„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.05.2017
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/70/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-22
ბიუროს ნომერი 59

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 1921 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება და/ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის გამოყენება შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე – ისჯება ჯარიმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: დღეისათვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზაციის გარეშე მოქმედ სუბიექტებთან და უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციათა მკაფიო და ნათელი ფორმულირება, რაც აბიტურიენტთა შეცდომაში შეყვანისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების წინააღმდეგ ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბდება. კანონპროექტის მიღება განპირობებულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებით, რომლითაც უფრო დეტალურად განისაზღვრა ის საგანმანათლებლო საქმიანობები, რომელთა განსახორციელებლად არ არის საჭირო ავტორიზაცია, შესაბამისად, ცვლილებას დაექვემდებარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1921 მუხლი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, შეიზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება იმ პირთა მიერ (მათ შორის, ფილიალის/წარმომადგენლობის მეშვეობით), რომელიც არ იქნება შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზაციის გარეშე მოქმედ სუბიექტებთან და უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებით საკითხები რეგულირდება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით“, თუმცა ამ ნორმათა ფორმულირების ხარვეზებიდან გამომდინარე, ისინი ფაქტობრივად, „მკვდარ ნორმებად“ ჩამოყალიბდა. ეს მოცემულობა საშუალებას აძლევს სხვადასხვა სუბიექტს, ღიად გაუწიონ პროპაგანდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიაზე უმაღლესი განათლების მიღებას და შეცდომაში შეიყვანონ აბიტურიენტები. პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მხედველობაშია მისაღები ის რეპუტაციული რისკიც, რაც საქართველოში მიღებული განათლების საერთაშორისო დონეზე აღიარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს წარმოშობს. არსებული რეალობის გათვალისწინებით, ცხადი გახდა, რომ საკითხის ეფექტიანი მოწესრიგებისათვის, მიზანშეწონილია, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში უფრო დეტალურად გაიწეროს საგანმანათლებლო საქმიანობის ჩამონათვალი, რომლებიც არ ექვემდებარება ავტორიზაციას, ხოლო პარალელურად „სისხლის სამართლის კოდექსში“ გაჩნდეს უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის სწორი ფორმულირება, რაც არაავტორიზებულ რეჟიმში - უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის პრევენციის ეფექტურ მექანიზმად ჩამოყალიბდება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა მოახდინოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ პირთა დაჯარიმების თვალსაზრისით, რომლებიც კანონის ძალაში შესვლის შემდეგ განახორციელებენ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ, დაჯარიმების თვალსაზრისით, შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომლებიც კანონის ძალაში შესვლის შემდეგ განახორციელებენ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის სახით ითვალისწინებს არამხოლოდ ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე, არამედ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებასაც. შესაბამისად, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მსგავსი საქმიანობები ასევე დაექვემდებარება ჯარიმით დასჯას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს. და მრავალმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1921. უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა 1. შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის გამოყენება ავტორიზაციის გარეშე, – ისჯება ჯარიმით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. შენიშვნა : ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.