„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.05.2017
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/70/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-22
ბიუროს ნომერი 59

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაიმატა ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადით.“; ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, არ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი, არც პირდაპირ ან ირიბად არის დაკავშირებული კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამასთან, აქვს დამოუკიდებელი სწავლის შედეგი, რაც არ მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით;“; 2. მე-15 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ავტორიზაციის პირობები მოწმდება ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა ხორციელდება არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ, თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.“; 3. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 და 162 მუხლები: „მუხლი 161. საგანმანათლებლო პროგრამის დამატება 1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა. 2. ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. 3. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. 4. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების ან საგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. მუხლი 162. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა 1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადით მიმართოს ცენტრს. 2. ცენტრში მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. 4. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის ან მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.“; 4. მე-17 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იმ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლისთვისაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 5. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. აღიარება ხორციელდება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.“; 6. 23-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკრედიტაციის პირობები მოწმდება ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა ხორციელდება არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ, თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; 7. 322 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 322. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელახალი ავტორიზაცია და პროგრამების აკრედიტაცია 1. იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011-2015 წლებში, ავტორიზაციის 5 წლიანი ვადა გაუგრძელდეთ 1 წლით. 2. 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად საქართველოს მთავრობის განკარგულებით ამ პროგრამების ხელახალი აკრედიტაციისათვის დადგენილი ეტაპების შესაბამისად. 2017 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვროს 2011-2012 წლებში აკრედიტებული ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების 2018-2022 წლებში ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალით“ (დანართი №4) გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით. 3. 2018 წლის 1 იანვრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შემოწმება განხორციელდეს 2016 წლის 01 სექტემბრამდე მოქმედი ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2016 წლის თებერვალში განხორციელებული ცვლილებებით, კერძოდ, ცვლილებების შესაბამისად, ნაცვლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის 3 სტანდარტისა (სტანდარტები ეხებოდა: საგანმანათლებლო პროგრამებს, მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს) ჩამოყალიბდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის 7 სტანდარტი (სტანდარტები შეეხება: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას; გ) საგანმანათლებლო პროგრამებს; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს; ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას; ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს), რომლის მეშვეობითაც სისტემა რესურსების შეფასებიდან შედეგის შეფასებაზე გადავა. სწორედ, რეალური შედეგების შეფასებაზე ორიენტირი განაპირობებს ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადებთან მიმართებით. საგულისხმოა, რომ კანონი არ ითვალისწინებს დანერგვის ეტაპებს, სისტემური ცვლილებებიდან გამომდინარე კი, აუცილებელია, როგორც სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი), ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომში - უსდ) სრულყოფილად იყვნენ მომზადებულნი განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების პირობებში ავტორიზაციის პროცესის თანმიმდევრულად და გამართულად განხორციელებისთვის. ზემოაღნიშნული მიმართულებით ცენტრის ინიციატივით განხორციელდა ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების განხილვა, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რა დროსაც, გამოიკვეთა დანერგვის ეტაპის არსებობასთან დაკავშირებული საჭიროებები, კერძოდ, ახალი სტანდარტების შესაბამისად უსდ-ების მომზადებისათვის დროისა და რესურსების საჭიროება, ასევე ახალი სტანდარტებისა და პროცედურების რეალურ გარემოსა და პირობებში გამოცდის (პილოტირების) აუცილებლობა. ამასთან, ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა მომზადების მიზნით აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპის საბჭოსთან და მსოფლიო ბანკთან. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღების მიზანია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებამოსილება მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის ნაწილში. ამ ეტაპზე, რეგულაცია გათვალისწინებულია მხოლოდ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით. ამდენად, საკითხის მოწესრიგება მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზეც, მათ შორის, წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან“ განსხვავებული ვადების დადგენის თვალსაზრისით. ანალოგიურად, საკანონმდებლო დონეზე რეგულირების მიზანს ემსახურება საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება. ამ შემთხვევაშიც, საგანმანათლებლო პროგრამის დამატების საკითხი დარეგულირებულია მხოლოდ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით. კანონპროექტის მიღება განპირობებულია ასევე, საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების შესაძლებლობის გაჩენის ინტერესით. მსგავსი აღიარების შემთხვევაში, უცხოური ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა ჩაითვლება აკრედიტებულად ყველა იმ მიზნისა თუ უფლების რეალიზებისათვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვრცელდება მხოლოდ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ან/და ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: საკანონმდებლო ცვლილებები საშუალებას მისცემს ცენტრსა და უსდ-ებს, განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების პირობებში, მომზადებულნი შეხვდნენ ავტორიზაციისა და ავტორიზაციის პირობების შემოწმების (გეგმიური/არაგეგმიური მონიტორინგის) პროცესს. ამასთან, თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენისათვის დადგენილი მოქნილი პერიოდულობა, რის შესაძლებლობასაც შექმნის ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადები, საშუალებას მისცემს უსდ-ებს, წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით მოემზადონ სავალდებულო თვითშეფასებისათვის. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებები საგანმანათლებლო პროგრამის დამატებას შეძლებენ არა თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის გზით, არამედ ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარმოდგენილი განაცხადით, რაც მათ საშუალებას მისცემთ, საკუთარი რესურსებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, პროგრამის დამატება განახორციელონ ნებისმიერ დროს. ამავდროულად, კანონპროექტი ითვალისწინებს დამატებით ნორმას საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ, რომლის მიზანია, შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის არსებობა, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარსადგენი განაცხადის სპეციალური ფორმის დამტკიცებისა და ამ წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისასგან“ განსხვავებული ვადების დადგენის თვალსაზრისით. ანალოგიურად, კანონპროექტის მიზანია საკანონმდებლო საფუძვლის არსებობა მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ ცენტრში ადმინისტრაციული წარმოების გამართულად განხორციელებისათვის, რაც გულისხმობს, მათ შორის, შესაბამისი წერილობითი განაცხადის ფორმის დამტკიცების უფლებამოსილების არსებობასა და ამ წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისაგან“ განსხვავებული ვადების დადგენას. დღეისათვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზაციის გარეშე მოქმედ სუბიექტებთან და უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციათა მკაფიო და ნათელი ფორმულირება, რაც აბიტურიენტთა შეცდომაში შეყვანისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების წინააღმდეგ ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბდება. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის დახვეწა კანონმდებლობით განსაზღვრული წარმოების ვადისა და ავტორიზაციის საბჭოების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადების ურთიერთმიმართების კონტექსტში. კერძოდ, კანონის თანახმად, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამავდროულად, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არაუმეტეს 60 დღის ვადა. საგულისხმოა, რომ საბჭოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში ამ წარმოებისათვის დადგენილი ვადის არ შეჩერების შემთხვევაში, თითქმის ყოველთვის გართულდება დაწესებულების სასარგებლოდ ხარვეზის გამოსწორების შედარებით ხანგრძლივი ვადის განსაზღვრა (არაუმეტეს 60 დღისა), რადგან აღნიშნული ვადა მოექცევა წარმოების ერთიანი ვადის ფარგლებში (90 კალენდარული დღე). ამდენად, წარმოდგენილი ცვლილებით დაკონკრეტდა, რომ წარმოების ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში. კანონპროექტის მიზანია ასევე, საკანონმდებლო დონეზე გაჩნდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოური ორგანიზაციის აღიარების პროცედურის დადგენის საფუძველი, რომელიც რელევანტური იქნება არამხოლოდ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, არამედ - ზოგადად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებულია ავტორიზაციის 5 წლიანი ვადის 1 წლით გაგრძელება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთა ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011-2015 წლებში. საგულისხმოა, რომ მოქმედი კანონმდებლობით ავტორიზაციის ვადა შეადგენს 6 წელს, შესაბამისად, ამ პრინციპით, არსებული უსდ-ებისათვის ავტორიზაციის ვადის ერთი წლით გახანგრძლივება ლოგიკურ ბმაშია არსებულ რეგულაციებთან. მსგავსი მიდგომა შექმნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელახალი ავტორიზაციის პროცესების თანმიმდევრულად და ეფექტიანად დაგეგმვის