„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
17.05.2017
ავტორი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/68/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
II მოსმენა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-22
ბიუროს ნომერი 59

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 463) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 - მე-6 პუნქტები: „3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილია, გასცეს წერილობითი თანხმობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ღერძიდან ორივე მხარეს, არაუმეტეს 15 მეტრში, ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიაზე, გარდა მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) და დაცულ ტერიტორიებზე, ხეების (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული სახეობებისა) მოჭრის და მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირების თაობაზე. 4. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ხეების (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული სახეობებისა) მოჭრით და მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირებით მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემასა და მიღებული მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშებით მარკირებას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით, ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურდიული პირი - ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის სატყეო სააგენტო. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხეების (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული სახეობებისა) მოჭრით და მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირებით მიღებული მერქნული რესურსი საწყობდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურდიული პირის ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას შესაბამისად გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურდიული პირი - ეროვნული 1 სატყეო სააგენტო, ხოლო ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის სატყეო სააგენტო. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, ხეების (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული სახეობებისა) მოჭრისა და მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირებისას ხეების მონიშვნისა და აღრიცხვის წესი, განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის მინისტრის ნორმატიული აქტით.“. 1 2. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 16 მუხლი: 1 „მუხლი 16 . არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტის განსაზღვრა 1. ამ კანონის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრული შეთანხმების ან შეთანხმების პირობების გაცემის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტს განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურდიული პირი - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი (შემდგომში - ცენტრი). 2. ცენტრის მიერ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტის განსაზღვრის წესი და მომსახურების საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 3. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) ცენტრთან, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია: ა) ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოები (ახლის აშენება და არსებულის შეკეთება); ბ) მილსადენების, მელიორაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების გაყვანა და არსებულის შეკეთება; გ) სასოფლო-სამეურნეო და გეოლოგიური ძიების სამუშაოები; დ) გარე განათების მოწყობა, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების, აგრეთვე სხვა კომუნიკაციების გაყვანა, გარდა ავარის შემთხვევაში აღდგენა- შეკეთების სამუშაოებისა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ სუბიექტებს; ე) გამწვანების მოწყობა; ვ) დროებითი ნაგებობების (მოძრავი გასამართი პუნქტები, ჯიხურები, პავილიონები და სხვა დროებითი ნაგებობები) განლაგება; ზ) სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა; თ) კაშხალების, გუბურების და სხვა მელიორაციულ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობა; ი) მდინარეების კალაპოტების გაღრმავება და ქვიშისა და ღორღის მოპოვება ერთი 2 კილომეტრის მანძილზე ხიდების ზემოთ და ქვემოთ; კ) მდინარეზე, ხიდების ქვეშ, ხე-ტყის დაცურება; ლ) ხიდების ბურჯებთან ნავების ან სხვა სანაოსნო საშუალებათა მიდგომა, გზაგამტარების, ესტაკადებისა და ხიდების ქვეშ სადგომის, გასასვლელების, აგრეთვე ნავების სადგურებისა და სხვა რაიმე ნაგებობების მოწყობა; მ) მოძრაობის შემანელებელ-ამაჩქარებელი ზოლების მოწყობა და მიწის ნაკვეთებთან საგზაო მიერთების მოწყობა; ნ) საავტომობილო გზის გადაკვეთა მართობულად, როგორც ღია, ისე დახურული (გვირაბული) მეთოდით, ასევე საჰაერო წესით.“; 1 2 ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 და 1 პუნქტები: 1 „1 . ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ცენტრი ან მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, არ შეითანხმოს ან შეითანხმოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ქმედება, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს). 