„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.05.2017
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/70/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-22
ბიუროს ნომერი 59

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 491 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იმ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლისთვისაც ამ კანონით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”; ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს მოქალაქეები ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სხვა პირთა ჩარიცხვა ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი განმახორციელებელი დაწესებულებების წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“; 2. 50-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 501 მუხლი: „მუხლი 501. ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება სხვა კვალიფიკაციის მიზნებისათვის 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, აღიაროს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები აკადემიური უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისათვის. 2. აღიარებას ექვემდებარება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კრედიტების აღიარების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან პირის მიერ უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ. 4. შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად. 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად. 6. კრედიტების აღიარება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით. 7. შესაბამისი კრედიტების აღიარების წესი მობილობისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში წესრიგდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“; 3. 63-ე მუხლის 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი: „13. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. აღიარება ხორციელდება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია საკანონმდებლო დონეზე უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის ინტერესით. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების შესაძლებლობის გაჩენა, რა შემთხვევაშიც უცხოური ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა ჩაითვლება აკრედიტებულად ყველა იმ მიზნისა თუ უფლების რეალიზებისათვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვრცელდება მხოლოდ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ან/და ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე. საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცესთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობის ინტერესიდან გამომდინარეობს ასევე, საკანონმდებლო დონეზე პირის მიერ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უკვე მიღწეული სწავლის შედეგების აკადემიური უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აღიარების შესაძლებლობის გაჩენა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდეს რეგულაციას უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის ეროვნულ დონეზე აღიარების საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე გაჩნდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოური ორგანიზაციის აღიარების პროცედურის დადგენის საფუძველი, რომელიც რელევანტური იქნება ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვის წინაპირობის დაზუსტება, რასაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცვის აუცილებლობა წარმოადგენს. კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ასევე, უმაღლესი განათლების საერთაშორისო სივრცესთან დაახლოების ხელშეწყობა, რაც მიიღწევა პირის მიერ უკვე მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების შესაძლებლობის გაჩენის გზით და გულისხმობს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღებული კრედიტების აღიარების შესაძლებლობას აკადემიური უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის გზით შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: მოქმედი რეგულაციებისაგან განსხვავებით, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების თანახმად, არამხოლოდ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად განხორციელებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, არამედ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. აღიარება ხორციელდება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. შესაბამისად, აკრედიტაციის დებულება გაითვალისწინებს უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულ და დეტალურ რეგულაციას. ამდენად, მსგავსი ზოგადი რეგულაციის პირობებში, აზრს მოკლებულია კანონის 491 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების არსებობა. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი უკვე ითვალისწინებს მსგავსი ზოგადი სახის დათქმას სახელმწიფო სასწავლო გრანტის და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის ნაწილში, კერძოდ, „სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი დაწესებულების (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა) იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ.“ შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „განათლების ხარისხის განვითარების“ შესახებ კანონის რეგულაციათა ლოგიკურ შესაბამისობაში მოყვანა. მოქმედი რეგულაციისაგან განსხვავებით, რომლის თანახმად, ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ორგანიზაციის მიერ პროგრამის აკრედიტაცია წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის გაცემის საფუძველს, დაგეგმილი ცვლილებით უცხოური ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა სრულად გაუთანაბრდება საქართველოს კანონმდებლობით აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის უფლებრივ სტატუსს - უცხოური ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა ჩაითვლება აკრედიტებულად ყველა იმ მიზნისა თუ უფლების რეალიზებისათვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვრცელდება მხოლოდ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ან/და ამ პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგულისხმოა, რომ დღეს მოქმედი ჩანაწერი უშვებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტის სტატუსის მოპოვების ალტერნატიულ შესაძლებლობას, რაც ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლის მექანიზმად ჩამოყალიბების რეალურ საშიშროებას ქმნის და მხოლოდ ნეგატიურად აისახება ამ პროგრამების ხარისხზე. ამდენად, ინტერნაციონალიზაციის ინტერესის გათვალისწინებით, კანონპროექტი უშვებს უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვას ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამაზე შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი განმახორციელებელი დაწესებულებების წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ ერთერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო საქართველოს მოქალაქეებისათვის ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხვის აუციელებელ წინაპირობას. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება შეეხება აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღებული კრედიტების აღიარების შესაძლებლობას აკადემიური უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის გზით შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისათვის. საგულისხოა, რომ უკვე მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება, ამ დრომდე, შესაძლებელია მხოლოდ მობილობის ან უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში. ამასთან, აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის, მაგალითად, ბაკალავრიატის ფარგლებში პირის მიერ უკვე მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების მექანიზმი სხვა საბაკალავრო პროგრამის დაძლევის მიზნებისათვის საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს. მსგავსი მექანიზმის არარსებობა აფერხებს უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულებების წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევის პროცესს, ეროვნულ დონეზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სწავლასა და სწავლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ერთიანი გაგების არსებობასა და ამით კვალიფიკაციების აღიარების გაუმჯობესებას. საგულისხმოა ისიც, რომ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების ESG (2016) მიხედვით, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების/სწავლის პერიოდის/წინმსწრები განათლების აღიარება სასწავლო პროცესში სტუდენტების პროგრესიის უზრუნველყოფის არსებითი კომპონენტია. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას ვეღარ შეძლებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით, შესაბამისად, მსგავსს პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში, მათთვის სავალდებულო იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასურის გადახდა, რაც გათვალისწინებულია „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვას ვეღარ შეძლებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით, შესაბამისად, მსგავსს პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში, მათთვის სავალდებულო იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასურის გადახდა, რაც გათვალისწინებულია „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის გადასახდელი ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო დ.ა) ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 491. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები 1. ამ კანონის 471–49-ე მუხლებით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები საკუთარი რესურსების კონსოლიდაციისა და ოპტიმალური განაწილების, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების, რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიძლება ერთობლივად განახორციელოს საქართველოს რამდენიმე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ . ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების წესს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთობლივად ადგენენ. 2. ამ კანონის 471–49-ე მუხლებით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება ერთობლივად განახორციელონ საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ/დაწესებულებებმა და დამოუკიდებელმა სამეცნიერო კვლევითმა ერთეულმა/ერთეულებმა ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამეცნიერო კვლევითმა დაწესებულებამ ან/და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამეცნიერო კვლევითმა დაწესებულებამ. 3. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი და განხორციელების ფორმები. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტი უნდა შეთანხმდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან. 4. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთობლივი აკადემიური ხარისხის მინიჭება ხორციელდება მისი განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ, რაც განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით. იმ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, 5. რომლისთვისაც ამ კანონით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, დასაშვებია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 6. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად განხორციელებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. 7. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად განხორციელებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ან/და უცხოური ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაციის აღიარება ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. 8. სტუდენტი ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი განმახორციელებელი დაწესებულებების წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ - ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 9. სტუდენტი, რომელიც ჩარიცხულია საქართველოს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეთვლება მისთვის დადგენილ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში. მუხლი 63. აკრედიტაციის შინაარსი 1. აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის გზით განათლების ხარისხის ასამაღლებლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. 11. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები. 12. ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები. 2. აკრედიტაციის სტანდარტებია: ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა; ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა; გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა; დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა; ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები. 3. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია. 4. რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის, გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამისა, განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. 5. აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 6. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების მისი ფუნქციური აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. 7. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აკონტროლებს აკრედიტაციის პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მიმართოს აკრედიტაციის საბჭოს აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით. 8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, უფლება აქვთ, ხარისხის კონტროლის მიზნით ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის შეფასებები შესაძლებელია განიხილოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მსვლელობისას.