„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/109/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-11
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 002, 09/03/1996 სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.001.000.124) მე153 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფულადი ჯილდოს, ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წინამდებარე კანონპროექტის მიღების მიზეზია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება, რომელიც არეგულირებს საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების წესსა და პირობებს. წარმოდგენილი კანონის პროექტის შემუშავების მიზეზია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ტერმინებისა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების წესისა და პირობების შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი ანაზღაურების კანონპროექტის შესახებ“ მიზანია საქართველოს „საჯარო კანონის დაწესებულებაში პროექტთან შრომის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-153 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და ტერმინი „პრემია“ იცვლება ტერმინით: „ფულადი ჯილდო“, რადგანაც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს „პრემიას“. აღნიშნულის შესახებ“ გათვალისწინებით, საქართველოს კანონის „სახელმწიფო მე-15 3 მუხლი დაცვის სპეციალური შესაბამისობაში სამსახურის მოდის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია: საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია: საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 153 . წახალისება სამსახურში წარმატებისა და სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის 1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და სხვა მიღწევებისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) პრემიის, ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იარაღის ჯილდოდ გადაცემა; დ) 5 დღე-ღამის დამატებითი შვებულების მიცემა; ე) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) წინათ დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი სამსახურის უფროსმა შეიძლება წარადგინოს სახელმწიფო ჯილდოზე. 3. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით, წახალისების სახით შეიძლება დამატებით დაწესდეს უწყებრივი ჯილდოები. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახეები სამსახურის წინაშე დამსახურებისთვის შეიძლება აგრეთვე შესაბამისად გამოყენებულ იქნეს იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები. 5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის წახალისების წესი დგინდება სამსახურის დისციპლინური წესდებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.