„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 73 ✗ 0
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-29
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან მიმართებაში სიტყვიერი შენიშვნა
არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება განმეორებით, ან დამრღვევის მიმართ ადრე
ჩადენილი იგივე ქმედებისათვის ამ მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი
შენიშვნა.“.
2. 24-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის,
თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი
იარაღის, ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის
ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9
მუხლით გათვალისწინებულ პირთა მიმართ, ან იმ პირთა მიმართ ვისაც „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის
შენახვისა და ტარების უფლება, მათ მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით
გათვალისწინებული შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის
ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომდევნო დღიდან.“.
3. 38-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"2.
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს
განსჯად
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ოთხ თვეს,
გარდა ამ კოდექსის 571, 573-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664, 791, 792, 793, 794
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 1595–1599
მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
21. ამ კოდექსის 571, 573 -ე მუხლის მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664, 791, 792, 793, 794
მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 1595–1599
მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს
განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება
აღემატებოდეს ექვს თვეს სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან.".
4. 401 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ ორგანოდ/ თანამდებობის პირად
ითვლება ის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო/თანამდებობის
პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი:
ა) რომლის ბალანსზედაც იმყოფება ან რომელსაც სარგებლობაში აქვს გადაცემული
სახელმწიფოს/ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულის
ქონება,
რომელსაც
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შედეგად მიადგა ზიანი, ან რომელსაც
საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
ბ)
რომელსაც
საქართველოს
კანონმდებლობით
უფლება
აქვს
მოითხოვოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფოზე (მათ შორის გარემოზე)
მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“.
5. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ან დაცული ტერიტორიის საზღვრების
ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება
1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის თვითნებური დაკავება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“.
6. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 51. მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-შენახვისა და
სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობის, აგრეთვე რეკულტივაციის, ქარისმიერი,
წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან
ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებელი სავალდებულო ღონისძიებების
შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარის ოდენობით.“.
7. 512 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 512. მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა
მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის
დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1750 ლარის ოდენობით.“.
8. 515 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 515. მაღალმთიან რეგიონებში იმ სუბალპური და ალპური მცენარეულობის
მოპოვება, რომლის საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია
მაღალმთიან რეგიონებში იმ სუბალპური და ალპური მცენარეულობის მოპოვება, რომლის
საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.“.
9. 531 და 532 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 531. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების
დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით დაკავებული მიწების
დროულად დაუბრუნებლობა
1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით
დაკავებული მიწების დროულად დაუბრუნებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი
დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით.
მუხლი 532. მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება
მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარის ოდენობით.“.
10. 554 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 554. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების
საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა
1. დაცული ტერიტორიებისა და მათი
საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა, –
ტერიტორიულ-ფუნქციონალური
ზონების
გამოიწვევს დაჯარიმებას 70 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი
დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით.“.
11. 571 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 571. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე
წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და
სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით.
შენიშვნა:
თუ სამართალდარღვევის ობიექტი (მყარი სასარგებლო წიაღისეული) დატვირთულია
ტრანსპორტირების საშუალებაზე, საქმის განხილვამდე ხორციელდება ტრანსპორტირების
საშუალების დროებითი ჩამოერთმევა მასზე განთავსებულ მყარი სასარგებლო
წიაღისეულთან ერთად და ტრანსპორტირების საშუალებას გადაიყვანენ სპეციალურ
დაცულ სადგომზე. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება
სამართალდამრღვევს. ტრანსპორტირების საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს)
დაუბრუნდება სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმისა და წიაღით უკანონოდ სარგებლობისთვის
დაკისრებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის (ან მინდობილობის)
წარმოდგენის შემთხვევაში.“.
12. 573 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“:
„შენიშვნა:
1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის
პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ
კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დადგენილ ვადაში
ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად,
გამოიწვევს ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში ლიცენზიის
მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის
დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო
პირობების შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის შესაბამისი
ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.
13. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 59. სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებსა და მინარევებთან
დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა
გემის ან სხვა მცურავი საშუალების კაპიტნის ან მეთაურთა შემადგენლობის სხვა პირთა
მიერ სახომალდო დოკუმენტებში ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი
რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებთან ან/და დადგენილი ნორმების გადამეტებით ასეთ
ნივთიერებათა შემცველ მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის
კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, აღნიშნულ პირთა
მიერ სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერების შეტანა ამ ოპერაციების შესახებ ან
შესაბამის თანამდებობის პირთათვის ამ დოკუმენტების წარდგენაზე უკანონოდ უარის
თქმა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.“.
14. 592 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 592. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობით
გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ
რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში მუშაკთა გადამზადების საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში დოკუმენტაციის
წარმოების შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან,
ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების
შესახებ მარეგულირებელ ორგანოში შეტყობინების წარდგენის ვალდებულების
დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში ინდივიდუალური
დაცვის საშუალებებისა და მონიტორინგის ხელსაწყოების გამოყენების ვალდებულების
დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში რადიაციული
უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო მუშაკის ან/და სამედიცინო დასხივების
დროს პაციენტის დაუსაბუთებელი დასხივება გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
5. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში ბირთვული და
რადიაციული
ობიექტის,
ბირთვული
მასალის,
რადიოაქტიური
წყაროების,
რადიოაქტიური ნარჩენების ან/და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური
უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველყოფის მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით.
6. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ ბირთვული
და რადიაციული საქმიანობის გაფართოების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი
დოკუმენტაციის მარეგულირებელ ორგანოში წარდგენის ვალდებულების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
7. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დროს ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და
ძირითადი მოთხოვნების დარღვევის ან/და რადიაციულ ავარიაზე რეაგირების გეგმის
შეუსრულებლობის გამო მოსახლეობის დასხივება ან/და გარემოს დაბინძურება, რასაც არ
გამოუწვევია და არ შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 800 ლარის ოდენობით.
8. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გარეშე მაიონებელი
გამოსხივების მაგენერირებელ წყაროებთან (გენერატორებთან) მოპყრობა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.
15. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 63. ხე-ტყის დამზადებისას ტყითსარგებლობის წესების დარღვევა
1. საანგარიშო ტყეკაფის დადგენის, ტყეკაფის გამოყოფის, ხე-ტყის ზეზეურად გაცემის,
მთავარი სარგებლობის, მოვლითი ჭრისა და სპეციალური ჭრის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების 30-დან 35 გრადუსამდე
დაქანების ფერდობებზე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“.
16. 64-ე და 641 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 64. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების
მოსპობა და დაზიანება
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების, ტყის
სანერგეებსა და პლანტაციებში ნათესების ან ნერგების მოსპობა ან დაზიანება, რამაც
შესაძლოა მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის
კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.
იარაღის
მუხლი 641. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების
საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება
1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა
უკანონო გაჩეხვა და დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 450 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის
კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.
იარაღის
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი
დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 550 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის და
სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.“.
17. 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“:
„შენიშვნა:
1. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური
ლიცენზიის,
სამონადირეო
მეურნეობის
სპეციალური ლიცენზიის
პირობების
დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დადგენილ ვადაში ლიცენზიის
მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს
ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში ლიცენზიის
მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის
დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო
პირობების შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-3
ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.
18. 662 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“:
„შენიშვნა:
1. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური
ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით
სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების
მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა),
დადგენილ ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების
შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის
გასამმაგებას.
2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში ლიცენზიის
მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის
დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო
პირობების შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.
19. 664 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“:
„შენიშვნა:
1. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების,
მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან
ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების
მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა),
დადგენილ
ვადაში
ნებართვის
მფლობელის
მიერ
სანებართვო
პირობების
შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის
გასამმაგებას.
2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში ნებართვის
მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის
დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სანებართვო
პირობების შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.
20. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 68. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების
დაზიანება
1. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
2. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მდელოების,
მინდვრების, ველების, სათიბი ან საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების
დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა,
ღორი) და 80 ლარის ოდენობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი
დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 60 ლარის ოდენობით წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა,
ღორი) და 130 ლარის ოდენობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის
განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა,
ღორი) და 170 ლარის ოდენობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის
განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 170 ლარის ოდენობით წვრილფეხა პირუტყვზე (ცხვარი, თხა,
ღორი) და 240 ლარის ოდენობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.“.
21. 73-ე და 74-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 73. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების,
სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო
სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
მუხლი 74. ტყეებში სამიჯნე ნიშნების მოსპობა და დაზიანება
ტყეებში სამიჯნე ნიშნების მოსპობა და დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 70 ლარის ოდენობით.“.
22. 77-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"1. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე
ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის უქონლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.".
23. 792 მუხლის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის)
პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ
კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დადგენილ ვადაში
ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა
და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად
გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში ნებართვის
მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის
დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სანებართვო
პირობების შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.
3. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური
ექსპერტიზის
დასკვნით)
გათვალისწინებული
პირობების
დარღვევისთვის
პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა), ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული
მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
4. ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის
გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული
მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის
დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად განმეორებით დაკისრებული მოვალეობის
დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.
24. 794 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა:
1. ოზონდამშლელ ნივთიერებათა იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის
სანებართვო პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად
(გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დადგენილ
ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის
შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის
გასამმაგებას.
2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში ნებართვის
მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის
დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სანებართვო
პირობების შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.
25. 795 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შენიშვნა“:
„შენიშვნა:
1. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების
დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის
მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში ნებართვის
მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის
დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სანებართვო
პირობების შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.
26. 84-ე მუხლის „შენიშვნის“ პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
სალიცენზიო
ან
სანებართვო
პირობების
დადგენილი
მოთხოვნების
დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით
დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 361, 573, 66-ე, 662, 664, 792, 794, 795 და 86-ე
მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
27. 853 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 853. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ
გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა
ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება
ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ
შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების
ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან
დატყვევება
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ
ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების
განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან
საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ
შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების
ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან
დატყვევება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის
კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.“.
28. 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 86. თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს
ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა
1. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული
თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და
მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
3. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის
წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-8 ნაწილებით
გათვალისწინებული დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და
მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის და
მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
7. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წყლის ზომამცირე
სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა)
გამოყენებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის
სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო
საშუალების კონფისკაციით.
9. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული
ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი
ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, აგრეთვე საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო
საშუალების კონფისკაციით.
10. 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის
სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–
მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა), –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4500 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის
სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
11. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის
წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული
დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 40000 ლარის ოდენობით, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
12. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და
მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
13. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველებზე
ნადირობისას, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტის კონფისკაციით და
სანადირო იარაღის და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.
14. ამ მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო
იარაღის და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის
ტარების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.
15. ნადირობის წესის დარღვევა ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებულ ცხოველთა სამყაროს
ობიექტებზე ნადირობისას (გარდა ამ მუხლის მე-13-14 ნაწილებით გათვალისწინებული
დარღვევისა), –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო
იარაღის და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ და სანადირო ცეცხლსასროლი
იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.
16. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო
იარაღის და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის
ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.
17. ნადირობის წესების დარღვევა
გათვალისწინებული დრღვევებისა), –
(გარდა
ამ
მუხლის
მე-13-16
ნაწილებით
გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო
იარაღის და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის
ტარების უფლების ჩამორთმევით 1 წლის ვადით.
18. ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო
იარაღის და მოწყობილობის კონფისკაციითა და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის
ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.
19. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა (გარდა ამ
მუხლის მე-13-მე-18, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 900 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო
იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.
20. ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია
(გარდა ამ მუხლის მე-13-მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა), –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო
იარაღის და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის
ტარების უფლების ჩამორთმევით 2 წლის ვადით.
21. ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო
იარაღის და მოწყობილობის კონფისკაციით და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის
ტარების უფლების ჩამორთმევით 3 წლის ვადით.“
შენიშვნა:
„1. ამ მუხლის მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებითი
სახდელის სახით სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაცია გამოიყენება მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ ნადირობის განმახორციელებელ პირზე საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მიერ არ არის გაცემული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული შესაბამისი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ მუხლის მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ნადირობის
განმახორციელებელ პირს თან არ აქვს ამ შენიშვნის პირველი ნაწილით განსაზღვრული
დოკუმენტი, სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე ჩამოერთმევა
ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო მისი დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა
ხდება საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირის
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-12 ნაწილებისა) გათვალისწინებულ
შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები და,
თუ მისი/მათი მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანი არ
არის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შემდგენი ორგანო
უფლებამოსილია მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები დადგენილი
წესით დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ გაანაწილოს სოციალური მიზნებისათვის, ხოლო თუ
მოპოვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტს/ობიექტებს საკვებად უვარგისობის
დამადასტურებელი ნიშნები ახასიათებს (შეცვლილი აქვს ჩვეული ფერი ან/და აღენიშნება
ჯანსაღი პროდუქციისათვის უჩვეულო, უსიამოვნო სუნი) – დაუყოვნებლივ გაანადგუროს
იგი/ისინი დამარხვით ან შესაბამის ინსინერატორში დაწვით.
