„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“
- „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 99 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 100 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-12
ბიუროს ნომერი 66
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ურთიერთობები, რომლებიც რეგულირდება ამ კანონით
1. ეს კანონი
არეგულირებს
საქართველოს
ტერიტორიაზე მოძრავ უცხო
სახელმწიფოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან (შემდგომში
„სავალდებულო დაზღვევა“) დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, უცხო ქვეყნის
მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლებიც გადაადგილდებიან
საქართველოს ტერიტორიაზე.
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინები
ამ კანონის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)ავტოსატრანსპორტო საშუალება - მექანიკური (ძრავიანი/ელექტროძრავიანი)
სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალებათა შეწყვილებული
კომბინაცია (მათ შორის
ყველა სახის ტრაქტორი, თვითმავალი მანქანა და
მისაბმელი), რომელიც განკუთვნილია ხმელეთზე გადაადგილებისათვის, გარდა
სარკინიგზო ტრანსპორტისა.
ბ) უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება
რეგისტრირებულია
უცხო
ავტოსატრანსპორტო
საშუალება,
რომელიც
სახელმწიფოში;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მძღოლი) - იურიდიული ან
ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშია უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული
ავტოსატრანსპორტო საშუალება ან მართლზომიერად ფლობს მას;
დ) დაზარალებული (მესამე პირი) - პირი, რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას
და/ან ქონებას მიადგა ზიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას და
რომელიც
მიიჩნევა
დაზარალებულად
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული ზიანის
მიყენების
შედეგად
წარმოშობილი
ვალდებულებების
საფუძველზე,
ასევე
მისი
მემკვიდრე
(უფლებამონაცვლე/სამართალმემკვიდრე);
ე) მზღვეველი – იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის
განხორციელებისათვის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
მიღებული აქვს დაზღვევის (არასიცოცხლის) სახეობის ლიცენზია;
ვ) სადაზღვევო
შემთხვევა
–
უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული,
ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას, მისივე მონაწილეობით (მათ შორის
დაგორებისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მისაბმელით და მასზე
დამაგრებული სხვადასხვა მოწყობილობებით, ნივთით, ავტოსატრანსპორტო
საშუალებით გადატანისას ტვირთის დაღვრით, დაბნევით ან გადმოვარდნით)
წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც ზიანი მიადგა მესამე პირის სიცოცხლეს,
ჯანმრთელობას და/ან ქონებას;
ზ) სავალდებულო დაზღვევის პოლისი (სავალდებულო დაზღვევის ხელშეკრულება)
(დოკუმენტი/ელექტრონული
დოკუმენტი)
–
სავალდებულო
დაზღვევის
განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ასახულია სავალდებულო
დაზღვევის განხორციელებისათვის საჭირო მონაცემები: სავალდებულო დაზღვევის
მხარეები, დაზღვევის დაწყების და დასრულების დრო, დაზღვევის ძირითადი
პირობები, დაზღვევის ლიმიტები, სადაზღვევო პრემია, სადაზღვევო შემთხვევის
დარეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის პრინციპები;
თ) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალება – უცხო სახელმწიფოში
რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მფლობელი (მძღოლი)
ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას ახორციელებს შესაბამისი
სავალდებულო დაზღვევის პოლისის გარეშე;
ი) სადაზღვევო ლიმიტი – ამ კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის მაქსიმალური
ოდენობა თითოეული დაზარალებულისა და სადაზღვევო შემთხვევისთვის;
კ) სადაზღვევო ანაზღაურება - ამ კანონით გათვალისწინებული წესითა და
ოდენობით დაზარალებულისათვის (მესამე პირი) გადასახდელი თანხა;
ლ) სადაზღვევო პრემია - ამ კანონით დადგენილი სადაზღვევო შესატანის ოდენობა;
მ) თანადაზღვევის სისტემა – სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილე
ყველა მზღვეველს შორის სადაზღვევო პრემიის და სადაზღვევო ანაზღაურების
თანაბარი
განაწილების და სოლიდარული პასუხისმგებლობის პრინციპზე
დადებული შეთანხმების საფუძველზე დაფუძნებული სისტემა, ამ კანონის
დებულებების გათვალისწინებით;
ნ) „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ – ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების და
თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველების მიერ სავალდებულო
დაზღვევის ამ სახეობის მართვისა და აღსრულების მიზნით შექმნილი არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირი „სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“
(შემდგომში „ცენტრი“);
ო) დაუძლეველი ძალა – საომარი მოქმედებები, ხანძარი და აფეთქება.
თავი II
სავალდებულო დაზღვევის პირობები
მუხლი 3. ზოგადი პირობები
1.
საქართველოს
ტერიტორიაზე
შემოსვლისას
უცხო
სახელმწიფოში
რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მძღოლი)
ვალდებულია
დააზღვიოს
თავისი
სამოქალაქო
პასუხისმგებლობა
მის
მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს
ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით, მაგრამ არანაკლებ ამ კანონის მე–5
მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ვადებისა. აღნიშნული დაზღვევით
ანაზღაურდება ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით და მისგან
გამომდინარე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ზიანი და
მფლობელის (მძღოლის) დასახელება სავალდებულო არ არის.
2. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საქართველოს შსს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
შემოსავლების სამსახურის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს საბაჟო
დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში
სასაზღვრო გამტარ პუნქტში განუმარტავს ავტოსატრანსპორტო საშუალების
მფლობელს (მძღოლს) სავალდებულო დაზღვევის შეძენის ვალდებულებას.
3. დაზღვევის შეძენა შესაძლებელია „ცენტრში“, მზღვეველთან, დაზღვევის აგენტის
და სადაზღვევო ბროკერის მეშვეობით და ასევე ელექტრონულ–ტექნიკური
გადახდის საშუალებებით.
4. სავალდებულო დაზღვევის მოქმედების პერიოდი განისაზღვრება სადაზღვევო
პოლისში მითითებული ვადით. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების
მფლობელის (მძღოლის) სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა
იწყება შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდის მომენტიდან და სრულდება
პოლისში აღნიშნული დაზღვევის პერიოდის დასრულების დღის 24 საათზე.
5. ამ კანონით გათვალისწინებული სავალდებულო
მოქმედების არეალია საქართველოს ტერიტორია.
დაზღვევის
პოლისის
მუხლი 4. ზიანი, რომელიც არ ანაზღაურდება მზღვეველების მიერ
1. ამ კანონის მიხედვით არ ანაზღაურდება:
ა) სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ავტოსატრანსპორტო
შეჯიბრის, გამოცდის, სწავლების ჩატარებისას მიყენებული ზიანი;
ბ) დაზარალებულის განზრახ ქმედებით გამოწვეული ზიანი;
საშუალების
გ) დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით გამოწვეული ზიანი;
დ) ბირთვული ენერგიით, ასეთი ნივთიერების გადაზიდვის შედეგად ან/და საშიში
ტვირთის გადაზიდვის შედეგად გამოწვეული ზიანი;
ე) სამხედრო ოპერაციებით, სამხედრო მანევრებით, სამხედრო გადატრიალებით,
ტერორისტული აქტებით გამოწვეული ზიანი, როდესაც მიზეზშედეგობრივი
კავშირია ასეთ ქმედებებსა და დამდგარ ზიანს შორის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიყენებული
ზიანის ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
მუხლი 5. დაზღვევის პერიოდი და სადაზღვევო პრემიის ოდენობა
1. სადაზღვევო პრემია ავტოსატრანსპორტო
სადაზღვევო პერიოდის მიხედვით შეადგენს:
საშუალების
კატეგორიების
და
ა) მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა–მოცულობა 50 სმ3–ზე მეტია: 15 დღე – 20
ლარი, 30 დღე – 35 ლარი, 90 დღე – 70 ლარი, 1 წელი – 215 ლარი;
ბ) მსუბუქი ავტომობილი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება
3 500 კგ-ს და დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს
არ აღემატება: 15 დღე – 30 ლარი, 30 დღე – 50 ლარი, 90 დღე – 90 ლარი, 1 წელი – 295
ლარი;
გ) ავტობუსი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის
ადგილისა 8-ს აღემატება: 15 დღე – 45 ლარი, 30 დღე – 75 ლარი, 90 დღე – 140 ლარი,
1 წელი – 480 ლარი;
დ) სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალება, რომლის ნებადართული მაქსიმალური
მასა აღემატება 3 500 კგ-ს: 15 დღე– 60 ლარი, 30 დღე – 100 ლარი, 90 დღე – 170 ლარი, 1
წელი – 610 ლარი;
ე) მისაბმელი:15 დღე – 14 ლარი, 30 დღე – 25 ლარი, 90 დღე – 40 ლარი, 1 წელი – 145
ლარი;
ვ) სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა: 15 დღე – 25
ლარი; 30 დღე – 45 ლარი; 90 დღე – 70 ლარი; 1 წელი – 250 ლარი.
