„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/109/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 25 ✗ 40
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-11
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 140070000.05.001.017468) 52 (www.matsne.gov.ge), 9 12.06.2014, სარეგისტრაციო კოდი: მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წინამდებარე კანონპროექტის მიღების მიზეზია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება, რომელიც არეგულირებს საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების წესსა და პირობებს. წარმოდგენილი კანონის პროექტის შემუშავების მიზეზია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ტერმინებისა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების წესისა და პირობების შესაბამისად, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 529 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში და ტერმინი „ფულადი პრემია“ იცვლება ტერმინით: „ფულადი ჯილდო“, რადგანაც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს „ფულად პრემიას“. აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 529 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი შესაბამისობაში მოდის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია: საქართველოს პარლამენტის წევრები - გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატივა: საქართველოს პარლამენტის წევრები - გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 529. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის წახალისება და წახალისების ფორმები 1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის სააგენტოს მეხანძრემაშველის/მაშველის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი პრემიის მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს სიგელით დაჯილდოება; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ვ) საქართველოს დაჯილდოება; შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს მედალიონით ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/სააგენტოს მედლით დაჯილდოება; თ) სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა; ი) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; კ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; ლ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა. 2. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის მიმართ ერთდროულად შეიძლება წახალისების რამდენიმე ფორმა იქნეს გამოყენებული. 3. სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის წახალისების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და სააგენტოს დირექტორს. 4. სააგენტოს მოსამსახურეთა წახალისების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 5. სააგენტოს დირექტორის წარდგინებით სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიას, აგრეთვე სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა საპატიო სიაში შეყვანის წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.