„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2017
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/154/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-11
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ე2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) ,,ვ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ2“ ქვეპუნქტი: „ვ2) ასოცირებული ხარისხი - კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად;“; გ) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;“; დ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი: „მ1) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა - აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“; ე) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ბაკალავრიატი - აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური;“; ვ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხური;“; ზ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ ქვეპუნქტი: „ტ1) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა - აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების ერთობლიობას და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მერვე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“; თ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) დოქტორი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება;“; ი) „ფ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; კ) „ღ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას;“; ლ) „ღ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; მ) ,,ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;“; ნ) „ძ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ2“ ქვეპუნქტი: „ძ2) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა - აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“; ო) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური;“; პ) „წ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“; ჟ) „წ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო „წ4) საგანმანათლებლო პროგრამა – შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საგნების/საგნობრივი ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი კომპონენტების მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს;“; რ) „წ7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 7 „წ ) ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს; ს) „წ9“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 9 „წ ) ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სწავლის შედეგებს და უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების მიღწევას;“; ტ) „ჰ15“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ15) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6-მე-8 დონეების შესაბამისი სწავლის შედეგის მიღწევას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;“; უ) ,,ჰ18“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს ან აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს;“; ფ) ,,ჰ33“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ჰ33) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;“; ქ) „ჰ34“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ღ) „ჰ36“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ყ) „ჰ48“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ49“ ქვეპუნქტი: „ჰ49) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა - ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეხუთე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შექმნის საფუძველია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი და რომელიც უკავშირდება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამის იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე.“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „პ4“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „პ11“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ12“ ქვეპუნქტი: „პ12) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 90 კრედიტს, შემუშავების წესს.“. 3. მე-9 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. უნივერსიტეტს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ფარგლებში სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის უნდა ჰქონდეს სათანადო ბაზა, ხოლო ასეთი ბაზის არარსებობის შემთხვევაში სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებასთან გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ.“. 4. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას, შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში ქმნის სადისერტაციო საბჭოს. სადისერტაციო საბჭო შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი, ასევე დისერტაციის დაცვის პროცედურა. სადისერტაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანო.“. 5. 46-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების ფარგლებში: ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს (გარდა ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს (გარდა ამ მუხლის 22 და 23 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა); გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს არაუმეტეს 60 კრედიტს.“; ბ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი: „23. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, შეიმუშაოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს ან/და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 90 კრედიტს. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი უნდა ითვალისწინებდეს დათქმებს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობების, პროგრამის შემადგენელი კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ.“. გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: ,,5. პირს, რომელმაც დაასრულა მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი;“. 6. 461 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 461. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების გზები და მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, განახორციელოს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა: ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, რა დროსაც სტუდენტს ასოცირებული ხარისხი ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შედეგად; ბ) ცალკე საგანმანათლებლო პროგრამის სახით და მიანიჭოს პროფესიულ სტუდენტს ასოცირებული ხარისხი, შესაბამისი მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, სწავლის უფლების კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე. 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების შინაარსობრივი შესწავლის შედეგად, ადგენს პირის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა და სწავლება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს პირის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად. კრედიტების აღიარება ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით.“. 7. 464 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც პირს ანიჭებს ვეტერინარიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას.“. 8. 474 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ელექტრონული სწავლების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში.“. 9. 476 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტექნოლოგიური ინსტიტუტი უფლებამოსილია განახორციელოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე დამტკიცებული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები და უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამები.“. 10. 48-ე მუხლის: ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.“. ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.“. 11. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი, რომლის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.“. 12. 521 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 521. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი“. მაგისტრატურის 13. 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებასა და დამტკიცდებას.“. 14. 81-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამითა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო ბაკალავრიატში უმაღლეს განათლებას აფინანსებს 4 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 5 წლის განმავლობაში), ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას – 3 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – 4 წლის განმავლობაში), მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო 300-კრედიტიან და ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, − არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში), დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 6 წლის განმავლობაში), დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული მედიკოსის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, − 7 წლის განმავლობაში), ხოლო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას − არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას.“; ბ) 23 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,23 . სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ ოდენობას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. უმაღლეს განათლებას მაგისტრატურაში, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით, სახელმწიფო აფინანსებს 2 წლის განმავლობაში, ხოლო ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას – 18 თვის განმავლობაში.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებით, რომელიც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან დაკავშირებული საკითხების ერთგვაროვანი მოწესრიგების მიზნით, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან დაკავშირებული ტერმინების „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიღების მიზეზია უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შესაბამისი დონეების განსაზღვრის აუცილებლობა, ასევე მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის, ბაკალავრიატის იმ საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს და მაგისტრატურის იმ საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 90 კრედიტს განხორციელებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნის აცუილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ იქნეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამივე სისტემისათვის (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი) არის საერთო, აისახება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიზანია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედ რედაქციაში „შუალედურ კვალიფიკაციასთან“ დაკავშირებული რეგულაციების შეცვლა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ტერმინოლოგიასთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ტერმინთა განმარტებების კორექტირება, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განმარტებების ასახვა და ამ პროგრამების მოცულობასთან/ხანგრძლივობასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ უნდა იქნეს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს (კანონის მე-2 მუხლის „ე2“ ქვეპუნქტი), ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს (კანონის მე-2 მუხლის „ფ1“ ქვეპუნქტი), კვალიფიკაციის (კანონის მე-2 მუხლის „ღ2“ ქვეპუნქტი), სწავლის შედეგებისა (კანონის მე-2 მუხლის „ჰ34“ ქვეპუნქტი) და შუალედური კვალიფიკაციის (კანონის მე-2 მუხლის „ჰ36“ ქვეპუნქტი) დეფინიციები. ასევე, კანონით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებებიდან ამოღებულ უნდა იქნეს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს დამტკიცების უფლებამოსილება (კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის პ4“ ქვეპუნქტი), რადგან აღნიშნული წარმოადგენს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს შემადგენელ ნაწილს და შესაბამისი რეგულაციები აისახება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონპროექტის თანახმად, ტერმინი შუალედური კვალიფიკაცია ჩანაცვლდება ტერმინით „ასოცირებული ხარისხი“. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, შუალედური კვალიფიკაცია სტუდენტს ენიჭება პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული მოკლე ციკლისთვის გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად, ხოლო კანონის 461 მუხლის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის შემთხვევაში მიანიჭოს სტუდენტს შუალედური კვალიფიკაცია. შუალედური კვალიფიკაციის მინიჭება დასაშვებია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რომელიც არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ნახევარზე ნაკლები. ამ მიმართულებით კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხება, როგორც კვალიფიკაციის სახელწოდებას - შუალედური კვალიფიკაციის ტერმინს, ასევე მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების გზებსა და მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებას. საგულისხმოა, რომ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელებას საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს ტერმინი „ასოცირებული ხარისხი“. სწორედ, ეს ტერმინია თავსებადი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან. ამდენად, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ასოცირებული ხარისხი განიმარტება, როგორც კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად. კანონპროექტის მიხედვით, პირს, რომელმაც დაასრულა მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი. შესაბამისად, კანონის 46-ე მუხლს ემატება მე-5 პუნქტი. კანონპროექტით ასევე მოცემულია მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დეფინიცია, კერძოდ, იგი განიმარტება, როგორც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეხუთე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შექმნის საფუძველია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი და რომელიც უკავშირდება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამის იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე (იხ. მე-2 მუხლის „ჰ49“ ქვეპუნქტი). მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთ ინტეგირებულ სამაგისტრო (მაგალითად, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა), ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო (მაგალითად, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო პროგრამა) და ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (მაგალითად, სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლება) არსებობას, რომლებიც საკუთარ თავში აერთიანებენ საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სწავლის შედეგებს და მათი დასრულების შემდგომ, პირს ენიჭება მაგისტრის ხარისხი. სწორედ, ამ მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს დათქმას, რომ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დაკავშირება შესაძლებელია, როგორც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამასთან, ასევე ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამის იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური რეგულაცია წარმოდგენილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლით. გამომდინარე იქიდან, რომ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას აქვს დამოუკიდებელი სწავლის შედეგი, რომელიც შესაბამის კვალიფიკაციაზე გადის, ზემოხსენებული კანონის 461 მუხლში წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ექნება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ორი გზა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, განახორციელოს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა: ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, რა დროსაც სტუდენტს ასოცირებული ხარისხი ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შედეგად; ბ) ცალკე საგანმანათლებლო პროგრამის სახით და მიანიჭოს პროფესიულ სტუდენტს ასოცირებული ხარისხი, შესაბამისი მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად. კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ პირველ შემთხვევაში, სტუდენტის სტატუსის მოპოვება გახორციელდება სტუდენტის სტატუსის მოპოვებისათვის კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით, რადგან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილს ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილს, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე. ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს ასოცირებულ ხარისხს (იხ. კანონპროექტით წარმოდგენილი 461 მუხლის მე-2 პუნქტი). მეორე შემთხვევაში, როდესაც მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება ცალკე საგანმანათლებლო პროგრამის სახით, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება განხორციელდება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით (იხ. კანონპროექტით წარმოდგენილი 461 მუხლის მე-3 პუნქტი). მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოიპოვებს საერთო წესით, ისევე როგორც იგი იძენს ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას (ავტორიზაციის ან აკრედიტაციის გავლის გზით). მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ დაწესებულება პროფესიულ სტუდენტს მიანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციას - ასოცირებულ ხარისხს. აღნიშნული დათქმები მოხსნის გაურკვევლობას სხვადასხვა გზით განხორციელებად მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტისა, თუ პროფესიული სტუდენტის დაშვებასთან დაკავშირებით. კანონპროექტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება აღიაროს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები. კერძოდ, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების შინაარსობრივი შესწავლის