„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.12.2017
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/161/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-22
ბიუროს ნომერი 126

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის: ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, პროდუქტის ბაზარზე მიწოდება წარმოების, იმპორტის, იჯარის, ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.“; ბ) მე-20 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე ნაწილი: „21. პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება - პროდუქტის რეალიზაციის დროებითი შეჩერება გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით.“. 2. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ეს თავი ასევე არეგულირებს საქართველოს ბაზარზე განთავსებული იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით, და რომლებისთვისაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. ეს თავი არ არეგულირებს იმ პროდუქტების ზედამხედველობის საკითხებს, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს კანონი - სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი.“. 3. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ“-„ჰ1“ ქვეპუნქტები: „ძ) დადასტურებული საფრთხე - შესაბამისი აკრედიტებული ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული ლაბორატორიის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმების გზით ან/და საქართველოსა ან/და სხვა ქვეყნის საბაჟო/ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსგან ან პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონალური სისტემების მეშვეობით მიღებული ინფორმაცია პროდუქტის მოხმარების/ექსპლუატაციის პირობებში ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა ან/და გარემოსათვის საფრთხის შემცველობის შესახებ; წ) რისკი - ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით, პროდუქტთან ან ობიექტთან დაკავშირებული ყველა ის მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც საჭიროებს სახელმწიფო ორგანოებისაგან გადაუდებელ ჩარევას; ჭ) ეკონომიკური ოპერატორი - ამ კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და პროდუქტის უშუალოდ მომხარებლისათვის მიმწოდებელი პირ(ებ)ი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროდუქტის უსაფრთხოებაზე; ხ) ბაზარზე ზედამხედველობა - ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ განხორციელებული იმ ქმედებებისა და ზომების ერთობლიობა, რომელიც ადგენს პროდუქტის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას და გამორიცხავს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს მიმართ; ჯ) დოკუმენტური შემოწმება - ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება; ჰ) ტექნიკური შემოწმება - პროდუქტის ნიმუშების ტექნიკური შემოწმება/გამოცდა მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ჰ1) შემოწმების ოქმი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში ტექნიკური ან/და დოკუმენტური შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც ასევე შეიცავს ამ კოდექსის 191 მუხლის 25-ე ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებების შესრულების შემოწმების შედეგებსა და შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“. 4. მე-16 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას, აგრეთვე საქართველოს ბაზარზე განთავსებულ იმ პროდუქტების ზედამხედველობას, რომელთა მიმართ დადგენილია მოთხოვნები შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით და მათზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.“; ბ) მე-2 ნაწილის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს ობიექტის ინსპექტირებას დამოუკიდებლად ან აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით; ე) დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ კოდექსის 421-ე425-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა; ვ) ახორციელებს ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების დოკუმენტურ კონტროლს ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და ინსპექტირების ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით;“. 5. მე-18 მუხლის: ა) მე-5 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ობიექტების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს იმ სფეროებში, სადაც არ არის ინსპექტირების ორგანო. ინსპექტირების ორგანოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებისა და ამოქმედებისთანავე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წყვეტს შესაბამის სფეროში ობიექტების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. სამშენებლო საქმიანობაზე ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 6. მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არაარსებით შეუსაბამობას იღებს ცნობად და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში;“. 7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 და 192 მუხლები: „მუხლი 191. საქართველოს ბაზარზე პროდუქტების ზედამხედველობა და ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებანი 1. ბაზარზე ზედამხედველობა ხორციელდება: ა) რისკის ანალიზის საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით; ბ) თუ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი ან ფლობს ინფორმაციას პროდუქტთან დაკავშირებული რისკების შესახებ, კერძოდ, პროდუქტის გამოყენება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა ან/და გარემოს; გ) თუ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გააჩნია ინფორმაცია, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსით და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება დოკუმენტური ან/და ტექნიკური შემოწმებით. 3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე განთავსებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. 4. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ითანამშრომლოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლის დაშვება წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში. 5. პროდუქტების დოკუმენტური შემოწმება ხორციელდება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მისთვის პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების მიწოდების გზით, რომლის შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით. 6. ბაზარზე პროდუქტების ტექნიკური შემოწმება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონებში და პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში პროდუქტის ნიმუშების ტექნიკური შემოწმებით ან/და აღნიშნული ადგილებიდან აღებული ნიმუშების შემოწმების/გამოცდის გზით, რომლის შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით. 7. ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობისას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს, როგორც მთლიანად პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ასევე, მისი ცალკეული კომპონენტი ან მახასიათებელი, რომლის თაობაზეც იგი ფლობს შესაძლო რისკის შესახებ ინფორმაციას ან/და გააჩნია დასაბუთებული ეჭვი. 8. საქართვლოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები პროდუქტის წარმოების, დასაწყობების და შენახვის ადგილებში ხორციელდება მხოლოდ დადასტურებული საფრთხის არსებობის შემთხვევაში. 9. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომლის თაობაზეც გააჩნია ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსათვის, იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ზედამხედველობისათვის. 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილის მოქმედება არ გავრცელდება იმ სახის პროდუქტებზე რომელთა ფიზიკური ან/და სხვა თვისობრივი მახასიათებლების გამო ვერ მოხერხდება ნიმუშის აღება. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებით აღნიშნულ პროდუქტებს შემოწმება შეიძლება ჩაუტარდეს ადგილზე. 11. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ნიმუში/ნიმუშები, რომლის შესყიდვის ხარჯს აანაზღაურებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, და ასევე ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტთან დაკავშირებული, შესაბამისი დოკუმენტაცია. 12. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს ზედამხედველობას დაქვემდებარებული პროდუქტის ფარული შესყიდვა თუ აღნიშნული ხელს შეუწყობს საფრთხის ეფექტურად აღმოჩენასა და გამოვლენას. 13. თუ ნიმუშების შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პროდუქტი დადასტურებული საფრთხის შემცველია, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ნიმუშების ღირებულება, ასევე შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისათვის გაწეული ხარჯები. 14. თუ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ფლობს ინფორმაციას, რომ კონკრეტული მწარმოებლის მიერ წარმოებული კონკრეტული პროდუქტი ან/და პროდუქტების სერია არ შეესაბამება მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, იგი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის/საფრთხის შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ეკონომიკურ ოპერატორს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება ან/და გამოთხოვა ან/და განადგურება ეკონომიკური ოპერატორის ხარჯზე. 