაქტორების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ფაქტიური
შემოსავლები
აჭარბებს
თავდაპირველ
საპროგნოზო
მაჩვენებელს.
აღნიშნულ
შემთხვევებში, როგორც წესი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ დამტკიცებულ
ბიუჯეტში ცვლილებას და მიღებული დამატებითი რესურსის ფარგლებში იღებენ
ახალ
ვალდებულებებს
ვალდებულებების
ხარჯვით
წლიური
ნაწილში.
ეფექტი
აღემატება
ხშირ
შემთხვევაში
ერთჯერადად
ასეთი
დამატებით
მობილიზებულ საგადასახადო შემოსავლებს, რაც დამატებით წნეხს აჩენს ნაერთი
ბიუჯეტის პარამეტრებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით 77-ე მუხლს ემატება
რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს მიღებული დამატებითი საგადასახადო
შემოსავლების ბიუჯეტში ასახვის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს ფინანსთა
სამინისტროსთან შეთანხმებით.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 164-ე მუხლი ითვალისწინებს,
ზოგადი წესისგან განსხვავებულ მთელ რიგ დებულებებს ახალგორის, ერედვის,
ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში 2006 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი
ორგანოების
არჩევნების
შედეგად
შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, რაც გამოწვეულია
ამ მუნიცპალიტეტების სპეციფიკით. საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს
მუნიციპალიტეტებისათვის
რომლის
ფორმულაც
დემოგრაფიულ
გათანაბრებითი
ითვალისწინებს
მონაცემებს.
იმ
ფაქტის
ტრანსფერის
გაანგარიშების
მუნიციპალიტეტის
გათვალისწინებით,
გეოგრაფიულ
რომ
წესს,
და
აღნიშნული
მუნიციპალიტეტები განსაკუთრებულ რეჟიმში ფუნქციონირებენ, მიზანშეწონილად
4
ჩაითვალა ამ მუნიციპალიტეტებისათვის ტრანსფერის გაანგარიშების განსხვავებული
წესის
გამოყენების
შესაძლებლობა,
რაც
უზრუნველყოფს
ამ
ტიპის
მუნიციპალიტეტების მეტნაკლებად თანაბარ პირობებში ჩაყენებას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაყენებული იქნა საკითხი მისი ბიუჯეტის
ფარლებში
ფონდის
შექმნის
შესაძლებლობის
შესახებ,
რომლის
ფარგლებშიც
გათვალისწინებული სახსრებიდან ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი
ხელისუფლების
გადაწყვეტილებით
ტერიტორიაზე
არსებულ
შესაძლებელი
იქნება
მუნიციპალიტეტებში
რესპუბლიკის
განსახორციელებელი
პროექტებისათვის თანხების გამოყოფა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონს
ემატება
911-ე
მუხლი,
რომელიც
განსაზღვრავს
ავტონომიური
რესპუბლიკის
ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდის განკარგვის წესს.
ბ) კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს
ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს და ხელს შეუწყობს შესაბამის
ბიუჯეტებში მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციას
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების დაწესებას
ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღების შედეგად შეიზღუდება მუნიციპალიტეტების მიერ გაწეული
ადმინისტრაციული ხარჯები
ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის
5
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მათი განსაზღვრის
წესს.
გ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონის
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხივ
ხელშეკრულებებთან:
კანონის პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული
ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ:
წარმოდგენილი კანონპროექტი მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.
ე) კანონის პროექტის ავტორი:
კანონის პროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ვ) კანონის პროექტის ინიციატორი:
კანონის პროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
6
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც ხორციელდება ცვლილება
მუხლი 73. გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების წესი
1. გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშება
თვითმმართველი ერთეულის მიხედვით.
ხდება
ყველა
ადგილობრივი
2. გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობის გამოანგარიშების ფორმულის
მიზნებისათვის
პირველ
ეტაპზე
საქართველოს
ფინანსთა
მინისტრის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით განისაზღვრება
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და
არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა, რომელიც არ უნდა იყოს
დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო
მოცულობის 4%-ზე ნაკლები.
3. მეორე ეტაპზე გაიანგარიშება ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის
ჯამის მოცულობა თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
ბიუჯეტისათვის.
4 . შემდგომ ეტაპზე გაიანგარიშება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა).
5 . იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულ ს , რომლ ის ბიუჯეტის შემოსავლები
(გრანტების გარდა) აღემატება ხარჯებ ი სა და არაფინანსური აქტივების ზრდ ის
ჯამს, გათანაბრებითი ტრანსფერი არ გამოეყოფა.
6 . მომდევნო ეტაპზე გამოიანგარიშება თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის ბიუჯეტის გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა, რომელიც მიიღება ამ
კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრული ფორმულის შესაბამისად.
მუხლი 77. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის
მომზადება , ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის და
პრიორიტეტების
დოკუმენტის
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანოსთვის წარდგენა
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე აცნობებს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის
ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს .
1
2.
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროდან
მიღებული
ინფორმაციის
გათვალისწინებით საფინანსო ორგანო გაიანგარიშებს შემოსულობებისა და
გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და იწყებს შესაბამის პროცედურებს
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად .
3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით
შესაბამისი საფინანსო ორგანო საბიუჯეტო ორგანიზაციებს უგზავნის საბიუჯეტო
განაცხადის ფორმებს ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული
მოცულობების მითითებით.
4. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას :
ა ) გასული , მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის :
ა. ა) პროგრამებისათვის /ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების
გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა )
ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით;
ა. ბ) ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით ;
ა. გ ) საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას ;
ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ
პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული
ასიგნებების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში );
ა.ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1.გ“ და „ბ 2.გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის/არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
მიერ
საქართველოს
კანონმდებლობით
ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი
გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ;
ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო
წლისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ
პროგრამებს /ქვეპროგრამებს , მათ დაფინანსებას , აღწერას და მიზნებს ;
გ) ინფორმაციას კაპიტალური პროექტების შესახებ .
5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული
ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) საბიუჯეტო
განაცხადის
წარდგენა
დასაშვებია
მხოლოდ
საბიუჯეტო
განაცხადით
გათვალისწინებული ფორმით .
2
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არა უგვიანეს 5 ოქტომბრისა აცნობებს
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით
შესაბამისი
ბიუჯეტისათვის
გადასაცემი
ფინანსური
დახმარებისა
და
გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს .
7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ
მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულის გამგებელი/მერი განსახილველად წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს −
საკრებულოს.
8.
ბიუჯეტის
პროექტთან
ერთად
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობით ორგანოს წარედგინება მისი შესაბამისი ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი .
81. ბიუჯეტის პროექტს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანო ამზადებს
საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
9. ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას :
ა ) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;
ბ ) ბიუჯეტის შემოსულობებს, ნაშთის ცვლილებას და თითოეული პროგრამისათვის
/ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო
კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით :
ბ. ა ) ხარჯები, მათ შორის, შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები;
ბ. ბ ) არაფინანსური აქტივების ზრდა ;
ბ. გ ) ფინანსური აქტივების ზრდა ;
ბ. დ ) ვალდებულებების კლება ;
გ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და
არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით ;
დ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას ;
ე) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით ;
ვ ) სარეზერვო ფონდის მოცულობას ;
3
ზ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით
დაფინანსებულ პროექტებს ;
თ) პრიორიტეტებს , რომელთა ფარგლებშიც საბიუჯეტო ორგანიზაციები ბიუჯეტის
დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს /ქვეპროგრამებს , მათ აღწერას და
მიზნებს.
10. ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს:
ა) ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს;
ბ) მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას;
გ) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის/არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული
პირის
მიერ
საქართველოს
კანონმდებლობით
ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი
გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ.
11. ამ მუხლის მე -9 ნაწილში მოცემული ინფორმაცია , გარდა იმავე ნაწილის „ თ “
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა , წარდგენილი უნდა იყოს გასული ,
მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის .
12. ამ მუხლის მე -9 ნაწილის „ თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია
წარდგენილი
უნდა
იყოს
დასაგეგმი
საბიუჯეტო
წლისათვის
და
დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის .
მუხლი 891. საერთო - რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელებ ი
1. საერთო - რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელები არის წლიურ ბიუჯეტში
პირველი თანრიგის კოდით გათვალისწინებული ასიგნება , რომელიც ცალკეულ
კოდებად მოიცავს:
ა) ვალდებულებების მომსახურებას და დაფარვას;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს;
გ) წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო
გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს ;
დ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემ ტრანსფერებს .
4
2. საერთო - რესპუბლიკური მნიშვნელობის გადასახდელების სხვა კატეგორიები
შესაძლებელია განისაზღვროს წლიური ბიუჯეტით .
3. ამ თავით გათვალისწინებული ფონდების გარდა , სხვა საერთო - რესპუბლიკური
მნიშვნელობის გადასახდელების განმკარგავი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით .
5