„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1 „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2015, კანონში (საქართველოს სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“-„ი5“ ქვეპუნქტები: „ი1) მიავლენს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში; ი2) ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას; ი3) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, განსაზღვრავს სამსახურის სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს; ი4) უზრუნველყოფს აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის, მათი კომპეტენციების შესაბამისად; ი5) კოორდინაციას უწევს შესაბამისი ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას;“. 2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახური კონტრდაზვერვითი და სადაზვერვო საქმიანობის მიმართულებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) განახორციელოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ორგანიზაციების საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დაზვერვითი საქმიანობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, აგრეთვე მიიღოს საჭირო ზომები სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სამხედრო ძალებში განახორციელოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდური, ორგანიზაციული, ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. ამ მიზნით განახორციელოს როგორც ოპერატიული, ისე საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები; დ) განახორციელოს საგარეო კონტრდაზვერვითი ღონისძიებები; ე) შეიმუშაოს სადაზვერვო დავალებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე; ვ) შეიმუშაოს და განახორციელოს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის აუცილებელი სპეციალური პროგრამები; ზ) თავისი მოსამსახურეების, ოპერატიული ინფორმაციის წყაროების, საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენოს ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური და საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი; თ) აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელოს თავისი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვა და დაშიფვრა, მათ შორის, სხვადასხვა დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სანომრე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენება; ი) უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაიცვას თავის მოსამსახურეები, ოპერატიული ინფორმაციის წყაროები, ოპერატიულტექნიკური საშუალებები, შენობა-ნაგებობები და საინფორმაციო მონაცემთა ბაზა; კ) შესაბამისი ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად შექმნას ან/და გამოიყენოს კრიპტოგრაფიული სისტემები და შიფრები,ასევე თავისი საქმიანობის განხორციელებისას შეიძინოს, შექმნას და დაამზადოს სპეციალური დანიშნულების მოწყობილობები და სისტემები და ექსპლუატაცია გაუწიოს მათ; ლ) საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) დადოს ხელშეკრულებები; მ) თავისი ქონების, ობიექტების, ინფორმაციისა და მოსამსახურეთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ითანამშრომლოს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან; ნ) დამტკიცებული რიცხოვნობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში შექმნას აუცილებელი ქვედანაყოფები, სპეციალური მომზადების, სამეცნიერო-კვლევითი, სამედიცინო-პროფილაქტიკური დაწესებულებები, არქივი, გამოუშვას სპეციალური გამოცემები; ო) სამსახურის ისტორიული და მეცნიერული ღირებულების მქონე დოკუმენტები „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით განსაიდუმლოების შემდეგ განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად; პ) დაარქივოს და განსაიდუმლოებას არ დაუქვემდებაროს სამსახურის დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს მისი საკადრო შემადგენლობისა და იმ პირების ან/და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სამსახურთან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ), აგრეთვე სამსახურის მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ; ჟ) რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე ითანამშრომლოს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან; რ) თავისი უფლებამოსილებები განახორციელოს საქართველოს საზღვრებს გარეთ, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; ს) განახორციელოს სხვა საქმიანობა, რომელიც მისთვის პირდაპირ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან.“. 3. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსება.“. 4. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „დ) არ გაამჟღავნოს სამსახურთან თანამშრომლობის ფაქტი და პირობები; ე) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.“. 5. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-7 პუნქტიები: „5. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სამსახურთან და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, სამსახურთან თანამშრომლობის პერიოდი, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში. 6. არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირთა ან ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სამსახურთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი პირისა. 7. იმ პირთან თანამშრომლობის წესი, ფორმები, დამატებითი პირობები და სოციალური დაცვის გარანტიები, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სამსახურთან, შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.“. 6. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამსახურეს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივსაშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღი, აგრეთვე სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად − დამატებითი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.“. 7. 26-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი და სამხედროსაბრძოლო იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა მტკიცდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.“. 8. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. სამსახურის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების ან მის მიერ სამსახურის გავლის სხვა დამატებითი ან/და განსხვავებული პირობები ასევე განისაზღვრება სამსახურის უფროსის სხვა სამართლებრივი აქტებით.“. 9. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-7 პუნქტები: „3. სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, ამ კანონის თანახმად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს საწარმოში, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა. 4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. სამსახურის მოსამსახურეს სხვა საწარმოში, დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში (სამსახურის სისტემის კადრში დატოვებით) ფარულად მსახურობის პერიოდი ეთვლება შრომის საერთო სტაჟში. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის მიმართ არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები. 7. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურში შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულების თანამშრომელი, შესაბამისი დაწესებულების კადრში დატოვებით. ასევე შეიძლება სამსახურის მოსამსახურის მივლენა საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალ სხვა დაწესებულებაში. მივლინების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 10. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი სამსახურში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ გადის სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ან/და სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფში/დაწესებულებაში.“. 11. 29-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი: „მუხლი 291. სამსახურში გაწვევით ან/და საკონტრაქტო სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა 1. სამსახურის სამხედრო სავალდებულო სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელსაც სამსახურის ვადა განესაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. სამსახურში ჩასარიცხი წვევამდელის შერჩევის, მომზადების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 12. 30-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“. 13. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას, თუ აღნიშნული არ ხორციელდება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ფარულად შესრულების მიზნით. კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო, თუ აღნიშნული არ ხორციელდება მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ფარულად შესრულების მიზნით;“. 14. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო მოხმარებისას;“. 15. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ -„რ“ ქვეპუნქტები: „პ) სამსახურებრივი საიდუმლოს გაცემის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და სამსახურის მოსამსახურისათვის შეუფერებელი სხვა საქციელის გამო; ჟ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; რ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.“. 16. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) თანამდებობრივი დაწინაურება.“. 17. 39-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი: „მუხლი 391. მოსამსახურეთა რიცხოვნობა სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვრება საქართველოს სამართლებრივი აქტით. მთავრობის 18. მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდებით ნამსახურის ან/და სამსახურში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 35 კალენდარული დღე, ხოლო 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურისა – 40 კალენდარული დღე.“. 19. მე-40 მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12-მე-14 პუნქტები: „12. სამსახურის მოსამსახურის სამართალდამცავი ორგანოებისათვის წარდგენა, მისი დაკავება, სამუშაო ადგილის, ბინის, სათავსის, მისი პირადი ან მის მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ჩხრეკა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სამსახურს. საზღვრებს გარეთ სადაზვერვო საქმიანობის 13. საქართველოს განხორციელებისათვის სამსახურის მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრთა დაკავების, დაპატიმრების ან გასამართლების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულია ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მათ განთავისუფლებას. 14. დაუშვებელია სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე სამსახურის მოსამსახურის საქმიანობისათვის ხელის შეშლა სახელმწიფო თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლების, აგრეთვე სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით არ არიან უფლებამოსილი, ჩაერიონ სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“. 20. 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები: „41. ზიანი, რომელიც საზღვარგარეთ მიადგა სამსახურის მოსამსახურის ოჯახის წევრს და დაკავშირებულია სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის საზღვარგარეთ შესრულებასთან, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 42. სამსახურის მოსამსახურეს ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს ზიანის დადგომიდან ერთი წლის ვადაში.“. 21. 41-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვისა და ნეშტის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.“. 22. 41-ე მუხლის მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17-23-ე პუნქტები: „17. სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 18. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო ან სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობას ახორციელებს განსაკუთრებით მძიმე პირობებში, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება ორ დღედ. 19. ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებულ, განსაკუთრებით მძიმე პირობებს სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. 20. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო ან სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელებისათვის დააკავეს ან დააპატიმრეს, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, სრული ოდენობით უნარჩუნდება ყოველთვიური შრომის ანაზღაურება და დაკავების ან პატიმრობის ერთი დღე ეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. 21. ამ მუხლის მე-18 და მე- 20 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში სამსახურის მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო უნაზღაურდება შესაბამისად ორმაგი და სამმაგი ოდენობით. 22. სამსახურის მოსამსახურისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ან მისი გამოაშკარავების შედეგად პროფესიული ვარგისობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებათა შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით, სამსახური უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის შრომით მოწყობას ან უქმნის მას პირობებს პროფესიული გადამზადებისათვის, აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით. 23. სამსახურის მოსამსახურეთათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამსახურის უფროსმა შეიძლება დაადგინოს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.“. 23. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 48. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობა სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. მუხლი 2 1. საქართველოს დაზვერვის სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ჩაითვალოს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფლებამონაცვლედ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს დაზვერვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის მიუხედავად. ამასთან, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის ან ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს. 3. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს დაზვერვის სამსახურის განკარგვაში არსებული „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდის (22 00- საქართველოს დაზვერვის სამსახური) ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მიეცეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. 3 დაევალოს საქართველოს დაზვერვის სამსახურს „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანების შესაბამისად მომზადებული, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ფინანსური ანგარიშგება წარუდგინოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლებამოსილების გადაცემის დღის მდგომარეობით. 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 5. საქართველოს სახელმწიფო სამსახურმა კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს საკუთარ სისტემაში (სტრუქტურაში) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, შესაბამისად, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებთან შერწყმა. მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმა, რომელიც ემსახურება მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გზით. ხაზგასასმელია, რომ ქვეყნაში განხორციელდა და ხორციელდება ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და სოციალური სახელმწიფო პროგრამები, რომელითაც მოქალაქეებს/ადამიანებს ეძლევათ ახალი შესაძლებლობები შეცვალონ და განავითარონ თავიანთი ცხოვრება და ამით წვლილი შეიტანონ ჯანსაღი და უსაფრთხო თანამედროვე სახელმწიფოს პროგრესსა და მშენებლობაში. საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორცილებული რეფორმების მთავარი ორიენტირი ყოველთვის იყო და არის ადამიანების კეთილდღეობა და მათი უსაფრთხო მომავალი. მთავრობა რეფორმების განხორცილების გზაზე მრავალი გამოწვევის წინაშე დადგა, განსაკუთრებით აღსანიშნია უსაფრთხოების საკითხები რეგიონში შექმნილი ვითარება და ზოგადად მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ვინაიდან მსოფლიოს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხსა და ამასთანავე, გამოწვევას წარმოადგენს უსაფრთხოება, მიზანშეწონილია, ქვეყანაში არსებობდეს ძლიერი, ერთიანი და მოქნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში არსებობდეს ერთიანი სტრუქტურული მექანიზმი სახელმწიფოში უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. ვინაიდან საგარეო დაზვერვის არსია საგარეო რისკებისა და საფრთხეების განსაზღვრა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ამასთანავე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს სწორედ რომ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და გაძლიერება კანონიერების, ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერებისა და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით გამართლებულია კანონპროექტის ლეგიტიმური მიზანი - საქართველოს სახელმწიფოს დაზვერვის სამსახური გაერთიანდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალური ოპტიმიზაციით, ერთიანი საკანონმდებლო რეგულაციის შექმნის გზით, ქვეყანაში არსებობდეს ერთიანი, მოქნილი და ეფექტური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში - სამსახური) გაერთიანების მიზნით ხორციელდება შემდეგი ცვლილებები: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციებს ემატება სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ფუნქციურ, ასევე ორგანიზაციულ და ტექნიკური ხასიათის სამართლებრივ ცვლილებებს, რომელთაგან აღსანიშნავია შემდეგი: - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არსებულ ფუნქციებს ემატება სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება. - სამსახურის უფროსი