„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2017
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/80/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2871 მუხლი: „2871 მუხლი. სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა 1. სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე.“. 2. 299-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 299. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე 1. წიაღით (გარდა, მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ან წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,– ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ქონების ჩამორთმევით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ქონების ჩამორთმევით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი წარმოადგენს თანმდევ კანონპროექტს რომელიც სამართალდარღვევათა გამომდინარეობს კოდექსში შესატანი საქართველოს ცვლილებიდან. ადმინისტრაციულ კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1283 მუხლის მე-3 ნაწილის სანქციიდან ხდება მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის კონფისკაციის ჩანაწერის ამოღება, ამგვარი ქმედების სისხლის სამართლებრივ ქმედებად დაკვალიფიცირების მიზნით. აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების რიცხვმა, რომელთა ფუნქციონირების ერთადერთი მიზანია არალეგალურად/უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავება. საშუალოდ ერთ უკანონო სახერხს მინიმუმ 10 მ3 უკანონო ხე-ტყის გადამუშავება შეუძლია, რაც სამცხე-ჯავახეთი რეგიონის მაგალითზე საშუალოდ უტოლდება 30-40 ერთეულ ზეზემდგომ ხეს. დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები განსაკუთრებით მნიშნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. ამგვარად, როგორც აღნიშნული მდგომარეობა გვიჩვენებს მოქმედი კანონმდებლობა ვერ ქმნის შემაკავებელ ეფექტს კანონდამრღვევთათვის. შესაბამისად წარმოდგენილი პროექტით კოდექსს ემატება 2871 მუხლი. ამასთან, კანონპროექტი მომზადების მიზეზს ასევე წარმოადგენს წიაღის, როგორც სახელმწიფო საკუთრების, უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის გამკაცრება, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა ვერ ქმნის შემაკავებელ ეფექტს კანონდამრღვევთათვის, რომ არაფერი ითქვას ადმინისტრაციული სახდელის ზოგადი და კერძო პრევენციული დანიშნულების პრინციპის ხელყოფაზე. ასევე, საჭიროა მოხდეს კოდექსის 299-ე მუხლის სათაურის სწორი ფორმულირება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გარემოსთვის ზიანის მიმყენებელ უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრება. ამასთან, კანონპროექტის მიზანია ადეკვატური და ზომიერი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც ხელს შეუწყობს, სახელმწიფო საკუთრების დაცვას, გარემოს მდგრად განვითარებას, კანონმდებლობის დაცვას, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემას, აგრეთვე როგორც თვით დამნაშავის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას, რაც გამომდინარეობს გარემოსა და კანონმდებლობის გამკაცრებით. ბუნებრივი ამგვარად, რესურსებით აუცილებელია სარგებლობის სისხლის სფეროში სამართლებრივ დანაშაულად დაკვალიფიცირდეს ისეთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა როგორიცაა სახერხ საამქროს მოწყობა სათანადო რეგისტრაციის გარეშე, ასევე, უნდა გაიზარდოს სასჯელი 299-ე მუხლთან დაკავშირებით რათა მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პირველად ჩადენილი ისეთი დანაშაულისათვის როგორიცაა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა დანაშაულისათვის უნდა განისაზღვროს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე და ამგვარად კოდექსს ემატება 2871 მუხლი ხოლო რაც შეეხება 299-ე მუხლს, მისი დარღვევისათვის უნდა განისაზღვროს ჯარიმა ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა და ასევე უნდა განხორციელდეს ქონების (დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების) ჩამორთმევა, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ქონების (დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების) ჩამორთმევით. ამასთან, კოდექსს ემატება 2871 მუხლი. სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა და ასევე ხდება კოდექსის 299-ე მუხლის სათაურის/დისპოზიციის დაზუსტება და მუხლის ტექნიკური/ტერმინოლიგიური დახვეწა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება და დამატება შედის შემდეგ მუხლებში:  კოდექსს ემატება 2871 მუხლი სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა რომლის პირველი ნაწილით განისაზღვრება სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის წარმოდგენილი იქნება სასჯელის სახით ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან ორ წლამდე. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით ამგვარი ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ გადაცდომას და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1283 მუხლის მე-3 ნაწილით. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სანქცია ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას, გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან. ვინაიდან სახერხ-საამქროს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის საკმაოდ მნიშვნელოვან დარღვევას და დანაშაულის იარაღი წარმოადგენს კანონსწანააღმდეგო ქმედებების ხელისშემწობ ნივთს, რისი მეშვეობითაც ხდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში უკანონო საქმიანობის განხორციელება, საჭიროა აღნიშნული დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.  299-ე მუხლის მოქმედი რედაქციის მიხედვით წიაღით უკანონო სარგებლობისთვის პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წიაღით უკანონოდ სარგებლობისათვის დამდგარი ზიანი შეადგენს მნიშვნელოვან ზიანს და ასევე ეს მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გარდა, მოქმედი რედაქციით არსებული ქმედებისათვის, ასევე დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც წიაღით უკანონოდ მოსარგებლე დაჯარიმდება ადმინისტრაციული წესით ამ ქმედებისათვის და იგი განმეორებით ჩაიდენს იგივე ქმედებას ან ამავე ქმედებისათვის იქნება ნასამართლევი. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, გარდა მნიშვნელოვანი ზიანისა, წარმოადგენს ადმინისტრაციულ გადაცდომას და პასუხისმგებლობა განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით და ამ მუხლის დარვევისათვის საჯარიმო სანქცია განსაზღვრულია ათასიდან ათას ხუთას ლარამდე. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სანქცია ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას, გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან. მაგალითის სახით შესაძლებელია განხილულ იქნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც არის უამრავი ფაქტი მდინარის კალაპოტიდან ან ნაპირებიდან დიდი ოდენობითი ინერტული დაკავშირებით. მასალის მითითებულ (ქვიშა-ხრეშის) ტერიტორიაზე ლიცენზიის საქართველოს გარეშე გარემოსა მოპოვებასთან და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო - დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სამართალდარღვევის ფაქტი. აღსანიშნავია, ამასთან, გამოვლენილია რომ დიდი რაოდენობითი აღნიშნულ ტერიტორიაზე სამწუხაროდ დამკვიდრდა მეტად სახიფათო პრეცედენტი - ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობა. სტატისტიკურად ფიქსირდება მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია რომლებიც ხსენებულ ტერიტორიაზე ახორციელებენ წიაღით უკანონო სარგებლობას. მათ მიერ წლების განმავლობაში, ყოველწლიურად ჩადენილია ათეულობით სამართალდარღვევის ფაქტი. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ რიგი პირებისათვის აღნიშნული უკანონო ქმედება იქცა ყოველდღიურ საქმიანობად და შემოსავლის მიღების არალეგალურ საშუალებად. აღსანიშნავია, რომ ხსენებული პიროვნებების მიმართ გატარებულია დღევანდელი კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები და ჩადენილი ქმედებისათვის მოქალაქეები დაჯარიმებულნი არიან 1000 - 1500 ლარით, თუმცა სახდელის (ჯარიმის) მხოლოდ ეს ფორმა ვერ იძლევა კანონდარღვევისათვის შემაკავებელ ეფექტს, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ზემოთაღნიშნული მოქალაქეები არ იხდიან ჯარიმას ნებაყოფლობით და ასევე სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ ახორციელებს იძულებით აღსრულებას შეფარდებული ჯარიმის, ვინაიდან მათ საკუთრებაში არანაირი ქონება არ ირიცხება. გამომდინარე აღნიშნულიდან ამგვარი სახის საქმეები იქცევა აღუსრულებელი კატეგორიის საქმეებად, ხოლო სამართალდამრღვევებს ეძლევათ სტიმული კვლავ განაგრძონ უკანონო წიაღით სარგებლობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „1. საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ თუ ფარულად ხელყოფს წიაღზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას, ასეთი გარიგება კი ბათილია. მიწაზე საკუთრების უფლება არ ნიშნავს და არ იძლევა წიაღზე საკუთრების უფლებას.“, ასევე ამავე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს წიაღით სარგებლობის ფორმას - 3. საქართველოში წიაღით სარგებლობა ფასიანია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ზემოხსენებული გადაცდომისათვის გამკაცრდეს კანონის მოთხოვნა და აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გატარდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამომდინარე იქიდან, რომ სახეზე გვაქვს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, რაც გამომდინარეობს სახელმწიფო საკუთრების ისეთ მნიშვნელოვან ბუნებრივ ან ტექნოგენურად წარმოქმნილ რესურსთან როგორიცაა საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებულ წიაღთან, რომელიც საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს. ასევე, აღსანიშნავია, რომ წიაღი არაგანახლებადი რესურსია და წარმოიქმნება მილიონობით წლის განმავლობაში დედამიწის გეოლოგიური ციკლის შედეგად. ამგვარად, საჭიროა წიღისეულის დაცვისა და მართვის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით მდგრადი არიან და სარგებელს მოუტანენ მომავალ თაობებს. შესაბამისად, არაერთგზის უკანონოდ წიაღით სარგებლობა უნდა შეფასდეს ინკრიმინირებულ ქმედებად რათა მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მიზნის სათანადო აღსრულება როგორიცაა დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. ასევე, აღსანიშნავია რომ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემდგომ ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ გავრცელდება მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების შემთხვევაზე. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ასევე დადგება წიაღით (მათ შორის მიწისქვეშა მტკნარი წყლით) სათანადო ლიცენზიის გარეშე მოპოვებისას თუ გარემოზე მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანია. ამგვარად, აუცილებელია გაიზარდოს სასჯელი რათა მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია და შესაბამისად, პირველად ჩადენილი დანაშაულისათვის განისაზღვროს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა და ასევე ქონების (დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების) ჩამორთმევა ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ქონების (დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების) ჩამორთმევით. ამასთან, ხდება კოდექსის 299-ე მუხლის სათაურის/დისპოზიციის დაზუსტება და მუხლის ტექნიკური/ტერმინოლიგიური დახვეწა რათა შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებულ ტერმინოლოგიასთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ მუხლის სანქციით პროექტის მიხედვით პირდაპირ განისაზღვრა ქონების (დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების) უპირობო ჩამორთმევა. ამასთან, კოდექსის ახალი 2871 მუხლის შესაბამისად, ასევე სასჯელის სახით შემოდის ჯარიმა, რაც ასევე მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა მისი წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, გამომდინარე იქედან, რომ 2871 მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. სასამართლოს მიერ შესაბამისი სასჯელის გამოყენების შემთხვევაში, თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებულის ხარჯები დაეკისრება სახელმწიფოს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას იქონიებს იმ პირთა მიმართ რომლებსაც წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისთვის დაეკისრათ პასუხისმგებლობა კოდექსის 299-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რის გამოც სასჯელი განისაზღვრება ჯარიმით ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით და ასევე ქონების (დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების) ჩამორთმევით ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ქონების (დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების) ჩამორთმევით. ამასთან, 2871 მუხლი, ასევე ითვალისწინებს სასჯელის სახით ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას, რაც ასევე შესაძლოა გავლენად ჩაითვალოს პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის ან მოსაკრებლის შემოღებას. ამასთან, სხვა სახის გადასახდელის სახით შემოდის 2871 მუხლით გათვალისწინებული სასჯელის სახე ჯარიმა, რომელის ოდენობასაც კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს შესაბამისი საქმის განმხილვევლი სასამართლო. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროეტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრვ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარჩენების მართვის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება. მუხლი 299. წიაღით უკანონოდ სარგებლობა 1. წიაღით უკანონოდ სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,– ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. წარმოდგენილი