2 1 . საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) ცენტრთან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების შეთანხმების წესი და მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე/საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის ან მიმდინარეობის პერიოდში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და მის მიერ განსაზღვრულ ვადაში, შეიძლება შეიზღუდოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების/საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მონაკვეთის მიმდებარედ სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემა, იმავე პუნქტის „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული იმ ქმედებების მითითებით, რომლებიც იზღუდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში. მიმდებარე ტერიტორიას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ამ პუნქტით დადგენილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებისაგან გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“. მუხლი 2. 1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარდგინებით უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება. 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 3 მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში - კანონპროექტი) მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: 1. მოწესრიგებას საჭიროებს იმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ არსებულ ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიებზე ხეების მოჭრისა და მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირების საკითხი, რომლებიც არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებას, არ მდებარეობს საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) და დაცულ ტერიტორიებზე. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ხშირია ხმელი ხეების და ტოტების ჩამოვარდნის შემთხვევები, რაც საფრთხეს უქმნის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა უსაფრთხო გადაადგილებას და ზრდის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რისკს. ამასთან, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მძღოლების ორიენტირებისა და შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებისათვის მოწყობილია სხვადასხვა დანიშნულების საგზაო ნიშნები, რომლებიც ხშირად იფარება ხის ტოტებით და აუცილებელია მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირების სამუშაოების ჩატარება, იმისთვის, რომ საგზაო ნიშნები აღქმადი იყოს მძღოლებისათვის. „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში - დეპარტამენტი) ევალება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა. ამასთან, „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, საავტომობილო გზის მიმდინარე შეკეთების სამუშაოების განხორციელებისას, ხდება ხილვადობის უზრუნველსაყოფად ხეებზე ცალკეული ტოტების შეჭრა, ზოგიერთი ხის მოჭრით, ასევე, გამხმარი ხეებისა და ნარგავების მოჭრა. საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებს გარეთ რჩება ის შემთხვევა როდესაც საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებული ტერიტორია, მასზე არსებული ხეებით და 5 ბუჩქებით, არ არის მოქცეული საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში, არ მიეკუთვნება დაცულ ტერიტორიებს და არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებას, კერძოდ, გაურკვეველი რჩება ის ორგანო, რომელმაც თანხმობა უნდა მისცეს დეპარტამენტს შესაბამისი მოქმედებების განსახორციელებლად. აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზი საჭიროებს გამოსწორებას, ვინაიდან, რეგულაციების არარსებობის გამო, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას მოჭრას ხეები ან მოახდინოს მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება, როდესაც ხეები და მერქნიანი მცენარეები საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას და უსფრთხოებას. 2. კანონის შესაბამისად, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მართავს დეპარტამენტი. საქართველოს მთვრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით დამტკიცებულია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა, რომლებიც ირიცხება დეპარტამენტის ბალანსზე. კანონის მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტომობილო გზებზე აკრძალულია: იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება 44 ტონას ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას. გარდა ნებადართულ მაქსიმალურ მასაზე ფაქტობრივი მასის გადაჭარბების აკრძალვისა, ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ არაგაბარიტულ (მსხვილგაბარიტიან) ან ზენორმატიულ (მძიმეწონიან) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც მოძრაობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 ივლისის №459 დადგენილებით დამტკიცებული გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების სამოძრაოდ დაშვებისათვის უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების წესისა და პირობების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციისა და დეპარტამენტის შესაბამისი შეთანხმების (რეკომენდაციის) მიღების შემდეგ. დეპარტამენტი ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, განსაზღვრავს მარშრუტს, რომელზეც უნდა განხორციელდეს საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარება. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ დეპარტამენტს მარშრუტის განსაზღვრის მიზნით მიმართავენ გადამზიდავი კომპანიები და იშვიათად მოქალაქეები. დეპარტამენტში, საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარების მიზნით გადამზიდავი კომპანიების მომართვიანობა არის მაღალი. მაგალითად: 2016 წლის დეკემბერში მოთხოვნილ იქნა 483 მიმართულებაზე მარშრუტის განსაზღვრა. მარშრუტის განსაზღვრისას, დეპარტამენტი იკვლევს მის მართვაში არსებული გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარების მიზანშეწონილობას და ადგენს, რამდენად არის შესაძლებელი მსგავსი სახის ტვირთის შესაბამის გზაზე გატარება. მარშრუტის განსაზღვრისას დეპარტამენტი ანალიზს უკეთებს ყველა იმ გარემოებას, თუ რა შედეგი მოჰყვება საავტომობილო გზაზე ტვირთის გატარებას და ხომ არ დაზიანდება საავტომობილო გზა ტვირთის გატარებით. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში მარშრუტის შეთანხმებისას, დეპარტამენტი, თუ არსებობს საჭიროება, არაგაბარიტული 6 (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარების მიზნით ადგენს დამატებით ღონისძიებებს, რაზეც მზადდება ტექნიკური დავალება, მაგალითად: შემოვლითი გზის მოწყობა, დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობა. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ დეპარტამენტმა, იმ გარემოების დასადგენად, თუ რა მოცულობის სახსრებს უკავშირდება მის მიერ მარშრუტის განსაზღვრა, სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მიმართა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის შესაბამისად, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარების მიზნით, მომსახურების საფასური ცალ-ცალკე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთისა და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარებისთვის არის შემდეგი: 100-კმ-მდე მარშრუტის განსაზღვრა 1 მიმართულებაზე - 227 ლარი; 100 კმ- დან-300 კმ-მდე მარშრუტის განსაზღვრა 1 მიმართულებაზე - 260 ლარი; 300-კმ და ზევით მარშრუტის განსაზღვრა 1 მიმართულებაზე - 293 ლარი. არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტის განსაზღვრის საფასურები, ერთობლივად განსაზღვრისას: 100-კმ-მდე მარშრუტის განსაზღვრა 1 არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო მიმართულებაზე - 260 ლარი; 100 კმ- დან-300 კმ-მდე მარშრუტის განსაზღვრა 1 მიმართულებაზე - 293 ლარი; 300-კმ და ზევით მარშრუტის განსაზღვრა 1 მიმართულებაზე - 326 ლარი. ხოლო არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის მიმართულების შეთანხმება, რომლის გატარებისათვის აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების ჩატარება (შემოვლითი გზის მოწყობის, დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობის პროექტის შეთანხმება) არის 756 ლარი. ამჟამად დეპარტამენტის მიერ მარშრუტების განსაზღვრა ხორციელდება უფასოდ, ნებისმიერი პირის მიმართვის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული უკავშირდება დეპარტამენტის მიერ როგორც მატერიალური, ასევე, ადამიანური რესურსის ხარჯვას. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, პირები ითხოვენ მარშრუტის შეთანხმებას, ხოლო შემდეგ არ ხდება მათი გამოყენება, ხოლო დეპარტამენტის მიერ გაწეული შრომა არ ანაზღაურდება. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ დეპარტამენტი წარმოადგენს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, შესაბამისად, მას ეზღუდება მომსახურების გაწევა და შემოსავლის მიღება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება საჯარო სამართლის იურდიული პირი - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი. აღნიშნული ცენტრის მიზნებია სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებისა და სტაბილური ზრდის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, აგრეთვე სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო პროექტების (შემდგომში - საინვესტიციო პროექტი) მომზადება ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების გათვალისწინებით და მათი განხორციელებისათვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. შესაბამისად, ცენტრი ფუნქციურად დაკავშირებულია საავტომობილო გზების განვითარებასთან. ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, შესაბამისად, იგი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია, იყოს მომსახურების გამწევი და მიიღოს შემოსავალი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაძლებელია არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთისა და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარების 7 მარშრუტი განსაზღვროს ცენტრმა, ხოლო ვინაიდან საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მმართველო არის დეპარტამენტი, ცენტრის მიერ მარშრუტის განსაზღვრამდე შესაბამისი დასკვნა უნდა გაიცეს დეპარტამენტის მიერ. ამასთან, დეპარტამენტის მიერ გაცემული დასკვნა უნდა იყოს ცენტრის მიერ მარშრუტის განსაზღვრის საფუძველი. აღნიშნული პროცედურული საკითხი მიზანშეწონილია, განისაზღვროს ცენტრის მიერ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტის განსაზღვრის წესის და მომსახურების საფასურების განსაზღვრის ნორმატიულ აქტში, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო, სამელიორაციო, სასოფლო-სამეურნეო, გეოლოგიური ძიების სამუშაოები, კავშირგაბმულობის ხაზებისა და სხვა კომუნიკაციების გაყვანა, ახლის აშენება და არსებული ნაგებობების შეკეთება (მილსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების ავარიის შემთხვევაში აღდგენა-შეკეთების