„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.11.2016
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/3/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 101 ✗ 2
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-05
ბიუროს ნომერი 8

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი თბილისი, № --- 2016 წელი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014წ., სარეგისტრაციო კოდი - 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლს დაემატოს მე-5 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „5. მუნიციპალიტეტებმა წლიური ბიუჯეტის ფარგლებში ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვის შემთხვევაში, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, შესაბამისი პროგრამის ძირითადი მიმართულებები შეათანხმონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.“. 2. მე-20 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და გახდეს მისი წევრი.“. 3. 153-ე მუხლს დაემატოს მე-7 და მე-8 ნაწილები შემდეგი რედაქციით: „7. მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათი 2017 წლის ბიუჯეტების შესაბამისობაში მოყვანა, არაუგვიანეს 2017 წლის 1 აპრილისა. 8. 2018 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების გატარება იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ოპტიმიზაციასთან მიმართებაში, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.“. 4. 155-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 1551 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1551. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური 1 პარამეტრების ზღვრების დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და შეზღუდვები საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დაცვის მიზნით, წლიური ბიუჯეტის კანონით დააწესოს ლიმიტები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ძირითად პარამეტრებთან მიმართებაში.“. 5. 164-ე მუხლს დაემატოს მე-10 ნაწილი შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტებისათვის, ამ კანონის 94-ე მუხლით გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერი შესაძლებელია განისაზღვროს განსხვავებული წესით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური ბიუჯეტის კანონით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სამთავრობო პროგრამით „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“ და რეფორმების 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და დასახული შედეგების მიღწევის მიზნით მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება. აღნიშნული გულისხმობს, ერთის მხრივ სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით აქტიური პოლიტიკის გატარებას, ამასთან საბიუჯეტო დეფიციტის და ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების ისეთ ნიშნულზე შენარჩუნებით, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად ფისკალურ პოლიტიკას. დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების ინტენსიურად განხორციელების ფონზე საჯარო ფინანსებში მიმდინარე ტიპის ხარჯების შეზღუდვა და ადმინისტრაციული აპარატის ოპტიმიზავია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გამოთავისუფლებული რესურსების კაპიტალური ტიპის ხარჯებზე მიმართვისათვის. მდგრადი ფისკალური პოლიტიკისათვის აუცილებელი სტაბილური პარამეტრების შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია საკნონმდებლო დონეზე დაიხვეწოს ბიუჯეტების ხარჯვითი ნაწილის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების, რადგან ისინი გავლენას ახდენენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრულ მოცულობებზე. წინამდებარე პროექტი წარმოადგენს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და მისი შემუშავება განპირობებულია წლიური ბიუჯეტის კანონით დასახული მიზნების მისაღწევად დამატებითი რეგულაციების საჭიროებით. ასევე ზუსტდება ზოგიერთი დებულება ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს იმ ინსტრუმენტების შემოღება, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებზე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების გავლენის სწორი დაგეგმვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 3  წარმოდგენილი ცვლილების თანახმად კანონს ემატება 1551-ე მუხლი, რომელიც აზუსტებს, რომ საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური კანონით ძირითად დააწესოს პარამეტრებთან „ეკონომიკური შეზღუდვები მიმართებაში, თავისუფლების მუნიციპალიტეტების რათა შესახებ“ ბიუჯეტების უზრუნველყოფილი საქართველოს ორგანული იქნეს კანონით განსაზღვრული მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრულო ოდენობების დაცვა;  ადმინისტრაციული აპარატის ეტაპობრივი ოპტიმიზაციის მიზნით კანონის მე-20 მუხლში ზუსტდება მუნიციპალიტეტების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული შექმნის პირების შესაძლებლობა, მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნებისათვის და განისაზღვრება პერიოდი 2019 წლის 1 იანვრამდე, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტებმა უნდა განახორციელონ მათ დაქვემდებარებაში არსებული უწყებების ოპტიმიზაცია;  იმ ფაქტის გათვალისწინებით, ახორციელებენ პროგრამებს „ჯანმრთელობის დაცვის რომ მუნიციპალიტეტები ჯანმრთელობის შესახებ“ დაცვის ხშირ შეთხვევაში მიმართულებით, საქართველოს კანონის ხოლო თანახმად ამ მიმართულებით პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ამასთან სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება ჯანმრთელობის მუნიციპალიტეტების შესაბამისობაში მიერ იყოს დაცვის ამ საყოველთაო მიმართულებით სახელმწიფოს მიერ პროგრამა, აუცილებელია დაგეგმილი ღონისძიებები გატარებულ პოლიტიკასთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კანონის მე-16 მუხლს ემატება მე-5 და მე-6 ნაწილები, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები შეათანხმონ საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან;  კოდექსის 164-ე მუხლი ითვალისწინებს, ზოგადი წესისგან განსხვავებულ მთელ რიგ დებულებებს ახალგორის, მუნიციპალიტეტებში ერედვის, ქურთის, წლის ადგილობრივი 2006 თიღვისა და აჟარის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგად შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, რაც გამოწვეულია ამ მუნიცპალიტეტების სპეციფიკით. საქართველოს მუნიციპალიტეტებისათვის რომლის ფორმულაც დემოგრაფიულ გათანაბრებითი ითვალისწინებს მონაცემებს. კანონმდებლობა იმ ფაქტის ტრანსფერის განსაზღვრავს გაანგარიშების მუნიციპალიტეტის გათვალისწინებით, წესს, გეოგრაფიულ რომ და აღნიშნული მუნიციპალიტეტები განსაკუთრებულ რეჟიმში ფუნქციონირებენ, მიზანშეწონილად ჩაითვალა ამ მუნიციპალიტეტებისათვის ტრანსფერის გაანგარიშების განსხვავებული წესის გამოყენების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს ამ ტიპის მუნიციპალიტეტების მეტნაკლებად თანაბრ პირობებში ჩაყენებას. 4 ბ) კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს და ხელს შეუწყობს შესაბამის ბიუჯეტებში მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი ფინანსური ვალდებულებების დაწესებას . ბ.ე) კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღების შედეგად შეიზღუდება მუნიციპალიტეტების მიერ გაწეული ადმინისტრაციული ხარჯები. ბ.ვ) კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მათი განსაზღვრის წესს. გ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო 5 ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხივ ხელშეკრულებებთან: კანონის პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: წარმოდგენილი კანონპროექტი მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. ე) კანონის პროექტის ავტორი: კანონის პროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონის პროექტის ინიციატორი: კანონის პროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა. 6
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც ხორციელდება ცვლილება მუხლი 16. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები 1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით უფლებამოსილებები ექსკლუზიური მუნიციპალიტეტის საკუთარი განხორციელების წესი განსაზღვრული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებია. უფლებამოსილების შეიძლება განისაზღვროს ამ კანონის მოცულობა მხოლოდ საკუთარი შესაბამისად (ფარგლები) საკანონმდებლო და აქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კანონი პირდაპირ მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების რეგულირების შესაძლებლობაზე. 2. მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებია: ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბიუჯეტო სახსრების განკარგვა, სახაზინო ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო ტრანზაქციების წარმოება; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, წყლისა და ტყის რესურსების და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების, მართვა კანონით დადგენილი წესით; დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება კანონით დადგენილი წესით, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში; ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება; ე) მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; მიწათსარგებლობის ქალაქთმშენებლობითი გენერალური გეგმის, დოკუმენტაციის, განაშენიანების მათ შორის, რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების უზრუნველყოფა; 1 ზ) მუნიციპალური ნარჩენების მართვა; თ) წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება; ი) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; [ი) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“; ი 1 ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ი 2 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან)] კ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება; ლ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა; მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება; მ) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში; ო) შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება კანონით დადგენილი წესით; პ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების, კერძოდ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, სახელდება კანონით დადგენილი წესით; 2 ჟ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება; რ) შინაური ცხოველების ყოლის წესების დადგენა და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა; ს) სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა; ტ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობა; უ) ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა; ფ) უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და რეგისტრაცია. 3. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით განახორციელოს ღონისძიებები დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის მეურნეობის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, მხარდაჭერისა და ტურიზმის განვითარების, სოციალური დახმარებისა და ჯანმრთელობის დაცვის, ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი განათლების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, ოჯახში ძალადობის პრევენციის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების მხარდაჭერის და სხვა მიზნებით. მუხლი 20. მუნიციპალიტეტის უფლება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებასა და ამ პირში გაწევრებაზე 1. მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, თავისი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და გახდეს მისი წევრი. 