სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2018 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დამტკიცებული მარტვილის და ვანის მუნიციპალიტეტების 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
13.02.2018
ავტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ერეკლე მექვაბიშვილი
ნომერი
#2161/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-19
ბიუროს ნომერი 131

📜 ტექსტი

წერილი
*01602/10* № 01602/10 წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს 2 დამტკიცებულ აუდიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, წარმოგიდგენთ 2018 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დამტკიცებულ მარტვილის და ვანის მუნიციპალიტეტების 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშებს. აღნიშნული საბიუჯეტო დაწესებულებების შემოწმების შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომლებიც აისახა სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშებში. გიგზავნით ზემოაღნიშნული აუდიტის ანგარიშების ელექტრონულ ვერსიებს (თან ერთვის). დანართი: 2 აუდიტის ანგარიშის ელექტრონული ვერსია. პატივისცემით, ერეკლე მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორი
დანართი
ლ მ სა ახ ური სა ხ ე უდიტის მს ა ფო წი რეგისტრაციის N 2/36 მარტვილის მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგებისა და 2016 წელს „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01.00) პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების აუდიტის ანგარიში ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 სარჩევი შემაჯამებელი მიმოხილვა..............................................................................................................................................3 რეკომენდაციები...............................................................................................................................................................4 შესავალი ............................................................................................................................................................................5 ძირითადი ტექსტი ...........................................................................................................................................................8 1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (01.00) ..........................................8 1.1. საქონელი და მომსახურება .........................................................................................................................10 1.1.1. შტატგარეშე მოსამსახურეები ............................................................................................................10 1.1.2. სატრანსპორტო საშუალებები/საწვავი .............................................................................................13 1.1.3. საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურება ............................................................................16 1.2. სხვა ხარჯები..................................................................................................................................................18 1.2.1. 2. სასამართლო გადაწყვეტილებით ანაზღაურებული თანხები .....................................................18 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე ....................................................21 2.1 უარყოფითი მოსაზრება 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების შესახებ ....................................................21 2.2. უარყოფითი მოსაზრების საფუძვლები ..........................................................................................................22 2.2.1 ორგანიზაციის ბალანსი ..........................................................................................................................22 2.2.2 ანგარიში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით.......................................................28 2.2.3 ანგარიში ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების შესახებ...........31 2.2.4 ანგარიში წმინდა ღირებულების შესახებ.............................................................................................31 2.2.5 ანგარიში არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ........................................................32 2.2.6 ინფორმაცია არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვის მონაცემებზე ...........................32 2.2.7 ბალანსის დანართი ფორმები .................................................................................................................33 2.2.8 ინვენტარიზაცია .......................................................................................................................................33 3. შიდა აუდიტი .........................................................................................................................................................34 4. მარტვილის მუნიციპალიტეტში წინა პერიოდში ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობა .....................................................................................36 აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების წესი .................................................................................................................41 აუდიტის ჯგუფის წევრების ხელმოწერები ...........................................................................................................41 2 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 შემაჯამებელი მიმოხილვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი და 2016 წელს „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01.00) პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:  მუნიციპალიტეტმა შტატგარეშე მოსამსახურეები დაიქირავა მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, დაქირავებულების რაც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. ასევე, რაოდენობა აღემატება თვითმმართველობის კოდექსით დადგენილ ზღვრულ ნორმას.  სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. რამდენიმე შემთხვევაში საწვავი გაცემულია საკრებულოს ფრაქციასა და კომისიაზე მათი გაუქმების შემდეგ, ასევე თანამშრომლებზე მათი შვებულებაში ყოფნის დროს. შედეგად, მუნიციპალიტეტმა ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.  სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტმა უკანონოდ გაათავისუფლა სამსახურიდან საჯარო მოსამსახურეები, აღნიშნული პირები აღადგინეს გამგეობის შესაბამის თანამდებობებზე და მათზე გაიცა იძულებითი განაცდური, საადვოკატო მომსახურების და სხვა ხარჯები. მუნიციპალიტეტის მიღებული ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების მიერ, შედეგად, კანონმდებლობის მუნიციპალიტეტის შეუსაბამოდ ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯები გაიწია.  მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგების შესწავლისას გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც არსებით და ყოვლისმომცველ გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე. წინამდებარე ანგარიშში განხილულია აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევა- ნაკლოვანებები ვრცელი ფორმით და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები. 3 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 რეკომენდაციები მარტვილის მუნიციპალიტეტს: რეკომენდაცია №1: მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) შრომითი ხელშეკრულებით პირები არ დაიქირაოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრის დარღვევით, ამასთანავე, ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად1. რაოდენობის აღნიშნული ოპტიმიზაციას და ხელს შეუწყობს საბიუჯეტო მუნიციპალიტეტში თანხების რაციონალურ დასაქმებულთა ხარჯვას. ასევე, მუნიციპალიტეტმა უნდა გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ წინა აუდიტის შედეგად უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულ დარღვევა-ნაკლოვანებებზე რეაგირება. რეკომენდაცია №2: ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის თანხები მუნიციპალიტეტის მიერ გაწეულია ვალდებულების საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის დაცვის გარეშე. აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს წესი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, საწვავის ხარჯვის, სატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციისა და შესყიდვის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის ოპტიმიზაციას და მოვლაშენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. შემუშავებული წესი თავსებადი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან. ასევე, მუნიციპალიტეტმა უნდა გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებსაც ევალებოდათ წინა აუდიტის შედეგად უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულ დარღვევა-ნაკლოვანებებზე რეაგირება. რეკომენდაცია №3: მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, ხარჯის ანაზღაურება არ მოახდინოს შესაბამისი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას. რეკომენდაცია №4: სამართლიანი და უტყუარი ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნით, მარტვილის მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) გონივრულ ვადაში მოაწესრიგოს საბუღალტრო აღრიცხვა და ასახოს შესაბამისი ინფორმაცია ფინანსურ 1 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით. 4 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში ანგარიშგებაში აუდიტის ანგარიშში აღნიშნული შენიშვნების 2018 გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს ისეთი მექანიზმის დანერგვა, რომ სტრუქტურულ ერთეულებს ჰქონდეთ მუდმივი და გამართული კომუნიკაცია, რათა საბუღალტრო სამსახურს დროულად და სრულად მიეწოდოს ბუღალტრული აღრიცხვისათვის აუცილებელი ინფორმაცია მომხმარებლებს საშუალება და დოკუმენტები. ექნებათ მიიღონ შედეგად, ფინანსური სრულყოფილი ინფორმაცია ანგარიშგების მარტვილის მუნიციპალიტეტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. რეკომენდაცია №5: მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან. შედეგად, შესაძლებელი იქნება ინვენტარიზაციის შედეგების (მეტობა ან დანაკლისი) დადგენა და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. შესავალი აუდიტის საგანი მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი და 2016 წელს „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01.00) პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის მიზანი ა) დასაბუთებული რწმუნების მოპოვება იმის შესახებ, ფინანსური ანგარიშგება შეიცავს თუ არა განზრახ ან უნებლიე შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას, რაც აუდიტორს შესაძლებლობას მისცემს, გამოთქვას მოსაზრება აუდიტის ობიექტის ფინანსური ანგარიშგების სისწორეზე - შედგენილია თუ არა ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად; ბ) აუდიტის საგნის მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან (შემდგომში - კრიტერიუმი) შესაბამისობის შესახებ დასკვნების გაკეთება, რეკომენდაციების შემუშავება და აუდიტის ანგარიშის გაცემა. აუდიტის ანგარიშში, მათი გამოვლენის შემთხვევაში, აისახება:  მოქმედ კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ ნორმებთან შეუსაბამობა - ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის, საქმიანობის წარმართვის, საჯარო რესურსების გამოყენების და საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაუცველობა. 5 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018  საქმიანობის არაეფექტიანობა - აუდიტის ობიექტის მიერ ეკონომიურობისა და პროდუქტიულობის პრინციპების დაუცველობა.  შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის სისუსტეები ან/და ნაკლოვანებები.  ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად ან/და საჯარო სექტორში ერთგვაროვანი პრაქტიკის დასანერგად. აუდიტის მასშტაბი აუდიტის მასშტაბად განისაზღვრა მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების და 2016 წელს „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის მოქმედ კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობა. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამის აუდიტმა მოიცვა მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაწეული გადასახდელები, ჯამში 2 867.2 ათასი ლარი. ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია მოქმედი კანონმდებლობით და სხვა განხორციელებული საქმიანობის მარეგულირებელი ნორმებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე მოწოდებული ინფორმაციის სისრულესა და სისწორეზე. ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და შენარჩუნებას, რაც საჭიროა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის პროცესის იმგვარი წარმართვისათვის, რომელიც არ შეიცავს შეცდომით ან განზრახ არამართლზომიერი ქმედებით (თაღლითობით) გამოწვეულ არსებით კანონშეუსაბამობებს. აუდიტორის პასუხისმგებლობა აუდიტორი პასუხისმგებელია აუდიტის ანგარიშში ასახული ფაქტობრივი გარემოებების სისწორესა და მიზანშეწონილობაზე. აუდიტი წარიმართა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI 1000-1810; 4000) შესაბამისად, რაც გულისხმობს პროფესიული ეთიკის მოთხოვნებთან შესაბამისობის დაცვას, ასევე აუდიტის დაგეგმვასა და ჩატარებას გონივრული რწმუნების მისაღებად იმის შესახებ, რომ აუდიტის ობიექტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგება და ობიექტის მიერ 2016 წელს „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა არ შეიცავს მოქმედ საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან არსებითი შეუსაბამობის ფაქტებს. აუდიტი ითვალისწინებს პროცედურების ჩატარებას საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებების მოსაპოვებლად აუდიტორული დასკვნის გამყარების მიზნით. პროცედურები შეირჩევა აუდიტორული განსჯის საფუძველზე, რაც მოიცავს არსებითი 6 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში რისკების შეფასებას. ჩვენს მიერ განხორციელებული აუდიტორული 2018 პროცედურები შესაფერისია არსებული გარემოებისთვის. გამოყენებული კრიტერიუმები2  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;  საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;  საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქცია;  „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება;  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“;  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“. ავტომანქანის ზოგადი ინფორმაცია აუდიტის ობიექტის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტი არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც აქვს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, განკარგავს საკუთარ ქონებასა და ბიუჯეტს. მუნიციპალიტეტი აერთიანებს 21 ადმინისტრაციულ ერთეულს. მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 33.1 ათასს კაცს3. მუნიციპალიტეტის 2 2015-2016 წლებში მოქმედი რედაქციის მიხედვით 3 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - www.geostat.ge 7 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 ტერიტორია მოიცავს 880.6 კვ.კმ-ს. ადმინისტრაციული ცენტრია - ქალაქი მარტვილი. მარტვილის მუნიციპალიტეტი „ადგილობრივი საქმიანობას თვითმმართველობის წარმართავს შესახებ საქართველოს ევროპული კონსტიტუციის, ქარტიის“, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიხედვით. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშზე დაყრდნობით, 2016 წელს შემოსულობებმა - 10 486.9 ათასი ლარი, ხოლო გადასახდელებმა 11 269.0 ათასი ლარი შეადგინა. ნაშთის გამოყენება 782.1 ათასი ლარია. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები 2013 წლიდან პროგრამულად იგეგმება. პროგრამა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც დაჯგუფებულია მსგავსი შინაარსის მიხედვით და ხორციელდება გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისობის აუდიტმა მოიცვა 2016 წლის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება 2 867.2 ათასი ლარის ოდენობით. ძირითადი ტექსტი 1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (01.00)4 პროგრამა მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის მართვის ორგანოების გამართულ ფუნქციონირებას. პროგრამიდან ფინანსდება საკრებულოსა და გამგეობის შენახვის ხარჯები, მათ შორის, თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი და სხვ. პროგრამა ასევე მოიცავს არაფინანსური აქტივების ზრდას, გრანტებსა და სხვა ხარჯებს. ბიუჯეტის შესრულების აღმასრულებელი წლიური ორგანოების ანგარიშის მიხედვით, „წარმომადგენლობითი დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, და მარტვილის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს დახარჯა 2 867.2 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 25%. პროგრამა მოიცავს ორ ქვეპროგრამას:  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაფინანსება (პროგრამის კოდი: 01 01)  მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსება (პროგრამის კოდი: 01 02) 2016 წელს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობა დაფინანსდა 937.3 ათასი ლარით, ხოლო გამგეობის - 1 929.9 ათასი ლარით. პროგრამაზე გაწეული გადასახდელები მუხლობრივად ჩაშლილია №1 ცხრილში. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობა, გარდა 01.00 პროგრამისა, მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსებულია აგრეთვე 02.00 პროგრამით. კერძოდ, 2016 წელს პროგრამის გადასახდელებმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურისათვის 70.9 ათასი ლარი შეადგინა. 4 8 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 ცხრილი №1: 2016 წელს 01.00 პროგრამაზე გაწეული გადასახდელები (ათასი ლარი) დაზუსტებული გადასახდელები გეგმა ხარჯები შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება სოციალური უზრუნველყოფა სხვა ხარჯები არაფინანსური აქტივების ზრდა საკასო ხარჯი 2 718.2 2 673.9 1 786.7 1 780.5 602.7 566.6 8.9 8.9 319.9 318.0 195.5 193.3 ფინანსური აქტივების ზრდა 0 0 ვალდებულებების კლება ჯამი 0 0 2 913.7 2 867.2 ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 1 780.5 ათასი ლარი. მათ შორის, თანამდებობრივი სარგოა 1 576.0 ათასი ლარი და პრემია - 204.5 ათასი ლარი. წლის განმავლობაში დანამატი არ გაცემულა. 2016 წელს პრემია გაიცა 3-ჯერ. „საქონელი და მომსახურების“ მუხლიდან დაიხარჯა 566.6 ათასი ლარი და თანხები გადანაწილდა შემდეგი მიმართულებებით: დიაგრამა №1. „საქონლისა და მომსახურების“ მუხლიდან გაწეული ხარჯები წარმომადგენლობი თი ხარჯები 0.6 ათასი ლარი სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება 159.8 ათასი ლარი შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 98.1 ათასი ლარი ტრანსპორტის, ტექნიკის, იარაღის ექსპლოატაცია /მოვლა-შენახვა 148.3 ათასი ლარი „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლიდან რბილი ინვენტარის, უნიფორმის შეძენა, პირად ჰიგიენასთან დაკავშირებული ხარჯები 2.9 ათასი ლარი მივლინებები 9.5 ათასი ლარი ოფისის ხარჯები 147.5 ათასი ლარი დაფინანსდა კომპენსაციები, დროებით შრომისუუნარობისა და დეკრეტული შვებულების გამო. „სხვა ხარჯებიდან“ გახარჯულია 318.0 ათასი ლარი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (0.3 ათასი ლარი). აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ 2016 წელს 9 „სხვა ხარჯების“ მუხლიდან ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 ათასი წელს 316.4 ლარი გაიცა გამგეობის მიერ 2014 თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირებზე, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე5. „არაფინანსური სარეაბილიტაციო აქტივების ზრდის“ სამუშაოები, ასევე ფარგლებში დასრულდა შესყიდულია საკრებულოს კომპიუტერები, შენობის კონდიციონერები, გენერატორი, სკანერი და სხვ. 1.1.