საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2015 წლის ოქტომბერში გაწეული მუშაობის შესახებ.
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-11-09
ბიუროს ნომერი 344
📜 ტექსტი
წერილი
N 12887
05/11/2015
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს
ბატონო დავით,
წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
2015 წლის ოქტომბერში გაწეული მუშაობის ანგარიშს.
დანართი: 6 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი კახიანი
თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ 2015 წლის ოქტომბერში გაწეული მუშაობის
ანგარიში
საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში
მუშაობა მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის
სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით. თითოეული
საკითხის განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა კომიტეტის
სხდომებზე. კომიტეტის დასკვნები, გადაწყვეტილებები და ინფორმაციები
ეგზავნებოდა პარლამენტის ბიუროს შემდგომი რეაგირებისათვის.
მიმდინარე წლის ოქტომბერში მოწვეულ იქნა კომიტეტის 4 სხდომა.
კომიტეტი მუშაობდა 1 კანონპროექტზე, პარლამენტის რეგლამენტის 2 პროექტზე
და პარლამენტის 1 დადგენილებაზე როგორც წამყვანი კომიტეტი, ხოლო 2
კანონპროექტთა პაკეტზე სავალდებულო დასკვნის წარდგენის მიზნით.
კომიტეტი, როგორც წამყვანი მუშაობდა შემდეგ პროექტებზე:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.
პარლამენტის
რეგლამენტის ეს პროექტი წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ წინა
პერიოდში მიღებულ იქნა
კანონპროექტთა პაკეტი ,,პატიმრობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით
იყო წარმოდგენილი. საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები
იწვევდა სათანადო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამის მუხლებში. წარმოდგენილი ცვლილება
მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ,,პატიმრობის
კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანას.
კომიტეტმა აღნიშნული პროექტი საანგარიშო პერიოდში განიხილა მეორე და
მესამე მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ”. ეს პროექტი
წარმოდგენილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის
გიორგი კახიანის საკანონმდებლო ინიციატივით. მისი შემუშავება განაპირობა
,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე კანონპროექტმა. სხვა ცვლილებებთან ერთად აღნიშნულ კანონში
შევიდა ცვლილება, კერძოდ, საქსტატის საბჭოს წევრების საქართველოს
პარლამენტში წარდგენისა და არჩევის წესში, რამაც გამოიწვია საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 2181-ე მუხლში
ცვლილების განხორციელების
საჭიროება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ,,ოფიციალური სტატისტიკის
1
შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში
ამ პროექტზე მიმდინარეობდა მუშაობა, მზადდებოდა იგი კომიტეტის სხდომაზე
განხილვისათვის.
3. საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტი წარმოდგენილი იყო
პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
და მიზნად ისახავდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე 2016 წლის 1
იანვრამდე პრემიების გაცემის შეზღუდვის გზით გამოთავისუფლებული
საბიუჯეტო სახსრების სხვა მიზნით გამოყენებას, აღსანიშნავია, რომ პრემიების
მიღების უფლების შეზღუდვა შეეხებოდა 25 მაღალი რანგის 800-მდე თანამდებობის
პირს.
მიმდინარე წლის ოქტომბერში კომიტეტში მიმდინარეობდა
მუშაობა აღნიშნული კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით
განხილვისთვის მოსამზადებლად.
4. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი, როგორც წამყვანი, მუშაობდა აგრეთვე
,,საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ინტერფრაქციული კომისიის შექმნის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე, რომელიც
წარმოდგენილი იყო ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით. პროექტი ითვალისწინებდა 2016 წელს გასამართი მორიგი
საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს
ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საარჩევნო საკითხებთან
უშუალოდ დაკავშირებულ სხვა კანონებში შესატანი ცვლილებების შესახებ
პროექტის მომზადების მიზნით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის
ინტერპარტიული კომისიის შექმნას, რომლის შემადგენლობაში შევიდოდა ყველა
კვალიფიციური სუბიექტი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტისადმი 2015 წლის 30
მაისის მიმართვაში მონაწილე პოლიტიკური პარტიები.
კომიტეტმა იმუშავა დადგენილების პროექტზე, განიხილა კომიტეტის
სხდომაზე, წარმოდგენილი იქნა არგუმენტირებული შენიშვნები ზემოაღნიშნული
დადგენილებით
გათვალისწინებულ
სხვადასხვა
საკითხებზე.
კომიტეტმა
აღნიშნული დადგენილების პროექტი მიუღებლად მიიჩნია და შესაბამისი დასკვნა
გაუგზავნა პარლამენტის ბიუროს.
სავალდებულო დასკვნის წარდგენის მიზნით მიმდინარე წლის ოქტომბერში
კომიტეტი მუშაობდა კანონპროექტთა პაკეტებზე:
1.
საქართველოს
კანონის
პროექტი
,,პროკურატურის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს რეგლამენტის
პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“,
რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით იყო წარმოდგენილი.
კანონპროექტის მიხედვით თუ პარლამენტში ჩამოყალიბებული არ არის
საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის მიერ თავის წევრთაგან საპროკურორო
2
საბჭოს 1 წევრის ასარჩევად პარლამენტის ფრაქციებსა და პარლამენტის იმ წევრებს,
რომლებიც ერთ ერთ ფრაქციაში არ არიან უფლება აქვთ შექმნან დროებითი
გაერთიანება, რომლის წევრთა რაოდენობაც პარლამენტის სრული შემადგენლობის
ნახევარს უნდა აღემატებოდეს. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის იმ წევრებს,
რომლებიც ამ დროებით გაერთიანებაში არ შედიან, უფლება ექნებათ აირჩიონ
საპროკურორო საბჭოს მეორე წევრი. ხოლო რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის პროექტს ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების
შეტანის შესახებ“, მისი მიზანი იყო ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს
კანონში შეტანილ ცვლილებასთან საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისობის უზრუნველყოფა.
კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ პაკეტზე, განიხილა კომიტეტის სხდომაზე და
თავისი მოსაზრებები და არგუმენტირებული შენიშვნები გაუგზავნა იურიდიულ
საკითხთა კომიტეტს.
2. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
თანმდევ კანონპროექტებთან და პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან ერთად,
რომელიც წარმოდგენილი იყო პარლამენტის წევრის ზურაბ ჯაფარიძის
ინიციატივით. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მიზანია
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება და სამხედრო სავალდებულო
სამსახურისათვის განსაზღვრული თანხების მიმართვა სამხედრო პროფესიული
სამსახურის
და
საქართველოს
თავდაცვისუნარიანობის
ამაღლების
ხელშეწყობისათვის.
თანმდევ სხვა კანონპროექტებთან ერთად ცვლილება შედის აგრეთვე ,,საჯარო
სამსახურის შესახებ“ და ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“
საქართველოს კანონების შესაბამის მუხლებში ამ კანონების „სამხედრო
ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ცვლილება შედის ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, კერძოდ,
რეგლამენტიდან ამოღებულ უნდა იქნეს ნორმა, რომ უფლებამოსილების
განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება სავალდებულო
სამხედრო სამსახურში გაწვევის მოთხოვნა. პროექტით ასევე ზუსტდება, რომ
რეზერვში ჩარიცხულ პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება მობილიზაციის დროს
სამხედრო სამსახურში გაწვევის მოთხოვნა.
კომიტეტში მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტთა ზემოაღნიშნული
პაკეტის კომიტეტის სხდომაზე განსახილველად მოსამზადებლად.
საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების მიზნით კომიტეტში
მიმდინარეობდა აგრეთვე მუშაობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
შესატან ცვლილებებზე, ცალკეული მუხლების დასაზუსტებლად და ,,ლობისტური
3
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
კანონპროექტზე.
ცვლილების შეტანის შესახებ
გარდა კანონშემოქმედებისა
მუშაობდა სხვადასხვა საკითხებზე:
სპეციფიკიდან
კომიტეტი
გამომდინარე
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა წარმოდგენილი მასალების შესწავლის
საფუძველზე მოამზადა კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების
პროექტი საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის დავით საგანელიძის
ადგილმონაცვლის ვლადიმერ აჩბას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ცნობის თაობაზე.
კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად,
სწავლობდა კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო, აგრეთვე
სხვა დროებით
კომისიებსა
და
საერთაშორისო
დელეგაციებში
ფრაქციათა
ზღვრული
წარმომადგენლობის კვოტების დაცვის მდგომარეობას.
მომზადდა და პარლამენტის ბიუროს გაეგზავნა კომიტეტის დასკვნა და
ბიუროს გადაწყვეტილების პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ
საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის თაობაზე“.
კომიტეტმა პარლამენტის ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების მიზნით
განიხილა პარლამენტის მანდატურის სამსახურისა და პარლამენტის კომიტეტების
მიერ მოწოდებული ინფორმაციები პარლამენტის წევრთა მიერ 2015 წლის
სექტემბერში კომიტეტების სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ და
განხილვის
შედეგად
პარლამენტის
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
დეპარტამენტს გაუგზავნა სათანადო ინფორმაცია.
კომიტეტი საანგარიშო პერიოდში სწავლობდა პარლამენტის წევრის გიორგი
გაბაშვილის წერილს პარლამენტის წევრების: ლევან თარხნიშვილის, სერგო
რატიანის და გიორგი გაბაშვილის მიერ გაგზავნილ წერილობითი შეკითხვებზე
ზოგიერთი თანამდებობის პირების მიერ პასუხის გაცემისათვის კანონმდებლობით
დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე.
ყველა ამ წერილებთან დაკავშირებით, იმ თანამდებობის პირებს, რომლებმაც
არ უპასუხეს
პარლამენტის წევრების წერილობით კითხვებს, კომიტეტის მიერ
დამატებით გაეგზავნათ წერილები, განემარტათ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამისი მუხლების შესრულების აუცილებლობის შესახებ და
ეთხოვათ მოეხდინათ რეაგირება საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ
გამოგზავნილ წერილებთან დაკავშირებით.
კომიტეტი მიმდინარე წლის ოქტომბერში სწავლობდა:
4
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ბარამიძის წერილს
შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე 2015 წლის 23 მაისს გაგზავნილ წერილთან
დაკავშირებით მიღებულ პასუხის თაობაზე;
- ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიორგი
გაბაშვილის წერილს პარლამენტის წევრების ლევან თარხნიშვილისა და ირმა
ნადირაშვილის წერილობით შეკითხვებზე ზოგიერთი თანამდებობის პირების მიერ
პასუხის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე;
- ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიორგი
გაბაშვილის წერილს ფრაქციის წევრების, გიორგი კარბელაშვილის, მიხეილ
მაჭავარიანის წერილობით შეკითხვების თაობაზე და პარლამენტის წევრების
დავით
დარჩიაშვილისა
და
ტარიელ
ლონდარიძის
მიერ
თავდაცვის
მინისტრისადმი გაგზავნილ საპასუხო წერილთან დაკავშირებით.
ყველა ამ წერილზე კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა, წინადადებებისა და
მოსაზრებების შეჯერება შემდგომი რეაგირების მიზნით.
მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილებით კომიტეტს დაევალა მოქალაქე ზ. სანიკიძის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესწავლა ,,საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტთან
დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
კანონში ცვლილების მიზანია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს
წევრები
გათანაბრებულ
იქნენ
საქართველოს
პარლამენტის
წევრებთან
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებებში.
საანგარიშო პერიოდში დაიწყო საკანონმდებლო წინადადების შესწავლა და
მისი მომზადება კომიტეტის სხდომაზე განსახილველად.
კომიტეტი მიმდინარე წლის ოქტომბერში:
სწავლობდა პარლამენტის წევრების ქონებრივ დეკლარაციებს
პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს;
და
იხილავდა მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალური სტრუქტურებიდან
შემოსულ კორესპოდენციებს, საჭიროების შემთხვევაში აგზავნიდა მათ შესაბამის
სტრუტურებში შემდგომი რეაგირებისათვის;
აგრძელებდა
ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით,
პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით
განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად
თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან და სხვა სტრუქტურებთან.
აღრიცხავდა და აანალიზდა მიღებულ ინფორმაციებს, კომპეტენციის შესაბამისად
აგზავნიდა შეხსენებებს,
კომიტეტის ვებ გვერდზე განთავსდა მიღებულ
5
გადაწყვეტილებათა
შესრულების
კონტროლის
ამსახველ
განახლებული
ინფორმაცია,
რითაც
პარლამენტის
სუბიექტებსა
და
აღმასრულებელი
ხელისუფლების სტრუქტურებს საშუალება ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაციები
როგორც შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ.
მიმდინარე წლის ოქტომბერში
კომიტეტში სხვადასხვა საკითხზე სულ
შემოვიდა 79,
ხოლო გაიგზავნა 27 კორესპოდენცია. კომიტეტი მუშაობდა
აგრეთვე კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე.
6