შესაძლებლობას. აქვე აღსანიშნავია, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 322 მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებმაც აკრედიტაცია 2011-2012 წლებში გაიარა, ჩაითვალა აკრედიტებულად შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელახალი ავტორიზაციიდან 1 წლის ვადით. ამ ცვლილების მიზანს წარმოადგენდა ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების ლოგიკური კავშირის მიღწევა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაცია განახლებული აკრედიტაციისა და უმაღლესი განათლების დარგობრივი სტანდარტებით. დამატებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პროცედურის გავლა განხორციელდეს საგანამანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის გავლამდე. ამდენად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების განახლებული აკრედიტაციის სტანდარტით შემოწმება უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციას გაივლის ავტორიზაციის განახლებული სტანდარტებით. საგულისხმოა, რომ მხოლოდ ამ დათქმის არსებობის შემთხვევაში, 2019 წლისათვის აკრედიტაციის გავლა უწევს დაახლოებით 1150-მდე საგანმანათლებლო პროგრამას. არსებული რესურსების ოპტიმალური განაწილების ინტერესებიდან გამომდინარე, რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადების განაწილება 2018-2022 წლებზე. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილებით, კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადები დადგინდება მთავრობის განკარგულებით, ხოლო განაწილების კრიტერიუმად კი, განისაზღვრება პროგრამების დაჯგუფება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალით“ (დანართი №4) გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით. მსგავსი განაწილება ემსახურება აკრედიტაციის პროცესის თანმიმდევრულ დაგეგმვას ადამიანური და დროის რესურსების გათვალისწინებით, რაც პროცესის ეფექტიანად და ეფექტურად წარმართვას შეუწყობს ხელს. აქვე აღსანიშნავია, რომ 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადების განაწილება 2018-2022 წლებზე, საშუალებას მისცემს ცენტრს იმგვარად დაგეგმოს აკრედიტაციის პროცესი, რომ 2018 წლიდან 2022 წლამდე, ყოველწლიურად უზრუნველყოს სხვადასხვა წლებში აკრედიტებული დაახლოებით 300-400 პროგრამის ხელახალი აკრედიტაცია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ცვლილება ლოგიკურ კავშირშია ამ ნორმის მოქმედი რედაქციის მიზანთან, ავსებს ნორმის მოქმედ რედაქციაში არსებულ ხარვეზს (მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს დათქმას ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ) და ამავდროულად, აუმჯობესებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მდგომარეობასაც, რადგან საშუალებას აძლევს მათ, ორგანიზებულად მიმართონ საკუთარი რესურსები პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ და, „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს” მიმართულებების მიხედვით, თანმიმდევრულად მოემზადონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ხელახალი აკრედიტაციის პროცესისათვის. ამასთან, ცენტრი უსდ-ების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების (გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგი) მიზნით, გარდა ავტორიზაციის პროცედურისა, ასევე ახორციელებს ავტორიზაციის პირობების შემოწმებას. გამომდინარე იქიდან, რომ ავტორიზებულ უსდ-ებს სჭირდებათ დრო ახალ სტანდარტებზე გადასასვლელად, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, დაწესდება გარდამავალი პერიოდი 2018 წლის 1 იანვრამდე, რა დროსაც უსდ-ები შემოწმდნენ იმ პირობებისა და სტანდარტების მიხედვით, რომლითაც მათ მიენიჭათ ავტორიზაცია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, რელევანტური იქნება 2016 წლის 01 სექტემბრამდე მოქმედი ავტორიზაციის სტანდარტები. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზაციის გარეშე მოქმედ სუბიექტებთან და უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებით საკითხები რეგულირდება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით“, თუმცა ამ ნორმათა ფორმულირების ხარვეზებიდან გამომდინარე, ისინი ფაქტობრივად, „მკვდარ ნორმებად“ ჩამოყალიბდა. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზაციას არ ექვემდებარება სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ცხადი გახდა, რომ დათქმა „(...) რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა“ - სრულყოფილად ვერ ფარავს საკითხს. ეს მოცემულობა საშუალებას აძლევს სხვადასხვა სუბიექტს, ღიად გაუწიონ პროპაგანდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღებას და შეცდომაში შეიყვანონ აბიტურიენტები. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მხედველობაშია მისაღები ის რეპუტაციული რისკიც, რაც საქართველოში მიღებული განათლების საერთაშორისო დონეზე აღიარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს წარმოშობს. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ცხადი გახდა, რომ საკითხის ეფექტიანი მოწესრიგებისათვის, მიზანშეწონილია, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში უფრო დეტალურად გაიწეროს საგანმანათლებლო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებიც არ ექვემდებარება ავტორიზაციას. გარდა ამისა, ცვლილების თანახმად, თვითშეფასების ანგარიშთან მიმართებით, კანონმდებლობა აღარ გაითვალისწინებს უსდ-ების მხრიდან ცენტრში თვითშეფასების ყოველწლიურად წარდგენის ვალდებულებას. თვითშეფასების წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით, რაც რეალური შედეგების შეფასებაზე ორიენტაციის გათვალისწინებით უზრუნველყოფს პროცესის მეტ მოქნილობას, ხოლო უსდ-ებს საშუალებას მისცემს, წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით მოემზადონ სავალდებულო თვითშეფასებისათვის. დამატებით აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებები საგანმანათლებლო პროგრამის დამატებას შეძლებენ არა თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით, არამედ ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადით. შესაბამისად, აღარ იარსებებს „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში“ (დანართი №1) ხშირი ცვლილებების საჭიროება ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ძირითადი და დამატებითი ვადების დადგენასთან დაკავშირებით. ამასთან, უსდ-ებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი რესურსებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, პროგრამის დამატების მიზნით ნებისმიერ დროს წარადგინონ ცენტრში შესაბამისი განაცხადი. საგულისხმოა, რომ საკითხის სრულყოფილად მოწესრიგების მიზნით, კანონპროექტით გათვალისწინებულია კანონის მე-16 მუხლის შემდგომ 161 და 162 მუხლების დამატება. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს ცალკე ნორმას საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ, რომლის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები. მითითებული განაცხადის ფორმა დამტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით და მასში გათვალისწინებული იქნება წარმოების სპეფიციკის შესაბამისად, დაწესებულების რესურსების გადამოწმებისათვის საჭირო ყველა ინდიკატორი. ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით, ხოლო წარმოების ვადა, კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება ცენტრში შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღით, რაც არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი წარმოებისათვის გონივრულ ვადას წარმოადგენს. რაც შეეხება 162 მუხლს, იგი ითვალისწინებს რეგულაციას მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადით მიმართოს ცენტრს. ამ განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, შესაბამისად მასში გათვალისწინებული იქნება წარმოების სპეფიციკის შესაბამისად, დაწესებულების რესურსების გადამოწმებისათვის საჭირო ყველა ინდიკატორი. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით, ხოლო წარმოების ვადა, კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება ცენტრში შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღით, რაც არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი წარმოებისათვის გონივრულ ვადას წარმოადგენს. კანონპროექტით გათვალისწინებული შემდეგი ცვლილებით - მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის დამატებით, საკანონმდებლო დონეზე გაჩნდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების შესაძლებლობა არამხოლოდ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, არამედ - ზოგადად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში. მსგავსი მიდგომის პირობებში კი, აზრს მოკლებულია კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის არსებობა. საგულისხმოა, რომ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი უკვე ითვალისწინებს მსგავსი ზოგადი სახის დათქმას სახელმწიფო სასწავლო გრანტის და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის ნაწილში, კერძოდ, „სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ.“ შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონის ნორმათა ლოგიკურ შესაბამისობაში მოყვანა. მოქმედი რეგულაციისაგან განსხვავებით, რომლის თანახმად, ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ორგანიზაციის მიერ პროგრამის აკრედიტაცია წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის გაცემის საფუძველს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებით უცხოური ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა სრულად გაუთანაბრდება საქართველოს კანონმდებლობით აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის უფლებრივ სტატუსს. შესაბამისად, უცხოური ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა ჩაითვლება აკრედიტებულად ყველა იმ მიზნისა თუ უფლების რეალიზებისათვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვრცელდება მხოლოდ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ან/და ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს 2011-2015 წლებში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის გაგრძელებას 1 წლით, ხოლო 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადების განაწილებას 2018-2022 წლებზე, აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ცენტრის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საგულისხმოა, რომ ხელახალი ავტორიზაციის გავლა, ისევე როგორც პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება აკრედიტაციის გზით, დამოკიდებულია დაწესებულების სურვილზე განაგრძოს საგანმანათლებლო საქმიანობა და განახორციელოს კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტებულ რეჟიმში. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებითა (შემდგომში - ავტორიზაციის დებულება) და „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით (შემდგომში - აკრედიტაციის დებულება) გათვალისწინებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საფასურების გადახედვის კუთხით, რაც ასევე იქონიებს გავლენას ცენტრის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და შესაძლებელია, შეასრულოს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგებისათვის, ერთგვარი, დამაბალანსირებელი მექანიზმის ფუნქციაც. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები - 2011-2015 წლებში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის გაგრძელება 1 წლით, ხოლო 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადების განაწილება 2018-2022 წლებზე, ემსახურება, მათ შორის, ცენტრში არსებული რესურსების ოპტიმალური განაწილების ინტერესებს, ამდენად, კანონპროექტით გათვალისწინებულმა ცვლილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ცენტრის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის გადავადების პერიოდში ცენტრის რესურსი მოხმარდება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პირობების შემოწმებას გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის გზით, რაც „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და ავტორიზაციის/აკრედიტაციის დებულებიდან გამომდინარე ცენტრის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს 2011-2015 წლებში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის გაგრძელებას 1 წლით, ხოლო 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადების განაწილებას 2018-2022 წლებზე, აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება (უსდ-ები). საგულისხმოა, რომ ხელახალი ავტორიზაციის გავლა, ისევე როგორც პროგრამების დამოკიდებულია განხორციელების უფლების მოპოვება აკრედიტაციის გზით, დაწესებულების სურვილზე განაგრძოს საგანმანათლებლო საქმიანობა და განახორციელოს კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტებულ რეჟიმში, ამდენად ფინანსური შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 8. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებები 1. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებებია (შემდგომში – სტატუსის მაძიებელი): ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი. 11. ტექნოლოგიური ინსტიტუტი ავტორიზაციას მოიპოვებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სტატუსის მაძიებელმა საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს: ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას; ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას; გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას; დ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას; ე) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას; მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო ე1) საგანმანათლებლო პროგრამას; ვ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას; ზ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას; თ) სხვა საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის განხორციელებისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო აკრედიტაცია, ასევე იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთაც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. 3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში აისახა თვითშეფასების ანგარიშში. 4. ავტორიზაციას არ ექვემდებარება: ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა; ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული მომზადების სფეროში. 5. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, უფლებამოსილი არ არის, მოიპოვოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დამატებითი სტატუსის მოპოვების გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო. 6. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი. მუხლი 15. ავტორიზაციის პირობების შემოწმება და ავტორიზაციის გაუქმება 1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. 2. ავტორიზაციის პირობები მოწმდება ყოველწლიურად ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით. 3. ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღონ გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით. 4. ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. მუხლი 17. აკრედიტაციის მიზანი და შინაარსი 1. აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. 2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. 3. რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურისა, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. 4. ტექნოლოგიური ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციას გადის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. იმ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლისთვისაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 6. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად განხორციელებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შესაძლებელია განახორციელოს ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. მუხლი 19. აკრედიტაციის ჩატარება 1. აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი. 2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. მუხლი 23. აკრედიტაციის პირობების შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმება 1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება. 2. აკრედიტაციის პირობები მოწმდება ყოველწლიურად ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით. 3. აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არღვევს აკრედიტაციის პირობებს. 4. აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. მუხლი 322. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებმაც აკრედიტაცია 20112012 წლებში გაიარა, ჩაითვალოს აკრედიტებულად შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელახალი ავტორიზაციიდან 1 წლის ვადით.