15. თუ შემოწმების გზით გამოვლინდა დოკუმენტური ან/და ტექნიკური შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს განუსაზღვროს გონივრული ვადა არაუმეტეს 30 დღისა ამ შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში ეკონომიკური ოპერატორის მიერ არ მოხდება შეუსაბამობის აღმოფხვრა, იგი უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, რომელიც ვალდებულია გადაამოწმოს შეუსაბამობის აღმოფხვრის ფაქტი. 16. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გონივრულ ვადაში განმეორებით შეამოწმებს ეკონომიკური ოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილების შესრულების ფაქტს. თუ განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურ ოპერატორს არ შეუჩერებია პროდუქტის რეალიზაცია, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ კოდექსის შესაბამისად. 17. თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს და შეიცავს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების ან/და გარემოსათვის, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის ამოღების შესახებ. 18. თუ პროდუქტი არ შეესაბამება შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს და ამავდროულად შეიცავს და რეალიზაციის შემდგომ მოხმარების სტადიაზეც ინარჩუნებს სერიოზულ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების ან/და გარემოსათვის, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის გამოთხოვის შესახებ. 19. თუ პროდუქტი შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან თუ პროდუქტი შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, რომელიც გადამუშავების შემდგომ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და გარემოსათვის, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პროდუქტის განადგურების შესახებ. 20. პროდუქტის ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების შესახებ დადგენილებაში ეკონომიკურ ოპერატორს კომპლექსურობიდან განესაზღვრება და გონივრული სირთულეებიდან ვადა გამომდინარე. აღნიშნული პროცესების ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილობით აცნობოს პროდუქტის ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების პროცესის დასრულების შესახებ. პროდუქტის ამოღების, გამოთხოვის ან განადგურებისათვის დადგენილ ვადამდე ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება პროდუქტის რეალიზაცია. 21. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური ფლობს ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე დადასტურებული საფრთხის შემცველი პროდუქტის შემოტანის შესახებ, ვალდებულია, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა საფრთხის შემცველი კონკრეტული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებლობის შესახებ, და აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ აცნობოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 22. ამ მუხლის მე-14-მე-15, მე-17-მე-20 და 27-ე ნაწილებში მითითებული გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების სახით და სავალდებულოა შესასრულებლად. ამ ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებების გასაჩივრება არ აჩერებს მათ აღსრულებას. 23. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილება შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-20 ნაწილით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რაზეც გაიცემა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი. 24. ამ მუხლის 22-ე ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. 25. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია პროდუქტთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსების გზით ან ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებების გამოყენებით. 26. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს საზოგადოებისათვის შესაბამისი საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. დადასტურებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდების წყაროები, ინფორმაციის მიწოდების დადასტურების ხერხები და ვადები ეკონომიკურ ზედამხედველობის ოპერატორს სააგენტოს განესაზღვრება დადგენილებით, ტექნიკური მოსალოდნელი და სამშენებლო საფრთხეებისა და გავრცელების რისკის ანალიზზე დაყრდნობით. 27. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია ბაზარზე პროდუქტებთან დაკავშირებული დადასტურებული საფრთხეების საფრთხეების აღმოსაფხვრელად გასატარებული ზომების შესახებ, ასევე ამ შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ეკონომიკურ ოპერატორს, აუცილებლობის შემთხვევაში ასევე საბაჟო ორგანოებს. 28. ბაზარზე ზედამხედველობის წესი, პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესი და პროდუქტის ამოღების, გამოთხოვის, რეალიზაციის შეჩერებისა და განადგურების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით. 29. ამ მუხლში გამოყენებულ იმ ტერმინებზე, რომლებიც არ არის განმარტებული ამ კოდექსის მე-15 მუხლში, ვრცელდება ამ კოდექსში გამოყენებული ტერმინთა განმარტებები. მუხლი 192. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესი ამ კოდექსის 421-425 მუხლებით დაკისრებული ჯარიმები დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დამრღვევმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში უნდა წარადგინოს გადახდიდან 5 დღის ვადაში, ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფორმით.“. 8. 21-ე მუხლის: ა) მე-2-მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას ობიექტზე არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შესახებ ინსპექტირების ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ასეთი შეუსაბამობა ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში, რომლის ასლი სპეციალური შენიშვნებით/მითითებით (ასეთების არსებობის შემთხვევაში) 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 3. ინსპექტირების ორგანო საქმიანობის დაწყებისათვის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უგზავნის შეტყობინებას აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად. 4. ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას ინსპექტირების ორგანო ტექნიკურ და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს წარუდგენს ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ დოკუმენტებს ინსპექტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების დროს ინსპექტირების ორგანო დადგენილ მოთხოვნებთან ინსპექტირების სერტიფიკატს. ობიექტის სრული შესაბამისობის შემთხვევაში გასცემს 7. ტექნიკურ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის შემთხვევაში ინსპექტირების სერტიფიკატის ასლს ინსპექტირების ორგანო ინსპექტირების სერტიფიკატის გაცემიდან 5 დღის ვადაში უგზავნის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, რომელსაც მასში აღნიშნული ინფორმაცია შეაქვს ობიექტების უწყებრივ რეესტრში.“; გ) მე-8-მე-12 ნაწილები ამოღებულ იქნეს. 9. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 421-426 მუხლები: „მუხლი 421. ეკონომიკური ოპერატორის მიერ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსათვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის პროცესის ხელის შეშლა ეკონომიკური ოპერატორის მიერ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის პროცესის ხელის შეშლა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარამდე. მუხლი 422. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარამდე მუხლი 423. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ამოღების შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ამოღების შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარამდე. მუხლი 424. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე. მუხლი 425. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ ტექნიკური შეუსრულებლობა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000 ლარამდე. მუხლი 426. ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება 1. ამ კოდექსის 421-ე-425-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების არსებობის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს. 2. ამ კოდექსის 421-ე-425-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.“. 10. 103-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე ნაწილი: „31. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს: ა) პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესის დამტკიცება; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე ზედამხედველობის წესის დამტკიცება; გ) პროდუქტის ამოღების, გამოთხოვის, რეალიზაციის შეჩერებისა და განადგურების წესის დამტკიცება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამის ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვა და იმ პროდუქტების ზედამხედველობა, რომლებისთვისაც შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში სააგენტო) განისაზღვრა, როგორც ზედამხედველობის ორგანო. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის პროდუქტების მიღების მიზანს უსაფრთხოების წარმოადგენს ბაზარზე უზრუნველყოფა, რათა განთავსებული აღნიშნული შესაბამისი პროდუქტები აკმაყოფილებდნენ მათთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ შეუქმნან საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, საკუთრებას ან/და გარემოს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ (შემდგომში - კოდექსი) ცვლილებებით ხდება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამის ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვა და აღნიშნულის საფუძველზე განხორციელდება ევროკავშირის ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივებით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ზედამხედველობა. კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით და კოდექსის შესაბამისი თავით დარეგულირებულ საკითხებს დაემატა საქართველოს ბაზარზე განთავსებული შესაბამისი პროდუქტების ზედამხედველობა. აღნიშნული პროდუქტების ზედამხედველობის ორგანოდ განსაზღვრულია სააგენტო და შესაბამისად, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი და სააგენტოს უფლებამოსილებებს დაემატა ბაზარზე შესაბამისი პროდუქტების ზედამხედველობა. ცვლილების მიხედვით განისაზღვრა ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების შემთხვევები და საფუძვლები. შესაბამისად, კოდექსის მე-19 მუხლის შემდეგ დაემატა მე-191 მუხლი, რომელიც შეეხება საქართველოს ბაზარზე პროდუქტების ზედამხედველობასა და ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებებს. ცვლილებების ფარგლებში, ასევე განისაზღვრა ბაზარზე ზედამხდველობისას სააგენტოს მიერ გასატარებელი ღონისძიებები, კერძოდ, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, პროდუქტის ამოღება და გამოთხოვა. პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება წარმოადგენს ბაზარზე ზედამხდველობისას სააგენტოს მიერ გასატარებელ შემზღუდველ ღონისძიებებს შორის ყველაზე ნაკლები სიმძიმის ღონისძიებას და გამოიყენება ბაზარზე განთავსებული ისეთი პროდუქტების მიმართ, რომლებიც არ შეესაბამება რეგლამენტით მათთვის დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა არ უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა ან/და გარემოს. პროდუქტის ამოღება ხდება ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, ხოლო პროდუქტის მომხმარებლისგან გამოთხოვა - თუ აღნიშნული საფრთხე სერიოზულია. საფრთხისა და სერიოზული საფრთხის განსაზღვრის მიზნით შემუშავდება პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესი, რომლის დამტკიცების ვალდებულება გათვალისწინებულია პროექტის გარდამავალ დებულებებში. თუ ეკონომიკური ოპერატორის მიერ არ მოხდება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ სააგენტოს დადგენილების შესრულება, აღნიშნული დადგენილება მიექცევა იძულებით აღსასრულებლად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კოდექსის მე-191 მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით. შეიცვალა „ბაზარზე განთავსების“ ტერმინის განმარტება და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილი, კერძოდ, თუ არსებული რედაქციით „ბაზარზე განთავსებად“ ითვლებოდა პროდუქტის ბაზარზე პირველადი მიწოდება, ცვლილების მიხედვით, „ბაზარზე განთავსებად“ ჩაითვლება ეკონომიკური ოპერატორის მიერ ყოველი მიწოდება და პროდუქტი ზედამხედველობის გარეშე არ დარჩება პროდუქტის მიწოდების ჯაჭვის არც ერთ ეტაპზე. კოდექსის მე-15 მუხლს დაემატა ტერმინი „დადასტურებული საფრთხე“, რაც წარმოადგენს ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საფუძველს. ნორმის მიხედვით, დადასტურებულად ითვლება საფრთხე, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი ლაბორატორიული გამოცდის მეშვეობით ან სხვა წყაროების მეშვეობით, ასეთ წყაროს წარმოადგენს ევროკავშირში არსებული ინფორმაციის გაცვლის სისტემები, როგორიცაა ბაზარზე ზედამხედველობის ინფორმაციისა და კომუნიკაციის სისტემა (ICSMS) და ინფორმაციის სწრაფი გაცვლის სისტემა (RAPEX). ბაზარზე ზედამხედველობის ინფორმაციისა და კომუნიკაციის სისტემა წარმოადგენს IT პლატფორმას, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ავრცელებს ინფორმაციას შეუსაბამო პროდუქტების შესახებ, გამორიცხავს ორმაგი სამუშაოს განხორციელებას და აჩქარებს საფრთხის შემცველი პროდუქტების ბაზრიდან ამოღებას, ხოლო ინფორმაციის სწრაფი გაცვლის სისტემა არის ევროკავშირის სწრაფი განგაშის სისტემა, რომელიც შემუშავებულია საფრთხის შემცველი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის სწრაფად გაცვლისათვის, მომხმარებელთა დაცვის მიზნით. აღნიშნული სისტემების მეშვეობით მასში ჩართული სახელმწიფოების, ბაზრის ზედამხედველობის ორგანიზაციები დაუყონებლივ იღებენ ინფორმაციას იმ საფრთხის შემცველი პროდუქტების შესახებ რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე, რაც საშუალებას აძლევს მათ რომ წინასწარ მნიშვნელოვანი ზიანის გარეშე გაატარონ ეფექტური ღონისძიებები ასეთ პროდუქტებთან მიმართებაში. კოდექსის მე-15 მუხლს ასევე დაემატა „რისკის“, „პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების“, „ეკონომიკური ოპერატორის“ „ბაზარზე ზედამხედველობის“, „ტექნიკური შემოწმების“, „დოკუმენტური შემოწმების“ და „შემოწმების ოქმის“ ტერმინთა განმარტება. გარდა ზემოაღნიშნულისა ცვლილების საფუძველზე ხდება კოდექსის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტის ამოღება, რომლის მიხედვითაც ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ობიექტები წარმოადგენდა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს, აღნიშნულის მიზეზს წარმოადგენს ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივებით მოცულ პროდუქტებზე ზედამხედველობის სხვადასხვა სახის გავრცელება, რადგან ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტები ვრცელდება ისეთ პროდუქტებზე როგორიცაა, მათ შორის, სამედიცინო მოწყობილობები რომლებზე ზედამხედველობასაც განახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ასევე, რადიო მოწყობილობები, რომელზე ზედამხედველობისთვისაც განსაზღვრულია კომუნიკაციების კომისია და ა.შ. იმისათვის, რომ ეკონომიკურმა ოპერატორებმა არ განათავსონ ბაზარზე ისეთი პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამება მისთვის დადგენილ მოთხოვნებს საჭიროა ეფექტური სანქციების დაწესება, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კოდექსის 42-ე მუხლის შემდეგ ემატება 421, 422, 423, 424 და 425 მუხლები, რომლებიც ადგენენ შესაბამის ჯარიმებს ეკონომიკური ოპერატორის მიერ სააგენტოს მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის პროცესის ხელის შეშლისათვის, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობისათვის, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების ამოღების შესახებ სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობისათვის, ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების გამოთხოვის შესახებ სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობისათვისა და ეკონომიკური მიერ ოპერატორის პროდუქტის/პროდუქტების განადგურების შესახებ სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობისათვის. კოდექსის მე-19 მუხლის შემდეგ დამატებული მე-192 1 მუხლი, განსაზღვრავს სააგენტოს მიერ ბაზრის ზედამხედველობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესს. ამასთან, ასევე დაემატა 426 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. პროექტის მიხედვით ხდება სააგენტოსა და კერძო ინსპექტირების ორგანოების უფლებამოსილების გამიჯვნა, არსებული მდგომარეობით, კერძო ინსპექტირების ორგანოები ახორციელებენ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირებას, რომლის შემდეგაც ადგენენ ტექნიკური ინსპექტირების ოქმს, სადაც დაფიქსირებულია შეუსაბამობები. აღნიშნულის საფუძველზე სააგენტო ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და აჯარიმებს ობიექტის მფლობელს. წარმოდგენილი რეგულირების ფორმა მოუქნელია და შეიცავს გარკვეულ წინააღმდეგობებს, პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ კერძო საინსპექციო სააგენტოსათვის ობიექტის ორგანოს მიერ მფლობელის გაცემული ან ოქმი მწარმოებლის არ უნდა წარმოადგენდეს დაჯარიმების საფუძველს. აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანო ობიექტის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში გასცემს ინსპექტირების სერტიფიკატის, ხოლო შეუსაბამობების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისობის ასეთი სერტიფიკატი შეფასების სისტემის არ გაიცემა, საუკეთესო აღნიშნული რეგულაცია საერთაშორისო წარმოადგენს პრაქტიკას, რომლიც მიხედვითაც ხდება არსებული რეგულაციის დახვეწა. ცვლილებების საფუძველზე, ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილება ექნება სააგენტოს, რომლის საფუძველზეც მხოლოდ სააგენტო იქნება უფლებამოსილი შეუსაბამობის შემთხვევაში დააჯარიმოს ობიექტის მფლობელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის და ახალი რედაქციით ყალიბდება მე-4 მუხლის მე-8 ნაწილი, მე-16 მუხლის პირველი ნაწილი და მე-2 ნაწილის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტები, მე-18 მუხლის მე-8 ნაწილი, მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2-მე-4, მე-6 და მე-7 ნაწილები, ასევე, ხდება მე-18 მუხლის მე-5 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის მე-8-მე-12 ნაწილების ამოღება, გარდა ამისა, მე-4 მუხლს ემატება 21-ე პუნქტი, მე-14 მუხლს 11 ნაწილი, მე-15 მუხლს ემატება „ძ“-„ჯ“ ქვეპუნქტები, გარდა ამისა კოდექსს ემატება მე-191 , მე-192 და 42-42 მუხლები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოს სტრუქტურაში უნდა შეიქმნას დამატებითი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც განახორციელებს ბაზარზე განთავსებული საზედამხედველო პროდუქტების ზედამხედველობას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მოახდენს გარკვეულ გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდაზე. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა ხელს შეუწყობს ბიუჯეტში თანხების აკუმულირებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებით გაიზრდება სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხარჯები, ვინაიდან მის სტრუქტურაში შესაქმნელი ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი იქნება დაახლოებით 300. 000 ლარის გამოყოფა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც არ შეასრულებენ ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის მათ დაეკისრებათ ჯარიმა შესაბამისი ოდენობით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონის მოქმედი რედაქციით დაწესებულია ჯარიმა ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის/პროდუქტების შეუსრულებლობისათვის, გამოთხოვის ეკონომიკური შესახებ ოპერატორის სააგენტოს მიერ დადგენილების პროდუქტის/პროდუქტების ამოღების შესახებ სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობისათვის და ეკონომიკური ოპერატორის მიერ სააგენტოს მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ზედამხედველობის პროცესის ხელის შეშლისათვის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 4. ტერმინთა განმარტება 1. პროდუქტი – ყველა მოძრავი ნივთი და ამ ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი“ ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის. 2. უსაფრთხო პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას არ შეიცავს რისკს, ან შეიცავს მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ მინიმალურ რისკს. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან ნაკლები რისკის შემცველი სხვა პროდუქტის ხელმისაწვდომობა არ არის პროდუქტის სახიფათო პროდუქტად მიჩნევის საფუძველი. 3. სახიფათო პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულ „უსაფრთხო პროდუქტის“ განმარტებას. 4. მწარმოებელი: ა) დასრულებული პროდუქტის, ნედლი მასალის ან პროდუქტის შემადგენელი ნაწილის მწარმოებელი, პროდუქტის გადამკეთებელი,აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომლის სახელი, სავაჭრო ან სხვა განმასხვავებელი ნიშანი განთავსებულია პროდუქტზე და რომელიც თავს ამ პროდუქტის მწარმოებლად წარმოადგენს; ბ) უცხოელი დამამზადებლის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი, ან/და პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი, თუ უცხოელ დამამზადებელს საქართველოში არ ჰყავს წარმომადგენელი; გ) პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და რომლის საქმიანობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების მახასიათებლებზე. 5. დისტრიბუტორი – პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და რომელიც პროდუქტის მიმართ სათანადო პირობების დაცვის შემთხვევაში გავლენას არ ახდენს პროდუქტის უსაფრთხოების მახასიათებლებზე. 6. ავტორიზებული წარმომადგენელი − მწარმოებლის მიერ ავტორიზებული პირი, რომელსაც მწარმოებლის ნაცვლად შეიძლება მიმართო ს უფლებამოსილმა პირმა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დაკავშირებით. 7. იმპორტიორი/ პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის პასუხისმგებელი პირი − პირი, რომელიც პასუხისმგებელია სხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებ ისათვის . 8. ბაზარზე განთავსება – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე , გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, პროდუქტის ბაზარზე პირველადი მიწოდება წარმოების, იმპორტ ის , იჯარის, ლიზინგი ს ან სხვა გზით , კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის. პროდუქტის ყოველი მომდევნო მიწოდება არ ითვლება ბაზარზე განთავსებად . 9. ექსპლუატაციაში გაშვება − საქართველოში პროდუქტის პირველად გამოყენება. თუ პროდუქტის ექსპლუატაციის დაწყება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, ექსპლუატაციაში გაშვება შეიძლება დაექვემდებაროს დამატებით ტექნიკურ მოთხოვნებს. 10 . ბაზარზე განთავსებად არ ითვლება შემთხვევა, როდესაც : ა) მწარმოებ ე ლ მა პროდუქტი საკუთარ წარმომადგენლობ ა ს მი ა წოდა; ბ) პროდუქტი მიწოდებულია შემდგომი დახვეწის (მაგალითად, აწყობ ის , შეფუთვ ის , გადამუშავებ ის ან ეტიკეტირებ ის ) მიზნით; გ) პროდუქტი არ არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე; დ) პროდუქტი წარმოებულია საქართველოში სხვა ქვეყანაში ექსპორტის მიზნით; ე) პროდუქტი განკუთვნილია სადემონსტრაციოდ; ვ) პროდუქტი განთავსებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დასაწყობების მიზნით და არ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის, თუ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დასაწყობების ათვ ის ს ხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 1 1 . ტექნიკური დოკუმენტაცია − ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ი საჭირო ინფორმაცია პროდუქტის და პროექტების, წარმოებისა და ექსპლუატაციის შესახებ. 1 2 . შესაბამისობის შეფასება (შშ) – პროცედურები, რომლ ებ ითაც დგინდება, შესრულებულია თუ არა შესაბამისობის შეფასების ობიექტის მიმართ დადგენილი მოთხოვნები . 1 3 . შესაბამისობის შეფასების ობიექტი – მასალა, პროდუქტი, მომსახურება, პროცესი, სისტემა, პირი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისობის შეფასება . 14. შესაბამისობის შემფასებელი პირი – პირი, რომელიც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისობის შეფასებას. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს აკრედიტებული ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა პირი. 1 5 . რეგულირებული სფერო – კანონით განსაზღვრული სფერო, რომელიც პირდაპირ ადგენს ობიექტებს, რომელთა შესაბამისობის შეფასება სავალდებულოა . 1 6 . პროდუქტის გამოთხოვა – ქმედება, რომელიც მიმართულია ს ახიფათო პრო დ უქტის დაბრუნებ ისკენ , რომელიც მწარმოებლის ან დისტრიბუტორის მიერ უკვე მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლ ისა თვის. 1 7 . პროდუქტის ამოღება – ქმედება, რომელიც მიმართულია სა ხიფათო პროდუქტის დისტრიბუციის, მომხმარებლის ათვის შეთავაზების ან მიწოდების შეწყვეტისაკენ. 1 8 . ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტი – ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიღებულია/ დამტკიცებულია ევროკ ომისიისახალი და გლობალური მიდგომის შესაბამისი დირექტივის საფუძველზე და რომელსაც აქვეყნებს ს აჯარო ს ამართლის ი ურიდიული პ ირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო. 1 9 . ერთეულთა საერთაშორისო სისტემა ( SI) – გაზომვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემა, რომელიც რეკომენდებული და მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად ზომისა და წონის გენერალური კონფერენციის მიერ. 20 . დაფასოებული საქონელი – შეფუთული საქონელი, რომლის შეფუთვაზე აღნიშნული ა მისი რაოდენობა, რომელიც გარკვეული სიზუსტით შეესაბამება წინასწარ შერჩეულ ნომინალურ მნიშვნელობას და რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს შეფუთვის გახსნის ან ხილული დაზიანების გარეშე. მუხლი 14. რეგულირების სფერო 1. ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებულ ი რისკ ი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. 2. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, ა გრეთ ვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობანაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. 3. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობებით რეგულირებულ შემდეგ სფეროებზე: ა) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული სფეროები; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ა თვის მიკუთვნებული საქმიანობის, მათ შორის, ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების სფერო; გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების უსაფრთხო წარმოების, ზედამხედველობისა და კონტროლის სფერო ები ; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციის ა თვის მიკუთვნებული სფერო. 4. ამ თავით არ რეგულირდება: ა) სამშენებლო საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას; ბ) საშიშ ობიექტებთან დაკავშირებული ის ობიექტები და საქმიანობა, რომელთა კონტროლს არ ითვალისწინებს ეს თავი . მუხლი 15. ტერმინთა განმარტება ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვ ს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, საშიში ქიმიური ნივთიერება/ნაერთი, სახიფათო ნარჩენი ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს; ბ) მომეტებული ტექნიკური საფრთხე – საფრთხე, რომელსაც შეიცავს სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ობიექტი, ა გრეთვ ე მის შექმნასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული პროცესი, რომლის წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის საფრთხეს და არის მომეტებულ ი რისკ იადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის; გ) ავარია – ობიექტის რღვევა, ნგრევა, აფეთქება ან ემისია, რომელიც იწვევს ადამიანის ინტოქსიკაციას ან სიკვდილს , ან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, გარემოს და მატერიალურ ფასეულობებს; დ) შეუსაბამობა – ობიექტის დაზიანება, წუნი, სათანადო ტექნოლოგიური პროცესიდან გადახრა, რომელიც ზრდის საფრთხის რისკს, აგრეთვე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელიც შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას: დ.ა) არაარსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება შესაძლებელია ჩვეულებრივი საქმიანობის შეჩერების გარეშე, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომელიც უნდა აღმოფხვრას ობიექტის მფლობელმა; დ.ბ) I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სიცოცხლისათვის საშიშ საფრთხეს, თუმცა მომავალში მისი გამოუსწორებლობა მნიშვნელოვან საფრთხეს შე უქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს; დ.გ) II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომლის გამოსწორება სავალდებულოა, მაგრამ დაუყოვნებლივ შეუძლებელია და რომელიც მოცემული მომენტისათვის არ წარმოშობს სიცოცხლისათვის საშიშ საფრთხეს, თუმცა მომავალში მისი გამოუსწორებლობა მნიშვნელოვან საფრთხეს შე უქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებულ ი ადამიან ი ს ა და მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს; დ.დ) I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიან ი ს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა; დ.ე) II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა – შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დარღვევის მქონე ობიექტთან უშუალოდ დაკავშირებული ადამიანის და მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს და რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება სავალდებულოა ; ე) ინსპექტირება – ბაზარზე ზედამხედველობის მიზნით ობიექტის საქართველოს კანონმდებლობითა და ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური ინსპექტირების, დოკუმენტური კონტროლისა და მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის ფორმებით, პროფესიული შეფასების საფუძველზე. ინსპექტირების ფორმებია: ე.ა) ტექნიკური ინსპექტირება – ინსპექტირების ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ობიექტის ადგილზე შემოწმება, რომელიც მოიცავს ასევე ობიექტის ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას; ე.ა 1 ) მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობა – დამკვეთის მოთხოვნით მშენებლობის პროცესში მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე.ბ) დოკუმენტური კონტროლი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების მასალების ანალიზი, შეფასება და სათანადო რეაგირება; ვ) ინსპექტირების ორგანო – ობიექტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ა გრეთ ვე სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო; ზ) ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია – ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია მოიცავს: ზ.ა) ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ზ.ბ) ინფორმაციას ობიექტის მფლობელის შესახებ; ზ.გ) ინფორმაციას ობიექტის მწარმოებლის/მშენებლის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ზ.დ) ობიექტის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს; ზ.ე) ინფორმაციას ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ; ზ.ვ) ინფორმაციას ობიექტზე განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ; ზ.ზ) ინფორმაციას ობიექტზე მომხდარი ავარიის შესახებ; ზ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სხვა პარამეტრებს, ასეთ ებ ის არსებობის შემთხვევაში; ზ.ი) სანებართვო ობიექტის ნებართვის ნომერს ან შესაბამისი აქტის ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; თ) სამშენებლო საქმიანობა – ობიექტის მშენებლობის, მონტაჟის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის პროცესი; ი) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები; კ) სიმტკიცე – სამშენებლო ნაკეთობისა და კონსტრუქციის, მათი შეერთების კვანძების, შენობანაგებობის საძირკვლის, გრუნტის თვისება , რღვევის გარეშე აიტანოს დატვირთვების საანგარიშო მაჩვენებლები; ლ) მდგრადობა – შენობა-ნაგებობის უნარი, შეინარჩუნოს მდგრადი წონასწორობა საანგარიშო დატვირთვების ზეგავლენისას; მ) საიმედოობა – შენობა-ნაგებობის, მისი საინჟინრო სისტემების, მზიდი კონსტრუქციების ნორმებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება ექსპლუატაციის მთელ პერიოდში; ნ) დამკვეთი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს; ო) მენარდე – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც დაკვეთის საფუძველზე ასრულებს საპროექტო-საძიებო ან/და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს; პ) მოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა იმ ფიზიკური ან იურიდიული პირისა, რომელსაც სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოეშვა ნივთით დროებით სარგებლობის უფლება), რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აქვს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი და სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის ამ უფლების რეგისტრაცია არ განუხორციელებია; ჟ) მშენებლობის ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია; რ) სამშენებლო სამართალდარღვევა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ თავით ; ს) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება – სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება; ტ) სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორება – სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების ან/და დადგენილების საფუძველზე დამრღვევის მიერ განხორციელებული მშენებლობის სამშენებლო დოკუმენტის ან/და სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას; უ) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერიტორიები, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები, ა გრეთვე კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, საკურორტო-სარეკრეაციო და სხვა ზონები, სადაც მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილია დამატებითი სპეციალური პირობები; ფ) სამშენებლო დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ ინფორმაციას და მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის განხორციელების საფუძველია; ქ) განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა – საქართველოს დედაქალაქის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქების, საკურორტო და სარეკრეაციო ზონების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების ის ნაწილები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; ღ) მითითება – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემული შენიშვნა შეუსაბამობაზე და მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს გონივრულ ვადას ,რომელშიც დამრღვევმა უნდა შეასრულოს მითითებაში მოცემული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად ; ყ) ინსპექტირების ოქმი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ან სხვა ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს შემოწმების შედეგებს და შესაბამისობის შეფასების მონაცემებს ; შ) ტექნიკური სერტიფიკატი – ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას ; ჩ) მონიტორინგის ნუსხა – კრიტიკული შეუსაბამობის მქონე ობიექტების ჩამონათვალი, რომელსაც ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და რომელში შეტანილ ობიექტებზე მონიტორინგს ახორციელებს კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრამდე ; ც) მსგავსი ტიპის შეუსაბამობა − ობიექტებზე არსებული მსგავსი ტიპის ელექტრულ და მექანიკურ მანქანა-დანადგარებზე, მექანიზმებსა და მოწყობილობებზე, ა გრეთ ვე მსგავს ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებით არსებული დარღვევები. მუხლი 16. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას. 2. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გასცემს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის , რადიაციული და ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვას; ბ) გასცემს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვას; გ) ახორციელებს ობიექტის რეგისტრაციას ობიექტების უწყებრივ რეესტრში; დ) ახორციელებს ობიექტის სავალდებულო ინსპექტირებას აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ე) დამრღვევს აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას; ვ) ახორციელებს ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების ოქმების დოკუმენტურ კონტროლს ტექნიკური ინსპექტირების ოქმებისა და ინსპექტირების ორგანოების ანგარიშების ანალიზის მეშვეობით; ზ) გასცემს მითითებ ა ს ან/და განსაზღვრავს გონივრულ ვადას შეუსაბამობის გამოსწორებისათვის; თ) ხელს უწყობს ამ თავით განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას ; ი) ახორციელებს დასახლებათა და სხვა ტერიტორიულ ერთეულთა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების დოკუმენტების შემუშავების ხელშეწყობას, მათი განხილვის ორგანიზებას, მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში; კ) აწარმოებს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას; ლ) შე ი მუშავებს სამშენებლო-საპროექტო ნორმებს, წესებს, ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს მისი კომპეტენცი ი ს თვისმიკუთვნებულ სფეროებში; მ) ახორციელებს პერსონალის გადამზადებას, სწავლებას და ამ მიზნით ატარებს ტრენინგებსა და კურსებს. 3. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის მისაღებად, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების გარდა, ნებართვის მაძიებელი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დამატებით წარუდგენს: ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებისას სამუშაოთა წარმოების სიტუაციურ გეგმას, პროექტს ან პასპორტს; ბ) მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების შესახებ . 4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკ ებ ის შესაბამისი დაწესებულებები ახორციელებენ ობიექტებ ი სზედამხედველობას, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტ ებ ის მშენებლობის ნებართვ ი ს გაცემისადმი დაქვემდებარებული ობიექტებისა. 5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ს ფუნქციებია : ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში – განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში; ბ) უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვა; გ) განახორციელოს უფლებამოსილი ორგანოების მეთოდ ოლოგიური ხელმძღვანელობა; დ) ამ კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, მშენებლობი სმონაწილეთა მიერ მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა-ნაგებობის საექსპლუატაციო საიმედოობის დაცვა; ე) გააკონტროლოს მშენებლობი ს მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მოთხოვნების დაცვა . 6. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ზედამხედველობის დროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სამშენებლო ობიექტები; ბ) მშენებლობი ს მონაწილეებს მოსთხოვოს ყველა აუცილებელი საპროექტო, ნორმატიული, საშემსრულებლო და სამშენებლო მასალის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტ ებ ი; გ) სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობი ს მონაწილეთა მიმართ გასცეს მითითება მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მითითება გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამშენებლო ობიექტზე არსებული (შემოტანილი) სამშენებლო მასალები, ნაკეთობები და კონსტრუქციები ვერ უპასუხებს დადგენილ მოთხოვნებს და მათი გამოყენება უნდა აიკრძალოს. მითითება გაიცემა აგრეთვე სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევის შემთხვევაში; დ) ამ კოდექსის 25-ე და 26-ე მუხლებით დადგენილი წესით შეაჩეროს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობა ან უნებართვო დემონტაჟი. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის ან უნებართვო დემონტაჟის შეჩერების საფუძველი შეიძლება იყოს: დ.ა) მშენებლობის ან დემონტაჟის სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელება; დ.ბ) მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობა, რომლის გამოსწორება მშენებლობის შეჩერების გარეშე შეუძლებელია; დ.გ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა; ე) დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში დამკვეთს ან სამშენებლო ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ლაბორატორიული გამოცდებისა და გაზომვების ჩატარება. თუ დარღვევა დადასტურდა, ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯებს გაიღებს დამრღვევი ; წინააღმდეგ შემთხვევაში ხარჯებს გაიღებს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო; ვ) მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს: ვ.ა) უნებართვო მშენებლობის თაობაზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითების შეუსრულებლობა; ვ.ბ) მშენებლობის პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევით განხორციელება, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა; ვ.გ) შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს, არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა და საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია. 7. ამ მუხლით, ამ კოდექსის 25-ე, 25 1, 26-ე და 43-ე–54-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს სხვა ობიექტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები. 8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) მიზნობრივი გრანტები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული (შესასრულებელი) სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) სააგენტოს მომსახურების საფასური; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიზნების განხორციელებას ა და ფუნქციების შესრულებას. 10. ამ მუხლის მე-8 ნაწილის „ დ “ ქვე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . მუხლი 18. ობიექტები და მათი ზედამხედველობა 1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები თ გათვალისწინებული ობიექტების ზედამხედველობის წესი და მახასიათებლები/პარამეტრები, რომელთა მიხედვითაც ისინი მიეკუთვნება ობიექტებს. 2. ობიექტები ექვემდებარება ზედამხედველობას. 3. ობიექტების ზედამხედველობა ხორციელდება ორი სახით: ა) ნებართვის გაცემითა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლით; ბ) პერიოდული ინსპექტირებით. 4. ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე: ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება; ბ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ( მათ შორის, რადიაციული და ბირთვული ობიექტების ) მშენებლობა. 5. ობიექტებია: ა) კარიერი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. კარიერი არის წიაღისეულის მოპოვების მიზნით ნიადაგის ზედაპირზე გაკეთებული თხრილი ან ჭრილი, რომლის ზედაპირი ღიაა კარიერის ექსპლუატაციის მთელ პერიოდში და რომელსაც აქვს დატერასებული მისადგომი გზები მომსახურე ტრანსპორტის გადაადგილებისათვის ; ბ ) მაღარო − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში . მაღარო არის სამთო საწარმო , სადაც მიწისქვეშა დამუშავებისხერხით მოიპოვება მადანი , სამთო - ქიმიური ნედლეული , საშე ნიმასალა ; გ) შახტი − სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევაში. შახტი არის სამთო საწარმო, სადაც მიწისქვე შ ა სამთო სამუშაოებითმოიპოვება ფენოვანი სასარგებლო წიაღისეული ; დ) ბუნებრივი გამოქვაბული და მღვიმე, სადაც ხდება ადამიანთა ორგანიზებული დაშვება; ე) (ამოღებულია - 26.12.2014, №3004); ვ) (ამოღებულია - 26.12.2014, №3004); ზ) ჟანგბადის წარმოება და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესი; თ) თხევადი ჟანგბადის წარმოება; ი) რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნა; კ) სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარი; ლ) ნავთობბაზა; მ) მაგისტრალური ნავთობსადენი; ნ) მაგისტრალური გაზსადენი; ო) ამწე მოწყობილობა; პ) ლიფტი; ჟ) ესკალატორი; რ) ფუნიკულიორი; ს) საბაგირო გზა; ტ) ატრაქციონი; უ) საქვაბე დანადგარი; ფ) წნევაზე მომუშავე ჭურჭელი; ქ) ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების (ხელოვნური წყალსატევები, კაშხლები, სარეგულაციო ნაგებობები, ჰიდრო ტექნიკურინაგებობები) კონსტრუქციული მდგრადობა; ღ) ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამე ნ ტებით გა ნ საზღვრული ობიექტები ; ყ) ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი ( ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურ ებ ი) . შენიშვნა: ავტოგასამართი სადგურის ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებული ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით. 6. ამ თავის მიზნებისათვის ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ობიექტები არის რეგულირებული სფერო და მათ ზედამხედველობას ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, გარდა იმ შემთ ხ ვევისა , როდესაცტექნიკური რეგლამენტი ზედამხედველად სხვა ორგანოს ან/და პირს განსაზღვრავს . 