„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“
- „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 100 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-12
ბიუროს ნომერი 66
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის
უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 191-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5
ნაწილი:
„5. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ
ვრცელდება
„საქართველოს
რეგისტრირებული
ტერიტორიაზე
ავტოსატრანსპორტო
მოძრავი
საშუალების
უცხო
სახელმწიფოში
მფლობელის
სამოქალაქო
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9
მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ „ცენტრის“ განცალკევებულ ანგარიშზე.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 01 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
მფლობელის
სამოქალაქო
პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-9 მუხლის მე8 პუნქტი ადგენს, ამ კანონის განმახორციელებელი „ცენტრი“–სათვის ვალდებულებას
რომ გააჩნდეს განცალკევებული ანგარიში, რომლის ყოველთვიური საშუალო ნაშთი
უნდა იყოს არანაკლებ 400,000 (ოთხასი ათასი) ლარისა და „ამ ანგარიშზე არ უნდა იქნას
გამოყენებული
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
უზრუნველყოფის საშუალებები და ღონისძიებები.“ აღნიშნული ჩანაწერი ემსახურება,
„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული
ავტოსატრანსპორტო
სავალდებულო
საშუალების
დაზღვევის
მფლობელის
შესახებ“
სამოქალაქო
საქართველოს
პასუხიმგებლობის
კანონის
პროექტით
გათვალისწინებულ მესამე პირთა დაცვას. კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის
დროს „ცენტრი“–ს უნარიანობას მოახდინოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა და არ
მოხდეს დაზარალებული მესამე პირებისათვის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე ან
ქონებაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების შეფერხება. ყოველივე ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
„ცენტრი“–ს
შესაბამისი
ანგარიში
მუდმივად
უნდა
იყოს
ხელმისაწვდომი „ცენტრი“–სათვის და მასზედ არ უნდა გავრცელდეს რაიმე სახის
უზრუნველყოფის ღონისძიება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი
უცხო
სახელმწიფოში
რეგისტრირებული
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“
საქართველოს
კანონის
პროექტით
გათვალისწინებული
მესამე
პირების
(დაზარალებული) დაცვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებას განიცდის სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 191-ე მუხლი. კერძოდ,
ემატება მე-5
ნაწილი, რომლის მიხედვითაც
აღნიშნული კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის
ღონისძიებები არ გავრცელდება ასევე „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო
სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის
სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ „ცენტრის“ განცალკევებულ
ანგარიშზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად,
დაფინანსების წყაროსთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომე
ლთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს „საქართველოს ტერიტორიაზე
მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების
მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ დაზარალებულებზე. კერძოდ, ეს
კანონპროექტი უზრუნველყოფს „ცენტრის“ მიერ დაზარალებულებისათვის გასაცემი
ანაზღაურების შეუფერხებელ გაცემას და არ შეიქმნება გარემოება, რა დროსაც
დაზარალებულის ზიანის ანაზღაურების მიზნით არსებული ანგარიში გამოყენებულ
იქნება უზრუნველყოფის საშუალებად.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება.
მუხლი 191. განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
1. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც
სარჩელის
უზრუნველყოფის
ღონისძიების
გამოუყენებლობა
გააძნელებს
ან
შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების
განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს,
რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების
დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის
უზრუნველყოფის
რომელი
ღონისძიების
გამოყენება
მიაჩნია
მოსარჩელეს
აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში
სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ
სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ
და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო
გადაწყვეტილებაზე.
2. განცხადებას, რომლითაც პირი ითხოვს უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას, უნდა
დაერთოს ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც
დასტურდება უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება.
3. თუ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული ცნობა საჯარო რეესტრიდან ან შესაბამისი დოკუმენტი,
ანდა სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება
ხარვეზის თაობაზე და განმცხადებელს აძლევს ვადას მის შესავსებად. დანიშნულ ვადაში
ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სასამართლო თავისი განჩინებით განცხადებას
განუხილველად დატოვებს, რაც გასაჩივრდება საჩივრით.
4. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ
ვრცელდება
„საგადახდო
სისტემისა
და
საგადახდო
მომსახურების
შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირაოზე (ფინანსური გირაოს
საგანზე) და მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშებზე.