„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
29.12.2017
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/161/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-22
ბიუროს ნომერი 126

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის შემდგომ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი: „ღ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან ამოღების თაობაზე.“. 2. 89-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 891 მუხლი: „მუხლი 891. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან ამოღების თაობაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულება 1. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების მოვალის იძულებითი ინფორმირებას აღსრულების სააღსრულებო დაწყებისთანავე წარმოების აღმასრულებელი დაწყების თაობაზე, ახორციელებს დადგენილებით განსაზღვრული ქონების აღწერას, მასზე ყადაღის დადებას, საჭიროების შემთხვევაში დალუქვას და კრედიტორისათვის ან მის მიერ მითითებული პირისათვის, ასევე საჭიროების შემთხვევაში მესამე პირებისათვის შესანახად გადაცემას. 2. ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილების იძულებითი აღსრულებისას საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოწვეული იქნეს სპეციალისტი; 3. ამ მუხლით განსაზღვრული დადგენილების იძულებითი აღსრულებისას აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების გაღებას ახორციელებს მოვალე. 4. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილების გამომტანი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნით, აღსრულების ეროვნული ბიურო დადგენილებით განსაზღვრულ ქონებას ათავისუფლებს ყადაღისაგან და მფლობელობაში გადასცემს მოვალეს. 5. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან ამოღების თაობაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულების საფასური განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 6. აღსრულების საფასურის მოვალეზე დაკისრებას უნდა ითვალისწინებდეს პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან ამოღების თაობაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილება. 7. პროდუქტის სავაჭრო ქსელიდან ამოღების თაობაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ხარჯების თანხა ასევე ეკისრება მოვალეს, რომლის აღსრულებაც ხორციელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საფასურთან ერთად. ასეთი ხარჯები დასაბუთებული უნდა იყოს დოკუმენტურად, რის შესახებაც ხარჯების წარმოშობისთანავე დაუყოვნებლივ (მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა) უნდა ეცნობოს მოვალეს. 8. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილების გაუქმების ან სხვა საფუძვლის გამო აღსრულება შეწყდება, აღსრულების საფასურის ნახევრის გადახდა, ასევე ამავე სააღსრულებო საქმეზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილება, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში. რის მიხედვითაც საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ბაზრის ზედამხედველობის სისტემა ინდუსტრიულ და სამომხმარებლო პროდუქტებზე. საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რაზეც გაიცემა შესაბამისი სააღსრულებო ფურცელი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს პროდუქტის ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების იძულებითი აღსრულების ეფექტური პროცედურის შემოღება, რაც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების ან/და გარემოს დაცვას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს ემატება „ღ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც იძულებითი აღსრულებას ექვემდებარება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილება პროდუქტის ამოღების თაობაზე, აღნიშნული ემსახურება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტთან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს მსგავსი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესს, კანონს ემატება 891 მუხლი, რომლის მიხედვითაც, პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილების იძულებითი აღსრულების დაწყებისთანავე აღმასრულებელი ახორციელებს მოვალის ინფორმირებას სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე, დადგენილებით განსაზღვრული ქონების აღწერას, მასზე ყადაღის დადებას, საჭიროების შემთხვევაში დალუქვას და კრედიტორისათვის ან მის მიერ მითითებული პირისათვის გადაცემას. პროექტით ასევე დგინდება, რომ დადგენილების იძულებითი აღსრულებისას აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების გაღების, ქონებას ყადაღისაგან გათავისუფლების წესი და გამოცემული დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებით გაიზრდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტით არ დგინდება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ პირებზე რომლებიც ნებაყოფლობით არ შეასრულებენ პროდუქტის ამოღების შესახებ დადგენილებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით რაიმე გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი არ წესდება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 2. აღსრულების ქვემდებარე აქტები ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება: ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა; ბ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი სასამართლო განაჩენი ფიზიკური პირისათვის ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ან/და ქონების ჩამორთმევის შესახებ; გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინებისა და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში; ე) სასამართლოს ბრძანება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ; ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ; ზ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების ან დაპატიმრების შესახებ; თ) მოსამართლის ბრძანება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII8 თავით გათვალისწინებულ საკითხებზე; ი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის თანახმად, საქართველოსთვის სავალდებულოა; კ) უცხო ქვეყნის სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით; ლ) არბიტრაჟის გადაწყვეტილება; მ) უცხო ქვეყნის არბიტრაჟის ან საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით; ნ) სანოტარო აქტი; ო) გირავნობის მოწმობა; პ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ჟ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ; რ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად სახელმწიფო ქონებისათვის ან/და თვითმმართველი ერთეულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ; ს) რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის და მისი კომიტეტის გადაწყვეტილებები; ტ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; უ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (შემდგომ − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება) და აღსრულების შესახებ ბრძანება; ფ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII13 თავით გათვალისწინებული პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ მოსამართლის ბრძანება; ქ) ლიზინგის მოწმობა.