„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-22
ბიუროს ნომერი 126
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი
1.
„სახელმწიფო
შესყიდვების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, გარდა
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო
საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა და საქართველოს კანონის
,,პროდუქტის
უსაფრთხოებისა
და
თავისუფალი
მიმოქცევის
კოდექსის“
მე-191
მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილება,
საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული
ვალდებულებების
ფარგლებში,
ევროკავშირის
საუკეთესო
პრაქტიკის
შესაბამის
ბაზარზე
ზედამხედველობის სისტემის დანერგვისა და იმ პროდუქტების ზედამხედველობის მიზნით,
რომლებისთვისაც შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო
ზედამხედველობის სააგენტო განისაზღვრა, როგორც ზედამხედველობის ორგანო.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონის მიზანს წარმოადგენს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი
ყველა
სახის
შესყიდვებიდან
გამონაკლისად
დამატება
სსიპ
-
ბაზრის
ზედამხედველობის სააგენტოს მიერ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის
კოდექსის“
მე-191
მუხლით
გათვალისწინებულ
ზედამხედველობას
დაქვემდებარებული
პროდუქტის ფარული შესყიდვა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის
მე-2 პუნქტი (კანონის მოქმედების სფერო) ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლითაც დგინდება,
რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება გარდა „სახელმწიფო
საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საიდუმლო შესყიდვებისა, ასევე
არ ვრცელდება სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ „პროდუქტის
უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-191 მუხლის მე-12 ნაწილით
გათვალისწინებულ ზედამხედველობას დაქვემდებარებული პროდუქტის ფარულ შესყიდვაზე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტს არ მოყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ,
ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.
2. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო
შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა.
3. „სახელმწიფო
საიდუმლოების
შესახებ“
საქართველოს
კანონით განსაზღვრულ
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხას და
შესყიდვების განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
31. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებზე:
ა) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის
განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ქვეყნის ეკონომიკის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ
სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის
განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული ადმინისტრაციული და კაპიტალური
ხარჯების ბიუჯეტიდან გამომდინარე შესყიდვები, გარდა არამატერიალურ აქტივებთან, ოქროს
ზოდებთან, საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილ ლარის ბანკნოტებსა და
მონეტებთან, აგრეთვე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირებასთან დაკავშირებული
სახელმწიფო შესყიდვებისა, რეგულირდება ამ კანონით;
ბ) იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახსრებით განსახორციელებელ
სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ითვლებიან რელიგიურ
ორგანიზაციებად;
გ)
ელექტროენერგიის,
გარანტირებული
სიმძლავრის,
ბუნებრივი
გაზისა
და
წყალმომარაგების სახელმწიფო შესყიდვებზე;
დ) (ამოღებულია );
დ 1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო
დაწესებულებისათვის, თავდაცვის ატაშესათვის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვისა და შინაგან
საქმეთა სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
წარმომადგენლებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვაზე;
ე) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს
პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ან/და ქ.
თბილისის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების
მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების
უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების
ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს
მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით
განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე;
ვ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის „საქონელი და მომსახურების“ მუხლით გათვალისწინებულ
ადმინისტრაციული ხელშეკრულებითა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, აგრეთვე მივლინების დროს განსახორციელებელ
სახელმწიფო შესყიდვაზე;
ზ) (ამოღებულია);
თ) საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, თუ აღნიშნული მომსახურების
შესყიდვა ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე–147-ე
მუხლების შესაბამისად;
ი) უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის
უფლებით მიღებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.
კ) ვაუჩერის გამოყენებით განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შესაბამისი
მომსახურების/საქონლის დაფინანსებაზე, აგრეთვე ვაუჩერის განაღდებისა და განაღდებასთან
დაკავშირებულ ოპერაციებზე;
ლ) შეხვედრების ჩასატარებლად შესაბამისი ფართობის დაქირავებასთან დაკავშირებულ
სახელმწიფო შესყიდვებზე;
ლ 1) სოციალური რეკლამის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მათ შორის,
ვებგვერდითა და სოციალური ქსელით, გავრცელებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო
შესყიდვებზე (გარდა ტელერადიოეთერის დროის შესყიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო
შესყიდვისა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობებით);
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ
არარეზიდენტი პირისაგან ტელე-/რადიოპროდუქციის (პროგრამის, გადაცემის, ფილმის,
რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების) ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე
სატელიტური თანამგზავრის საშუალებით ტელე-/რადიოპროდუქციის (პროგრამის, გადაცემის,
ფილმის, რეპორტაჟის, კულტურული ღონისძიების) გავრცელებასთან ან/და მის მიღებასთან
დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე;
ნ) სუვერენული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურებისა და სახელმწიფო ფასიან
ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების შესყიდვებზე, აგრეთვე
აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლისათვის საკრედიტო – სარეიტინგო მომსახურების
თანმდევი ხარჯების ანაზღაურებაზე;
ო) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან აგენტის მიერ ლატარიის ბილეთის
შენახვის, სარეალიზაციო ან/და ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო საქონლის უსასყიდლო
გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;
პ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო
საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლების მქონე პირისაგან მომსახურების სახელმწიფო
შესყიდვაზე;
ჟ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის ორგანიზებისათვის
ან/და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციული და ტექნოლოგიური მხარდაჭერის სახელმწიფო
შესყიდვაზე;
რ) შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზაციის მიზნით
შეძენილი საქონლის სახელმწიფო შესყიდვაზე;
ს) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და
საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე;
ტ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების
სახელმწიფო შესყიდვაზე;
უ) „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის
განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის და
რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემისა და საქართველოს რიჩარდ ლუგარის სახელობის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული
ხარჯებისა და პასუხისმგებლობების გადაცემის შესახებ“ შეთანხმების შესაბამისად ერთიანი
ლაბორატორიული სისტემისათვის განკუთვნილ იმ საქონლის სახელმწიფო შესყიდვებზე, რომლის
ჩამონათვალიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო
ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და
ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები, თუ ეს
ორგანიზაციები
არიან
შესყიდვების
განხორციელებასთან
დაკავშირებული
სამართალურთიერთობის მონაწილენი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან
შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი, მათი,
აგრეთვე სხვა ორგანიზაციების შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
5. (ამოღებულია) .