„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-11
ბიუროს ნომერი 116
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21. ტერმინთა განმარტებები
1. ამ კანონით განმარტებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისათვის, ასევე უმაღლესი,
პროფესიული და ზოგადი განათლების სისტემისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო - ინსტრუმენტი, რომელიც სწავლის შედეგების
მიხედვით ახდენს კვალიფიკაციების კლასიფიცირებას განათლების ქვესისტემების (ზოგადი,
პროფესიული და უმაღლესი განათლება, ასევე არაფორმალური განათლება) ინტეგრირებისა
და კოორდინირების, ასევე კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესების, გამჭვირვალობის,
ხელმისაწვდომობისა და განვითარების მიზნით, შრომის ბაზრისა და საზოგადოების
ინტერესების გათვალისწინებით;
ბ) კვალიფიკაცია - უფლებამოსილი დაწესებულებ(ებ)ის მიერ სწავლის შედეგის მიღწევის
შეფასებისა და დადასტურების ფორმალური შედეგი, რომელიც დასტურდება სახელმწიფოს
მიერ
აღიარებული
სერტიფიკატით,
უმაღლესი
ან
პროფესიული
განათლების
დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით – დიპლომით, ან ზოგადი განათლების
დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით;
გ) სწავლის შედეგი - განაცხადი, პირის მიერ მისაღწევი „ცოდნა და გაცნობიერებისა“ (რაც
გულისხმობს სწავლის ან საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების,
პრინციპების, თეორიების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგს)
და „უნარის“ (რაც გულისხმობს კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების
გადაჭრისათვის
შესაბამისი
ცოდნის
გამოყენების
შესაძლებლობას),
ან/და
„პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ (რაც გულისხმობს ღირებულებებითა და
დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენებას)
შესახებ;
დ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორი - ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს საქართველოში
არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და მათთან შესაბამისი კვალიფიკაციების
დაკავშირებას;
ე) ფორმალური განათლება - მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სისტემის ნაწილი, რაც
გულისხმობს „ცოდნა და გაცნობიერების“, „უნარის“, „პასუხისმგებლობისა და
ავტონომიურობის“ შეძენას კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის
ფარგლებში;
ვ) არაფორმალური განათლება - მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სისტემის ნაწილი,
რაც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნა და გაცნობიერების“ ან/და
„უნარის“, ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას.
2. ამ კანონში გამოყენებული სხვა ტერმინები, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლის
პირველი პუნქტით, გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
მნიშვნელობით.“.
2. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული
საგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი სხვა,
დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, უფლებამოსილი არ არის, მოიპოვოს
სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება –
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან/და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო
პროგრამა დამატებითი სტატუსის მოპოვების გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით
გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის საბჭო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
საბჭო.“.
3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ავტორიზაციის საბჭოები ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში
შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი
წესით განუსაზღვრავენ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების
ზღვრულ რაოდენობებს ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.“.
4. 161 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისათვის წარდგენილი
საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს აკადემიური
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები ან/და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები,
გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა.“.
5. IV1 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IV2 თავი:
„თავი IV2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი
მუხლი 242. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და მისი მიზნები
1.
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო შედგება რვა დონისაგან. ეროვნული
კვალიფიკაციების ჩარჩოს თოთოეული დონე წარმოადგენს კვალიფიკაციის სირთულის
განმსაზღვრელ ელემენტს, რომელიც აერთიანებს „ცოდნა და გაცნობიერებით“, „უნარით“,
„პასუხისმგებლობითა და ავტონომიურობით“ აღწერილ, განზოგადებულ სწავლის შედეგებს
- აღმწერებს.