4. თუ ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე
ორგანოს/თანამდებობის პირის საბოლოო გადაწყვეტილებით პირს დაუბრუნდება
ჩამორთმეული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები, ეს პირი უფლებამოსილია
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ცხოველთა სამყაროს
ობიექტის/ობიექტების ჩამორთმევის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. თევზჭერის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების
მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა),
დადგენილ ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების
შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული
ჯარიმის გასამმაგებას.
6. ამ შენიშვნის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში ლიცენზიის
მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის
დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო
პირობების შეუსრულებლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის მე-12
ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.“.
29. 872 და 873 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 872. ცოცხალი გენმოდიფიცირებული
უსაფრთხოების პირობების დარღვევა
ორგანიზმების
ტრანსპორტირების
1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების
პირობების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
მუხლი 873. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტირების წესების
დარღვევა
1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტირების წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“.
30. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების
დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა
1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის
წესებისა და რეჟიმის დარღვევა. –
გამოიწვევს დაჯარიმებას 60 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის, სახელმწიფო
ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის,
ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო
მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის
დადგენილი საზღვრების ფარგლებში. –
გამოიწვევს დაჯარიმებას 70 ლარის ოდენობით.“.
31. 892 და 893 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 892. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის,
ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო
მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის
(გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა
1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის,
ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო
მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის
(გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 170 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა
ადმინისტრაციული
სახდელი
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 220 ლარის ოდენობით.
მუხლი 893. დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ან ნებისმიერი სახის
თევზსაჭერი საშუალებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული
ქმედების ნავის გამოყენებით განხორციელება
1. დაცულ ტერიტორიაზე პირის ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა, შეღწევა
ან/და გადაადგილება (გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი
რეგულირების წესით დაშვებულია ნადირობა, ან იმ პირისა, რომელსაც უფლება აქვს,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს სამსახურებრივ-საშტატო
ცეცხლსასროლი იარაღი) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 270 ლარის ოდენობით, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით
ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი
დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით
ან უამისოდ.
3. დაცულ ტერიტორიაზე (გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც მენეჯმენტის გეგმით ან
დროებითი რეგულირების წესით დაშვებულია თევზჭერა) პირის ნებისმიერი სახის
თევზსაჭერი საშუალებით შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების ნავის
გამოყენებით განხორციელება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 270 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის,
ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი
დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის, მათ შორის,
ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.“
32. 1283 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი
გადამამუშავებელი
ობიექტის
(სახერხი
საამქროს)
ტექნიკური
რეგლამენტით
გათვალისწინებულ ელექტრონულ ჟურნალში ინფორმაციის/მონაცემების ასახვის
დადგენილი წესის დარღვევა ან სპეციალური ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების
შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა ან
სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის დადგენილი წესის ან ვადის დარღვევით
წარდგენა ან დაკარგვა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი
გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის
დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და
მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით.“.
33. კოდექსის 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 222. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
ორგანოები
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
2
4 2
1
უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 51 , 51 −53 , 54-ე, 54 ,
1
4
3
1
3
3
3
1
4 6
55 , 55 , 56-ე, 57-ე−57 , 58-ე, 58 , 58 , 59-ე, 59 , მე-60, 60 , 61 , 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 –69 ,
1
1
1 5
6
71-ე, 71 , 72 −78-ე და 79 –79 მუხლებით, 79 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური
ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 821–824 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა
1
3
3
3
86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 87 –87 და 89-ე–89 მუხლებით, 91 მუხლის მე-3
ნაწილით, 1031 და 1282−1285 მუხლებით და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3
ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.
საქმეების
2. ამ კოდექსის 583; 59-ე, 64-ე, 641, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 854, 86-ე
მუხლის პირველი, მე-2-მე-9, მე-13, მე-17, მე-20 ნაწილებით, 872, 873, 893, 1282, 151-ე მუხლის
პირველი
და
მე-2
ნაწილებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა
არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის
მიერ ჩადანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ადასტურებს
ხელმოწერით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე
შეუფარდოს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ როგორც ძირითად ასევე დამატებით
ადმინისტრაციულ სახდელს.
3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლებამოსილ
თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 51-ე, 512, 515, 63ე, 64-ე, 66-ე, 71-ე, 73-ე, 74-ე, 86-ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების
დადების უფლება.
4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 512, 515, 63-ე, 64-ე, 66-ე, 73-ე, 74-ე, 86ე და 1282 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს
ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ადასტურებს ხელმოწერით,
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი
თანამშრომელი
უფლებამოსილია
ადგილზე
განიხილოს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს შესაბამისი
მუხლით გათვალისწინებულ როგორც ძირითად ასევე დამატებით ადმინისტრაციულ
სახდელს.
5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილ
თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 531, 532, 554, 641, 68-ე მუხლის
მე-2 და მე-4 ნაწილებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10, მე-11 და მე-12
ნაწილებისა)
და
89-893
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების
დადების უფლება.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ დამრღვევი
სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და
ამას ადასტურებს ხელმოწერით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების
სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე
შეუფარდოს შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ როგორც ძირითად ასევე დამატებით
ადმინისტრაციულ სახდელს.“
34. 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–59-ე, 593, მე-60, 603,
611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით
(ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 821–824, 84-ე−86-ე, 871–
873 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1285 მუხლებით,
და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“.
35. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 ნაწილი:
"44. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 51-ე, 511 მუხლის პირველი ნაწილით, 512,
514- 52-ე, 531 პირველი ნაწილით, 532, 54-ე, 541, 551, 554 პირველი ნაწილით, 58-581, 583, 60-61,
63-631, 641 მუხლის პირველი ნაწილით, 65-661, 67, 68-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილით, 721
მუხლის პირველი ნაწილით, 73-74, 76-ე, 851-86-ე მუხლის 1-9 და მე-13-მე-20 ნაწილებით, 89ე მუხლის პირველი ნაწილით, 893 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 104, 1282
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე.".
36. კოდექსის 242-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 42-44 ნაწილები:
„42. ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
უფლებამოსილი თანამშრომელი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს,
რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
43. ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლებამოსილი
თანამშრომელი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც
იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
44. ამ კოდექსის 222-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიულიპირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილი
თანამშრომელი სამართალდამრღვევს გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც
იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.“.
37. 242-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. ამ მუხლის 42-44 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრების ფორმას, მისი
შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.“.
38. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 45-ე, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე, 57-572, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574-ე−59-ე,
592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791−81-ე, 822, 84-ე−855, 86-ე
მუხლის მე-12 ნაწილი, 88-ე−893 , 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964, 981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე–104ე, 1051, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 1461, 148-ე−152-ე, 1522, 1523, 153-ე, 1531, 1533–1536, 154ე−1542, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე
მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1724, 173-ე–1732, 1736, 1737, 1739, 174-ე–
1742, 175-ე−1752, 1771, 1778, 1779, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე,
1963 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება
სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან
საქმეთა ორგანოს ან
ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი
შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ”
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში
შემავალი დაწესებულებების მუშაობის პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემების
დარეგულირების მიზნით, კოდექსის მუხლების დაზუსტების საჭიროება.
ამასთან, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საჭიროებს არსებითად გადახედვას
პასუხისმგებლობის გამკაცრების კუთხით, ვინაიდან ზოგიერთ შემთხვევაში კოდექსით
განსაზღვრული პასუხისმგებლობა ვერ ქმნის შემაკავებელ ეფექტს კანონდამრღვევთათვის,
რომ არაფერი ითქვას ადმინისტრაციული სახდელის ზოგადი და კერძო პრევენციული
დანიშნულების პრინციპის ხელყოფაზე. აგრეთვე "თუშეთის დაცული ლანდშაფტის"
ტერიტორიაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ ქმედებებზე
რეაგირება.
გარდა ამისა, 2016 წლიდან დღემდე ძირეული ცვლილებები განხორციელდა
ბირთვული
და
რადიაციული
უსაფრთხოების
სფეროს
მარეგულირებელ
კანონმდებლობაში. მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანისა და
გარემოს, როგორც აწმყოში, ისე მომავალში დასაცავად დარეგულირდა და დაიხვეწა
არაერთი საკითხი თუ მიმართულება. ასე, მაგალითად, საქართველოს მთავრობის
დადგენილებებით განისაზღვრა მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის წესები
როგორც სამედიცინო სფეროში, ისე მრეწველობაში, განათლებასა და მეცნიერებაში.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული რეგულაციების შემუშავების მეშვეობით
მოხდა საქართველოს კანონმდებლობაში საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების
იმპლემენტაცია. იმავდროულად, შემუშავდა საქართველოს მიერ საერთაშორისო
ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულების ეროვნული მექანიზმები
(მაგ. ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში). განხორციელებული ცვლილებების
შედეგად, დაკონკრეტდა ცალკეული საკითხები და მოთხოვნები. იქიდან გამომდინარე, რომ
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული მოთხოვნების
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირების მხრიდან
აღსრულების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა,
მნიშვნელოვანი
და
აუცილებელია,
საქართველოს
ადმინისტრაციულ
2
სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამის მუხლში (მუხლი 59 ) შინაარსობრივი
ცვლილებების განხორციელება. ასევე
წინამდებარე
ცვლილებები
ემსახურება
ადმინისტრაციული
სახდელის
ჯარიმის
დიფერენცირების
სამართალდარღვევასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.
აუცილებლობას
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ გარემოსდაცვით სფეროში
საკუთარი
უფლებამოსილებების
სრულყოფილად
განხორციელებისთვის,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნების სრულყოფილი და
ეფექტური აღსრულების უზრუნველსაყოფად, კოდექსის შესაბამისი მუხლების
დისპოზიციების/სანქციების დაზუსტება, მუხლების ტექნიკური/ტერმინოლიგიური
დახვეწა. ასევე კოდექსის გარკვეული მუხლების დარღვევისთვის საქართველოს გარემოსა
და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებისათვის
სამართალდარღვევის
ადგილზე
განხილვის
(საჯარიმო
ქვითრის
გამოწერის)
უფლებამოსილების მინიჭება. ხოლო "თუშეთის დაცული ტერიტორიების" მართვის
ორგანოს
ახმეტის
მუნიციპალიტეტისათვის,
მის
მართვას
დაქვემდებარებულ
ტერიტორიაზე, სამართალდამრღვევების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის სრულად გამოყენების უფლების მინიჭება.
ამასთან, წარმოდგენილი კანონის მიზანია ადეკვატური და ზომიერი სახდელის
დაწესება, რომელიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის
აღზრდას, კანონების დაცვას, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემას, აგრეთვე როგორც
თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის
თავიდან აცილებას, რაც გამომდინარეობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობის სფეროში კანონმდებლობის გამკაცრებით.
გარდა ამისა, კანონის პროექტის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს საქართველოს
კანონმდებლობის კოჰერენტულობა, თანმიმდევრულობა და ურთიერთშესაბამისობა,
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მოქმედი, საერთაშორისო
სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი, რეგულაციების ეფექტიანი აღსრულება და
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების
- ადამიანსა და გარემოზე მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედების გათვალისწინება
ადმინისტრაციული ჯარიმის რაოდენობის განსაზღვრისას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება და დამატება შედის შემდეგ მუხლებში:
წინამდებარე პროექტით ცვლილება შედის კოდექსის 22-ე მუხლში და მას ემატება
შენიშვნა, რომლის შესაბამისადაც - ადმინისტრაციულ სამსართალდარღვევებთან
მიმართებაში სიტყვიერი შენიშვნა არ გამოიყენება, თუ ჩადენილია იგივე ქმედება
განმეორებით, ან დამრღვევის მიმართ ადრე ჩადენილი იგივე ქვედებისათვის ამ
მუხლის საფუძველზე გამოყენებული იყო სიტყვიერი შენიშვნა. ცვლილების არსი
მდგომარეობს იმაში, რომ თუ პირი კვლავ ჩაიდენს ისეთ დარღვევას, რის გამოც
სასამართლომ მას უკვე შეუფარდა ჯარიმა ან გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა, მის
მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების შესაძლებლობას კოდექსი აღარ უნდა
უშვებდეს.
პროექტი ითვალისწინებს კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის შემოღებას კოდექსის 86-ე მუხლით
გათვალისწინებული
შესაბამისი
სამართალდარღვევისათვის.
შესაბამისად
ცვლილება შედის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილში რომლის შესაბამისადაც - შესაძლებელი
ხდება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა;
აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბოლო დროს ბრაკონიერობამ
შეიძინა მასშტაბური ხასიათი და არსებული სანქციები ვეღარ უზრუნველყოფენ
შემაკავებელ ეფექტს. შესაბამისად, ჩევენის აზრით იმ შემთხვევაში თუ ნადირობის
წესების განმეორებით დარღვევისას სანქციის სახით შემოღებული იქნება სანადირო
ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების გარკვეული ვადით ჩამორთმევა აღნიშნული
გარკვეულწილად
შეასრულებს
შემაკავებელ
ეფექტს
ბრაკონიერებისათვის.
სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ხელს შეუწყობს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღზრდას კანონების დაცვისა და
საერთო ცხოვრების წესის პატივისცემის სულისკვეთებით. აგრეთვე ხელს შეუწყობს
როგორც თვით სამართალდამრღვევის ასევე სხვა პირთა მიერ ახალი
სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილებას.
38-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილები ყალიბდება ახალი რედაქციით გამომდინარე
იქიდან, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით
(გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში ახორციელებს სახელმწიფო
კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების
ფარგლებში. აღნიშნული კონტროლის განხორციელება მოიცავს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული სარგებლობის
ლიცენზიებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (ეკოლოგიური ექსპერტიზის
დასკვნის) პირობების კონტროლს. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ"
საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, "10. თუ კანონით სხვა
რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის გამცემს სალიცენზიო პირობების შესრულების
კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში
მხოლოდ ერთხელ." ანალოგიური სახის დანაწესი ვრცელდება გარემოზე
ზემოქმედების ნებართვასთან მიმართებაშიც, "ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად. აღნიშნულის
გათვალისწინებით დეპარტამენტი სალიცენზიო და სანებართვო პირობების
შემოწმებას ახორციელებს კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, რა
დროსაც ხშირია შემთხვევები როდესაც სალიცენზიო ან სანებართვო პირობების
შესასრულებლად ლიცენზიანტსა და ნებართვის მფლობელს განსაზღვრული
ჰქონდათ ისეთი სახის პირობები რომლებიც უნდა შეესრულებინათ გარკვეულ
პერიოდში (მაგალითად 6 თვეში), ხოლო შემოწმებისას, როდესაც გამოვლინდა მათ
მიერ აღნიშნული პირობების შეუსრულებლობა, რაც აღიქმება სამართალდარღვევის
გამოვლენად, გასული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული
ხანდაზმულობის ვადები, რის გამოც მათ მიმართ ვერ ტარდება აღნიშნული
კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები ვინაიდან ხსენებული
38-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება
დაედოს სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა
დენადია მისი გამოვლენის დღიდან მაქსიმუმ ოთხი თვის ვადაში, რიგ შემთხვევაში
სამართალდარღვევა არ არის დენადი და შესაბამისად ლიცენზიისა და ნებართვის
მფლობელები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან. ამგვარად, ამ პროექტის
თანახმად, კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებში ემატება ყველა ის მუხლი
რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის სფეროში არსებული
სანებართვო დოკუმენტის ან სარგებლობის ლიცენზიის გარეშე საქმიანობას და
საქმიანობას
შესაბამისი
სანებართვო
დოკუმენტით
ან
ლიცენზიით
გათვალისწინებული პირობების დარღვევით.
ასევე, 38-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებს ემატება საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 63-ე მუხლი, რომელიც ეხება პასუხისმგებლობას
ხე-ტყის დამზადებისას ტყითსარგებლობის წესების დარღვევისთვის. იმ გარემოების
გათვალისწინებით, რომ ხე-ტყის დამზადება ხორციელდება გამოყოფილი ტყეკაფის
ფარგლებში, ხოლო ტყეკაფის ტყითმოსარგებლის მიერ ათვისების ვადაა 2 წელი,
ხშირია შემთხვევები, როდესაც ტყეკაფის არასწორად გამოყოფის ფაქტი ვლინდება
ტყეკაფის გამოყოფიდან 4 თვის გასვლის შემდგომ. იმ გარემოების
გათვალისწინებით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად გამოიყოფა
ათასობით ტყეკაფი, მაკონტროლებლის მიერ შეუძლებელია ყველა ტყეკაფის
შემოწმება მისი გამოყოფიდან 4 თვის ვადაში, აქ ასევე გასათვალისწინებელია
კლიმატური პირობები, მაგალითად ზამთრის განმავლობაში, მაღალმთიან
რეგიონებში უმეტეს შემთხვევაში 6 თვის განმავლობაში შეუძლებელია ტყეკაფის
შემოწმება უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, ხოლო კლიმატური პირობების
გამოსწორების შემდგომ ტყეკაფის შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები
(რაც გამოიხატება ტყეკაფის არასწორად გამოყოფაში) უკვე ხანდაზმულია (გასულია
მინიმუმ 6 თვე) და რეაგირება შეუძლებელი ხდება.
კოდექსის 401 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულმა
სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ან/და ადგილობრივ
თვითმმართველ ერთეულს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ დაინტერესებული
ორგანო/თანამდებობის პირი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს
ზიანის
ანაზღაურების
შესახებ
(გარდა
ამ
კოდექსის
მე-40
მუხლით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა),
რომელსაც
უგზავნის
სამართალდამრღვევს. დაინტერესებული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ
განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. ამავე
მუხლის შენიშვნა განმარტავს თუ ვინ იგულისხმება დაინტერესებულ
ორგანოში/თანამდებობის პირში. იმ გარემოების გათვალიწინებით, რომ აღნიშნულ
შენიშვნაში პირდაპირ არ ფიგურირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შედეგად სამართალდამრღვევის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის საკითხი, ასევე
იმის დაზღვევის მიზნით, რომ მომავალში სხვადასხვა მხარის მიერ სადაო არ გახდეს
აღნიშნული შენიშვნის შინაარსი, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შენიშვნაში შევიდეს
ცვლილება და დაკონკრეტდეს, რომ დაინტერესებული ორგანოს/თანამდებობის
პირის წარმოადგენს ის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანო/თანამდებობის პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც
საქართველოს კანონმდებლობით უფლება აქვს მოითხოვოს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფოზე (მათ შორის გარემოზე) მიყენებული
ზიანის ანაზღაურება.
კოდექსის 49-ე მუხლში შედის ტექნიკური ხასიათის ცვლილება 49-ე მუხლის
სათაურისა და მისი დისპოზიციის ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
ორგანოებისათვის
კოდექსის
ზოგიერთი
მუხლით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებას,
მიზანშეწონილია შესაბამისი მუხლების სანქციები (ჯარიმები) იყოს ფიქსირებული
და იმპერატიული. გამომდინარე აღნიშნულიდან 51-ე, 512, 515, 531, 532, 554, 59, 63, 64,
641, 68, 73, 86, 872, 873, 89, 892, 893 მუხლების სანქციაში ხდება ფიქსირებული ოდენობის
საჯარიმო თანხის მითითება, რომელიც უტოლდება მოქმედი საჯარიმო სანქციის
საშუალო არითმეტიკულს. ხოლო 74-ე მუხლის სანქცია მოქმედი რედაქციით არის 10
ლარამდე, რაც სრულიად არაადექვატურია 74-ე მუხლით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევასთან მიმართებაში, შესაბამისად მიზანშეწონილია აღნიშნული
სანქცია გაუტოლდეს კოდექსის 554 მუხლით გათვალისწინებულ სანქციას.
571 მუხლის მოქმედი რედაქციის მიხედვით ლიცენზიის გარეშე წიაღით
სარგებლობისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ ჯარიმა და არ არის
გათვალისწინებული არც უკანონოდ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის და
არც სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაცია. როგორც არსებულმა პრაქტიკამ
აჩვენა მოქმედი სანქცია ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის შემაკავებელ
ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას. მაგალითის სახით შესაძლებელია განხილულ
იქნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც არის უამრავი ფაქტი მდინარის
კალაპოტიდან ან ნაპირებიდან დიდი ოდენობითი ინერტული მასალის (ქვიშახრეშის) ლიცენზიის გარეშე მოპოვებასთან დაკავშირებით. მითითებულ
ტერიტორიაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო - დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის მიერ გამოვლენილია დიდი რაოდენობითი სამართალდარღვევის
ფაქტი. ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამწუხაროდ
დამკვიდრდა მეტად სახიფათო პრეცედენტი - ლიცენზიის გარეშე წიაღით
სარგებლობა. სტატისტიკურად ფიქსირდება მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია
რომლებიც
ხსენებულ
ტერიტორიაზე
ახორციელებენ
წიაღით
უკანონო
სარგებლობას. მათ მიერ წლების განმავლობაში, ყოველწლიურად ჩადენილია
ათეულობით სამართალდარღვევის ფაქტი (მაგალითად პიროვნებების მიერ ერთი და
იგივე სამართალდარღვევის 33-ჯერ ან 48-ჯერ ან 71-ჯერ ჩადენის ფაქტი).
სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ რიგი პირებისათვის აღნიშნული უკანონო ქმედება იქცა
ყოველდღიურ საქმიანობად და შემოსავლის მიღების არალეგალურ გზად.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული პიროვნებების მიმართ გატარებულია დღევანდელი
კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები და ჩადენილი ქმედებისათვის
მოქალაქეები დაჯარიმებულნი არიან 1000 - 1500 ლარით, თუმცა სახდელის
(ჯარიმის) მხოლოდ ეს ფორმა ვერ იძლევა კანონდარღვევისათვის შემაკავებელ
ეფექტს, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ზემოთაღნიშნული მოქალაქეები არ იხდიან
ჯარიმას ნებაყოფლობით და ასევე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ
ახორციელებს იძულებით აღსრულებას შეფარდებული ჯარიმის, ვინაიდან მათ
საკუთრებაში არანაირი ქონება არ ირიცხება. გამომდინარე აღნიშნულიდან ამგვარი
სახის საქმეები იქცევა აღუსრულებელი კატეგორიის საქმეებად, ხოლო
სამართალდამრღვევებს ეძლევათ სტიმული კვლავ განაგრძონ უკანონო წიაღით
სარგებლობა
იმ
საშუალებით/სამართალდარღვევის
იარაღით
რის
ჩამორთმევას/სახელმწიფო
საკუთრებაში
მიქცევასაც
არ
ითვალისწინებს
დღევანდელი კანონმდებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ზემოხსენებული
გადაცდომისათვის გამკაცრდეს კანონის მოთხოვნა და დამატებითი სახდელის სახით
გათვალისწინებული იყოს სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული მყარი
წიაღისეულის კონფისკაცია. ამასთან, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით
კოდექსის 571 მუხლს ემატება „შენიშვნა“ და თუ სამართალდარღვევის ობიექტი
(მყარი სასარგებლო წიაღისეული) დატვირთულია ტრანსპორტირების საშუალებაზე,
ხორციელდება ტრანსპორტირების საშუალების საქმის განხილვამდე დროებითი
ჩამოერთმევა მასზე განთავსებულ მყარი სასარგებლო წიაღისეულთან ერთად და
ტრანსპორტირების საშუალებას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე.
ტრანსპორტირებისა
და
სადგომზე
შენახვის
ხარჯები
დაეკისრება
სამართალდამრღვევს. ტრანსპორტირების საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს)
დაუბრუნდება სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების
კანონიერ ძალაში შესული შემდეგ, ჯარიმისა და წიაღით უკანონოდ
სარგებლობისთვის დაკისრებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო
მოწმობის (ან მინდობილობის) წარმოდგენის შემთხვევაში.
573, 66, 662, 664, 794, 795 მუხლებს ემატება „შენიშვნა“, 792 მუხლის „შენიშვნა“
ყალიბდება ახალი რედაქციით, ხოლო 86-ე მუხლის „შენიშვნას“ ემატება მე-5 და მე-6
ნაწილები რომელთა დამატების არსი გამოდინარეობს ერთი და იგივე პრინციპიდან,
(აღნიშნული მუხლები წარმოადგენს გარემოს დაცვის სფეროში არსებულ
სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის შედეგად შესაბამის სანქციებს).
კოდექსის 361 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, "1. ადმინისტრაციული
სახდელის დადების შემდგომ დადგენილ ვადაში ლიცენზიის ან ნებართვის
მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა
გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად." ამგვარად,
ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან სანებართვო პირობების
შეუსრულებლობის შემდეგ ჯარიმის გასამმაგება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როდესაც ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელის სალიცენზიო ან სანებართვო
პირობების დარღვევისათვის დაკისრებული აქვს ჯარიმა, ხოლო საქართველოს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
მუშაობის პრაქტიკაში არის არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება რა დროსაც
სახეზეა რამოდენიმე სახის მნიშვნელოვანი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების
დარღვევა, თუმცა სასამართლო, საქმის განხილვისას იყენებს საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლს, ყოველგვარი
დასაბუთების გარეშე, ათავისუფლებს დამრღვევ რეგულირების ობიექტს
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და უცხადებს სიტყვიერ შენიშვნას.