საქონელი და მომსახურება „საქონლისა და მომსახურების“ მუხლით ძირითადად ფინანსდება მხარჯავი დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები და მიმართულია ამა თუ იმ სახის მოთხოვნილებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის. 2016 წელს „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, „საქონლისა მოსამსახურეთა და მომსახურების“ ანაზღაურება, წარმომადგენლობითი ხარჯები, მუხლიდან კავშირგაბმულობისა საწვავის ხარჯი, დაფინანსებულია და შტატგარეშე კომუნალური შენობა-ნაგებობების ხარჯები, დაცვის ხარჯი, საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები და სხვ. 1.1.1. შტატგარეშე მოსამსახურეები შტატგარეშე მოსამსახურეების დაქირავება კრიტერიუმი: მუნიციპალიტეტს, თავისი უფლებამოსილებების განხორცილებისას, გარდა შტატით გათვალისწინებული პირებისა, შეუძლია დაიქირაოს შტატგარეშე მოსამსახურეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად6, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში, არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შტატგარეშე მოსამსახურეს შორის ურთიერთობები და უფლება-მოვალეობები რეგულირდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შრომითი ურთიერთობის შესახებ. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით7, მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. გარემოება: 2016 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) 12 შემთხვევაში ხელშეკრულებები გააფორმა და მოსამსახურეები დაიქირავა შემდეგი მოვალეობების შესასრულებლად:  სპეციალისტი ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში;  ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტი; 5 სასამართლოებისა და სხვა კვაზისასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებით დაკისრებული სააღსრულებლო ხარჯები. 6 საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი 8 (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რეგულაციების შესაბამისად). 7 მუხლი 156, პუნქტი 2. 10 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018  კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კონსულტანტი;  გამგეობის რწმუნებული ვეტერანთა საკითხებში;  ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების საქმისწარმოების სპეციალისტი;  სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის კონსულტანტი;  საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის კონსულტანტი;  საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის კონსულტანტი;  საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის კონსულტანტი;  სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხთა კომისიის კონსულტანტი;  ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის კონსულტანტი;  საკრებულოს აპარატის მდივან-რეფერენტი. ხელშეკრულებები ძირითადად მოქმედებდა მთელი წლის პერიოდისთვის და შრომით ურთიერთობებს ფაქტობრივად მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად აწესრიგებდა. აღნიშნული წინააღმდეგობაშია შტატგარეშე მოსამსახურის დაქირავების პრინციპთან. მითითებული შრომითი ხელშეკრულებების შესაბამისად, 2016 წელს ანაზღაურების სახით გაიცა 66.2 ათასი ლარი. ასევე, მუნიციპალიტეტსა და შტატგარეშე მოსამსახურეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა დაქირავებული პირების წახალისებას, მიუხედავად ამისა, 8 პირზე გაცემულია სარვამარტო პრემია - 1.0 ათასი ლარის ოდენობით. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტს შტატგარეშეები დაქირავებული ჰყავდა მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად, მიუხედავად ნაკლოვანების დაფიქსირებისა, მუნიციპალიტეტს (შესაბამის პასუხისმგებელ პირებს) სათანადო რეაგირება არ განუხორციელებია სახელმწიფო საფინანსოეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს მიერ გამოვლენილ/აუდიტის ანგარიშში ასახულ გარემოებაზე და საკითხი არ მოუყვანია მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის დამტკიცების შემდეგ, შტატგარეშე მოსამსახურეებზე პრემია არ გაცემულა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა მარტვილის მუნიციპალიტეტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 14 ერთეულს. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წელს არ არის დაცული კოდექსით დაწესებული ზღვარი. კერძოდ, 2016 წლის განმავლობაში დაქირავებულ შტატგარეშეთა რაოდენობა იყო 17-19, რაც აღემატება კანონით დადგენილ ნორმას. 11 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 ხარვეზი დაფიქსირებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშიც, რომლის მიხედვით, 2015 წელს ხელშეკრულებით დაქირავებული პირების რაოდენობა ნაცვლად 13-ისა იყო 16-21. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტს (შესაბამის პასუხისმგებელ პირებს) აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებული ნაკლოვანება არ გამოუსწორებია. ამდენად, მუნიციპალიტეტმა სათანადო რეაგირება არ განახორციელა სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს მიერ გამოვლენილ და აუდიტის ანგარიშში ასახულ გარემოებაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი ნორმები, მათ შორის დაქირავებულთა რაოდენობის შესახებ მიმართულია საჯარო ფინანსების რაციონალური ხარჯვისკენ და მისი შესრულება მუნიციპალიტეტისათვის სავალდებულოა. მარტვილის მუნიციპალიტეტის (შესაბამისი პასუხისმგებელი პირების) მიერ არ არის დაცული საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნები. ამრიგად, მარტვილის მუნიციპალიტეტმა შტატგარეშე მოსამსახურეები აიყვანა მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად8, შტატგარეშე მოსამსახურე გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში, არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) შტატგარეშე პირებზე გასცა პრემია, თუმცა ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა წახალისებას. ასევე, მუნიციპალიტეტის (შესაბამისი პასუხისმგებელი პირების) მიერ დარღვეულია თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი მოთხოვნა შტატგარეშეთა რაოდენობის შესახებ, არ არის გამოსწორებული წინა აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებული ნაკლოვანებები. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტი 2016 წელს მუნიციპალიტეტმა დაიქირავა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტი, რომელზეც წლის განმავლობაში შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 6.0 ათასი ლარი. 2013 წლის 18 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტსა და სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფდა საინფორმაციო ცენტრს შესაბამისი კადრით, გაითვალისწინებდა საინფორმაციო ცენტრის რეკომენდაციას მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ, უზრუნველყოფდა კონტროლს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების სამუშაო საათებში სამუშაო ადგილზე ყოფნის უზრუნველსაყოფად. 2016 წლის 23 იანვარს მუნიციპალიტეტმა შტატგარეშე მოსამსახურე დაიქირავა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტად. ხელშეკრულების მიხედვით დასაქმებულს დაევალა: ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ტურისტული მარშუტების დაგეგმვა, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი ორგანოსათვის მიწოდება, არსებული და მშენებარე ტურისტული ობიექტების მონიტორინგი, ასევე განმარტებით, 2016 გამგებლის წლის დავალებების განმავლობაში თავის შესრულება. პასუხისმგებელი უფლებამოვალეობებს პირის ახორციელებდა 8 საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი 8 (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რეგულაციების შესაბამისად). 12 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 მარტვილის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, ხვდებოდა ტურისტებს, ზეპირი ფორმით უგეგმავდა მარშუტებს, აწვდიდა სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას, მონაწილეობდა უცხოელებთან შეხვედრებში და სხვ. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტერიტორიული ორგანოა. მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტმა შეზღუდული ფინანსური რესურსები პირველ რიგში გამოიყენოს საკუთარი საქმიანობის ორგანიზებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად. რეკომენდაცია №1: მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) შრომითი ხელშეკრულებით პირები არ დაიქირაოს კანონმდებლობით დადგენილი ზღვრის დარღვევით, ამასთანავე, ხელშეკრულებები გააფორმოს მხოლოდ დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად9. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობის ოპტიმიზაციას და საბიუჯეტო თანხების რაციონალურ ხარჯვას. ასევე, მუნიციპალიტეტმა უნდა გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ წინა აუდიტის შედეგად უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულ დარღვევა-ნაკლოვანებებზე რეაგირება. 1.1.2. სატრანსპორტო საშუალებები/საწვავი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა კრიტერიუმი: მუნიციპალიტეტს ავტოსატრანსპორტო ფუნქციონირებისათვის საშუალებები, რომელთა ესაჭიროება ზღვრული საკუთარი რიცხოვნობა თვითმმართველობებისათვის კანონმდებლობით დარეგულირებული არ არის. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა დადგენილება10, სადაც საბიუჯეტო ორგანიზაციებში განისაზღვრა ავტოსატრანსპორტო სატრანსპორტო საშუალებების საშუალებების ზღვრული ოდენობა, კლასიფიკაციისა და ავტოპარკის შესყიდვის გადანაწილების, ფორმა. დადგენილების მიხედვით, ავტომანქანების ზღვრული ოდენობა დამოკიდებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში საშტატო რიცხოვნობაზე. მთავრობის დადგენილება თვითმმართველობებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი შესრულება. გარემოება: მთავრობის რეკომენდაციის მიხედვით, 2016 მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების წელს მარტვილის განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 6 სამორიგეო ავტომანქანა. 2016 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 5 სამორიგეო და თანამშრომლების საკუთრებაში არსებული 59-61 ავტომანქანით11. 9 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილება „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“. 11 ორ პირს ავტომანქანა არ ჰყავდა და ლიმიტით განსაზღვრული საწვავი სხვა თანამშრომლის მანქანაზე გაიცემოდა. 10 13 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული საწვავის მოხმარების ლიმიტების შესაბამისად, 2016 წელს აღნიშნულ ავტომანქანებზე დაიხარჯა 75.0 ათასი ლარის, მათ შორის, თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე - 62.6 ათასი ლარის ღირებულების საწვავი. ამდენად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები. აღნიშნული ხარვეზი დაფიქსირებული იყო მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშიც, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა საკუთარი 8 ავტომანქანით და ასევე დამტკიცებული ლიმიტების მიხედვით საწვავი გაცემული იყო 76 პირზე. მუნიციპალიტეტს მიუხედავად აუდიტის ანგარიშში (შესაბამის პასუხისმგებელ ნაკლოვანების პირებს) სათანადო დაფიქსირებისა, რეაგირება არ განუხორციელებია სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს მიერ გამოვლენილ/აუდიტის ანგარიშში ასახულ გარემოებაზე და საკითხი არ მოუყვანია მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. საწვავის ხარჯვის ლიმიტები კრიტერიუმი: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოები და თანამდებობის პირები თავიანთი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოსცემენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. სამართლებრივი აქტის სახეებია: ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი. მუნიციპალიტეტში ნორმატიული აქტი გამოიცემა მხოლოდ საკრებულოს დადგენილების სახით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ნორმატიული აქტი უნდა შეიცავდეს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს, ხოლო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ერთჯერადი გამოყენების და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახით მიღება (გამოცემა). გარემოება: მარტვილის მუნიციპალიტეტში, 2016 წელს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და დასაქმებულების სარგებლობაში არსებული ტრანსპორტისთვის საწვავის გამოყოფის საფუძველია საკრებულოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები - განკარგულებები12. 2016 წელს მუნიციპალიტეტის მიერ ავტომანქანებზე გაიხარჯა სულ 117.4 ათასი ლარის საწვავი. საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №88 განკაგულება, 2016 წლის 22 იანვრის №4 და №5 განკარგულებები, 2016 წლის 9 აგვისტოს №51 განკარგულება, 2016 წლის 8 სექტემბრის №60 განკარგულება, 2016 წლის 27 ოქტომბრის №62 განკარგულება. 12 14 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემული განკარგულებები საწვავის ლიმიტების შესახებ გამოიყენებოდა დროებით და მრავალჯერადად. კერძოდ განკარგულებების მიხედვით საწვავი გაიცემოდა მთელი წლის განმავლობაში. ასეთი შინაარსის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი მიეკუთვენება ნორმატიული აქტების კატეგორიას13. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცემული განკარგულება ადგენდა საწვავის გაცემის მრავალჯერადი გამოყენების წესს და თავისი შინაარსით წარმოადგენდა ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. კანონმდებლობის მიხედვით, დაუშვებელია ნორმატიული შინაარსის სამართლებრივი აქტის ინდივიდუალური აქტის სახით მიღება. ამდენად, მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) საწვავის გაცემის პროცესის დარეგულირებისას არ გაითვალისწინა კანონმდებლობის მოთხოვნები და არ უზრუნველყო მისი მიღება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახით. ამდენად, სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზეც 2016 წლის განმავლობაში გაიხარჯა 117.4 ათასი ლარის საწვავი, თავისი შინაარსით არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საწვავის გაცემათა ცალკეული შემთხვევები 2016 წელს საკრებულოში შექმნილი იყო მიწის საკუთრების აღიარების კომისია, რომელიც 2016 წლის 9 აგვისტოს გაუქმდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა ინფორმაცია, რომლის მიხედვით აღნიშნულმა კომისიამ 2016 წლის 21 ივლისის შემდეგ ფაქტობრივად შეწყვიტა საქმიანობა და რაიმე აქტივობა აღარ განუხორციელებია, არ ჩატარებულა სხდომები, კომისიის წევრები არ გასულან ობიექტების დასათვალიერებლად. მიუხედავად ამისა, 2016 წლის 21 ივლისის შემდეგ აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის კუთვნილ ავტომანქანაზე გაიხარჯა 201.6 ლიტრი საწვავი, მათ შორის, კომისიის გაუქმების (9 აგვისტო) შემდეგ - 42 ლიტრი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლის 4 ივლისს გაუქმდა ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, მიუხედავად ამისა, 5, 9 და 10 ივლისს, გაუქმებული ფრაქციის თავმჯდომარის ავტომანქანაზე გაიხარჯა საწვავი 30 ლიტრის ოდენობით. 2016 წელს 323 ლიტრი საწვავი გაიხარჯა 7 პირის კერძო საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებზე, აღნიშნული პირების შვებულებაში ყოფნის დროს. ხარჯვის რაციონალურობის პრინციპიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს საწვავი უნდა გაეცა საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) საწვავი გასცა საკრებულოს ფრაქციასა და კომისიაზე მათი გაუქმების შემდეგაც. ასევე საწვავი გასცა თანამშრომლებზე, მათი შვებულებაში ყოფნის დროსაც. შედეგად, მუნიციპალიტეტმა 13 საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, მუხლი 2. 15 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ დაიცვა ხარჯვის რაციონალურობის პრინციპი. მუნიციპალიტეტის მიერ ამგვარად გაცემული საწვავი არამიზნობრივ ხარჯს წარმოადგენს. რეკომენდაცია №2: ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის თანხები მუნიციპალიტეტის მიერ გაწეულია საბიუჯეტო ვალდებულების დაცვის მუნიციპალიტეტის ასიგნებების გარეშე. ეკონომიური აღნიშნული წარმომადგენლობითმა ორგანომ და რაციონალური საკითხის ხარჯვის დასარეგულირებლად აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს წესი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, საწვავის ხარჯვის, სატრანსპორტო საშუალებების კლასიფიკაციისა და შესყიდვის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის ოპტიმიზაციას და მოვლაშენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. შემუშავებული წესი თავსებადი უნდა იყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან. ასევე, მუნიციპალიტეტმა უნდა გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ წინა აუდიტის შედეგად უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულ დარღვევა-ნაკლოვანებებზე რეაგირება. 1.1.3. საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურება კრიტერიუმი: ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გარდა თანამდებობის პირებისა, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უსასყიდლოდ14. მას შეიძლება აუნაზღაურდეს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა საკრებულოს სხდომებზე დასწრებისთვის, კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობისათვის, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად გაწეული ხარჯები. გამგეობამ ხარჯი უნდა აანაზღაუროს საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება დოკუმენტის (ფორმის) დასახელება, შედგენის თარიღი, სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, რაოდენობა, ფასი, თანხა, სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მხარეთა დასახელება, დოკუმენტის სწორად გაფორმებისათვის პასუხიმგებელ პირთა ხელმოწერები და სხვა მონაცემები . 15 გარემოება: მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები 2016 წელს გაიცემოდა საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №10 დადგენილების 14 „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მუხლი 41, პუნქტი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერს №1321 ბრძანებით დამტკიცებული ,,ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის“ მე-5 მუხლი. 15 16 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 საფუძველზე16, დადგენილების შესაბამისად, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 380 ლარი. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს მისაღები თანხის ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის. საკრებულოს არათანამდებობის პირებს, თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ აუნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებს, ხარჯების ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ 85.7 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად. დოკუმენტური მტკიცებულებები შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ საკრებულოს წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად, რადგან საფუძვლად არ უდევს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. მუნიციპალიტეტი არ ფლობს ინფორმაციას, ნამდვილად გაწეულ იქნა თუ არა ხარჯები, რა ოდენობისაა ის და რა დანიშნულებით იქნა გაწეული. ამრიგად, მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) თანხები აანაზღაურა ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის გარეშე, შედეგად დაარღვია თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნები და 85.7 ათასი ლარი გაიცა საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ. ხარვეზი დაფიქსირებული იყო 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში. კერძოდ, 2015 წელს საკრებულოს წევრებისთვის, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე ანაზღაურებული იყო 67.9 ათასი ლარი. მიუხედავად აუდიტის ანგარიშში ნაკლოვანების დაფიქსირებისა, მუნიციპალიტეტს (შესაბამის პასუხისმგებელ პირებს) სათანადო რეაგირება არ განუხორციელებია სახელმწიფო საფინანსოეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს მიერ გამოვლენილ/აუდიტის ანგარიშში ასახულ გარემოებაზე და საკითხი არ მოუყვანია მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. რეკომენდაცია №3: მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, ხარჯის ანაზღაურება არ მოახდინოს შესაბამისი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ”. 16 პირებისა) უფლებამოსილების 17 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას. 1.2.