„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.11.2016
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/3/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 100 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-05
ბიუროს ნომერი 8

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის #4250-რს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 2003 წელი #26, მუხლი 195) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება: 1. მე-5 მუხლის: ა) „ა“ და „ბ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარიდან 40 000 ლარის ჩათვლით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარიდან 4 000 ლარის ჩათვლით;“; ბ) „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 100 000 ლარიდან 120 000 ლარის ჩათვლით;“ გ) „ზ“ და „თ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული , სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით; თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: სათამაშო ბიზნესის სფეროში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების ოდენობის ოპტიმიზაციის აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: სათამაშო ბიზნესის სფეროში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების ოდენობის ოპტიმიზაცია და სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით იზრდება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა განსაზღვრულია კვარტალში 15000-დან 30000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით - განისაზღვრება 20 000-დან 40 000 ლარის ჩათვლით. თითოეულ სათამაშო აპარატზე მოსაკრებლის განაკვეთი მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია 1500-დან 3000 ლარის ჩათვლით. ცვლილების შესაბამისად - განისაზღვრება კვარტალში 2 000-დან 4 000 ლარის ჩათვლით. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე მოსაკრებლის განაკვეთი დღეს მდგომარეობით არის 30 000 ლარიდან 60 000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება 100 000 -დან 120 000 ლარის ჩათვლით. 2 აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული , სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე მოსაკრებლის განაკვეთია კვარტალში 1 000 ლარიდან 15 000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება 1500 - დან 20 000 ლარის ჩათვლით. თითოეულ კლუბის მაგიდაზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში არის 3 000 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით. კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება 4 000- დან 14 000 - ლარის ჩათვლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა კანონის მე-5 მუხლში. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წინა წლების შემოსავლების ანალიზის საფუძველზე, გამოიწვევს კანონპროექტი სავარაუდოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით 20.0 მლნ ლარით გაზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: 3 კანონპროექტით იზრდება სათამაშო ბიზნესის სფეროში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების ოდენობა, რაც შესაბამისად აისახება აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობი პირების ფინანსურ შედეგებზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით იცვლება მოსაკრებლის ოდენობა, მაგრამ არ იცვლება მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომლებშიც ცვლილებები შედის მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთები + სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება: ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარიდან 30 000 ლარის ჩათვლით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარიდან 3 000 ლარის ჩათვლით; გ) (ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453); დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარიდან 60 000 ლარის ჩათვლით ; ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა; ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული , სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 000 ლარიდან 15 000 ლარის ჩათვლით; თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 3 000 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით. შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. 1