სამუშაოების გარდა, რასაც დაუყოვნებლივ ატყობინებენ საგზაო ორგანოებს); ტექნოლოგიური ტვირთზიდვის ორგანიზაცია; გარე განათებისა და გამწვანების მოწყობა; მოძრავი გასამართი პუნქტების, ჯიხურების, პავილიონების და სხვა ნაგებობების განლაგება; სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა; კაშხალების, გუბურების და სხვა მელიორაციცლ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობა; მდინარეების კალაპოტების გაღრმავება და ქვიშისა და ღორღის მოპოვება ერთი კილომეტრის მანძილზე ხიდების ზემოთ და ქვემოთ, მდინარეზე ხიდების ქვეშ ხე-ტყის დაცურება; ხიდების ბურჯებთან ნავების ან სხვა სანაოსნო საშუალებათა მიდგომა, გზაგამტარების, ესტაკადებისა და ხიდების ქვეშ სადგომის, გასასვლელების, აგრეთვე ნავების სადგურებისა და სხვა რაიმე ნაგებობების მოწყობა; ყველა იმ სამუშაოს წარმოება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზაციას ან ავტომანქანების სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს, გარდა საგზაო ორგანიზაციებისა, უნდა შეთანხმდეს საგზაო პოლიციას. კანონის აღნიშნული ნორმის საფუძველზე დეპარტამენტი ითანხმებს, ან არ ითანხმებს მის ბალანსზე არსებული საავტომობილო გზების მიმდებარედ კანონით განსაზღვრულ საქმიანობებს. კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ქმედებები აისახა 1994 წელს კანონის მიღებისას, რის შემდეგაც აღნიშნული ქმედებების გადახედვა არ მომხდარა. შესაბამისად, მიზანშეწონილია ქმედებების ჩამონათვალის იმგვარად ფორმულირება, რომ აღნიშნული შესაბამისობაში იყოს პრაქტიკაში არსებულ მდგომარეობასთან. კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ქმედებების შეთანხმებისას დეპარტამენტი იკვლევს ქმედების განხორციელების მიზანშეწონილობას, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ქმედების განსახორციელებლად ამზადებს ტექნიკურ დავალებას, რაც დაკავშირებულია შესაბამისი ადამიანური რესურსისა და მატერიალური რესურსის ხარჯვასთან. აღნიშნული ქმედებების შეთანხმების საფასურების განსაზღვრის მიზნით, დეპარტამენტმა მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის მიერ მომზადდა დასკვნა და განისაზღვრა დეპარტამენტის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებები. დასკვნაში განისაზღვრა ზოგიერთი ქმედება 22-ე მუხლში განსაზღვრული ქმედებებიდან, ხოლო დეპარტამენტი ითანხმებს კანონის 22-ე მუხლში განსაზღვრულ სხვა ქმედებებსაც, რომლებიც მსგავსია დასკვნაში განსაზღვრული ქმედებებისა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დეპარტამენტი არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ვერ მიიღებს მომსახურების საფასურს, მიზანშეწონილია, აღნიშნული 8 ქმედებების შეთანხმების მომსახურება გასწიოს ცენტრმა იმავე პრინციპით, რაც აღინიშნა არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთისა და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარების მარშრუტის განსაზღვრისათვის. ამასთან, მიზანშეწონილია, დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) ცენტრთან კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების შეთანხმების წესი და მომსახურების საფასური განისაზღვროს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, რომელშიც აისახება ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა და მომსახურების საფასურები. ამასთან, აღნიშნულ წესში უნდა განისაზღვროს ის სუბიექტებიც, რომლებიც გათავისუფლდებიან მომსახურების საფასურისაგან. 4. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოდერნიზაციის სამუშაოების განხორციელებისას აქტუალური ხდება მიწების გამოსყიდვის და ახლადგანთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟის საკითხი, რომელიც იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაზრდას. იმისთვის, რომ შემცირდეს სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯები, აუცილებელია, საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის ან მიმდინარეობის პერიოდში აიკრძალოს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე თანხმობის გაცემა. აღნიშნული შეზღუდვის დაწესებაზე უფლებამოსილ პირად უნდა განისაზღვროს საქართველოს მთავრობა, ხოლო მასვე უნდა შეეძლოს მის მიერ დაწესებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვება. ამ შემთხვევაში, დაიზოგება ის ხარჯები, რომლის გაწევაც ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყების შემდეგ, მიწების გამოსყიდვის და ახლადგანთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟისათვის; ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: 1. კანონპროექტის მომზადების მიზანია, დეპარტამენტისათვის, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ღერძიდან ორივე მხარეს, არაუმეტეს 15 მეტრის ფარგლებში მდებარე, გარდა მუნიციპალიტეტისა და კერძო საკუთრებაში, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე), დაცულ ტერიტორიებზე, არსებული ხეების (გარდა „საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული სახეობებისა) მოჭრისა და მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირების თაობაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილების მინიჭება. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ხეების მოსაჭრელად, თუ ხეები მოქცეულია სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს მიღმა, საჭიროა ადგილწარმოშობის ცნობის აღება, რომლის საფუძველზე ხდება ხე-ტყის მოჭრა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გამოწერა. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით 9 დარეგულირებულია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული ხეების მოჭრის საკითხი. თუმცა, რეგულაციის მიღმა რჩება ის შემთხვევა, როდესაც უნდა მოიჭრას ისეთი ხეები ან მოხდეს ისეთი მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება, რომელიც არ მდებარეობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, კერძო საკუთრებაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) და დაცულ ტერიტორიებზე. ამ შემთხვევაში, ვინაიდან, არ არსებობს შესაბამისი ორგანო, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას საგზაო უსაფრთხოების მიზნით მოჭრას ხეები და მოახდინოს მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება. ასეთი ქმედების, რაიმე სახის თანხმობის გარეშე განხორციელების შემთხვევაში, დეპარტამენტი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. შესაბამისად, კანონპროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეგულაციის შემოღება. 2. კანონპროექტის მიზანია სამართლებრივი საფუძველის განსაზღვრა, ცენრტის მიერ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთისა და ზენორმატიული (მძიმეწონიანი) ტვირთის გატარების მარშრუტის განსაზღვრისა და აღნიშნული მარშრუტის განსაზღვრის წესისა და საფასურების დადგენისათვის. აგრეთვე, კანონის 22-ე მუხლში განსაზღვრული ქმედებების შეთანხმებისათვის. ამ შემთხვევაში, აღნიშნული რეგულაციების კანონში ასახვით, შესაძლებელი იქნება დამატებითი შემოსავლის მიღება, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის. საფასურების დაწესებით ანაზღაურდება დეპარტამენტის მიერ დახარჯული მატერიალური რესურსი და ადამიანური რესურსის მიერ გაწეული შრომა. 3. კანონპროექტის შესაბამისად, მიზანშეწონილი გახდა, საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვისა ან მიმდინარეობის პერიოდში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და მის მიერ განსაზღვრულ ვადაში შეზღუდვის დაწესება. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში უნდა შეიზღუდოს საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთის მიმდებარედ სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემა, იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფა მიწების გამოსყიდვის და ახლადგანთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟისათვის; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, მე-9 მუხლს ემატება მე-3-მე-6 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც, წესრიგდება იმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ არსებულ ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიებზე ხეების მოჭრისა და მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირების საკითხი, რომლებიც არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებას, არ მდებარეობს საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) და დაცულ ტერიტორიებზე. კერძოდ, მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უფლებამოსილი 10 იქნება, გასცეს წერილობითი თანხმობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარედ, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ღერძიდან ორივე მხარეს, არაუმეტეს 15 მეტრში ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიაზე, გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და კერძო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე), დაცულ ტერიტორიებზე, ხეების (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებისა) მოჭრისა და მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირების თაობაზე. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ღერძიდან 15მეტრიანი მონაკვეთი არის მაქსიმალური მანძილი, სადაც ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია აუცილებელი გახდეს ხეების მოჭრისა და მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირების სამუშაოების წარმოება. შესაბამისად, კანონპროექტში ასახულია სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეებით დაკავებულ ტერიტორიაზე ხეების (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობებისა) მოჭრის და მერქბიანი მცენარეების ვარჯის ფორმირების საკითხი. მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განისაზღვრება, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხეების (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული სახეობებისა) მოჭრით მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირებით მიღებული მერქნული რესურსის, ტრანსპორტირებისას, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემასა და მიღებული მერქნული რესურსის სპეციალური ფირნიშებით მარკირებას, განახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის სატყეო სააგენტო. ამასთან, მიღებული მერქნული რესურსი დასაწყობდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე ხოლო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხეები დასაწყობდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირს - აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას შესაბამისად გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურდიული პირი - ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის სატყეო სააგენტო. იმისთვის, რომ მოხდეს იმ ხეების აღრიცხვა, რომელიც მოიჭრება და რომელთა ვარჯის ფორმირებაც მოხდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანხმობით, კანონპროექტი ითვალისწინებს ხეების მონიშვნისა და აღრიცხვის წესის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრას. მე-16 მუხლს შემდეგ ემატება 161 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტის 11 განსაზღვრას. კერძოდ, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტის განმსაზღვრელი უწყება იქნება ცენტრი, ხოლო ცენტრის მიერ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტის განსაზღვრის წესი და მომსახურების საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. გარდა ამისა, განახლებულად განისაზღვრა საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებლობის მოქმედების აკრძალვის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები. კერძოდ, კანონპროექტის შესაბამისად, დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) ცენტრთან შეთანხმების გარეშე აიკრძალება: ა) ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოები (ახლის აშენება და არსებულის შეკეთება); ბ) მილსადენების, მელიორაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების გაყვანა და არსებულის შეკეთება; გ) სასოფლო-სამეურნეო და გეოლოგიური ძიების სამუშაოები; დ) გარე განათების მოწყობა, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების, აგრეთვე სხვა კომუნიკაციების გაყვანა, გარდა ავარის შემთხვევაში აღდგენა-შეკეთების სამუშაოებისა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ სუბიექტებს; ე) ტექნოლოგიური ტვირთზიდვის ორგანიზაცია; ვ) გამწვანების მოწყობა; ზ) დროებითი ნაგებობების (მოძრავი გასამართი პუნქტები, ჯიხურები, პავილიონები და სხვა დროებითი ნაგებობები) განლაგება; თ) სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა; ი) კაშხალების, გუბურების და სხვა მელიორაციულ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობა; კ) მდინარეების კალაპოტების გაღრმავება და ქვიშისა და ღორღის მოპოვება ერთი კილომეტრის მანძილზე ხიდების ზემოთ და ქვემოთ; ლ) მდინარეზე, ხიდების ქვეშ, ხე-ტყის დაცურება; მ) ხიდების ბურჯებთან ნავების ან სხვა სანაოსნო საშუალებათა მიდგომა, გზაგამტარების, ესტაკადებისა და ხიდების ქვეშ სადგომის, გასასვლელების, აგრეთვე ნავების სადგურებისა და სხვა რაიმე ნაგებობების მოქწყობა;მ) მოძრაობის შემანელებელ-ამაჩქარებელი ზოლების მოწყობა და მიწის ნაკვეთებთან საგზაო მიერთების მოწყობა; ნ) საავტომობილო გზის გადაკვეთა მართობულად, როგორც ღია, ისე დახურული (გვირაბული) მეთოდით, ასევე საჰაერო წესით. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ ემატება 11 და 12 პუნქტები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება, რომ ცენტრთან ხსენებული ქმედებების შეთანხმების წესი და მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებას ცენტრი განახორციელებს არსებული რესურსის ფარგლებში და აღნიშნული არ გამოიწვევს მისთვის ადამიანური რესურსის დამატებას. ამავდროულად, ცენტრი უფლებამოსილება იქნება არ შეითანხმოს ან შეითანხმოს „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე ქმედების განხორციელება, საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს). 22-ე მუხლს ემატება მე-4 პუნქტი, რომელის მიხედვითაც, საერთაშორისო და 12 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე/საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის ან მიმდინარეობის პერიოდში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და მის მიერ განსაზღვრულ ვადაში, შეიძლება შეიზღუდოს საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთის მიმდებარედ სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გაცემა, იმავე პუნქტის „ა“-„ო“ ქვეპუნქტში განსაზღვრული იმ ქმედებების მითითებით, რომელიც იზღუდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მოქმედების პერიოდში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებისაგან გამონაკლისი მიიღება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან კანონში განსაზღვრული/განსასაზღვრი ღონისძიებები წესრიგდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით, გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის ვალდებულება, კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვალდებულება, კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება და კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანა; ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის აუცილებლობას; კანონპროექტით გათვალისწინებული საკითხების დაფინანსების წყაროებია:  სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები;  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის საკუთარი შემოსულობები;  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს ასიგნებები; საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სატყეო სააგენტოს ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ცენტრის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის მიღებით ცენტრი გასწევს მომსახურებებს, რომლებისთვისაც დადგინდება მომსახურების საფასურები; არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტის ცენტრის მიერ განსაზღვრის სავარაუდო საფასურია:  100-კმ-მდე მარშრუტის განსაზღვრა 1 მიმართულებაზე - 227 ლარი (წარმოადგენს ზუსტ კალკულაციას და შესაძლებელია დამრგვალება);  100 კმ-დან-300 კმ-მდე მარშრუტის განსაზღვრა 1 მიმართულებაზე - 260 ლარი;  300-კმ და ზევით მარშუტის განსაზღვრა 1 მიმართულებაზე - 293 ლარი (წარმოადგენს ზუსტ კალკულაციას და შესაძლებელია დამრგვალება). იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წელს დეპარტამენტთან შეთანხმებულ იქნა საშუალოდ 3300 მიმართულება, ცენტრის მიერ მინიმალურ მანძილზე - 100 კმ-მდე მიმართულებაზე 13 მარშრუტის განსაზღვრის შემთხვევაში მისი შემოსავალი შეადგენს 749 100 ლარს (227 ლარი * 3300). რაც შეეხება დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) კანონპროექტით გათვალისწინებული 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების ცენტრთან შეთანხმების მომსახურების საფასურის გავლენას ცენტრის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, უნდა აღინიშნოს, რომ მილსადენების, მელიორაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების გაყვანის და არსებულის შეკეთების, გარე განათების მოწყობის, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების, აგრეთვე, სხვა კომუნიკაციების გაყვანის საფასურებია:  200 მ-მდე - 260 ლარი;  200 მეტრიდან - 1000 მეტრამდე - 293 ლარი (წარმოადგენს ზუსტ კალკულაციას და შესაძლებელია დამრგვალება),  1000 მეტრი და მეტი - 326 ლარი (წარმოადგენს ზუსტ კალკულაციას და შესაძლებელია დამრგვალება);  ნებისმიერი სახის სამშენებლო სამუშაოები - (ახლის აშენება და არსებულის შეკეთება) – 260 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ დეპარტამენტის მიერ 2016 წელს შეთანხმებულ იქნა 900-მდე კომუნიკაციის საკითხი, ცენტრის მიერ 200 მეტრამდე კომუნიკაციების გაყვანის საკითხებს აღნიშნული ოდენობით შეთანხმების შემთხვევაში მისი შემოსავალი შეადგენს 234 000 ლარს (260 ლარი * 900). ამასთან, 2016 წელს დეპარტამენტში შევიდა 950-მდე განცხადება სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. აღნიშნული რაოდენობის განცხადებების მიღების შემთხვევაში ცენტრის შემოსავალი განისაზღვრება 247 000 ლარით (260 ლარი * 950). ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი რეგულაციის მიხედვით, დეპარტამენტი თავად არ განახორციელებს ხეების მოჭრას ან მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირებას, არამედ დეპარტამენტი გასცემს წერილობით თანხმობას იმ კომპანიების მიერ ასეთი ქმედებების განხორციელებაზე, რომლებიც აწარმოებენ მშენებლობის / რეკონსტრუქციის / მოდერნიზაციის / რეაბილიტაციისა და სხვა სამუშაოებს და დეპარტამენტის თანხმობის საფუძველზე, ეს კომპანიები თავად უზრუნველყოფენ ხეების მოჭრას ან მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირებას. შესაბამისად, წარმოდგენილი რეგულაციის ამოქმედებას არ ექნება რაიმე გავლენა დეპარტამენტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ხეების მოჭრა ან მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება განიხილება, როგორც შესაბამისი კომპანიების მიერ წარმოებული სამუშაოების ნაწილი. ასეთი თანხმობის გაცემა წარმოადგენს ახალ რეგულაციას და მოცემულ ეტაპზე დეპარტამენტი არ გასცემს თანხმობას ასეთი სახის ქმედებების განხორციელებაზე. შესაბამისად, შეუძლებელია ასეთი შემთხვევების სავარაუდო რაოდენობის გაანგარიშება. აღნიშნული გაანგარიშება შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი რეგულაცია ამოქმედდება და დეპარტამენტი დაიწყებს თანხმობების გაცემას. აღსანიშნავია, რომ მოცემული სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე, მსგავსი თანხმობების გამცემ რელევანტურ სუბიექტს წარმოადგენს დეპარტამენტი. რაც შეეხება ხეების (გარდა საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული სახეობებისა) მოჭრით და მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირებით მიღებული მერქნული რესურსის 14 სპეციალური ფირნიშებით მარკირების საკითხს, აღსანიშნავია, რომ 1 (ერთი) ცალი ფირნიშის ღირებულება შეადგენს 50 (ორმოცდაათი) თეთრს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად და ამ თანხას გადაიხდის კონტრაქტორი კომპანია სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის და სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოსთვის. ამრიგად, აღნიშნული არ გამოიწვევს დეპარტამენტის მიერ საკუთარი ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვას და მის მიერ დამატებითი საკადრო რესურსის გამოყოფას ფირნიშებით მარკირებასთან დაკავშირებით. ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილი რეგულაციის მიხედვით, დამატებითი მერქნული რესურსის გადაზიდვას და სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს ან სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ადგილას დასაწყობებას უზრუნველყოფენ კონტრაქტორი კომპანიები. ამრიგად, აღნიშნული პროცედურების განხორციელება არ იწვევს დეპარტამენტის მხრიდან ხარჯების გაწევას. შესაბამისად, წარმოდგენილი რეგულაციის ამოქმედება არ იქონიებს გავლენას დეპარტამენტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. აღსანიშნავია, რომ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტის განსაზღვრის ფუნქცია ახალია ცენტრისთვის, თუმცა, ამ ფუნქციის განსახორციელებლად ამ ეტაპზე არ იგეგმება ცენტრისთვის ადამიანური რესურსის დამატება და ამ ფუნქციის განხორციელებას ცენტრი უზრუნველყოფს არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში. გარდა ამისა, ასევე არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების ფარგლებში განახორციელებს ცენტრი კანონპროექტით გათვალისწინებული 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების შეთანხმების უფლებამოსილებას. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოდერნიზაციის სამუშაოების განხორციელებისას აქტუალური ხდება მიწების გამოსყიდვის და ახლადგანთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟის საკითხი, რომელიც იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაზრდას. იმისთვის, რომ შემცირდეს სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯები, აუცილებელია, საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის ან მიმდინარეობის პერიოდში აიკრძალოს სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე თანხმობის გაცემა. აღნიშნული შეზღუდვის დაწესებაზე უფლებამოსილ პირად უნდა განისაზღვროს საქართველოს მთავრობა, ხოლო მასვე უნდა შეეძლოს მის მიერ დაწესებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვება. ამ შემთხვევაში, დაიზოგება ის ხარჯები, რომლის გაწევაც ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოდერნიზაციის სამუშაოების დაწყების შემდეგ, მიწების გამოსყიდვის და ახლადგანთავსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების დემონტაჟისათვის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ვალდებულებების წარმოქმნას. ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: 15 კანონპროექტი ითვალისწინებს მომსახურებისათვის საფასურის დაწესებას იმ პირებისათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კანონპროექტის მიღების შემდგომ პერიოდში კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მარშრუტს შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ვალდებულნი იქნებიან, განახორციელონ მარშრუტის შეთანხმება ცენტრთან და მარშრუტის განსაზღვრის საფასურის გადახდა. კანონპროექტის მიღების შემდგომ პერიოდში ფიზიკური და იურიდიული პირები გადაიხდიან მომსახურების საფასურს კანონპროექტით გათვალისწინებული 22-ე მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული ქმედებების შეთანხმებისთვის. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა გავლენას მოახდენს მათზე იმ პროპორციულობით, თუ რა მომსახურებას მიიღებენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. კანონპროექტით განისაზღვრება სამართლებრივი საფუძველი საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებისათვის იმ მიზნით, რომ საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს ცენტრის მიერ გასაწევი მომსახურების საფასურები. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. საქართველოს საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: 16 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 17
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 9. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოვალეობანი 1. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 11. (ამოღებულია). 2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ევალება: ა) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გზების კეთილმოწყობა და სრულქმნა, დამთავრებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების საექსპლუატაციოდ მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის გაზრდა, მოძრაობის ორგანიზების გაუმჯობესება; გ) საავტომობილო გზების დაცვისა და გზებით სარგებლობის წესების შესრულების კონტროლი, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის შედგენა და წინადადებების მომზადება მათში ცვლილებების შესატანად; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით, საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა, აგრეთვე აუცილებელ შემთხვევაში ამ გზებზე აღნიშნულ პერიოდში ცალკეული სატრანსპორტო საშუალების გატარება. მუხლი 22. საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა 1. საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია: ა) ნებისმიერი სამშენებლო, სამელიორაციო, სასოფლო-სამეურნეო, გეოლოგიური ძიების სამუშაოები, კავშირგაბმულობის ხაზებისა და სხვა კომუმუნიკაციების გაყვანა, ახლის აშენება და არსებული ნაგებობების შეკეთება (მილსადენების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების ავარიის შემთხვევაში აღდგენა-შეკეთების სამუშაოების გარდა, რასაც დაუყოვნებლივ ატყობინებენ საგზაო ორგანოებს); ბ) ტექნოლოგიური ტვირთზიდვის ორგანიზაცია; გ) გარე განათებისა და გამწვანების მოწყობა; 18 დ) მოძრავი გასამართი პუნქტების, ჯიხურების, პავილიონების და სხვა ნაგებობების განლაგება; ე) სატრანსპორტო საშუალებათა დატვირთვა-გადმოტვირთვის, გასაჩერებელი და სამრეცხაო მოედნის მოწყობა; ვ) კაშხალების, გუბურების და სხვა მელიორაციულ და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მოწყობა, მდინარეების კალაპოტების გაღრმავება და ქვიშისა და ღორღის მოპოვება ერთი კილომეტრის მანძილზე ხიდების ზემოთ და ქვემოთ; ზ) მდინარეზე, ხიდების ქვეშ, ხე-ტყის დაცურება; თ) ხიდების ბურჯებთან ნავების ან სხვა სანაოსნო საშუალებათა მიდგომა, გზაგამტარების, ესტაკადებისა და ხიდების ქვეშ სადგომის, გასასვლელების, აგრეთვე ნავების სადგურებისა და სხვა რაიმე ნაგებობების მოწყობა; 2. ყველა იმ სამუშაოს წარმოება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზაციას ან ავტომანქანების სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს, გარდა საგზაო ორგანიზაციებისა, უნდა შეუთანხმდეს საგზაო პოლიციას. 3. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ორგანიზაციების, საწარმოების, დაწესებულებების და მოქალაქეების მიერ აშენებული შენობა-ნაგებობანი უნდა დაინგრეს თვითნებურად ამშენებელთა ხარჯზე. 19