სხვა ხარჯები „სხვა ხარჯების“ მუხლით როგორც წესი ფინანსდება სხვადასხვა მიზნით განხორციელებული ტრანსფერები, აგრეთვე ისეთი ხარჯვითი ოპერაციები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული. ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიხედვით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, 2016 წელს „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, „სხვა ხარჯების“ მუხლიდან დაფინანსდა „სასამართლოებისა და სხვა კვაზი-სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებით დაკისრებული სააღსრულებლო ხარჯი“ და „მოსაკრებლები“ 318.0 ათასი ლარის ოდენობით. 1.2.1. სასამართლო გადაწყვეტილებით ანაზღაურებული თანხები კრიტერიუმი: კანონმდებლობის მიხედვით17, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს:  პირადი განცხადების საფუძველზე;  საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებასთან დაკავშირებით;   ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო; დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო;  დისციპლინარული გადაცდომისთვის და სხვა მიზეზებით. დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, თუ მას არ ახლავს დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება. გარემოება: 2016 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით, მარტვილის მუნიციპალიტეტმა 18 პირს აუნაზღაურა იძულებითი განაცდური 2014 წლის 19 სექტემბრიდან 2016 წლის 23 ივნისამდე პერიოდისთვის, საადვოკატო მომსახურების და სხვა ხარჯები, სულ - 316.4 ათასი ლარი. 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ამოქმედების შემდეგ, გამგეობამ განიცადა სტრუქტურული ცვლილება: გაუქმდა გამგეობის ტერიტორიული ორგანო და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - რწმუნებულის თანამდებობა. კანონით რწმუნებულის თანამდებობის ნაცვლად შეიქმნა ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 2014 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებების18 საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა 17 ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი. თანამდებობებიდან 17 გათავისუფლდნენ ბრძანებებში მარტვილის მითითებულია, რომ მოხელეები მუნიციპალიტეტის გამგეობის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართელოს კანონი (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რეგულაციების შესაბამისად). 18 2014 წლის 18 სექტემბრის ბრძანებები: №№223, 224, 226, 227, 229, 230, 231, 232, 233, 234, 235, 236, 237, 238, 240, 241, 242 და 2014 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №329. 18 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში რეორგანიზაციის, კერძოდ, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული 2018 ორგანოების გაუქმების გამო შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებასთან დაკავშირებით. გათავისუფლებულ პირებს მიეცათ კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, სულ 35.5 ათასი ლარი. 2014 წლის სექტემბერში გამგებელმა იმავე ადმინისტრაციულ ერთეულებში დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა გამგებლის წარმომადგენლები. დაინიშნა აგრეთვე გამგებლის წარმომადგენლის კოორდინაციის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. 2015 წელს თანამდებობები დაკომპლექტდა კონკურსის წესით. აღნიშნულ საშტატო ერთეულებზე 2014 წლის სექტემბრიდან 2016 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდისთვის შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 475.5 ათასი ლარი. გათავისუფლებულმა პირებმა სასამართლოში გაასაჩივრეს გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები. 2016 წლის 23 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანებები 18 პირის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით „გამგეობაში ჩატარდა რეორგანიზაცია, თუმცა არ მომხდარა შტატების შემცირება, რადგან გამგებლის წარმომადგენლებისა და წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსის თანამდებობები იმდენივე საშტატო ერთეულით განისაზღვრა, რაც მანამდე არსებობდა. გამგებლის წარმომადგენლები და მათი კოორდინაციის განყოფილების უფროსი აღიჭურვა ზუსტად იდენტური ან უფრო ნაკლები ფუნქციებით, უფლებებითა და ვალდებულებებით, ვიდრე რწმუნებულსა და რწმუნებულების კოორდინაციის განყოფილების უფროსს გააჩნდა, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებას, რაც გამორიცხავდა აღნიშნული პირების თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უკანონოდ გაათავისუფლა რა სამსახურიდან აღნიშნული პირები, დაარღვია მათი შრომის უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საჯარო სამსახურის შესახებ კანონით.“ სასამართლომ მუნიციპალიტეტს დაავალა ყველა გათავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენა, მოსარჩელეების სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისთვის მისაღები ხელფასის ოდენობით19. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობას ასევე დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ მათ მიერ საადვოკატო მომსახურებისა და სხვა ხარჯების ანაზღაურება. 2016 წლის 1 ნოემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამოსცა ბრძანებები აღნიშნული 18 პირის თანამდებობებზე აღდგენასთან დაკავშირებით. ბრძანების შესაბამისად, მათ აუნაზღაურდათ იძულებითი 19 2014 წელს გადახდილი კომპენსაციის გათვალისწინებით. 19 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 განაცდური გათავისუფლებიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისთვის, საადვოკატო მომსახურების და სხვა ხარჯები - 316.4 ათასი ლარის ოდენობით. სქემა №1. თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირებთან დაკავშირებული ხარჯები და გამგებლის წარმომადგენლებზე გაცემული ანაზღაურება 2014 წელი 2014 - 2016 წლები • თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირებზე გაიცა კომპენსაცია 35.5 ათასი ლარი ამრიგად, სასამართლო 2016 წელი • გათავისუფლებული პირების ადგილზე დაინიშნენ სხვა პირები, რომლებზეც გაიცა შრომის ანაზღაურება 475.5 ათასი ლარი გადაწყვეტილების მიხედვით, • სასამართლო გადაწყვეტილებით გამგეობამ თანამდებობებზე აღადგინა აღნიშნული პირები და მათზე გასცა განაცდური და სხვა ხარჯები 316.4 ათასი ლარი მარტვილის მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) უკანონოდ გაათავისუფლა რა სამსახურიდან საჯარო მოსამსახურეები, დაარღვია მათი კანონმდებლობით გარანტირებული შრომის უფლებები. შესაბამისად, მმართველობით პროცესში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ კანონმდებლობის შეუსაბამოდ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან 316.4 ათასი ლარის, ხოლო 2014 წლის ბიუჯეტიდან - 35.5 ათასი ლარის დამატებითი ხარჯი გასწია. სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2016 წლის 23 ივნისს, შესაბამისად, განაცდური ხელფასი გაიცა 2014 წლის სექტემბრიდან 2016 წლის 23 ივნისამდე პერიოდისთვის, ხოლო პირების თანამდებობებზე აღდგენა განხორციელდა 2016 წლის 1 ნოემბერს. აღნიშნულმა პირებმა კვლავ მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ხელფასის ანაზღაურება სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან აღსრულებამდე გაცდენილი პერიოდისთვის (2016 წლის 23 ივნისიდან 2016 წლის ნოემბრამდე). მოსარჩელეები აგრეთვე ითხოვენ 2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას, თითოეული წლისათვის ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის აღნიშნული სასამართლო დავა დასრულებული არ არის. 20 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე 2.1 უარყოფითი მოსაზრება 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა თვითმმართველი თემი მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი. აუდიტის ობიექტის ფინანსური ანგარიშგების ფორმები, რომლებზეც გაიცა აუდიტორული მოსაზრება, მოიცავს: 1. ბალანსს; 2. ანგარიშს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით; 3. ანგარიშს არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ; 4. ანგარიშს ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების შესახებ; 5. ანგარიშს წმინდა ღირებულების შესახებ; 6. ანგარიშს არასაბიუჯეტო საქმიანობით მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ; 7. ანგარიშს მიზნობრივი დაფინანსებისა და მიზნობრივი გრანტების შესახებ; 8. ანგარიშს არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ; 9. ანგარიშს არასაოპერაციო შემოსავლებისა და არასაოპერაციო ხარჯების შედეგად ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილებების შესახებ; 10. ინფორმაციას არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვის მონაცემებზე; 11. ინფორმაციას ანგარიშებზე რიცხულ დებიტორულ დავალიანებათა შესახებ; 12. ინფორმაციას ანგარიშებზე რიცხულ კრედიტორულ დავალიანებათა შესახებ; 13. ინფორმაციას დებიტორული დავალიანების შესახებ ორგანიზაციულ ჭრილში; 14. ინფორმაციას კრედიტორული დავალიანების შესახებ ორგანიზაციულ ჭრილში. ფინანსური ანგარიშგების ფორმები წარმოდგენილია აუდიტის ანგარიშის დანართის სახით. აუდიტის ჯგუფი არ გამოთქვამს მოსაზრებას წარმოდგენილი საწყისი ნაშთების სისწორეზე. 2016 სახელმწიფო უარყოფით აუდიტის სამსახური გამოთქვამს წლის ფინანსურ ანგარიშგებაში მოსაზრებას მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე. უარყოფითი მოსაზრების საფუძველია ფინანსური ანგარიშგების ყველა არსებითი ასპექტის შეუსაბამობა შემდეგ საკანონმდებლო მოთხოვნებთან:  „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება;  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქცია;  „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული 21 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება. 2.2. უარყოფითი მოსაზრების საფუძვლები 2.2.1 ორგანიზაციის ბალანსი საბალანსო ტოლობა „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის მიხედვით, სააღრიცხვო სისტემაში ეკონომიკური მოვლენების აღრიცხვისათვის გამოიყენება ორმაგი ჩაწერის მეთოდი . ერთი და იმავე სამეურნეო ოპერაციით 20 გამოწვეული ცვლილება, ერთი და იმავე თანხით აისახება როგორც აქტივების, ასევე მათი ფორმირების წყაროების ამსახველ ანგარიშებში. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბალანსში საბალანსო ტოლობა (აქტივები=ვალდებულებებს+კაპიტალი) არ არის დაცული. კერძოდ, აქტივების საწყისი ნაშთი 27 424.7 ათასი ლარია, ხოლო ვალდებულებების და კაპიტალის ჯამი - 27 278.9 ათასი ლარი. მათ შორის სხვაობა არის 145.8 ათასი ლარი. აქტივების საბოლოო ნაშთია 31 029.7 ათასი ლარი, ვალდებულებების და კაპიტალის ჯამი - 30 405.0 ათასი ლარი, ხოლო მათ შორის სხვაობა - 624.7 ათასი ლარი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ „მიმდინარე ანგარიში არასაბიუჯეტო სახსრებისათვის ხაზინაში“ და „ანგარიში მიზნობრივი გრანტების და მიზნობრივი დაფინანსებისათვის“ მუხლების საწყისი (145.8 ათასი ლარი) და საბოლოო ნაშთები (624.7 ათასი ლარი) წმინდა ღირებულების საწყისსა და საბოლოო ნაშთში ასახული არ არის. გამოვლენილი გარემოების შედეგად დაირღვა ბუღალტრული აღრიცხვის საბალანსო ტოლობა (აქტივები=ვალდებულებებს+კაპიტალი). მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებით და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზაციების შემოსავლების აღრიცხვისათვის გამოიყენება დარიცხვის მეთოდი21. მარტვილის მუნიციპალიტეტმა აუდიტის ჯგუფს წარმოუდგინა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, 2016 წელს გამგეობას ფიზიკური პირებიდან გოგოშა გეგელიადან და მაია სურმავადან უნდა მიეღო საოფისე ფართების საიჯარო გადასახადი, სულ 15.2 ათასი ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტს სხვადასხვა იურიდიული პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის სახით უნდა მიეღო 2.1 ათასი ლარი. 20 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“, მუხლი 8, პუნქტი 1. 21 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება, მუხლი 35. 22 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 აღნიშნული შემოსავლები გამგეობას 2016 წელს არ მიუღია, ხოლო მისაღები შემოსავლები ფინანსურ ანგარიშგებაში არ აუსახავს. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე ბუღალტერიის განყოფილებაში შესაბამისი დოკუმენტაცია არ შესულა. შედეგად, ბალანსში 17.3 ათასი ლარით შემცირებულადაა წარმოდგენილი „მოთხოვნები დარიცხული ჯარიმებით, სანქციებით და საკუთრებასთან დაკავშირებული სხვა შემოსავლებით“ და „წმინდა ღირებულების“ მუხლები. გამოვლენილი გარემოება გავლენას ახდენს ორგანიზაციის ბალანსსა (ფორმა №1) და წმინდა ღირებულების ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №3). გარდა ამისა, არასწორად არის წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშებზე რიცხულ დებიტორულ დავალიანებათა შესახებ და ინფორმაცია დებიტორული დავალიანების შესახებ ორგანიზაციულ ჭრილში (ბალანსის დანართები: ფორმა №7 და ფორმა №9). მოთხოვნები აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ანგარიშზე „მოთხოვნები აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებით“ აღირიცხება აქტივების მისაღებად ავანსად გაცემული სახსრები22. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მარტვილის მუნიციპალიტეტს 2016 წლის ბოლოსათვის ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება 6.2 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის, 4.6 ათასი ლარი არის ი/მ გრიშა კვანტალიანზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გაცემული ავანსი, ხოლო 1.6 ათასი ლარი - სს „ენერგო პრო ჯორჯიასათვის“ გადარიცხული გარე განათების გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ღირებულება. აღნიშნული დებიტორული დავალიანება ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული არ არის. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გამგეობამ 4.6 ათასი ლარი ასახა „დაუმთავრებელი აქტივების“ მუხლში, ხოლო 0.4 ათასი ლარი და 1.2 ათასი ლარი „არასაცხოვრებელი შენობებისა“ და „გაყვანილობის სისტემების“ მუხლებში, რაც არასწორია. გამოვლენილი გარემოების შედეგად, ბალანსში 6.2 ათასი ლარით შემცირებულადაა წარმოდგენილი მუხლი „მოთხოვნები აქტივების მიღებაზე წინასწარი გადახდებით“. გარემოება გავლენას ახდენს ორგანიზაციის ბალანსზე (ფორმა №1). გარდა ამისა, არასწორად არის წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშებზე რიცხულ დებიტორულ დავალიანებათა შესახებ და ინფორმაცია დებიტორული დავალიანების შესახებ ორგანიზაციულ ჭრილში (ბალანსის დანართები: ფორმა №7 და ფორმა №9). ბალანსში გაზრდილადაა წარმოდგენილი „არასაცხოვრებელი შენობებისა“, „გაყვანილობის სისტემების“ და „დაუმთავრებელი აქტივების“ მუხლები. გარემოება გავლენას ახდენს ბალანსზე (ფორმა №1), ანგარიშზე არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ (ფორმა №2-1) და ანგარიშზე არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ (ფორმა №5). დარიცხული ცვეთა გავლენას ახდენს ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლზე (ფორმა №1). ასევე გავლენას ახდენს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი 22 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება, მუხლი 13. 23 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 ფორმა №2), წმინდა ღირებულებისა (ბალანსის დანართი ფორმა №3) და არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ანგარიშებზე (ბალანსის დანართი ფორმა №5). შენობა-ნაგებობები არასაცხოვრებელი შენობები. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 2016 წლის ფინანსურ სამუშაოების ანგარიშგებაში ღირებულება, „არასაცხოვრებელი რომელიც დაიწყო შენობების“ 2016 წელს მუხლში და წლის ასახა ისეთი ბოლოსათვის დაუსრულებელი იყო. კერძოდ : სოფელ პირველი ნამიკოლაოს უბანში საბავშვო ბაღის 23 მშენებლობა - 9.0 ათასი ლარი, სერგიეთის ადმინისტრაციულ ცენტრში საბავშო ბაღის მშენებლობა - 11.1 ათასი ლარი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება გამგეობას უნდა აესახა „დაუმთავრებელი აქტივების“ მუხლში. გამოვლენილი გარემოების შედეგად, 20.1 ათასი ლარით გაზრდილია „არასაცხოვრებელი შენობების“ მუხლი, ხოლო „დაუმთავრებელი აქტივების“ მუხლი შემცირებულია იგივე თანხით. გარემოება გავლენას ახდენს ბალანსზე (ფორმა №1), ანგარიშზე არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ (ფორმა №2-1) და ანგარიშზე არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ (ფორმა №5). დარიცხული ცვეთა გავლენას ახდენს ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლზე (ფორმა №1). ასევე გავლენას ახდენს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი ფორმა №2), წმინდა ღირებულებისა (ბალანსის დანართი ფორმა №3) და არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ანგარიშებზე (ბალანსის დანართი ფორმა №5). გზები. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული გადასახდელებით განხორციელებული ვალდებულებებით ოპერაციების და ხარჯვითი ორგანიზაციების ოპერაციების, აქტივებით შემოსავლების და აღრიცხვისთვის გამოიყენება დარიცხვის მეთოდი; ოპერაციები და სხვა მოვლენები ბუღალტრულ ფორმებში/რეგისტრებში აღირიცხება პირველადი დოკუმენტების მიღების თარიღით და მიეკუთვნება იმ თვის ანგარიშგებას24. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2015-2016 წლებში მარტვილის მუნიციპალიტეტში განხორციელდა სალხინო-ლეცავე-ბალდას გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფაქტობრივმა ღირებულებამ 1 806.9 ათასი ლარი შეადგინა. მათ შორის, 2015 წელს შესრულდა 112.1 ათასი ლარის, ხოლო 2016 წელს - 1 694.8 ათასი ლარის სამუშაო. განხორციელებული პროექტი დაფინანსდა სხვადასხვა წყაროებიდან. კერძოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა (მგფ) დააფინანსა 542.1 ათასი ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 21.3 ათასი ლარით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით 340.0 ათასი ლარით და აგრეთვე ამ მიზნით გამგეობამ მგფ-ისაგან აიღო გრძელვადიანი სესხი 903.5 ათასი ლარის ოდენობით. გამგეობამ განხორციელებული პროექტი ფინანსურ 23 SPA160018131. SPA160021784. 24 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება, მუხლი 9. 24 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში ანგარიშგებაში ნაცვლად მთლიანი ღირებულებისა, ასახა 2016 წლის 2018 ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით გადარიცხული 150.0 ათასი ლარით. გამოვლენილი გარემოებით „გზების“ მუხლი (ცვეთის გარეშე) შემცირებულია 1 656.9 ათასი ლარით. აღნიშნული გავლენას ახდენს ბალანსზე (ფორმა №1) და არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №5). დასარიცხი ცვეთა გავლენას ახდენს ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლზე (ფორმა №1). ასევე გავლენას ახდენს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი ფორმა №2), წმინდა ღირებულებისა (ბალანსის დანართი ფორმა №3) და არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ანგარიშებზე (ბალანსის დანართი ფორმა №5). სხვა ნაგებობები. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, „შენობა-ნაგებობების“ მუხლი მოიცავს საცხოვრებელ შენობებს, არასაცხოვრებელ შენობებს, საგზაო მაგისტრალებს, ქუჩებს, გზებს, ხიდებს, გვირაბებს, გაყვანილობის სისტემებს და სხვა ნაგებობებს25. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გამგეობამ, ფინანსურ ანგარიშგებაში, გარე განათების მოწყობა, ღირებულებით - 0.6 ათასი ლარი ასახა „გზების“ მუხლში, ხოლო 68.8 ათასი ლარის ღირებულების - „გაყვანილობის სისტემების“ მუხლში. გარდა ამისა, 103 დასახელების სტადიონები, მემორიალები, სასაფლაოს შემოღობვები და სკვერები, სულ 1 226.3 ათასი ლარის ღირებულების, ასახული არის „არასაცხოვრებელი შენობების“ მუხლში. აღნიშნული აქტივები გამგეობას უნდა გაეტარებინა „სხვა ნაგებობების“ მუხლში და მიენიჭებინა ცვეთის შესაბამისი ნორმა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული რეგისტრები შექმნილია სხვადასხვა წლებში და საჭიროებს შესწორებას. ერთი მხრივ, „გზების“ მუხლი გაზრდილია 0.6 ათასი ლარით, „გაყვანილობის სისტემების“ მუხლი - 68.8 ათასი ლარით და „არასაცხოვრებელი შენობების“ მუხლი - 1 226.3 ათასი ლარით; მეორე მხრივ, „სხვა ნაგებობების“ მუხლი შემცირებულია შესაბამისი თანხით. გამოვლენილი გარემოება გავლენას ახდენს არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №5). დასარიცხი ცვეთა გავლენას ახდენს ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლზე (ფორმა №1). ასევე გავლენას ახდენს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი ფორმა №2), წმინდა ღირებულებისა (ბალანსის დანართი ფორმა №3) და არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ანგარიშებზე (ბალანსის დანართი ფორმა №5). მანქანა-დანადგარები და ინვენტარი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, „მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის“ მუხლი მოიცავს სატრანსპორტო საშუალებებს და სხვა მანქანა-დანადგარებსა და ინვენტარს26. ფინანსურ ანგარიშგებაში „მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის“ მუხლის საბოლოო ნაშთში აღრიცხულია 501.9 ათასი ლარის ღირებულების აქტივები. აღნიშნული მუხლის ჩაშლის შესახებ 25 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება, მუხლი 22. 