„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
ნარჩენების
მართვის
კოდექსში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.47-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 31-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ქმედება ჩადენილი
განმეორებითი გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაორმაგებას.“;
ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს
აქვთ ამ კოდექსის 31-36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეების
განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.".
2. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:
,,10. სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს
,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების
წესის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი ამ კოდექსის მე-10 მუხლის პირველი
ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
გ ა ნ მ ა რ ტ ე ბ ი თ ი ბ ა რ ა თ ი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
მომზადებული
იქნა
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მიზნად
ისახავს პრაქტიკის შედეგად გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების გასწორებას
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში კონტროლის მიმართულებით.
აღნიშნული კანონის პროექტი მოიცავს, როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სფეროში კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ასევე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ ბირთვული
და
შესაბამისად,
უსაფრთხოების
რადიაციული
„საქართველოს
სააგენტოს
ადმინისტრაციულ
საქმიანობის
ფარგლებს,
სამართალდარღვევათა
კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე მომზადდა
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი,
რომელიც
მიზნად
ისახავს
ნარჩენების
მართვის
სფეროში
კონტროლის
კუთხით
წარმოქმნილი ხარვეზის აღმოფხვრას და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
დაწესებულებების
უფლებამოსილი
თანამშრომლებისათვის ყველა იმ მუხლზე, რომელზეც ევალებათ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლების მინიჭებას. გარდა ამისა,
კანონის პროექტის მიზანს წარმოადგენს რედაქციული სახის ცვლილების განხორციელება,
ტექნიკურ/ტერმინოლიგიური დახვეწის მიზნით. ამასთან, პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი
პარკების მოხმარების შემცირების მიზნით აუცილებელია დადგინდეს შესაბამისი ტექნიკური
პარამეტრები/მოთხოვნები.
ამდენად,
კოდექსში
გაჩნდება
შესაბამისი
ტექნიკური
რეგლამენტის მიღებისათვის საჭირო საკანონმდებლო საფუძველი.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების სრულყოფილი
და ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად, კოდექსის ყველა იმ მუხლზე რომელზეც
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში
შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს ევალებათ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, მოახდინონ სამართლებრივი პასუხისმგებლობის
დადგენა და ასევე, რედაქციულად გასწორდეს 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამასთან,
“ტექნიკური რეგლამენტის - პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების
წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების მისაღებად გაჩნდეს
შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება და დამატება შედის შემდეგ მუხლებში:
47-ე მუხლის მე-2 ნაწილი ზუსტდება და შედის რედაქციული სახის ცვლილება,
ტექნიკურ/ტერმინოლიგიური დახვეწის კუთხით;
47-ე მუხლის მე-10 ნაწილის მოქმედი რედაქციის მიხედვით საქართველოს გარემოსა
და
ბუნებრივი
დაწესებულებების
რესურსების
დაცვის
უფლებამოსილ
ადმინისტრაციულ
სამინისტროს
თანამშრომლებს
სამართალდარღვევათა
სისტემაში
აქვთ
უფლება
საქმეების
შემავალი
ყველა
განხილვისა
იმ
და
ადმინისტრაციული სახდელების დადების, რომელთან დაკავშირებითაც ადგენენ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, გარდა კოდექსის 31-ე
მუხლის მე-3 ნაწილისა. მუხლის ამ ნაწილით პასუხისმგებლობა განისაზღვრება
მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა პირმა მოახდინა 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით
გარემოს
დანაგვიანება
უშუალოდ
ავტოსატრანსპორტო
საშუალებიდან.
წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად ამ კონკრეტული დარღვევის შემთხვევაში
სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს
ეძლევათ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
საქმეების
განხილვისა
და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება.
49-ე მუხლს, სადაც მოცემულია ამ კოდექსის საფუძველზე მისაღები და გამოსაცემი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალი, ემატება “ტექნიკური
რეგლამენტის - პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის
დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილება. ნარჩენების მართვის
კოდექსი ითვალისწინებს ამ კოდექსის ამოცანათა შესასრულებლად (მოცემულ
შემთხვევაში პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების მოხმარების შემცირება)
გარკვეული პროდუქტის ბაზარზე განთავსების შეზღუდვის ან აკრძალვის
შესაძლებლობას. შესაბამისად,
პირველყოვლისა, აუცილებელია დადგინდეს
პლასტიკის და ბიოდეგრადირებად პარკებთან დაკავშირებული ტექნიკური
მოთხოვნები. ტექნიკური რეგლამენტის მისაღებად, კი საჭიროა შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლის არსებობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის
მიღება
არ
მოითხოვს
ბიუჯეტიდან
დამატებითი
სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე)
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ფინანსური
შედეგები
იმ
პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან.
