„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-13
ბიუროს ნომერი 103
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
2
1.
მე-2 მუხლის 1 – 1 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის
სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ
იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურისათვის და საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის, აგრეთვე
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის
ვადა შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურისათვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის
სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო
გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს
თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული
აქტით.
1 1.
წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადოს
საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით,
საკონტრაქტო სამსახურში ან საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში ჩაირიცხება
შესაბამისი შერჩევისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
1 2.
სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო
სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით,
თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დაექვემდებარება ამ კანონით
სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი ვადით სამხედრო სავალდებულო
სამსახურის გავლას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
2. 101 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის
მოხდის წესი“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო
სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
3.
მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის,
საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
სამხედრო, საკონტრაქტო, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის მოსამსახურეები, აგრეთვე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული)
მოსამსახურეები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ის
მოსამსახურეები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება;“.
4.
მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის
დადგენილება, რომლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნები.“.
5.
26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ)
კომისიის წევრები – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს,
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები.
საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ
იქნენ შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები;“.
მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სათანადო
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა)
ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა)
კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში
გაწვევის რამდენიმე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოკვეთილი სტატისტიკა, რომლის მიხედვით
მნიშვნელოვნად არის შემცირებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო
სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის მსურველთა რაოდენობა, რის გამოც ვერ შეირჩა
სასურველი რაოდენობის კანდიდატი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო
სამსახურში ჩასარიცხად. თვალსაჩინოებისთვის, 2016 წელს და 2017 წლის პირველ ნახევარში
დაფიქსირებული შედეგებია:
საკონტრაქტო სამსახურისთვის
კანდიდატ წვევამდელთა
შერჩევის პერიოდი
საკონტრაქტო სამსახურისთვის
საჭირო წვევამდელთა რიცხოვნობა
საკონტრაქტო სამსახურში
მიღებულთა ფაქტიური რაოდენობა
2016 წლის საგაზაფხულო გაწვევა
150
103
2016 წლის საშემოდგომო გაწვევა
270
156
2017 წლის საგაზაფხულო გაწვევა
200
109
ა.ბ)
კანონპროექტის მიზანი:
მოქმედი კანონის თანახმად, სამხედრო ვალდებულების მოხდის ერთ-ერთი ფორმაა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლა. კანონპროექტის
მიზანია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდა
შესაძლებელი იყოს არა მხოლოდ საკონტრაქტო სამსახურის სახით, არამედ სავალდებულო სამხედრო
სამსახურის სახითაც.
დამატებით, კანონპროექტის მიზანია კანონის ცაკლეულ პუნქტებში ტექნიკური
დაზუსტებების შეტანა, რომლებიც შეეხება საკონტრაქტო სამსახურისათვის წვევამდელთა შერჩევას,
კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტისას ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად ხელახლა გაწვევას,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემადგენლობის სამხედრო აღრიცხვის საკითხის
რეგულირებას, ცენტრალურ გამწვევ კომისიაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
წარმომადგენლის შეყვანას.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს სამსახურის რიგითი
შემადგენლობის დაკომპლექტების პრობლემის გადაწყვეტას, იმ შემთხვევაში, თუ საკონტრაქტო
სამსახურის გავლის მსურველ წვევამდელთა რაოდენობა შესაბამის ეტაპზე არ იქნება საკმარისი. ასეთ
დროს საჭირო რიცხოვნობის კონტინგენტი გაწვეული იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურში,
რაც ასევე დღის წესრიგიდან მოხსნის საკონტრაქტო მოსამსახურეების (წვევამდელები) საკონტრაქტოპროფესიული (ე.წ. ზევადიანი) მოსამსახურეებით ჩანაცვლების და შესაბამისად დაცვის განაწესების ამ
კატეგორიის თანამშრომლებით დაკომპლექტების საჭიროებას. სამსახური თავიდან აიცილებს ასევე
მნიშვნელოვან საბიუჯეტო ხარჯებს, რადგან საქართველოს მთავრობის 2013 წლის №77
დადგენილების თანახმად, დაცვის თანამშრომლის, რომელიც საკონტრაქტო-პროფესიულ
სამსახურშია (ე.წ. ზევადიანი) ერთი თვის თანამდებობრივი სარგოა 750 (შვიდას ორმოცდაათი) ლარი,
ხოლო საკონტრაქტო მოსამსახურის (წვევამდელი) ერთი თვის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 50
(ორმოცდაათი) ლარს. ამდენად, წარმოდგენილი ცვლილებები მიზანშეწონილია როგორც ხარჯების
დაზოგვის, ასევე წვევამდელთა შერჩევის და საჭირო საშტატო ერთეულების დაკომპლექტების
პროცესის მობილიზებულობის კუთხით.
ა.გ)
კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის პირველი პუნქტის შესაბამისად:
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდა
შესაძლებელი იქნება როგორც საკონტრაქტო, ისე სამხედრო სავალდებულო სამსახურის სახით;
ზუსტდება ის გარემოება, რომ შესაბამისი შერჩევისა და სათანადო მოთხოვნების
დაკმაყოფილების შედეგების მიხედვით წვევამდელები ირიცხებიან არა მხოლოდ საკონტრაქტო
(პროფესიული) სამხედრო სამსახურში, არამედ ამავე წესით შეირჩევიან სამხედრო ვალდებულების
მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხადაც;
განისაზღვრება, რომ თუ კონტრაქტი ვადამდე შეწყდება წვევამდელის მიერ თვითნებურად
ან/და მისი ბრალეულობის გამო, იგი დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის
დადგენილი ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, კანონმდებლობითი დადგენილი
წესით.
კანონპროექტის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
იცვლება კანონის 101 მუხლის სათაური და ამავე მუხლს ემატება მე-3 პუნქტი, რომლის
თანახმადაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო
სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონით.
კანონპროექტის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
იცვლება კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და ზუსტდება სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის ის შემადგენლობა, რომელიც არ ექვემდებარება სამხედრო
აღრიცხვას. კერძოდ აღინიშნება, რომ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის სამხედრო, საკონტრაქტო, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის
მოსამსახურეები.
კანონპროექტის მე-4 პუნქტის შესაბამისად:
იცვლება კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი და იმ სახელმწიფო ორგანოებს შორის,
რომელთა მოთხოვნების გათვალისწინებაც ხდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის
გამოცხადების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, დაემატება სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახური.
კანონპროექტის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
იცვლება კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და ცენტრალური გამწვევი
კომისის წევრების ჩამონათვალს ემატება სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახურის
წარმომადგენელიც.
კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად,
კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის
წარდგინებით
საქართველოს
მთავრობამ
უნდა
უზრუნველყოს
სათანადო
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფის საჭიროებას. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან გამომდინარე
ყველა შესაძლო ხარჯების დაფინასება განხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურისათვის დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც დამოკიდებული იქნება
შესაბამისი წვევამდელების რაოდენობაზე. კერძოდ, დაცვის თანამშრომლის, რომელიც
საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურშია (ე.წ. ზევადიანი) ერთი თვის თანამდებობრივი სარგოა 750
ლარი, ხოლო საკონტრაქტო მოსამსახურის (წვევამდელი) ერთი თვის თანამდებობრივი სარგო
შეადგენს 50 ლარს. შესაბამისად, წვევამდელების რაოდენობის გაზრდა და დაცვის თანამშომლის
საშტატო ერთეულების საკონტრაქტო-პროფესიულის ნაცვლად, წვევამდელებით დაკომპლექტება
გამოიწვევს თანამდებობრივი სარგოს გადახდასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოეშობა.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებით არ არის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ აწესებს რაიმე სახის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ მოდის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის
(მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2. სამხედრო სამსახურის სახეები
1. სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის
სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ
იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად საკონტრაქტო სამსახურის ვადა სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურისათვის და საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის, აგრეთვე
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის
ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურისათვის და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის
განისაზღვრება ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით. საკონტრაქტო
(პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის სამხედრო
მოსამსახურემ უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები. საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების
წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი
უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის ნორმატიული აქტით.
11. წვევამდელი, რომელიც გამოთქვამს სურვილს, სამხედრო ვალდებულება მოიხადოს
საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო
სამსახურში ჩაირიცხება შესაბამისი შერჩევისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.
12. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო
(პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან
ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, დაექვემდებარება ამ კანონით სამხედრო
სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას,
თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
13. კადრის სამხედრო მოსამსახურეს, განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების
დაწესების მიზნით, სამხედრო სამსახურის გასავლელად შესაძლებელია გაუფორმდეს კონტრაქტი.
14. ამ მუხლით გათვალისწინებული საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის
გასავლელად კონტრაქტის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
5
1 . საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული
კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური
პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების, მისი
გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი განისაზღვრება სამხედრო სამსახურის გავლის
შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. სამხედრო სამსახურში მყოფნი იწოდებიან სამხედრო მოსამსახურეებად, ხოლო რეზერვში
მყოფნი - რეზერვისტებად.
3. (ამოღებულია - 04.10.2013, №1445).
1
3 .
წვევამდელს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სახელმწიფო სპეციალური
წოდებით 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის
მოხდად. აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის
სამხედრო წოდებით.
2
3 . წვევამდელს საქართველოს დაზვერვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდებით 4
წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად.
აღნიშნული პირი საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო
წოდებით.
4. (ამოღებულია - 01.05.2015, №3547).
5. საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის მოსამსახურეს (გარდა საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისა), რომელსაც სამსახური ეთვლება სამხედრო სავალდებულო
სამსახურის მოხდად, სამსახურიდან დათხოვნისას რიგითის სამხედრო წოდება მიენიჭება შესაბამისი
უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით და იგი ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.
მუხლი 101. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი
1. წვევამდელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან
საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესს, აგრეთვე წვევამდელის შერჩევისა და მის მიერ სამხედრო
სავალდებულო სამსახურის გავლის დაფინანსების წესს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
ამტკიცებენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის უფროსი.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო
სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანებით
მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება.
მუხლი 11. მოქალაქის მოვალეობა იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე
1. ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. სამხედრო აღრიცხვას
არ ექვემდებარება:
ა) ამ კანონით სამხედრო ვალდებულებისაგან განთავისუფლებული;
ბ) ქალი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა;
გ) სამხედრო სამსახურში მყოფი;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო
(პროფესიული) მოსამსახურეები, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები
და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ის მოსამსახურეები, რომლებსაც
მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება;
ე) არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურში მყოფი;
ვ) რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული;
ზ) პირი, რომელიც იხდის სისხლის სამართლის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტში აღნიშნული პირები იმყოფებიან შესაბამისი
ორგანოს სპეციალურ აღრიცხვაზე.
მუხლი 20. გაწვევის საფუძველი
1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საფუძველია საქართველოს მთავრობის
დადგენილება, რომლის პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მოთხოვნები.
2. წვევამდელი, რომელიც ამ კანონის 29-ე ან 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად
ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებას ან სამხედრო სამსახურში
გაწვევის გადავადებას (გარდა ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და
30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა),
გამოთქვამს სურვილს, ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, შეიძლება გაწვეულ
იქნეს სამხედრო სამსახურში. პირი სამხედრო სამსახურს გაივლის კანონით დადგენილი სრული
ვადით, თუ კვლავ არ წარმოიქმნება სამხედრო სამსახურიდან მისი გათავისუფლების ან სამხედრო
სამსახურში გაწვევის გადავადების კანონით დადგენილი საფუძველი.
მუხლი 26. ცენტრალური გამწვევი კომისია
1. ცენტრალური გამწვევი კომისია იქმნება, მისი შემადგენლობა და საქმიანობის წესი
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. იმავე დადგენილებით ცენტრალურ
გამწვევ კომისიაში იქმნება მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია და
განისაზღვრება მისი შემადგენლობა.
1
1 . მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის უფლებამოსილება,
სამედიცინო შემოწმების ორგანიზებისა და ჩატარების წესი განისაზღვრება სამხედრო-სამედიცინო
ექსპერტიზის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. ცენტრალურ გამწვევ კომისიაში შედიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კომისიის წევრები – საქართველოს პროკურატურის, საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს,
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური გამწვევი
კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ შესაბამისი საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლები და სხვა პირები;
დ) კომისიის მდივანი.