საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის დეკემბერში გაწეული მუშაობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
26.01.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#1163/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-01-29
ბიუროს ნომერი 127

📜 ტექსტი

წერილი
N 1163 26/01/2018 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის დეკემბერში გაწეული მუშაობის ანგარიშს. დანართი: 9 ფურცელი. პატივისცემით, გიორგი კახიანი თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის დეკემბერში გაწეული მუშაობის ანგარიში 2017 წლის დეკემბერში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქმიანობას კომიტეტის წარმართავდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა დებულების შესაბამისად. კომიტეტში მუშაობა და მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით. კომიტეტი საანგარიშო პერიოდში, როგორც წამყვანი, მუშაობდა შემდეგ საკანონმდებლო აქტების პროექტებზე:  საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ და თანმდევი 13 კანონპროექტი, რომლის ავტორი იყო საჯარო სამსახურის ბიურო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა. კანონპროექტის მიზანი იყო საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურების სამართლიანი, გამჭვირვალე, საჯარო სამსახურის განხორციელების დამსახურებაზე დამკვიდრებული სისტემის უზრუნველყოფა, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, სახელფასო დანამატის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძველი და ზღვრების დარეგულირება. წარმოდგენილი კანონპროექტი აწესრიგებდა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების განსაზღვრის საკითხებს , მიუხედავად მათი დასაქმების სამართლებრივი სტატუსისა, ადგენდა შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობის, ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა აღნიშნულ კანონპროექტთა პაკეტზე. ხდებოდა პარლამენტის კომიტეტებიდან და სხვა სტრუქტურებიდან წარმოდგენილი შენიშვნებისა და მოსაზრებების შეჯერება. გაიმართა არაერთი შეხვედრა ინიციატორთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. კანონპროექტთა პაკეტის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას გამოკვეთილ რიგ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდა მეორე მოსმენით კანონპროექტის განხილვის დროს. უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის შენიშვნები გაზიარებულ იქნა ინიციატორის მიერ. კანონპროექტთა ზემოაღნიშნული პაკეტი კომიტეტის მიერ განხილულ იქნა სამი მოსმენით და თითოეული მოსმენისათვის კომიტეტის დასკვნები წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. 1 საქართველოს კანონის ანაზღაურების შესახებ“ პროექტი „საჯარო დაწესებულებაში თანმდევ 13 კანონპროექტთან ერთად შრომის მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.  „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი კახიანის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. ამ პაკეტის შემუშავების მიზეზი იყო ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის პროექტით გათვალისწინებული ტერმინებისა და საჯარო დაწესებულებებში სათანადო დასაქმებულთა წესისა და პირობების შესაბამისად კანონებსა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანა ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კომიტეტმა იმუშავა წარმოდგენილ პაკეტზე, განიხილა კომიტეტის სხდომაზე სამივე მოსმენით, ზოგიერთი პროექტი დაიხვეწა წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით და კომიტეტის შესაბამისი დასკვნები წარედგინა პარლამენტის ბიუროს. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტები მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ სამივე მოსმენით.  საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ეს პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი და მიზნად ისახავდა საჯარო სამსახურის სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მდგრადობის უზრუნველყოფისათვის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის 2 შესახებ“ საქართველოს საქართველოს კანონის კანონის მიღებამდე პროექტით ,,საჯარო დადგენილი სამსახურის გარდამავალი შესახებ“ პერიოდის გახანგრძლივებას 2018 წლის 31 დეკემბრამდე. ასევე, ამ გარდამავალ პერიოდში, სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი. კერძოდ, საჯარო მიზნით, სამსახურის იქმნებოდა მონიტორინგის ეძლეოდა ფუნქცია, ბიუროს რომ განეხორციელებინა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 125-ე მუხლის პირველი და მე-2 შედეგების მონიტორინგი პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების და საჯარო სამსახურში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით შეემუშავებინა შესაბამისი რეკომენდაციები, ხოლო საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნებოდა ბიუროს რეკომენდაციისა და აღნიშნული ნორმების საფუძველზე მოეხდინა საშტატო ნუსხების კორექტირება. კომიტეტი კომიტეტის საანგარიშო სხდომაზე პერიოდში მუშაობდა წარმოდგენილ იქნა აღნიშნულ კანონპროექტზე. არგუმენტირებული შენიშვნები კანონპროექტის ზოგიერთ მუხლებთან დაკავშირებით. ინიციატორი დაეთანხმა წარმოდგენილ მოსაზრებებს და ამის შედეგად საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 1261 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნა ხოლო იმავე მუხლის მე-7 პუნქტი სხვაგვარად ჩამოყალიბდა. კომიტეტის მიერ ზემოაღნიშნული კანონპროექტი განხილულ იქნა სამივე მოსმენით და წარდგენილ იქნა შესაბამისი დასკვნები. კანონპროექტი მიღებილია სამივე მოსმენით საქართველოს პარლამენტის მიერ.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტში არსებული საქართველოს თავისუფლების ორდენის ნაცვლად, თავისუფლების საპარლამენტო ორდენის დაწესება და პარლამენტის მედლით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხის ცვლილება, კერძოდ, თავისუფლების საქართველოს საპარლამენტო პარლამენტის ორდენით თავმჯდომარის დაჯილდოების მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, რეგლამენტის პროექტის მიზანს წარმოადგენდა აგრეთვე საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკოორდინირებელი ორგანოს-სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლა. 3 კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი ინიციატივა, კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები ორგანოს-სამეთვალყურეო შეეხო საბიუჯეტო საბჭოს ოფისის დაკომპლექტების მაკოორდინირებელი წესს. ინიციატორთან შეთანხმებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 179-ე მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდა შესაბამისი ფორმულირებით. კომიტეტმა აღნიშნული პროექტი განიხილა სამივე მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები. საქართველოს რეგლამენტის ზემოაღნიშნული პროექტი მიღებულია სამივე მოსმენით საქართველოს პარლამენტის მიერ.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.“ რეგლამენტის ეს პროექტი წარმოდგენილი იყო პარლამენტის წევრების რომან კაკულიასა და ლევან კობერიძის საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტის მიერ კომიტეტებისათვის წესით წამყვანი და და მიზნად ისახავდა სავალდებულო საქართველოს დასკვნის წარმდგენი პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების განხილვის ვადების გახანგრძლივებას. ინიციატორთა აზრით, წარმოდგენილი ცვლილებით კომიტეტებს საშუალება მიეცემოდათ ყოველი ინიციატივა განეხილათ ოპტიმალური დროის ფარგლებში, ექნებოდათ შესაძლებლობა კონსულტაციები გაემართათ ყველა დაინტერესებულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან, რაც გაზრდიდა კომიტეტების ინფორმირებულობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხს, კომიტეტების ეფექტიანობას პარლამენტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობაში. გარდა ამისა, პროექტის თანახმად, რეგლამენტის 163-ე მუხლის მე-5 პუნქტს ემატებოდა 51 პუნქტი, რომლის მიხედვით დაუშვებელი ხდებოდა დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის მორიგი სესიის დასრულებამდე 10 დღით ადრე. კომიტეტმა აღნიშნული პროექტი განიხილა პირველი მოსმენით და წარმოადგინა არგუმენტირებული შენიშვნები, მათ შორის ცვლილების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვით დაუშვებელი ხდებოდა დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვის წესის შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის მორიგი სესიის დასრულებამდე 10 დღით ადრე. კომიტეტის მოსაზრებას დაეთანხმა ინიციატორი და განხორციელდა ამ ნაწილის ამოღება პარლამენტის რეგლამენტის პროექტიდან. გარდა ამისა, კომიტეტმა რეგლამენტის პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა იმ დათქმით, რომ ვადის კონკრეტულ ხანგრძლივობაზე კომიტეტი იმსჯელებდა და გადაწყვეტილებას მიიღებდა მეორე მოსმენით პარლამენტის რეგლამენტის პროექტის 4 განხილვის დროს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა რეგლამენტის აღნიშნული პროექტის მეორე მოსმენით კომიტეტის სხდომაზე განხილვისათვის მოსამზადებლად. როგორც წამყვანი, საანგარიშო პერიოდში კომიტეტი მუშაობდა ასევე შემდეგ საკანონმდებლო აქტებზე, ამზადებდა მათ კომიტეტის სხდომაზე განხილვისათვის:  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“. ამ პროექტების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ეკა ბესელია, გიორგი კახიანი და კახაბერ კუჭავა. რეგლამენტის პროექტის უფლებამოსილების მიზანს განხორციელებისას წარმოადგენს პარლამენტის საპარლამენტო წევრების მიერ მათი მოვალეობების ღირსეულად და კეთილსინდისიერად შესრულებისა და მატი ანგარიშვალდებულებების ამაღლების ხელშეწყობა, საქართველოს პარლამენტში ეთიკის საბჭოს შექმნა და ამით ეთიკური ნორმების დაცვის ზედამხედველობის უზრუნველყოფა, აგრეთვე ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულების და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესრულება. ამ პროექტით პარლამენტის წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის გარკვეული საკითხები ასევე წესრიგდება პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით, კოდექსს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, რეგლამენტის პროექტი ასევე ითვალისწინებს ეთიკის საბჭოს შექმნის წესსა და პირობებს, მისი საქმიანობის, და შემადგენლობის განსაზღვრის თავისებურებებს, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხევევაში შესაძლო დისციპლინურ სანქციებს და სხვა.  საქართველოს პარლამენტის პარლამენტის რეგლამენტში რეგლამენტის ცვლილების შეტანის პროექტი „საქართველოს შესახებ“, ამ პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირინე ფრუიძე, თმარ ჩუგოშვილი, გიორგი კახიანი, კკახაბერ კუჭავა, გუგული მაღრაძე და ეკა ბესელია. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კანონპროექტებთან მოქალაქეთა დაკავშირებით, ჩართულობას რომელიც ისეთ მნიშვნელოვან უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის ზოგად ან ნაწილობრივ გადასინჯვას. პროექტი განსაზღვრავს შეხვედრების ჩატარების გეოგრაფიულ არეალს, სავალდებულოს ხდის პარლამენტის 5 ვებგვერდზე შეხვედრების გრაფიკის გამოქვეყნებას და შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს მიაწოდონ საკუთარი მოსაზრებები საყოველთაო-სახალხო საორგანიზაციო კომისიას. ასევე რეგლამენტს ემატება შესაბამისი რეგულაცია, რომლის თანახმად კომიტეტები შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმებს და მოხდება მათი გასაჯაროება, ეს კი ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას მისცემს დროულად მიიღოს ინფორმაცია დაგეგმილი საკანონმდებლო პროცესების შესახებ. გარდა შეხვედრები ამისა, პროექტით საქართველოს წარმომადგენლებს გაუმჯობესებას, შორის, საჯარო სავალდებულო პარლამენტსა რაც და გახდება ყოველწლიური სამოქალაქო საზოგადობის უზრუნველყოფს სექტორში საჯარო კეთილსინდისიერების მომსახურების ამაღლებას და კორპორაციული ანგარიშვალდებულების გაზრდას. საქართველოს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2017 წლის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს მთავრობის მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ზედამხედველობას, რაც საჭიროებს რეგლამენტით რეგულირებას. ასევე პროექტით იგეგმება საბჭოს სახელის ცვლილება, რითაც საბჭოს მუშაობის არსი იქნება გადმოცემული.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესითაა წარმოდგენილი, რეგლამენტის პროექტის წარმოდგენის მიზანია საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტისათვის პრემიერ-მინისტრის მიერ ანგრიშის წარდგენის ვალდებულების სიხშირის ზრდას. ინიციატივის თანახმად, საქართველოს პრემიერმინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ორჯერ საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიების პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. სავალდებულო დასკვნის მომზადების მიზნით კომიტეტი მუშაობდა კანონპროექტთა შემდეგ პაკეტზე: 6  საქართველოს კანონი ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.“ კანონპროექტთა აღნიშნული პაკეტი წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით. კანონპროექტთა პაკეტის შესაბამისად, სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდს“ ენიჭება საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს დაფუძნების უფლებამოსილება, რომლის მიზნები იქნება საერთაშორისო ვაჭრობის, სავაჭრო ბრუნვის ზრდის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება, საწარმოო პროცესების, საგარეო ბაზრებზე ორიენტირებული კონკურენტუნარიანი მეწარმეობის განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა აღემატება 50%-ს, ეკრძალებათ ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა, რაც გადაულახავ ბარიერს ქმნის სს ,,საპარტნიორო ფონდისთვის“ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს დასაფუძნებლად. წარმოდგენილი ცვლილება „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით ადგენს სს ,,საპარტნიორო ფონდის“ საგამონაკლისო უფლებას, დააფუძნოს სადაზღვევო ორგანიზაცია - საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო. გარდა ამისა, პროექტის თანახმად სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შესაძლებელია იყოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან/და საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ სააგენტოსთან განხორციელებულ/განსახორციელებელ ან/და ამ სააგენტოს საქმიანობასთან არ აქვს მიერ ინტერესთა კონფლიქტი. საანგარიში პერიოდში კომიტეტმა იმუშავა ზემოაღნიშნულ კანონპროექტებზე, კომიტეტის სხდომაზე განხილვისას წარმოდგენილ იქნა არგუმენტირებული შენიშვნები, რომელიც გაეგზავნა წამყვან კომიტეტს. გარდა საკანონმდებლო საქმიანობისა, კომიტეტი საანგარიშო პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა, მათ შორის კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საკითხებზე: 7 საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა  და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლი პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, 46-ე მუხლის, 201-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 204 -ე მუხლის შესაბამისად, 2017 წლის 20 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა სამთავრობო პროგრამა და საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი. კომიტეტმა მოუსმინა სამთავრობო პროგრამას, აგრეთვე განიხილა წარმოდგენილი მთავრობის წევრთა კანდიდატურები. კომიტეტმა ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას.  იმის გამო, კომიტეტმა განიხილა რომ შეიქმნა ორი ახალი ფრაქცია, საანგარიშო პერიოდში საპარლამენტო ფრაქციების „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ რეგისტრაციის საკითხები. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში წარმოდგენილი მასალები აკმაყოფილებდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 87-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 89-ე მუხლის მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, რის გამოც კომიტეტმა მხარი დაუჭირა ფრაქციების: „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის და „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ რეგისტრაციას და შესაბამისი დასკვნები გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.  კომიტეტმა შეისწავლა საქართველოს პარლამენტის წევრის გრიგოლ ლილუაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს პრემიერ მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №394 განკარგულებით დაინიშნა საქართველოს მოადგილის სახელმწიფო თანამდებობაზე. უსაფრთხოების აღნიშნულიდან სამსახურის უფროსის გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომიტეტმა მოამზადა დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის წევრის გრიგოლ ლილუაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ და გაუგზავნა პარლამენტის ბიუროს. კომიტეტი საანგარიშო პერიოდში: 8  სწავლობდა კომიტეტებში, დროებით კომისიებსა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო კომისიებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის კვოტების დაცვის მდგომარეობას.  სწავლობდა პარლამენტის წევრების ქონებრივი დეკლარაციებსა და პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს.  აგრძელებდა ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით, პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან და პარლამენტის სტრუქტურებთან. ვებ გვერდზე მიმდინარე წლის დეკემბერში განთავსდა მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ამსახველი განახლებული ინფორმაციები, რომელიც ითვალისწინებდა როგორც შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ ინფორმაციას. გარდა ამისა, გრძელდებოდა კონტროლი და ინფორმაციების დაზუსტება წინა პერიოდში ვადაგასული, ჯერ არ შესრულებული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. მიმდინარეობდა მუშაობა მიმდინარე მოწვევაში, 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ვადაგასული საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოსამზადებლად. 2017 წლის დეკემბერში კომიტეტში მომზადდა და გაიგზავნა ინფორმაცია 2017 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი მუშაობდა ასევე კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. 9