26 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება, მუხლი 22. 25 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მუხლი მოიცავს 484.8 ათასი ლარის სხვადასხვა დასახელების მანქანა-დანადგარებსა და ინვენტარს. „მანქანა-დანადგარებისა და ინვენტარის“ მუხლი არასწორადაა წარმოდგენილი შესაბამისი თანხით. გამოვლენილი გარემოება გავლენას ახდენს ბალანსზე (ფორმა №1) და არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №5). დარიცხული ცვეთა გავლენას ახდენს ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლზე (ფორმა №1). ასევე გავლენას ახდენს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი ფორმა №2), წმინდა ღირებულებისა (ბალანსის დანართი ფორმა №3) და არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ანგარიშებზე (ბალანსის დანართი ფორმა №5). სატრანსპორტო საშუალებები. ფინანსურ ანგარიშგებაში, ბალანსის დანართ ფორმა №5-ში ანგარიშში არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ, „სატრანსპორტო საშუალებების“ მუხლის „მიღება არასაოპერაციო შემოსავლებით“ აღრიცხულია 48.0 ათასი ლარი. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ანგარიშში ასახულია შპს „მექანიზატორიდან“ უსასყიდლოდ მიღებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის ღირებულება ნაცვლად 48.0 ათასი ლარისა, 47.5 ათასი ლარია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული სხვაობა გამოწვეულია მექანიკური შეცდომით. გამოვლენილი გარემოებით „სატრანსპორტო საშუალებების“ და „წმინდა ღირებულების“ მუხლები 0.5 ათასი ლარით გაზრდილადაა წარმოდგენილი და გავლენას ახდენს ბალანსზე (ფორმა №1). ასევე გავლენას ახდენს წმინდა ღირებულების ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №3) და არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №5). დარიცხული ცვეთა გავლენას ახდენს ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლზე (ფორმა №1). ასევე გავლენას ახდენს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი ფორმა №2), წმინდა ღირებულებისა (ბალანსის დანართი ფორმა №3) და არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ანგარიშებზე (ბალანსის დანართი ფორმა №5). სხვა დანარჩენი ძირითადი აქტივები მუნიციპალიტეტმა 2016 წელს ხელშეკრულება გააფორმა ი/მ კაპიტონ კაკულიასთან კიწიას ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციისა და ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოებზე, ღირებულებით 19.4 ათასი ლარი27. მათ შორის 2016 წელს შესრულდა 11.3 ათასი ლარის სამუშაო, ხოლო მუნიციპალიტეტმა ანგარიშსწორება განახორციელა 10.9 ათას ლარზე. მუნიციპალიტეტმა 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში „დაუმთავრებელი აქტივების“ მუხლში ნაცვლად 11.3 ათასი ლარისა, ასახა მხოლოდ 5.9 ათასი ლარი. ამასთან, 5.0 ათასი ლარი აღრიცხა „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების“ მუხლში, რაც არასწორია. შედეგად, „დაუმთავრებელი აქტივების“ მუხლი შემცირებულია 5.4 ათასი ლარით, ხოლო აქტოვების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებები 0.4 ათასი ლარით, რაც გავლენას ახდენს 27 SPA160020346. 26 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 ბალანსზე (ფორმა №1), ანგარიშზე არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ (ფორმა №2-1) და ანგარიშზე არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ (ფორმა №5). გარდა ამისა, არასწორად არის წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშებზე რიცხულ კრედიტორულ დავალიანებათა შესახებ და ინფორმაცია კრედიტორული დავალიანების შესახებ ორგანიზაციულ ჭრილში (ბალანსის დანართები: ფორმა №8 და ფორმა №10), ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლი (ფორმა №1), ანგარიში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი ფორმა №2), წმინდა ღირებულების ანგარიში (ბალანსის დანართი ფორმა №3). 2016 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტმა აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განახორციელა 38.7 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა პროექტი. მათ შორის 7.7 ათასი ლარი გადაირიცხა 2016 წელს, ხოლო 31.0 ათასი ლარი - 2017 წელს. მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ნაცვლად მთლიანი ღირებულების „შენობა-ნაგებობების“ მუხლში აღრიცხვისა, „დაუმთავრებელი აქტივების“ მუხლში ასახა 7.7 ათასი ლარი. ამასთან 31.0 ათასი ლარი 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში „აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებების“ მუხლში უნდა ასახულიყო, რაც გამგეობის არ განუხორციელებია. შედეგად, ბალანსში „შენობა-ნაგებობების“ მუხლი შემცირებულია 38.7 ათასი ლარით, ხოლო „დაუმთავრებელი აქტივების“ მუხლი გაზრდილია 7.7 ათასი ლარით. აღნიშნული გავლენას ახდენს ბალანსზე (ფორმა №1), ანგარიშზე არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ (ფორმა №2-1) და ანგარიშზე არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ (ფორმა №5). დასარიცხი ცვეთა გავლენას ახდენს ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლზე (ფორმა №1). ასევე გავლენას ახდენს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი ფორმა №2), წმინდა ღირებულების (ბალანსის დანართი ფორმა №3) და არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ანგარიშებზე (ბალანსის დანართი ფორმა №5). ასევე ბალანსში „აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებების“ მუხლი შემცირებულია 31.0 ათასი ლარით. გამოვლენილი გარემოება გავლენას ახდენს ორგანიზაციის ბალანსზე (ფორმა №1). გარდა ამისა, არასწორად არის წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშებზე რიცხულ კრედიტორულ დავალიანებათა შესახებ და ინფორმაცია კრედიტორული დავალიანების შესახებ ორგანიზაციულ ჭრილში (ბალანსის დანართები: ფორმა №8 და ფორმა №10). აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებები მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ანგარიშზე „აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებები“ აღირიცხება არაფინანსური აქტივების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები28. 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, ბალანსში მუხლი „აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებები“ არ არის აღრიცხული. წარმოდგენილი 28 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება, მუხლი 29. 27 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 ინფორმაციის მიხედვით, გამგეობას 2016 წლის ბოლოსათვის ჰქონდა დავალიანება 190.1 ათასი ლარის ოდენობით29, სალხინო-ლეცავე-ბალდას გზის რეაბილიტაციისათვის. შედეგად, „აქტივების მოწოდებით დარიცხული ვალდებულებების“ მუხლი შემცირებულია 190.1 ათასი ლარით. გამოვლენილი გარემოება გავლენას ახდენს ორგანიზაციის ბალანსზე (ფორმა №1). გარდა ამისა, არასწორად არის წარმოდგენილი ინფორმაცია ანგარიშებზე რიცხულ კრედიტორულ დავალიანებათა შესახებ და ინფორმაცია კრედიტორული დავალიანების შესახებ ორგანიზაციულ ჭრილში (ბალანსის დანართები: ფორმა №8 და ფორმა №10). გრძელვადიანი ვალდებულებები სესხებით მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ანგარიშზე „გრძელვადიანი ვალდებულებები სესხებით“ აისახება სხვადასხვა სახის გრძელვადიანი სესხები და კრედიტები, რომელთა დაფარვით მოსალოდნელია ორგანიზაციიდან ფულადი რესურსების გადინება30. 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, ბალანსში მუხლი „გრძელვადიანი ვალდებულებები სესხებით“ არ არის აღრიცხული. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გამგეობამ 2015 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდისაგან აიღო სესხი 903.5 ათასი ლარის ოდენობით, სალხინო-ლეცავე-ბალდას გზის რეაბილიტაციისათვის. 2016 წლის ბოლოსათვის აღნიშნული სასეხო ვალდებულების დასაფარი ნაწილი 892.7 ათას ლარს შეადგენდა. მუხლი „გრძელვადიანი ვალდებულებები სესხებით“ შემცირებულია 892.7 ათასი ლარით. გამოვლენილი გარემოება გავლენას ახდენს ორგანიზაციის ბალანსზე (ფორმა №1). გარდა ამისა, არასწორად არის დავალიანებათა წარმოდგენილი შესახებ და ინფორმაცია ინფორმაცია ანგარიშებზე რიცხულ კრედიტორული კრედიტორულ დავალიანების შესახებ ორგანიზაციულ ჭრილში (ბალანსის დანართები: ფორმა №8 და ფორმა №10). 2.2.2 ანგარიში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით შრომის ანაზღაურება ანგარიშში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლის საკასო ხარჯი წარმოდგენილია 1 640.2 ათასი ლარით. მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით კი, იგივე მაჩვენებელი 1 622.6 ათასი ლარია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, დაშვებულია შეცდომა, კერძოდ, ფორმა №2-ში „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლი წარმოადგინა ა(ა)იპ-ების საკუთარი შემოსავლებიდან გახარჯული თანხების ჩათვლით. შედეგად, „თანამდებობრივი სარგოს“ მუხლი (საკასო ხარჯი) არასწორად არის წარმოდგენილი შესაბამისი თანხით. აღნიშნული გარემოება გავლენას ახდენს ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლზე (ფორმა №1), ანგარიშზე ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი ფორმა №2) და წმინდა ღირებულების ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №3). მუნიციპალიტეტის ვალდებულება იყო 361.4 ათასი ლარი, საიდანაც 2016 წელს გადაიხადა 150.0 ათასი ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტმა დაუფინანსა 21.3 ათასი ლარი. 30 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება, მუხლი 29. 29 28 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 საქონელი და მომსახურება ოფისის ხარჯები. ანგარიშში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, „ოფისის ხარჯების“ მუხლის საკასო ხარჯი წარმოდგენილია 176.4 ათასი ლარით. მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით კი, იგივე მაჩვენებელი 176.1 ათასი ლარია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, დაშვებულია შეცდომა, კერძოდ, ფორმა №2-ში „ოფისის ხარჯების“ მუხლი წარმოდგენილია ა(ა)იპ-ების საკუთარი შემოსავლებიდან გახარჯული თანხების ჩათვლით. შედეგად, „ოფისის ხარჯების“ მუხლი (საკასო ხარჯი) არასწორად არის წარმოდგენილი შესაბამისი თანხით. აღნიშნული გარემოება გავლენას ახდენს ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლზე (ფორმა №1), ანგარიშზე ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი ფორმა №2) და წმინდა ღირებულების ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №3). ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები. ანგარიშში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის“ მუხლის საკასო ხარჯი წარმოდგენილია 169.9 ათასი ლარით. მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით კი, იგივე მაჩვენებელი 169.1 ათასი ლარია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, დაშვებულია შეცდომა, კერძოდ, ფორმა №2-ში „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლაშენახვის“ მუხლი წარმოდგენილია ა(ა)იპ-ების საკუთარი შემოსავლებიდან გახარჯული თანხების ჩათვლით. შედეგად, „ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის“ მუხლი (საკასო ხარჯი) არასწორად არის წარმოდგენილი შესაბამისი თანხით. აღნიშნული გარემოება გავლენას ახდენს ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლზე (ფორმა №1), ანგარიშზე ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი ფორმა №2) და წმინდა ღირებულების ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №3). ძირითადი კაპიტალის მოხმარება ანგარიშში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, „ძირითადი კაპიტალის მოხმარების“ მუხლის ფაქტობრივი ხარჯი აღრიცხული არ არის. არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ანგარიშისა და წმინდა ღირებულების ანგარიშის მიხედვით, ძირითადი კაპიტალის მოხმარება ათასი 1 281.4 ლარია. გამოვლენილი გარემოებით „ძირითადი კაპიტალის მოხმარების“ მუხლის ფაქტობრივი ხარჯი შემცირებულია შესაბამისი თანხით. აღნიშნული გავლენას ახდენს ანგარიშზე ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი ფორმა №2). პროცენტი მოქმედი კანონმდებლობის წარმოებასთან ან მიხედვით31, მშენებლობასთან ორგანიზაციების უშუალოდ მიერ დაკავშირებული აქტივის შეძენასთან, სესხით სარგებლობის 31 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება, მუხლი 24. 29 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 დანახარჯების კაპიტალიზაცია შესაძლებელია სათანადო პირობების არსებობის შემთხვევაში. კაპიტალიზაცია აქტივის ღირებულების ნაწილის სახით იწყება მაშინ, როდესაც:  აქტივზე გაწეულია პირველადი დანახარჯები;  გაწეულია სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული პირველადი დანახარჯები;  დაწყებულია მოცემული აქტივის გამოსაყენებლად ან გასაყიდ მდგომარეობაში მოსაყვანად პირველადი სამუშაოები. ანგარიშში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, „პროცენტის“ მუხლში ასახულია 66.7 ათასი ლარი. აღნიშნული თანხა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მიერ სალხინო-ლეცავებალდას გზის რეაბილიტაციისათვის აღებული გრძელვადიანი სესხის პროცენტს. გამგეობას კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განეხორციელებინა დანახარჯების კაპიტალიზაცია და გრძელვადიან ფინანსურ ვალდებულებებზე გადახდილი პროცენტი უნდა დაემატებინა უშუალოდ იმ აქტივის ღირებულებისთვის, რომელზედაც მიმართულ იქნა სესხის ძირითადი თანხა. შედეგად „პროცენტის“ მუხლი გაზრდილია 66.7 ათასი ლარით. აღნიშნული გარემოება გავლენას ახდენს ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლზე (ფორმა №1), ანგარიშებზე ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი ფორმა №2) და წმინდა ღირებულებაზე (ბალანსის დანართი ფორმა №3). „გზების“ მუხლი (ცვეთის გარეშე) შემცირებულია 66.7 ათასი ლარით. აღნიშნული გარემოება გავლენას ახდენს ბალანსზე (ფორმა №1), ანგარიშზე არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ (ფორმა №2-1) და ანგარიშზე არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ (ფორმა №5). დასარიცხი ცვეთა გავლენას ახდენს ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლზე (ფორმა №1). ასევე გავლენას ახდენს ანგარიშებზე ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი ფორმა №2), წმინდა ღირებულებაზე (ბალანსის დანართი ფორმა №3) და არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ (ფორმა №5). გრანტები ანგარიშში ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით „გრანტების“ მუხლი წარმოდგენილია 5 000.0 ათასი ლარით. წმინდა ღირებულების ანგარიშისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მიხედვით, „გრანტების“ მუხლი 5.0 ათასი ლარია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია მექანიკური შეცდომით. შედეგად, „გრანტების“ მუხლი გაზრდილია 4 995.0 ათასი ლარით. აღნიშნული გარემოება გავლენას ახდენს ანგარიშზე ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით (ბალანსის დანართი ფორმა №2). 30 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2.2.3 2018 ანგარიში ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გამგეობამ 2015 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აიღო სესხი 903.5 ათასი ლარის ოდენობით, სალხინო-ლეცავე-ბალდას გზის რეაბილიტაციისათვის. 2016 წელს მუნიციპალიტეტმა დაფარა სასესხო ვალდებულება 10.8 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული ოპერაცია ბუღალტრულად უნდა აღრიცხულიყო როგორც ვალდებულების შემცირება და ასახულიყო ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების შესახებ ანგარიშში, რაც არ განხორციელებულა. გამოვლენილი გარემოების შედეგად, ანგარიშში „ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების შესახებ“ (ბალანსის დანართი ფორმა №2-2) ვალდებულებების მუხლი 10.8 ათასი ლარით შემცირებულადაა წარმოდგენილი. 2.2.4 ანგარიში წმინდა ღირებულების შესახებ გრანტები მოქმედი კანონმდებლობის გადასახდელებით მიხედვით, საბიუჯეტო კლასიფიკაციით განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების, განსაზღვრული აქტივებით და ვალდებულებებით ოპერაციების და ორგანიზაციების შემოსავლების აღრიცხვისთვის გამოიყენება დარიცხვის მეთოდი; ოპერაციები და სხვა მოვლენები ბუღალტრულ ფორმებში/რეგისტრებში აღირიცხება პირველადი დოკუმენტების მიღების თარიღით და მიეკუთვნება იმ თვის ანგარიშგებას32. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტმა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო დაფინანსება 508.5 ათასი ლარი გრანტის სახით, რომლითაც განხორციელდა სალხინო-ლეცავე-ბალდას გზის რეაბილიტაცია. გამგეობას აღნიშნული ოპერაცია ბუღალტრულად არ აუსახავს და შესაბამისად, არც ფინანსურ ანგარიშგებაშია წარმოდგენილი. გამოვლენილი გარემოებით შემოსავლებში, კერძოდ „გრანტების“ მუხლში არ აისახა 508.5 ათასი ლარი. აღნიშნული გავლენას ახდენს ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლზე (ფორმა №1). ასევე გავლენას ახდენს წმინდა ღირებულების ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №3). არასაოპერაციო შემოსავლები მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, არასაოპერაციო შემოსავლების ანგარიშზე, აღირიცხება აქტივისა და ვალდებულების ზრდა/კლება, რომელიც ოპერაციების შედეგად არ არის წარმოქმნილი33. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსა მარტვილის მუნიციპალიტეტის კრედიტორული დავალიანება 21.3 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხით განხორციელდა სალხინო-ლეცავე-ბალდას გზის რეაბილიტაცია. გამგეობას 32 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება, მუხლი 9. 33 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება, მუხლი 39. 31 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 აღნიშნული ოპერაცია ბუღალტრულად არ აუსახავს და შესაბამისად, არც ფინანსურ ანგარიშგებაშია წარმოდგენილი. გამოვლენილი გარემოებით „არასაოპერაციო შემოსავლების“ მუხლში არ აისახა 21.3 ათასი ლარი. აღნიშნული გავლენას ახდენს ბალანსში „წმინდა ღირებულების“ მუხლზე (ფორმა №1). ასევე გავლენას ახდენს წმინდა ღირებულების ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №3) და არასაოპერაციო შემოსავლებისა და არასაოპერაციო ხარჯების შედეგად ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილებების შესახებ ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №5-1). 2.2.5 ანგარიში არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ფინანსურ ანგარიშგებაში, „არაწარმოებული აქტივების“ (კერძოდ, მიწის) მუხლის საბოლოო ნაშთში აღრიცხული არის 42 დასახელების მიწა, ღირებულებით 253.9 ათასი ლარი. გამგეობის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურმა აუდიტის ჯგუფს წარმოუდგინა ინფორმაცია საკუთრებაში არსებული მიწის შესახებ, ნორმატიული ფასების მითითებით. ინფორმაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტი 2016 წლის ბოლოსათვის ფლობდა 142 დასახელების მიწის ნაკვეთს, რომელთა ნორმატიული ღირებულება 1 163 ათას ლარზე მეტია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას არ მიეწოდა და ბალანსში აღირიცხება წარდგენისთანავე. გამოვლენილი გარემოება გავლენას ახდენს ბალანსზე (ფორმა №1), კერძოდ, „არაწარმოებული აქტივების“ და „წმინდა ღირებულების“ მუხლები შესაბამისი თანხებით შემცირებულადაა წარმოდგენილი. აღნიშნული გავლენას ახდენს ასევე წმინდა ღირებულების ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №3) და არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №5). ფინანსურ ანგარიშგებაში, ბალანსის დანართ ფორმა №5-ში - ანგარიშში არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ, „არაწარმოებული აქტივების“ მუხლის გასვლა-გაყიდვით არ არის აღრიცხული. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს მუნიციპალიტეტმა აუქციონის ფორმით გაასხვისა 396 კვ.მ მიწა, რომლის საბალანსო ღირებულება 16.4 ათასი ლარი იყო. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მიწის გასხვისების შესაბამისი დოკუმენტაცია ბუღალტრულ განყოფილებას არ მიეწოდა. გამოვლენილი გარემოება გავლენას ახდენს ბალანსზე, კერძოდ „არაწარმოებული აქტივების“ მუხლი 16.4 ათასი ლარით გაზრდილადაა წარმოდგენილი (ფორმა №1). გარემოება ასევე გავლენას ახდენს წმინდა ღირებულების ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №3) და არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ ანგარიშზე (ბალანსის დანართი ფორმა №5). 2.2.6 ინფორმაცია არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვის მონაცემებზე არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, ავტომანქანების რემონტის ხარჯი და სათადარიგო ნაწილების ღირებულება აღრიცხულია 11.6 ათასი ლარით, 32 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 ხოლო საწვავის ხარჯში - 13.1 ათასი ლარი. გამგეობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, იგივე მაჩვენებლები, შესაბამისად, 26.4 ათასი ლარი და 52.8 ათასი ლარია34. გამოვლენილი გარემოების შედეგად, არასწორად არის წარმოდგენილი ინფორმაცია არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვის მონაცემებზე (ბალანსის დანართი ფორმა №6). 2.2.7 ბალანსის დანართი ფორმები საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანების მიხედვით, ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს ბალანსი და ბალანსის დანართი ფორმები, მათ შორის, ფორმა №2-2 - ანგარიში ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების შესახებ, ფორმა №7 - ინფორმაცია ანგარიშებზე რიცხულ დებიტორულ დავალიანებათა შესახებ, ფორმა №8 - ანგარიშებზე რიცხულ კრედიტორულ დავალიანებათა შესახებ, ფორმა №9 ინფორმაცია დებიტორული დავალიანების შესახებ ორგანიზაციულ ჭრილში და ფორმა №10 ინფორმაცია კრედიტორული დავალიანების შესახებ ორგანიზაციულ ჭრილში. ბალანსის აღნიშნული დანართი ფორმები მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ არ მომზადებულა. გამოვლენილი გარემოების შედეგად, ფინანსური ანგარიშგება არასრულყოფილად არის წარმოდგენილი (ბალანსის დანართები: ფორმა №2-2, ფორმა №7, ფორმა №8, ფორმა №9, ფორმა №10). შესაბამისად ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს არ ეძლევათ საშუალება მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. 2.2.8 ინვენტარიზაცია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დებულების“ მიხედვით, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაცია ვალდებულია მოახდინოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციაში აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა ყოველწლიურად, საბიუჯეტო წლის ბოლოს, გარდა უძრავი ქონებისა და საბიბლიოთეკო ფონდებისა, რომელთა აღწერა სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ მაინც. აღნიშნული ბრძანებით, აქტივების სხვადასხვა ჯგუფებისთვის განსაზღვრულია ინვენტარიზაციის ჩატარების რეკომენდებული ვადები. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, 2016 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოახერხა აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენა და მათი შედარება ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან. აღსანიშნავია, რომ უძრავი ქონების ინვენტარიზაცია მუნიციპალიტეტმა განახორციელა 2015 წელს, შესაბამისად, 2016 წელს ხელახლა ჩატარება სავალდებულო არ იყო. 34 2016 წელს საწვავის ხარჯი არის სულ - 118.1 ათასი ლარი, მათ შორის, ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე გაიხარჯა 52.8 ათასი ლარის ღირებულები საწვავი. 33 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 გამოვლენილი გარემოების შედეგად დარღვეულია „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის №605 ბრძანება. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციას სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული მატერიალური მარაგების, ასევე მცირეფასიანი აქტივების მოძრაობაზე. ასევე არ ხდება გამოუყენებელი აქტივების35 გამოვლენა, აქტივებისა და ვალდებულებების შედარება ფაქტობრივ ნაშთებთან. მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებულია ხარვეზი ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ, აუდიტის მიმდინარეობისას ინვენტარიზაცია არ იყო დამთავრებული და შედეგები (მეტობა ან დანაკლისი) გამოყვანილი. რეკომენდაცია №4: სამართლიანი და უტყუარი ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნით, მარტვილის მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) გონივრულ ვადაში მოაწესრიგოს საბუღალტრო აღრიცხვა და ასახოს ანგარიშგებაში აუდიტის ანგარიშში აღნიშნული შესაბამისი ინფორმაცია შენიშვნების ფინანსურ გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ უზრუნველყოს ისეთი მექანიზმის დანერგვა, რომ სტრუქტურულ ერთეულებს ჰქონდეთ მუდმივი და გამართული კომუნიკაცია, რათა საბუღალტრო სამსახურს დროულად და სრულად მიეწოდოს ბუღალტრული აღრიცხვისათვის აუცილებელი ინფორმაცია მომხმარებლებს საშუალება და დოკუმენტები. ექნებათ მიიღონ შედეგად, სრულყოფილი ფინანსური ინფორმაცია ანგარიშგების მარტვილის მუნიციპალიტეტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. რეკომენდაცია №5: მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) განახორციელოს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც უზრუნველყოფს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას და მათ შედარებას ორგანიზაციის სააღრიცხვო მონაცემებთან. შედეგად, შესაძლებელი იქნება ინვენტარიზაციის შედეგების (მეტობა ან დანაკლისი) დადგენა და შესაბამისი მატერიალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. 3. შიდა აუდიტი კრიტერიუმი: მარტვილის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან ფუნქციონირებს შიდა აუდიტის სამსახური. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შიდა აუდიტის სამსახური საქმიანობას ახორციელებს აუდიტის სუბიექტის უფროსის მიერ შემუშავებული, სტრატეგიული გეგმის მიხედვით, რომელსაც ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს დაწესებულების გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს. 35 გარდა უძრავი ქონებისა, რომელთა ინვენტარიზაციაც ტარდება სამ წელიწადში ერთხელ მაინც. 34 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში აუდიტის განხორციელებამდე, თითოეული შიდა აუდიტორული 2018 შემოწმებისათვის შემუშავებული, დამტკიცებული და ობიექტისთვის გაგზავნილი უნდა იყოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა. შიდა აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები უნდა დაეხმაროს ხელმძღვანელობას ორგანიზაციაში ჩამოაყალიბოს ისეთი სისტემები, რომელიც გააუმჯობესებს ფინანსების მართვას, ორგანიზაციის აქტივების დაცვას, ბუღალტრული აღრიცხვის სათანადო წარმოებას და სხვ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას. გარემოება: აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა, შედეგად გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, კერძოდ:  კანონმდებლობის მიხედვით, მუნიციპალიტეტს სტრატეგიული გეგმა. მარტვილის მოუმზადებია. მიზანშეწონილია, უნდა ჰქონდეს შიდა აუდიტის მუნიციპალიტეტს აღნიშნული დოკუმენტი მუნიციპალიტეტმა განსაზღვროს შიდა არ აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებები.  წარმოდგენილი ინფორმაციით შიდა აუდიტის სამსახურის მიერ აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმები არ მომზადებულა, თუმცა ინფორმაცია, რაც აღნიშნულ დოკუმენტში უნდა იყოს, ნაწილობრივ ასახულია სამსახურის მიერ მომზადებულ სხვა დოკუმენტებში (წლიური გეგმა, აუდიტის ანგარიში). მიზანშეწონილია, სამსახურმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ინდივიდუალური გეგმები, რომლითაც განსაზღვრული იქნება შიდა აუდიტის მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა, რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდები, ფარგლები, აუდიტის სახე და სხვ.  შიდა აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს შემოწმებული 10 ობიექტიდან რეკომენდაციები სრულად არ გაითვალისიწინა ორმა ობიექტმა. მიზანშეწონილია, სამსახურმა ანგარიშის პროექტის გაგზავნისას, აუდიტის ობიექტისთვის გონივრული ვადის მითითებით, მოითხოვოს რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა. აუდიტის ობიექტისგან მიღებული სამოქმედო გეგმა აუდიტის ანგარიშთან ერთად უნდა წარედგინოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს.  2016 წელს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებიდან შიდა აუდიტის სამსახურს შესწავლილი აქვს მხოლოდ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობა. შედეგად, სამსახურს 2016 წელს არ შეუფასებია, შეესაბამებოდა თუ არა მთლიანად მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, დანერგილი იყო თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ. აღნიშნული ხარვეზი დაფიქსირებული იყო მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშიც, რომლის მიხედვით სამსახურს ჩატარებული არ ჰქონდა არცერთი სტრუქტურული ერთეულის აუდიტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის დამტკიცების შემდეგ მდგომარეობა ნაწილობრივ 35 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 გამოსწორდა. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის მდგომარეობით შიდა აუდიტის სამსახურს შემოწმებული აქვს გამგეობის ოთხი სამსახური.  2016 წელს შიდა აუდიტის სამსახურმა ჩაატარა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2015 წლის ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტის ანგარიშის მიხედვით შიდა აუდიტმა სხვა საკითხებთან ერთად შეისწავლა ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესაბამისობა მოქმედ ნორმებთან. აღსანიშნავია, რომ იგივე პერიოდი შეამოწმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომლის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს პირველადი დოკუმენტების საფუძველზე არ იყო შესრულებული ბუღალტრული გატარებები, შედგენილი მემორიალური ორდერები, ნაშთები გადატანილი არ იყო მთავარ წიგნში, შედგენილი არ იყო ფინანსური ანგარიშგებები. აღსანიშნავია, რომ შიდა აუდიტის სამსახურს არ გამოუვლენია და ანგარიშში არ აუსახავს აღნიშნული დარღვევები. მიზანშეწონილია, შიდა აუდიტის სამსახურმა თავისი საქმიანობა სრულად მოიყვანოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, რათა ხარვეზების გარეშე, ორგანიზებული და სისტემატიზებული მიდგომით განახორციელოს დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა. აღნიშნული ხელს შეუწყობს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე უზრუნველყოს შესაბამისი რეაგირება. 4. მარტვილის მუნიციპალიტეტში წინა პერიოდში ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობა 2016 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი, რომლის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანება. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის და 2016 წელს „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01.00) პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით გაირკვა, რომ ღონისძიებები გატარებულია შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანების გამოსასწორებლად, კერძოდ:  2015 წელს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების განხორციელების დროს დადებულ ხელშეკრულებებში არ იყო გათვალისწინებული მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისათვის საჯარიმო სანქცია. აუდიტის ანგარიშის თანახმად, რეკომენდაციის გაცემის შემდეგ გამგეობა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმებისას ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ხელშეკრულების შეწყვეტისთვის. 36 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018  2013-2014 წლებში სოფელ აბედათსა და სოფელ სერგიეთში ისე მიმდინარეობდა საბავშვო ბაღების მშენებლობა, რომ მიწა, სადაც შენდებოდა შენობები, მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენდა. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდა სერგიეთის ბაღის ტერიტორია, ხოლო სოფელ აბედათის ბაღის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დასარეგისტრირებლად დაწყებულია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.  2017 წელს ჩატარებული შესყიდვებით დასრულდა ოთხი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაო. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, სოფელ გაჭედილში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, ხოლო სოფელ ინჩხურში, სერგიეთში და თამაკონში საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებს 2018 წელს, შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფის შემდეგ. სურათი 1. სოფელ ინჩხურის საბავშვო ბაღი სურათი 2. სოფლების სერგიეთის და თამაკონის საბავშვო ბაღები 37 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018  მუნიციპალიტეტს მიეცა რეკომენდაცია განეხილა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა შტატების ოპტიმიზაციის საკითხი. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების შტატები შემცირდა 13 ერთეულით.  2014-2015 წლებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეძენილი 2 509.6 ათასი ლარის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება მიმწოდებლებზე ანაზღაურებული იყო ფაქტობრივი დანახარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2016 წლიდან, სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისას მოთხოვნილია ფაქტობრივი დანახარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო რაც შეეხება 2014-2015 წლებში ანაზღაურებულ სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოთხოვნილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია და მიმდინარეობს დანახარჯების დათვლის პროცედურები. მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში დამტკიცდა 2016 წლის 6 ივნისს, გაანგარიშება დასრულებული არ არის.  2014-2015 წლებში შიდა აუდიტის სამსახურს არ ჩაუტარებია გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) საქმიანობის აუდიტორული შემოწმება. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2016-2017 წლებში შიდა აუდიტორული შემოწმება ჩატარდა, როგორც მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში, ასევე გამგეობის ოთხ სამსახურში.  მუნიციპალიტეტმა და საფეხბურთო კლუბმა - შპს „მერანმა“ 2013 წელს დააფუძნა შპს „მარტვილი ცენტრალ გრუპი“, რომლის კაპიტალში პარტნიორების შენატანები მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვრა 600.0 ათასი ლარით, ხოლო შპს „მერანის“ მხრიდან - 152.2 ათასი ლარის ღირებულების მიწის ორი ნაკვეთით. მუნიციპალიტეტმა 615.6 ათასი ლარი დახარჯა მარტვილის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისთვის, რომელიც შპს „მერანის“ საკუთრება იყო. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, შპს „მარტვილი ცენტრალ გრუპში“ მუნიციპალიტეტის მიერ ფულადი და ქონებრივი შენატანი არ ფიქსირდება, ასევე არ არსებობს დოკუმენტაცია, თუ რა ფორმით ან რა ვადით მოხდა სტადიონის გადაცემა შპს „მარტვილი ცენტრალ გრუპისათვის“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც შპს „მერანის“ მხრიდან არ მომხდარა მისი კუთვნილი უძრავი ქონების (ორი მიწის ნაკვეთის) შპს „მარტვილი ცენტრალ გრუპის“ კაპიტალში შეტანა. მუნიციპალიტეტმა დაიწყო აღნიშნული საკითხის შესწავლა და წერილობით მიმართა შპს „მარტვილი ცენტრალ გრუპს“ და შპს „მერანს“, შესაბამისი დოკუმენტაციის მოწოდების მოთხოვნით36.  2014-2015 წლებში მუნიციპალიტეტის განკარგულებაში არსებული გრეიდერი გაქირავდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მიმწოდებელზე. 2014 წელს მისი ექსპლუატაციის დროს არასათანადო კონტროლის გამო მუნიციპალიტეტმა შესაძლოა ვერ მიიღო დაახლოებით 5.8 ათასი ლარის შემოსავალი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, გრეიდერის 36 2017 წლის წერილები №1337, №1338 და №1673. 38 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 გაქირავებისას ქირის გადახდის ქვითრის წარმოდგენა ხდება წინასწარ. ამასთანავე, კონტროლს გრეიდერის გაქირავების პროცესზე ახორციელებს ა(ა)იპ „მარტვილის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ სპეცტექნიკების ზედამხედველი.  2014-2015 წლებში შტატგარეშე მოსამსახურეებზე პრემია - 2.5 ათასი ლარი გაიცა ისე, რომ მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ ითვალისწინებდა წახალისებას. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, 2017 წლიდან შტატგარეშე მოსამსახურეებზე პრემია აღარ გაცემულა.  2015 წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის ანგარიშებზე დაფიქსირდა ნაშთი 1 406.8 ათასი ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტს მიეცა რეკომენდაცია ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარ ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრები მიემართა სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრისათვის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე არსებულმა ფულადი სახსრების ნაშთმა შეადგინა 624.8 ათასი ლარი, საიდანაც 591.7 ათასი ლარის ხარჯვა დაიგეგმა 2017 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით.  მუნიციპალიტეტის ბუღალტრულ ნაშთებში (ქონების ჩამონათვალში) ირიცხება ისეთი უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში მუნიციპალურ საკუთრებად დარეგისტრირებული მუნიციპალიტეტმა არ 2016 არის. წელს წარმოდგენილი შეისყიდა ინფორმაციის საკადასტრო ნახაზების მიხედვით, დამზადების მომსახურება37 და დაწყებული აქვს ღონისძიებები აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირებისათვის. მუნიციპალიტეტის მიერ სათანადო რეაგირების გარეშე დარჩა ან არ გამოსწორებულა აუდიტის ანგარიშში ასახული შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:  2016 წლის 1 იანვრისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებად საჯარო რეესტრის მიერ დარეგისტრირებული იყო 13 011 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 22 ნაკვეთი. აღნიშნული ქონება მუნიციპალიტეტის მიერ არ არის შეფასებული და შესაბამისად, ასახული მუნიციპალიტეტის ბალანსში.  მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ადმინისტრაციულ შენობებში არსებულ 732 კვ.მ ფართში სხვადასხვა ორგანიზაცია ისეა განთავსებული, რომ მათზე ფართები გადაცემული არ არის საიჯარო ხელშეკრულებით. შედეგად, მუნიციპალიტეტი ვერ იღებს შემოსავალს.  2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში დაფიქსირდა, რომ 2015 წელს საკრებულოს წევრებისთვის, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე ანაზღაურებულია 67.9 ათასი ლარი. აუდიტის ანგარიშში ხარვეზის დაფიქსირების მიუხედავად, აღნიშნული პროცესი მუნიციპალიტეტს არ მოუყვანია მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და აგრძელებს არსებულ პრაქტიკას, კერძოდ: 2016 წელს ხარჯის დამადასტურებელი 37 2016 წლის №160 ხელშეკრულება. 39 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე საკრებულოს წევრებს, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, აუნაზღაურდათ 85.7 ათასი ლარი, ხოლო 2017 წელს, 13 ოქტომბრის მდგომარეობით - 66.4 ათასი ლარი.  საკრებულოს მიერ დამტკიცებული ლიმიტის მეშვეობით, 2014-2015 წლებში, გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანებისა, საწვავი გაიცემოდა საკრებულოს ანაზღაურებად და არაანაზღაურებად წევრებზე, ტერიტორიულ ორგანოებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებზე, სამსახურის და განყოფილების უფროსებზე, აგრეთვე სხვადასხვა თანამშრომლებზე, სულ 76 პირზე. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლიდან ლიმიტები დამტკიცებულია მხოლოდ თანამდებობის პირებზე და გამგეობის კომისიებზე. მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით, საწვავი გაიცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ექვს ავტომანქანაზე და თანამშრომლების საკუთრებაში არსებულ 23 ავტომანქანაზე.  მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული შტატგარეშე პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საკრებულოს აპარატის და გამგეობის თანამშრომლების რაოდენობის 10%-ს. 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებულია ხარვეზი, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტი არღვევდა აღნიშნულ მოთხოვნას და ხელშეკრულებით დაქირავებული პირების რაოდენობა ნაცვლად 13-ისა იყო 16-21. მუნიციპალიტეტს არ მოუყვანია აღნიშნული საკითხი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და არსებული მიდგომა უცვლელი დარჩა 2016 წელსაც, კერძოდ, 2016 წელს 14 შტატგარეშე მოსამსახურის ნაცვლად, მუნიციპალიტეტს დაქირავებული ჰყავდა 17-19 მოსამსახურე.  მუნიციპალიტეტის 2014-2015 წლების შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას ინვენტარიზაცია არ იყო დამთავრებული და შედეგები (მეტობა ან დანაკლისი) გამოყვანილი. დაფიქსირებული იყო მხოლოდ ერთი „ნოუთბუქის“ და ორი მობილური ტელეფონის დანაკლისი, სულ ნარჩენი ღირებულებით 1.1 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები გამოვლენილ დანაკლისზე რეაგირებისთვის, მხოლოდ „ნოუთბუქის“ მფლობელს მიმართა წერილობით დაბრუნების თხოვნით, ხოლო 2016 წელს ინვენტარიზაცია საერთოდ არ ჩატარებულა. 40 სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქ. ქუთაისი. ირ. აბაშიძის N22, 4600 ტელ: +995 32 2438282