7. ზღვრულ ი ტექნიკურ ი პარამეტრებ ი , რომ ე ლ თა მიხედვითაც ობიექტები ჩაითვლე ბი ა ნ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველად , დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. 8. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს იმ სფეროებში, სადაც არ არის ინსპექტირების ორგანო. ინსპექტირების ორგანოს აკრედიტებისა და ამოქმედებისთანავე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სა ა გენტო წყვეტს შესაბამის სფეროში ობიექტების ტექნიკურ ინსპექტირებას. იკრძალება ერთი და იმავე ობიექტის პარალელური ინსპექტირება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის საა გ ენტოს და ინსპექტირების ორგანოს მიერ. სამშენებლო საქმიანობაზე ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 19. ობიექტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმები 1. ობიექტის ადგილზე კონტროლი ხორციელდება ინსპექტირებით. 2. დოკუმენტურ კონტროლს ახორციელებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ინსპექტირების ორგანოს მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირების დოკუმენტირებული შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე. 3. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო: ა) არაარსებით შეუსაბამობას ინსპექტირების ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს ცნობად და აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში; ბ) არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში აჯარიმებს ობიექტის მფლობელს, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში , განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის და აკონტროლებს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვადის დაცვას. არსებითი შეუსაბამობის დადგენილ ვად ა ში გამოუსწორებლობის შემთხვევაში შეუსაბამობა იძენს კრიტიკული შეუსაბამობის სტატუსს; გ) კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში გამოსცემს ობიექტის ექსპლ უ ატაციის სრული ან ნაწილობრივი შეჩერების (მათ შორის ,ობიექტზე ტექნოლოგიურ ი პროცესის, ტექნიკურ ი ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის , მათი ნებისმიერი კომბინაციის შეჩერების) შესახებ აქტს, აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისათვის, აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ობიექტების უწყებრივ რეესტრში, ობიექტი შეაქვს მონიტორინგის ნუსხაში, აკონტროლებს , რომ დაცულ იქნეს შეუსაბამობის გამოსწორებისათვის დათქმული ვად ა და არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექ ს პლუატაციის შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას (მათ შორის , ტექნოლოგიური პროცესის, ტექნიკურ ი ნაკეთობის, მექანიზმის, დანადგარის, მოწყობილობის , მათი ნებისმიერი კომბინაციის ექსპლუატაციას ); დ) ობიექტზე არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელ ს ა ჯარიმ ე ბ ს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხით ; ყველა დანარჩენი მსგავსი ტიპის კრიტიკული ან არსებითი შეუსაბამობისშემთხვევაში თითოეულ შეუსაბამობაზე ჯარიმის თანხა ამავე კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული სრული საჯარიმო თანხის ნახევარ ია . 4. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 5. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო არ არის პასუხისმგებელი ობიექტზე მომხდარი დარღვევის ან/და უბედური შემთხვევის გამო , თუ დარღვევა ან/და უბედური შემთხვევა პირდაპირ არ არის გამოწვეული ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ქმედებით. 6. ობიექტის ინსპექტირება დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართლებრივ ა ქტს. 7. ინსპექტირების ორგანოს მიერ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობის აღმოფხვრის დადასტურების საფუძველზე ტექნიკური დასამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ექსპლ უ ატაციის განახლების შესახებ და ამოიღებს მას მონიტორინგის ნუსხიდან. 8. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერებამ შეიძლება გაზარდოს საფრთხე, ან შეჩერება შეუძლებელია ტექნოლოგიური პროცესის ბუნებიდან გამომდინარე. 9. შეუსაბამობის შემთხვევაში, თუ ობიექტის ე ქ სპლ უ ატაციის შეჩერება უზრუნველყოფს საფრთხის აღმოფხვრას, ობიექტის მფლობელს უფლება აქვს , განუსაზღვრელი ვადით შეაჩეროს ობიექტის ექსპლუატაცია შეუსაბამობის გამოსწორების გარეშე და ამის შესახებ აცნობოს ტექნიკურ ი და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. ამ შემთხვევაში შეუსაბამობის გამოსწორების ვალდებულება უქმდება და ტექნიკურ ი და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ს ობიექტ ი შე აქვს მონიტორინგის ნუსხაში და აკონტროლებს, რომ არ მოხდეს გაჩერებული ობიექტის ექსპლუატაცია, ხოლო ობიექტის ფარულად ექ ს პლუატაციი ს შემთხვევაში აჯარიმებს მის მფლობელს და აჩერებს ობიექტის ექსპლუატაციას. 10. დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობა იწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. 11. დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში ობიექტის მფლობელს განესაზღვრება დამატებითი გონივრული ვადა შეუსაბამობის გამოსასწორებლად. 12. თუ შეუსაბამობა არ გამოსწორდება გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება. 13. მითითება ფორმდება აქტის სახით, რომლის ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს, ხოლო მეორე ინახება ინსპექტირების ორგანოში. 14. მითითების გაცნობად ჩაითვლება ინსპექტ ირებ ის განმახორციელებელი პირის მიერ ობიექტის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებელი პირისათვის მითითების შინაარსის გაცნობა და მითითების გადაცემა, რომლის მიღებას პირი ხელმოწერით ადასტურებს, ხოლო აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში – მითითების ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება. 15. მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. 16. მითითების დედანი და ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) შემოწმების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში. ინსპექტირების ოქმის ერთი ასლი რჩება ინსპექტირების ორგანოში, ხოლო თუ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო , ერთი ასლი წარედგინება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს . 17. ობიექტზე არსებული შეუსაბამობა შეიძლება განეკუთვნებოდეს არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობას, რაც აღინიშნება ინსპექტირების ოქმში. 18. ობიექტის ადგილზე კონტროლის უფლება ასევე აქვთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OE C D) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებს, რომლებიც ამ მიზნით რეგისტრირდებიან აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში. 19. ინსპექტირების ჩაუტარებლობის (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობის ა ) შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო აჯარიმებს ობიექტის მფლობელს და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ინსპექტირებ ი ს ჩატარებისათვის. 20. ინსპექტირების გონივრულ ვადაში განმეორებითი ჩაუტარებლობის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. 21. ინსპექტირების ოქმის დედანი და ერთი ასლი გადაეცემა ობიექტის მფლობელს (ან მის წარმომადგენელს) შემოწმების ჩატარებიდან 1 დღის ვადაში. ინსპექტირების ოქმის ერთი ასლი რჩება ინსპექტირების ორგანოში, ხოლო თუ ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო , ერთი ასლი წარედგინება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. 22. ობიექტის მფლობელი ტექნიკურ ი და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგენს ობიექტის მიერ გავლილი ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციას ინსპექტირების გავლიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. 23. ცალკეული ობიექტებისათვის შეუსაბამობების ხარისხი დგინდება შესაბამისი ნორმატიული აქტებით. მუხლი 21. ინსპექტირების ორგანო და მისი უფლება-მოვალეობები 1. ტექნიკურ ინსპექტირებას ახორციელებს ინსპექტირების ორგანო ობიექტის ადგილზე შემოწმების ფორმით. 2. ობიექტზე არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შესახებ ინსპექტირების ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს ტექნიკურ ი და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ს . ასეთი შეუსაბამობა ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში, რომლის ასლი სპეციალური შენიშვნებით/მითითებით ( ასეთ ებ ის არსებობის შემთხვევაში ) 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ტექნიკურ ი და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ს . 3. ინსპექტირების ორგანომ საქმიანობის დაწყებისათვის ტექნიკურ ი და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად. 4. ინსპექტირების ორგანო ტექნიკურ და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს წარუდგენს თავის მიერ ჩატარებული ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ დოკუმენტებს ინსპექტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილი თ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელ აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OE C D) წევრი ქვეყნების ინსპექტირების ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოს ტერიტორიასაც ფარავს. 6. ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების დროს ინსპექტირების ორგანო შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ადგენს ტექნიკური ინსპექტირების ოქმს, ხოლო დადგენილ მოთხოვნებთან ობიექტის სრული შესაბამისობის შემთხვევაში გასცემს ინსპექტირების სერტიფიკატს. 7. ტექნიკურ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის შემთხვ ე ვაში ინსპექტირების სერტიფიკატის ასლ ს ინსპექტირების ორგანოინსპექტირების სერტიფიკატის გაცემიდან 5 დღის ვადაში უ გზავნ ის ტექნიკურ ი და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ,რომელსაც მასში აღნიშნული ინფორმაცია შეაქვს ობიექტების უწყებრივ რეესტრში. 8. არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანო და ობიექტის მფლობელი (ან მისი წარმომადგენელი) თანხმდებიან შეუსაბამობის გამოსწორების გონივრულ ვადაზე, რაც ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილში აღნიშნულ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანოს მიერ შეუსაბამობის გამოსწორების ათვის რეკომენდებული ვადა აისახება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში. 10. ტექნიკური ინსპექტირების ოქმისა და შენიშვნების/მითითების საფუძველზე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხე დ ველობის სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მათი ძალაში შესვლის შესახებ, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ობიექტის მფლობელს და ინსპექტირების ორგანოს, რის შემდეგაც მითითე ბის შესრულება სავალდებულო ხდება. 11. ობიექტის მფლობელი ვალდებულია დადგენილ ვადაში შეუსაბამობის გამოსწორების დადასტურების მიზნით განმეორებით მოიწვიოს ინსპექტირების ორგანო. 1 2 . კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექტირების ორგანო უფლებამოსილია: ა) განუმარტოს ობიექტის მფლობელს შესაძლო შედეგები და გასცეს რეკომენდაცია ობიექტის ან მისი ცალკეული ნაწილ ებ ის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ ტექნიკური ინსპექტირების ოქმში მითითებით; ბ) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ამის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს და გაუგზავნოს ტექნიკური ინსპექტირების ოქმის ასლი; გ) თუ ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერება გამოიწვევს მეტ ზიანს, ვიდრე მისი ექსპლუატაციის გაგრძელება, ან არსობრივად შეუძლებელია პროცესის შეჩერება, ინსპექტირების ორგანო ვალდებულია ამის შესახებ გააკეთოს შენიშვნა ტექნიკური ინსპექტირების ოქმში და 24 საათის განმავლობაში გაუგზავნოს იგი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს . 1 3 . ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტ რ ონული ფორმით. მუხლი 103 . გარდამავალი დებულებები 1. შესაბამისმა უწყებებმა 2013 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ მისაღები ტექნიკური რეგლამენტების პროექტები მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების (ნორმების, წესების, ინსტრუქციების, მოთხოვნების) რევიზიის შედეგად. 2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს და გამოაქვეყნოს საქართველოში მოქმედი/რეგისტრირებული ტექნიკური რეგლამენტების ნუსხა. 3. საქართველოს მთავრობამ წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნოს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრირებული, მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების განახლებული სია. 4. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა ტექნიკური რეგლამენტები საქართველოში სამოქმედოდ არის დაშვებული. 5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი, რომელიც შინაარსობრივად ტექნიკური რეგლამენტია, ექვემდებარება ამ კოდექსის 57-ე მუხლით დადგენილი შესაბამისი ფორმით გამოცემას და ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციას. 6. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ განსაზღვრ ოს მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების უწყებრივი რეესტრის წარმოების წესი. 7. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაადგინოს ამ ავე კოდექსის 21-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმები და დაზღვევის წესი . 8. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომ – აკრედიტაციის ცენტრმა უზრუნველყოს ამ ავე კოდექსის მოთხოვნათა თავის ნორმატიულ აქტებში ასახვა. 9. 201 3 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კოდექსის მე-18 მუხლი ს მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება და დადგენილი წესით მიღება. 1 0 . ამ კოდექსის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ის − ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონ მ დებლობით დადგენილი წესით. 101 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებამდე და ფუნქციონირების დაწყებამდე ამ კოდექსის 271 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას. 1 1 . ამ კოდექსის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. 1 2 . ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მა დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულება და საშტატო ნუსხა. 1 3 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ის − ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-1 4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა. 1 4 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებ ის − ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლედ 1998 − 2003 წლებში წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურების, სხვა საქონლისა და მომსახურების) ნაწილში ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 15. შესაბამისმა უწყებებმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების კოდექსთან შესაბამისობა. 1 6 . ამ მუხლის მე- 1 5 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე მოქმედებს ამ კოდექსის 104-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები . 1 7 . ამ კოდექსის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყო ნ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მარ ე გულირებელ ნორმატიულ აქტებში სათანადო ცვლილებების შეტანა არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრის მიზნით . 18. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია საქართველოში. 19. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული, შესაბამისობის შეფასებისადმი დაქვემდებარებული ობიექტების მიერ შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-18 ნაწილში აღნიშნულ დადგენილებაში. 20. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 მარტამდე განსაზღვროს იმ ქვეყნების ნუსხა, რომლებშიც წარმოებულია რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც საქართველოს ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე. 21. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 ივნისამდე განსაზღვროს შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები. 2 2 . ამ კოდექსის 89-ე მუხლით დადგენილი მოდულების შესაბამისად ქვემოდულები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2 3 . საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ქვეყნების ა და იურისდიქციების ნუსხას, რომ ე ლ თა შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტი საქართველო ში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაიშვება. 24. ამ კოდექსთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა. 2 5 . განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე 2012 წლამდე არ განხორციელდეს ამ კოდექსით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი. 2 6 . ამ კოდექსი ს მოქმედება ვრცელდება ამ ავე კოდექსის ამოქმედებამდე არსებულ ყველა არაფუნქციონირებად/მიტოვებულ, დანგრეულ შენობა-ნაგებობაზე, რომლე ბ იც მოექცევა ამ ავე კოდექსის 47-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ზონაში, ხოლო 6-თვიანი ვადის დინება დაიწყება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ იმავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ზონის განსაზღვრის შესახებ მიღებული აქტის ამოქმედების დღიდან. 2 7 . ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდე ბა ამ ავე კოდექსის 46-ე და 47-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებ ა ზედაც, რომლებიც მის ამოქმედებამდე დაიწყო. 2 8 . ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლითგათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომელზედაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული, დასრულდეს ამ ავე კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 29. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტანდარტების , ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სამართალმემკვიდრე. 30. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე მეწარმე სუბიექტის სტანდარტი (მსტ) ჩაითვალოს საწარმოს შიდა სტანდარტად . იგირეგისტრაციას არ საჭიროებს.