ამგვარი გადაწყვეტილების შედეგად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი ფაქტიურად ვეღარ ახორციელებს, სანებართვო ან სალიცენზიო
პირობების შესრულებაზე კონტროლის ისეთ მნიშვნელოვან მექანიზმს, როგორიც
სახდელის დადების შემდეგ და დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული
მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, დაკისრებული სახდელის
გასამმაგებაა, რაც საერთო ჯამში ნებართვის ან ლიცენზიის გაუქმებითაც შეიძლება
დასრულდეს. მაგალითის სახით შეგვიძლია განვიხილოთ გარემოზე ზემოქმედების
ნებართვის პირობის დაღვევა, კერძოდ, ნებართვის პირობების დარღვევის გამო,
ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, დარღვევის აღმოსაფხვრელად
დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
361
მუხლით
და
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით
განსაზღვრული წესის შესაბამისად, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.
ამავდროულად ნებართვის მფლობელს განესაზღვრება ვადა და პირობები
სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის. გასამმაგებული ჯარიმის
დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ნებართვის მფლობელის
მიერ სანებართვო პირობები არ იქნება შესრულებული, დაკისრებული ჯარიმა
გასამმაგდება კიდევ ერთხელ, ხოლო თუ, აღნიშნული პასუხისმგებლობის
დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ მაინც არ იქნა
უზრუნველყოფილი მეორე გასამმაგების შემდეგ დადგენილი სანებართვო
პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის
გაუქმების თაობაზე.
ამასთანავე, ზემოაღნიშნულ მუხლებზე „შენიშვნის“ ახალი რედაქციით
ჩამოყალიბება/დამატება ასევე ემსახურება იმ გარემოებას, რომ იმ შემთხვევაში
როდესაც რეგულირების ობიექტს სახდელის სახით განესაზღვრება ჯარიმა და
ჯარიმის დაკისრების შემდეგ მას განესაზღვრება გონივრული ვადა რომელიც
აღემატება ერთ წელს მის მიმართ ვეღარ ხდება დაკისრებული ადმინისტრაციული
სახდელის გასამმაგება გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ
სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ
ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება
ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად, ხოლო ამავე კოდექსის 361 მუხლის
პირველი ნაწილის შესაბამისად ხდება დაკისრებული ჯარიმის გასამმაგება, რაც ამ
კონკრეტულ შემთხვევაში გაქარწყლებულია და შესაბამისად 361 მუხლის მოქმედება
ვეღარ ვრცელდება მასზე. ამასთან, აღსანიშნავია რომ ზემოაღნიშნული „შენიშვნის“
მოქმედება არ გავრცელდება კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევებზე, როდესაც არსებობს ისეთი გარემოებები რომლებიც გამორიცხავენ
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას.
წინამდებარე კანონის პროექტით იცვლება 592 მუხლის დასახელება. კერძოდ, მოქმედი
რედაქციით
გათვალისწინებული
„მაიონებელი
გამოსხივების
წყაროებით
სარგებლობის წესების დარღვევა“ შეიცვალა შემდეგი ფორმულირებით - „ბირთვული
და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული
მოთხოვნების დარღვევა“. ამგვარი ცვლილება განპირობებულია სამართლებრივი
სიზუსტის ინტერესით - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, გაიცემა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის და არა
სარგებლობის ლიცენზია.
გამოიყო შემდეგი სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევები:
-
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ
რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში
მუშაკთა გადამზადების
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევა საქართველოს მთავრობის №450 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური
რეგლამენტის - მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი
რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების
შესაბამისად, განისაზღვრა მუშაკთა გადამზადების პერიოდულობა და
ლიცენზიის
მფლობელის
ვალდებულება,
უზრუნველყოს
მუშაკთა
გადამზადება. ამგვარი მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ მაიონებელი
გამოსხივების წყაროებთან მოპყრობას უნდა ახორციელებდეს მხოლოდ
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მუშაკი, საქმიანობის რისკიდან
გამომდინარე.
-
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში
დოკუმენტაციის წარმოების შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებთან, ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან
დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ მარეგულირებელ ორგანოში
შეტყობინების წარდგენის ვალდებულების დარღვევა - „ბირთვული და
რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით
განსაზღვრულია ლიცენზიის მფლობელის სალიცენზიო პირობები, მათ შორის,
დოკუმენტაციის წარმოების მიმართულებით. იმავე მუხლის „დ“ ქვეპუნტით
დადგენილია ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება, მარეგულირებელ
ორგანოს წერილობით შეატყობინოს საქმიანობასთან დაკავშირებული
ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
-
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში
ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მონიტორინგის ხელსაწყოების
გამოყენების ვალდებულების დარღვევა - ინდივიდუალური დაცვის
საშუალებებითა და მონიტორინგის ხელსაწყოებით მუშაკთა აღჭურვისა და
მუშაკთა მიერ მათი გამოყენების ვალდებულება დადგენილია საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს № 450 დადგენილებით დამტკიცებული
ტექნიკური რეგლამენტით - მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან
მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და ძირითადი
მოთხოვნებით; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის № 558
დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით - მრეწველობაში,
მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნებით;
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 07 ივლისის № 317 დადგენილებით
დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით - სამედიცინო დასხივების
სფეროში
რადიაციული
უსაფრთხოების
მოთხოვნებით.
ხოლო
ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მონიტორინგის ხელსაწყოების
გამოყენების წესი მოცემულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20
ივლისის № 359 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში ინდივიდუალური მონიტორინგის განხორციელებისა და კონტროლის წესში.
მითითებული საშუალებებისა და მონიტორინგის ხელსაწყოების გამოყენებით
დაცულ ინტერესს წარმოადგენს გარეგანი დასხივებისაგან, რადიოაქტიური
ნივთიერებების ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისაგან და კანის საფარის
რადიოაქტიური დაბინძურებისაგან მუშაკის დაცვა; შესაბამისად, მუშაკთა
ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნის
ხელშეწყობა.
-
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში
რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო მუშაკის ან/და
სამედიცინო დასხივების დროს პაციენტის დაუსაბუთებელი დასხივება მითითებული მიმართულებით ლიცენზიის მფლობელის კონკრეტული
ვალდებულებები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7
ივლისის №317 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით სამედიცინო
დასხივების
სფეროში
რადიაციული
უსაფრთხოების
მოთხოვნებით; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის № 558
დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით - მრეწველობაში,
მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნებით;
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს № 450 დადგენილებით
დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით - მაიონებელი გამოსხივების
წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებითა და
ძირითადი მოთხოვნებით.
-
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში ბირთვული
და რადიაციული ობიექტის, ბირთვული მასალის, რადიოაქტიური წყაროების,
რადიოაქტიური ნარჩენების ან/და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების
ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) უზრუნველყოფის მოთხოვნების
დარღვევა - „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის)
ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობა
- „ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობა ფიზიკური უსაფრთხოების
(დაცულობის) სხვადასხვა ელემენტის განხორციელებაზე;“ ფიზიკური
უსაფრთხოების (დაცულობის) სისტემის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს
ფიზიკური დაცვა. ხოლო ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფა ლიცენზიის
მფლობელის ერთ-ერთ სალიცენზიო პირობადაა მითითებული „ბირთვული
და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის
(ლიცენზიის მფლობელის მოვალეობები) „ა“ ქვეპუნქტში. გარდა ამისა,
საქართველოს მთავრობის №450 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური
რეგლამენტის - მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი
რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების
თანახმად,
„ლიცენზიის
მფლობელი
ვალდებულია,
უზრუნველყოს
რადიოაქტიური წყაროების შენახვა სპეციალურ სათავსში (საობიექტო
დროებითი შესანახი), სადაც გარანტირებული იქნება წყაროების ფიზიკური
დაცულობა და დროებითი შესანახისათვის წაყენებული სხვა მოთხოვნების
შესრულება წყაროების კატეგორიისა და კლასების გათვალისწინებით.“ ხოლო
კონკრეტული მოთხოვნები ფიზიკური დაცვის მიმართ, მოცემულია იმავე
ტექნიკური რეგლამენტის მე-18 მუხლში. რაც შეეხება „ბირთვული და
რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური
ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური
უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებას (რომლის გამოცემის თარიღად
განსაზღვრულია 2018 წლის 1 იანვარი), ხსენებულ ბრძანებაში მოცემული
იქნება კონკრეტული დეტალები, თუ როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი
ფიზიკური დაცვა. ამდენად, ამჟამად
მოქმედი კანონმდებლობით
განსაზღვრულია: ა) ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება, უზრუნველყოს
ფიზიკური დაცვა; ბ) ცალკეული ტექნიკური და ადმინისტრაციული
საკითხები, თუ როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი ფიზიკური დაცვა, რაც
დაკონკრეტდება და სრულყოფილ სახეს შეიძენს ზემოხსენებული ბრძანების
მიღებით. ამგვარი სამართლებრივი მოცემულობა ქმნის ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის მითითებული სახის შემოღების საფუძველს.
-
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოების შესახებ
შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მარეგულირებელ ორგანოში
წარდგენის ვალდებულების დარღვევა - „ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით (სალიცენზიო
პირობები) განსაზღვრულია ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება,
მარეგულირებელ
ორგანოს
წერილობით
შეატყობინოს
საქმიანობის
გაფართოების შესახებ და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და
რადიაციული დაცვის განახლებული პროგრამა („დ“ ქვეპუნქტი). ჯარიმის
რაოდენობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი
კანონის პროექტის თანახმად, ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაში
ცვლილების შეუტყებინებლობისთვის ჯარიმის სახით განსაზღვრულია 500
ლარი, ხოლო გაფართოების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი
დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისთვის - 1 500 ლარი. ამგვარი
დიფერენცირება გამოწვეულია მითითებულ დარღვევებთან დაკავშირებული
პოტენციური საფრთხეების სიმძიმის სხვაობით. კერძოდ, ბირთვული და
რადიაციული
უსაფრთხოების
სფეროში
მოქმედი
კანონმდებლობის
შესაბამისად, გაფართოება გულისხმობს ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის ლიცენზიის ფარგლებში მაიონებელი გამოსხივების ახალი წყაროს
დამატებას. ამგვარი აქტივობა მოითხოვს ლიცენზიის მიღებისას ლიცენზიის
მფლობელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის (რადიაციული დაცვის
პროგრამის) ცვლილებას. მარეგულირებელ ორგანოში უნდა იქნას წარდგენილი
ზემოხსენებული ინფორმაცია იმ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე,
რომელიც უკავშირდება მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან
ადამიანის დაცვას. უფრო კონკრეტულად, მაიონებელი გამოსხივების ახალი
წყაროს შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, მარეგულირებელი
ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს რამდენად სრულდება
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები ლიცენზიის მფლობელის მიერ
კონკრეტული წყაროს გამოყენებისას.
რაც შეეხება ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაში ცვლილებას, იგულისხმება
ადმინისტრაციული ხასიათის ცვლილებები, რომელთა შეუტყობინებლობა ნაკლები
საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან
ადამიანისა და გარემოს დაცვის თვალსაზრისით, გაფართოების შეტყობინებლობასთან
შედარებით.
-
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის დროს ბირთვული და
რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული
უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების დარღვევის ან/და
რადიაციულ ავარიაზე რეაგირების გეგმის შეუსრულებლობის გამო
მოსახლეობის დასხივება ან/და გარემოს დაბინძურება, რასაც არ
გამოუწვევია და არ შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან
სხვა მძიმე შედეგი - იგულისხმება მოთხოვნები, რომლებიც
გათვალისწინებულია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონით (მუხლები 23 და 30), საქართველოს
მთავრობის 2016 წლის 18 აპრილის №189 დადგენილებით დამტკიცებული
ტექნიკური რეგლამენტით - რადიოაქტიური ნარჩენებისადმი მოპყრობის
წესით, ასევე, საქართველოს მთავრობის №32 დადგენილებით
დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით - ავტოსატრანსპორტო
საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესით.