დანართი
ლ მ სა ახ ური სა ხ ე უდიტის მს ა ფო წი რეგისტრაციის N 3/36 ვანის მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგებისა და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01.00) და „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის“ (პროგრამის კოდი 03.00) პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების აუდიტის ანგარიში ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 სარჩევი შემაჯამებელი მიმოხილვა .......................................................................................................................3 რეკომენდაცია ............................................................................................................................................4 შესავალი......................................................................................................................................................6 ზოგადი ინფორმაცია აუდიტის ობიექტის საქმიანობის შესახებ.....................................................8 „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამა ................9 საკრებულოს წევრების ხარჯები .......................................................................................................9 „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის" პროგრამა..................11 ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ........................................................................................11 სამშენებლო სამუშაოებზე გამარტივებული შესყიდვის წესით გაფორმებული ხელშეკრულებების ანაზღაურება.....................................................................................................14 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშოები............15 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ..........................................................................19 სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების რეაბილიტაცია .......................................................19 ხიდის საპროექტო-სახარჯთაღრიხვო დოკუმენტაციის შესყიდვა ............................................21 შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა ..............................................................................................22 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე ......................................24 დაუმთავრებელი ძირითადი აქტივები...........................................................................................25 შენობა-ნაგებობები ..............................................................................................................................26 მატერიალური მარაგები ....................................................................................................................27 ბალანსის დანართი ფორმები ............................................................................................................27 ვანის მუნიციპალიტეტში წინა პერიოდში ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მდგომარეობა..........................................................................................28 აუდიტის ანგარიშის გასაჩივრების წესი ..........................................................................................29 აუდიტის ჯგუფის წევრების ხელმოწერები ....................................................................................29 2 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 შემაჯამებელი მიმოხილვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ვანის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური და 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01 00) და „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის" (პროგრამის კოდი 03 00) პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვენილი დარღვევები დეტალურად აღწერილია აუდიტის ანგარიშის ძირითად ტექსტში.  მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.  აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების გარკვეული მიუმართავს ნაწილი დაზიანებულია. მიმწოდებლებისათვის მუნიციპალიტეტს ხელშეკრულების არ პირობებით გათვალისიწინებულ საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით. შედეგად, მოსახლეობამ ვერ მიიღო პროექტით გათვალისწინებული სარგებელი გრძელვადიან პერიოდში.  მუნიციპალიტეტმა სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას, ობიექტების ნაწილი ჩაიბარა და ანგარიშსწორება განახორციელა ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის დროს ხარჯები ანაზღაურებულია სათანადო დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არსებული პრაქტიკით იწვევს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებას.  ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, რამდენიმე შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტის დასრულება და ფუნქციონირება, რადგან არ გაითვალისწინა საჭირო ფინანსური რესურსი. შედეგად მოსახლეობა შექმნილი მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს და პროექტებზე გაწეული ხარჯი არ არის ეფექტიანი.  აუდიტის შედეგად გამოვლინდა რომ მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად შესყიდული მასალები გაუხარჯავია და მოსახლეობა შექმნილი მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს.  მიმწოდებლების მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომის გამოყენების შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა ჯარიმის სახით დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა, ასევე ვერ უზრუნველყო მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულება. 3 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018  მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგების შესწავლისას გამოვლინდა ხარვეზები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე. წინამდებარე ანგარიშში განხილულია აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევანაკლოვანებები ვრცელი ფორმით და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები. რეკომენდაცია რეკომენდაცია №1: ვანის მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ დაუშვას საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე; ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა მოიყვანოს მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრის საქმიანობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას. რეკომენდაცია N2: მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების არსეული სამსახურების კონტროლის სისტემა სათანადო ინფორმირებას, ექსპლოატაციის პროცესში ვერ წარმოქმნილი ხარვეზების შესახებ. გამგეობა სრულად არ ფლობს ინფორმაციას იმ ობიექტების დაზიანების შესახებ, რომლებსაც გააჩნიათ მოქმედი საგარანტიო ვადა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები და განახორციელოს ისეთი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რწმუნების მიღებას, რამდენად ხარისხიანად შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები. გამგეობამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) რეგულარულად განახორციელოს შესყიდული სამშენებლო ობიექტების მდგომარეობის მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში გაატაროს სათანადო ღონისძიებები, არსებული ნაკლოვანებების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ფუნქციონირებას მიწოდებას, და ხელს შესყიდული მოსახლეობისთვის ხანგრძლივი კანონმდებლობით შეუწყობს პერიოდის გათვალისწინებული ობიექტების გამართულ ინფრასტრუქტურული პროექტების განმავლობაში. გამგეობამ ღონისძიებები გაატაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ აღნიშნული გარემოების გამოვლენა და მათზე რეაგირება, ასევე უზრუნველყოს ბეტონის საფარზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრა. რეკომენდაცია №3: მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების მიმწოდებლების ფარგლებში, მიერ ანგარიშსწორება ფაქტობრივი დანახარჯების არ განახორციელოს დამადასტურებელი 4 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეწონილია შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან. გასული პერიოდის ხელშეკრულებებისათვის, საჭიროა მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებისაგან მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიანგარიშოს ფაქტობრივი ხარჯები. წარმოუდგენლობის შეუსაბამობების შემთხვევაში, არსებობის გაატაროს ან დოკუმენტების სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებსაც ევალებოდათ ანგარიშსწორების აღნიშნული პრინციპის დაცვა. რეკომენდაცია №4: ვანის მუნიციპალიტეტის მიერ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ნაწილი დაუსრულებელია და მოსახლეობა ვერ სარგებლობს. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ უზრუნველყვეს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა. ვანის მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას. კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს მის ხელთ არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსები და აქედან გამომდინარე, განსაზღვროს რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. ამასთანავე, მასალების შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა დააწესოს კონტროლი შესყიდული მასალის გამოყენებაზე და შეიმუშაოს სტრატეგია დაგეგმილი პროექტის სათანადოდ შესასრულებლად, რაც ხელს შეუწყობს თავიდან აიცილოს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს. აღნიშნული უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი მატერიალური სიკეთის მოსახლეობისთვის დროულ და ხარისხიან მიწოდებას. რეკომენდაცია №5: მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურმა საქმიანობა წარმართოს ისე, რომ უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის გაუმჯობესება არსებული რისკების შეფასებითა და მოქმედ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის გზით. ამასთან შეიმუშაოს რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) მოახდინოს სათანადო (დროული) რეაგირება. 5 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 შესავალი აუდიტის საგანი ვანის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი და 20152016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ (პროგრამის კოდი: 01 00) და „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის“ (პროგრამის კოდი: 03 00) პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის მიზანი ა) დასაბუთებული რწმუნების მოპოვება იმის შესახებ, ფინანსური ანგარიშგება შეიცავს თუ არა განზრახ ან უნებლიე შეცდომით გამოწვეულ არსებით უზუსტობას, რაც აუდიტორს შესაძლებლობას მისცემს, ანგარიშგების სისწორეზე გამოთქვას მოსაზრება აუდიტის ობიექტის ფინანსური - შედგენილია თუ არა ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად; ბ) აუდიტის საგნის მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან (შემდგომში - კრიტერიუმი) შესაბამისობის შესახებ დასკვნების გაკეთება, რეკომენდაციების შემუშავება და აუდიტის ანგარიშის გაცემა. აუდიტის ანგარიშში, მათი გამოვლენის შემთხვევაში, აისახება:  მოქმედ კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ ნორმებთან შეუსაბამობა ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის, საქმიანობის წარმართვის, საჯარო რესურსების გამოყენების და საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაუცველობა.  საქმიანობის არაეფექტიანობა - აუდიტის ობიექტის მიერ ეკონომიურობისა და პროდუქტიულობის პრინციპების დაუცველობა.  შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის სისუსტეები ან/და ნაკლოვანებები.  ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად ან/და საჯარო სექტორში ერთგვაროვანი პრაქტიკის დასანერგად. აუდიტის თანდაყოლილი შეზღუდვების გამო, ანგარიში ვერ უზრუნველყოფს აბსოლუტურ რწმუნებას აუდიტის საგნის კრიტერიუმ(ებ)თან სრული შესაბამისობის შესახებ. ამასთანავე, აუდიტი დაიგეგმა და ჩატარდა პროფესიული განსჯის საფუძველზე, ხარისხობრივი და რაოდენობრივი შერჩევის პრინციპებზე დაყრდნობით და შესაძლებელია არ მოიცვას აუდიტის საგნის ყველა ელემენტი. აუდიტის მასშტაბი აუდიტის მასშტაბად განისაზღვრა ვანის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების, 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 6 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის" პროგრამების ფარგლებში მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის მოქმედ კანონმდებლობასთან და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობა. ვანის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ და „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის“ პროგრამების ფარგლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის აუდიტმა მოიცვა ჯამში 15 531.3 ათასი ლარი. ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია განხორციელებული საქმიანობის მოქმედი კანონმდებლობით და სხვა მარეგულირებელი ნორმებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. ხელმძღვანელობა პასუხისმგებელია სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე მოწოდებული ინფორმაციის სისრულესა და სისწორეზე. ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს შიდა კონტროლის სისტემის შემუშავებას, დანერგვასა და შენარჩუნებას, რაც საჭიროა საფინანსოეკონომიკური საქმიანობის პროცესის იმგვარი წარმართვისათვის, რომელიც არ შეიცავს შეცდომით ან განზრახ არამართლზომიერი ქმედებით (თაღლითობით) გამოწვეულ არსებით კანონშეუსაბამობებს. აუდიტორის პასუხისმგებლობა აუდიტორი პასუხისმგებელია აუდიტის ანგარიშში ასახული ფაქტობრივი გარემოებების სისწორესა და მიზანშეწონილობაზე. აუდიტი წარიმართა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI 1000-1810; 4000) შესაბამისად, რაც გულისხმობს პროფესიული ეთიკის მოთხოვნებთან შესაბამისობის დაცვას, ასევე აუდიტის დაგეგმვასა და ჩატარებას გონივრული რწმუნების მისაღებად იმის შესახებ, რომ აუდიტის ობიექტის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგება და ობიექტის მიერ „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია ორგანოების და 2015-2016 წლებში დაფინანსების“ ექსპლოატაციის“ და პროგრამების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა არ შეიცავს მოქმედ საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან არსებითი შეუსაბამობის ფაქტებს. აუდიტი ჩატარდა შერჩევის პრინციპზე დაყრდნობით. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ ამოწმებს ყველა ფინანსურ ოპერაციას. აუდიტის ანგარიში და დასკვნა არ წარმოადგენს საქმიანობის კანონმდებლობასთან სრულად შესაბამისობის გარანტიას. აუდიტის პროცესის თანდაყოლილი შეზღუდვების გამო, აუდიტის მსვლელობისას არსებობს რისკი, რომ გარკვეული შეუსაბამობები დარჩეს შეუმჩნეველი, იმის მიუხედავად, რომ აუდიტი დაიგეგმა და შესრულდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აუდიტი ითვალისწინებს პროცედურების ჩატარებას საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებების მოსაპოვებლად აუდიტორული დასკვნის გამყარების მიზნით. პროცედურები შეირჩევა აუდიტორული განსჯის საფუძველზე, რაც მოიცავს 7 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 არსებითი რისკების შეფასებას. ჩვენს მიერ განხორციელებული აუდიტორული პროცედურები შესაფერისია არსებული გარემოებისთვის. გამოყენებული კრიტერიუმები1 – საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; – – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; – საქართველოს კანონის „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“; – საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერს №1321 ბრძანებით დამტკიცებული ,,ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუქცია“; – საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება; – საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული – ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“. ზოგადი ინფორმაცია აუდიტის ობიექტის საქმიანობის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტი არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც აქვს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, განკარგავს საკუთარ ქონებასა და ბიუჯეტს. მუნიციპალიტეტი აერთიანებს 21 ადმინისტრაციულ ერთეულს, რაც თავის მხრივ მოიცავს 1 ქალაქსა და 41 სოფელს2. ვანის მუნიციპალიტეტის ფართობია 558 კვ.კმ, მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენს 35.8 ათასს კაცს3. ადმინისტრაციული ცენტრია - ქალაქი ვანი. მუნიციპალიტეტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიხედვით. ვანის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების ბიუჯეტების შესრულების ანგარიშებზე დაყრდნობით, გადასახდელები განისაზღვრა 23 591.4 ათასი ლარით. აქედან, „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამაზე 1 2 3 2015-2016 წლებში მოქმედი რედაქციის მიხედვით http://mreg.reestri.gov.ge/ http://www.vani.org.ge/tourism/ 8 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გაწეულმა ხარჯმა გადასახდელების 19%, ხოლო „ინფრასტრუქტურის 2018 მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაციის" პროგრამაზე გაწეულმა ხარჯმა გადასახდელების 47% შეადგინა. აღნიშნულ პროგრამებზე ჯამში დახარჯულია 15 531.3 ათასი ლარი4. „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამა5. 2015-2016 წლებში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტმა გასწია 4 454.6 ათასი ლარის ხარჯი. მათ შორის, 2015 წელს 2 167.5 ათასი, ხოლო 2016 წელს 2 287.1 ათასი ლარი. პროგრამის გადასახდელების მაჩვენებლები მოცემულია ცხრილ №1-ში. ცხრილი №1: 2015-2016 წლებში 01 00 პროგრამაზე გაწეული გადასახდელები (ათასი ლარი) ხარჯები შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება სოციალური უზრუნველყოფა სხვა ხარჯები არაფინანსური აქტივების ზრდა ფინანსური აქტივების ზრდა ვალდებულებების კლება ჯამი 2015 წელი 2041.7 1525.2 514.8 0 1.7 101.6 0 24.2 2167.5 2016 წელი 2205.3 1634.7 557.9 11.5 1.2 81.4 0 0.4 2287.1 ჯამი 4247.0 3159.9 1072.7 11.5 2.9 183 0 24.6 4454.6 „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამა საკრებულოს წევრების ხარჯები კრიტერიუმი: მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა6. კანონმდებლობა ითვალისწინებს საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებზე მუნიციპალიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურებას. მუნიციპალიტეტი ანაზღაურებს საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობისათვის, ასევე 4 „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამა - 4 454.6 ათასი ლარი, „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის" პროგრამა - 11 076.7 ათასი ლარი. 5 აღსანიშნავია, რომ „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების“ პროგრამა არ მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოებაზე გაწეულ ხარჯებს, რომელმაც 2015-2016 წლებში 352.4 ათასი ლარი შეადგინა. ეს ხარჯები ფინანსდება მიზნობრივი ტრანსფერით, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულია და ცალკე პროგრამული კოდით არის ბიუჯეტში წარმოდგენილი - „თავდაცვა და უსაფრთხოება“ (პრ. კოდი: 02 02). შედეგად აუდიტის მასშტაბში არ შედის. 