3 მუხლი 153. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები 1. სამთავრობო კომისია ამზადებს ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების გადანაწილების დროებით წესს 2014 წლის ბოლომდე პერიოდისთვის, აგრეთვე ამ მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს 2014 წლის 31 მაისისა. 3. იმ თვითმმართველ ერთეულებში, რომელთა გაუქმების შედეგად ამ კანონის 151-ე და 152ე მუხლების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტები იქმნება, 2014 წლის 1 მაისამდე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი. დროებითი სამუშაო ჯგუფი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესების საფუძველზე უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადებას და დასამტკიცებლად საკრებულოსთვის წარდგენას. შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს არაუგვიანეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნებისა. 4. ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში შემოსულობების შეუფერხებელი ასახვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2014 წლის 1 ივნისამდე ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს. 5. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. 6. 2014 წლის 1 ივნისამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფენ ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი მუნიციპალიტეტების 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდგომი პერიოდის ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესის მომზადებას და დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას. არსებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული საკრებულოს ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების ერთ-ერთი საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე. მუხლი 164. ადგილობრივი ოკუპირებულ ტერიტორიებზე თვითმმართველობის განხორციელება საქართველოს 1. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგად შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის, გამგეობები და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოები, უფლებამოსილებას ახორციელებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბებამდე. 4 2. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები, მათი ორგანოების სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ კანონით. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებები ამ მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს არ აქვთ უფლება, შექმნან თვითმმართველი ერთეულების ახალი ტერიტორიული ორგანოები, ხოლო გამგებლებს – უფლება, დანიშნონ თავიანთი წარმომადგენლები. 3. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ორგანოებს უფლება აქვთ, სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, სადაც განსახლებული არიან ის იძულებით გადაადგილებული პირები – დევნილები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, დელეგირებული უფლებამოსილებებით განახორციელონ მათი საკუთარი და გათვალისწინებული მხოლოდ ის ღონისძიებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება აღნიშნულ პირთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებამდე მათთვის დახმარების გაწევას და სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებებს. 4. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლების თანამდებობებზე არჩევის და თანამდებობებიდან გადაყენების დროს გამოიყენება ამ კანონის 33-ე და 34-ე მუხლებით დადგენილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის და თანამდებობიდან გადაყენების წესები, თუ ამ მუხლით განსხვავებული პროცედურები არ არის განსაზღვრული. 5. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლის თანამდებობაზე არჩევის ან თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. გამგებლობის კანდიდატი შეიძლება იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გარდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირისა, ან საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და რომელიც არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში და არის შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი. 51. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 1/3-ისა. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც არჩეულ იქნა მუნიციპალიტეტის გამგებლად, უჩერდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. აღნიშნულ პირს 5 საკრებულოს წევრის უფლებამოსილება აღუდგება გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან, რასაც მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს ცნობად და აფორმებს საოქმო ჩანაწერის სახით. 7. ამ მუხლის ამოქმედებიდან მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია აირჩიოს ახალი გამგებელი. სხვა შემთხვევაში მუნიციპალიტეტის შესაბამის თანამდებობის პირს უფლებამოსილება უგრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადით ან ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევამდე. 8. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების გამგებლების მიმართ არ გამოიყენება ამ კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. (გავრცელდეს 2014 წლის 3 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე) 9. ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოზე არ ვრცელდება ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი. 6