შედეგად, შესაბამის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამასთან ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამის იმ საგანმანათლებლო პროგრამასთან, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, თავსებადობის დადგენის გზით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოახდენს პირის მიერ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების აღიარებას. ეს შესაძლებლობას მისცემს პროფესიულ სტუდენტებს, მოახდინონ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მათ მიერ მიღებული ცოდნის აღიარება უმაღლესი განათლების მიღების მიზნებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ცალკე პროგრამის სახით, მოკლე ციკლის საგანმნათლებლო პროგრამის არსებობას (რომელიც არ იქნება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი), მისი კრედიტებით გაანგარიშება მოხდება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და არა უმაღლეს განათლებაში მოქმედი - ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად. ამდენად, კანონპროექტი დათქმას, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი საგანმანათლებლო ითვალისწინებს დაწესებულება უფლებამოსილი იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს პირის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული. კრედიტების აღიარება უნდა განხორციელდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით (იხ. 461 მუხლის მე-4-მე-6 პუნქტები). აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხება ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ტერმინთან განმარტებების კორექტირებასაც. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციით, სამივე ტერმინი გაიგივებულია შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამასთან, კერძოდ, ბაკალავრიატი განმარტებულია, როგორც „აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (...)“; მაგისტრატურა, როგორც „აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (...); ხოლო დოქტორანტურა, როგორც „აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (...)“. ცხადია, ამგვარი განმარტება არ შეესაბამება ტერმინთა რეალურ მნიშვნელობას, რადგან თითოეული მათგანი წარმოადგენს უმაღლესი განათლების საფეხურს და არა - საგანმანათლებლო პროგრამას. ამდენად, კანონპროექტი ამ ტერმინების კორექტირების პარალელურად, ითვალისწინებს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ზუსტ განმარტებებს. კერძოდ, სისტემური მოწესრიგების თვალსაზრისით, კანონპროექტით წარმოდგენილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ზუსტი და ლაკონური განმარტებები. ბაკალავრიატი განიმარტება, როგორც აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური, მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური, ხოლო დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხური. კანონპროექტის მიხედვით, ბაკალავრი განიმარტება, როგორც მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება. ამასთან, ბაკალავრის განმარტებას ემატება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის განმარტება, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი წარმოადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს (მე-2 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტი). კანონპროექტით მაგისტრი განიმარტება, როგორც მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება (მე-2 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტი). ამასთან, მაგისტრის განმარტებას ემატება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის განმარტება, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი წარმოადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს (მე-2 მუხლის „ძ2“ ქვეპუნქტი). კანონპროექტის თანახმად, დოქტორი განიმარტება, როგორც მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება (მე-2 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი). ამასთან, დოქტორის განმარტებას ემატება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განმარტება, რომლის მიხედვითაც ეს უკანასკნელი წარმოადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც მოიცავს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების ერთობლიობას და რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მერვე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს (მე-2 მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტი). ზემოაღნიშნული ცნებებიდან გამომდინარე, კანონპროექტით ტექნიკურად (ტერმინოლოგიის თვალსაზრისით) გასწორდა: „კოლეჯის“ ცნება და მიეთითა, რომ კოლეჯი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას (მე-2 მუხლის „ღ1“ ქვეპუნქტი); ბ) სასწავლო უნივერსიტეტის ცნება და მიეთითა, რომ სასწავლო უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამისა); სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (მე-2 მუხლის „ჰ33“ ქვეპუნქტი); უნივერსიტეტის ცნება და მიეთითა, რომ უნივერსიტეტი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს ან აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს (მე-2 მუხლის „ჰ18“ ქვეპუნქტი). ასეთივე, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რაც გულისხმობს ნორმაში მხოლოდ ზემოაღნიშნული ტერმინების ჩანაცვლებას, შეეხო კანონის მე-9 მუხლის 11 პუნქტს, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს, 476 მუხლის პირველ პუნქტსა და 521 მუხლის სათაურს. ასევე, ცვლილება შედის კანონის 464 მუხლის მე-4 პუნქტში და სწორდება ტერმინოლოგიურად, რომლის თანახმადაც ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც პირს ანიჭებს ვეტერინარიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ტერმინის ცვლილებას, რაც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების სწავლის შედეგების დაკავშირებას ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონეებთან. კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, უმაღლესი განათლება არის სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6-მე-8 დონეების შესაბამისი სწავლის შედეგის მიღწევას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით (იხ. მე-2 მუხლის „ჰ15“ ქვეპუნქტი). ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონის იდენტიფიცირების მიზნით, კანონპროექტით წარმოდგენილია ცვლილება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ცნებაშიც. კერძოდ, განმარტებას ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ამ პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს (იხ. მე-2 მუხლის „წ2“ ქვეპუნქტი). ასეთივე ხასიათის ცვლილება შედის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ცნებაში, კერძოდ, ამ პროგრამის განმარტებას ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ამ პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს (იხ. მე-2 მუხლის „წ4“ ქვეპუნქტი); ანალოგიური ცვლილება ეხება ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ცნებას, კერძოდ, მას ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ამ პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს (იხ. მე-2 მუხლის „წ7“ ქვეპუნქტი); ხოლო ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ცნებას ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, იგი მოიცავს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სწავლის შედეგებს (იხ. მე-2 მუხლის „წ9“ ქვეპუნქტი). კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე, ცვლილებებს კანონის 46-ე მუხლში, რომელიც ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობებს/ხანგრძლივობას უკავშირდება. საგულისხმოა, რომ ბოლონიის პროცესის ფარგლებში, აქტიურად განიხილება საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის საფეხურებთან დაკავშირებული რეგულაციები. საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება 240 და 180 კრედიტიანი მოცულობებით, ხოლო მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, ფართოდ გამოიყენება 120 და 90 კრედიტიანი მოდელები. მსგავსი მოქნილობა საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალებას აძლევთ, პროგრამების პროფილის მიხედვით განსაზღვრონ კრედიტების მოცულობა და სტუდენტთა სასწავლო დატვირთვა, რაც უფრო ეფექტიანს ხდის სასწავლო პროცესს და დადებითად აისახება განათლების ხარისხზე. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე პროგრამის მოცულობებთან დაკავშირებული ძირითადი დათქმიდან გამონაკლისის არსებობა, მნიშვნელოვანია ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნითაც, რადგან ხსნის კრედიტების განსხვავებული მოცულობის შემთხვევაში ამ პროგრამის ერთობლივად განხორციელებასთან დაკავშირებულ ბარიერს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონით გათვალისწინებული გამონაკლისის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, შეიმუშაოს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს ან/და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 90 კრედიტს. ამასთან, განათლების ხარისხის უზრუნველყოფისათვის საკანონმდებლო გარანტიის არსებობისათვის, კანონპროექტის მიხედვით, ეს წესი უნდა ითვალისწინებდეს დათქმებს საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობების, პროგრამის შემადგენელი კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შესახებ. აღსანიშნავია, რომ განსხვავებული კრედიტების მოცულობის (ბაკალავრიატის შემთხვევაში - არანაკლებ 180 კრედიტი და მაგისტრატურის შემთხვევაში - არანაკლებ 90 კრედიტი) დასაშვებობის წინაპირობად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსობრივი გაანალიზების, კერძოდ, პროგრამაზე დაშვების წინაპირობების, პროგრამის შემადგენელი კომპონენტებისა და კრედიტების განაწილების შეფასება, მნიშვნელოვანია ამ პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ მხრივ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწევთ დასაბუთება იმისა, რომ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის მიღწევა შესაძლებელია უფრო მცირე მოცულობის პირობებშიც, რაც გაანალიზდება პროგრამაზე დაშვების წინაპირობების განსაზღვის (მაგალითად, გარკვეული სახის მომზადების/კომპეტენციის პირთა მიღების), პროგრამის კომპონენტების (ძირითადი/დამატებითი სპეციალობების/თავისუფალი და არჩევითი კომპონენტების) განაწილების, აგრეთვე კრედიტების განაწილების სისტემის მიხედვით. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით ცვლილება შედის კანონის 81-ე მუხლში. კერძოდ, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას სახელმწიფო დააფინანსებს 3 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – 4 წლის განმავლობაში), ხოლო ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას – 18 თვის განმავლობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილში, ჯერ კიდევ, 2005 წლის მაისში ბერგენის მინისტერიალის კონფერენციაზე აღინიშნა და „უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი ევროპელი მინისტრების კონფერენციის კომუნიკეში“ დაფიქსირდა, რომ სტრუქტურირებული დოქტორანტურის პროგრამებისა და გამჭვირვალე ხელმძღვანელობისა და შეფასების საჭიროების გათვალისწინებით, ქვეყნების უმრავლესობაში ნორმალური სამუშაო დატვირთვა უმაღლესი განათლების მესამე საფეხურისათვის უნდა შეესაბამებოდეს (დასწრებული სწავლების) 3-4 წელიწადს. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია დოქტორანტურის საფეხურზე პროგრამის საერთო მოცულობა განისაზღვროს წლებით და არა - კრედიტებით. ამასთან, კრედიტით გაზომვადი უნდა იყოს დოქტორანტურის პროგრამის სასწავლო კომპონენტი, ხოლო სასწავლო და კვლევით კომპონენტს შორის თანაფარდობის თვალსაზრისით, აუცილებელია დადგინდეს, რომ დოქტორანტურის პროგრამის სასწავლო კომპონენტი არ შეიძლება მოიცავდეს 60 კრედიტზე მეტს. აღნიშნული განაპირობებს დოქტორანტურის პროგრამის ორიენტირებას კვლევაზე და კვლევის დაგეგმვას ისე, რომ იგი სრულად იყოს მიმართული დოქტორანტის დახმარებასა და სრულფასოვანი სამეცნიერო ნაშრომის შექმნაზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხება ასევე, კანონის 48-ე მუხლის 21 და 51 პუნქტებსა და 49-ე მუხლის მე-3 პუნქტს. სამი ცვლილება შინაარსობრივად იდენტურია და ითვალისწინებს პრინციპს, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელების განსაზღვრა უნდა განხორციელდეს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად. სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებს ითვალისწინებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებები, რომლის თანახმად, სწორედ კლასიფიკატორი ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს თითოეულ სწავლის სფეროში მისანიჭებელ კვალიფიკაციას, ამდენად კვალიფიკაციის დასახელებასთან (როგორც ქართულ, ასევე - ინგლისურ ენაზე) დაკავშირებული საკითხები სრულად მოწესრიგდება სწავლის სფეროების კლასიფიკატორით. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას, რომელიც უკავშირდება რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებასა და დამტკიცებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. დარგობრივი მახასიათებლებთან დაკავშირებული რეგულაციები ასახულია სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტში და ისინი, ამჟამადაც, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით არის დამტკიცებული, თუმცა დარგობრივი მახასიათებლების შესახებ კანონში სათანადო დათქმა არ გვხვდება. კანონის 75ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით. ამასთან, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანების მე-18 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია, რომ „რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება დარგობრივი მახასიათებლით დადგენილი სპეციალური მოთხოვნები.“ დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების მიზნით, სხვადასხვა დარგობრივი საბჭოების შექმნისა და მათი საქმიანობის ადმინისტრაციული მხარდაჭერის შესახებ დათქმები მოცემულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულებით“. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არსებობდეს დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებისა და დამტკიცების პირდაპირი საკანონმდებლო საფუძველი, რომელსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი გაითვალისწინებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეძლებათ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება ცალკე პროგრამის სახით. ასეთ შემთხვევაში, მოკლე ციკლის პროგრამის განხორციელების უფლებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოიპოვებს საერთო წესით, ისევე როგორც იგი იძენს ნებისმიერი სხვა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას (ავტორიზაციის ან აკრედიტაციის გავლის გზით). აღსანიშნავია, რომ პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება ავტორიზაციით ან აკრედიტაციის გზით, დამოკიდებულია დაწესებულების სურვილზე განახორციელოს კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამა. შესაბამისად, ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში, დაწესებულებები ავტორიზაციის/აკრედიტაციის საფასურს გადაიხდიან „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებითა (შემდგომში - ავტორიზაციის დებულება) და „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით (შემდგომში - აკრედიტაციის დებულება) გათვალისწინებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საფასურების შესაბამისად, ხოლო პროცესის ნებაყოფლობითი ბუნებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზუსტი გავლენის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას სახელმწიფო დააფინანსებს 3 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – 4 წლის განმავლობაში), ხოლო ამ კანონის 46-ე მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას – 18 თვის განმავლობაში. შესაბამისად, 3 წლიანი საბაკალავრო და 18 თვიანი სამაგისტრო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, წლიური დაფინანსების თვალსაზრისით, კანონპროექტს ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი პროგრამები ამ ეტაპზე არ არსებობს და მათი განხორციელებაც დაწესებულებებისათვის ნებაყოფლობითია, შესაძლო გავლენის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ვალდებულება. ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეძლებათ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება ცალკე პროგრამის სახით. ასეთ შემთხვევაში, მოკლე ციკლის პროგრამის განხორციელების უფლებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოიპოვებს საერთო წესით, ისევე როგორც იგი იძენს ნებისმიერი სხვა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას (ავტორიზაციის ან აკრედიტაციის გავლის გზით). აღსანიშნავია, რომ პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება ავტორიზაციით ან აკრედიტაციის გზით, დამოკიდებულია დაწესებულების სურვილზე განახორციელოს კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამა. შესაბამისად, ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში, დაწესებულებები ავტორიზაციის/აკრედიტაციის საფასურს გადაიხდიან ავტორიზაციის დებულებით და აკრედიტაციის დებულებით გათვალისწინებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საფასურების შესაბამისად, ხოლო პროცესის ნებაყოფლობითი ბუნებიდან გამომდინარე, ფინანსური შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ საგანმანათლებლო სივრცეში გაჩნდეს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს ან/და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 90 კრედიტს. შესაბამისად, მსგავსი მოცულობის პროგრამების არსებობა ამცირებს სასწავლო წლების რაოდენობასაც, ხოლო 3 წლიანი საბაკალავრო და 18 თვიანი სამაგისტრო პროგრამების განხორციელებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულებაზე და სტუდენტებს ჯამურად შეუმცირდეთ გადასახდელი სწავლის საფასური. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი პროგრამები ამ ეტაპზე არ არსებობს და მათი განხორციელებაც და განფასებაც დაწესებულებებზეა დამოკიდებული, შესაძლო ფინანსური შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს გადასახდელს. ან სხვა სახის ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს. და მრავალმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) აბიტურიენტი – სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და რომელიც სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ბ) ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა; ბ1) ავტორიზაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; გ) აკადემიური თავისუფლება – აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა უფლება, დამოუკიდებლად განახორციელონ სწავლება, სამეცნიერო კვლევა და სწავლა ; გ 1 ) ატესტაცია – პროფესორის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ; დ) მობილობა – სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობისათვის როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლების, კრედიტების ან კვალიფიკაციის აღიარება ; ე) აკადემიური საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო; ე 1 ) აკადემიური უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც მოიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს ; ე 2 ) უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ყველა კვალიფიკაცია ; ვ) აკადემიური ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ვ1) ერთობლივი აკადემიური ხარისხი – საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად მათ მიერ პირისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრების შედეგად ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაცია ; ზ) აკადემიური წოდება – წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის; თ) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება; ი) ასისტენტ-პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში; ი1) ასისტენტი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით; კ) ასოცირებული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) – ფინანსური, მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურისათვის – ბაკალავრიატისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება; ნ) ბაკალავრიატი – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობის საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის; ნ1 ) დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეული – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უნივერსიტეტის ან უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული ( სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა ), რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევით საქმიანობას და რომელსაც ჰყავს მართვის ორგანოები. დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში. დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი უნდა იყოს ამ წესდებით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის დებულებით ; ნ 2 ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულება – დაწესებულება, რომელსაც აფუძნებს საქართველოს მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და უფლება აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში ; ო) დიპლომი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ; ო1 ) დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. პროგრამა ითვალისწინებს მედიკოსის/სტომატოლოგის მომზადებას პრაქტიკული ხასიათის პროფესიული საქმიანობისათვის; ო 2 ) განათლების მაგისტრი – იმ აკადემიური ხარისხის მფლობელი, რომელიც პირს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. განათლების მაგისტრის აკადემიურმა ხარისხმა შეიძლება პირს მიანიჭოს მასწავლებლობის უფლება ; პ) ( ამოღებულია); პ1) (ამოღებულია); ჟ) დიპლომის დანართი – დოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსის და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად, აგრეთვე დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სტუდენტის მიერ ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მიღებული განათლების შინაარსის და საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მისთვის ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად ; რ) დისერტაცია – სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად; ს) დოქტორანტი – პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში; ტ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით; უ) დოქტორი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს დოქტორანტურისათვის გათვალისწინებული კომპონენტების შესრულებისა და დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება; უ 1) ელექტრონული სწავლება − საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება; ფ) ერთიანი ეროვნული გამოცდა – პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად; ფ1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციებს; ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე უმაღლეს საგან-მანათლებლო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებშიც მაგისტრანტობის კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად; ქ) ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა – სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა; ღ) (ამოღებულია); ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას; ღ 2 ) კვალიფიკაცია – სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით, აგრეთვე სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით / დიპლომებით ან სერტიფიკატით ; ყ) კოეფიციენტი (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის (რომელთა) შესაბამისადაც ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად; შ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ; ჩ) (ამოღებულია); ც) (ამოღებულია); ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისათვის – მაგისტრატურისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება; ძ1) მაგისტრანტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურაში; წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას, აგრეთვე პირს ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის; წ1 ) მაგისტრანტობის კანდიდატი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის, მაგისტრის ან განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული პირი, რომელიც აპირებს სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში სწავლის მაგისტრატურაში გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ; წ 2 ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ; წ 3 ) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად; წ 4 ) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საგნების / საგნობრივი ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი კომპონენტების მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს ; წ 5 ) მეცნიერი – დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და რომელსაც უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და უხელმძღვანელოს სტუდენტების სამეცნიერო - კვლევით მუშაობას ; წ 6 ) პოსტდოქტორანტი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო - კვლევითი პროექტის განსახორციელებლად ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით ; ჭ) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას; ხ) პროფესიული ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა; ჯ) პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი; ჰ1) რანჟირება კოეფიციენტებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის შედეგად დადგენილი ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ გადათვლის შედეგად აბიტურიენტები ნაწილდებიან კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე; ჰ 2 ) რეგულირებადი პროფესია – საქმიანობა, რომლის განხორციელების წინაპირობა, შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობის გარდა, არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან რომლის განსახორციელებლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარება ; ჰ 3 ) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც მაგისტრისა და დოქტორის მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური კვლევითი პროგრამების მეშვეობით; ჰ 4) რექტორი − სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე; ჰ 5 ) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები; [ჰ 5 ) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები, მათ შორის, ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )] ჰ6) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება – კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება (ცნობა); ჰ7 ) სადისერტაციო საბჭო – დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება არსებობდეს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში; ჰ 8 ) (ამოღებულია); ჰ9 ) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან სპორტის ერთ-ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში სპეციალისტების (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის, სპორტის სფეროს სპეციალისტის და სხვა) მომზადება და მათთვის შესაბამისი სპეციალობით კვალიფიკაციის მინიჭება; ჰ10 ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტისათვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ან / და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად ; ჰ11 ) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია ხელოვნების ერთ ან რამდენიმე დარგში სპეციალისტების მომზადება; ჰ 12 ) სასპორტო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია სპორტის ერთ ან რამდენიმე სახეობაში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება; ჰ 13 ) (ამოღებულია); ჰ14 ) სტუდენტი – პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან / და კვლევითი კომპონენტის ნაწილს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან / და დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში / საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში / საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში ; ჰ 15 ) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით; ჰ 16 ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს; ჰ 17 ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა, ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე და მესამე საფეხურების ან სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს ; ჰ 19) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული შეიძლება არსებობდეს ფაკულტეტის, სკოლის, ინსტიტუტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სახით; ჰ20 ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო; ჰ21 ) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო; ჰ 22 ) ხარისხის უზრუნველყოფა – შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას; ჰ 23 ) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმების შესახებ; [ჰ 23 ) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის, სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმებისა და ელექტრონული სწავლების გამოყენების შესაძლებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )] ჰ24) საერთო სამაგისტრო გამოცდა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად დადგენილი პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზაობას მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად; ჰ25) საერთო სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრული ერთეული; ჰ26) საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრულ ქულათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობა, რომლის დაგროვება აუცილებელია მაგისტრანტობის კანდიდატისთვის ტესტირების წარმატებით დასაძლევად და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩასატარებელ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად; ჰ27) ( ამოღებულია – 22.03.2013, №388); ჰ28 ) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა, რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვა კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში; ჰ 29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების შესაბამის საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს; ჰ30) სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტების ჯამი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების კოეფიციენტების ჯამი; ჰ31) სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ განსაზღვრული კოეფიციენტების მიხედვით რანჟირებული, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხა, რომლებმაც მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე; ჰ32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, გარდა სახელოვნებოშემოქმედებითი, სასპორტო, საზღვაო, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ან სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა, თუ ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით; ჰ 33 ) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს; ჰ 34 ) სწავლის შედეგები – საგანმანათლებლო პროგრამის, მოდულის, სასწავლო კურსის დასრულების შედეგად სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები; ჰ 35) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების მიერ ქართულ ენაში უნარ ჩვევებისა და ცოდნის ( წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი ) იმ დონეზე შეძენა, რომელიც აუცილებელია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ; ჰ 36) შუალედური კვალიფიკაცია – კვალიფიკაცია, რომელიც სტუდენტს ენიჭება პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული მოკლე ციკლისთვის გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად; ჰ37 ) რეგენტთა საბჭო – საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ ზედამხედველობით უფლებამოსილებებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით; ჰ38 ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი – სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც სამართავად გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი; ჰ39 ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ჰ40 ) საზღვაო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაოსნო მეცნიერებებში სათანადო კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით; ჰ41) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება − მართლმადიდებლურ სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც შეიცავს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს; ჰ42) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა; ჰ 43) საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ჰ44 ) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა − საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის დადებული სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და მიზნად ისახავს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტის მიერ კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის დაგროვებას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ჰ45 ) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი − საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აგროვებს კრედიტების განსაზღვრულ რაოდენობას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; ჰ 46) საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელება; ჰ 47) ტექნოლოგიური ინსტიტუტი – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება; ჰ 48 ) ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას / დაწესებულებებს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, აგრეთვე საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულს / საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებას / საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებას შორის ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე და რომლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიცემა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი / დოკუმენტები. მუხლი 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: ა) ატარებს ერთიან პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში; ბ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); გ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); გ1) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); გ2) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); გ 3 ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); დ) (ამოღებულია); დ 1) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს; ე) (ამოღებულია); ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას; ვ1) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს; ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას; თ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს ან კოლეგიური ორგანოს წარდგინებით, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებების პროექტებზე გასცემს დასკვნას შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით; თ1 ) ( ამოღებულ ია – 06.09.2013, №1081); ი) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს, სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებასა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და განაწილების წესს; ი1) ამტკიცებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებებს; კ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნებთან, მათ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უმაღლესი განათლების ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის სფეროში; ლ) (ამოღებულია) ; მ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებისთვის; მ 1) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების წესს; ნ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა და მისი დანართის ფორმებს; ნ1) ამტკიცებს პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესს , მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესს და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის გაცემის წესს ; ნ2) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობასა და ოდენობას; ნ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს; ო) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა ტექნოლოგიური ინსტიტუტისა) ავტორიზაციისა და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურებს; ო1 ) ამტკიცებს ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, პირობებსა და საფასურს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ინგლისური ენის სასერტიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; პ) განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს; პ1) განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესს. პ2 ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესსა და საფასურს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის წესს და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურს; პ3) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესს, რომელიც შეიცავს მონაცემებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ; პ 4 ) ამტკიცებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ; პ5) ამტკიცებს იმ საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალს, რომლებშიც შესაბამისი ზღვრის გადალახვის შემთხვევაში პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/ გამოცდებში; ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი პ 6) ყოველწლიურად საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის , მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო ან / და დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის იმ პროგრამულ მიმართულებას / მიმართულებებს , რომელშიც / რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად ან / და ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო ; პ7) ამტკიცებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესსა და პირობებს; პ8) ამტკიცებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესებს; პ 9 ) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულისაგან განსხვავებული ვადები და წესი ; პ10 ) უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების საფასური / საქმიანობის საფასური ( გარდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის საფასურისა ); [პ 11 ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე განათლების მიღების წესსა და პირობებს; ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )] ჟ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და სამინისტროს დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით შეჰყავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი. მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია: ა) უნივერსიტეტი; ბ) სასწავლო უნივერსიტეტი; გ) კოლეჯი; დ) სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კანონითაა დაფუძნებული. 11. უნივერსიტეტს აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე და მესამე საფეხურების ფარგლებში სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის უნდა ჰქონდეს სათანადო ბაზა, ხოლო ასეთი ბაზის არარსებობის შემთხვევაში სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებასთან გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუძნდება საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. 3. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურული ერთეულის ან ცალკე კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით. მუხლი 30. სადისერტაციო საბჭო 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას, შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში ქმნის სადისერტაციო საბჭოს. სადისერტაციო საბჭო შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი, ასევე დისერტაციის დაცვის პროცედურა. სადისერტაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანო. 3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში შესაბამისი დარგის / სპეციალობის მიხედვით იქმნება სადისერტაციო საბჭო . სადისერტაციო საბჭოს / საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო . 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, ან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების, ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სადისერტაციო საბჭო შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის შესაბამისი დარგის / სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან , აგრეთვე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის / სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისაგან . საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შეიძლება შედგებოდეს უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის / სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან , აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის / სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისაგან , ან უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის / სპეციალობის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორებისაგან , აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის / სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლებისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლებისაგან . საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები შეირჩევიან დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად . ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სადისერტაციო საბჭოს და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები / სპეციალობის მქონე პირების წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან , უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად . 6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უნივერსიტეტის წესდებით შეიძლება განისაზღვროს სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევის წესი და პირობები. 7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გააფორმოს ხელშეკრულება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად. მუხლი 46. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურები 1. აკადემიური უმაღლესი განათლება და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია . 2. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურებია: ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს; ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს (გარდა ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); გ) მესამე საფეხური (დოქტორანტურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს. 21 . უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს. 22. ამ კანონის 472 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს განათლების მაგისტრატურის 60კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში. 3. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით. 4. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა. მუხლი 46 1 . მოკლე ციკლი პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის შემთხვევაში მიანიჭოს სტუდენტს შუალედური კვალიფიკაცია. შუალედური კვალიფიკაციის მინიჭება დასაშვებია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რომელიც არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ნახევარზე ნაკლები. მუხლი 464. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 1. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა , რომლის გავლის უფლება აქვს ვეტერინარიის დარგის / სპეციალობის მითითებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს. 2. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში. 3. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 4. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი , რომელიც პირს ანიჭებს ვეტერინარიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას. მუხლი 474. ელექტრონული სწავლება 1. ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა მიზნებისათვის. [1. ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის (გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სტუდენტისა) სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისა და სხვა მიზნებისათვის. ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )] 2. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება. 3. ელექტრონული სწავლების პროგრამა აგებულია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მისი დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და გაიცემა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ელექტრონული სწავლების პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე, ამ კანონის VIII თავით დადგენილი წესით. [3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ელექტრონული სწავლების ან ნაწილობრივ ელექტრონული სწავლების გამოყენებით დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და ეძლევა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ელექტრონული სწავლების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე. ( ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან )] მუხლი 476. ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროგრამები 1. ტექნოლოგიური ინსტიტუტი უფლებამოსილია განახორციელოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე დამტკიცებული სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები და უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი. მუხლი 48. ბაკალავრიატი და მაგისტრატურა 1. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს. 2. ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. 21. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს „ბაკალავრი“ შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით. 3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. 4. მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია: ა) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება; ბ) სპეციალობის შეცვლა ( გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა ); გ) კვალიფიკაციის ამაღლება. 5. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი სპეციალობებისა, არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ სწავლებისაგან. ის აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას, რომელთა საფუძველზედაც იგი შეძლებს საკვალიფიკაციო ნაშრომის წარდგენას. 51. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს „მაგისტრი“ შესაბამისი მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან/და ქვედარგის/სპეციალიზაციის მითითებით. 6. (ამოღებულია). მუხლი 49. დოქტორანტურა 1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს, ხელს უწყობს დოქტორანტის ინტეგრაციას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში. 3. დოქტორანტურის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი, რომლის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს „დოქტორი“ შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით. 4. დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს სადისერტაციო საბჭო შესაბამისი დებულების მოთხოვნათა დაცვით. 5. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); მუხლი 521. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი 1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საღვთისმეტყველო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით. 2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე დაუშვას ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში ვერ გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 3. (ამოღებულია – 28.02.2012, №5718). 4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით, სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო გამოცდა/გამოცდები. ეს წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 და 7 1 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე. 5. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს მიანიჭებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ განსაზღვრული სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტთა ჯამს. 6. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს არ მიანიჭებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს. 7. მაგისტრანტობის კანდიდატების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია: ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში; ბ1) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში; გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. 71. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე დასაშვებია იმ პირისათვის, რომელმაც გადალახა შესაბამისი ზღვარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში. 8. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროგრამაზე მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით. 9. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები ამ მუხლის მე-7 და 7 1 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის. მუხლი 75. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა 1. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. 2. რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებია: ა) იურიდიული; ბ) სამედიცინო; გ) პედაგოგიური; დ) (ამოღებულია); ე ) საზღვაო. 3. რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით. 4. (ამოღებულია). მუხლი 81. სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობები 1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიურ ოდენობას, რომელიც სრულად ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამითა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სახელმწიფო ბაკალავრიატში უმაღლეს განათლებას აფინანსებს 4 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 5 წლის განმავლობაში), მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავროსამაგისტრო 300-კრედიტიან და ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო 300-კრედიტიან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს − არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავროსამაგისტრო ან ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, − არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში), დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არაუმეტეს 5 წლის როდესაც დიპლომირებული სტომატოლოგის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 6 წლის განმავლობაში), დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამას – არაუმეტეს 6 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც დიპლომირებული მედიკოსის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, − 7 წლის განმავლობაში), ხოლო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას − არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. საქართველოს მთავრობამ შეიძლება აგრეთვე განსაზღვროს წლიური სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები, რომლებიც ნაწილობრივ ფარავს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების ღირებულებას. 2 1. ( ამოღებულია); 2 2 . (ამოღებულია); 23 . სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიურ ოდენობას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. უმაღლეს განათლებას მაგისტრატურაში, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურისა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით, სახელმწიფო აფინანსებს 2 წლის განმავლობაში. 24. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა / ოდენობები არ მოიცავს იმ კრედიტების შესაბ ამისი სწავლის პერიოდის დაფინანსების ხარჯებს , რომლებიც საქართველოს კანონმდებლობ ით დადგენილი წესით აღიარა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ , გარდა ამ კან ონის 492 მუხლის მე 4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა . ამ შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო გრანტ ის ღირებულება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრა ნტის ოდენობის / ოდენობების ფარგლებში გამოითვლება საქართველოს განათლებისა და მეც ნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად . 3. თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური აღემატება შესაბამისად სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი საფასური, რომელიც უნდა დაიფაროს არასახელმწიფო წყაროებიდან. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური შეიძლება აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობას მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. 4. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის საფასური ნაკლებია სახელმწიფოს მიერ დადგენილ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის ოდენობა უტოლდება ამ საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს. 5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს შორის ხელშეკრულებით განისაზღვრება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი პროგრამით სწავლის საფასური, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის მთელი ხანგრძლივობის პერიოდში მასში შესაძლო ცვლილებების შეტანის პირობები. დაუშვებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლის საფასურის გაზრდა ხელშეკრულების პირობების დარღვევით. ხელშეკრულების პირობები სწავლის საფასურთან დაკავშირებით ცნობილი უნდა იყოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის დაწყებამდე. აღნიშნული პირობები უცვლელად ხდება ხელშეკრულების ნაწილი. სტუდენტისთვის/პროფესიული სტუდენტისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წელს დადგენილი სწავლის საფასურის ცალმხრივად გაზრდა შესაძლებელია გარემოებების არსებითი ცვლილების დროს, რაც დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 6. სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით სტუდენტს აფინანსებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში, გარდა ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას ამ დაწესებულების მაკონტროლებელი ორგანოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტს, გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მაქსიმალურ ოდენობას.