მუხლი 6. სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის
მიყენებულ ზიანზე
1.
სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში სადაზღვევო
ლიმიტის ოდენობა თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის,
ქმედობაუნარიანობისათვის და სიცოცხლისათვის მიყენებულ ზიანზე შეადგენს
30,000 ლარს, ხოლო სადაზღვევო ანაზღურების ჯამური ლიმიტი თითოეულ
სადაზღვევო შემთხვევაზე შეადგენს 300, 000 ლარს.
2. სადაზღვევო ლიმიტი ამ მუხლის 1–ლი პუნქტის
დაზარალებულზე განისაზღვრება შემდეგ შემთხვევებზე:
შესაბამისად
ერთ
ა) ჯანმრთელობის დაზიანების გამო სამედიცინო მომსახურებისათვის გასაცემი
სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 15,000 ლარი.
ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების
სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა 30,000 ლარი.
გამო
გასაცემი
3. ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში
ზიანის ანაზღაურება განხორციელდება შემდეგი პროცენტული ოდენობით:
ა)
გარდაცვალების შემთხვევაში – 100 პროცენტით;
ბ) დაზარალებულის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვისას:
ბ.ა) მკვეთრად გამოხატული – 100 პროცენტით;
ბ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული - 60 პროცენტით;
ბ.გ) ზომიერად გამოხატული – 30 პროცენტით;
4. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ, თუ სადაზღვევო შემთხვევიდან და
მისგან გამომდინარე ერთი წლის განმავლობაში დადგა დაზარალებულის
ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა/სტატუსის გაზრდა ან გარდაცვალება, “ცენტრი“
ვალდებულია გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ამ მუხლის მე–3 პუნქტით
დადგენილი ოდენობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე–2 პუნქტის
„ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ლიმიტსა და უკვე გადახდილ სადაზღვევო
ანაზღაურებას შორის სხვაობას. ამასთან, ქმედობაუნარიანობის სტატუსის
გაზრდისას გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურება იანგარიშება გაზრდილი სტატუსისა
და მანამდე არსებულ სტატუსს შორის სხვაობის შესაბამისი ოდენობით.
5. ამ მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად
დაზარალებული (მემკვიდრე) ვალდებულია „ცენტრს“ წარუდგინოს შესაბამისი
დამადასტურებელი დოკუმენტები ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ახალი
ხარისხის ან გარდაცვალების ფაქტის დადგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული
დღისა (გარდა მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა), წინააღმდეგ
შემთხვევაში მზღვეველები თავისუფლდებიან სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის
ვალდებულებისაგან.
6.თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს, თუ რამოდენიმე დაზარალებულის
სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა
აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ჯამურ
ლიმიტს, მაშინ სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა პროპორციულად თითოეულ
დაზარალებულზე.
7.იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულს დაზღვეული აქვს სიცოცხლე ან ჯანმრთელობა
ნებაყოფლობითი დაზღვევის პირობებით საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის
შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას უპირატესობა მიენიჭება ამ კანონით
გათვალისწინებულ დაზღვევას.
მუხლი 7. სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე
1.სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული
სადაზღვევო შემთხვევის დროს სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა ერთი
დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე განისაზღვრება 25,000 ლარის
ოდენობით, ხოლო ანაზღურების ჯამური ლიმიტი თითოეულ სადაზღვევო
შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს 50,000 ლარს.
2. ქონებისათვის მიყენებულ ზიანს წარმოადგენს:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება;
ბ) გზის საფარის, გზის კონსტრუქციული
ნაგებობების დაზიანება ან განადგურება;
ელემენტების,
შენობის
და/ან
გ) დაზარალებულის პირადი ნივთების და სხვა ქონების დაზიანება ან განადგურება.
3. ქონებისათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის საფუძველია:
ა) ქონების (უძრავ/მოძრავი) დაზიანების შემთხვევაში – ქონების დაზიანებული
ნაწილის
შეკეთების/აღდგენის
ღირებულება
(ქონების
ჩვეულებრივი
სარგებლობისთვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანა);
ბ) უძრავი ქონების განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – სადაზღვევო
შემთხვევის დღისათვის მისი რეალური აღდგენითი ღირებულება რეალიზებადი
ნარჩენების ღირებულების გამოკლებით;
გ) მოძრავი ქონების განადგურების (დაღუპვის) შემთხვევაში – მისი რეალური
საბაზრო ღირებულება და შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისი (საღი) და
რეალიზებადი ნარჩენების ღირებულების გამოკლებით ან ჩანაცვლებითი
ღირებულება.
4. თუ ქონების შეკეთების/აღდგენის რეალური ღირებულება შეადგენს ამ ქონების
საბაზრო ღირებულების 70 %–ს ან მეტს, შემთხვევა განიხილება ქონების სრულ
განადგურებად (დაღუპვად).
5. იმ შემთხვევაში თუ ავტოსატრასპორტო საშუალების მფლობელს (მძღოლს)
დაზღვეული აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ნებაყოფლობითი დაზღვევის
პირობებით ან დაზარალებულს დაზღვეული აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება ან
ქონება
ნებაყოფლობითი
დაზღვევის
პირობებით,
საგზაო–სატრანსპორტო
შემთხვევის შედეგად ქონებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას უპირატესობა
მიენიჭება ამ კანონით გათვალისწინებულ დაზღვევას.
6. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ზიანის ოდენობაზე,
თითოეულს უფლება აქვთ მიმართოს დამოუკიდებელ ექსპერტიზას ზიანის
ოდენობის დასადგენად. ექსპერტიზის ხარჯების გადახდა ეკისრება დაინტერესებულ
მხარეს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, საკითხი წყდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, ქონებისათვის მიყენებული ზიანის
ოდენობის განსაზღვრამდე, დაზარალებული უფლებამოსილია მოახდინოს
დაზიანებული ქონების შეკეთება მხოლოდ “ცენტრის“ წინასწარი წერილობითი
თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი შეკეთება აუცილებელია
დამატებითი ზიანის თავიდან აცილების ან პრევენციის მიზნით.
8. დაზარალებულის მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი ვალდებულების
დარღვევისას „ცენტრი“ უფლებამოსილია უარი განაცხადოს სადაზღვევო
ანაზღაურების გაცემაზე.
9. თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს, თუ რამოდენიმე დაზარალებულის
ქონებისათვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა აღემატება ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ჯამურ ლიმიტს, მაშინ სადაზღვევო
ანაზღაურება გაიცემა პროპორციულად თითოეულ დაზარალებულზე.
მუხლი 8. სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულება
1. საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის დადგომის შესახებ, ავტოსატრანსპორტო
საშუალების მფლობელი (მძღოლი) ვალდებულია დაუყოვნებლივ, ხოლო
დაზარალებული (წარმომადგენელი) უფლებამოსილია შეატყობინოს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირს – „112“–ს და
“ცენტრს“ და დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე, დაელოდოს
უფლებამოსილი პირის მისვლას, თუ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებაში მისი
მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა.
2.
დაზარალებული (მემკვიდრე) ვალდებულია წერილობით მიმართოს
„ცენტრს“/თანადაზღვევის
სისტემაში
მონაწილე
მზღვეველს
სადაზღვევო
ანაზღაურების მიღების მოთხოვნით სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან
არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა და წარუდგინოს ყველა აუცილებელი
დოკუმენტი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და სადაზღვევო ანაზღაურების
გაცემისათვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ.
3. საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, თუ მიმდინარეობს სასამართლო
დავა, გამოძიება ან/და შესაბამისი ექსპერტიზა (ექსპერტიზები), მაშინ ამ მუხლის მე–
2 პუნქტში განსაზღვრული ვადის დინება შეჩერდება შესაბამისი პროცედურის
დამთავრებამდე.
4. თუ დაზარალებული თავის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე
წარუდგენს მფოლობელს (მძღოლს), ამ უკანასკნელმა დაუყონებლივ უნდა
შეატყობინოს ამის შესახებ “ცენტრს“ ამ მუხლში დადგენილი მოთხოვნების
შესაბამისად. აღნიშნული შეტყობინება უთანაბრდება ამ მუხლის მე–2 პუნქტით
დადგენილ
დაზარალებულის
შეტყობინების
ვალდებულებას.
ამასთან
დაზარალებული ვალდებულია წარუდგინოს „ცენტრს“ სადაზღვევო ანაზღაურების
გაცემისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი.
5. დაზარალებულის მიერ ამ მუხლში მითითებული ვადების დარღვევის
შემთხვევაში “ცენტრი“ თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის
ვალდებულებისაგან.
მუხლი 9. სადაზღვევო ანაზღაურება
1.
დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს „ცენტრი“.
2. „ცენტრი“ ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი შესაბამისი სავალდებულო დაზღვევის
პოლისის არსებობის ან დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალებით
დაზარალებულისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში. ამასთან, დაუზღვეველი
ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხორციელდება
სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისათვის (შემთხვევის შეტყობინება და
რეგულირება, ანაზღაურების ლიმიტები, ვადები და სხვ.) დადგენილი პირობებით.
3. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მიზნით „ცენტრი“ თანადაზღვევის სისტემის
წევრი მზღვეველების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს
სადაზღვევო შემთხვევის რეგულირებას (საჭიროების შემთხვევაში ზიანის შეფასება)
საკუთარი ან/და ამისთვის დაქირავებული თანამშრომლის (მათ შორის წევრი
მზღვეველის თანამშრომელი) მეშვეობით. ზიანის ანაზღაურების შესახებ
გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება შესაბამისი დოკუმენტების მიღებიდან
გონივრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
4. “ცენტრი“ ვალდებულია თანადაზღვევის შესახებ შეთანხმების საფუძველზე
მინიჭებული უფლებამოსილებით და ამ კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო
ლიმიტის ფარგლებში გადაუხადოს დაზარალებულს სადაზღვევო თანხა ზიანის
ოდენობის შესახებ შეთანხმების მხარეთა მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს 15 დღისა
ან გასცეს დასაბუთებული უარი ანაზღაურების გაცემაზე ყველა საჭირო დოკუმენტის
მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
5.ამ მუხლის მე–4 პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში, „ცენტრი“
დაზარალებულს უხდის საურავს გადასახდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით
ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.
დაუზღვეველი
ავტოსატრანსპორტო
საშუალებიდან
გამომდინარე
დაზარალებულების წინაშე „ცენტრის“ პასუხისმგებლობის მაქსიმალური ჯამური
ოდენობა შეადგენს ამ კანონის ფარგლებში მოზიდული სადაზღვევო პრემიის 10%–
ისა და 500,000 ლარის ჯამს. ამასთან, ცენტრის პასუხისმგებლობის მაქსიმალური
ჯამური
ოდენობის
დაანგარიშების
მიზნით,
ცენტრის
მიერ
დაზარალებულებისათვის ჯამურად გადახდილი ოდენობა მცირდება დაუზღვეველი
ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამომდინარე მიღებული რეგრესული
თანხების ოდენობით.
7. „ცენტრი“ თავისუფლდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი საურავის
გადახდის ვალდებულებისაგან, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული
ანაზღაურების ვადის დარღვევა გამოწვეულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი
პირობით. ამასთან, ცენტრი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს ასეთი ანაზღაურება
ამ კანონის მე-6 პუნქტით დადგენილი პირობის დაკმაყოფილებისთანავე.
8. „ცენტრი“, გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას ამისათვის მისი კუთვნილი
განცალკევებული ანგარიშიდან, რომლის საშუალო ნაშთი თვის განმავლობაში უნდა
შეადგენდეს არანაკლებ 400,000 ლარს. შესაბამისი ფულადი სახსრები ამ ანგარიშზე
აკუმულირდება წევრი მზღვეველების მიერ. ამასთან, ამ ანგარიშზე არ უნდა იქნას
გამოყენებული
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები.
9. იმ შემთხვევაში, როდესაც მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება ამ
კანონით დადგენილ ანაზღაურების ლიმიტის ოდენობას, დაზარალებულს უფლება
აქვს კანონდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის დამატებით
ანაზღაურება, უშუალოდ იმ პირისაგან, რომელიც პასუხისმგებელია მიყენებული
ზიანის ანაზღაურებაზე.
მუხლი 10. რეგრესი
1. დაზარალებულისათვის სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ,
„ ცენტრს“ უფლება აქვს რეგრესის წესით წაუყენონ მოთხოვნა ზიანის მიყენებაზე
პასუხისმგებელ პირს შემდეგ შემთხვევებში:
ა) ზიანის განზრახ მიყენებისას;
სიმთვრალის
ბ) ალკოჰოლური, ტოქსიკური, ფსიქოტროპული, ან ნარკოტიკული
მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას;
გ) მართვის უფლების გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების არაკანონიერად მართვისას;
ე) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას.
2. „ცენტრი“ ვალდებულია ამ მუხლის 1–ლი პუნქტის საფუძველზე მიღებული
რეგრესული თანხა თანაბრად გადაანაწილოს თანადაზღვევაში მონაწილე
მზღვეველებზე,
რომლებიც
სადაზღვევო
ანაზღაურების
გაცემის
დროს
მონაწილეობდნენ ზიანის ანაზღაურებაში.
3. რეგრესის წესით წაყენებული მოთხოვნა არ უნდა აღემატებოდეს გადახდილ
სადაზღვევო ანაზღაურებას.
მუხლი 11. სავალდებულო დაზღვევის განხორციელება
1. სავალდებულო
დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილეობის განზრახვის მქონე
ყველა მზღვეველი ვალდებულია გახდეს “ცენტრის“ წევრი და წერილობით
გამოხატოს თანხმობა თანადაზღვევის შეთანხმების პირობებზე.
აღნიშნული
შეთანხმებული უნდა იყოს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურთან ამ კანონით მზღვეველისათვის დადგენილი
კრიტერიუმების შესაბამისად.
2. მზღვეველი, რომელსაც გააჩნია საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის
არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
წერილობითი
თანხმობის
საფუძველზე
დაუყონებლივ უნდა იქნეს მიღებული თანადაზღვევის სისტემაში და ამავდროულად
“ცენტრის“ წევრად. სამსახური ვალდებულია მასთან შესაბამისი მოთხოვნის
წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ კანონის საფუძველზე
დასაბუთებული უარი ან წერილობითი თანხმობა მზღვეველის „ცენტრში“ წევრად
მიღების თაობაზე.
3. „ცენტრის“ დაფინანსების
განხორციელებული შენატანები.
წყაროა
მისი
წევრი
მზღვეველების
მიერ
4. თანადაზღვევის შესახებ დადებული შეთანხმება, რომლის განხორციელებასაც
უზრუნველყოფს „ცენტრი“ უნდა მოიცავდეს:
ა) თანადაზღვევის სისტემის ადმინისტრირების წესს;
ბ) სავალდებულო დაზღვევის ერთიანი
მისი ადმინისტრირების წესს;
ელექტრონული ბაზის
შექმნის და
გ) სავალდებულო დაზღვევის ერთიანი სატელეფონო ნომრის (ცხელი ხაზი) შექმნის,
მისი ფუნქციონირების და სადაზღვევო შემთხვევების დაფიქსირების/აღრიცხვის
წესს;
დ) სადაზღვევო პოლისების რეალიზაციის, მისი ადმინისტრირების და სადაზღვევო
შემთხვევის დარეგულირების წესს;
ე) ამ კანონის ფარგლებში მოზიდული სადაზღვევო პრემიის და ზარალის თანაბარი
განაწილების,
სადაზღვევო
შემთხვევის
განცხადების,
„ცენტრის“
წევრი
მზღვეველების მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე სადაზღვევო
შემთხვევის რეგულირების (მათ შორის ზარალის შეფასება) და სადაზღვევო
ანაზღაურების გაცემის პრინციპებს, მათ შორის ამ მუხლის მე–6 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებს;
ვ) სავალდებულო დაზღვევის ფარგლებში საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის
აღრიცხვის და მზღვეველებისათვის შეტყობინების მიწოდების წესს;
ზ) ამ კანონის აღსრულების მიზნით უწყვეტი მომსახურების განხორციელების წესს,
კერძოდ, საქართველოს მასშტაბით სავალდებულო დაზღვევის პოლისების
რეალიზაციის, მომსახურების მიღების, დაზარალებულის მიერ სადაზღვევო
ანაზღაურების მიღების მიზნით განცხადებების წარდგენის და სადაზღვევო
ანაზღაურების გაცემის პუნქტებს;
თ) დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო
ანაზღაურების ადმინისტრირების წესს
საშუალებებით
მიყენებული
ზიანის
ი) მზღვეველის თანადაზღვევის სისტემაში წევრად მიღების, წევრობიდან გასვლის
და გარიცხვის წესს.
კ) სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მიზნით განცალკევებული ანგარიშის შექმნის,
წევრი მზღვეველების მიერ მისი შევსების წესს.
5.თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე ყველა მზღვეველი ვალდებულია
უზრუნველყოს სადაზღვევო შემთხვევსთან დაკავშირებით დაზარალებულის
განცხადების მიღება მის ყველა ფილიალსა და წარმომადგენლობებში. ამასთან,
მზღვეველი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტები დაუყოვნებლივ,
მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მიაწოდოს „ცენტრს“.
6. თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე მზღვეველები სოლიდარულად იღებენ
პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში აანაზღაურონ
სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი. „ცენტრი“ ვალდებულია
გაიანგარიშოს აქტუარული გათვლების საფუძველზე სადაზღვევო რეზერვები და
გადაანაწილოს პროპორციული წესით „ცენტრის’ მონაწილე ყველა მზღვეველზე.
„ცენტრის“ მონაწილე მზღვეველი ვალდებულია შექმნას და აღრიცხოს „ცენტრის“
მიერ პროპოციულად გადანაწილებული რეზერვები ფინანსური ანგარიშგების
საბალანსო უწყისში.
7. ”ცენტრის“ წევრი
მზღვეველის
გადახდისუუნარობის
შემთხვევაში
თანადაზღვევის სისტემაში მონაწილე სხვა მზღვეველები პასუხისმგებლები არიან
გადახდისუუნარო მზღვეველის მიერ ნაკისრი და გადაუხდელი ვალდებულებების
სრულად
შესრულებაზე.
გადახდისუუნარო
მზღვეველის
მიერ
ნაკისრი
ვალდებულებები გადანაწილდება თანაბრად.
8. „ცენტრი“ ვალდებულია სავალდებულო დაზღვევაში მონაწილე მზღვეველის მიერ
ამ კანონის ან/და თანადაზღვევის შესახებ შეთანხმების დარღვევისას აცნობოს სსიპ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 12. სავალდებულო დაზღვევის ცენტრი, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1.
ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების და თანადაზღვევის სისტემაში
მონაწილე მზღვეველების მიერ სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის აღსრულების
მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება მზღვეველთა
წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი –
„სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ (შემდგომში „ცენტრი“). დაუშვებელია ამ
კანონის აღსრულების მიზნით საქმიანობის განხორციელება ერთზე მეტი „ცენტრის“
მიერ.
2.
„ცენტრი“ ემყარება წევრობის პრინციპს, რომლის წევრიც არის სავალდებულო
დაზღვევის განხორციელების უფლების მქონე მზღვეველი ამ კანონის მე–2 მუხლის
„ე“ ქვეპუნქტის და მე–11 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად.
3.
მზღვეველისათვის სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში სადაზღვევო
საქმიანობის აკრძალვა, იწვევს ამ მზღვეველის თანადაზღვევის სისტემაში
მონაწილეობის აკრძალვას.
4.
„ცენტრის“ ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების
სავალდებულო დაზღვევის ერთიანი ელექტრონული ბაზის
შექმნა და
ადმინისტრირება;
ბ) ამ კანონის მიზნებისთვის სავალდებულო დაზღვევის პოლისის (სავალდებულო
დაზღვევის ხელშეკრულების) ერთიანი ნიმუშის და სადაზღვევო შემთხვევის
განცხადების ფორმის შექმნა, რომელიც შეთანხმებულ უნდა იქნას სსიპ საქართველოს
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან;
გ) სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობის განხორციელებაში მონაწილე
მზღვეველებისათვის საერთო წესების შემუშავება, რომელიც დაკავშირებულია ამ
კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებასთან;
დ) სავალდებულო დაზღვევის პოლისების რეალიზაციის ადმინისტრირება,
ზარალის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების პროცესის დროულად
წარმართვა.
5. „ცენტრის“ წევრი მზღვეველის მიერ ამ კანონის ან „ცენტრის“ წესდებით
დადგენილი ნორმების დარღვევისას, „ცენტრი“ ვალდებულია მიმართოს სსიპ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.
6. ამ მუხლის მე–5 პუქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან „ცენტრის“ წევრი
მზღვეველის მიერ ამ კანონის დებულებების არაჯეროვანი შესრულების ან მისი
დარღვევის
შემთხვევაში
სსიპ
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახური უფლებამოისლია გაატაროს „დაზღვევის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
7. თანადაზღვევის შესახებ შეთანხმებიდან გასვლა ან/და „ცენტრი“–დან გარიცხვა
იწვევს მზღვეველისათვის სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის
შეწყვეტას. მზღვეველის სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში საქმიანობის
უფლების აღდგენის საფუძველია მზღვეველის „ცენტრიდან“ გასვლის ან გარიცხვის
გარემოებების აღმოფხვრა,
განისაზღვრება „ცენტრის“ წესდებით და სსიპ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის თანხმობით.
8. „ცენტრი“–ს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ხორციელდება
მოქმედი
9. ამ კანონის დებულებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლის
მიზნით სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
უფლებამოსილია გამოითხოვოს „ცენტრიდან“ ამ კანონით გათვალისწინებული
შესაბამისი ინფორმაცია.
მუხლი 13. სავალდებულო დაზღვევის ერთიანი ელექტრონული ბაზა
1.სავალდებულო დაზღვევის ერთიან ელექტრონულ ბაზაში (შემდგომში
„ელექტრონული ბაზა“) აისახება სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის
ყველა აუცილებელი მონაცემი. აღნიშნულ „ელექტრონულ ბაზას“ ქმნის და მის
ადმინისტრირებას ახორციელებს „ცენტრი“. „ელექტრონული ბაზა“ უნდა
ფუნქციონირებდეს გამართულად და შეუფერხებელად, უზრუნველყოფილ უნდა
იქნას „ელექტრონულ ბაზაში“ სრულყოფილი მონაცემების დაუყოვნებლივი ასახვა.
2. „ელექტრონული ბაზა“ უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:
ა)საქართველოს
საზღვარზე
შემოსვლისთანავე
უცხო
სახელმწიფოში
რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო სახის
მონაცემებს
(კატეგორია,
მარკა,
მოდელი,
საიდენტიფიკაციო
კოდი,
ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი) და ავტოსატრანსპორტო
საშუალების მფლობელის (მძღოლის) შესახებ
(საიდენტიფიკაციო სახის
ინფორმაცია);
ბ)სავალდებულო დაზღვევის პოლისებზე (რაოდენობა, სავალდებულო დაზღვევის
პოლისის უნიკალური ნომერი);
გ) დაზღვევის დაწყების და დასრულების პერიოდის შესახებ;
დ) სადაზღვევო ლიმიტების და „ცენტრის“ მონაწილე მზღვეველებზე გადანაწილების
შესახებ;
ე) სადაზღვევო პრემიის ოდენობის და „ცენტრის“ მონაწილე მზღვეველებზე
გადანაწილების შესახებ;
ვ) სადაზღვევო შემთხვევებისშესახებ (ავტო–საგზაო შემთხვევის დადგომის თარიღი,
მიღებული შეტყობინებები, მათ შორის სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე
მიღებული განცხადებები, დაზარალებულის შესახებ საიდენტიფიკაციო სახის
ინფორმაცია, სადაზღვევო შემთხვევის რეგულირების ეტაპი და სტატუსი,
ასანაზღაურებელი თანხის გაცხადებული ოდენობა);
ზ) გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების შესახებ (ოდენობა, გადახდის თარიღი,
მიყენებული ზიანის სახეობა);
თ)
გამოუმუშავებელი
სადაზღვევო
პრემიების,
გაცხადებული,
მაგრამ
დაურეგულირებელი ზარალის და მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის
რეზერვების შესახებ, როგორც ჯამური ასევე თითოეული მზღვეველის მიხედვით.
3.„ელექტრონულ ბაზაში“ ასახული მონაცემები უნდა ინახებოდეს 6 წლის ვადით.
4.„ელექტრონული ბაზის“
ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის მიზნით,
„ცენტრის“ მიერ უნდა შეიქმნას და შესრულდეს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ
სფეროში დადგენილი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ამ კანონის
ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა.
5.„ელექტრონული ბაზის“ ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებულ
სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, „ცენტრი“ ვალდებულია
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ აუდიტირებული დასკვნა წარუდგინოს
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 14. სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მართვის ორგანოები
1.
„ცენტრის“ მართვის ორგანოებია: წევრთა საერთო კრება და ცენტრის
დირექტორი.
2.
„ცენტრის“ წევრთა საერთო კრების უფლება–მოვალეობები:
ა) ამ კანონის შესაბამისად და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით მიიღოს „ცენტრის“ წესდება და
ცვლილებები შეიტანოს მასში;
ბ) ამ კანონით დადგენილი მე–11 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად მიიღოს
მზღვეველი „ცენტრის“ წევრად;
გ) მზღვეველის „ცენტრის“ წევრობიდან გასვლის ან გარიცხვის შესახებ
გადაწყვეტილება შეათანხმოს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურთან;
დ) განიხილოს და დაამტკიცოს „ცენტრის“ ყოველწლიური საფინანსო–ეკონომიკური
გეგმა და განსაზღვროს წევრი მზღვეველი ორგანიზაციის მიერ „ცენტრის“
ადმინისტრაციული ხარჯებისათვის შენატანის ოდენობა;
ე) სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან
შეთანხმებით თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს
„ცენტრის“ დირექტორი;
ვ) დაამტკიცოს „ცენტრის“ სტრუქტურა და საშტატო განრიგი;
ზ) „ცენტრის“ წესდებით განსაზღვროს წევრთა საერთო კრების მოწვევის წესი,
პროცედურა და გადაწყვეტილების მიღების წესი;
თ) შეასრულოს სხვა ფუნქციები, რომელიც განსაზღრულია „ცენტრის“ წესდებით და
არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
3.
„ცენტრის“ საერთო კრება სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურს
წარუდგენეს
„ცენტრის“
დირექტორის
კანდიდატურას შესათანხმებლად.
4.
პირს ეკრძალება იყოს „ცენტრის“ დირექტორი, თუ:
ა) ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის
დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა
ეკონომიკური დანაშაულისათვის;
ბ) არა აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული
აკადემიური ხარისხის – კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
(დიპლომი) აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის
დამთავრების შესახებ;
გ) არა აქვს საფინანსო სფეროში მუშაობის სულ მცირე ხუთწლიანი პროფესიული
გამოცდილება, ამავე დროს, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სულ მცირე
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე) მუშაობის სულ
მცირე ორწლიანი გამოცდილება.
5.
„ცენტრის“ დირექტორის უფლება–მოვალეობები:
„ცენტრის“ დირექტორი:
ა) ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს „ცენტრს“, წარმართავს მის საქმიანობას,
„ცენტრის“ საერთო კრების მიერ მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში
წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) ორგანიზებას უწევს წევრთა საერთო კრების მოწვევას;
გ) შეიმუშავებს ყოველწლიურ საფინანსო–ეკონომიკურ გეგმას, საჭიროების
შემათხვევაში შეაქვს მასში ცვლილება და განსახილველად წარუდგენს წევრთა
საერთო კრებას;
დ) ახორციელებს „ცენტრის“ სტრუქტურული ერთეულების საფინანსო–სამეურნეო,
საორგანიზაციო საქმიანობის და წესდებით მინიჭებული ფუნქციების შესრულების
კონტროლს, სამართლებრივ, საინფორმაციო
და მატერიალურ–ტექნიკურ
უზრუნველყოფას;
ე) განკარგავს „ცენტრის“ სახსრებს და აკონტროლებს მათ მიზნობრივ გამოყენებას,
პასუხისმგებელია მის მფლობელობაში არსებული ფულადი სახსრების მიზნობრივ
ხარჯვაზე;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს „ცენტრში“
დასაქმებულ პირებს;
ზ) წევრთა საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს „ცენტრის“ სტრუქტურას
და საშტატო ერთეულს;
თ) კეთილსინდისიერად უძღვება დაკისრებულ უფლება–მოვალეობებს, რისთვისაც
გეგმავს „ცენტრის“ მიერ გასატარებელ აქტივობებს სავალდებულო დაზღვევის
პოლისების რეალიზაციის, ზარალის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების
გაცემის პროცესის დროულად წარმართვის მიზნით;
ი) ასრულებს სხვა მოვალეობებს, რომელიც განსაზღვრულია „ცენტრის“ წესდებით.
მუხლი 15. ინფორმაციული უზრუნველყოფა და კონფიდენციალობა
1. ამ კანონის მოთხოვნების შესრულების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, საქართველოს შსს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და მზღვეველთა მიერ დადებული
თანადაზღვევის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ამ კანონის აღსრულების და
ადმინისტრირების მიზნით განსაზღვრული იურიდიული პირი „სავალდებულო
დაზღვევის ცენტრი“ უზრუნველყოფენ მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის
შესაბამის ინფორმაციაზე წვდომას და ინფორმაციის გაცვლას.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები, სამედიცინო
დაწესებულებები და სხვა კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან
მოთხოვნის შემთხვევაში „ცენტრს“ გონივრულ ვადაში წარუდგინონ ყველა საჭირო
ინფორმაცია და დოკუმენტაცია იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომლებიც
დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული სადაზღვევო ანაზღაურების
გაცემასთან.
3. ამ მუხლის 1–ლი პუნქტით გათვალისწინებული მხარეები ვალდებულნი არიან
დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა
უშუალოდ საქმიანობის განხორციელებისას.
მუხლი 16. პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე
დაზღვევის პოლისის გარეშე გადაადგილებისათვის
სავალდებულო
1. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების
მფლობელი (მძღოლი), რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას
ახორციელებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე
პასუხს აგებს ადმინისტრაციული წესით.
მუხლი 17. დავების განხილვის წესი
1. დავა, რომელიც წარმოიშობა ამ კანონის ამოქმედების ფარგლებში, განიხილება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 18. გარდამავალი დებულებები
1.
ამ კანონის მე–11, მე–12, მე–13 მუხლის 1,2,3,4 პუნქტების და მე–14 მუხლებით
დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს 2017 წლის 01 დეკემბრამდე, ხოლო მე–13
მუხლის მე–5 პუნქტი 2018 წლის 01 ოქტომბრამდე.
2. ამ კანონის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა სავალდებულო
დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილეობის განზრახვის მქონე მზღვეველის
საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება არ
ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ლიცენზირებულ მზღვეველებზე.
მუხლი 19. დასკვნითი დებულებები
1. ეს კანონი, გარდა მე–3, მე–8, მე–9, მე–10, მე–15 მუხლის 1–ლი და მე–2 პუნქტების, მე–
16 და მე–17 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე–3, მე–8, მე–9, მე–10, მე–15 მუხლის 1–ლი და მე–2 პუნქტები ძალაში
შევიდეს 2018 წლის 01 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოში მიმდინარე სადაზღვევო სფეროს რეფორმის უმნიშვნელოვანესი
ამოცანაა ქვეყანაში სოციალური გარანტიების ალტერნატიული და ქმედითი
მექანიზმების
ჩამოყალიბება.
სავალდებული
დაზღვევის
სახეობა,
როგორც
ალტერნატიული სოციალურ– ეკონომიკური ბერკეტი, მნიშვნელოვნად აძლიერებს
ქვეყნის სოციალურ პოლიტიკას და ქმნის საზოგადოებისთვის ალტერნატიული
გარანტიებისა და სოციალური უზრუნველყოფის მოქნილ სისტემას.
საქართველოს და
ევროკავშირს
ხელშეკრულების მიხედვით
საკითხად
საფინანსო
განისაზღვრა დაზღვევა.
დირექტივები,
შორის
რომელთა
გაფორმებული
სფეროს
ერთ–ერთ
შეთანხმებაში
ასოცირების
მნიშვნელოვან
მიეთითა
ის
ჰარმონიზაციაც აუცილებელია დაზღვევის
ევროინტეგრაციის ნაწილში, რათა საქართველო მაქსიმალურად მიუახლოვდეს
ევროპულ სტანდარტებს.
დირექტივების მოთხოვნებიდან განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევის სტანდარტების შემუშავება და ამოქმედება (2009 წლის 16
სექტემბრის
N2009/103/EC
დირექტივა),
რომელიც
დაარეგულირებს
ავტოსატრანსპოტრო საშუალების მფლობელების მიერ საგზაო–სატრანსპორტო
შემთხვევის შედეგად მესამე პირის (დაზარალებულის) წინაშე წარმოშობილ
ვალდებულებებს და მისცემს საშუალებას ქვეყანას სამომავლოდ გაწევრიანდეს
საერთაშორისო ავტოდაზღვევა „მწვანე ბარათი“–ს სისტემაში.
2014 წელს ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP Financial Sector
Assesment Program) ფარგლებში, განხორციელდა მსოფლიო ბანკის/სავალუტო
ფონდის მისიის ვიზიტი, რომელმაც
დაზღვევის
კუთხით
რეკომენდაციები
დეტალურად
განიხილა
საქართველოში
არსებული სიტუაცია და შეიმუშავა მნიშვნელოვანი
სხვადასხვა
მიმართულებით.
მიღებული
რეკომენდაციების
მიხედვით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხია „ავტოსატრანსპორტო საშუალების
მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“
საქართველოს კანონის შემოღება.
წინამდებარე კანონის შემოღება არ წარმოადგენს 2009 წლის 16 სექტემბრის
N2009/103/EC დირექტივასთან იმპლემენტაციასა და ჰარმონიზებას, თუმცა მის
დასანერგად,
მოსახლეობის
ცნობიერების
ასამაღლებლად
და
გარკვეული
გამოცდილების შეძენის თვალსაზრისის გამო, მნიშვნელოვნი საფუძველია.
მოცემული ასევე
გაიწერა
პროგრამის განვითარების ოპერაციის (SECOND
DEVELOPMENT POLICY OPERATION – DPO 2) მოთხოვნებში. კანონპროექტის
დანერგვა წარმოადგენს სადაზღვევო ბაზრის გაჯანსაღების და ძლიერი სადაზღვევო
ინდუსტრიის ჩამოყალიბების რეალურ და ქმედით ინსტრუმენტს.
