„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/109/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-11
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პატიმრობის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) მე-7 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის, გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო დეპარტამენტისა და სამინისტროს სხვა საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი, ასევე ანაზღაურების სამინისტროს ოდენობა საშტატო და ნუსხა, აღნიშნულთან სამინისტროს მოსამსახურეთა დაკავშირებული სხვა შრომის საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი პატიმრობის კოდექსის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის საკითხს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შეიცვალა შრომის ანაზღაურების ოდენობების დადგენის საკითხი კერძოდ, აღნიშნული კანონის მიხედვით შრომის ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ვინაიდან აღნიშნული კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი მისი მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე და იმ მოსამსახურეებზე, რომელთაც საქმიანობა ძირითადად უწევთ პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე მიზანშეწონილია აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება. ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი პროექტის მიზანია, განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებით, შესაძლებელი გახდეს შრომის ანაზღაურების საკითხის დარეგულირება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი წარმოდგენილი პროექტის მიხედვით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობები განისაზღვრება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივს ტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართებასაქართველოსორმხრივდამრავალმხრივხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია: საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორია კანონპროექტის ინიციატიორია: საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება საქართველოს კანონი პატიმრობის კოდექსი მუხლი 7. პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველყოფა 1. სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებათა ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სამოქალაქო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. 2. სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების სპეციალური ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ღონისძიებების გაყვანის/გადაყვანის პირადი საქმეებისა განხორციელების, და და ექსტრადიციის, რეესტრების წარმოების, შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფისაკენ. 3. სამინისტროს სამოქალაქო სამსახური აერთიანებს სამინისტროს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებათა ორგანიზაციულ და თავიანთი კომპეტენციის ერთიან სამართლებრივ ფარგლებში ლოჯისტიკურ, უზრუნველყოფას ახორციელებენ სამედიცინო, ამ საფინანსო, დაწესებულებების ფუნქციონირების მიზნით. 4. სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზება, ფუნქციები, უფლებამოვალეობები და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 5. სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის, გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო დეპარტამენტისა და სხვა საჯარო მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 6. სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის, გენერალური ინსპექციის, საგამოძიებო დეპარტამენტისა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.