მიავლენს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. - სამსახური განსაზღვრავს სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს. - სამსახური განახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ, ორგანიზაციულ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. - აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სამსახურში შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი სხვა დაწესებულების თანამშრომელი, შესაბამისი დაწესებულების კადრში დატოვებით. ასევე შეიძლება სამსახურის მოსამსახურის მივლენა საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალ სხვა დაწესებულებაში. მივლინების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. - ზიანი, რომელიც საზღვარგარეთ მიადგა სამსახურის მოსამსახურის ოჯახის წევრს და დაკავშირებულია სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის საზღვარგარეთ შესრულებასთან, სრულად ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. - პროექტში განისაზღვრება როგორც ვადიანი გაწვევითი სამსახურის, ასევე საკონტრაქტო სამსახურის გავლის საკითხები. - სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობა განისაზღვრება საქართველოს სამართლებრივი აქტით. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფლებამონაცვლედ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მთავრობის განისაზღვრება - ასევე განისაზღვრება და ზუსტდება სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნიკური თუ ორგანიზაციული საკითხები. სამსახურის უფროსმა ასევე შეიძლება დაადგინოს კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები სამსახურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ასიგნებებიდან. კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა გარდამავალ პერიოდში ცვლილებებიდან გამომდინარე შესაბამისი რეგულაციები. კანონპროექტით ძალადაკარგულად ცხადდება შესახებ“ საქართველოს კანონი. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტთან დაკავშირებით ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ვინაიდან კანონპროექტის თანახმად არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები კვლავაც ნარჩუნდება ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსი. ამასთან აღნიშნული ძირითადი ფუნქციების გატარებასთან დაკავშირებული დამხმარე ფუნქციების განხორციელების ნაწილში მოსალოდნელია გარკვეული ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული ხარჯებისა და რესურსების მიმართულებით, რაც 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკვეთება. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროეტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. თუმცა რა ოდენობით აღნიშნულის წინასწარი გათვლა შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ან ხელშეკრულებებს. მრავალმხრივ მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 6. სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები 1. სამსახურის საქმიანობის მიმართულებებს წარმართავს და სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. 2. სამსახურის უფროსი: ა) აწესრიგებს სამსახურის კომპეტენციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს; გ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს, მათ შორის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეთა კანდიდატურებს; ვ) მოსამსახურეებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს სამხედრო და სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს მოსამსახურეს, წარადგენს მას სახელმწიფო ჯილდოზე, აგრეთვე პირის მიმართ იყენებს ამ კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ წახალისების ფორმებს; თ) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; ი) წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; კ) ამტკიცებს სამსახურის მოსამსახურის ფიცის ტექსტს; ლ) ამტკიცებს სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსს; მ) ადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისთვის; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. 4. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 5. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის დებულებით, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 6. სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება უწყდებათ სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნისთანავე. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. მუხლი 12. სამსახურის უფლებამოსილება 1. სამსახური პრევენციული ფუნქციების კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი ა) სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად განახორციელოს ამ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, ვინაობის დადგენის მიზნით შეუმოწმოს პირს პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირმა ჩაიდინა სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაული ან ჩაიდენს მას, ან თუ ასეთი შემოწმება დაკავშირებულია მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან; ბ) მიიღოს გადაუდებელი ზომები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, გაუწიოს მას პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება; გ) გააფრთხილოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები იმ შესაძლო ქმედებათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობათა პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების, აგრეთვე საქართველოს საზღვრების გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ღონისძიებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში; ვ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოს სახელმწიფოს სამობილიზაციო-გამწვევი პუნქტებისა და ოპერატიულ-მმართველობითი შტაბების უსაფრთხოება და მზადყოფნა; ზ) უზრუნველყოს სამსახურის სრული სამობილიზაციო მზადყოფნა; თ) მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს ინფორმაცია სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა საქმეების შესახებ, აღრიცხოს ასეთ დანაშაულთა ჩამდენი პირები; ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და დაინტერესებულ უწყებებს აცნობოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ; კ) ღია და ფარული წყაროებიდან მოიპოვოს ინფორმაცია, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით უზრუნველყოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება; მ) უზრუნველყოს მასობრივი განადგურების იარაღის უკანონო ბრუნვის თავიდან აცილება, გამოვლენა და აღკვეთა. 2. სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე მდგარ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს გამოძიება, დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და დამნაშავე პირთა ძებნა-დაკავება; ა1) უზრუნველყოს დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულ პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსება; ბ) კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, აგრეთვე საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები. გ) პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანოებთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში; დ) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში გამოიყენოს სახელმწიფო ორგანოს, ფიზიკური და იურიდიული პირების (გარდა უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისა) კუთვნილი: დ.ა) კავშირგაბმულობის საშუალებები – შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან აუცილებელი კომუნიკაციის დასამყარებლად; დ.ბ) სატრანსპორტო საშუალებები – შემთხვევის ადგილზე მისასვლელად, დანაშაულის აღსაკვეთად ან/და დანაშაულის ჩამდენი პირის ან დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დასაკავებლად. შენიშვნა: ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ვალდებულია კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს აუნაზღაუროს მათთვის მიყენებული ზიანი; ე) უზრუნველყოს კომპიუტერული მონაცემებისა საექსპერტო-კრიმინალისტიკური გამოკვლევა. და ტექნიკური აღჭურვილობის 3. სამსახური კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიმართულებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) განახორციელოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ორგანიზაციების საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დაზვერვითი საქმიანობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, აგრეთვე მიიღოს საჭირო ზომები სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სამხედრო ძალებში განახორციელოს კონტრდაზვერვითი საქმიანობა. 4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) კანონით განსაზღვრულ უწყებებთან ერთად განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ბ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, ოპერატიულად უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტის და სახელმწიფო ორგანოს უმაღლესი თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის, საქართველოში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის და სხვა მნიშვნელოვანი პირის დაცვა; გ) თავისი სახელით დადოს უწყებათაშორისი ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულება. 5. სამსახური მასში შემავალი დანაყოფების ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფის, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენების და დაკვირვების ელექტრონული საშუალებების ბრუნვის კონტროლის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) უზრუნველყოს სამსახურის დანაყოფებთან გამართული უწყებრივი კავშირი; ბ) გზებსა და შენობების გარე პერიმეტრზე, სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამონტაჟოს/განათავსოს, აგრეთვე გამოიყენოს სამსახურის ან/და სხვის მფლობელობაში არსებული დამონტაჟებული ავტომატური ფოტოდა ვიდეოტექნიკა. 6. სამსახურის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებით. გამოყენებული მეთოდები და საშუალებები ზიანს არ უნდა აყენებდეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ უნდა ლახავდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა აზიანებდეს გარემოს. საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4646 - ვებგვერდი, 28.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. მუხლი 20. იმ პირთან ურთიერთობა, რომელიც სამსახურს დახმარებას უწევს 1. სამსახური უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად მიიღოს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი კონფიდენციალური დახმარება და ამისთვის მათთან ღია ან ფარული ურთიერთობა დაამყაროს. 2. სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით პირს უფლება აქვს, ნებაყოფლობით ითანამშრომლოს სამსახურთან და დახმარება გაუწიოს მას. 3. პირს, რომელიც სამსახურს დახმარებას უწევს, უფლება აქვს: ა) სამსახურთან დადოს კონტრაქტი კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ; ბ) უფლებამოსილი მოსამსახურისგან უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე; მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, გ) კონსპირაციის მიზნით პირადობის დამადასტურებელი დაშიფრული დოკუმენტები გამოიყენოს; დ) მიიღოს ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მიიღოს იმ ზიანის კომპენსაცია, რომელიც მის ჯანმრთელობას ან ქონებას სამსახურისათვის დახმარების გაწევისას მიადგა. 4. პირი, რომელიც კონტრაქტის საფუძველზე უწევს დახმარებას სამსახურს, ვალდებულია: ა) შეასრულოს სამსახურის კანონიერი დავალებები თავისი ამოცანების გადასაწყვეტად; ბ) დაიცვას სამსახურთან დადებული კონტრაქტის პირობები; გ) განზრახ არ მიაწოდოს სამსახურს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია. მუხლი 26. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება 1. მოსამსახურეს უფლება აქვს, შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად − დამატებითი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. 