საქართველოს
გეოპოლიტიკური
უმნიშვნელოვანესი
საერთაშორისო
სტრატეგიული
სატრანსპორტო
ინტეგრირებისათვის.
მდებარეობა,
რესურსი,
სისტემაში
როგორც
ქმნის
ჩვენი
ქვეყნის
ხელსაყრელ
პირობებს
საქართველოს
წარმატებული
საქართველოში სატრანსპორტო სისტემის განვითარების
ერთ–ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს შესაბამისი
გარანტიებისა
და
ეკონომიკური მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელიც აამაღლებს ამ სისტემის
წარმატებულ ფუნქციონირებას დაცულობისა და ეკონომიკური მიმზიდველობის
ხარისხს. ასეთ მექანიზმს განეკუთვნება სატრანსპორტო სისტემის სადაზღვევო
უზრუნველყოფა.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ–ერთი წამყვანი
სავალდებულო
დაზღვევის
სახეობაა
დაუდევრობის,
უყურადღებობის,
საერთაშორისო
არასაკმარისი
პრაქტიკაში.
ცოდნის,
მძღოლის
სატრანსპორტო
საშუალების არასათანადო მოვლა– პატრონობის და სხვადასხვა მიზეზების გამო
იზრდება
საგზაო–სატრანსპორტო
შემთხვევების
და
გაუთვალისწინებელი
შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის
მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისათვის და, მეორე მხრივ,
დაზარალებულისათვის ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და/ან
ქონებისათვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს.
მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპის ყველა ქვეყნის ამ მიმართულებით
არსებული
მდგომარეობის
საშუალებების
დაზღვევა
მფლობელთა
განიხილება,
ანალიზი
ცხადყოფს,
სამოქალაქო
როგორც
რომ
ავტოსატრანსპორტო
პასუხისმგებლობის
ეკონომიკისა
და
სავალდებულო
სადაზღვევო
სფეროს
განვითარების ერთ–ერთი სერიოზული კომპონენტი, ძირითადი ბერკეტია და ხელს
უწყობს საზოგადოებაში სოციალურ–ეკონომიკურ სტაბილურობას, უზრუნველყოფს
ზიანის ანაზღაურების გარანტიების შექმნას, ცივილიზებულად აგვარებს საგზაო–
სატრანსპორტო შემთხვევით წარმოქნილ დავებს და პრობლემებს.
აღნიშნული დაზღვევის სახეობა სათავეს იღებს მე–20 საუკუნის ორმოციანი
წლებიდან,
სწორედ
1949
წლის
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
რეკომენდაციის საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავდა ევროპის ქვეყნების
ფარგლებში
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
მფლობელთა
სამოქალაქო
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სახეობაში ერთიანი სისტემის
შემუშავებასა და დანერგვას, 1951 წელს ლონდონში დაარსდა საერთაშორისო
ავტოდაზღვევის
„მწვანე
ბარათის“
სისტემა.
დღეისათვის
ამ
სისტემაში
გაწევრიანებულია სავალდებულო დაზღვევის კანონის მქონე 48 ქვეყანა, ევროპის
ყველა სახელმწფო, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობა (ლატვია,
ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, ბელორუსია, აზერბაიჯანი); ასევე
ირანი, მაროკო, ისრაელი და ტუნისი. სწორედ საქართველო დგას იმ მცირე
გამონაკლისი ქვეყნების რიგში, რომელთაც არ გააჩნიათ აღნიშნული სავალდებულო
დაზღვევის სახეობა.
1997
წელს
საქართველომ,
ერთ–ერთმა
პირველმა
პოსტსაბჭოთა
კავშირის
ქვეყნებიდან, მიიღო კანონი „ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, რომელიც გარკვეული
ცვლილებებით
მოქმედებდა
2004 წლამდე და საბოლოოდ გაუქმდა 2010 წელს.
განვლილ პერიოდში დაგროვილი გამოცდილება და დღეს არსებული მდგომარეობა
დაგვეხმარება ჩამოვაყალიბოთ საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო
სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ისეთი საპილოტე
პროექტი, რომელიც მოახდენს სავალდებულო დაზღვევის პოლისების იმგვარ
რეალიზაციას, რომ უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მზღვეველის თანაბარი
მონაწილეობა (სადაზღვევო პრემიის თანაბარი განაწილება და სადაზღვევო
ანაზღაურების გაცემა სოლიდარული პასუხისმგებლობით). მზღვეველებს შორის
დადებული თანადაზღვევის შესახებ შეთანხმების საფუძველზე დაფუძნებული ააიპ
“სავალდებულო დაზღვევის ცენტრი“ ეფექტურად წარმართავს აღნიშნულ პროცესს
და მოქნილად დაარეგულირებს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეულ
ზიანს.
„სავალდებულო
დაზღვევის
ცენტრის“
იურიდიული
ფორმაცია
გადმოღებულია ევროპული გამოცდილებიდან, სადაც მსგავსი იურიდიული
წარმონაქმნი შექმნილია არამომგებიანი საწარმოს ფორმაციით. კანონპროექტის
ძირითადი
სადაზღვევო
გათვალისწინებულ
იქნა
ესტონეთის, ბულგარეთის,
და
საგამონაკლისო
უმეტესად
სერბეთის,
აზრებაიჯანის,
პირობების
შემუშავებისას
ხორვატიის,
მოლდოვის,
სომხეთის
და
სხვა ქვეყნების
პრაქტიკა, რომელიც მორგებულია საქართველოში დღეს არსებულ რეალობას.
აღნიშნული კანონპროექტის მიღება შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ქვეყანაში
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევის სრულად და სრულფასოვნად შემოღების, დანერგვის და
განვითარების პროცესში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია დაარეგულიროს საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის
შედეგად წარმოქნილი
სამოქალაქო ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა
საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული
ყველა
სახის
ავტოსატრანსპორტო
საშუალებების
მოძრაობისას
მათივე
მონაწილეობით და, რომლის დროსაც ზიანი მიადგა მესამე პირის სიცოცხლეს,
ჯანმრთელობას და ქონებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის სტრუქტრურა შემდეგნაირადაა წარმოდგენილი:
კანონპროექტი შედგება 3 თავისა და 19 მუხლისგან,
კანონპროქტის I თავი შეეხება ზოგად დებულებებს,
კანონპროექტის II თავი შეეხება სავალდებულო დაზღვევის პირობებს,
კანონპროექტის III თავი შეეხება გარდამავალ და დასკვნით დებულებებს.
კანონპროექტის პირველი მუხლი ადგენს:
კანონის
რეგულირების
არეგულირებს
სფეროს,
კერძოდ: პროექტის
საქართველოს ტერიტორიაზე
მოძრავი
მიხედვით,
უცხო
კანონი
სახელმწიფოში
რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო
პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
კანონპროექტის მე-2 მუხლში განმარტებულია კანონში გამოყენებული ცნებები:
კანონპროექტის მე-3 მუხლი ადგენს:
სავალდებულო დაზღვევის ურთიერთობების მონაწილეთა უფლება–მოვალეობებს,
კერძოდ: რომელ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებზე (მძღოლებზე)
ვრცელდება ამ
კანონით გათვალისწინებული
დაზღვევის განხორციელების
ვალდებულება, პასუხიმგებელ სახელმწიფო ორგანოებს, რომლებიც განუმარტავენ
დაზღვევის შეძენის ვალდებულებას; პუნქტებს, სადაც შესაძლებელია პოლისის
შეძენა; სავალდებულო დაზღვევის მოქმედების ვადებს; სავალდებულო დაზღვევის
მოქმედების არეალს.
კანონპროექტის მე-4 მუხლი ადგენს:
განსაზვრავს იმ გარემოებებს, რომლის დროსაც არ მოქმედებს ამ კანონით
გათვალისწინებული მზღვეველების მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
კანონპროექტის მე-5 მუხლი ადგენს:
სადაზღვევო პრემიების ოდენობას სადაზღვევო პერიოდის და ავტოსატრანსპორტო
საშუალების კატეგორიების მიხედვით.
სადაზღვევო პრემიების გაანგარიშების დროს მხედველობაში იქნა მიღებული
მეზობელი ქვეყნების გამოცდილება და პრემიების სადაზღვევო ლიმიტებთან
თანაფარდობა,
ასევე
საქართველოს
სადაზღვევო
კომპანიათა
ასოციაციაში
მზღვეველი ორგანიზაციების მიერ დამუშავებული სტატისტიკური შეფასება.
აღსანიშნავია, რომ რიგ ქვეყნებში პრემიის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება
ავტომანქანის მახასიათებლები, კერძოდ: მანქანის გამოშვების წელი, ტექნიკური
გამართულობა, ძრავის მოცულობა და ა.შ
ქვემოთ
მოცემულ
ცხრილში
მაგალითისთვის
წარმოდგენილია
მსუბუქი
ავტომობილის მფლობელის მიერ გადასახდელი პრემიის სატარიფო განაკვეთები
სადაზღვევო პერიოდის ჭრილში:
365
საქართველო
აზერბაიჯანი
10 დღე
15 დღე
30 დღე
90 დღე
N/A
30 ლარი
50 ლარი
90 ლარი
N/A
N/A
21 ლარი
N/A
25 ლარი
34 ლარი
44 ლარი
74 ლარი
N/A
N/A
N/A
145 ლარი
N/A
123 ლარი
185 ლარი
309 ლარი
სომხეთი
თურქეთი
რუსეთი
დღე
295
ლარი
107
ლარი
226
ლარი
N/A
618
ლარი
კანონპროექტის მე-6 მუხლი ადგენს:
სადაზღვევო
ლიმიტების
ოდენობას
სიცოცხლისა
და
ჯანმრთელობისათვის
მიყენებულ ზიანზე; სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის დათვლის წესს; უკვე
გაცემული
ნაწილობრივი
სადაზღვევო
ანაზღაურების
და
ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესების/გარდაცვალების შემთხვევაში იმ ვადებს რომლის
განმავლობაშიც არის შესაძლებელი დამატებით ანაზღაურების მოთხოვნა; ასეთი
მოთხოვნის წარდგენის წესს.
ამასთან,
მუხლი
სადაზღვევო
ადგენს
ანაზღაურების
სადაზღვევო
გაცემის
ლიმიტის
მიუხედავად,
შენარჩუნების
კერძოდ:
პრინციპს
კონკრეტული
დაზღვევის პოლისის სადაზღვევო ლიმიტი წარმოადგენს მაქსიმალურ ლიმიტს ერთ
შემთხვევაზე და გაცემული ანაზღაურების მიუხედავად არ ექვემდებარება
შემცირებას პოლისის მოქმედების პერიოდში დამდგარი სხვა შემთხვევების მიმართ.
ნებაყოფლობითი დაზღვევის და ამ კანონის ფარგლებში გასაცემი სადაზღვევო
ანაზღაურების რიგითობას, სადაც უპირატესობა ენიჭება ამ კანონს.
კანონპროექტის მე-7 მუხლი ადგენს:
სადაზღვევო ლიმიტის ოდენობას ქონებისათვის მიყენებულ ზიანზე; ქონებისათვის
მიყენებულ ზიანის ფარგლებს; სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის დათვლის
წესს და დათქმას, როდესაც მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების
გაცემის ვალდებულებისაგან.
ამასთან,
მუხლი
სადაზღვევო
ადგენს
ანაზღაურების
სადაზღვევო
გაცემის
ლიმიტის
მიუხედავად,
შენარჩუნების
კერძოდ:
პრინციპს
კონკრეტული
დაზღვევის პოლისის სადაზღვევო ლიმიტი წარმოადგენს მაქსიმალურ ლიმიტს ერთ
შემთხვევაზე და გაცემული ანაზღაურების მიუხედავად არ ექვემდებარება
შემცირებას პოლისის მოქმედების პერიოდში დამდგარი სხვა შემთხვევების მიმართ;
ნებაყოფლობითი დაზღვევის და ამ კანონის ფარგლებში გასაცემი სადაზღვევო
ანაზღაურების რიგითობას, სადაც უპირატესობა ენიჭება ამ კანონს.
სადაზღვევო ლიმიტების განსაზღვრის დროს მხედველობაში იქნა მიღებული
მსოფლიო
ბანკის
ექსპერტების
გაცემული
მიახლოებას
რეკომენდაცია,
ევროდირექტივით
რომელიც
ეხება
აღნიშნული
პროდუტის
განსაზღვრულ
ლიმიტებთან
(ევროდირექტივის თანახმად, ლიმიტი განსაზღვრულია მილიონი
ევროს ოდენობით) და მეზობელი ქვეყნების გამოცდილება. კერძოდ, დამუშავდა
აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთი და რუსეთის მაგალითი:
ქონება
ერთ
ერთ
ადამიანზე შემთხვევაზე
ჯანმრთელობა, გარდაცვალება და
ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა
ერთ ადამიანზე
15,000 ლარი (ჯანმრთელობა)
30,000 ლარი
50,000 ლარი (გარდაცვალება/ქმედობაუნარიანობა)
ერთ
შემთხვევაზე
საქართველო
25,000
ლარი
აზერბაიჯანი
7,188
ლარი
7,188 ლარი
7,188 ლარი
71,880 ლარი
სომხეთი
8,953
ლარი
89,530 ლარი
16,414 ლარი
164,140
ლარი
თურქეთი
22,250
ლარი
44,500 ლარი
222,500 ლარი
1,112,350
ლარი
რუსეთი
17,204
ლარი
17,204 ლარი
21,504 ლარი
21,504 ლარი
კანონპროექტის მე-8 მუხლი ადგენს:
300,000
ლარი
სადაზღვევო
შემთხვევის
შეტყობინების
ვალდებულებას,
შეტყობინების
და
დოკუმენტების წარდგენის ვადებს, კერძოდ: სადაზღვევო შემთხვევის დროს
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
მფლობელის
(მძღოლის)
შეტყობინების
ვალლდებულებას,
ხოლო
დაზარალებულის
მხრიდან
შეტყობინების
უფლებამოსილებას;
„ცენტრისათვის“/თანადაზღვევის
სისტემაში
მონაწილე
მზღვეველისათვის მიმართვის წესს.
კანონპროექტის მე-9 მუხლი ადგენს:
სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წესს და ვადებს; ასევე ვადების დარღვევის
შემთხვევში საურავის ოდენობას და დაზარალებულის უფლებას, მიმართოს ზიანზე
პასუხიმგებელ პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუ ამ კანონის ფარგლებში
გაცემული
სადაზღვევო
ანაზღაურება
ნაკლებია
დაზარალებულისათვის
მიყენებული ზიანის ოდენობაზე.
აღნიშნული
მუხლი,
ასევე
დაზარალებულისათვის
სახელმწიფოში
მფლობელი
ახორციელებს
მიყენებული
ადგენს
დაუზღვეველი
რეგისტრირებული
(მძღოლი)
შესაბამისი
ზიანი,
რა
ცენტრის
ვალდებულებას
სატრანსპორტო
ავტოსატრანსპორტო
ავტოსატრანსპორტო
სავალდებულო
დროსაც
საშუალებით
(უცხო
საშუალება,
რომლის
საშუალების
დაზღვევის
ვრცელდება
აანაზღაუროს
ექსპლუატაციას
პოლისის
სადაზღვევო
გარეშე)
ანაზღაურების
გაცემისათვის დადგენილი წესები და პირობები. ასეთი შემთხვევებისათვის
დადგენილია „ცენტრის“ პასუხისმგებლობის მაქსიმალური ჯამური ოდენობა.
კერძოდ, კანონპროექტის ფარგლებში მოზიდული სადაზღვევო პრემიის 10%–ისა და
500,000 (ხუთასი ათასი) ლარის ჯამი. ამავდროულად, აღნიშნული ლიმიტიდან
ანაზღაურების გაცემის შემდგომ, შემცირებული ლიმიტი გაიზრდება დაუზღვეველი
ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მიღებული რეგრესული თანხის ოდენობით.
პასუხისმგებლობის ამ ლიმიტის გადაჭარბების მიზეზით ანაზღაურების გაცემის
ვადის დარღვევისათვის „ცენტრი“ თავისუფლდება საურავისაგან და ვალდებულია
დაუყოვნებლივ გასცეს ანაზღაურება „ცენტრი“–ში შესაბამისი თანხის ოდენობის
აკუმულირებისთანავე.
ამავე მუხლში განისაზღვრა, რომ „ცენტრი“ გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას
ამისათვის მისი კუთვნილი განცალკევებული ანგარიშიდან, რომლის საშუალო
ნაშთი თვის განმავლობაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 400,000 ლარს. შესაბამისი
ფულადი სახსრები ამ ანგარიშზე აკუმულირდება წევრი მზღვეველების მიერ.
ამასთან, ამ ანგარიშზე არ უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებები და
ღონისძიებები.
კანონპროექტის მე-10 მუხლი ადგენს:
„ცენტრის“ ზიანზე პასუხიმგებელი პირის მიმართ რეგრესული მოთხოვნის
უფლებას, რომლის გამოყენებაც შეუძლია მხოლოდ დაზარალებულისათვის
სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ და ამ მუხლში მოცემული
გარემოებების
რეგრესული
არსებოსისას;
თანხა
მზღვეველებზე,
ასევე
თანაბრად
რომლებიც
„ცენტრის“
ვალდებულებას
მიღებული
გადაანაწილოს
თანადაზღვევაში
მონაწილე
სადაზღვევო
ანაზღაურების
გაცემის
დროს
მონაწილეობდნენ ზიანის ანაზღაურებაში.
