საქართველოს მთავრობის მოხსენება 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
05.11.2013
ავტორი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/120/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი" „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2014-2017 წლებისათვის"

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2013-11-10
ბიუროს ნომერი 114

📜 ტექსტი

ანგარიში
საქართველოს მთავრობის მოხსენება 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ თბილისი 2013 წელი ეკონომიკური ზრდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2013 წლის იანვარ-ივნისში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 1.9% იყო და ნომინალურ გამოხატულებაში 12.3 მილიარდი ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის ორ კვარტალში, მშპ-ის ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის და დამამუშვებელი მრეწველობის დარგებმა. ამ დარგებმა განაპირობეს მშპ-ის 1.8%-ით ზრდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო ზრდის 92%-ს შეადგენს. 2013 წლის ორ კვარტალში, 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით წარმოების მოცულობის ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა სამთომომპოვებელი მრეწველობის (7.9%), საფინანსო საქმიანობის (7.7%), სოფლის მეურნეობის (6.7%) და დამამუშავებელი მრეწველობის (6.2%) დარგებში. მონეტარული მაჩვენებლები 2013 წლის იანვარ-აგვისტოში სამომხმარებლო ფასები 1.0 პროცენტით შემცირდა, ხოლო აგვისტოში წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების კლებამ 0.01 პროცენტი შეადგინა. 2013 წლის იანვარ-აგვისტოში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ უმნიშვნელო რყევებით ხასიათდებოდა. 2013 წლის აგვისტოში 2012 წლის დეკემბერთან შედარებით ლარის საშუალო თვიური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.1%-ით გაუფასურდა და 1.662 ლარი შეადგინა ერთ აშშ დოლარზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2013 წლის აგვისტოში 2012 წლის დეკემბერთან შედარებით M3 ფართო ფულის აგრეგატი 11.7%-ით გაიზარდა და 8 826.6 მლნ ლარის ექვივალენტი შეადგინა, ხოლო M2 ფულის მასა 15.0%-ით გაიზარდა და 4 677.8 მლნ ლარის დონეზე დაფიქსირდა. 2013 წლის იანვარ-აგვისტოში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა 13.3%-ით, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში 21.1%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 8.2%-ით. საგარეო სექტორი 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 640,0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი წინა წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და 1 761,0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი კი 4%-ით შემცირდა და 4 879,0 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საქონელბრუნვის მოცულობის მიხედვით, საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია, რომლის წილი 2013 წლის 8 თვის მონაცემებით, მთლიანი საქონელბრუნვის 14.3%-ს შეადგენს. მას მოსდევს აზერბაიჯანი (12.7%), უკრაინა (7.4%) და ა.შ. 2 ექსპორტში 26.6%-ით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, მეორეზე სომხეთი 11.3%, მესამეზე თურქეთი 6.9%, მეოთხე პოზიციაზე იმყოფება აშშ 6.0% და ა.შ. იმპორტში პირველი ადგილი 17.0%-ით თურქეთს უჭირავს, შემდეგ მოდიან უკრაინა (7.9%), ჩინეთი (7.7%), აზერბაიჯანი (7.6%), და ა.შ. რაც შეეხება ვაჭრობის სასაქონლო სტრუქტურას, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება. საქონლის ექსპორტში პირველ ადგილზე 25.7%-ით მსუბუქი ავტომობილებია, შემდეგ პოზიციებზე იმყოფებიან ფეროშენადნობები (9.3%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (5.5%), აზოტოვანი სასუქები (4.8%) და ა.შ. იმპორტის სასაქონლო სტრუქტურაში პირველ ადგილზე 11.5%-ით ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები (9.5%), ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები (3.6%), სამკურნალო საშუალებები (3.6%) და ა.შ. ინფორმაცია საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 8 თვის საშემოსავლო ნაწილის შესრულების შესახებ საქართველოს 2013 წლის იანვარ-აგვისტოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ფაქტიურმა მაჩვენებელმა 4 288.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის (7 422.5 მლნ ლარი) 57.8%-ია. გადასახადების სახით მობილიზებულია 4 012.1 მლნ ლარი, რაც წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის 58.0%-ია. ათასი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტი 2013 წლის გეგმა 2013 წლის 8 Tvis faqti +/- 7,422,500.0 4,288,438.5 -3,134,061.5 57.8 6,920,000.0 4,012,115.5 -2,907,884.5 58.0 1,802,000.0 1,116,241.1 -685,758.9 61.9 924,000.0 547,706.9 -376,293.1 59.3 3,402,000.0 1,809,259.1 -1,592,740.9 53.2 აქციზი 663,000.0 465,042.6 -197,957.4 70.1 იმპორტის გადასახადი 104,000.0 56,808.5 -47,191.5 54.6 სხვა გადასახადი 25,000.0 17,057.4 -7,942.6 68.2 გრანტები 202,500.0 82,498.0 -120,002.0 40.7 სხვა შემოსავლები 300,000.0 193,825.0 -106,175.0 64.6 დასახელება შემოსავლები გადასახადები საშემოსავლო გადასახადი მოგების გადასახადი დამატებული ღირებულების გადასახადი % 3 გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 202.5 მლნ ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 82.5 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 40.7%. სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 300.0 მლნ ლარის ოდენობით, მობილიზებულ იქნა 193.8 მლნ ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 64.6%. საანგარიშო პერიოდში სხვა შემოსავლების მობილიზაციის მდგომარეობა ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგია:  საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით მობილიზებულია 42.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (72.0 მლნ ლარი) 59.0%-ია. აქედან,  პროცენტების სახით მობილიზებულია მაჩვენებლის (11.0 მლნ ლარი) 67.6%-ია. 7.4 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო  დივიდენდების სახით მობილიზებულია 28.9 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (51.0 მლნ ლარი) 56.8%-ია.  რენტის სახით მობილიზებულია 6.1 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (10.0 მლნ ლარი) 61.2%-ია.  საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მობილიზებულია 35.9 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (61.4 მლნ ლარი) 58.5%-ია. აქედან,  ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით - 34.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (55.4 მლნ ლარი) 62.3%-ია. მათ შორის: - სალიცენზიო მოსაკრებელი - 0.4 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (0.7 მლნ ლარი) 57.1%-ია; - სანებართვო მოსაკრებელი - 22.3 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (37.0 მლნ ლარი) 60.2%-ია. - სარეგისტრაციო მოსაკრებელი - 0.8 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1.0 მლნ ლარი) 77.8%-ია; - სახელმწიფო ბაჟი - 8.9 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (13.0 მლნ ლარი) 68.3%-ია; - საკონსულო მოსაკრებელი - 1.1 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1.5 მლნ ლარი) 71.1%-ია; - სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი - 0.8 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1.7 მლნ ლარი) 46.5%-ია. - სხვა არაკლასიფიცირებული მოსაკრებლების სახით - მობილიზებულია 0.3 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (0.5 მლნ ლარი) 58.0%-ია. 4  არასაბაზრო წესით გაყიდული საქონლისა და მომსახურებიდან - 1.4 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (6.0 მლნ ლარი) 23.1%-ია. მათ შორის: - საქონლის რეალიზაციიდან - 0.4 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (3.5 მლნ ლარი) 12.0%-ია; - მომსახურების გაწევიდან - 0.9 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (2.5 მლნ ლარი) 35.6%-ია;  სანქციების (ჯარიმები და საურავები) სახით მობილიზებულია 83.8 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (100.0 მლნ ლარი) 83.8%-ია.  შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების სახით მობილიზებულია 31.7 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (65.0 მლნ ლარი) 48.8%-ია. არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მობილიზებულ იქნა 16.7 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებელის (100.0 მლნ ლარი) 16.7%-ია. ფინანსური აქტივების შემცირებიდან მობილიზებულ იქნა 26.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებელის (35.0 მლნ ლარი) 75.7%-ია. რვა თვეში ვალდებულებების ზრდამ შეადგინა 326.9 მლნ ლარი, მათ შორის საშინაო ვალდებულებების ზრდამ – 71.2 მლნ ლარი, ხოლო საგარეო ვალდებულებების ზრდამ – 255.7 მლნ ლარი. 2013 წლის 1 იანვრისათვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტის ფულადი სახსრების ნაშთმა შეადგინა 332.4 მლნ ლარი, ხოლო 2013 წლის 1 სექტემბრისათვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე - 398,5 მლნ ლარი, შესაბამისად საანგარიშო პერიოდში ფულადი სახსრების ცვლილებამ (ნაშთის დაგროვება) შეადგინა 66.1 მლნ ლარი. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული ვალდებულების დაფარვის მიზნით, ხაზინის ერთიანი ანგარიშის შესაბამის ქვეანგარიშზე განთავსებულია 341.5 მლნ ლარი და 8,9 მლნ აშშ დოლარი. 5 „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 8 748.5 მლნ ლარით, ხოლო 8 თვის საკასო შესრულებამ შეადგინა 4 603.7 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის 52.6%-ია. მათ შორის: ხარჯების გეგმა სახელმწიფო ბიუჯეტით განისაზღვრა 7 147.6 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო 8 თვის საკასო შესრულებამ შეადგინა 3 826.3 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის მაჩვენებლის 53.5%ია. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის რვა თვის ხარჯების სტრუქტურა ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (საკასო შესრულება) შრომის ანაზღაურება 19.4% სხვა ხარჯები 13.7% საქონელი და მომსახურება 11.0% პროცენტი 4.0% სოციალური უზრუნველყოფა 33.1% არაფინანსური აქტივების ზრდა სუბსიდიები 3.7% გრანტები 15.0% განისაზღვრა 799.6 მლნ ლარით, ხოლო 8 თვის საკასო შესრულებამ შეადგინა 307.0 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის მაჩვენებლის 38.4%-ია. ფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვრა 242.8 მლნ ლარით, ხოლო 8 თვის საკასო შესრულებამ შეადგინა 145.5 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის მაჩვენებლის 59.9%-ია. ვალდებულებების კლება განისაზღვრა 558.5 მლნ ლარით, ხოლო 8 თვის საკასო შესრულებამ შეადგინა 324.9 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის მაჩვენებლის 58.2%-ია. 6 ათასი ლარი დასახელება 2013 წლის დამტკიცებული გეგმა 2013 წლის დაზუსტებული წლიური გეგმა (01.09.2013 მდგომარეობით) 9 თვის დაზუსტებული წლიური გეგმა (01.09.2013 მდგომარეობით) სულ გადასახდელები 8,748,500.0 8,748,500.0 6,381,249.7 4,603,692.1 4,144,807.9 52.6% 72.1% 7,248,474.4 7,147,572.4 5,156,952.3 3,826,282.1 3,321,290.4 53.5% 74.2% 1,180,933.8 1,182,698.7 869,278.8 744,124.8 438,573.9 62.9% 85.6% 64.7% ხარჯები შრომის ანაზღაურება 8 თვის საკასო ხარჯი სხვაობა (წლიური გეგმა-საკასო) ფაქტი/2013 ფაქტი/9 წლის წლიური თვის გეგმა გეგმა საქონელი და მომსახურება 854,685.0 854,132.1 652,160.9 421,971.7 432,160.4 49.4% პროცენტი 309,200.0 301,825.4 180,005.8 152,317.1 149,508.3 50.5% 84.6% სუბსიდიები 193,926.8 238,720.4 204,694.9 142,449.8 96,270.6 59.7% 69.6% გრანტები 1,283,247.3 1,217,949.2 790,055.1 575,630.5 642,318.7 47.3% 72.9% სოციალური უზრუნველყოფა 2,279,466.1 2,261,337.0 1,583,809.7 1,266,243.3 995,093.7 56.0% 79.9% სხვა ხარჯები 1,147,015.4 1,090,909.6 876,947.2 523,544.8 567,364.8 48.0% 59.7% 720,918.3 799,622.3 596,477.1 306,986.6 492,635.7 38.4% 51.5% 64.9% 80.5% არაფინანსური აქტივების ზრდა ფინანსური აქტივების ზრდა 229,725.0 242,781.3 224,159.1 145,513.4 97,267.9 59.9% ვალდებულებების კლება 549,382.3 558,524.0 403,661.2 324,910.0 233,614.0 58.2% საანგარიშო პერიოდში ხარჯების შესრულება ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით განისაზღვრა:  „შრომის ანაზღაურების” მუხლი - 744.1 მლნ ლარით, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის (1 182.7 მლნ ლარი) 62.9%-ს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული „ხარჯების“ 19.4%-ს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული მთლიანი გადასახდელების 16.2%-ს შეადგენს.  „საქონელი და მომსახურების” მუხლი - 421.9 მლნ ლარით, რაც წლიური გეგმის (854.1 მლნ ლარი) 49.4%-ს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების 9.2%-ს შეადგენს.  „პროცენტის” მუხლი - 152.3 მლნ ლარით (წლიური გეგმის 301.8 მლნ ლარის 50.5%-ია), რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების 3.3%-ს შეადგენს.  „სუბსიდიების” მუხლი - 142.4 მლნ ლარით, რაც წლიური გეგმის (238.7 მლნ ლარი) 59.7%-ს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების 3.1%-ს შეადგენს.  „გრანტების” მუხლი - 575.6 მლნ ლარით, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის (1 217.9 მლნ ლარი) 47.3%-ს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების 12.5%-ს შეადგენს.  „სოციალური უზრუნველყოფის” მუხლი - 1 266.2 მლნ ლარით, რაც წლიური გეგმიური პარამეტრის (2 261.3 მლნ ლარი) 56.0%-ს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების 27.5%-ს შეადგენს. 7  „სხვა ხარჯების” მუხლი - 523.5 მლნ ლარის ოდენობით, რაც წლიური გეგმის (1 090.9 მლნ ლარი) 48.0%-ს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული „ხარჯების“ 13.7%-ს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული მთლიანი ასიგნებების 11.4%-ს შეადგენს. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, ძირითადი ფუნქციონალური კატეგორიების მიხედვით, შემდეგი სტრუქტურით ხასიათდება: 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის რვა თვის დაფინანსების სტრუქტურა ფუნქციონალურ ჭრილში (საკასო შესრულება) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 22.8% სოციალური დაცვა 26.0% განათლება 9.4% თავდაცვა 8.8% დასვენება, კულტურა და რელიგია 2.3% ჯანმრთელობის დაცვა 6.9% საბინაო‐ კომუნალური მომსახურება 0.6% გარემოს დაცვა 0.3% საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 12.0% ეკონომიკური საქმიანობა 10.9%  საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების ხაზით გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 943.1 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის (1 956.8 მლნ ლარი) 48.2%-ია. აღნიშნული თანხიდან 568.2 მლნ ლარი (60.2%) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკებისათვის გადაცემულ ტრანსფერებს.  თავდაცვის ღონისძიებების დასაფინანსებლად 8 თვეში მიმართული იყო 365.1 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის (632.5 მლნ ლარი) 57.7%-ია; 8  საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დასაფინანსებლად 8 თვეში მიმართული იყო 495.4 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის (861.9 მლნ ლარი) 57.5-ია%;  ეკონომიკური საქმიანობის ხაზით გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 450.9 მლნ ლარი, ანუ წლიური გეგმიური მაჩვენებლის (1 019.0 მლნ ლარი) 44.3%.  გარემოს დაცვის ხაზით დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებულია 31.0 მლნ ლარის გამოყოფა, ხოლო 8 თვეში გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 12.1 მლნ ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 39.0%;  საბინაო-კომუნალური მეურნეობის დაფინანსებაზე დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებულია 79.1 მლნ ლარის გამოყოფა, ხოლო 8 თვეში გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 24.5 მლნ ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 30.9%;  ჯანმრთელობის დაცვის ხაზით დასაფინანსებლად 8 თვეში მიმართული იყო 285.2 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის (682.7 მლნ ლარი) 41.8-ია%;  საქმიანობა კულტურის, დასვენებისა და რელიგიის სფეროში დაფინანსდა 93.3 მლნ ლარით, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის - 145.6 მლნ ლარის, 64.1%-ს შეადგენს;  განათლების ხაზით დასაფინანსებლად 8 თვეში მიმართული იყო 388.3 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის (681.3 მლნ ლარი) 57.0-ია%;  სოციალური დაცვის ხაზით დასაფინანსებლად 8 თვეში მიმართული იყო 1 075.4 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმიური მაჩვენებლის (1 846.4 მლნ ლარი) 58.2-ია%; წლიური საბიუჯეტო კანონის დაზუსტებული გეგმით სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურების და დაფარვის მიზნით განსაზღვრულია 805.4 მლნ ლარი, ხოლო რვა თვის საკასო შესრულებამ შეადგინა 433.5 მლნ ლარი, მათ შორის: საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის 8 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა 343.0 მლნ ლარი. აქედან, ვალების მომსახურებისათვის (პროცენტების გადახდა) გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 82.7 მლნ ლარი, ხოლო ვალების დაფარვისათვის მიიმართა 260.4 მლნ ლარი. საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის 8 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა 90.3 მლნ ლარი. აქედან, ვალების მომსახურებისათვის (პროცენტების გადახდა) გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 69.5 მლნ ლარი, ხოლო ვალების დაფარვისათვის მიიმართა 21.0 მლნ ლარი. 9 2013 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისათვის გადარიცხულმა ტრანსფერებმა შეადგინა 568.2 მლნ ლარი. აქედან, გათანაბრებითი ტრანსფერი – 502.0 მლნ ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 7.3 მლნ ლარი, ხოლო სპეციალური ტრანსფერი – 58.9 მლნ ლარი (მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისათვის სპეციალური ტრანსფერის სახით – 15.0 მლნ ლარი). 2013 წლის 8 თვის განმავლობაში:  საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 30 275.8 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ - 17 324.7 ათასი ლარი.  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 9 995.5 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ - 7 028.4 ათასი ლარი.  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 366 261.3 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ 56 528,2 ათასი ლარი.  წინა წლებში წარმოქმნილი გადაწყვეტილებების აღსრულების დავალიანების დაფარვისა ფონდიფონდიდან და გამოყოფილი სასამართლო ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 21 851.0 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ - 21 843.5 ათასი ლარი. ამასთან, შესაბამისი სააღსრულებო ბიუროების საინკასო დავალებებით, სახაზინო სამსახურის ანგარიშებიდან წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვაზე სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული თანხების სახით ავტომატურ რეჟიმში, იძულების წესით ჩამოჭრილი იქნა 6 887.2 ათასი ლარი. 10