6 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 41, პუნქტი 1. 9 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების 2018 შესრულებისათვის ყოველთვიურად გაწეულ ხარჯებს. გამგეობის მიერ აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელშიც აღინიშნება დოკუმენტის (ფორმის) დასახელება, მისი შედგენის თარიღი, სამეურნეო ოპერაციის შინაარსი, რაოდენობა, ფასი, თანხა, სამეურნეო ოპერაციაში მონაწილე მხარეთა დასახელება, დოკუმენტის სწორად გაფორმებისათვის პასუხიმგებელ პირთა ხელმოწერები და სხვა მონაცემები7. გარემოება: ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 მაისის №22 დადგენილებით8 მიღებული აქვს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯის ანაზღაურების წესი. დადგენილების მიხედვით, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ასევე ცალკეული დავალების შესრულებასთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა) განესაზღვრათ ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა 397 ლარი. 2015-2016 წლებში ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებზე ხარჯების ანაზღაურების სახით სულ გაცემულია 220.6 ათასი ლარი, მათ შორის, 2015 წელს 121.2 ათასი, ხოლო 2016 წელს - 99.4 საკრებულოს არაანაზღაურებად ათასი ლარი. წარმოდგენილი ინფორმაციით, წევრებზე თანხები, ძირითად შემთხვევაში, ანაზღაურებულია ლიმიტის მაქსიმალური ოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, თანხით 220.6 ათასი ლარი, ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის შეუსაბამოდ, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე. რეკომენდაცია №1: ვანის მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ დაუშვას საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე; ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა მოიყვანოს მოქმედ კანონმდებლობასთან საკრებულოს სრულ არაანაზღაურებადი შესაბამისობაში. წევრის აღნიშნული საქმიანობის შესახებ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას. 7 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბერს №1321 ბრძანებით დამტკიცებული „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის“ მე-5 მუხლი. 8 8 მაისამდე პერიოდში მოქმედებდა საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №59 დადგენილება, რომლის მიხედვით, ხარჯის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განსაზღვრული იყო 500 ლარით. 10 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში მშენებლობა, „ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და 2018 ექსპლოატაციის" პროგრამა. ბიუჯეტის შესრულების „ინფრასტრუქტურის წლიური მშენებლობა, ანგარიშების რეაბილიტაცია მიხედვით, და 2015-2016 ექსპლოატაციის" წლებში პროგრამაზე მუნიციპალიტეტმა დახარჯა 11 076.7 ათასი ლარი. მათ შორის, 2015 წელს 3 670.9 ათასი, ხოლო 2016 წელს 7 405.8 ათასი ლარი. პროგრამის გადასახდელების მაჩვენებლები მოცემულია ცხრილ №2-ზე. ცხრილი №2: 2015-2016 წლებში 03 00 პროგრამაზე გაწეული გადასახდელები (ათასი ლარი) ხარჯები საქონელი და მომსახურება სუბსიდია სხვა ხარჯები არაფინანსური აქტივების ზრდა ფინანსური აქტივების ზრდა ვალდებულებების კლება ჯამი 2015 წელი 2016 წელი ჯამი 1 029.9 603.1 426.0 0.8 2 641.0 0 0 3 670.9 1 071.2 698.8 372.4 0.0 6 279.4 0 55.2 7 405.8 2 101.1 1 301.9 798.4 0.8 8 920.4 0 55.2 11 076.7 „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის" პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია შემდეგი ქვეპროგრამები:  გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა - 7 646.7 ათასი ლარი;  სანიაღვრე-საწრეტი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 1 245.0 ათასი ლარი;  დასუფთავების ღონისძიებები - ა(ა)იპ - ვანის კომუნალური გაერთიანების დაფინანსება - 814.4 ათასი ლარი;  წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 35.3 ათასი ლარი;  გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 262.4 ათასი ლარი;  დასუფთავების ღონისძიებები - სანაგვე კონტეინერების შესყიდვა - 16 ათასი ლარი;  ურბანული ტერიტორიის კეთილმოწყობა - 21.1 ათასი ლარი  „სოფლის პროექტები მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი - 1 025.9 ათასი ლარი;  „სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა“ - 9.9 ათასი ლარი. ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები კრიტერიუმი: ვანის მუნიციპალიტეტტის მიერ 2015-2016 წლებში ბეტონის საფარის მოწყობის სამშაოებზე გაფორმებული 4 ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხარისხის უზრუნველყოფის 11 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 გარანტიას. ხელშეკრულებების თანახმად, საგარანტიო პერიოდში ხარვეზების გმოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს დაზიანებების აღმოფხვრა. გარემოება: 2015-2016 წლებში ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გააფორმა 4 ხელშეკრულება საავტომობილო გზებზე ბეტონის საფარის მოსაწყობად, საერთო ღირებულებით 220.9 ათასი ლარი, კერძოდ:  2015 წლის ხელშეკრულება №117 - ციხესულორის თემში კორძაძეების უბანში საავტომობილო გზის აღმართზე ბეტონის საფარის დაგება, ღირებულებით 21 ათასი ლარი.  2016 წლის ხელშეკრულება №133 - დიხაშხოს თემის ცენტრიდან დედათა მონასტრის მიმართულებით ბეტონის საფარის დაგება, ღირებულებით - 71.5 ათასი ლარი.  2016 წლის ხელშეკრულება №170 - შუამთის თემში ქედის ეკლესის გზაზე ბეტონის საფარის დაგება, ღირებულებით - 40.2 ათასი ლარი.  2016 წლის ხელშეკრულება №171 - ყუმურში ცენტრალურ გზაზე ბეტონის საფარის დაგება, ღირებულებით - 88.2 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა აღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში დაგებული ბეტონის საფარი. შედეგად აღმოჩნდა, რომ შესრულებული სამუშაოების ნაწილი დაზიანებულია და მოწყობილ ბეტონის საფარზე შეინიშნება განივი და გრძივი ბზარები. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო შესყიდვის პროცესისთვის ორგანიზება გაეწია ისე, რომ თავიდან აეცილებინა უხარისხო ან/და დაბალი ხარისხის ობიექტის შეძენა. ამასთანავე, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს უნდა მიემართათ შემსრულებლისთვის ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით, ხოლო მიმწოდებელი ვალდებული იყო, გამგეობის წერილობითი შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით გამოესწორებინა ხარვეზი. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ სათანადოდ არ ხორციელდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობის მონიტორინგი. შესაბამისად გამგეობა არ ფლობდა სრულყოფილ ინფორმაციას შესყიდული ბეტონის საფარის ექსპლოატაციის პროცესში წამროქმნილი ხარვეზების შესახებ. გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალიტეტი არ ფლობდა ინფორმაციას 2015-2016 წლებში შესყიდული 220.9 ათასი ლარის ბეტონის გზების ნაწილობრივი დაზიანებების შესახებ, გამგეობამ ვერ გამოიყენა ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული გარანტირების მექანიზმი, არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად. შედგად 220.9 ათასი ლარის ღირებულების ბეტონის საფარი ნაწილობრივ დაზიანებულია და მოსახლეობას მიეწოდება ხარვეზებით. აუდიტის სამსახურის მიერ აღნიშნული საკითხით დაინტერესების შემდეგ, ვანის გამგეობის წარომადგენლებმა დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწყობილი ბეტონის საფარი და 2017 წლის 13 ოქტომერს წერილობით მიმართეს შემსრულებლებს, უმოკლეს ვადაში აღმოეფხვრათ გამოვლენილი დაზიანებები, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. მიუხედავად აღნიშნულისა, წერილობითი მიმართვიდან 2 თვის 12 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 ვადაში მიმწოდებლებს არ დაუწყიათ არსებული დაზიანებების გამოსწორების სამუშაოები, ხოლო გამგეობას არ გაუტარებია დამატებითი სამართლებრივი ღონისძიებები. სურათი 1. ვანის მუნიციპალიტეტში 2015-2016 წლებში მოწყობილი ბეტონის საფარი რეკომენდაცია N2: მუნიციპალიტეტში არსეული კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახურების სათანადო ინფორმირებას, ინფრასტრუქტურული პროექტების ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების შესახებ. გამგეობა სრულად არ ფლობს ინფორმაციას იმ ობიექტების დაზიანების შესახებ, რომლებსაც გააჩნიათ მოქმედი საგარანტიო ვადა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები უზრუნველყოფს მაღალი და განახორციელოს რწმუნების მიღებას, ისეთი პროცედურები, რომლებიც რამდენად ხარისხიანად შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები. გამგეობამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) რეგულარულად განახორციელოს შესყიდული სამშენებლო ობიექტების მდგომარეობის მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში გაატაროს სათანადო ღონისძიებები, არსებული ნაკლოვანებების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს შესყიდული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას და მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების მიწოდებას, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გამგეობამ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ აღნიშნული გარემოების გამოვლენა და მათზე რეაგირება, ასევე უზრუნველყოს ბეტონის საფარზე არსებული დაზიანებების აღმოფხვრა. 13 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში სამშენებლო სამუშაოებზე გამარტივებული ხელშეკრულებების ანაზღაურება შესყიდვის წესით 2018 გაფორმებული კრიტერიუმი: მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტი სამშენებლო სამუშაოებს შეისყიდის ელექტრონული ტენდერის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან/და გამარტივებული შესყიდვის გზით. საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად9, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს:  მომწოდებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.  სამუშაოების შესრულებისას იჯარით აყვანილ მანქანა-მექანიზმების საიჯარო ხარჯს არ უნდა დაერიცხოს გეგმური დაგროვებისა და ზედნადები ხარჯები.  ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გეგმური დაგროვებისა და ზედნადები ხარჯები უნდა დაერიცხოს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის ფარგლებში. გარემოება: მუნიციპალიტეტი ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მიიღოს სათანადო რწმუნება იმის შესახებ, რომ ასანაზღაურებელი თანხა სრულად შეესაბამება მიმწოდებლის მიერ გაწეულ ფაქტობრივ დანახარჯებს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამგეობა მიმწოდებელს ავალდებულებს ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება ფორმა 2-ში დაფიქსირებული ფასები მის მიერ გაწეულ ფაქტობრივ დანახარჯებს. რადგან ვანის მუნიციპალიტეტში დადგენილი პრაქტიკით შემსრულებელი დამოუკიდებლად არჩევს ექსპერტიზის განმახორციელებელ ორგანიზაციას, არსებობს რისკი იმისა, რომ გაცემული ექსპერტიზის აქტები სრულად არ ასახავდეს ობიექტურ რეალობას. აღნიშნულ რისკს ამყარებს ის გარემოება, რომ წარმოდგენილ ექსპერტიზის აქტებს არ ახლავს მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე ექსპერტიზის აქტებში სათანადოდ არ არის აღწერილი ის მეთოდოლოგია, რომლის მიხედვით ექსპერტმა იანგარიშა შესრულებული სამუშაოების ღირებულება. მიზანშეწონილია, გამგეობამ შეიმუშაოს ისეთი კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მისი სამსახურების მაქსიმალურ ჩართულობას ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის პროცესში. მუნიციპალიტეტმა კონტროლის ერთ-ერთ მექანიზმად შესაძლებელია ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად მიმწოდებელს მოსთხოვოს ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების პარალელურად მასთან წარმოდგენა. 2015-2016 წლებში ვანის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით დადებულია 45 ხელშეკრულება და გადახდილია 5 179.2 ათასი ლარი. 2015 წელს გამარტივებული შესყიდვის წესით გაფორმებული 25 ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულია 663.4 ათასი ლარი, ხოლო 2016 წელს 20 ხელშეკრულების ფარგლებში - 4 515.8 ათასი ლარი. ხელშეკრულებების შესწავლით ირკვევა, რომ 27 ხელშეკრულებისათვის, ღირებულებით 4 529.5 ათასი ლარი, 9 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილება. 14 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 მიმწოდებლებს წარმოდგენილი აქვთ ექსპერტიზის დასკვნები, სადაც აღნიშნულია, რომ ექსპერტმა შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეაფასა ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებული დოკუმენტაციის - ფარული სამუშაოების აქტების, სასაქონლო ზედნადებების, ხელფასისა და სატრანსპორტო ხარჯების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების საფუძველზე. დანარჩენი 649.7 ათასი ლარის ღირებულების 18 ხელშეკრულების ექსპერტიზის დასკვნებში არ იყო მითითებული ინფორმაცია ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლისა და შეფასების შესახებ. აუდიტის ჯგუფი დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და გაესაუბრა ექსპერტიზის განმახორციელებელ პირს, რომლის წერილობითი განმარტებით, მას შესწავლილი აქვს მხოლოდ შესრულებული სამუშაოების მოცულობების შესაბამისობა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ პარამეტრებთან და შემოწმებული აქვს ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების ზღვრული ოდენობების შესაბამისობა საქართველოს მთავრობის №55 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს ღირებულების დადგენას, ექსპერტს აღნიშნული საკითხი არ შეუსწავლია და მიმწოდებლებისათვის არ მოუთხოვია შესაბამისი პირველადი დოკუმენტები ფაქტობრივი ღირებულების გაანგარიშების მიზნით. 2015-2016 წლებში სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული გზით შესყიდვისას, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები და 18 ხელშეკრულების ფარგლებში, 649.7 ათასი ლარი ანაზღაურებულია შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე. რეკომენდაცია №3: სამშენებლო ვანის მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, ანგარიშსწორება არ განახორციელოს მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეწონილია შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან. მუნიციპალიტეტმა გასული პერიოდის მიმწოდებლებისაგან ხელშეკრულებებისათვის მოითხოვოს შესაბამისი საჭიროა დოკუმენტაცია და გაიანგარიშოს ფაქტობრივი ხარჯები. შეუსაბამობების არსებობის ან დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებსაც ევალებოდათ ანგარიშსწორების აღნიშნული პრინციპის დაცვა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშოები კრიტერიუმი: 2015-2016 წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსებას, რომლის ფარგლებშიც ყველა სოფელს გამოეყოფა თანხა სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ირჩევს სოფლის მოსახლეობა საერთო კრებაზე, ხოლო 15 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 პროექტის შესყიდვაზე, მიღება-ჩაბარებასა და შემდგომ ექსპლოატაციაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი უნდა აისახებოდეს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობაზე. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი უნდა აისახებოდეს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობაზე. ამასთან, კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს მუნიციპალტეტმა უნდა გაითვალისწინოს საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსების რაოდენობა და შესაბამისად განსაზღვროს მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. რესურსების მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი. გარემოება: 2015-2016 წლებში ვანის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორცილებელი პროექტების დასაფინანსებლად გამოეყო 1025.9 ათასი ლარი10. აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები. შედეგად აღმოჩნდა, რომ:  2015-2016 წლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილია 270 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები, რომელთა გამოყენებით მოსახლეობის მიერ უნდა განხორცილებულიყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები11, კერძოდ, წყლის სათავე ნაგებობებისა და ქსელის მოწყობის12, სტადიონისა და სასაფლაოს შემოღობვის13, მილხიდისა და წყალგამტარი მილის მოწყობის14 სამუშოები და სხვ. შეძენილი მასალებიდან 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 236.5 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა მასალა მილკვადრატი, არმატურა და (პლასტმასის მილები, მავთულბადე, ცემენტი, სხვა) გამოუყენებელია და დასაწყობებულია მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან. გამგეობის შესაბამისი პასუხისმგებლი პირები ვალდებული იყვნენ კონტროლი დაეწესებინათ შესყიდული მასალების ხარჯვაზე და უზრუნველეყოთ მათი დროული გამოყენება, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნულმა გამოიწვია ის, რომ 236.5 ათასი ლარი გაიხარჯა არაეფექტიანად და მოსახლეობამ შექმნილი მატერიალური სიკეთით დროულად ვერ ისარგებლა. აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდგომ, მუნიციპალიტეტმა დაიწყო დასაწყობებული მასალების გამოყენება დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესასრულებლად, რის შედეგადაც აუდიტის მიმდინარეობის პროცესში გახარჯულია 138.3 ათასი ლარის ღირებულების მასალები. 10 11 2015 წელი - 660 ათასი ლარი, 2016 წელი - 365.9 ათასი ლარი. დიხაშხოს, მუქედის, სალხინოს, გორის, ამაღლების, ყუმურის, გადიდის, უხუთის, ტობანიერის, ზედავანის, სულორის, ფერეთის, მთისძირის, სალომინაოს, ბზვანის, ზეინდარისა და საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 12 მუქედის, გორის, ამაღლების, ყუმურის, გადიდის, ტობანიერის, ზედავანის, ფერეიას, სალხინოს, ბზვანის, ზეინდარისა და საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 13 სალხონოს, ტობანიერის, ფერეთის, საპრასიის, ზედავანისა და ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 14 გორის, ყუმურისა და ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 16 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში  2018 2015-2016 წლებში სოფელ სალხინოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა წისქვილის მშენებლობა. კერძოდ, 2015 წელს აშენდა შენობა ღირებულებით 6.2 ათასი ლარი15, ხოლო 2016 წლის სექტემბერში შეიძინეს წისქვილისათვის საჭირო მოწყობილობები, ღირებულებით 1.6 ათასი ლარი16. აუდიტის ჯგუფმა 2017 წლის ივლისში ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაო, შედეგად აღმოჩნდა, რომ წისქვილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და შესაბამისად, არ ფუნქციონირებს. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ვერ მოხერხდა წისქვილის ელექტროგამანაწილებელ ქსელში აბონენტად რეგისტრირება. გამომდინარე იქიდან, რომ მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა ვერ უზრუნველყვეს ელექტროენერგიის მიწოდების საკითხის გადაწყვეტა, წისქვილს არ გააჩნია ფუნქციური დატვირთვა და მოსახლეობა შექმნილი მატერიალური სიკეთით ვერ სარგებლობს.  2015-2016 წლებში სოფელ სალხინოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სხვადასხვა ხელშეკრულებით17 შესყიდულია 3.5 ათასი ლარის ღირებულების მასალები, სპორტული მოედნის მოწყობის მიზნით. აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაო, შედეგად აღმოჩნდა, რომ შეძენილი მასალების ნაწილი გამოყენებულია, ხოლო ნაწილი (შემოღობვის მასალები), 2017 წლის ივლისის მდგომარეობით, დასაწყობებულია და ობიექტი დასრულებული არ არის. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, პროექტის დასასრულებლად საჭირო იყო სტადიონის ტერიტორიაზე გრუნტის შეტანა და გაშლა, რომლის შემდეგაც მოხდებოდა ტერიტორიის შემოღობვა. რადგან 2016 წლის „სოფლის მხარდაჭრის პროგრამით“ გამოყოფილი თანხა არ იყო საკმარისი, შეძენილი შემოღობვის მასალები დასაწყობდა ერთ-ერთ ოჯახში, ხოლო სტადიონის ტერიტორიაზე გრუნტის შეტანისა და გაშლის სამუშოები დაიგეგმა მომდევნო წლისათვის. 