2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიზნებია:
ა) კვალიფიკაციების კლასიფიცირება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემდეგი
ძირითადი პრინციპების დაცვით: სწავლის შედეგების შესაბამისობა, ხარისხის
უზრუნველყოფა, კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
ბ) ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირება, მართვა და
განვითარება;
გ) მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობა;
დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერა;
ე) კვალიფიკაციების თავსებადობის, შესადარობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა
საერთაშორისო დონეზე;
ვ) მობილობის ხელშეწყობა;
ზ) სწავლის პერიოდში მიღებული ფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;
თ) არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;
ი) საზოგადოების ინფორმირება არსებული კვალიფიკაციების შესახებ;
კ) განათლების სისტემაში საზოგადეობის მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვა და
მისი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების აღწერის სტიმულირება.
მუხლი 243. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვა და განვითარება
1. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვისა და განვითარების, ეროვნული
კვალიფიკაციების ჩარჩოს მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის
შექმნისა და ადმინისტრირების წესებს, ასევე არაფორმალური განათლების აღიარების
პროცედურებსა და წესს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი.
მუხლი 244. სწავლის სფეროების კლასიფიკატორი
1.
სწავლის სფეროების კლასიფიკატორი ახდენს საქართველოში არსებული სწავლის
სფეროების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს თითოეულ სწავლის სფეროში მისანიჭებელ
კვალიფიკაციას.
2.
სწავლის სფეროების კლასიფიკატორს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3.
სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვისა და განვითარების, ასევე სწავლის
სფეროების კლასიფიკატორის მონიტორინგის წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ:
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ეროვნული კვალიფიკაციების
ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცება, ასევე დაადგინოს ამ კანონის
ძალაში შესვლამდე ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო
პროგრამების
ეროვნული
კვალიფიკაციების
ჩარჩოსა
და
სწავლის
სფეროების
კლასიფიკატორთან შესაბამისობაში მოყვანის ეტაპები. კანონმდებლობასთან შესაბამისად
ჩაითვალოს შესაბამისი ეტაპის დასრულებამდე, ასევე ამ კანონის ძალაში შესვლამდე
ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების
დასრულების შედეგად, შესაბამისი სამართლებრივი აქტების, მათ შორის, „ეროვნული
საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების შესაბამისად მინიჭებული
კვალიფიკაცია;
ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების დამტკიცება, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა, ასევე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია საერთაშორისო შრომის
ბაზარზე საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების ხელშეწყობისა და
კვალიფიკაციების განვითარების ინტერესით.
საგულისხმოა, რომ 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „ერთის მხრივ, საქართველოსა
და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“ (შემდგომში - ასოცირების
შეთანხმება), რომელიც რატიფიცირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის
18 ივლისს. ასოცირების შეთანხმების 361-ე მუხლის თანახმად, „საქართველო მოახდენს
ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XXXII დანართში
მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ
ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.“ შესაბამისად, ასოცირების
შეთანხმების 358-ე და 359-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, ქვეყნისათვის
პრიორიტეტულია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლების, აკადემიურ სფეროში
საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, საერთაშორისო მობილობის ზრდის,
განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, განათლების ყველა საფეხურის რელევანტურობისა
და
ხელმისაწვდომობის,
ასევე
კვალიფიკაციისა
და
კომპეტენციის
აღიარების
მიმართულებით პროგრესის ხელშეწყობა.
ამ მიმართულებით, ასოცირების შეთანხმების XXXII დანართში მითითებული
მნიშვნელოვანია
2008
წლის
23
აპრილის
დოკუმენტებიდან
განსაკუთრებით
ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაცია მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის
„კვალიფიკაციების ევროპული
ჩარჩოს“ ჩამოყალიბების თაობაზე (2008/C111/01). ეს
დოკუმენტი აყალიბებს ინსტრუმენტს, რომელიც ხელს უწყობს სწავლის შედეგზე
დაფუძნებული კვალიფიკაციების გამჭვირვალობას, შესადარობასა და აღიარებას ევროპის
დონეზე. ამ დოკუმენტის პრინციპია სწავლის შედეგზე დაფუძნებული კვალიფიკაციების
სისტემისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობა.
განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრირებისათვის მნიშვნელოვანია
საერთაშორისო დონეზე თავსებადი და გამჭვირვალე ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა
და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია
არსებობდეს საკანონმდებლო ბაზა მოქმედი „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს“
თვისობრივი მოდიფიცირებისა (გულისხმობს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს
დონეების არსებობასა და მათ აღწერას სწავლის შედეგების მიხედვით (საერთაშორისო
დონეზე კვალიფიკაციების შესადარობის, თავსებადობისა და აღიარების ხელშეწყობის
მიზნით სწავლის შედეგები მნიშვნელოვანია აღიწეროს შემდეგი ტერმინებით: ცოდნა და
გაცნობიერება, უნარი, ავტონომიურობა და პასუხისმგებლობა), რაც ევროპის სხვადასხვა
ქვეყნის კვალიფიკაციების ურთიერთშედარების, მათი დონისა და სწავლის შედეგების
ერთგვაროვანი გაგების საშუალებას იძლევა) და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის
დამტკიცებისათვის. აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ხელს შეუწყობს
საერთაშორისო დონეზე თავსებადი და გასაგები კვალიფიკაციების არსებობას, რაც
გაამარტივებს საერთაშორისო მობილობის პროცესს, ასევე ხელს შეუწყობს ზოგადი,
პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირებას და მთელი სიცოცხლის
მანძილზე სწავლას. განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო უზრუნველყოფს
განათლების სისტემაში საზოგადოების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვასა და
მისი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების აღწერის სტიმულირებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და
სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცებისათვის, ასევე მათთან დაკავშირებული
კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცებისათვის საჭირო საკანონმდებლო
საფუძვლის შექმნა. კანონპროექტის მიზანია ასევე, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და
სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებული რელევანტური დეფინიციების
არსებობა საკანონმდებლო დონეზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მნიშვნელოვანი
ტერმინების ერთგვაროვანი გაგება და ისინი საერთო და მისაღები იყოს მთელი
სისტემისათვის (უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების ჭრილში) და ზოგადად საზოგადოებისათვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს რეგულაციებს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა
და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებით, კერძოდ, განიმარტება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან
დაკავშირებული ძირითადი ტერმინები; შესაბამისად, „განათლების ხარისხის განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონი იქცევა ძირითად წყაროდ ეროვნული კვალიფიკაციების
ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებული რელევანტური
დეფინიციებისათვის. ამ ეტაპზე, კანონპროექტით გათვალისწინებულ ტერმინთა ნაწილი
სხვადასხვა სახით არის განმარტებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში. გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული
კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი წარმოადგენს
განათლების ქვესისტემებისათვის (უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების)
საერთო დოკუმენტს, არ არის მიზანშეწონილი, რომ საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს
ტერმინების არაერთგვაროვანი განმარტება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კანონპროექტის თანახმად, „განათლების ხარისხის
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება „ტერმინთა განმარტების“ ნაწილი,
რომელიც გულისხმობს შემდეგი ტერმინების განმარტებას: ეროვნული კვალიფიკაციების
ჩარჩო, კვალიფიკაცია, სწავლის შედეგი, სწავლის სფეროების კლასიფიკატორი, ფორმალური
განათლება და არაფორმალური განათლება. კერძოდ, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო
განიმარტება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით ახდენს
კვალიფიკაციების კლასიფიცირებას განათლების ქვესისტემების (ზოგადი, პროფესიული და
უმაღლესი განათლება, ასევე არაფორმალური განათლება) ინტეგრირებისა და
კოორდინირების, ასევე კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესების, გამჭვირვალობის,
ხელმისაწვდომობისა და განვითარების მიზნით, შრომის ბაზრისა და საზოგადოების
ინტერესების გათვალისწინებით. კვალიფიკაცია განიმარტება, როგორც უფლებამოსილი
საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)ის მიერ სწავლის შედეგის მიღწევის შეფასებისა და
დადასტურების ფორმალური შედეგი, რომელიც დასტურდება სახელმწიფოს მიერ
აღიარებული სერტიფიკატით, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი
სახელმწიფო დოკუმენტით – დიპლომით, ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი
სახელმწიფო დოკუმენტით; სწავლის შედეგი განიმარტება, როგორც განაცხადი, პირის მიერ
მისაღწევი „ცოდნა და გაცნობიერებისა“ (რაც გულისხმობს სწავლის ან საქმიანობის
სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების,
თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგს) და „უნარის“ (რაც
გულისხმობს კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების გადაჭრისათვის
შესაბამისი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობას), ან/და „პასუხისმგებლობისა და
ავტონომიურობის“ (რაც გულისხმობს ღირებულებებითა და დამოუკიდებლობის შესაბამისი
ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენებას) შესახებ. სწავლის სფეროების
კლასიფიკატორი განიმარტება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს საქართველოში
არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და მათთან შესაბამისი კვალიფიკაციების
ფორმალური განათლება განიმარტება, როგორც მთელი სიცოცხლის
დაკავშირებას.
მანძილზე სწავლის სისტემის ნაწილი, რაც გულისხმობს „ცოდნა და გაცნობიერების“,
„უნარის“, „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას კვალიფიკაციის მიმნიჭებელი
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. არაფორმალური განათლება კი, განიმარტება
როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სისტემის ნაწილი, რაც გულისხმობს
ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნა და გაცნობიერების“ ან/და „უნარის“, ან/და
„პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას.
ამასთან, კანონს ემატება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის
სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებული თავი, რომელიც ითვალისწინებს
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიზნების დეკლარირებას. კერძოდ, ჩარჩოს მიზნებად
განისაზღვრება: ა) კვალიფიკაციების კლასიფიცირება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს
შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით: სწავლის შედეგების შესაბამისობა, ხარისხის
უზრუნველყოფა, კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; ბ)
ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირება, მართვა და
განვითარება; გ) მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობა;
დ) ხარისხის
უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერა; ე) კვალიფიკაციების თავსებადობის, შესადარობისა
და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საერთაშორისო დონეზე; ვ) მობილობის ხელშეწყობა;
ზ) სწავლის პერიოდში მიღებული ფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა; თ)
არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა; ი) საზოგადოების ინფორმირება
არსებული კვალიფიკაციების შესახებ; კ) განათლების სისტემაში საზოგადოების მუდმივად
ცვალებადი მოთხოვნების ასახვა და მისი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების
აღწერის სტიმულირება.
კანონპროექტით ასევე, განისაზღვრება მათ მართვასა და განვითარებასთან
დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მიღების საკანონმდებლო საფუძვლები.
კანონპროექტი ითვალისწინებს საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას ეროვნული
კვალიფიკაციების ჩარჩოს მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის
შექმნისა და ადმინისტრირების წესების, ასევე არაფორმალური განათლების აღიარების
პროცედურებისა და წესის დამტკიცებისათვის. ამ კანონქვემდებარე აქტების მიღება
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კვალიფიკაციის განვითარების, კვალიფიკაციათა შესახებ
ინფორმაციის გამჭვირვალობისა და კვალიფიკაციათა აღიარების მიმართულებით პროგრესს.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, რომლებიც შეეხება კანონის მე-8
მუხლის მე-5 პუნქტს, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტსა და 161 მუხლის პირველ პუნქტს,
განპირობებულია ამ კანონპროექტის თანმდევად წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების
შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონებში ინიცირებული ცვლილებებით
გათვალისწინებული მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ცნების შემოტანით.
აქვე, საგულისხმოა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულება, ამ კანონის ამოქმედებიდან 3
თვის ვადაში უზრუნველყოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების
კლასიფიკატორის დამტკიცება. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე გარდამავალი ეტაპის
არსებობის აუცილებლობას, რათა საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰქონდეთ
ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების
მოდიფიცირებისათვის საჭირო დრო. გარდამავალი ეტაპის არსებობა მნიშვნელოვანია
მოქმედი პროგრამებისა და ახალი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს/სწავლის სფეროების
კლასიფიკატორის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ამდენად, კანონპროექტის თანახმად,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნული კვალიფიკაციების
ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცებასთან ერთად, უნდა
დაადგინოს ამ კანონის ძალაში შესვლამდე ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი
საგანმანათლებლო პროგრამების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან/სწავლის
სფეროების
კლასიფიკატორთან
შესაბამისობაში
მოყვანის
ეტაპები.
ამასთან,
კანონმდებლობასთან შესაბამისად უნდა ჩაითვალოს შესაბამისი ეტაპის დასრულებამდე,
ასევე ამ კანონის ძალაში შესვლამდე ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი
საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად, შესაბამისი სამართლებრივი
აქტების, მათ შორის, „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ
ბრძანების შესაბამისად მინიჭებული კვალიფიკაცია. აქვე, გათვალისწინებულია დათქმა,
რომლის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის
ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების დამტკიცება, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა, ასევე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტს არ მოყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
კანონპროექტი
შესაბამისობაშია
მთელი
ცხოვრების
მანძილზე
სწავლისთვის
„კვალიფიკაციების ევროპული ჩარჩოს“ ჩამოყალიბების თაობაზე 2008 წლის 23 აპრილის
ევროპარლამენტისა და საბჭოს რეკომენდაციასთან (2008/C111/01).
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. კანონპროექტი თანხვედრაშია ასოცირების შეთანხმების 358-ე, 359-ე და
361-ე მუხლში დეკლარირებულ მიზნებთან.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის
იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება
მუხლი 8. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებები
1. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებებია (შემდგომში – სტატუსის
მაძიებელი):
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი.
1 1. ტექნოლოგიური ინსტიტუტი ავტორიზაციას მოიპოვებს „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.
2. სტატუსის მაძიებელმა საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს, რომ
ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს:
ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
დ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას;
ე) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას;
ე1)
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებულ
საბაკალავრო-სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამას;
ვ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას;
ზ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას;
თ) სხვა საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის განხორციელებისთვისაც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო აკრედიტაცია, ასევე იმ საგანმანათლებლო
პროგრამებს, რომელთაც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.
3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ
საავტორიზაციო განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები,
აგრეთვე ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში
საგანმანათლებლო
დაწესებულებამ
დაიმატა
ცენტრისათვის
წარდგენილი
საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით.
4. ავტორიზაციას არ ექვემდებარება:
ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას:
ა.ა) რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;
ა.ბ) რომელიც არ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის
ნაწილი;
ა.გ) რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ უკავშირდება კვალიფიკაციის
მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამას და აქვს დამოუკიდებელი სწავლის შედეგი;
ა.დ) რომელიც არ მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით;
ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის,
პროფესიული მომზადების სფეროში.
5. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული
საგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი სხვა,
დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, უფლებამოსილი არ არის, მოიპოვოს
სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება –
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დამატებითი სტატუსის მოპოვების გარეშე.
აღნიშნულთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილებას
იღებს
შესაბამისად
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ან უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო.
6. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს
ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.
მუხლი 12. გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ
1. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ
საგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს.
2. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.
3. ავტორიზაციის საბჭოები ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების
შემთხვევაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის დებულებით
დადგენილი წესით განუსაზღვრავენ მოსწავლეთა, პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელი
დაწესებულების
სტუდენტთა
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს
ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.
მუხლი 161. საგანმანათლებლო პროგრამის დამატება
1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისათვის წარდგენილი
საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს აკადემიური
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ან პროფესიული საგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები, გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში
მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა.
2. ცენტრისათვის წარსადგენი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე
განაცხადის
ფორმა
მტკიცდება
ცენტრის
დირექტორის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი, პირობები და საფასური
განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.
4.
საგანმანათლებლო
პროგრამის
დამატების
შესახებ
გადაწყვეტილება
ან
საგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
ცენტრისათვის
საგანმანათლებლო
პროგრამის
დამატების
თაობაზე
განაცხადის
წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.