592 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მოცემული სამართალდარღვევები (მაიონებელი
გამოსხივების წყაროების მქონე ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში რადიოაქტიური
ნივთიერებების გაფრქვევა დადგენილ ნორმაზე მეტად; მაიონებელი გამოსხივების
წყაროების მქონე ობიექტიდან გამდინარე წყლებში რადიოაქტიური ნივთიერებების
ჩაშვება დასაშვებ დონეზე ჭარბი რაოდენობით), წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად,
გაერთიანდა „გარემოს დაბინძურებაში“. გარემოს დაბინძურების ცალკეული სახეების
დამოუკიდებლად გამოყოფა, როგორც ეს მოქმედ რედაქციაში, არ ჩაითვალა
მიზანშეწონილად, ვინაიდან არ იფარებოდა გარემოს დაბინძურების სხვა შემთხვევები.
რაც შეეხება ჯარიმის რაოდენობას, მოქმედი რედაქციით მაიონებელი გამოსხივების
წყაროების მქონე ობიექტიდან გამდინარე წყლებში რადიოაქტიური ნივთიერებების
დასაშვებ დონეზე ჭარბი რაოდენობით ჩაშვებისა და ატმოსფერულ ჰაერში დადგენილ
ნორმაზე მეტად გაფრქვევისათვის ჯარიმის სახით დადგენილია 1 500 ლარი, ხოლო
წარმოდგენილ პროექტში, სამართალდარღვევისათვის, რომელიც ფარავს გარემოს
დაბინძურებას, დადგენილია 1 800 ლარი. ჯარიმის რაოდენობის ზრდა განპირობებულია
მითითებული დარღვევის სავარაუდო შედეგის მასობრივი ხასიათით და შესაბამისად,
სავარაუდო მძიმე შედეგებით. ამდენად, მოცემული ზღვრის (2 000 ლარი) ფარგლებში,
მოსალოდნელი ზიანის მაქსიმალურად შესაბამისი დიფერენცირებული ჯარიმის
რაოდენობად განისაზღვრა 1 800 ლარი.
- ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გარეშე
მაიონებელი
გამოსხივების
(გენერატორებთან) მოპყრობა -
მაგენერირებელ
წყაროებთან
„ბირთვული და რადიაციული
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ბირთვული და რადიაციული
საქმიანობის
განხორციელება
ავტორიზაციის
(ბირთვული
და
რადიაციული საქმიანობის განხორციელებისათვის მარეგულირებელი
ორგანოს მიერ უფლებამოსილების მინიჭების მიზნით შესაბამისი
დოკუმენტის გაცემის პროცედურა) გარეშე. საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსი ფარავს ბირთვული
მასალებისადმი ან
მოწყობილობისადმი, რადიოაქტიური ნარჩენისადმი და რადიოაქტიური
ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობას. რადიოაქტიური ნივთიერება,
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-3 მუხლის 31-ე პუნქტის შესაბამისად, მოიცავს
რადიოაქტიური წყაროსა და მასალას. შესაბამისად, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შემოთავაზებული სახე და სისხლის სამართლის
მოქმედი კანონმდებლობა ფარავს ყველა ტიპის მაიონებელი გამოსხივების
წყარო.
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მაიონებელი გამოსხივების გენერატორი არის
დანადგარი, რომელიც არ შეიცავს რადიოაქტიურ მასალებს, მაგრამ ტენქიკური
მონაცემების საფუძველზე შეუძლია მაიონებელი გამოსხივების გენერირება.
ჯარიმების რაოდენობების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა კონკრეტული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენით გამოწვეული რისკები.
კოდექსი 64-ე და 641 მუხლების სანქციები ითვალისწინებს მხოლოდ დაჯარიმებას,
თუმცა გამომდინარე იქედან, რომ სამართალდარღვევა უკავშირდება სახელმწიფო
ტყის ფონდის ან დაცულ ტერიტორიებზე ხე-ბუჩქნარის, ტყის კულტურების,
მერქნიან მცენარეთა უკანონოდ გაჩეხვას, დაზიანებას ან მოსპობას - აუცილებელია
ორივე მუხლის სანქციით მოწესრიგდეს სამართალდარღვევის იარაღისა და უშუალო
ობიექტის კონფისკაციის საკითხებიც;
77-ე მუხლის პირველი ნაწილი სწორდება რედაქციულად, გამომდინარე იქიდან, რომ
აღნიშნული ნორმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ
გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის
უქონლობის გარდა ასევე ითვალისწინებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა
ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უქონლობას, ხოლო ეს უკანასკნელი
მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებულ
საქმიანობებზე, რისი დარღვევის არსებობისას პასუხისმგებლობა განისაზღვრება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 792 ან 793
მუხლებით. ამგვარად, შედის შესაბამის ცვლილება რომელიც განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ ერთიდაიგივე დარღვევა არ დაკვალიფიცირდეს ორი სხვადასხვა
მუხლით.
84-ე მუხლის „შენიშვნის“ პირველ ნაწილში კოდექსის 573, 66-ე, 662, 664, 792, 794, 795 და
86-ე მუხლების დამატება გამომდინარეობს იმ საფუძვლით რომ ამ პროექტის
თანახმად, აღნიშნულ მუხლებში დადგინდება სპეციალური წესი რომლითაც
პასუხისმგებლობა განისაზღვრება სალიცენზიო ან სანებართვო პირობების
დარღვევისათვის ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის
შეუსრულებლობისათვის.
853 მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად - „საქართველოს „წითელ ნუსხაში“
შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი
კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც
შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს
დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში
ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და
პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან
დატყვევება - იწვევს დაჯარიმებას 150-დან 850 ლარამდე. კოდექსის 854 მუხლის
თანახმად, გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევება, უკანონოდ მოპოვებული
ცხოველთა სამყაროს ობიექტით, მისი დერივატით ან მისგან გამომუშავებული
პროდუქციით ვაჭრობაზე გათვალისწინებულია საჯარიმო სანქცია 1000 ლარის
ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ,
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველების დაცვა უფრო
პრიორიტეტულია, ვიდრე არადაცული სტატუსის მქონე გარეული ცხოველების
დაცვა მიზანშეწონილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 853 მუხლის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა იყოს ურჯერ უფრო
მკაცრი, ვიდრე კოდექსის 854 მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის. ამავე
დროს აღნიშნული მუხლის სანქცია იხვეწება რედაქციული და სამართლებრივი
კუთხით.
როგორც არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა 86-ე მუხლის მოქმედი სანქციები
ვერ
უზრუნველყოფს სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს. ბოლო პერიოდში
არსებითად
მოიმატა
არასამონადირეო
ტერიტორიებზე
ასევე
დაცული
ტერიტორიების მიმდებარე ბუფერულ ზონებში არასანადირო სახეობებზე (გარეული
ღორი, მაჩვი, შველი და ა.შ) აკრძალული საშუალებებით უკანონოდ ნადირობის ბრკანონიერობის ფაქტებმა. ასევე მნისვნელოვნია თევზჭერის წესების დარღვევის
ფაქტები. შესაბამისად საჭიროა მოქმედი პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრება.
გამომდინარე აღნიშნულიდან ცვლილებები შედის 86-ე მუხლში, რომლის
შესაბამისადაც:
-
86-ე მუხლის ყველა ნაწილში საჯარიმო თანხა დადგენილი იქნება ფიქსირებული
ოდენობით.
-
86-ე მუხლით დგინდება პასუხისმგებლობა ნადირობის წესების განმეორებით
დარღვევისათვის
(ნაწილების მიხედვით) და ასეთი დარღვევებისთვის
სამართალდამრღვევს
გარკვეული
დროით
ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება.
ჩამოერთმევა
სანადირო
1283 მუხლის პირველი ნაწილი იცვლება რედაქციულად გამომდინარე იქიდან, რომ
გაკეთდეს ზუსტი ჩამონათვალი ამ ნაწილში მოხსენიებული რეგლამენტით
გათვალისწინებული იმ დარღვევებისათვის რომლისთვისაც გათვალისწინებული
უნდა იყოს შესაბამისი საჯარიმო სანქცია. ცვლილება ასევე შედის 1283 მუხლის მე-3
ნაწილის სანქციაში, რომლიდანაც ხდება სიტყვების „ხოლო არარეგისტრირებული
სახერხი საამქროს აღმოჩენის შემთხვევაში – აგრეთვე მრგვალი ხე-ტყის (მორის)
სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და
მოწყობილობის კონფისკაციით“ ამოღება, რადგან სახერხი საამქრის მოწობა
რეგისტრაციის გარეშე დაკვალიფიცირდება როგორც სისხლის სამართლის
დანაშაული (შესაბამისი ცვლილება სისიხლის სამართლის კოდექსში კანონპროექტს
ერთვის თანმდევი კანონპროექტის სახით).
222-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად:
-
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემდებარე მუხლებს
ემატება 1282 მუხლი ( მუხლი 1282 . ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის
ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა), რადგან
აღნიშნულ მუხლზე დეპარტამენტს გააჩნია ოქმის შედგენის უფლება და
შესაბამისად მიზანშეწონილია მიენიჭოს მისი განხილვის უფლებამოსილებაც,
აგრეთვე 222-ე მუხლის პურველი ნაწილიდან ხდება 1735 მუხლის ამოღება,
რადგან კოდექსში არის ანალოგიური საკითხის მარეგულირებელი 84-ე მუხლი,
რომელზეც ოქმს ადგენენ უშუალოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურების დაცვის სამინისტროს ორგანოები;
-
222-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება კოდექსის ის
მუხლები, რომლებზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს
მიენიჭება სამართალდარღვევის ადგილზე განხილვის უფლებამოსილება (იმ
შემთხვევაში თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ
საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ დამრღვევი სადავოდ არ
ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და
ამას ადასტურებს ხელმოწერით);
-
222-ე მუხლს ემატება ახალი მე-3 და მე-4 ნაწილები, რომლითაც ისაზღვრება
კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლებზეც სსიპ ეროვნულო სატყეო
სააგენტოს
ექნება
სამართალდარღვევის
საქმეების
განხილვის,
ასევე
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების ადგილზე განხილვის
უფლებამოსილება (იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ
დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ადასტურებს ხელმოწერით);
-
222-ე მუხლის ემატება ახალი მე-5 და მე-6 ნაწილები, რომლითაც ისაზღვრება
კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვალი, რომლებზეც სსიპ დაცული
ტერიტორიების სააგენტოს ექნება სამართალდარღვევის საქმეების განხილვის,
ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების ადგილზე განხილვის
უფლებამოსილება (იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ
დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ადასტურებს ხელმოწერით).
კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან ხდება 1735 მუხლის ამოღება, რადგან
კოდექსში არის ანალოგიური საკითხის მარეგულირებელი 84-ე მუხლი, რომელზეც
ოქმს ადგენენ უშუალოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის
სამინისტროს ორგანოები; ასევე ემატება "44" პუნქტი, ვინაიდან საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
ზედმიწევნითა
განსაზღვრული, თუ რომელ ადმინისტრაციულ ორგანოს ამ კოდექსის რომელი
მუხლებით გათვალისწინებული სამრთალდარღვევისათვის აქვს უფლება შეადგინოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები. "თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის,
ლაგოდეხის და ვაშლოავნის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ"
საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად "თუშეთის დაცულ
ლანდშაფტს" მართავს ახმეტის მუნიციპალიტეტი. საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს თუ
რომელ ადმინისტრაციულ ორგანოს, კოდექსის რომელი მუხლების საფუძველზე
შეუძლია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა. შესაბამისად
ახმეტის მუნიციპალიტეტს, როგორც თუშეთის დაცული ლანდშაფტის ("დაცული
ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით განაზღვრული დაცული
ტერიტორიის ერთერთი კატეგორია) მართვის ორგანოს, მიეცემა უფლება,
დაქვემდებარებულ დაცულ ტერიტორიაზე შეადგინოს გარემოს დაცვის და
ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობასთან
დაკავშირებულ
დარღვევებზე
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.
კოდექსის 242-ე მუხლს ემატება 42-44 ნაწილები, რომლის შესაბამისადაც, კოდექსის იმ
მუხლების დარღვევისთვის, რომლებზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტს, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და სსიპ დაცული ტერიტორიების
სააგენტოს მინიჭებული აქვთ სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვის
უფლება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნაცვლად შედგება
საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
კოდექსის 242-ე მუხლის შენისვნას ემატება 41 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც საჯარიმო ქვითრების ფორმას, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
252-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა დაბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემდებარე თითქმის ყველა
მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების
განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა დასწრება
სავალდებულოა. მიზანშეწონილია აღნიშნული მუხლიდან ამოღებულ იქნეს
რამოდენიმე მუხლი, რადგან თუ სამართალდამრღვევს დადგენილი წესით ჩაბარდა
სასამართლო უწყება და მისთვის ცნობილია სასამართლო სხდომის ჩატარების დრო
და ადგილი, მისი არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა
არ უნდა იყოს სხდომის გადადების მიზეზი. იმ შემთხვევაში, თუ
სამართალდამრღვევს არ აქვს სურვილი დაესწროს სასამართლოს სხდომას ან
შეგნებულად არ ცხადდება სასამართლოში, ეს ხდება პროცესის გაჭიანურების
მიზეზი და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გავიდეს ადმინისტრაციული
სახდელის დადების ვადა. რაც ავტომატურად იწვევს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტას. ამგვარად, ამოღებულ უნდა იქნას ის
მუხლები
რომელიც
ითვალისწინებს
დაჯარიმებას
ანგარიშგების
წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით. მაგალითად დეპარტამენტში წარმოსადგენია
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
დოკუმენტი
და
მისი
წარმოუდგენლობისათვის განსაზღვრულია შესაბამისი სანქცია ჯარიმის სახით, ანუ
უტყუარად არის დადასტურებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი,
(აღნიშნულიდან გამომდინარე ამოღება ხდება 573 მუხლის პირველი ნაწილის და 821
მუხლის), ასევე ამოღებულ იქნეს ნადირობის ან თევზჭერის წესების დარღვევისას
გათვალისწინებული მუხლები (86-ე მუხლის ყველა ნაწილის გარდა მე-12 ნაწილისა
რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მხოლოდ თევზჭერის ლიცენზიის
მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების
დარღვევისას) გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქე რომელიც
ნადირობს ან ახორციელებს თევზჭერას, აღნიშნულ ქმედებებს ახორციელებს მისი
მუდმივი საცხოვრებელი სახლისგან მოშორებით, ხოლო ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევის
ოქმის
განხილვა
ხდება
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით სამართალდარღვევის ჩადენის
ადგილას, რა დროსაც მოქალაქის სასამართლოს სხდომაზე მიყვანა რთულდება და ამ
მოტივით არაერთგზის ხდება სასამართლოს საქმის გადადება რაც, როგორც
აღვნიშნეთ, სამომავლოდ ემსახურება საქმის განხილვის არასასურველ გაჭიანურებას.
შესაბამისად მიზანშიწონილია ასკ 86-ე მუხლით (გარდა მე-12 ნაწილისა)
გათვალისწინებულ შემთხვევაშიც თუ სამართალდამრღვევს დადგენილი წესით
ჩაბარდა სასამართლო უწყება და მისთვის ცნობილია სასამართლო სხდომის
ჩატარების დრო და ადგილი, მისი არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე
გამოუცხადებლობა არ უნდა გახდეს სხდომის გადადების მიზეზი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო;
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტის მიღების შედეგად გარკვეულწილად გაიზრდება ბიუჯეტის
შემოსულობები, რადგან კანონპროექტის მიხედვით საჯარიმო სანქცია იზრდება კოდექსის
853-ე და 74-ე მუხლების დარღვევისათვის. ასევე, კანონპროექტის მიხედვით ახმეტის
მუნიციპალიტეტი განახორციელებს თუშეთის დაცულ ლანდშაფტში ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევთა
კოდექსით
განსაზღვრულ
სამართალდარღვევებზე
ადმინისტრაციული ოქმის შედგენას. შესაბამისად სასამართლოს მიერ ჯარიმის სახით
დაკისრებული და შემდგომ ამოღებული თანხები მიმართული იქნება სახელმწიფო
ბიუჯეტში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას კანონპროექტით გათვალისწინებული იმ
მუხლების დარღვევისთვის, რომლებსაც უმძიმდებათ ძირითადი და დამატებითი
საჯარიმო სანქციები ჯარიმის/სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული რესურსის
კონფისკაციის სახით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი. კანონპროექტით
ადგენს გადასახდელებს ჯარიმის სახით. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული იმ
მუხლების დარღვევისთვის, რომლებსაც უმძიმდებათ ძირითადი და დამატებითი
საჯარიმო სანქციები ჯარიმის/სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული რესურსის
კონფისკაციის სახით, რაც გამომდინარეობს სამართალდარღვევების შინაარსის და სიმძიმის
ადეკვატურობით და აქვს შემაკავებელი ეფექტი.
571 მუხლით იქმნება ახალი დამატებითი სანქცირებული ნორმა უკანონოდ
მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის კონფისკაციასთან დაკავშირებით, რაც
წარმოადგენს სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის
(მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით. როგორც არსებულმა პრაქტიკამ
აჩვენა მოქმედი სანქცია ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის შემაკავებელ
ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას. შესაბამისად, პროექტის მიხედვით იქმნება ახალი
სანქცია.
853 მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, მუხლის დარღვევისას სანქცია შეადგენს
150-დან 850 ლარამდე ჯარიმას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველების დაცვა
უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე არადაცული სტატუსის მქონე გარეული
ცხოველების დაცვა, ხოლო არადაცული სახეობებისათვის ასკ 854 მუხლის თანახმად,
გათვალისწინებულია საჯარიმო სანქცია 1000 ლარის ოდენობით, კოდექსის 854
მუხლის დარღვევისას საჯარიმო სანქცია უნდა იყოს 854 მუხლით განსაზღვრული
სანქციის ორმაგი ოდენობა.
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს საქართველოს გარემოსა და ბუენრვი
რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანოებისათვის კოდექსის ზოგიერთი
მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე საჯარომო ქვითრის
შედგენის უფლებამოსილების მინიჭებას, მიზანშეწონილია შესაბამისი მუხლების
სანქციები (ჯარიმები) იყოს ფიქსირებული და იმპერატიული. გამომდინარე
აღნიშნულიდან 51-ე, 512, 515, 531, 532, 554, 59, 63, 64, 641, 68, 73, 74, 86, 872, 873, 89, 892,
893,
მუხლების სანქციაში ხდება ფიქსირებული ოდენობის საჯარიმო თანხის
მითითება, რომელიც უტოლდება მოქმედი საჯარიმო სანქციების საშუალო
არითმეტიკულს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან.
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროეტის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრვ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი
22.
მცირემნიშვნელოვანი
სამართალდარღვევისას
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა
ადმინისტრაციული
თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ
საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია
გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს
სიტყვიერ შენიშვნას.
მუხლი 24. ადმინისტრაციული სახდელების სახეობანი
1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს
შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:
ა) გაფრთხილება;
ბ) ჯარიმა;
გ) იმ საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის
იარაღი,
უშუალო
ობიექტი
ან
საქართველოს
საგადასახადო
კოდექსით დადგენილი, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან
დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების
საშუალება იყო;
დ) იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის
იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი,
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების
დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო;
ე) მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება;
ე1) იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა;
ვ) გამასწორებელი სამუშაოები;
ზ) ადმინისტრაციული პატიმრობა.
2. საქართველოს კანონებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს
ფარგლებიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის იმ უცხოელ
მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ადმინისტრაციული გაძევება, რომლებიც
უხეშად არღვევენ მართლწესრიგს .
3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის,
თავდაცვის მოკლელულიანი ან/და სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი
იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი
გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ
პირთა მიმართ, მათ მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული
შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების
ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის მომდევნო დღიდან.
მუხლი 38. ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადები
1. ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა
სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა
უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ოთხ თვეს, გარდა ამ კოდექსის 1595–
1599 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
21. ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების
ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ექვს თვეს სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან.
3. სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ როცა
დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები,
ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ერთი თვისა
სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების
მიღების დღიდან.
31. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში
გასაჩივრებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სახდელის დადების ვადის დენა შეჩერდება სასამართლოს მიერ ამ საქმეზე საბოლოო
გადაწყვეტილების გამოტანამდე.
4. ამ მუხლში აღნიშნული ვადები არ ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის
საფუძველზე კონტრაბანდის საგნების კონფისკაციის და ამ კოდექსის 1901 მუხლით
გათვალისწინებული სანქციის შეფარდებისას.
მუხლი 401. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფოსათვის ან/და
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანის
ანაზღაურების წესი
1. თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს
ან/და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, ზიანის ოდენობის დადგენის შემდეგ
დაინტერესებული
ორგანო/თანამდებობის
პირი
გამოსცემს
ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს ზიანის ანაზღაურების შესახებ (გარდა ამ კოდექსის მე-40
მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელსაც უგზავნის სამართალდამრღვევს.
დაინტერესებული ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრული ზიანის
ანაზღაურების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
2. დაინტერესებულ ორგანოს/თანამდებობის პირს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში
დაიბაროს სამართალდამრღვევი ახსნა-განმარტების მისაცემად.
3. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.
თუ სამართალდამრღვევმა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში არ აანაზღაურა
მიყენებული ზიანი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიყენებული ზიანის
ანაზღაურების შესახებ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
შენიშვნა : ამ მუხლის მიზნებისათვის დაინტერესებულ ორგანოდ/ თანამდებობის პირად
ითვლება ის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო/თანამდებობის
პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის ბალანსზედაც იმყოფება ან
სარგებლობაში
აქვს
გადაცემული
სახელმწიფოს/ადგილობრივი
რომელსაც
თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენის შედეგად მიადგა ზიანი, ან რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით უფლება
აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
მუხლი 49. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის თვითნებური დაკავება
1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის თვითნებური დაკავება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
მუხლი 51. მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-შენახვისა და
სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობის, აგრეთვე რეკულტივაციის, ქარისმიერი,
წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან
ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებელი სავალდებულო ღონისძიებების
შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე
მუხლი 512 . მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა
მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, რაც დაკავშირებული არ არის
დადგენილი წესით ნებადართულ ღონისძიებებთან, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ლარამდე
მუხლი 515 . მაღალმთიან რეგიონებში იმ სუბალპური და ალპური მცენარეულობის
მოპოვება, რომლის საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია
მაღალმთიან რეგიონებში იმ სუბალპური და ალპური მცენარეულობის მოპოვება, რომლის
საწვავად და სხვა მიზნით მოხმარება აკრძალულია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ ლარამდე.
მუხლი 531 . დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების
დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით დაკავებული მიწების
დროულად დაუბრუნებლობა
1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მოქცეული, დროებით
დაკავებული მიწების დროულად დაუბრუნებლობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი
დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ოთხას ლარამდე.
მუხლი 532. მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება
მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.
მუხლი 554 . დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების
საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა
1. დაცული ტერიტორიებისა და მათი
საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა, –
ტერიტორიულ-ფუნქციონალური
ზონების
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი
დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე
მუხლი 571. წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე
წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე.
მუხლი 573. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის
ლიცენზიის პირობების დარღვევა
1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის
მფლობელის მიერ სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ
ვადაში წარუდგენლობა ან სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში
წარუდგენლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის
პირობების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 59. სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებსა და მინარევებთან
დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა
გემის ან სხვა მცურავი საშუალების კაპიტნის ან მეთაურთა შემადგენლობის სხვა პირთა
მიერ სახომალდო დოკუმენტებში ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი
რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებთან ან/და დადგენილი ნორმების გადამეტებით ასეთ
ნივთიერებათა შემცველ მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის
კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, აღნიშნულ პირთა
მიერ სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერების შეტანა ამ ოპერაციების შესახებ ან
შესაბამის თანამდებობის პირთათვის ამ დოკუმენტების წარდგენაზე უკანონოდ უარის
თქმა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
მუხლი 592. მაიონებელი გამოსხივების წყაროებით სარგებლობის წესების დარღვევა
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, კერძოდ,
ორგანიზაციული
სახის
დარღვევები
(დოკუმენტაციის
წარმოების
შეუსაბამობა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, რამაც
შეიძლება გამოიწვიოს მუშაკის დასხივება დადგენილი დოზური ზღვრის გადაჭარბებით ან
პაციენტის დაუსაბუთებელი სამედიცინო დასხივება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დარღვევა, რამაც
შეიძლება მავნე ზემოქმედება მოახდინოს მოსახლეობაზე ან/და დააბინძუროს გარემო, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
4. მაიონებელი გამოსხივების წყაროების მქონე ობიექტიდან ატმოსფერულ ჰაერში
რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევა დადგენილ ნორმაზე მეტად –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
5. მაიონებელი გამოსხივების წყაროების მქონე ობიექტიდან გამდინარე წყლებში
რადიოაქტიური ნივთიერებების ჩაშვება დასაშვებ დონეზე ჭარბი რაოდენობით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
6. მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან (გარდა ბირთვული მასალისა ან მოწყობილობისა,
რადიოაქტიური ნარჩენისა, რადიოაქტიური ნივთიერებისა) მოპყრობა ლიცენზიის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
მუხლი 63. ხე-ტყის დამზადებისას ტყითსარგებლობის წესების დარღვევა
საანგარიშო ტყეკაფის დადგენის, ტყეკაფის გამოყოფის, ხე-ტყის ზეზეურად გაცემის,
მთავარი სარგებლობის, მოვლითი ჭრისა და სპეციალური ჭრის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების 30-დან 35 გრადუსამდე
დაქანების ფერდობებზე, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.