2. მოსამსახურეთა განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. 3. ცეცხლსასროლი იარაღის პასიურ გამოყენებად ითვლება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება. მოსამსახურის მიერ 4. ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად ითვლება იარაღიდან გამიზნული გასროლა. 5. მოსამსახურეს უფლება ცეცხლსასროლი იარაღი: აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ა) საკუთარი თავის ან/და სხვის დასაცავად, როდესაც რეალური, პირდაპირი და იმწუთიერი საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად; გ) მისთვის წინასწარი ცნობით ძალადობრივი ქმედების ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულის გაქცევის აღსაკვეთად; დ) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი მოსამსახურეს წინააღმდეგობას უწევს; ე) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოსაგერიებლად; ვ) საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად; ზ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მისი დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება მოსამსახურის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის სროლისა. 6. პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ − გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს. 7. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება: ა) შეიარაღებული თავდასხმისას, საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას; ბ) მოსამსახურისათვის წინასწარი ცნობით სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებულის ან დაპატიმრებულის გაქცევისას; გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას; დ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; ე) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; ვ) სასიკვდილოდ დაზიანებული ან დასნებოვნებული ცხოველის სიცოცხლის შესაწყვეტად, როდესაც ნათელია, რომ პრობლემის სხვაგვარად გადაჭრა შეუძლებელია. 8. ცეცხლსასროლი იარაღის ისეთი გამოყენება, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხეს შეიცავს, შეიძლება მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. 9. მოსამსახურეს ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც არსებობს სხვა პირთა დაშავების საფრთხე, აგრეთვე ცეცხლსაშიშ და აფეთქებასაშიშ ადგილებში, გარდა აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისა. 10. მოსამსახურე ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს. 11. მოსამსახურეთა შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა მტკიცდება სამსახურის უფროსის ბრძანებით. მუხლი 27. სამსახურის გავლის წესი 1. მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით. 2. მოსამსახურეს ეკრძალება: ა) გაფიცვა; ბ) პოლიტიკური პარტიის ან/და პოლიტიკური გაერთიანების წევრობა; გ) სახელმწიფო, პროფესიული, კომერციული საიდუმლოების, აგრეთვე კონფიდენციალური ინფორმაციის, შინასამსახურებრივი მონაცემების შემცველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემებისა და გამოძიების მასალების გამჟღავნება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 29. სამსახურში მიღების წესი 1. სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები. 2. სამსახურში სამუშაოდ მისაღებ კანდიდატს შეარჩევენ შესაბამისი საკადრო დანაყოფი და სპეციალური კომისია, რომლებიც ამოწმებენ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ფიზიკურ მომზადებას, განათლებასა და საქმიან თვისებებს. 3. სამსახურში ზოგიერთ თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი სამსახურში სამუშაოდ მიღებამდე ან მიღების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადის სპეციალური მომზადების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას ან კურსს. 4. წვევამდელის სამსახურში მიღების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. 5. სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას, რომლის წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით. სამსახურში სამუშაოდ მიღების შემდეგ მოსამსახურე მიეკუთვნება სამსახურის ღია ან ფარულ შემადგენლობას, რაც განისაზღვრება სამსახურის საშტატო განრიგის შესაბამისად. 6. სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. ამ წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამართლებრივი აქტი სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ, მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. მუხლი 30. სამსახურში მიღებისათვის დადგენილი შეზღუდვები სამსახურში არ მიიღება: ა) ნასამართლევი პირი; ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს; გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; არის დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სამსახურთან შეთანხმებით; ზ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მუხლი 32. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის წესი 1. მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო; გ1) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, მისი თანხმობის შემთხვევაში; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 2. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. მუხლი 34. სამსახურში დაწესებული წოდებები 1. სამსახურში დაწესებულია შესაბამისი სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებები. მოსამსახურისათვის ამ წოდებების მინიჭების საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სხვა აქტებით. 2. მოსამსახურეს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც განსაზღვრულია მისანიჭებლის თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება. 3. მოსამსახურისთვის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების საფეხურის გამოტოვებით მინიჭება დაუშვებელია. მოსამსახურეს წოდებები ენიჭება მხოლოდ თანამიმდევრობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 35. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად 1. სამსახურში სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების (გარდა უმცროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა) მისანიჭებლად დაწესებულია სამსახურის ვადა. 2. უმაღლესი სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდებების მისანიჭებლად სამსახურის ვადა არ წესდება. მოსამსახურეს ამ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი სამსახურის უფროსის წარდგინებით. 3. განსაკუთრებული დამსახურებისათვის ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით მოსამსახურისთვის სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების უფლება აქვს სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. მუხლი 36. წახალისების ფორმები 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის მოსამსახურის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემიის მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) სამსახურის სიგელით დაჯილდოება; ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) სამსახურის მედალიონით დაჯილდოება; ზ) სამსახურის მედლით დაჯილდოება; თ) მორიგი წოდების ვადამდე მინიჭება; ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება; ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. 2. მოსამსახურის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. მოსამსახურის წახალისების უფლება აქვს საამისოდ უფლებამოსილ პირს. 4. პირის მიერ სამსახურისათვის დახმარების გაწევის შემთხვევაში ან სამსახურთან დაკავშირებული სხვა გარემოების გამო, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, პირის ან მისი ოჯახის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ე“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული წახალისების ფორმები. 5. მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. მუხლი 40. მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. მოსამსახურე ხელისუფლების 2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 4. მოსამსახურეს, რომელიც უარს ამბობს, შეასრულოს აშკარად უკანონო ბრძანება ან განკარგულება, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ხოლო აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით. 5. მოსამსახურეს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უშუალოდ მიმართოს სასამართლოს. 6. მოსამსახურის ყოველწლიური კალენდარული დღე. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 30 7. სამსახურში მუშაობის 5 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობაა 35 კალენდარული დღე, ხოლო 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურისა – 40 კალენდარული დღე. 8. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება. 9. მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და წოდებრივი სარგოსგან. 10. მოსამსახურეს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია. 11. სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის, მოსამსახურის ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და წოდებრივი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის პირობებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. მუხლი 41. მოსამსახურის სოციალური დაცვა 1. მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს. 2. უზრუნველყოფილია მოსამსახურის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა. 3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სამსახურის მოხელეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო). 4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი მოსამსახურეს სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრის (წევრების) სამედიცინო მომსახურების წესი და პირობები განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდებით. 7. მოსამსახურისათვის სამსახურის უფროსის ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ფარგლებში შეიძლება განისაზღვროს ერთჯერადი დახმარების, სხვა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. 8. სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსამსახურეს შეიძლება საცხოვრებლად სარგებლობაში გადაეცეს სამსახურის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა, სახლი, დამხმარე ნაგებობა და მათზე დამაგრებული მიწის ფართობი. 9. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 10. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 12. სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, ეკონომიის არსებობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მოსამსახურის ოჯახის წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს შეიძლება მიეცეს დამატებითი მატერიალური და ფულადი დახმარება. 13. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მოსამსახურეს სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით: ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი; ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი; გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი. 14. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ დაზიანება შეუძლებელს ხდის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, სამსახური უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის სამსახურში, მისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებას. 15. თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური ობიექტური მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფს მოსამსახურის დასაქმებას, მას უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით. 16. მოსამსახურის დადგენილი წესით. ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი განისაზღვრება კანონით მუხლი 48. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზედამხედველობა სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.