„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.11.2017
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/145/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-13
ბიუროს ნომერი 103

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს (პარლამენტის უწყებანი, N002, 9.03.1996, გვ. 15) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. „ე) კანონში მე-51 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე“ ქვეპუნქტი: სამხედრო სავალდებულო.“. 2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კანონით დადგენილი წესით მოსამსახურეებს ანიჭებს სპეციალურ წოდებებს პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით, ხოლო რიგითის სამხედრო წოდებას - სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხულ პირებს.“. 3. მე-10 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც გაწვევის საფუძველზე ჩარიცხულნი არიან სამხედრო სავალდებულო სამსახურში.“; ბ) მე-4 პუქნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. სამხედრო სავალდებულო სამსახურში ჩარიცხვისას მოსამსახურეს ენიჭება სამხედრო წოდება „რიგითი” და ინიშნება უმცროსი წოდების შესაბამის თანამდებობაზე.”; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისას, თანამშრომელი იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა და ირიცხება სამსახურის პირად შემადგენლობაში.“; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პირს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო სამსახურის სახით, საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახურიდან დაითხოვენ მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი საერთო წესით დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას და ფინანურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 4. 102 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილი იქნეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის სახით. სამხედრო სავალდებულო სამსახურში და საკონტრაქტო სამსახურში წვევამდელები ირიცხებიან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის საფუძველზე წვევამდელებს სამხედრო ვალდებულება ეთვლებათ მოხდილად, რის შემდეგაც საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ირიცხებიან რიგითის სამხედრო წოდებით, რომელსაც ანიჭებს სამსახურის უფროსი.”. 5. 104 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვისას, წვევამდელები დებენ სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს.”. 6. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლის გამო;“. 7. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური წოდების მქონე საკონტრაქტო მოსამსახურე ან თანამშრომელი, რომლის სტატუსი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.”. 8. მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის დაცვა უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს წარმოადგენს: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის ინიცირება, რომლის თანახმად სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდა შესაძლებელი იქნება როგორც საკონტრაქტო სამსახურის, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახით; - „საჯარო სამსახურის შესახებ” 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის N77 დადგენილებით განისაზღვრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები და სოციალური დაცვის სხვა გარანტიები. აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2017 წლის 1 ივლისიდან. ამავე დღიდან ამოქმედდა ახალი, 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც არ იძლევა სამართლებრივ საფუძველს იმისათვის, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები და სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განსაზღვრული იყოს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ამასთან, მთავრობის ზემოაღნიშნული N77 დადგენილება 2017 წლის 31 დეკემბრამდე ინარჩუნებს ძალას, ვინაიდან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N1157-IIს) საქართველოს კანონის შესაბამისად, გარდამავალ პერიოდში საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) ეძლევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის №1022-Iს კანონით და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესითა და ოდენობით. აღნიშნულის გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში უნდა გაჩნდეს შესაბამისი ჩანაწერი, რომელიც საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას მიიღოს დადგენილება, რომლითაც დარეგულირდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამის პუნქტებში ცვლილებების შეტანა, რომელიც გამომდინარეობს ან/და უკავშირდება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის ერთ-ერთ ფორმად სამხედრო სავალდებულო სამსახურის დადგენას. გარდა ამისა, კანონის მე-17 მუხლის ცვლილება მიზნად ისახავს სამართლებრივი საფუძვლის შექმნას იმისათვის, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოები და სოციალური დაცვის სხვა გარანტიები შესაბამისი დადგენილებით განსაზღვროს საქართველოს მთავრობამ. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: კანონპროექტის პირველი პუნქტის შესაბამისად: იცვლება კანონის 51 მუხლი და სამსახურის გავლის სახეებს ემატება სამხედრო სავალდებულო სამსახური. კანონპროექტის მე-2 პუნქტის შესაბამისად: იცვლება კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი და წოდებების მინიჭების ნაწილში სამსახურის უფროსის უფლებამოსილებებს ემატება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურეებისათვის „რიგითის” სამხედრო წოდების მინიჭების უფლებამოსილება. კანონპროექტის მე-3 პუქნტის შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის მე-10 მუხლში, კერძოდ: ა) პირველ პუნქტში მოსამსახურეთა კატეგორიების ჩამონათვალს ემატება სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირთა კატეგორია; ბ) ემატება 41 პუნქტის, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩარიცხული პირებისათვის განისაზღვრება დანიშვნისათვის შესაბამისი საშტატო-თანამდებობრივი და მისანიჭებელი წოდებრივი კატეგორია; გ) მე-6 პუნქტში შედის ცვლილება, რომლითაც ზუსტდება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხულ პირთა შემადგენლობა, რომლებიც იხსნებიან სამხედრო აღრიცხვიდან, რის შემდეგაც მოხდება მათი სპეციალურ აღრიცხვაზე; დ) მე-7 პუნქტის ცვლილებით, სამხედრო ვალდებულების მხოლოდ საკონტრაქტო სამსახურის სახით მოხდისას არის შესაძლებელი სამსახურის ვადამდე შეწყვეტის გამო ფინანსური სანქციების ამოქმედება და ნამსახურები ვადის ჩაუთვლელად სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა. კანონპროექტის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის 102 მუხლში, კერძოდ: ა) პირველი პუნქტი აკონკრეტებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილი იქნეს როგორც სამხედრო სავალდებულო სამსახურის ასევე საკონტრაქტო სამსახურის სახით, აგრეთვე აღინიშნება, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში და საკონტრაქტო სამსახურში წვევამდელები ირიცხებიან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით; ბ) მე-4 პუნქტში განიმარტა, რომ წვევამდელებს სამხედრო ვალდებულება ეთვლებათ მოხდილად სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის საფუძველზე, რის შემდეგაც საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ირიცხებიან რიგითის სამხედრო წოდებით, რომელსაც ანიჭებს სამსახურის უფროსი. კანონპროექტის მე-5 პუნქტის შესაბამისად: კანონის 104 მუხლის პირველ პუნქტში აღინიშნება, რომ წვევამდელები სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს დებენ როგორც სამხედრო სავალდებულო სამსახურში, ასევე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვისას. კანონპროექტის მე-6 პუნქტის შესაბამისად: იცვლება კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი (რომელიც სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებს განსაზღვრავს) და მიეთითება, რომ დათხოვნა ხორციელდება კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის გასვლის გამო. კანონპროექტის მე-7 პუნქტის შესაბამისად: იცვლება კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი (რომელიც მოსამსახურეთა სტატუსს და მის სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს) მოიცავს მოსამსახურეთა ყველა კატეგორიას და შესაბამისად ზუსტდება, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე, სპეციალური წოდების მქონე საკონტრაქტო მოსამსახურე ან თანამშრომელი, რომლის სტატუსი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით. კანონპროექტის მე-8 პუნქტის შესაბამისად: იცვლება კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი და კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობას გაუჩნდება სამართლებრივი საფუძველი მიიღოს დაადგენილება, რომლითაც დარეგულირდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფის საჭიროებას. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან გამომდინარე ყველა შესაძლო ხარჯების დაფინასება განხორციელდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც დამოკიდებული იქნება შესაბამისი წვევამდელების რაოდენობაზე. კერძოდ, დაცვის თანამშრომლის, რომელიც საკონტრაქტოპროფესიულ სამსახურშია (ე.წ. ზევადიანი) ერთი თვის თანამდებობრივი სარგოა 750 ლარი, ხოლო საკონტრაქტო მოსამსახურის (წვევამდელი) ერთი თვის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 50 ლარს. შესაბამისად, წვევამდელების რაოდენობის გაზრდა და დაცვის თანამშომლის საშტატო ერთეულების საკონტრაქტო-პროფესიულის ნაცვლად, წვევამდელებით დაკომპლექტება გამოიწვევს თანამდებობრივი სარგოს გადახდასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში. ამასთან, ვინაიდან როგორც მოქმედი კანონმდებლობა, ასევე შემოთავაზებული ცვლილება ქმნის სამართლებრივ ბაზას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხების რეგულაციისათვის, მისი სამართლებრივი რეგულირება მოხდება მთავრობის დადგენილების შესაბამისად, რაც უკვე გათვალისწინებულია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ წარმოეშობა. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს პირთა რომელიმე წრისათვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ აწესებს რაიმე სახის გადასახადს ან მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ მოდის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის ხელშეკრულებებს. მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 51. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეები 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის გავლის სახეებია: ა) საკონტრაქტო; ბ) საკონტრაქტო–პროფესიული; გ) კადრის. დ) სამოქალაქო. მუხლი 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის კომპეტენცია 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს; ბ) ნორმატიული აქტებით ამტკიცებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს, სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ან/და მათი ქვედანაყოფების სახელმძღვანელო და სამსახურის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მარეგულირებელ წესდებებსა და ინსტრუქციებს; სამსახურის თანამშრომლებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის სხვა პირების წახალისების მიზნით აწესებს უწყებრივ ჯილდოებს და ამტკიცებს მათი გადაცემის წესს; გ) განსაზღვრავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის უფროსის უფლებამოსილებებს; (24.06.2011. N4953) დ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილეს (მოადგილეებს); ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს; ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურში იღებს მოქალაქეებს; თ) კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით; ი) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს; კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას; ლ) აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ერთობლივ ბრძანებასა და სხვა აქტს; მ) კანონით დადგენილი წესით განკარგავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს; ნ) ცალკეულ შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით ადგენს პერსონალურ თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს; ო) ორგანიზებას უწევს სამსახურის თანამშრომელთა ოპერატიულ, საბრძოლო და სპეციალურ მომზადებას, ამ მიზნით ამტკიცებს შესაბამის პროგრამებს, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სპეციალურ ნორმატივებსა და სახელმძღვანელო სტანდარტებს, ამტკიცებს სამსახურის პასუხისმგებელ პირთა მორიგეობის განრიგს და დაცვითი ღონისძიებების გეგმებს, განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების სამუშაო რეჟიმს, პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისთვის; პ) წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში; ჟ) სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტით განსაზღვრული რეესტრით გათვალისწინებულ სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს გასცემს ნებართვებს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის შესახებ, რის თაობაზედაც ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, ინსტრუქცია და მითითება სავალდებულოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთელი სისტემისა და თანამდებობის პირებისათვის. 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მისივე ბრძანებით ასრულებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე. მუხლი 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები არიან: ა) საკონტრაქტო მოსამსახურეები − პირები, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იხდიან სამხედრო ვალდებულებას შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე; ბ) საკონტრაქტო-პროფესიული მოსამსახურეები − პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვით სამსახურს გადიან უმცროსი სპეციალური წოდებით; გ) კადრის მოსამსახურეები − პირები, რომლებსაც მოხდილი აქვთ სამხედრო ვალდებულება (გარდა ქალებისა) და სამსახურს გადიან საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდებით; დ) სამოქალაქო პირები − პირები, რომლებიც სპეციალური წოდების მინიჭების გარეშე ინიშნებიან ვაკანტურ საშტატო თანამდებობებზე ან მიიღებიან შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში პირის მიღების წესს განსაზღვრავს ეს კანონი და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს ოფიცრის სახელმწიფო სპეციალური წოდების ან ოფიცრის სამხედრო წოდების არმქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ჩათვლით, რომელსაც მოხდილი აქვს სამხედრო ვალდებულება (გარდა ქალისა), ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე კადრის სამსახურში – არა უმეტეს 30 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში სამსახურში მიიღოს და პირად შემადგენლობაში ჩარიცხოს პირი ასაკის მიუხედავად. ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვა არ ვრცელდება: ა) პირზე, რომელიც ინიშნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით; ბ) განთავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში; გ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებიდან გადმოსვლით მიღებისას, რომელშიც დაწესებულია სამხედრო წოდებები ან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდებები. 4. პირი უმცროსი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე ინიშნება კონტრაქტის საფუძველზე, ხოლო საშუალო ან ზემდგომი სპეციალური წოდების შესაბამის თანამდებობაზე – კადრის ოფიცრად, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისა. საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიძლება ხელშეკრულებით მიიწვიონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. 5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის კომპეტენცია განისაზღვრება მის მიერ დაკავებული საშტატო თანამდებობის გათვალისწინებით, ხოლო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანამშრომლის კომპეტენცია − შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებით. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, როგორც სპეციალურ გასამხედროებულ დაწესებულებაში, შესაბამისი ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს სამსახურის გავლის დამატებითი მოთხოვნები. 6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში ჩარიცხვისას თანამშრომელი იხსნება სამხედრო აღრიცხვიდან და ირიცხება სამსახურის პირად შემადგენლობაში. 