კანონპროეტის
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრვ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
ნარჩენების მართვის კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება.
მუხლი 47. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება
1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის
წარმოება
და სანქციის
შეფარდება ხორციელდება
ამ
კოდექსითა და საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესებით.
2. ამ კოდექსის 31-ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის ოდენობის
გაორმაგებას.
3. ამ კოდექსის 31-ე–35-ე და 37-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის
ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის)
ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი
ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენა გამოიწვევს შესაბამისი ჯარიმის
ოდენობის გაორმაგებას, ხოლო აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენა – შესაბამისი ჯარიმის ოდენობის გაოთხმაგებას.
4. სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და
ნებართვების
შესახებ“
საქართველოს
კანონითა და საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესები.
5. ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდამრღვევს
არ ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით
ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2
ნაწილითა და 37-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის
შემთხვევაში
სამართალდამრღვევს
დაბინძურებული/დანაგვიანებული
ტერიტორიის
ასევე
ეკისრება
დასუფთავების
ნარჩენებით
ვალდებულება.
ამ
ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული ტერიტორიის
დასუფთავებას
აღმასრულებელი
მუნიციპალიტეტის
ორგანოს
მიერ
აღმასრულებელი
ორგანო
უფლებამოსილი
პირი
ან
მუნიციპალიტეტის
უზრუნველყოფს,
ხოლო
დასუფთავების ხარჯები სამართალდამრღვევს ეკისრება.
6. ამ კოდექსის 31-ე–36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44ე–46-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენენ სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი
თანამშრომლები.
7. ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე და 38-ე
მუხლებითა და მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი
ორგანოს
თანამშრომლები,
თუ
სამართალდარღვევა
სატრანსპორტო
საშუალების გამოყენებით იქნება ჩადენილი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს)
აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტს.
8. ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე
მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი
ორგანო
ან
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი
ორგანოს
მიერ
უფლებამოსილი პირი.
9. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 31-ე–46-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
10.
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
დაწესებულებების
უფლებამოსილ
თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4–მე-9 ნაწილებით, 32ე–36-ე და 39-ე–42-ე მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 44-ე–46-ე მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.
11.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
უფლებამოსილი
ორგანოს
თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 31-ე–34-ე მუხლებით, 36-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე
და
38-ე
მუხლებითა
და
მე-40
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული
სახდელების დადების უფლება, თუ სამართალდარღვევა სატრანსპორტო საშუალების
გამოყენებით იქნება ჩადენილი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს უფლებამოსილი პირი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) აღნიშნული
სამართალდარღვევის ფაქტს.
12.
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი
ორგანოს
ან
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილ პირს აქვს ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით,
36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა
და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.
13. ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის
შემთხვევაში,
თუ
სამართალდარღვევა
არ
საჭიროებს
ადმინისტრაციულ
გამოკვლევას, სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი
ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს
ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.
14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჯარიმა ადგილზე არ
გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი,
რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და
მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.
16.
ამ
კოდექსით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმი დამრღვევის მიერ საჩივრდება სასამართლოში.
მუხლი 49. ამ კოდექსის საფუძველზე მისაღები და გამოსაცემი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტები
1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს:
ა) „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და
კლასიფიკაციის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად;
ბ) „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“
დადგენილება ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად;
გ) „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და
შინაარსის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
2. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს:
ა) „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ დადგენილება
ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად;
ბ) „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი
შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 26-ე
მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად;
გ) „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ“
დადგენილება ამ კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად.
21. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს
საქმიანობები, რომლებზედაც 2020 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-14 და
მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
ვალდებულებები.
3. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს „ნარჩენების
ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-7
მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად.
4. 2018 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით
შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების
პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
5. 2016 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრომ სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად
წარუდგინოს ერთი ან რამდენიმე კანონქვემდებარე აქტის პროექტი/პროექტები,
რომლითაც/რომლებითაც
განისაზღვრება
ნარჩენების
ტრანსპორტირებასთან
დაკავშირებული მოთხოვნები, ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის და მე-7 მუხლის მე-7
ნაწილის შესაბამისად.
6. 2017 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი
სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის
შესაბამისად.
7. 2017 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და
სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი ცხოველური ნარჩენების
მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
8. 2015 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრმა გამოსცეს „კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების
წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის
შესაბამისად.
9. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრმა ბრძანებით განსაზღვროს იმ საქმიანობების ნუსხა, რომელთა შედეგად წლის
განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება და რომლებზედაც
ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
ვალდებულებები.