„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.06.2017
ავტორი
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/91/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 99 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 98 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-06-12
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, #12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 191-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1911 მუხლი: „მუხლი 1911. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის (მძღოლის) საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე მოძრაობა 1. უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე: ა) მოტოციკლით, რომლის ძრავას მუშა–მოცულობა 50 სმ3–ზე მეტია, მსუბუქი ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება, სასოფლო– სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით ან სატრანსპორტო საშუალების მისაბმელით – გამოიწვევს მფლობელის (მძღოლის) დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ბ) ავტობუსით, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა 8-ს აღემატება ან სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალებით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს – გამოიწვევს მფლობელის (მძღოლის) დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“ შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მფლობელს (მძღოლს) ჯარიმის დაკისრებასთან ერთად ეძლევა 2 - დღიანი ვადა აღნიშნული სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. ამ ვადაში მფლობელს (მძღოლს) განმეორებით არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. 2. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 58 3, 86 1, 107 1−107 3, 107 5, 108-ე, 114 1, 114 2, 116-ე–116 3, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი– მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის), 134-ე და 139 5 მუხლებით, 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 174 15 მუხლით (გარდა 174 15 მუხლის მე-4 ნაწილისა), 174 16 და 176 1 მუხლებით, 181 1 მუხლის პირველი ნაწილითა და 182 1, 182 2, 190-ე, 190 2 , 191-ე და 1911 მუხლებით.“ 3. 219-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 1537, 165-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე2 ნაწილით, 1291, 157-ე, 1911 და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.“; ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „ამ კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.“. 4. 239–ე მუხლს 70-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71-ე ნაწილი: „71 . ამ კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები კომპეტენციის ფარგლებში.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა)კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც დადგა საჭიროება განისაზვროს სამართალდარღვევა, მისი გამოვლენის წესი და შედეგები. ა.ბ)კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად: კოდექსს ემატება მუხლი 1911; ცვლილება შედის 209-ე მუხლის პირველ ნაწილში; ცვლილება შედის 219-ე მუხლის პირველ ნაწილში; კოდექსის 219-ე მუხლს ემატება მე-4 ნაწილი; კოდექსის 239–ე მუხლს ემატება 71–ე ნაწილი. კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისათვის სანქციის ოდენობას, კერძოდ: სამართალდარღვევა ჩადენილი მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა– მოცულობა 50 სმ3–ზე მეტია), მსუბუქი ავტომობილის (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება), სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ (თუ მას არ გააჩნია მისაბმელით გამოწვეული სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა) დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ – დაჯარიმდება 200 ლარით. ამასთან, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ მძღოლს დაჯარიმებასთან ერთად მიეცემა 2 დღიანი ვადა სავალდებულო დაზღვევის შესაძენად, შესაბამისად, დაჯარიმებიდან 2 დღის შემდეგ თუ კვლავ დაუზღვეველი იქნება მძღოლის პასუხისმგებლობა იგი კვლავ დაექვემდებარება დაჯარიმებას. კანონპროექტის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი განსაზღვრავს კანონით დადგენილ სამართალდარღვევათა იმ ჩამონათვალს, რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, შესაბამისად აღნიშნული ჩამონათვალი საჭიროებს დაზუსტებს, რათა მოხდეს წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ასახვა. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს კანონით დადგენილ სამართალდარღვევათა იმ ჩამონათვალს, რომელთან დაკავშირებითაც ფინანსთა სამინისტროს ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, შესაბამისად, აღნიშნული ჩამონათვალი საჭიროებს დაზუსტებს, რათა მოხდეს წინამდებარე კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ასხვა. ვინაიდან, 2016 წლის 29 დეკემბრის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 219–ე მუხლის 1-ლი ნაწილში შედის ცვლილება, რომელიც ამოქმედდება 2017 წლის 1 ივლისიდან, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ასახვა უნდა მოხდეს 2016 წლის 29 დეკემბრის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს კანონპროექტით დადგენილი სამართალდარღვევის დამატებას ჩამონათვალში, რადგან ეს ნაწილი განსაზღვრავს ფინანსთა სამინისტროს ორგანოებისათვის იმ სამართალდარღვევათა ჩამონათვალს, რომელთა მიმართებაშიც შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ პირებს ენიჭებათ უფლებამოსილება სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს ადმინისტრაციული სახდელი. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუქტის მიხედვით, კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის და დაჯარიმების მიზნით უფლებამოსილება ქვეყნის ტერიტორიაზე ენიჭება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები კომპეტენციის ფარგლებში. ბ)კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ: უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მძროლი) დაჯარიმდება კანონის პროექტით გათვალისწინებული ოდენობით, თუ იგი გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე. ბ.გ)კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ)სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე)კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებიც დაექვემდებარებიან დაჯარიმებას კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამო და კანონპროექტით გათვალისწინებული ოდენობით. ბ.ვ)კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპები: კანონპროექტი გამოიწვევს სხვა სახის გადასახდელის დაწესებას, კერძოდ ფულადი ჯარიმა – 100 (ასი) ან 200 (ორასი) ლარის ოდენობით, კანონპროექტით დადგენილ შემთხვევებში. გ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა)კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ვ)კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 209. შინაგან საქმეთა ორგანოები 1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 58 3, 86 1, 107 1−107 3, 107 5, 108-ე, 114 1, 114 2, 116-ე–116 3, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი– მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 1 მუხლით, 131ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის), 134-ე და 139 5 მუხლებით, 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 174 15 მუხლით (გარდა 174 15 მუხლის მე-4 ნაწილისა), 174 16 და 176 1 მუხლებით, 181 1 მუხლის პირველი ნაწილითა და 182 1, 182 2, 190-ე, 190 2 და 191-ე მუხლებით. [1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 58 3 , 86 1 , 107 1 –107 3 , 107 5 , 108-ე, 114 1 , 114 2 , 116-ე–116 3 , 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129 1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 134-ე და 139 5 მუხლებით, 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171 1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 174 15 მუხლით (გარდა 174 15 მუხლის მე-4 ნაწილისა), 174 16 და 176 1 მუხლებით, 181 1 მუხლის პირველი ნაწილით, 182 1 , 182 2 , 190-ე, 190 2 და 191-ე მუხლებით. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)] 2. ამ კოდექსის 1075, 116-ე–1163 და 118-ე−122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებითა და 1291 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობზე ან/და გზაზე (ტრასაზე) უსაფრთხოების წესების დაცვას, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს. 2 1. ამ კოდექსის 86 1 და 114 2 მუხლებით, 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და 190-ე და 190 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. [2 1 . ამ კოდექსის 86 1 და 114 2 მუხლებით, 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 171 1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 190-ე და 190 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)] მუხლი 219. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორგანოები 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 165-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე2 ნაწილითა და 129 1, 157-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. [1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 7 153 , 165-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 129 1 , 157-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან )] [1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 153 7 მუხლით, 155 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 165-ე მუხლით, 171 5 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 194-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 129 1 , 157-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)] 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ: ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-2 ნაწილითა და 157-ე, 165-ე, 165 10 და 195-ე მუხლებით, – საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირებს; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1291, 194-ე და 195-ე მუხლებით, – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეებს, სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს, რეგიონალური საგადასახადო ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს, საგადასახადო ორგანოების სხვა, სათანადოდ უფლებამოსილ პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სხვა უფლებამოსილ თანამდებობის პირებს; გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 179 3 მუხლით, – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს. [გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 155 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 171 5 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 179 3 მუხლით, – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)] [ 3. ამ კოდექსის 153 7 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან )] [4. ამ კოდექსის 155 3 მუხლის პირველი–მე-10 ნაწილებით, 155 5 მუხლით, 155 6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 171 5მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს ჩაჰბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი უნდა დაფიქსირდეს ტექნიკური საშუალებით (ფოტოან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით). (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)] მუხლი 239. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ შედგება ოქმი, საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; 2. ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს კოლექტიური შრომითი დავის მომწესრიგებელი სამსახური; 2 1 . ამ კოდექსის 42 3 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 3. ამ კოდექსის 572 მუხლით, 601 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 951 5 ე, 128 და 173 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ორგანოები. 4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–51 2, 51 4−53 2, 54-ე, 54 1, 55 1, 55 4, 56-ე, 57-ე–59-ე, 59 3, მე-60, 60 3, 61 1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69 4–696, 71-ე, 71 1, 72 1−78-ე და 79 1–79 5 მუხლებით, 79 6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 82 1–82 4, 84-ე−86-ე, 87 1– 87 3 და 89-ე–89 3 მუხლებით, 91 3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103 1, 104-ე და 128 2–128 5 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 173 5 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები. 4 1. ამ კოდექსის 59 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები. 42 . ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №453 ). 43 . ამ კოდექსის 51-ე და 512 და 541 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 5. (ამოღებულია); 6. ამ კოდექსის 95-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ აგრეთვე გაზის მეურნეობის საამისოდ უფლებამოსილი მუშაკები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 7. (ამოღებულია); 8. (ამოღებულია); 9. ამ კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ უფლებამოსილი პირი. 10. ამ კოდექსის 88- ე და 144 10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი პირები ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 101 . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. 11. ამ კოდექსის 1071 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ პოლიციის, რკინიგზის, საზღვაო და სამდინარო ტრანსპორტის ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 12. ამ კოდექსის 1072 და 1073 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების დაცვისადმი ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირები; 13. ამ კოდექსის 45-ე, 58 3, 81-ე, 86 1, 107-ე, 107 5, 114 1, 114 2, 116-ე–116 3, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 127 1 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 139 5, 150-ე და 153 3 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 174 1, 174 15, 174 16, 175 2, 176 1, 177 1, 180-ე–183-ე, 190-ე, 190 2 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 2 45-ე, 166-ე და 197 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი. 131 . ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიმართ ჩადენისას, აგრეთვე ამავე კოდექსის 246-ე მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი. 132 . ამ კოდექსის 173 ე მუხლით გათვალისწინებულ ი ადმინისტრაციულ ი სამართალდარღვევ ის შესახებ ოქმს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს აღსრულების პოლიციელი. 14. ამ კოდექსის 43 1, 43 2, 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 3 და 107 4 მუხლებით, 114 2 მუხლის მე-6 ნაწილით, 119 1 მუხლით, 127 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 146 1, 148-ე, 150-ე−151-ე, 152-ე და 153 4 მუხლებით, 153 6 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 159 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ უფლებამოსილი პირები. 15. (ამოღებულია). 16. ამ კოდექსის 153-ე, 1531 , 1541 , 1542 , 1551 , 158-ე, 1581 , 1594 , 163-ე, 1653 და 178-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკები, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანოები ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოების უფლებამოსილი პირები. 161 . ამ კოდექსის 15910 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯან მ რთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. 17. (ამოღებულია). 18. ამ კოდექსის 1733 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს შეადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე; 19. ამ კოდექსის 66 4 და 91 2 მუხლებით, 91 3 მუხლის პირველი ნაწილით, 127 1 მუხლის მე-2 ნაწილით და 153-ე, 153 1, 153 5, 155 1–155 6, 157-ე, 158-ე, 164-ე, 164 4, 165-ე–165 3, 178-ე, 179 3, 194ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. [19. ამ კოდექსის 66 4 და 91 2 მუხლებით, 91 3 მუხლის პირველი ნაწილით, 127 1 მუხლის მე-2 ნაწილით, 153-ე, 153 1 , 153 5 , 155 1 და 155 2 მუხლებით, 155 3 მუხლის პირველი–მე-10 და მე-13– მე-20 ნაწილებით, 155 5 , 155 6 , 157-ე, 158-ე, 164-ე, 164 4 , 165-ე–165 3 , 171 5 , 178-ე, 179 3 , 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)] [19 1 . ამ კოდექსის 155 8 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )] 20. ამ კოდექსის 1734 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს სახალხო დამცველი; 21. ამ კოდექსის 173 5 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ კანონით განსაზღვრული კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 22. ამ კოდექსის 179 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 23. ამ კოდექსის 1742 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, მისდამი დაქვემდებარებული საარჩევნო კომისიები, მის მიერ უფლებამოსილი პირები ან/და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 24. 1778, 1779 და 17710 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორები და ადგილობრივი თვითმმართველობისა ან მმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები; 241. ( ამოღებულია); 242. ( ამოღებულია); 243. (ამოღებულია); 25. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 26. (ამოღებულია – 01.07.2011, №5004); 27. ამ კოდექსის 55 5, 107 2 და 107 3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 125 2 და 125 3 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 135 1, 146 1, 150 1, 151 1, 152 2 და 152 3 მუხლებით და 153 6 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმებს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. 28. ამ კოდექსის 127 1 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილ პირს. 29. ამ კოდექსის 91 2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შეს ახებ ოქმებს ადგენს საქართველოსფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონით უ ფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე. 30. (ამოღებულია); 31. ადგილობრივი ტყის ფონდის მიწებზე ამ კოდექსის 49-ე, 51-ე, 512, 52-ე, 63-ე, 64-ე, 65-651, 66-67-ე, 68-ე, 71-ე, 73-76-ე და 86-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 32. (ამოღებულია); 1 33. ამ კოდექსის 157 – 4 157 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმე ბს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტრ ოს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები ; 34. ამ კოდექსის 94-ე მუხლით ენერგეტიკის სფეროში გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; 35. ამ კოდექსის 141–142-ე, 1441–1449 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საამისოდ უფლებამოსილი პირები; [35. ამ კოდექსის 141-ე–142-ე, 144 1 და 144 3 –144 5 მუხლებით და 155 3 მუხლის მე-11–მე-12 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)] 36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ, ამ კოდექსის 56-ე, 57-ე და 57 2 მუხლებით, 91 3 მუხლის მე-2 ნაწილით და 96 2 და 173 5 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 37. ამ კოდექსის 159 5–159 9 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილი პირები ან/და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანოები. 38. ამ კოდექსის 44 2, 44 5, 44 7–44 12 და 46 2–46 4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. [38. ამ კოდექსის 44 2 , 44 5 , 44 7 –44 12 , 46 2 –46 4 და 155 7 მუხლებით და 171 1 მუხლით (მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ კუთვნილ ტერიტორიებზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)] 39. ამ კოდექსის 105 2 მუხლითა და 164 5 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო; 391. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 40. (ამოღებულია); 41. ამ კოდექსის 582 მუხლითა და 86- ე მუხლის მე -9 და მე 10 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციუ ლსამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრ ოს შესაბამისი ორგანოები ( საქართველოსგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინ ისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერთად ). ამ კოდექსის 86- ემუხლ ის პირველი , მე -2, მე -5– მე -10 და მე -12– მე - 15 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათასასაზღვრო ზო ლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველო ს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები ( საქართველოსგარემოსა და ბუნებრი ვი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოსთან ერ თად ). 42. ამ კოდექსის 461 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირები; 43. (ამოღებულია); 44. ამ კოდექსის 43-ე, 44-ე, 441, 443 მუხლებით, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 603, 1735, 17711მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ოქმს ადგენენ სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები; 45. ამ კოდექსის 1781–1782 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები, ხოლო 1783 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ერთობლივად ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი პირები. 46. ამ კოდექსის 425–429 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილი პირები; 47. ამ კოდექსის 139 2 და 139 3 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო 139 4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. 471 . ამ კოდექსის 109-ე და 111-ე−1115 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემ ავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 48. ამ კოდექსის 155 3 –155 6 , 1711–171 3 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. [48. ამ კოდექსის 171 1 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებისა, შეიარაღებული ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 171 3 და 191-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)] 49. (ამოღებულია – 08.05.2012, №6156); 50. ამ კოდექსის 96 1 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიატი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. 51. ამ კოდექსის 44 4 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 52. (ამოღებულია). 521 . ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევებში ქვეყნის საზღვრების შიგა სივრცეში ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ან მის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე, 1972 და 1973 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევაში აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 54. (ამოღებულია - 28.12.2011, №5662). 55. ამ კოდექსის 185-ე, 185 1 და 185 2 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 56. ამ კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსებ ის დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. 57. ამ კოდექსის 99-ე და 165 10 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 58. (ამოღებულია). 59. (ამოღებულია – 27.12.2011, №5653). 60. ამ კოდექსის 172 4, 172 5, 173 6, 173 7, 173 9 და 175 1 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები, ხოლო ამ კოდექსის 172 7 და 173 13 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირები. 60 1. ამ კოდექსის 155-ე, 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირები. 2. 60 ამ კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი. 61. ამ კოდექსის 964 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენს პირველადი წყალმოსარგებლე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 62. ამ კოდექსის 149- ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა თა შესახებ ოქმებს ადგენენ სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიები საქართველოს ენერგე ტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი წესე ბის შესაბამისად . 63. ამ კოდექსის 17312 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს სასამართლო . 64. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფი სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ ამ კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი. 65. ამ კოდექსის 15911 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები. 66. ამ კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს. 67. ამ კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს/თბილისის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეს. 68. ამ კოდექსის 1726 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. 69. ამ კოდექსის 17712 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) უფლებამოსილი პირები. 7 [70. ამ კოდექსის 153 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი. ( ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან )] [71. ამ კოდექსის 171 1 მუხლით (შეიარაღებული ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები. 72. ამ კოდექსის 171 2 და 171 4 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან)]