მუხლი 64. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების
მოსპობა და დაზიანება
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების, ტყის
სანერგეებსა და პლანტაციებში ნათესების ან ნერგების მოსპობა ან დაზიანება, რამაც
შესაძლოა მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ოთხას ლარამდე.
641 . დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების
საზღვრებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება
1. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა
უკანონო გაჩეხვა და დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი
დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ექვსას ლარამდე.
მუხლი
66.
უკანონო
ტყითსარგებლობა,
ტყითსარგებლობა
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით
საქართველოს
1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან სამონადირეო
მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის
კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
საგნის
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და
იარაღის კონფისკაციით.
21. (ამოღებულია - 25.03.2013, №453).
22. (ამოღებულია - 25.03.2013, №453).
3. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური
ლიცენზიის,
სამონადირეო
მეურნეობის
სპეციალური
ლიცენზიის
ან
ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და
მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და
იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული
შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა, ჩადენილი
განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და
იარაღის კონფისკაციით.
მუხლი 662. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი
ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის
(CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას
გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა
ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური
ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES)
დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით
სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 664. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი
სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და
ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით
საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების,
მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან
ინტროდუქციის ნებართვის პირობების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის
კონფისკაციით.
მუხლი 68. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების
დაზიანება
1. სახელმწიფო ტყის ფონდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ ლარამდე.
2. დაცული ტერიტორიების დადგენილი საზღვრების ფარგლებში მდელოების,
მინდვრების, ველების, სათიბი ან საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების
დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათიდან ორმოცდაათ ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე
(ცხვარი, თხა, ღორი) და სამოცდაათიდან ას ლარამდე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი
დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან სამოცდაათ ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე
(ცხვარი, თხა, ღორი) და ას ოციდან ას ორმოცდაათ ლარამდე მსხვილფეხა რქოსან
პირუტყვზე.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის
განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე
(ცხვარი, თხა, ღორი) და ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე მსხვილფეხა რქოსან
პირუტყვზე.
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის
განმავლობაში, −
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე წვრილფეხა პირუტყვზე
(ცხვარი, თხა, ღორი) და ორას ოციდან ორას სამოცდაათ ლარამდე მსხვილფეხა რქოსან
პირუტყვზე.
მუხლი 73. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების,
სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება
სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო
სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე.
74. ტყეებში სამიჯნე ნიშნების მოსპობა და დაზიანება
ტყეებში სამიჯნე ნიშნების მოსპობა და დაზიანება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათ ლარამდე.
მუხლი 77. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ
მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ან მავნე ნივთიერებათა
ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უქონლობა, გაფრქვევის ნორმების
გადამეტება ან ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედება
1. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე
ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის ან ატმოსფერულ ჰაერში მავნე
ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების უქონლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.
2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების
გადამეტება, ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ზემოქმედების (მათ შორის, ხმაურის, ვიბრაციის,
ელექტრომაგნიტური ველების) დადგენილი ნორმების გადამეტება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1 000 ლარამდე.
მუხლი 792. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის)
პირობების ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის (მათ შორის, გარემოსდაცვითი ნებართვის) პირობების
ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური
ექსპერტიზის დასკვნით) გათვალისწინებული პირობების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით (მათ შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური
ექსპერტიზის
დასკვნით)
გათვალისწინებული
პირობების
დარღვევისთვის
ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის
გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული
მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ამ მუხლით
გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
2. ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გასამმაგებული ჯარიმის
დაკისრებიდან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (მათ
შორის, სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) მფლობელი არ შეასრულებს
მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, დაკისრებული გასამმაგებული ჯარიმა სამმაგდება.
მუხლი 794. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და
ტრანზიტის სფეროში დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დარღვევა, ან
ოზონდამშლელი
ნივთიერების
წარმოება,
ან
აკრძალული
ოზონდამშლელი
ნივთიერებებით ვაჭრობა
1. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის
სანებართვო პირობების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.
2. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი
ნებართვის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კილოგრამ ნივთიერებაზე 20 ლარით.
3. აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან
ტრანზიტი –
გამოიწვევს დაჯარიმებას თითოეულ კილოგრამ ნივთიერებაზე 30 ლარით.
4. ოზონდამშლელი ნივთიერების წარმოება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.
5. აკრძალული ოზონდამშლელი ნივთიერებებით ვაჭრობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.
მუხლი 795. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების
დარღვევა
ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით.
მუხლი 84. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების
მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა
1. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემდეგ მათი აღმოფხვრის თაობაზე
ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული
მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა −
გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) დადებას ამ კოდექსის იმ შესაბამისი
მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა
სამართალდარღვევის აღმოფხვრა, ამ მუხლებზე მითითებით, ხოლო დაკისრებული
ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) არსებობის შემთხვევაში − იმ შესაბამისი მუხლის
ან მუხლის ნაწილის სანქციის მაქსიმალური საჯარიმო თანხის გაორმაგებას, რომლის
დარღვევის გამოც დაეკისრა სამართალდარღვევის აღმოფხვრა, ამ მუხლებზე მითითებით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის)
დადებიდან ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღმოფხვრის თაობაზე ოქმის შედგენის
უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით
დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაკისრებული
გაორმაგებას.
ძირითადი
ადმინისტრაციული
სახდელის
(ჯარიმის)
3. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილების
მქონე ორგანოების თანამშრომელთა უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების
შესრულებისათვის ხელის შეშლა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით .
4. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების
მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა (მათ შორის,
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და
ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ
წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა:
1.
სალიცენზიო
ან
სანებართვო
პირობების
დადგენილი
მოთხოვნების
დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით
დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესის
შესაბამისად.
2.
„გარემოზე
ზემოქმედების
ნებართვის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით
დადგენილი პირობების დაკმაყოფილებისათვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული
მიწერილობით
დაკისრებული
მოვალეობის
შეუსრულებლობის
შემთხვევაში
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 793 მუხლით
დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 853 . საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ
გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა
ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება
ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ
შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების
ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან
დატყვევება
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ
ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების
განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან
საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ
შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების
ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან
დატყვევება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 150- დან 850 ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების
საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან
უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით.
მუხლი 86. თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს
ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა
1. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა სამოყვარულო და სპორტული
თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარიდან 200 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და
მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
3. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის
წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 და მე-8 ნაწილებით
გათვალისწინებული დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარიდან 400 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და
მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წყლის ზომამცირე
სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა)
გამოყენებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარიდან 800 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის
სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა
ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და
წყლის სატრანსპორტო
საშუალების კონფისკაციით.
8. თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული
ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი
ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, აგრეთვე საქართველოს „წითელ
ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 4000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის
სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო
საშუალების კონფისკაციით.
9. 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის, 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის
სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–
მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარიდან 5000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის
სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის
სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ.
10. 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის
წესების დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი–მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული
დარღვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 30000 ლარიდან 50000 ლარამდე, მოპოვებული თევზის ან წყლის
სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
11. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და
მოთხოვნების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
12. ნადირობის წესების დარღვევა
სახეობებზე ნადირობისას –
ნადირობის
ობიექტებისათვის
მიკუთვნებულ
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და
სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.
13. ნადირობის წესის დარღვევა (გარდა ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 700 ლარამდე, მოპოვებული
სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.
ობიექტისა და
14. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა (გარდა ამ
მუხლის მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარიდან 1000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და
სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.
15. ნადირობა იმ იარაღით, საშუალებით ან მეთოდით, რომლით ნადირობაც აკრძალულია
(გარდა ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და
სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მე-12−მე-14 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამატებითი
სახდელის სახით სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაცია გამოიყენება მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ ნადირობის განმახორციელებელ პირზე საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მიერ არ არის გაცემული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული შესაბამისი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ მუხლის მე-12−მე-14 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ნადირობის
განმახორციელებელ პირს თან არ აქვს ამ შენიშვნის პირველი ნაწილით განსაზღვრული
დოკუმენტი ან ნადირობა აკრძალული სანადირო იარაღით ხორციელდება,
სამართალდამრღვევს დროებით, საქმის განხილვამდე ჩამოერთმევა სანადირო იარაღი,
ხოლო მისი დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა ხდება საქმის განხილვის
უფლებამოსილების მქონე ორგანოს/თანამდებობის პირის კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. ამ მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-11 ნაწილებისა) გათვალისწინებულ
შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები და,
თუ მისი/მათი მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანი არ
არის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შემდგენი ორგანო
უფლებამოსილია მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები დადგენილი
წესით დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ გაანაწილოს სოციალური მიზნებისათვის, ხოლო თუ
მოპოვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტს/ობიექტებს საკვებად უვარგისობის
დამადასტურებელი ნიშნები ახასიათებს (შეცვლილი აქვს ჩვეული ფერი ან/და აღენიშნება
ჯანსაღი პროდუქციისათვის უჩვეულო, უსიამოვნო სუნი) – დაუყოვნებლივ გაანადგუროს
იგი/ისინი დამარხვით ან შესაბამის ინსინერატორში დაწვით.
4. თუ ამ შენიშვნის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე
ორგანოს/თანამდებობის პირის საბოლოო გადაწყვეტილებით პირს დაუბრუნდება
ჩამორთმეული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები, ეს პირი უფლებამოსილია
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ცხოველთა სამყაროს
ობიექტის/ობიექტების ჩამორთმევის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მუხლი 872 . ცოცხალი გენმოდიფიცირებული
უსაფრთხოების პირობების დარღვევა
ორგანიზმების
ტრანსპორტირების
1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირების უსაფრთხოების
პირობების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1500 ლარამდე.
873 . ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტირების წესების დარღვევა
1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტირების წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 3000 ლარამდე.
მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების
დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა
1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის
წესებისა და რეჟიმის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოციდან სამოცდაათ ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის, სახელმწიფო
ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის,
ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო
მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის
დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამოციდან ოთხმოცდაათ ლარამდე
მუხლი 892. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის,
ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო
მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის
(გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა
1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის,
ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო
მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე ვიზიტორის მიერ ნებისმიერი მოწყობილობის
(გარდა მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვებისა) შეტანა –
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში შეეფარდა
ადმინისტრაციული
სახდელი
ამ
მუხლით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ორას ორმოცდაათ ლარამდე.
მუხლი 893. დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ან ნებისმიერი სახის
თევზსაჭერი საშუალებით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული
ქმედების ნავის გამოყენებით განხორციელება
1. დაცულ ტერიტორიაზე პირის ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა, შეღწევა
ან/და გადაადგილება (გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი
რეგულირების წესით დაშვებულია ნადირობა, ან იმ პირისა, რომელსაც უფლება აქვს,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს სამსახურებრივ-საშტატო
ცეცხლსასროლი იარაღი) –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, ცეცხლსასროლი იარაღის
კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი
დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან
კონფისკაციით ან უამისოდ.
ექვსას
ლარამდე,
ცეცხლსასროლი
იარაღის
3. დაცულ ტერიტორიაზე (გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც მენეჯმენტის გეგმით ან
დროებითი რეგულირების წესით დაშვებულია თევზჭერა) პირის ნებისმიერი სახის
თევზსაჭერი საშუალებით შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების ნავის
გამოყენებით განხორციელება –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, სამართალდარღვევის
საგნის, მათ შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი
დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი
დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის
ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ექვსას ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის, მათ
შორის, ნავის, კონფისკაციით ან უამისოდ.
მუხლი 1283. ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს)
ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა
1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი
გადამამუშავებელი
ობიექტის
(სახერხი
საამქროს)
ტექნიკური
რეგლამენტით
გათვალისწინებული ინფორმაციის (მათ შორის, ხე-ტყის მარკირების სპეციალური
ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის) დადგენილი წესის ან ვადის დარღვევით წარდგენა, ან
სპეციალური ფირნიშის ან/და მისი საკონტროლო ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების
შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება , ჩადენილი განმეორებით ,
−
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით .
3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხე-ტყის პირველადი
გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის
დარღვევა (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა) −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და
მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ,
ხოლო არარეგისტრირებული სახერხი საამქროს აღმოჩენის შემთხვევაში – აგრეთვე
მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის
(ტექნიკის) და მოწყობილობის კონფისკაციით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და
მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით.
5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის
ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში ამ მუხლის მე-3 ან
მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის
მიღებასთან, შენახვასთან, გადამუშავებასთან ანდა ტექნიკური რეგლამენტით
გათვალისწინებული
შესაბამისი
აღრიცხვის
ჟურნალის
გამოუყენებლობასთან
დაკავშირებით −
გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და
მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის და სახერხი დანადგარებისა და
მოწყობილობების კონფისკაციით.
შენიშვნა: ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
უკანონოდ ჩაითვლება ის ხე-ტყე/ხე-მცენარე, რომელიც საქართველოს მთავრობის
დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადგენილი წესით არ არის
მარკირებული სპეციალური ფირნიშით.
მუხლი 222. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541,
551, 554, 56-ე, 57-ე−573, 58-ე, 581, 583, 59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–
696, 71-ე, 711, 721−78-ე და 791–795მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური
ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 821–824 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით
(გარდა 86-ე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებისა), 871–873 და 89-ე–893 მუხლებით,
913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 და 1283−1285მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე
მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების
დადების უფლება.
მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ
საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ
კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური;
2 1 . ამ კოდექსის 42 3 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო.
3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 95ე, 1281 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენენ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები.
4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51 2, 51 4−53 2, 54-ე, 54 1, 55 1, 55 4, 56-ე, 57-ე–59-ე, 59 3,
მე-60, 60 3, 61 1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 4–696, 71-ე, 71 1, 72 1−78-ე და 79 1–79 5 მუხლებით,
79 6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 82 1–82 4,
84-ე−86-ე, 87 1–87 3 და 89-ე–89 3 მუხლებით, 91 3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103 1, 104-ე და
128 2–128 5 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და
173 5 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების
უფლებამოსილი თანამშრომლები.
4 1. ამ კოდექსის 59 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი
თანამშრომლები.
42 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ).
43 . ამ კოდექსის 51-ე და 512 და 541 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
5. (ამოღებულია);
6.
ამ
კოდექსის
95-ე
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ
უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
7. (ამოღებულია);
8. (ამოღებულია);
9.
ამ
კოდექსის
921
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი.
10. ამ კოდექსის 88- ე და 144 10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამა
რთალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში
შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურისა და
ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
101 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ
კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის
ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი
პირები.
11.
ამ
კოდექსის
1071
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და
სამდინარო ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
12. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების
დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები;
13. ამ კოდექსის 45-ე, 58 3, 81-ე, 86 1, 107-ე, 107 5, 114 1, 114 2, 116-ე–116 3, 118-ე−123-ე,
125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე,
139 5, 150-ე და 153 3 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 174 1, 174 15,
174 16, 175 2, 176 1, 177 1, 180-ე–183-ე, 190-ე, 190 2 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო
მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 197 2 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში ოქმებს ადგენს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.
131 . ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის
მიმართ
ჩადენისას,
აგრეთვე
ამავე
კოდექსის
246-ე
მუხლის
„გ1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმს ადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი.
132
.
ამ
კოდექსის
173
ე მუხლით გათვალისწინებულ ი ადმინისტრაციულ ი სამართალდარღვევ ის შესახებ
ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს აღსრულების პოლიციელი.
14. ამ კოდექსის 43 1, 43 2, 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 3 და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის
მე-6 ნაწილით, 119 1 მუხლით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146 1, 148-ე, 150-ე−151ე, 152-ე და 153 4 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 159 1 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ
შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები.
15. (ამოღებულია).
16. ამ კოდექსის 153-ე, 1531 , 1541 , 1542 , 1551 , 158-ე, 1581 , 1594 , 163-ე, 1653 და 178-ე
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს
ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების
მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო
ორგანოები ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოების უფლებამოსილი პირები.
161 . ამ კოდექსის 15910 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯან მ რთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა
ორგანოების უფლებამოსილი პირები.
17. (ამოღებულია).
18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს
შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე;
19. ამ კოდექსის 66 4 და 91 2 მუხლებით, 91 3 მუხლის პირველი ნაწილით, 127 1 მუხლის
მე-2 ნაწილით და 153-ე, 153 1, 153 5, 155 1–155 6, 157-ე, 158-ე, 164-ე, 164 4, 165-ე–165 3,
178-ე, 179 3, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.
20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს
ადგენს სახალხო დამცველი;
21. ამ კოდექსის 173 5 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა და
ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
22. ამ კოდექსის 179 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
23. ამ კოდექსის 1742
მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ უფლებამოსილი
პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი
პირები;
24. 1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის
სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის
ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები;
241. ( ამოღებულია);
242. ( ამოღებულია);
243. (ამოღებულია);
25. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
26. (ამოღებულია – 01.07.2011, №5004);
27. ამ კოდექსის 55 5, 107 2 და 107 3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 და
125 3 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 135 1, 146 1, 150 1,
151 1, 152 2 და 152 3 მუხლებით და 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმებს ადგენენ
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ
უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
28. ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმების
შედგენის
და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ
პირს.
29.
ამ კოდექსის 91 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოსფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონ
ით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე.
30. (ამოღებულია);
31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე,
65-651, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის
ადგილობრივი ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
32. (ამოღებულია);
1
33.
ამ
კოდექსის
157
–
4
157 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ო
ქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინ
ისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები ;
34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
35.
ამ
კოდექსის
141–142-ე,
1441–1449
მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის
ოქმს
ადგენენ
საქართველოს
კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის საამისოდ უფლებამოსილი პირები;
36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და
გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის
დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში
ჩადენილ, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 57 2 მუხლებით, 91 3 მუხლის მე-2 ნაწილით და 96 2 და
173 5 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ
ოქმებს ადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ
უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
37. ამ კოდექსის 159 5–159 9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები.
38. ამ კოდექსის 44 2, 44 5, 44 7–44 12 და 46 2–46 4 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.
39. ამ კოდექსის 105 2 მუხლითა და 164 5 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო;
391. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
40. (ამოღებულია);
41. ამ კოდექსის 582
მუხლითა და 86- ე მუხლის მე -9 და მე 10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა საქართველო
ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაც
იულსამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინი
სტროს შესაბამისი ორგანოები ( საქართველოსგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვი
ს სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად ). ამ კოდექსის
86- ემუხლის პირველი , მე -2, მე -5– მე -10 და მე -12– მე 15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათასასაზღვრო
ზოლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვ
ლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქ
ართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები ( საქართველოსგარემოსა
და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ო
რგანოსთან ერთად ).
42.
ამ
კოდექსის
461
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები;
43. (ამოღებულია);
44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული
ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები;
45. ამ კოდექსის 1781–1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო 1783 მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ერთობლივად
ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირები.
46. ამ კოდექსის 425–429 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის
ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები;
47. ამ კოდექსის 139 2 და 139 3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების
დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების –
სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო 139 4 მუხლით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და
ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული
მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.
471 . ამ კოდექსის 109-ე და 111-ე−1115 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
ოქმებს
ადგენენსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შ
ემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოს უფლებამოსილი პირები.
48. ამ კოდექსის 155 3 –155 6 , 1711–171 3 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
49. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156);
1
50.
ამ
კოდექსის
96
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის
სექტორის სათანადო ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
4
51.
ამ
კოდექსის
44
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების და საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
52. (ამოღებულია).
521 . ამ კოდექსის 1291
მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში ოქმებს
ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის
გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ან
მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის
45-ე, 166-ე, 1972 და 1973 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევების შემთხვევაში აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
54. (ამოღებულია - 28.12.2011, №5662).
55. ამ კოდექსის 185-ე, 185 1 და 185 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
56. ამ კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვ
ევათა
შესახებ
ოქმებს
ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურს
ების დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.
57. ამ კოდექსის 99-ე და 165 10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები.
58. (ამოღებულია).
59. (ამოღებულია – 27.12.2011, №5653).
60. ამ კოდექსის 172 4, 172 5, 173 6, 173 7, 173 9 და 175 1 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოების და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი
პირები, ხოლო ამ კოდექსის 172 7 და 173 13 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს – მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები.
60 1. ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა
ორგანოების უფლებამოსილი პირები.
60 2. ამ კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო
უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი.
61.
ამ
კოდექსის
964
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
62. ამ კოდექსის 149- ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარ
ღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგე
ნილი წესების შესაბამისად .
63.
ამ
კოდექსის
17312
მუხლით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო .
ადმინისტრაციულ
64. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში
შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი
სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე მუხლით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში
აღნიშნული
სამართალდარღვევის
შესახებ
ოქმს
ადგენს
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
გენერალური
ინსპექციის
უფლებამოსილი თანამშრომელი.
65.
ამ
კოდექსის
15911
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილი
პირები.
66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების
დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს
ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს.
67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
ოქმების
შედგენის
უფლება
აქვს
მუნიციპალიტეტის
გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი
თვითმმართველობის მოსამსახურეს.
68. ამ კოდექსის 1726 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,
ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი
თანამდებობის პირები.
69. ამ კოდექსის 17712 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი პირები.
[70. ამ კოდექსის 153 7 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის
საამისოდ უფლებამოსილი პირი. ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან )]
მუხლი 242. შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას
ოქმი არ შედგება
1. ამ კოდექსის 981 მუხლით , 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2–მე-4
ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე, 130-ე მუხლებით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და 1794
და 1795
მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა
შემთხვევებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება
დაჯარიმება და
ჯარიმის
გადახდევინება,
ხოლო
გაფრთხილება ფორმდება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის შესახებ ოქმი არ შედგება.
2. ამ კოდექსის 86 1, 107 5, 114 2, 116-ე–116 3 და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის
პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი და მე-2
ნაწილებით, 129 1, 190-ე და 190 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 და 2 1 ნაწილებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და
სამართალდამრღვევს
ადგილზე
გამოეწერება
საჯარიმო
ქვითარი,
რომელიც
იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
3. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებულ
ადმინისტრაციულ სახდელს, შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
ოქმი, გარდა ამ კოდექსის 981 , 1794 და 1795
მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა.
3 1 . ამ კოდექსის 55 5 , 151 1 და 152 3 მუხლებითა და 153 6 მუხლის პირველი და მე-3
ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის
შემთხვევაში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც
იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
3 2. ამ კოდექსის 79 6, 98 1, 179 4 და 179 5 მუხლებით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას საქართველოს სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს გამოუწერს
საჯარიმო
ქვითარს,
რომელიც
სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
იმავდროულად
არის
ადმინისტრაციული
4. ამ კოდექსის 107 4 მუხლით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8
ნაწილით, 125 2 მუხლით და 125 3 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას, ამ კოდექსის 209 3 მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო
საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც
იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. თუ
სამართალდამრღვევი ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ
იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე
მინაზე, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების
მესაკუთრეს.
4 1 . ამ კოდექსის 209 3 მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმა
ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო
ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმი. თუ სამართალდამრღვევი სადავოდ გახდის ამ კოდექსის 209 3 მუხლის
1
2
ნაწილით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევისათვის
შეფარდებულ
ადმინისტრაციულ სახდელს, მაშინ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმი.
5. ამ კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა
ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზევე გამოეწერება საჯარიმო
ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ივსება
ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი
შევსებისა და შინაგან საქმეთა ორგანოში წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრი.
2. ამ მუხლის 3 1, მე-4, 4 1 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის
ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.
3. ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი
შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
4. რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის
გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის ფორმას, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს ამტკიცებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
მუხლი 252. ადმინისტრაციულ
მოვალეობები
პასუხისგებაში
მიცემული
პირის
უფლებები
და
1. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს,
მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი;
საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს
მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის
მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ
იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა
და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის
განხილვის გადადების თაობაზე.
11. ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით და 1253 მუხლის მე-4 და მე-5
ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას
ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა) პირს შესაძლოა შეეფარდოს მის დაუსწრებლადაც.
აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები უნდა განემარტოს
წერილობით.
2. ამ კოდექსის 45-ე, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791−81-ე, 821, 822, 84-ე−86-ე, 88-ე−893, 912, 921, 94-ე, 95-ე, 961, 962, 964,
981, 99-ე, 1001, 1002, 103-ე–104-ე, 1051, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 1461, 148-ე−152-ე,
1522−1531, 1533−1542, 156-ე, 1571–158-ე, 164-ე, 1644, 165-ე, 1651, 166-ე, 167-ე და 170-ე
მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1724, 173-ე–1732, 1736,
1737, 1739, 174-ე–1742, 175-ე−1752, 1771, 1778, 1779, 1792, 180-ე–1831, 185-ე–1852, 187-ე−1872, 189ე, 192-ე, 195-ე, 1963 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში
მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა
ორგანოს
ან
ადმინისტრაციული
სასამართლოს
(მოსამართლის)
გამოძახებით
გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.
3. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა შემთხვევებიც,
როცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის გამოცხადება საქმის გადამწყვეტ
ორგანოში (თანამდებობის პირთან) სავალდებულოა.