7. პირს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით სამსახურის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურიდან დაითხოვენ მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევით, ნამსახურობის პერიოდის ჩაუთვლელად. აღნიშნული პირი საერთო წესით დაექვემდებარება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას და ფინანსურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ მიიღება: ა) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ან კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, აგრეთვე ნასამართლობის მქონე პირი; ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან ქრონიკული სნეულებით დაავადებული პირი, აგრეთვე ისეთი დასახიჩრების ან დაავადების, ფიზიკური ან ინტელექტუალური მონაცემების მქონე პირი, რომელიც/რომლებიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის; გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი; ე) პირი სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე, აგრეთვე კანდიდატი მისი წინა ნამსახურობის უარყოფითად შეფასების საფუძველზე. 2 მუხლი 10 . სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელსაც სამსახურის ვადა განესაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა შერჩევისა და მომზადების და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. წვევამდელი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობაში ჩარიცხვამდე გადის სპეციალურ მომზადებას. 4. წვევამდელის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის დადგენილი წესით გავლა ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლად და აღნიშნული პირი სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩაირიცხება რიგითის სამხედრო წოდებით. მუხლი 104. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი 1. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის შემდეგ, პირი დებს სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს. 2. საკონტრაქტო-პროფესიულ და კადრის სამსახურში მიღების შემდეგ, პირი დებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცს. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 11. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახურის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა; ბ) თანამშრომლისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) თანამშრომლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობა კანონით დადგენილი წესით; დ) თანამშრომლის გარდაცვალება. 2. თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას ან წელთა ნამსახურობის გამო; ბ) ჯანმრთელობის გაუარესების, დასახიჩრების ან ქრონიკული დაავადების დროს, რომლის გამოც მას აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება, აგრეთვე ისეთი ტრავმის მიღების ან დაავადების შემთხვევაში, რომელიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის; გ) კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლისას; დ) კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის; ე) სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო; ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის; ზ) შტატების შემცირებისას; თ) საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ორგანოებში არჩევისას ან დანიშვნისას; ი) ფიცის გატეხის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის გამო; კ) დანაშაულის ჩადენისათვის, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე; ლ) მხარეთა შეთანხმებით, პირადი პატაკის საფუძველზე; მ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლისას; ნ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე; ო) სპეციალური შემოწმების შედეგებით უარყოფითი დასკვნის საფუძველზე. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. სამსახურის ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში პირი ამოირიცხება სამსახურის პირადი შემადგენლობიდან. მუხლი 16. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე არის სპეციალური წოდების მქონე სახელმწიფო მოხელე, რომლის სტატუსი განისაზღვრება ამ კანონით. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება მისი სამსახურებრივი უფლებებითა და მოვალეობებით, რაც დაკავშირებულია მისსავე სამსახურებრივი ამოცანების შესრულებასთან. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. 4. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეს ეძლევა სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ნიმუშის პირადობის მოწმობა. 5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა, მუქარა, წინააღმდეგობის გაწევა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა მის მიერ საქართველოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია შეასრულოს მიღებული ბრძანება. მას უფლება აქვს, არ შეასრულოს ბრძანება, რომელიც აშკარად კანონსაწინააღმდეგოა, და გაასაჩივროს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში. კანონსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულებისას პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს ეკრძალება გაფიცვის ან სხვა სახის საპროტესტო აქციის მოწყობა და მასში მონაწილეობა, სამეწარმეო საქმიანობა, სახელმწიფო დაწესებულებებში ან სხვა ორგანიზაციებში შეთავსებით მუშაობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური, სპორტული ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ამ კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და სამედიცინო საქმიანობისა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში ამავე სფეროში დასაქმების შემთხვევაში. 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურესსამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს ამ კანონით დადგენილი წესით შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. მუხლი 17. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის დაცვა უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ. 2. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევით. ზარალ ს , რომელიც მიადგა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თუ ეს არ არის მისი უკანონო ქმედების შედეგი, მას სრულად აუნაზღაურებს სამსახური. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის თანამშრომლის დაინვალიდების ან/და დასახიჩრების, ტრავმის მიღების, დაღუპვის ან მიღებული ტრავმის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევა არის სადაზღვევო რისკი, რომლის დროსაც თანამშრომელს ან მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) სხეულის მძიმე დაზიანებისას ან/და დაინვალიდებისას – 7000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი; დ) გარდაცვალებისას − 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი. ამასთანავე, სამსახური აანაზღაურებს ნეშტის გადასვენებასთან და დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 3. განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონით დადგენილზე უფრო ხელსაყრელი ან დამატებითი პირობები. შესაბამისი ლიცენზიის მქონე სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა სახელმწიფო შესყიდვის წესით. სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს, ისარგებლოს მისთვის სასურველი სადაზღვევო ორგანიზაციის მომსახურებით, რომლის უზრუნველყოფაც განხორციელდება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა არ ითვალისწინებს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ხარჯების, უკანონო ქმედებით ან თვითდაშავებით მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების, ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ნივთიერების ზემოქმედების გამო მიღებული დაზიანების მკურნალობის ხარჯების და კოსმეტიკური ან არასამედიცინო მიზნით მკურნალობის ხარჯების დაფარვას. თანამშრომლის ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა ითვალისწინებს: ა) ყოველწლიური სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს; ბ) სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს; გ) სამედიცინო კონსულტაციების მიღების ხარჯებს; დ) ამბულატორიული მკურნალობის (ყველა ტიპის ლაბორატორიული გამოკვლევა, ფუნქციური დიაგნოსტიკა), მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების ხარჯებს; ე) ჰოსპიტალური მკურნალობის ხარჯებს, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო ხარჯებსაც მოიცავს; ვ) სამედიცინო დაწესებულების რეცეპტით შეძენილი მედიკამენტების ღირებულების 80 პროცენტის დაფარვის ხარჯებს. 31 . სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მიზნით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დამადასტურებელ პირობებად ითვლება: ა) თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება; ბ) ხელმძღვანელი პირის ბრძანების, განკარგულების, დავალების ან დასახული ამოცანის შესრულება; გ) სასწავლო, საწვრთნელ-სავარჯიშო და სხვა სამსახურებრივ შეკრებებში მონაწილეობა; დ) სამუშაო ადგილზე, სამსახურებრივი საჭიროებით განპირობებულ ან მასთან დაკავშირებულ ადგილზე ყოფნა; ე) სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნა, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული დაზიანების ან ავადმყოფობის გამო სამკურნალოდ ყოფნა; ვ) სამსახურის ადგილამდე მგზავრობა ან დაბრუნება; ზ) ტყვეობაში, მძევლად (გარდა ნებაყოფლობით დანებებისა ან მოწინააღმდეგის მხარეს გადასვლისა) ან ინტერნირებულად ყოფნა; თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, პატივისა და ღირსების დაცვა; ი) სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა; კ) სხვაგვარი ქმედება, რომელიც სასამართლომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისათვის ჩადენილად ცნო; ლ) უკანონოდ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების მოხდის პერიოდი. 4. (ამოღებულია). 5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის, სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო. 6. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაღუპული (გარდაცვლილი) თანამშრომლის ოჯახს შეუნარჩუნდება ბინის მიღების უფლება იმ საფუძვლითა და პირობებით, რაც მას დაღუპვამდე (გარდაცვალებამდე) ჰქონდა. 7. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებით; სამედიცინო მომსახურების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 8. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის ყველა სახის სახელმწიფო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა). 9. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მიღებულ სამოქალაქო პირებზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვრცელდება საკონტრაქტო, საკონტრაქტო-პროფესიული და კადრის მოსამსახურისათვის დადგენილი სოციალური დაცვის გარანტიები, აგრეთვე სამსახურის დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 10. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში იმ სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა გადმოსვლის შემთხვევაში, სადაც მათ მიენიჭათ სამხედრო ან „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, აღნიშნულ მოსამსახურეებს შეუნარჩუნდებათ ამ სახელმწიფო უწყებებში მუშაობის სტაჟი. 11. საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას უფლება აქვთ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისათვის დაადგინონ სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ კანონით. 12. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფილია სამსახურის გავლისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით, სამსახურისათვის დამახასიათებელი რისკფაქტორების შემცირების ღონისძიებათა სისტემით, რომელსაც ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელობა. 13. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონით „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ.