„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.11.2017
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/149/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-11-27
ბიუროს ნომერი 107

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოსა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დასკვნები, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს, რომელიც პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას ან დასაბუთებული შენიშვნებით უბრუნებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმს.“. 2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიებისა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ“ დებულების შესაბამისად, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრი.“. 3. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წინადადებები საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის თაობაზე შეიძლება წარადგინოს მოქალაქემ, სამეცნიერო-კვლევითმა, სასწავლო ან სხვა დაწესებულებამ და ორგანიზაციამ (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა). ამგვარი წინადადება შეიძლება უშუალოდ წარედგინოს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს ან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას. კომისია ოთხი თვის ვადაში შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის მიზანშეწონილობის თაობაზე და აწვდის მას დაინტერესებულ პირს.“. 4. 21-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს „წითელი წიგნის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს დასკვნები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს, რომელიც იწონებს ან დასაბუთებული შენიშვნებით უკან აბრუნებს აღნიშნულ პროექტს.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს „წითელი წიგნის“ ოფიციალური გამოცემის საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს, გამოსცეს და გაავრცელოს საქართველოს „წითელი წიგნის“ ადაპტირებული ვარიანტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის.“. 5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის, რაც ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს წერილობითი თანხმობით (აღნიშნული თანხმობა შესაძლებელია შეიცავდეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) გარკვეულ შეზღუდვებს ან/და პირობებს).“. 6. 24-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე ) წერილობით თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცემს საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო.“. 7. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „მუხლი 27. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის სახელმწიფო კონტროლს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, არსებითად სახეცვლილი ფორმით იქნა წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის სტრუქტურა, რაც ითვალისწინებს რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელებას, რათა ჩამოყალიბდეს კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატი, მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია, უფრო ეფექტური გახდეს მართვა და შემცირდეს ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან, კერძოდ, რიგ უწყებებში სტრუქტურულ-ფუნქციურ ცვლილებებთან „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობის უზრუნველყოფა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტში, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში, 21-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებში, 22-ე მუხლის პირველ პუნქტში, 24-ე მუხლის 21 პუნქტში და 27-ე მუხლში, რომლებითაც ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს/მინისტრის ჩანაცვლება საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროთი/მინისტრით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებას გავლენა არ ქნება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტს ფინანსური გავლენა არ ექნება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 15. საქართველოს „წითელი ნუსხის“ სტრუქტურა და შედგენის წესი 1. საქართველოს „წითელი ნუსხა“ შედგება ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოცემულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა სახეობები, ხოლო მეორე ნაწილში – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობები. 2. საქართველოს „წითელი ნუსხის“ თითოეული ნაწილი შედგება სახეობათა ძირითადი სისტემატიკური კატეგორიების შესაბამისად დაჯგუფებული ქვენაწილებისაგან. 3. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თითოეული სახეობის ან საჭიროების შემთხვევაში სხვა ტაქსონომიური ერთეულის იდენტიფიკაცია უნდა მოიცავდეს სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის: ა) მეცნიერულ სახელწოდებას ქართულ და ლათინურ ენებზე (სახელწოდების განმსაზღვრელის ჩათვლით); ბ) მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის აღმნიშვნელ კატეგორიებს. 4. საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტს ადგენს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია, რომელიც შექმნილია „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 5. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ შესაბამისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მქონე და, ამავდროულად, სახელმწიფო მოხელის სტატუსის არმქონე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი ან/და წევრკორესპონდენტი, აგრეთვე სახელმწიფო მოხელის სტატუსის არმქონე, შესაბამისი სამეცნიერო სპეციალიზაციის მქონე ექსპერტი. 6. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის ათწლიან სამუშაო გეგმას ამტკიცებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი. 7. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში განსახორციელებელი სამეცნიერო გამოკვლევებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებით. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის რეკომენდაციით, ამგვარი სამუშაოების განთავსებას ბაზური, პროგრამულ-მიზნობრივი და დაფინანსების სხვა სახეობების (მათ შორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული ფინანსური დახმარების) გამოყენებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურაში შემავალ სამეცნიერო დაწესებულებებში დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი. 8. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას უფლება აქვს, უსასყიდლოდ ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების განკარგულებაში არსებული იმ ინფორმაციით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გავრცელების, ინვენტარიზაციის, დაცვის, აღდგენისა და გამოყენების საკითხებთან. 9. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოსა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დასკვნები, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რომელიც პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას ან დასაბუთებული შენიშვნებით უბრუნებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმს. მუხლი 16. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაცია და მათი განსაზღვრის კრიტერიუმები 1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაცია და მათი განსაზღვრის კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) საბჭოს მიერ დამტკიცებული „წითელი ნუსხის“ კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებს. 2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების კლასიფიკაციასა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიებისა და მათი განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ“ დებულების შესაბამისად, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. მუხლი 17. გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შეტანა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ 1. საქართველოს „წითელი ნუსხაში“ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის ან სხვა ტაქსონომიური ერთეულის შეტანის საფუძველს წარმოადგენს მათი რაოდენობისა და გავრცელების არეალის შემცირება, საარსებო პირობების გაუარესება ან სხვა ისეთი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებს, რომ მათი დაცვისა და კვლავწარმოებისათვის აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება. 2. საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების შეტანა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ ხორციელდება მათი მდგომარეობისა და დაცულობის სტატუსის კატეგორიების გათვალისწინებით. 3. წინადადებები საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის თაობაზე შეიძლება წარადგინოს მოქალაქემ, სამეცნიერო-კვლევითმა, სასწავლო ან სხვა დაწესებულებამ და ორგანიზაციამ (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა). ამგვარი წინადადება შეიძლება უშუალოდ წარედგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიას. კომისია ოთხი თვის ვადაში შეიმუშავებს დასკვნას შესაბამისი სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის მიზანშეწონილობის თაობაზე და აწვდის მას დაინტერესებულ პირს. 4. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისიის მიერ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა ამა თუ იმ სახეობის საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანის თაობაზე დადებითი დასკვნის გამოტანის შემთხვევაში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეიძლება შეტანილ იქნეს შესაბამისი დამატება ამ კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. მუხლი 21. საქართველოს „წითელი წიგნი“ და მისი წარმოების წესი 1. საქართველოს „წითელ წიგნში“ აღწერილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების ან სხვა ტაქსონომიური ერთეულების მდგომარეობა, რის საფუძველზედაც ხორციელდება გრძელვადიანი პროგნოზირება და მათი დაცვის, აღდგენითი და შენარჩუნების პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავება. 2. საქართველოს „წითელ წიგნში“ შეტანილი უნდა იქნეს მონაცემები საქართველოს „წითელი ნუსხით“ განსაზღვრული სახეობების მდგომარეობის და დაცულობის სტატუსის, გავრცელების არეალის, გამრავლების ადგილების, ადგილსამყოფლის, რაოდენობის, გამრავლების პირობების, დაავადებების, დასაცავად მიღებული ზომებისა და დაცვისათვის, აღდგენისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ. 3. საქართველოს „წითელ წიგნში“ მოცემული უნდა იყოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების (ინდივიდების, ეგზემპლარების) ფერადი გრაფიკული გამოსახულებები და ამ სახეობათა გავრცელების არეალის ფერადი რუკები. 4. საქართველოს „წითელი წიგნის“ პროექტს საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტთან ერთად შეიმუშავებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების კომისია. 5. საქართველოს „წითელი წიგნის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოს დასკვნები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რომელიც იწონებს ან დასაბუთებული შენიშვნებით უკან აბრუნებს აღნიშნულ პროექტს. 6. საქართველოს „წითელი წიგნის“ ოფიციალური გამომცემელია საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს „წითელი წიგნის“ ოფიციალური გამოცემის საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშაოს, გამოსცეს და გაავრცელოს საქართველოს „წითელი წიგნის“ ადაპტირებული ვარიანტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის. 8. საქართველოს „წითელი წიგნი“ გამოიცემა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ და იგი უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად დამტკიცებული საქართველოს „წითელი ნუსხის“ ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში. მუხლი 22. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) განსაკუთრებული შემთხვევები 1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში – გადარჩენის, განკურნების, პოპულაციის აღდგენისა და სამეცნიერო მიზნებისათვის, რაც ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობით (აღნიშნული თანხმობა შესაძლებელია შეიცავდეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) გარკვეულ შეზღუდვებს ან/და პირობებს). 2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების მოპოვება ( ბუნ ებრივი გარემოდან ამოღება ) დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 24- ე მუხლის პირ ველი პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში . მუხლი 24. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) 1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში: ა) აღსადგენად და ბუნებრივ პირობებში გასამრავლებლად (გასაშენებლად); ბ) დენდროლოგიურ და ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებში გასაშენებლად; გ) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად; დ) სამეცნიერო მიზნებისათვის; ე) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრის განხორციელებისას; ვ) სახელმწიფოებრივი განხორციელებისას; და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების ზ) თუ სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი , ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები; თ) თუ ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის გარკვეულ უბნებში და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი , ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები; ი) არსებული საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მიზნით. 2. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ველური მცენარე გაშენებულია ხელოვნურად. 21. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე ( ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე ) წერილობით თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “−„ დ “ და „ ი “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო . 22 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანიტარიული ჭრით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო. 23 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით განსაზღვრული ორგანოები. მუხლი 27. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის სახელმწიფო კონტროლს თა ვიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ს ამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებები.