„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2017
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/154/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 26 ✗ 23
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-11
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 23.04.2007, მუხ. 117) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი ადგენს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, განსაზღვრავს პროფესიული განათლების საფეხურებსა და დაფინანსების პრინციპებს.“. 2. მე-4 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ1) ასოცირებული ხარისხი - კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად;“; ბ2) პროფესიული ტესტირება – პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზადყოფნას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, აგრეთვე მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისათვის;“; გ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) „მ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ1) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა - ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეხუთე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შექმნის საფუძველია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი და რომელიც უკავშირდება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამის იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე;“; ვ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი კვალიფიკაცია, პროფესიული ცოდნა და უნარები, აგრეთვე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები;“; ზ) „ტ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ1) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების მოცულობა, მისაღწევი სწავლის შედეგები, იმ მოდულების ერთობლიობა, რომელთა სწავლის შედეგების მიღწევა აუცილებელია კვალიფიკაციის მისანიჭებლად, აგრეთვე შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვებისა და პროგრამის განხორციელების წინაპირობები, შესარჩევი სწავლების მეთოდებისა და შეფასების სისტემის ალტერნატიული ჩამონათვალი;“; თ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) პროფესიული სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით;“; ი) „უ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ2) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე, მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებითა და პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით. პროგრამა აერთიანებს კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო სასწავლო კურსებს/მოდულებს. პროგრამით განისაზღვრება პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში, სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები;“; კ) „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ლ) „ღ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ1) საზოგადოებრივი კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად ახორციელებს მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა ან/და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა;“; მ) „ხ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ) სპეციალისტი – პირი, რომელსაც მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი კვალიფიკაცია; ნ) „ჯ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჯ1) ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია არაქართულენოვანი პირების მიერ ქართული ენის ცოდნისა და შესაბამისი უნარების შეძენა იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასაძლევად;“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, პროფესიული ტესტირების ჩაბარებისა და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე, უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად.“. 4. მე-2 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „თავი II. პროფესიული განათლება“. 5. მე-8-მე-10 მუხლები ამოღებულ იქნეს. 6. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა 1. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ პროფესიულ სტუდენტს ენიჭება ასოცირებული ხარისხი, რომელიც დასტურდება ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომით. 2. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით. 3. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 7. 121 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი, ასოცირებული ხარისხის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 2. IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.“. 8. მე-15 მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ამტკიცებს პროფესიული განათლების დამადასტურებელი მათ შორის, ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომისა და მისი დანართის ფორმებს;“; გ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს;“. და მოკლე ციკლის 9. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 10. 201 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.“. 11. 202 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „202. პროფესიული სტანდარტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველია პროფესიული სტანდარტი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოზე დაყრდნობით, პროფესიული ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.“. 12. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი განისაზღვრება და სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი დგინდება შესაბამისი კანონით.“. 13. 302 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზოგადოებრივი კოლეჯი ახორციელებს ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებს.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელს. 4. ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების ხელშეწყობას მათთვის სახელმწიფო ენის სწავლებით, რაც ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად.“. 14. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, პროგრამები/მოკლე ციკლის დააფინანსონ პროფესიული საგანმანათლებლო საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებით, რომელიც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან დაკავშირებული საკითხების ერთგვაროვანი მოწესრიგების მიზნით, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან დაკავშირებული ტერმინების „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიღების მიზეზია მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებულ ცვლილებებთან, რაც გულისხმობს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან დაკავშირებული რეგულაციების ამოღებას, რომლებიც იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამივე სისტემისათვის (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი) არის საერთო, აისახება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში. ამასთან, კანონპროექტის მიზანია კანონის მოქმედ რედაქციაში ასოცირებულ ხარისხთან დაკავშირებული რეგულაციების რედაქტირება და მათი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ინიცირებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებულ უნდა იქნეს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს (კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი), პროფესიული კვალიფიკაცია/კვალიფიკაციისა (კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი) და პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს (კანონის მე-4 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი) დეფინიციები. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს პროფესიული ასოციაციების უფლებამოსილების ნაწილში არსებული დათქმის ამოღებას, რომლის თანახმად, პროფესიული ასოციაციები შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის დამატების, ამოღებისა და ცვლილების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რადგან აღნიშნული საკითხები წარმოადგენს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ნაწილს და მათი საერთო რეგულაციები აისახება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში. კვალიფიკაციის დეფინიცია გათვალისწინებულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებით და გულისხმობს, უფლებამოსილი დაწესებულებ(ებ)ის მიერ სწავლის შედეგის მიღწევის შეფასებისა და დადასტურების ფორმალურ შედეგს, რომელიც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით – დიპლომით, ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით. ამდენად, კვალიფიკაცია წარმოადგენს განათლების სისტემის საერთო ტერმინს და არ არის მიზანშეწონილი დამოუკიდებლად პროფესიული კვალიფიკაციის ტერმინის არსებობა. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში ტერმინი პროფესიული კვალიფიკაცია ჩანაცვლდება ტერმინით კვალიფიკაცია, რაც იწვევს კანონის მე-4 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტით განმარტებული პროფესიული სტანდარტის ცნების, ასევე ამავე მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტით განმარტებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის ცნების კორექტირებას. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე, არაფორმალური პროფესიული განათლების ტერმინის ამოღებას, რაც განპირობებულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებით, რომელიც არაფორმალური განათლების განმარტებას ითვალისწინებს და მათ შორის, მოიცავს იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც კანონის მოქმედი რედაქციით მოცემულია მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით. საგულისხმოა, რომ კანონის მოქმედი რედაქცია არაფორმალური პროფესიულ განათლებას განიხილავდა პროფესიული განათლების სახედ. კერძოდ, კანონის მე-2 მუხლით მითითებული იყო, რომ ეს კანონი განსაზღვრავს პროფესიული განათლების სახეებს, ხოლო კანონის მე-8-მე-10 მუხლები ითვალისწინებდა პროფესიული განათლების სახეებად ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებას და მათ შესაბამის რეგულაციებს. აღსანიშნავია, რომ ზოგადად, ფორმალური განათლება გულისხმობს სწავლის შედეგების მიღწევას უშუალოდ კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რაც განასხვავებს მას არაფორმალური განათლებისაგან, სადაც სათანადო კომპეტენციებს პირი იძენს ფორმალური განათლების მიღმა. ამდენად, არასწორია პროფესიული განათლების სახეებად დაყოფა, რადგან არაფორმალური განათლება ვერ იქნება თვისობრივად პროფესიული განათლების სახე. არაფორმალური განათლება შესაძლებელია აღიარებულ იქნას პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - ფორმალური განათლების ფარგლებში. ამდენად, საკითხის სწორი მოწესრიგების მიზნით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებებით წარმოდგენილია ფორმალური განათლებისა და არაფორმალური განათლების დეფინიციები, ხოლო არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურასა და წესს კი, კანონპროექტის თანახმად, დაამტკიცებს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები შეეხო „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლს, საიდანაც ამოღებულ იქნა დათქმა პროფესიული განათლების სახეების განსაზღვრის შესახებ, ასევე ამოღებულ იქნა მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც ეხებოდა არაფორმალური პროფესიული განათლების ცნებას და მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრებოდა, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს უნდა დაედგინა ცალკე წესი არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარებისათვის. შეიცვალა კანონის მე-2 თავის სათაური, რომელშიც არსებობდა ჩანაწერი პროფესიული განათლების სახეების შესახებ, ასევე ამოღებულ იქნა მე-8 მუხლი „პროფესიული განათლების სახეები“, მე-9 მუხლი - „ფორმალური პროფესიული განათლება“ და მე-10 მუხლი - „არაფორმალური პროფესიული განათლება“. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონის მე-9 მუხლის რელევანტური დათქმები შენარჩუნებულ იქნა კანონის ტექსტში და მათი ნორმატიული შინაარსის მიხედვით, აისახა ერთი მხრივ, კანონის მე-4 მუხლის „უ2“ პუნქტით განმარტებულ „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის“ ცნებაში (მე-9 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დათქმა პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამის შესახებ), ხოლო, მეორე მხრივ, 30-ე მუხლის მე-4 პუნქტში (რომელშიც მიეთითა მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმა). რაც შეეხება, ასოცირებული ხარისხის ტერმინს, იგი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით, განმარტებულია, როგორც კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად. საგულისხმოა, რომ ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამა ამავე კანონის თანახმად, წარმოადგენს სხვადასხვა დარგის ცოდნის, შესაბამისი უნარებისა და ღირებულებების განვითარებისკენ მიმართული საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და სრულდება ასოცირებული ხარისხის მინიჭებით. არსებული განმარტების შინაარსობრივი ბუნდოვანების პარალელურად, აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრამა არც ერთი დაწესებულების მიერ არ ხორციელდება და პროფესიული განათლების ფარგლებში მისი ანალოგი არც საერთაშორისო დონეზე გვხვდება. ასოცირებული ხარისხი საერთაშორისო დონეზე წარმოადგენს იმ კვალიფიკაციის დასახელებას, რომელიც პირს ენიჭება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად. სწორედ ეს ტერმინია თავსებადი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან და გულისხმობს პროგრამას, რომელიც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეხუთე დონის შესაბამისია და დაკავშირებულია უმაღლესი განათლების პირველ საფეხურთან. მოკლე ციკლის საგანმანთლებლო პროგრამის შექმნის საფუძველს კი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი წარმოადგენს, რომლის განმარტებაც უკვე ასახულია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციაში. შესაბამისად, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებით „ასოცირებული ხარისხი“ განიმარტება როგორც კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად (მე-4 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტი), ხოლო მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა არის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეხუთე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შექმნის საფუძველია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი და რომელიც უკავშირდება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეშვიდე დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამის იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ასევე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მეექვსე დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე (მე-4 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტი). გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს დამატებას 111 მუხლის სახით, რომელიც შეეხება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. კერძოდ, განისაზღვრება, რომ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ პროფესიულ სტუდენტს მიენიჭება ასოცირებული ხარისხი, რომელიც დადასტურდება ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომით. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით. ამასთან, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება განხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საგულისხმოა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება აღიაროს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები. კერძოდ, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების შინაარსობრივი შესწავლის შედეგად, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობის დადგენის გზით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოახდენს პირის მიერ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტების აღიარებას. ეს შესაძლებლობას მისცემს პროფესიულ სტუდენტებს, მოახდინონ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მათ მიერ მიღებული ცოდნის აღიარება უმაღლესი განათლების მიღების მიზნებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები შეეხო კანონის მე-15 მუხლის „მ“ ქვეპუნქტს, რომლითაც გათვალისწინებულია ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომისა და მისი დანართის ფორმის დამტკიცების უფლებამოსილება და ამავე მუხლის „ს“ ქვეპუნქტს, რომელშიც მიეთითა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა დაადგინოს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტებით გაანგარიშების წესი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, რომლებიც აზუსტებს „პროფესიული ტესტირების“ (მე-4 მუხლის „ბ2“ ქვეპუნქტი), „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის“ (მე-4 მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტი), „პროფესიული სტუდენტის“ (მე-4 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი), „საზოგადოებრივი კოლეჯის“ (მე-4 მუხლის „ღ1“ ქვეპუნქტი), „სპეციალისტისა“(მე-4 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტი) და „ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამის“ (მე-4 მუხლის „ჯ1“ ქვეპუნქტი) ტერმინებს, ასევე კანონის 201 მუხლის მე-3 პუნქტის, 302 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის კორექტირება, სწორედ, „ასოცირებულ ხარისხთან“ დაკავშირებული რეგულაციების გასწორებას უკავშირდება და გამოწვეულია ამ ნორმებში მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ მითითების დამატების აუცილებლობით. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, ცვლილებები შეეხო ასევე კანონის 121 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, კერძოდ, ამ ნორმის პირველ პუნქტში მიეთითა, რომ პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს აგრეთვე ასოცირებული ხარისხის მფლობელი, ხოლო მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტით შეიცვალა მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც ნორმაში ემატება მითითება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის შესახებ. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის განმარტებიდან ნათელია, რომ იგი ადგენს შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების და პროგრამის განხორციელების წინაპირობებს, ამდენად, მიზანშეწონილია ზემოხსენებულ ნორმაში დაემატოს დათქმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის შესახებ და ნორმა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, პროფესიული ტესტირების ჩაბარებისა და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით, გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე, უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად.“. აქვე აღსანიშნავია, რომ კანონიდან ტერმინის „პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს“ ამოღება განაპირობებს კანონის 202 მუხლის ცვლილებას, კერძოდ, ამოღებულ იქნება ამ მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო წარმოადგენდა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ნაწილს. რაც შეეხება კანონპროექტის მე-2 მუხლს, მასში მითითებულია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეძლებათ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რა უფლებასაც საგანმანათლებლო დაწესებულება მოიპოვებს საერთო წესით, ისევე როგორც იგი იძენს ნებისმიერი სხვა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას (ავტორიზაციის ან აკრედიტაციის გავლის გზით). აღსანიშნავია, რომ პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება ავტორიზაციით ან აკრედიტაციის გზით, დამოკიდებულია დაწესებულების სურვილზე განახორციელოს კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამა. შემთხვევაში, დაწესებულებები შესაბამისად, ასეთი ნების არსებობის ავტორიზაციის/აკრედიტაციის საფასურს გადაიხდიან „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებითა (შემდგომში - ავტორიზაციის დებულება) და „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით (შემდგომში - აკრედიტაციის დებულება) გათვალისწინებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საფასურების შესაბამისად, ხოლო პროცესის ნებაყოფლობითი ბუნებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზუსტი გავლენის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეძლებათ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რა უფლებასაც საგანმანათლებლო დაწესებულება მოიპოვებს საერთო წესით, ისევე როგორც იგი იძენს ნებისმიერი სხვა საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას (ავტორიზაციის ან აკრედიტაციის გავლის გზით). აღსანიშნავია, რომ პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება ავტორიზაციით ან აკრედიტაციის გზით, დამოკიდებულია დაწესებულების სურვილზე განახორციელოს კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამა. შესაბამისად, ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში, დაწესებულებები ავტორიზაციის/აკრედიტაციის საფასურს გადაიხდიან ავტორიზაციის დებულებით და აკრედიტაციის დებულებით გათვალისწინებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საფასურების შესაბამისად, ხოლო პროცესის ნებაყოფლობითი ბუნებიდან გამომდინარე, ფინანსური შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს გადასახდელს. ან სხვა სახის ან სხვა სახის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს. და მრავალმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი ადგენს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, განსაზღვრავს პროფესიული განათლების სახეებს, საფეხურებსა და დაფინანსების პრინციპებს. მუხლი 4. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და რომელთანაც დაკავშირებულია ამ კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, ასევე სახელმწიფო დაფინანსების მიღება ; ა1) ავტორიზაცია – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; ბ) არაფორმალური პროფესიული განათლება – პროფესიული განათლება, რომელიც პირმა მიიღო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისაგან დამოუკიდებლად; ბ1) ასოცირებული ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელიც პირს ენიჭება პროფესიული განათლების მიღების პარალელურად ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად; ბ 2) პროფესიული ტესტირება – პროცედურა , რომელიც ადგენს პირის მზადყოფნას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისებისათვის ; გ) (ამოღებულია); დ) (ამოღებულია); ე) (ამოღებულია); ვ) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, პროფესიული განათლებისა და სპეციალური პროფესიული განათლების კვალიფიკაციებს; ზ) ( ამოღებულ ია – 28.06.2013, №780 ) ; თ) (ამოღებულია); ი) პროფესიული კვალიფიკაცია/კვალიფიკაცია – პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით; კ) (ამოღებულია); ლ) (ამოღებულია); მ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს პროფესიული სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ; მ1) ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამა – სხვადასხვა დარგის ცოდნის, შესაბამისი უნარებისა და ღირებულებების განვითარებისკენ მიმართული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე და სრულდება ასოცირებული ხარისხის მინიჭებით; მ2) მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლის მიზანია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სრული ზოგადი განათლების შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების გამომუშავება და პირის მომზადება სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად; ნ) (ამოღებულია); ო) (ამოღებულია); ო1) (ამოღებულია); პ) (ამოღებულია); ჟ) (ამოღებულია); რ) (ამოღებულია); ს) (ამოღებულია); ტ) პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაცია და პროფესიული ცოდნა და უნარები, აგრეთვე დგინდება პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები; ტ1) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების მოცულობა, მისაღწევი სწავლის შედეგები, იმ მოდულების ერთობლიობა, რომელთა სწავლის შედეგების მიღწევა აუცილებელია პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად, აგრეთვე შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების და პროგრამის განხორციელების წინაპირობები, შესარჩევი სწავლების მეთოდებისა და შეფასების სისტემის ალტერნატიული ჩამონათვალი; ტ2) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი, თანამიმდევრული ბლოკი, რომელიც ორიენტირებულია მისაღწევ სწავლის შედეგებზე. მოდულით განისაზღვრება სასწავლო თემატიკისა და მისაღწევი სწავლის შედეგების ურთიერთკავშირი და პროფესიული სტუდენტის სწავლებასა და შეფასების ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაცია; უ) პროფესიული სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით; უ1) პროფესიული კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მხოლოდ პირველი სამი საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს; უ 2) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით. პროგრამა აერთიანებს პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო სასწავლო კურსებს/მოდულებს. პროგრამით განისაზღვრება პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში, სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები; ფ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება – პროფესიული კოლეჯი, საზოგადოებრივი კოლეჯი; ქ) პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული პროფესიული განათლების შესაბამისი ყველა კვალიფიკაცია; ღ) რეგულირებადი პროფესია – პროფესია, რომლით საქმიანობის განსახორციელებლად პირმა უნდა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმალური განათლება და ჩააბაროს შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდა; ღ1) საზოგადოებრივი კოლეჯი – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად ახორციელებს მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო ან/და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე უფლებამოსილია განახორციელოს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა; ყ) (ამოღებულია); შ) (ამოღებულია); ჩ) (ამოღებულია); ც) (ამოღებულია); ძ) (ამოღებულია); წ) (ამოღებულია); ჭ) (ამოღებულია); ხ) სპეციალისტი – პირი, რომელსაც მიენიჭა პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი; ჯ) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ან/და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებში მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის მომზადება; ჯ1) ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია არაქართულენოვანი პირების მიერ ქართული ენის ცოდნისა და შესაბამისი უნარების შეძენა იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასაძლევად; ჰ) (ამოღებულია). მუხლი 7. პროფესიული განათლების მიღების უფლება 1. პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, პროფესიული ტესტირების ჩაბარებისა და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე, უფლება აქვს, მიიღოს პროფესიული განათლება პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად. 2. პროფესიული განათლების მიღების უფლების რეალიზების მიზნით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობით გამართოს კონსულტაციები პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებთან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების, მომავალი პროფესიული საქმიანობისა და დასაქმების პირობების შესახებ. თავი II. პროფესიული განათლების სახეები და საფეხურები მუხლი 8. პროფესიული განათლების სახეები პროფესიული განათლება იყოფა ფორმალურ და არაფორმალურ პროფესიულ განათლებად. მუხლი 9. ფორმალური პროფესიული განათლება 1. ფორმალური პროფესიული განათლების მიღება ხდება პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს თეორიულ სწავლებას, სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკას და სრულდება პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომის გაცემით. 2. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი განისაზღვრება და სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი დგინდება შესაბამისი კანონით. მუხლი 10. არაფორმალური პროფესიული განათლება 1 . არაფორმალური პროფესიული განათლების სახელმწიფო აღიარება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მქონე პირის ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შემოწმებას. 2. არაფორმალური გზით მიღებული პროფესიული განათლების აღიარება დაუშვებელია პროფესიული განათლების IV და V საფეხურების ფარგლებში. მუხლი 10 1 . პროფესიული განათლების საფეხურები 1. პროფესიული განათლება მოიცავს ხუთ საფეხურს, რომლებიც განისაზღვრება სწავლის შედეგების შესაბამისად: ა) I საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების ერთგვაროვან სიტუაციებში მეთვალყურეობით შესრულების უნარი; ბ) II საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს თავისი მოვალეობების გარკვეული დამოუკიდებლობით შესრულების უნარი; გ) III საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, განსხვავებულ სიტუაციებში შეასრულოს თავისი მოვალეობები და ადეკვატურად იმოქმედოს წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად; დ) IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, პროფესიული ცოდნა გამოიყენოს ცვალებად სიტუაციებში წარმოშობილი პრობლემების გადასაწყვეტად, ზედამხედველობა გაუწიოს სხვების საქმიანობას და აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს შეფასებასა და გაუმჯობესებაზე; ე) V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელს შესწევს უნარი, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც მოითხოვს სხვათა სამუშაოს დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას, ასევე განხორციელებული სამუშაოს შეფასებასა და სრულყოფას. 2. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი პროფესიული დიპლომი. 3. (ამოღებულია – 28.06.2013, №780 ). 4. კონკრეტული პროფესიული განათლების საფეხურები განისაზღვრება პროფესიული სტანდარტით, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფეხურებიდან ერთ-ერთს, რამდენიმეს ან ყველას. 5. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გაანგარიშებული უნდა იქნეს კრედიტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესით. მუხლი 11. (ამოღებულია) მუხლი 12. რეგულირებადი პროფესიები 1. მაღალი რისკის შემცველ პროფესიებს, რომლებიც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, პიროვნების განვითარებასა და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, სახელმწიფო გამოყოფს რეგულირებადი პროფესიების სახით. 2. რეგულირებად პროფესიებს, რომლებსაც შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციები, აგრეთვე რეგულირებადი პროფესიით საქმიანობის უფლების მინიჭებისა და განახლებისათვის აუცილებელ პირობებს და მათი შესრულების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ან მისი სავალდებულო დასკვნის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №792 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.259 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3529 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.300 მუხლი 12 1 . პროფესიული განათლების მასწავლებელი 1. პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. 2. IV საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელ პროფესიული განათლების მასწავლებელს უფლება არ აქვს, ასწავლოს V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში. 3. შესაბამისი პროფესიული სტანდარტით შეიძლება დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები. მუხლი 15. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების სფეროში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ამტკიცებს მათ წესდებებს, ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებს; გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს; დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებს; ე) (ამოღებულია); ვ) ადგენს უცხო ქვეყანაში მიღებული პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს; ზ) ადგენს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებსა და წესს; თ) (ამოღებულია); ი) (ამოღებულია); კ) (ამოღებულია); ლ) (ამოღებულია); მ) ამტკიცებს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს; ნ) (ამოღებულია); ო) (ამოღებულია); პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს; ჟ) (ამოღებულია); რ) (ამოღებულია); ს) ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების გაანგარიშების წესს; ტ) ამტკიცებს პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებას; ტ1) უფლებამოსილია პროფესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; უ) (ამოღებულია); ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ქ) (ამოღებულია); ღ) (ამოღებულია); ყ) (ამოღებულია); შ) (ამოღებულია); ჩ) (ამოღებულია); ც) (ამოღებულია); ძ) (ამოღებულია). მუხლი 20. პროფესიული ასოციაციები 1. პროფესიული ასოციაციები ხელს უწყობენ კონკრეტული პროფესიების განვითარებას. 2. პროფესიული ასოციაციები: ა) შეიმუშავებენ წინადადებებს პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში კვალიფიკაციის დამატების, ამოღებისა და ცვლილების შესახებ და წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; ბ) (ამოღებულია); გ) პროფესიული სტანდარტის შესახებ შეიმუშავებენ წინადადებებს და წარუდგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს; დ) (ამოღებულია); ე) ხელს უწყობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში, აგრეთვე შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთკავშირს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში ატარებენ შესაბამის პროფესიაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდას; ზ) (ამოღებულია); თ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 201. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია და აკრედიტაცია 1. ავტორიზაციის შედეგად დაწესებულება იძენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს და უფლებამოსილია გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი. 11. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო) საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. 2. აკრედიტაციის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. 3. ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. 4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დაფინანსება გაიცემა მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია. მუხლი 20 2 . პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო და პროფესიული სტანდარტი 1. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ნაწილია პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩო, რომელსაც პროფესიულ ასოციაციებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის საფუძველია პროფესიული სტანდარტი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, რომელსაც პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოზე დაყრდნობით, პროფესიული ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. მუხლი 30. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმები 1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. 2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს ავტონომიის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე არ ვრცელდება ამ კანონის 32-ე–34-ე და 36-ე–37-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები. მუხლი 302. საზოგადოებრივი კოლეჯი 1. საზოგადოებრივი კოლეჯი ახორციელებს ყველა საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე მოსამზადებელ ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამებს. 2. მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს იმ პირს, რომელმაც, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის გავლის მიუხედავად, ვერ შეძლო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება. 3. ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს IV ან V საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს, რომელსაც მოპოვებული აქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების ხელშეწყობას მათთვის სახელმწიფო ენის სწავლებით, რაც ხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად. მუხლი 35. პროფესიული განათლების დაფინანსება 1. პროფესიული განათლების დაფინანსებას ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები უფლებამოსილი არიან, დააფინანსონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. 3. (ამოღებულია). 4. პროფესიული განათლება შეიძლება დააფინანსონ კერძო პირებმა. 5. (ამოღებულ ია – 28.06.2013, №780 ). 6. (ამოღებულია). 61. (ამოღებულ ია – 28.06.2013, №780 ). 7. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ისეთი ეკონომიკური საქმიანობიდან, რომელიც არ არის სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უარყოფითად არ მოქმედებს სწავლების ხარისხზე. მოზიდული სახსრები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ დაწესებულების მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას. 8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შემოსავალი და ხარჯები აისახება მის ბიუჯეტში. აღნიშნულ დაწესებულებას აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში და ბეჭედი. ამასთანავე, დაწესებულებას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.