კანონპროექტის მე-11 მუხლი ადგენს:
სავალდებულო დაზღვევის განხორციელების წესს; ამ კანონით გათვალისწინებული
სავალდებულო დაზღვევის განხორციელების ძირითად პრინციპებს, კერძოდ: ამ
კანონის განხორციელებაში მონაწილე ყველა მზღვეველის ვალდებულებას დადონ
თანადაზღვევის შესახებ შეთანხმება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ამ
მუხლით დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები და ის პირობები, რომლებიც არ
ეწინააღმდეგება ამ კანონს და შეთანხმებული იქნება
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველბის
სსიპ
საქართველოს
სამსახურთან. ამასთან, სსიპ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველბის სამსახურის მიერ
მზღვეველისათვის სავალდებულო დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილეობის
აკრძალვა გამოიწვევს მზღვეველის თანადაზღვევის სისტემაში მონაწილეობის
აკრძალვას; მზღვეველების ვალდებულებას, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა
მოახდინონ
სოლიდარულად;
ამავდროუალდ
ერთ–ერთი
მზღვეველის
გადახდისუუნარობის შემთხვევაში სხვა მზღვეველების პასუხიმგებლობას; ასევე
„ცენტრის“ მიერ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის
სამსახურის შეტყობინების ვალდებულებას, თუ რომელიმე მზღვეველი არღვვეს
ამ კანონით განსაზღვრულ დებულებებს.
კანონპროექტის მე-12 მუხლი განსაზღვრავს:
„სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ არსს, შექმნის წესს და მის ძირითად
ფუნქციებსა და ამოცანებს; ასევე „ცენტრის“ წევრი მზღვეველის „ცენტრიდან“
გასვლის/გარიცხვის საფუძვლებს და მზღვეველის სავალდებულო დაზღვევის ამ
სახეობაში
საქმიანობის
უფლების
აღდგენის
წესს
შესაბამისი
დადგენილი
გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში.
კანონპროექტის მე-13 მუხლი ადგენს:
სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის სავალდებულო დაზღვევის
განხორციელების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნის ვალდებულებას და წესს;
სავალდებულო ინფორმაციას, რომელსაც უნდა მოიცავდეს „ელექტრონული ბაზა“;
ინფორმაციის
შენახვის
ვადას,
„ელექტრონული
ბაზის“
ინფორმაციული
უსაფრთხოების დაცვას და „ცენტრის“ ვალდებულებას, „ცენტრი“–ს ინფორმაციული
უსაფრთხოების შესახებ აუდიტირებული დასკვნა წარუდგინოს სსიპ საქართველოს
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.
კანონპროექტის მე-14 მუხლი ადგენს:
„სავალდებულო დაზღვევის ცენტრის“ მართვის ორგანოებს, წვრთა საერთო კრების
და „ცენტრის“ დირექტორის უფლებამოსილებების ჩარჩოს, „ცენტრის“ დირექტორის
საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს, „ცენტრის“ წევრი მზღვეველების მიერ (საერთო
კრება) დირექტორის კანდიდატურის სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმების ვალდებულებას.
კანონპროექტის მე-15 მუხლი ადგენს:
ამ კანონის მოთხოვნების შესრულების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, საქართველოს შსს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და მზღვეველთა მიერ დადებული
თანადაზღვევის შესახებ
შეთანხმების
საფუძველზე ამ კანონის აღსრულების და
ადმინისტრირების მიზნით განსაზღვრული იურიდიული პირი „სავალდებულო
დაზღვევის
ცენტრის“
ურთიერთვალდებულებას,
უზრუნველყონ
მონაცემთა
ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამის ინფორმაციაზე წვდომა და ინფორმაციის
გაცვლა;
ასევე, ინფორმაციულ უზრუნველყოფას და კონფიდენციალობის დაცვას იმ
დაწესებულებების
შემთხვევაში
მხრიდან,
„ცენტრს“
რომლებიც
გონივრულ
ვალდებულნი
ვადაში
არიან
მიაწოდონ
მოთხოვნის
ყველა
საჭირო
ინფორმაცია/დოკუმენტაცია და რომელიც საჭიროა ამ კანონის ფარგლებში გასაცემი
სადაზღვევო ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მისაღება.
კანონპროექტის მე-16 მუხლი ადგენს:
პასუხისმგებლობას საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო დაზღვევის
პოლისის გარეშე გადაადგილებისათვის, კერძოდ: საქართველოს ტერიტორიაზე
აღნიშნულისთვის დაჯარიმებას მოახდენს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი,
ხოლო საზღვრის კვეთის დროს (საქართველოს ტერიტორიიდან გასვლისას) საბაჟო
დეპარტამენტიც.
კანონპროექტის მე-17 მუხლი ადგენს:
ამ კანონის ფარგლებში წარმოშობილი დავების განხილვის წესს, კერძოდ:
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანონპროექტის მე-18 მუხლი ადგენს:
გარდამავალ დებულებებს, კერძოდ: ადგენს მზღვეველების მიერ ამ კანონის
მუხლების ეტაპობრივად დაკმაყოფილებას დადგენილ ვადებში. აგერეთვე, დათქმას
იმის შესახებ, რომ ამ კანონის მე–11 მუხლის მე–2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნა,
სავალდებულო
დაზღვევის ამ სახეობაში მონაწილეობის განზრახვის მქონე
მზღვეველის საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი
გამოცდილება, არ ვრცელდება ამ კანონის
ამოქმედებამდე ლიცენზირებულ
მზღვეველებზე.
კანონპროექტის მე-19 მუხლი ადგენს:
დასკვნით დებულებებს, კერძოდ: ადგენს ამ კანონის მუხლების ეტაპობრივად,
დადგენილ ვადებში, ამოქმედების თარიღებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ,
ბიუჯეტის სასარგებლოდ გაიზრდება საგადასახადო შემოსავლები, სავალდებულო
დაზღვევაში მონაწილე მზღვეველების მიერ, ამ კანონის ფარგლებში მიღებული
მოგების დაბეგვრის ოდენობით. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილთან მიმართებაში მითითებული საგადასახადო შემოსავლების
ზრდის
წინასწარი
განსაზღვრა
შეუძლებელია, რადგან აღნიშნული
დამოკიდებულია საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში
რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავ უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებულ
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებზე, შესაბამისი სადაზღვევო პოლისის
ღირებულების ოდენობით;
ბ) საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის ყველა მონაწილეზე (ზიანზე პასუხისმგებელი
მძღოლის გარდა), რომლებიც იღებებენ გარანტიას, რომ აუნაზღაურდებათ მათ
ჯანმრთელობაზე, სიცოცხლესა და ქონებაზე მიყენებულ ზიანი კანონით დადგენილი
სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
გ) სავალდებულო დაზღვევაში მონაწილე მზღვეველებზე. კერძოდ, გაიზრდება მათი
შემოსავლები – ამ კანონის ფარგლებში მიღებული შემოსავლებით, ამასთან
მზღვეველები („ცენტრის“ მეშვეობით) იქნებიან ვალდებულნი გასცენ კანონით
დადგენილი
ანაზღაურებები
დაზარალებულ
პირებზე
(დაუზღვეველი
სატრანსპორტო საშუალებიდან გამომდინარე ზიანისათვის, ამ კანონის ფარგლებში
მოზიდული სადაზღვევო პრემიის 10%–ის და 500,000 ლარის ჯამის ოდენობით).
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროქტით განსაზღვრულია სადაზღვევო პრემიისა და სადაზღვევო ლიმიტის
ოდენობა, რომლის დადგენა განხორციელდა მეზობელ ქვეყნებში (რეგიონში)
არსებული პრაქტიკისა და საქართველოს სადაზღვევო კომაპანიათა ასოციაციის
შეფასების გათვალისწინებით. ამასთან, მხედველობაში იქნა მიღებული მსოფლიო
ბანკის ექსპერტების რეკომენდაცია სადაზღვევო ლიმიტებთან მიმართებაში.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების
თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, შეიმუშაოს კანონი
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევის შესახებ (2009 წლის 16 სექტემბრის N2009/103/EC
ევროკავშირის დირექტივა). აღნიშნული კანონპროექტი წაროადგენს მითითებული
დირექტივის ნაწილობრივ (ეტაპობრივ) შესრულებას. იგი ითვალისწინებს
დირექტივის ზოგად პრინციპებს, მთლიან სისტემას და დაზღვევის შინაარსს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. ამასთან, კანონპროექტის მიღება
გამომდინარეობს მსოფლიო ბანკის/ სავალუტო ფონდის მიერ 2014 წელს
განხორციელებული ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP)
მოთხოვნებიდან, ასევე პროგრამის განვითარების ოპერაციის (SECOND DEVELOPMENT
POLICY OPERATION – DPO 2) მოთხოვნებიდან.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის
საერთაშორისო ექსპერტები; კანონპროექტი გადამუშავებულია მათი მოსაზრებების
გათვალისწინებით. იგი ასევე შეთანხმებულია სადაზღვევო ინდუსტრიასთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.