საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2015 წლის ნოემბერში გაწეული მუშაობის ანგარიში.
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2015-12-07
ბიუროს ნომერი 355
📜 ტექსტი
წერილი
N 14809
07/12/2015
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს
ბატონო დავით,
წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
2015 წლის ნოემბერში გაწეული მუშაობის ანგარიშს.
დანართი: 6 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი კახიანი
თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ 2015 წლის ნოემბერში გაწეული მუშაობის
ანგარიში
საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში
მუშაობა მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის
სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით. თითოეული
საკითხის განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა კომიტეტის
სხდომებზე. კომიტეტის დასკვნები, გადაწყვეტილებები და ინფორმაციები
ეგზავნებოდა პარლამენტის ბიუროს შემდგომი რეაგირებისათვის.
მიმდინარე წლის ნოემბერში მოწვეულ იქნა კომიტეტის 2 სხდომა და
გაფორმდა შესაბამისი ოქმები.
კომიტეტი
მუშაობდა 1 კანონპროექტზე და
პარლამენტის რეგლამენტის 1 პროექტზე როგორც წამყვანი კომიტეტი, ხოლო 1
კანონპროექტთა პაკეტზე სავალდებულო დასკვნის წარდგენის მიზნით.
კომიტეტი, როგორც წამყვანი მუშაობდა შემდეგ პროექტებზე:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ”. ეს პროექტი
წარმოდგენილია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის
გიორგი კახიანის საკანონმდებლო ინიციატივით. მისი შემუშავება განაპირობა
,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე კანონპროექტმა. სხვა ცვლილებებთან ერთად აღნიშნულ კანონში
შევიდა ცვლილება, კერძოდ, საქსტატის საბჭოს წევრების საქართველოს
პარლამენტში წარდგენისა და არჩევის წესში, რამაც გამოიწვია საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 2181-ე მუხლში
ცვლილების განხორციელების
საჭიროება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ,,ოფიციალური სტატისტიკის
შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა
იმუშავა ამ პროექტზე, განიხილა პირველი და მეორე მოსმენით და წარადგინა
შესაბამისი დასკვნები პირველი და მეორე მოსმენისათვის. საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნული პროექტი პარლამენტის მიერ მიღებულია
ორი მოსმენით.
2. საქართველოს კანონის პროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტი წარმოდგენილი იყო
პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით
და მიზნად ისახავდა მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე 2016 წლის 1
იანვრამდე პრემიების გაცემის შეზღუდვის გზით გამოთავისუფლებული
საბიუჯეტო სახსრების სხვა მიზნით გამოყენებას, აღსანიშნავია, რომ პრემიების
მიღების უფლების შეზღუდვა შეეხებოდა 25 მაღალი რანგის 800-მდე თანამდებობის
პირს.
კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ კანონპროექტზე. აღსანიშნავია,
1
რომ კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას
ინიციატორის მიერ წარმოდგენილი იყო კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი,
თუმცა მისი პრინციპული ხასიათის დებულებები უცვლელი დარჩა. კომიტეტმა
მიიჩნია, რომ კანონპროექტის ნორმებისა და შინაარსის გათვალისწინებით
პროექტით შემოთავაზებული მიზნის განხორციელება შეუძლებელია. შესაბამისად,
როგორც პირველი მოსმენით განხილვისას, კომიტეტის პოზიცია უცვლელი დარჩა
და წარმოდგენილი კანონპროექტი მეორე მოსმენით განხილვისათვის მიუღებლად
იქნა მიჩნეული. კომიტეტის უარყოფითი დასკვნა გაეგზავნა პარლამენტის ბიუროს.
სავალდებულო დასკვნის წარდგენის მიზნით მიმდინარე წლის ნოემბერში
კომიტეტი მუშაობდა კანონპროექტთა პაკეტზე:
საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
თანმდევ კანონპროექტებთან და პარლამენტის რეგლამენტის პროექტთან ერთად,
რომელიც წარმოდგენილი იყო პარლამენტის წევრის ზურაბ ჯაფარიძის
ინიციატივით. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მიზანია
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება და სამხედრო სავალდებულო
სამსახურისათვის განსაზღვრული თანხების მიმართვა სამხედრო პროფესიული
სამსახურის
და
საქართველოს
თავდაცვისუნარიანობის
ამაღლების
ხელშეწყობისათვის.
თანმდევ სხვა კანონპროექტებთან ერთად ცვლილება შედის აგრეთვე ,,საჯარო
სამსახურის შესახებ“ და ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“
საქართველოს კანონების შესაბამის მუხლებში ამ კანონების „სამხედრო
ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ცვლილება შედის ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, კერძოდ,
რეგლამენტიდან ამოღებულ უნდა იქნეს ნორმა, რომ უფლებამოსილების
განხორციელების პერიოდში პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება სავალდებულო
სამხედრო სამსახურში გაწვევის მოთხოვნა. პროექტით ასევე ზუსტდება, რომ
რეზერვში ჩარიცხულ პარლამენტის წევრზე არ ვრცელდება მობილიზაციის დროს
სამხედრო სამსახურში გაწვევის მოთხოვნა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა კანონპროექტთა ზემოაღნიშნული პაკეტი
მოამზადა კომიტეტის სხდომაზე განსახილველად, თუმცა ინიციატორის მიზეზით
კომიტეტის სხდომაზე არ ყოფილა განხილული.
საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების მიზნით კომიტეტში
მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატან
ცვლილებებზე, ცალკეული მუხლების დასაზუსტებლად და
,,ლობისტური
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ
კანონპროექტზე.
2
გარდა კანონშემოქმედებისა
მუშაობდა სხვადასხვა საკითხზე:
კომიტეტი
სპეციფიკიდან
გამომდინარე
კომიტეტმა განიხილა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი
მასალები და მოამზადა კომიტეტის დასკვნები და საქართველოს პარლამენტის
დადგენილებების შემდეგი პროექტები:
- 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად N65 მარტვილის
საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული სოსო დანელიას
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.
- 2015 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად N11 საგარეჯოს საარჩევნო
ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თამარ ხიდაშელის
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.
კომიტეტი მიმდინარე წლის ნოემბერში სწავლობდა:
- ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიორგი
გაბაშვილის წერილს პარლამენტის წევრების ლევან თარხნიშვილისა და ირმა
ნადირაშვილის წერილობით შეკითხვებზე ზოგიერთი თანამდებობის პირების მიერ
პასუხის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე;
- ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიორგი
გაბაშვილის წერილს ფრაქციის წევრების, გიორგი კარბელაშვილის, მიხეილ
მაჭავარიანის წერილობით შეკითხვების თაობაზე და პარლამენტის წევრების
დავით
დარჩიაშვილისა
და
ტარიელ
ლონდარიძის
მიერ
თავდაცვის
მინისტრისადმი გაგზავნილ საპასუხო წერილთან დაკავშირებით.
ამ წერილებზე საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა,
წინადადებებისა და მოსაზრებების შეჯერება.
ყველა ამ წერილებთან
დაკავშირებით,
იმ
თანამდებობის პირებს, რომლებმაც არ უპასუხეს
პარლამენტის წევრების წერილობით კითხვებს, კომიტეტის მიერ
დამატებით
გაეგზავნათ წერილები, განემარტათ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისი მუხლების შესრულების აუცილებლობის შესახებ და ეთხოვათ
მოეხდინათ რეაგირება საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ გამოგზავნილ
წერილებთან დაკავშირებით.
ასევე კომიტეტის მიერ წინა პერიოდში პარლამენტის წევრის გიორგი
გაბაშვილის წერილთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ გატარებული ღონისძიების
შეგეგად ცალკეული მუნიციპალიტეტებიდან მიღებულ იქნა შესაბამისი
ინფორმაციები.
მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილებით კომიტეტს დაევალა მოქალაქე ზ. სანიკიძის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესწავლა ,,საჯარო სამსახურის
3
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტთან
დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად ,,საჯარო სამსახურის შესახებ“
კანონში ცვლილების მიზანია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს
წევრები
გათანაბრებულ
იქნენ
საქართველოს
პარლამენტის
წევრებთან
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებებში.
კომიტეტმა იმუშავა აღნიშნულ საკითხზე, განიხილა კომიტეტის სხდომაზე,
რომელზეც წარმოადგინა
არგუმენტირებული შენიშვნები. კერძოდ, ვინაიდან
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობების
პირისათვის
კანონით
გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები ვრცელდება მხოლოდ მის მიერ
სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის დაკავების პერიოდში და წყდება
აღნიშნული თანამდებობის დატოვებისთანავე, საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრის გათანაბრება მოქმედ სახელმწიფო-პოლიტიკურ
თანამდებობის პირთან, როგორც უფლებრივი, ასევე მისთვის კანონით
გათვალისწინებული მოვალეობის კუთხით გაუმართლებელია. გარდა ამისა, საჯარო
სამსახურის
შესახებ
კანონით
განსაზღვრული
სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის პირთა ჩამონათვალი ეფუძნება სახელმწიფო-პოლიტიკური
თანამდებობის ცნებას, და განსაზღვრავს მხოლოდ იმ პირთა წრეს, რომლებიც
გათვალისწინებულია კონსტიტუციით და აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების კონსტიტუციებით. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს
კონსტიტუცია არ ითვალისწინებს არც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი
საბჭოს, როგორც სახელმწიფო ორგანოს და მასში არც საქართველოს რესპუბლიკის
უზენაესი საბჭოს წევრის დანიშვნისა და არჩევის წესია განსაზღვრული, უზენაესი
საბჭოს ყოფილი წევრის მითითება ,,საჯარო სამსახურის
შესახებ“ კანონის
საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილ მუხლში სამართლებრივად
შეუძლებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა უარყოფილად ცნო
საკანონმდებლო წინადადება.
კომიტეტმა მიმდინარე წლის სექტემბერში დაარეგისტრირა არანაკლებ
200000 ამომრჩევლის ინიციატივით ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების
შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და მისგან
გამომდინარე ,,საქართველოს ორგანულ კანონში" "საქართველოს საარჩევნო
კოდექსი"
ცვლილებების
შეტანის
შესახებ,
,,მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებეის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე, ,,საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ,,საპარლამენტო ფრაქციის შესახებ"
საქართველოს კანონაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ,,ნდობის ჯგუფის
შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს
კანონის პროექტების წარდგენის უფლების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო
ჯგუფის
( პ. დავითაია, მ. კაციტაძე, კ. კუკავა, ს. რატიანი, ბ. ქარდავა, ი.
ღლონტი, ი. ჩიქოვანი, პ. ჩოხელი, ზ. ხარატიშვილის, ი. ჯამბურია, გრ. ჯოჯუა, ა.
ასათიანი) განცხადება და გადასცა მათ სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო
4
საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა
ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში.
დადგენილ ვადაში ზემოაღნიშნული ჯგუფის მიერ წარმოდგენილ იქნა
შევსებული ხელმოწერების ფურცლები და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 175-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ( N345/1, 11.11.15) საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა ხელმოწერის ფურცლების მიღებიდან 1
თვის ვადაში, დადგენილი წესით, ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება და
შედეგების საქართველოს პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენა.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა ხელმოწერების
ნამდვილობის შემოწმებლად, შემოწმების პროცესში აქტიურად იყო ჩართული
კომიტეტის აპარატის სპეციალისტები.
კომიტეტმა პარლამენტის ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების მიზნით
განიხილა პარლამენტის მანდატურის სამსახურისა და პარლამენტის კომიტეტების
მიერ მოწოდებული ინფორმაციები პარლამენტის წევრთა მიერ 2015 წლის
ოქტომბერში კომიტეტების სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ და
განხილვის
შედეგად
პარლამენტის
ინფორმაციული
ტექნოლოგიების
დეპარტამენტს გაუგზავნა სათანადო ინფორმაცია.
კომიტეტი მიმდინარე წლის ნოემბერში:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად,
სწავლობდა
კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო, აგრეთვე სხვა დროებით კომისიებსა და
საერთაშორისო დელეგაციებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის
კვოტების დაცვის მდგომარეობას.
სწავლობდა პარლამენტის წევრების ქონებრივ დეკლარაციებს
პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს;
და
იხილავდა მოქალაქეთა განცხადებებსა და ოფიციალური სტრუქტურებიდან
შემოსულ კორესპოდენციებს, საჭიროების შემთხვევაში აგზავნიდა მათ შესაბამის
სტრუტურებში შემდგომი რეაგირებისათვის;
აგრძელებდა
ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით,
პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით
განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად
თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან და სხვა სტრუქტურებთან.
აღრიცხავდა და აანალიზდა მიღებულ ინფორმაციებს, კომპეტენციის შესაბამისად
აგზავნიდა შეხსენებებს,
კომიტეტის ვებ გვერდზე განთავსდა მიღებულ
გადაწყვეტილებათა
შესრულების
კონტროლის
ამსახველ
განახლებული
ინფორმაცია,
რითაც
პარლამენტის
სუბიექტებსა
და
აღმასრულებელი
5
ხელისუფლების სტრუქტურებს საშუალება ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაციები
როგორც შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ.
მიმდინარეობდა მუშაობა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1
დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებითა
და პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული დავალებების შესრულების
მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოსამზადებლად, ინფორმაციაზე მუშაობა
დასრულების პროცესშია და უახლოეს პერიოდში გაიგზავნება.
მიმდინარე წლის ნოემბერში კომიტეტში სხვადასხვა საკითხზე სულ შემოვიდა
71,
ხოლო გაიგზავნა
27 კორესპოდენცია. კომიტეტი მუშაობდა აგრეთვე
კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე.
6