„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2017
ავტორი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/157/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-12-27
ბიუროს ნომერი 124

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 12.04.2010, მუხ. 100) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქონლის ან მომსახურების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობისას ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების, მათ შორის, ფინანსური მომსახურების მიწოდება და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე. დაზღვევის მომსახურების მიწოდებისას სქესის, როგორც რისკფაქტორის, ისევე როგორც ორსულობის/დედობის ფაქტორის გამოყენებამ, არ უნდა გამოიწვიოს განსხვავება დაზღვევის პრემიებისა და სადაზღვევო თანხების (სარგებლის) ოდენობების განსაზღვრისას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია ასოცირების შეთანხმების XXX დანართით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობით, კერძოდ, მითითებული დანართის თანახმად, ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში საქართველოს ევალება შეასრულოს 2004 წლის 13 დეკემბრის საბჭოს 2004/113/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს საქონლისა და მომსახურებების ხელმისაწვდომობასა და მომარაგების საკითხებთან დაკავშირებით მამაკაცისა და ქალის თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ისევე, როგორც „დისკრიმინაციის მოქმედების ყველა სფერო ფორმის ფართოა აღმოფხვრის და იგი შესახებ“ მოიცავს საქართველოს 2004/113/EC კანონის დირექტივით გათვალისწინებული დისკრიმინაციის ფორმის აკრძალვასაც. თუმცა, სამართლებრივი სიცხადისათვის და სხვაგვარი ინტერპრეტაციის გამორიცხვის მიზნით, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით ნათლად აღინიშნება, რომ ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების მიწოდება და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე, მათ შორის, დაზღვევის ან სხვა ფინანსური სერვისების მიწოდებისას რისკფაქტორების განსაზღვრის დროს, რა შემთხვევაშიც დაუშვებელია ინდივიდუალური პრემიებისა და სარგებლის გამოთვლა დისკრიმინაციული ნიშნით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 91 მუხლი, რომლის თანახმად, ,,ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების, მათ შორის, ფინანსური მომსახურების მიწოდება და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე. დაზღვევის მომსახურების მიწოდებისას სქესის, როგორც რისკფაქტორის, ისევე როგორც ორსულობის/დედობის ფაქტორის გამოყენებამ, არ უნდა გამოიწვიოს განსხვავება დაზღვევის პრემიებისა და სადაზღვევო თანხების (სარგებლის) ოდენობების განსაზღვრისას.“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: 2004/113/EC დირექტივა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრავს საქონლისა და მომსახურების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩოს. შესაბამისი განმარტებების განსაზღვრის შემდეგ, დირექტივის მე-3 მუხლი აკონკრეტებს მისი მოქმედების სფეროს - ის ვრცელდება საქონლისა და მომსახურების საჯაროდ მიმწოდებელ ყველა პირზე, მიუხედავად იმისა წარმოადგენს კერძო თუ საჯარო სექტორს, თუ მიწოდება ხორციელდება პირადი და ოჯახური ცხოვრების გარეთ. საქართველოში დირექტივით განსაზღვრულ დისკრიმინაციის აკრძალვას, ზოგადად, მოიცავს „გენდერული თანასწორობის შესახებ“ და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონები. მიუხედავად ამისა, სამართლებრივი სიცხადისათვის და სხვაგვარი ინტერპრეტაციის გამორიცხვის მიზნით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 91 მუხლი, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომ ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების მიწოდება და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე, მათ შორის, დაზღვევის ან სხვა ფინანსური სერვისების მიწოდებისას რისკფაქტორების განსაზღვრის დროს, რა შემთხვევაშიც დაუშვებელია ინდივიდუალური პრემიებისა და სარგებლის გამოთვლა დისკრიმინაციული ნიშნით. დაზღვევასა და სხვა ფინანსურ სერვისებზე ხაზგასმა გამოწვეულია დირექტივის მე-5 მუხლის მოთხოვნით, რომლის შესაბამისად პრემიებისა და სარგებლის გამოთვლის დროს სქესის ფაქტორის გამოყენება არ უნდა იწვევდეს განსხვავებას ინდივიდების პრემიებსა და სარგებელში. აღსანიშნავია, რომ დირექტივის მე-5 მუხლის მე-2 პარაგრაფით, გარკვეულ შემთხვევებში დაშვებული იყო ამ მიდგომიდან გადახვევა, თუმცა აღნიშნული პარაგრაფის თანასწორობის პრინციპსა და დისკრიმინაციის აკრძალვასთან შესაბამისობის საკითხი გასაჩივრდა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში, რომელმაც 2011 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული დებულება ძალადაკარგულად გამოაცხადა კონკრეტული თარიღით - 2012 წლის 21 დეკემბრიდან.1 შესაბამისად, გამონაკლისის დაწესების საჭიროება „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში არ დგას. ზემოთ მითითებული მუხლების გარდა, დირექტივის სხვა დებულებებს თანასწორი მოპყრობის პრინციპს (მე-4 მუხლი), პოზიტიურ ქმედებებს (მე-6 მუხლი), უფლებების დაცვას (მე-8 მუხლი), მტკიცების ტვირთს (მე-9 მუხლი), ვიქტიმიზაციას (მე10 მუხლი), თანასწორი მოპყრობის უზრუნველმყოფ უწყებებს (მე-12 მუხლი), შესაბამისობასა (მუხლი 13) და ჯარიმებს (მე-14 მუხლი) ითვალისწინებს დღეს მოქმედი სამართლებრივი სისტემა, კერძოდ კი დირექტივის ჩამოთვლილი დებულებების მოთხოვნებს ასრულებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-4 და მე-6-მე-12 მუხლები, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV9 თავი - „სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე“. დირექტივის რამდენიმე მუხლი ეხება პრაქტიკაში გასათვალისწინებელ საკითხებს და შესაბამისად, არ მოითხოვს კანონით დამატებითი რეგულირების შემოღებას. ესენია: მე-7 მუხლი - მინიმალური მოთხოვნები, მე-11 მუხლი - დიალოგი შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და მე-15 მუხლი - ინფორმაციის გავრცელება. დირექტივის რამდენიმე მუხლი კი ეხება მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და, შესაბამისად, საქართველოსათვის ისინი არარელევანტურია (ანგარიშები (მე-16 მუხლი), ტრანსპოზიცია (მე-17 მუხლი), ძალაში შესვლა (მე-18 მუხლი) და ადრესატები (მე-19 მუხლი)). გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი შემუშავებულია ასოცირების შეთანხმების XXX დანართიდან გამომდინარე, რომელიც მოითხოვს, რომ 2004 წლის 13 დეკემბრის საბჭოს 2004/113/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს საქონლისა და მომსახურებების ხელმისაწვდომობასა და მომარაგების საკითხებთან დაკავშირებით მამაკაცისა და ქალის 1 გადაწყვეტილება საქმეში Association belge des Consommateurs Test-Achats ASBL and Others v Conseil des ministres, Case C-236/09, EU:C:2011:100, სარეზოლუციო ნაწილი თანაბარი მოპყრობის პრინციპის განხორციელებას, შესრულდეს შეთანხმების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.