2017 წელს „სოფლის მხადრაჭერის პროგრამა“ აღარ გაგრძელებულა, ხოლო მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი რესურსებით ვერ უზრუნველყო სტადიონის ტერიტორიაზე გრუნტის შეტანა. შედეგად, 2015 წელს დაწყებული სტადიონის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტმა ვეღარ დაასრულა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ თავისი არსით არ იყო მრავალწლიანი, შესაბამისად, მისი დაფინანსება მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია აღარ გაგრძელებულიყო მომდევნო წლებში. ვანის მუნიციპალიტეტს სამუშაოების დაგეგმვისას უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული გარემოება. შესაბამისად, პროექტი არ უნდა დაგეგმილიყო იმ გათვლით, რომ მისი დასრულება მხოლოდ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ იქნებოდა შესაძლებელი. ვანის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა პროექტის დაგეგმვისას ვერ გაითვალისწინეს საჭირო ფინანსური რესურსები, რამაც გამოიწვია ის რომ, გამგეობის მიერ 3.5 ათასი ლარი 15 16 17 ხელშეკრულება N 98, 08.07.2015. ხელშეკრულება N 195, 22.09.2016. 2015 წელი: ხელშ. N 96, N 202; 2016 წელი: ხელშ. N 122, N 128. 17 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 გაიხარჯა არაეფექტიანად და მოსახლეობამ დროულად ვერ ისარგებლა შექმნილი მატერიალური სიკეთით. აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდგომ, მუნიციპალიტეტმა გამოიყენა დასაწყობებული შემოღობვის მასალები და 2017 წლის სექტემბერში შემოღობა სოფ. სალხინოს სტადიონი. სურათი 2. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეძენილი და დასაწყობებული მასალები სურათი 3. სოფელ სალხინოს წისქვილი რეკომენდაცია №4: სურათი 4. სოფ. სალხინოს სტადიონი ვანის მუნიციპალიტეტის მიერ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ნაწილი დაუსრულებელია და მოსახლეობა ვერ სარგებლობს. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ უზრუნველყვეს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი 18 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 ღონისძიებების სათანადო დაგეგმვა. ვანის მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა დაგეგმოს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას. კონკრეტული პროექტის დაგეგმვის დროს მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს მის ხელთ არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსები და აქედან გამომდინარე, განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია პროექტის განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. ამასთანავე, მასალების შესყიდვისას, მუნიციპალიტეტმა დააწესოს კონტროლი შესყიდული მასალის გამოყენებაზე და შეიმუშაოს სტრატეგია დაგეგმილი პროექტის სათანადოდ შესასრულებლად. რაც ხელს შეუწყობს თავიდან აიცილოს ისეთი პროექტების განხორციელება, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს. აღნიშნული უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი მატერიალური სიკეთის მოსახლეობისთვის დროულ და ხარისხიან მიწოდებას. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები 2015-2016 წლებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ვანის მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდულია 46.5 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები (ცემენტი, გადახურვის მასალა და სხვ.). მათ შორის, 2015 წელს - 35.0 ათასი ლარი და 2016 წელს 11.5 ათასი ლარი. მიუხედავად იმისა, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია მოითხოვდა გამგეობის მიერ ოპერატიულ რეაგირებას, 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 37.1 ათასი ლარის ღირებულების მასალა გამოუყენებელი და დასაწყობებულია სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან. მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაეგეგმა და განეხორციელებინა ისე, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მომხდარიყო სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. შედეგად, გამოუყენებელი მასალების ნაშთი მიუთითებს იმაზე, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები გამგეობამ დაგეგმა და განახორციელა არაეფექტიანად. აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდგომ, მუნიციპალიტეტმა დაიწყო არსებული ნაშთის გამოყენების სამუშაოები, რის შედეგად აუდიტის მიმდინარეობის პროცესში გახარჯულია 21.5 ათასი ლარის ღირებულების მასალა. სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების რეაბილიტაცია კრიტერიუმი: მუნიციპალიტეტი ვალდებულია, ხელშეკრულების პირობები განსაზღვროს ისე, რომ დაიცვას მისი, როგორც შემსყიდველის ინტერესები. მოქმედი კანონმდებლობით, შემსყიდველის ინეტრესების დაცვის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს პირგასამტეხლო, რომლის მიზანია ხელშკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობის პრევენცია. შემსყიდველის მხრიდან შეუსრულებელ სამუშაოზე პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განისაზღვროს ისე, რომ მიმწოდებელს ჰქონდეს მაქსიმალური მოტივაცია დროულად და ხარისხიანად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. გარდა ამისა, მიზანშეწონილია შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის დროს შეიმუშაოს ერთგვაროვანი მიდგომა მიმწოდებლებისათვის. 19 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 გარემოება: ვანის მუნიციპალიტეტმა 2016 წლის 19 აგვისტოს შპს „ზიმოსთან“ გააფორმა ხელშეკრულება 24 ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, საერთო თანხით 1 473.4 ათასი ლარი. სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 30 ნოემბერი. გამგეობამ მიმწოდებელს სამუშაოების დროულად დასრულების მიზნით ავანსად ჩაურიცხა 1 031.4 ათასი ლარი. შემსრულებელმა, შპს „ზიმომ“, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 24 ხიდიდან, მოაწყო მხოლოდ 22, საერთო ღირებულებით 1379.3 ათასი ლარი, რომელიც მან მუნიციპალიტეტს ჩააბარა 141 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, გამგეობამ დაიტოვა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თანხით 73.7 ათასი ლარი და მიმართა შესყიდვების სააგენტოს მიმწოდებლის „შავ სიაში“ რეგისტრირების მოთხოვნით. შპს „ზიმოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობის თანახმად, მიწოდების ვადების დარღვევისათვის, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებით წარმოდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მიმწოდებლმა წარმოადგინა შემდეგი მიღება-ჩაბარების აქტები:  2016 წლის 30 დეკემბერი, შესრულებული სამუშაოს ღირებულება 266.0 ათსი ლარი, რაზეც დარიცხულია პირგასამტეხლო 3.9 ათასი ლარი (01 დეკემბრიდან - 29 დეკემბრის ჩათვლით).  2017 წლის 31 მარტი, შესრულებული სამუშაოს ღირებულება 503.1 ათასი ლარი, რაზეც დარიცხულია პირგასამტეხლო 30.2 ათასი ლარი (01 დეკემბრიდან - 30 მარტის ჩათვლით).  2017 წლის 19 აპრილი, შესრულებული სამუშაოს ღირებულება 589.9 ათასი ლარი, რაზეც დარიცხულია პირგასამტეხლო 41.5 ათასი ლარი (01 დეკემბრიდან - 20 აპრილის ჩათვლით).  2017 წლის 28 აპრილი, შესრულებული სამუშაოს ღირებულება 20.3 ათასი ლარი, რაზეც დარიცხულია პირგასამტეხლო 1.5 ათასი ლარი (01 დეკემბრიდან - 27 აპრილის ჩათვლით). სულ მიმწოდებლის ვადაგადაცილებით შესრულებულ სამუშაოებზე, ღირებულებით 1 379.3 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტის მიერ დარიცხულია და შემსრულებლის მიერ გადახდილია პირგასამტეხლო 77.1 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელმა საერთოდ არ შეასრულა ორი ხიდის მოწყობის სამუშაოები ღირებულებით 98.9 ათასი ლარი, რადგან ხელშეკრულების პირობები არ ითვალისწინებდა მიმწოდებლის დაჯარიმებას შეუსრულებელ სამუშაოებზე. გამგეობამ ვერ მოახერხა შპს „ზიმო“ დაეჯარიმებინა აღნიშნული სამუშაოების შეუსრულებლობისთვის. 2015-2016 წლებში ვანის მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა მიმწოდებლებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში, მიწოდების ვადის დარღვევისათვის, საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. განსხვავებული საჯარიმო სანქცია გამოყენებულია 20 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 მხოლოდ 2016 წლის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული პროექტების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, კერძოდ, ხელშეკრულებები ითვალისწინებს მიმწოდებლის დაჯარიმებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0.05%-ის ოდენობით. მიზანშეწონილია, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის დროს შეიმუშაოს ერთგვაროვანი მიდგომა მიმწოდებლებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ შპს „ზიმოსთან“ საჯარიმო სანქციები არ იქნებოდა განსხვავებული სხვა ხელშეკრულებებისგან, მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაჯარიმდებოდა ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ით. სამუშაოები დასრულდა 141 დღის დაგვიანებით, რაზეც დარიცხული პირგასამტეხლო იქნებოდა დაახლოებით 207.0 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო მუნიციპალიტეტის მიერ ავანსის სახით გადარიცხული 1 031.4 ათასი ლარის დროულად ათვისება, რამდენადაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ხიდების მშენებლობის დასრულება გათვალისწინებული იყო 2016 წლის დეკემბერში, ხოლო შპს „ზიმომ“ სამუშოები ჩააბარა 2017 წლის აპრილში. შესაბამისად, მიმწოდებელი აღნიშნულ პერიოდში სარგებლობდა მუნიციპალიტეტისაგან მიღებული ფულადი სახსრებით, რომლის ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, სარგებლის სახით დამატებით მიიღებდა დაახლოებით, 30 ათას ლარს18. გამომდინარე იქიდან, არაერთგვაროვანი რომ მიდგომა მუნიციპალიტეტმა და შპს ხელშეკრულებით „ზიმოს“ მიმართ ნაკისრი გამოიყენა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განუსაზღვრა უფრო ნაკლები საჯარიმო სანქცია, ვიდრე სხვა მიმწოდებლებს, გამგეობამ დაკარგა ჯარიმის სახით დამატებით 129.9 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა. ამასთანავე, მიმწოდებელმა საერთოდ არ შეასრულა ორი ხიდის მოწყობის სამუშაოები ღირებულებით 98.9 ათასი ლარი19. ხიდის საპროექტო-სახარჯთაღრიხვო დოკუმენტაციის შესყიდვა კრიტერიუმი: საქართველოს მთავრობის დადგენილების20 თანახმად, შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე 24 მ-ზე მეტია და წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. მოქმედი კანონმდებლობით21, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო საექსპერტო გამოკვლევას. გარემოება: 2016 წლის 17 აგვისტოს ვანის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა შპს „გეშერ კონსტრაქშენთან“, ხიდების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის თაობაზე. მიმწოდებელმა 2016 წლის 30 აგვისტოს გამგეობას წარუდგინა 288.4 ათასი ლარის ღირებულების სანაპიროსა და ბაგრატის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო კანონმდებლობით აღნიშნული დოკუმენტაცია. ხიდის მიუხედავად პროექტი იმისა, ექვემდებარებოდა რომ მოქმედი სავალდებულო 18 თანხა დაანგარიშებულია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მოკლევადიან დეპოზიტზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთის საფუძველზე (5,3%). 19 აღნიშნული ხიდები არ მოეწყო, შესაბამისად, მუნიციპალიტეტს თანხაც არ გადაუხდია. 20 21 2009 წლის 24 მარტის ბრძანება №57 „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“. 2006 წლის 24 აგვისტო ბრძანება №1-1/823. 21 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 ექსპერტიზას, არც მიმწოდებელს და არც შემსყიდველ ორგანიზაციას აღნიშნული ტიპის მომსახურება არ შეუსყიდია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, იმის გამო, რომ ხიდების მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო შემჭიდროვებულ ვადებში, მუნიციპალიტეტმა არ მოითხოვა მშენებლობის პროექტს ჩატარებოდა სათანადო სავალდებულო ექსპერტიზა. აუდიტის ჯგუფი ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან ხიდი წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ნაგებობას. შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცულობის მიზნით, მნიშვნელოვანია მოხდეს მისი სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის საექსპერტო გამოკვლევა. ქ. ვანის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ ხიდის პროექტზე, ღირებულებით 288.4 ათასი ლარი, გამგეობას არც შემდგომ პერიოდში ჩაუტარებია საექსპერტო გამოკვლევა, რის შედეგადაც დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობს კვალიფიციური დასკვნა, ხიდი აკმაყოფილებს თუ არა მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობა კრიტერიუმი: მუნიციპალიტეტის წარმატებული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია სისტემის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული შიდა აუდიტის სამსახურის შექმნა. შიდა აუდიტის სამსახურის მიზანია დაეხმაროს მუნიციპალიტეტს იმ პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელებაში, რომლებიც დაადგინა ხელმძღვანელობამ მოწესრიგებული და ეფექტიანი მართვის მიზნით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, შიდა აუდიტის სამსახურის უპირველეს ფუქციას სისტემური ხარვეზების შესწავლა და მათ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. შიდა აუდიტის რეკომენდაციებმა უნდა უზრუნველყოს ორგანიზაციის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ზრდა. შიდა აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები უნდა დაეხმაროს საქმიანობის ხელმძღვანელობას ორგანიზაციაში ჩამოაყალიბოს ისეთი სისტემები, რომელიც გააუმჯობესებს ფინანსების მართვას, ორგანიზაციის აქტივების დაცვას, ბუღალტრული აღრიცხვის სათანადო წარმოებას და სხვ. რეკომენდაციების დახმარებით ორგანიზაციამ უნდა შეძლოს ეფექტიანი შიდა კონტროლის სისტემის დანერგვა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოჩენა, თაღლითობისა და შეცდომების გამოვლენა და პრევენცია. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თავის მხრივ, ვალდებულია გაითვალისწინოს შიდა აუდიტის ანგარიშში ასახული რეკომენდაციები და უზრუნველყოს მისი დროული შესრულება. გარემოება: ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია შიდა აუდიტის სამსახური. სამსახურის მიზანია გამგეობის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჩაატაროს სისტემური, შესაბამისობის, ეფექტიანობის, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი. ვანის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ 2015-2016 წლებში დამტკიცებული შიდა აუდიტორული ანგარიშების შესწავლით გამოვლინდა, რომ 2015-2016 22 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 წლებში შიდა აუდიტის სამსახურს შემოწმებული აქვს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა და გაცემული აქვს რეკომენდაციები, ხოლო გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა არ შეუსწავლია. სამსახურს არ შეუფასებია, შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ. შესაბამისად, არ განუხორციელებია შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება. შედეგად, შიდა აუდიტის სამსახურს, თავისი საქმიანობით, არ შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი მუნიციპალიტეტის რესურსების ეკონომიურად გამოყენებაში, გამგეობის წინაშე არსებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებასა და მუნიციპალიტეტის დასახული მიზნების მიღწევაში. მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებზე შიდა აუდიტის სამსახურს არ გაუცია შესაბამისი რეკომენდაციები, რაც უზრუნველყოფდა რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას. რეკომენდაცია №5: მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურმა საქმიანობა წარმართოს ისე, რომ უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის გაუმჯობესება არსებული რისკების შეფასებითა და მოქმედ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის გზით. ამასთანავე, შეიმუშაოს რეკომენდაციები მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) მოახდინოს სათანადო (დროული) რეაგირება. 23 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებაზე პირობითი მოსაზრება ფინანსური ანგარიშგების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ვანის მუნიციპალიტეტის ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებას, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. აუდიტის ობიექტის ფინანსური ანგარიშგების ფორმები, რომლებზეც გაიცა აუდიტორული მოსაზრება, შეიცავს: 1. ბალანსს. 2. ანგარიშს ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით. 3. ანგარიშს არაფინანსური აქტივებით საკასო ოპერაციების შესახებ. 4. ანგარიშს ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით საკასო ოპერაციების შესახებ. 5. ანგარიშს წმინდა ღირებულების შესახებ. 6. ანგარიშს არასაბიუჯეტო საქმიანობით მიღებული სახსრების მოძრაობის შესახებ. 7. ანგარიშს მიზნობრივი დაფინანსებისა და მიზნობრივი გრანტების შესახებ. 8. ანგარიშს არაფინანსური აქტივების მიღება-გასვლის შესახებ. 9. ანგარიშს არასაოპერაციო შემოსავლებისა და არასაოპერაციო ხარჯების შედეგად ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილებების შესახებ. 10. ინფორმაციას არაფინანსური აქტივების ანალიზური აღრიცხვის მონაცემებზე. 11. ინფორმაციას ანგარიშებზე რიცხულ დებიტორულ დავალიანებათა შესახებ. 12. ინფორმაციას ანგარიშებზე რიცხული კრედიტორული დავალიანების შესახებ. 13. ინფორმაციას დებიტორული დავალიანების შესახებ, ორგანიზაციულ ჭრილში. 14. ინფორმაციას კრედიტორული დავალიანების შესახებ, ორგანიზაციულ ჭრილში. ფინანსური ანგარიშგების ფორმები წარმოდგენილია აუდიტის ანგარიშის დანართის სახით. აუდიტის ჯგუფი არ გამოთქვამს მოსაზრებას 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი საწყისი ნაშთების სისწორეზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, პირობითი მოსაზრების საფუძვლებში აღწერილი საკითხების გავლენით განპირობებული შესაძლო გავლენის გარდა, ვანის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, სამართლიანად ასახავს მუნიციპალიტეტის ფინანსურ მდგომარეობას 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აგრეთვე მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებსა და ფულადი სახსრების მოძრაობას იმ წლისთვის, რომელიც დასრულდა მოცემული თარიღით, შემდეგი სამართლებრივი აქტების შესაბამისად:  საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“; 24 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“;  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ პირობითი მოსაზრების საფუძვლები დაუმთავრებელი ძირითადი აქტივები გარემოება 1: 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის“ მუხლის საწყისი ნაშთი წარმოდგენილია 464.8 ათასი ლარით, რომელშიც აღრიცხული არ არის 2015 წელს დაუსრულებელი 148.9 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა 2015 წელს სხვადასხვა ხელშეკრულების ფარგლებში შეისყიდა სამუშაოები, რომლებიც არ დასრულებულა მიმდინარე წელს და მოხდა მათი საბოლოო მიღება-ჩაბარება მომდევნო 2016 წელს. 2015 წლის 31 დეკემბრისათვის 148.9 ათასი ლარის22 ღირებულების „დაუმთავრებელი სამუშაოები წარმოდგენილი ძირითადი აქტივების“ უნდა მუხლში. იყოს ფინანსურ აღნიშნული ანგარიშგებაში ხელშეკრულებების ფარგლებში, 2016 წელს შესრულებულია 139.9 ათასი ლარის სამუშაოები. ბუღალტრულ ჩანაწერებსა და ფინანსურ ანგარიშგებაში სამუშაოების მთლიანი ღირებულება 288.8 ათასი ლარი, აღიარებული უნდა იყოს 2016 წლის „შენობა-ნაგებობების“ შესაბამის მუხლში და დაერიცხოს ცვეთა.  ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა № 1 და ბალანსის დანართი ფორმა №5) „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის“ მუხლის ნაშთი წლის დასაწყისისათვის შემცირებულია 148.9 ათასი ლარით.  ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა № 1 და ბალანსის დანართი ფორმა №5) „შენობა-ნაგებობების“ შესაბამისი მუხლები შემცირებულია 148.9 ათასი ლარით.  შესრულებული სამუშაოები წარმოადგენს მუნიციპალიტეტის აქტივს და უნდა დაერიცხოს ცვეთა, რაც არ განხორციელებულა. დასარიცხი ცვეთის თანხით ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსის დანართები ფორმა №2, №3 და №5) „ძირითადი კაპიტალის მოხმარების” მუხლი არასწორად არის წარმოდგენილი.  გარემოებები გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა №1) წარმოდგენილ „წმინდა ღირებულების“ მუხლის სისწორეზე. გარემოება 2: 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში არასწორად წარმოდგენილია „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის“ საწყისი ნაშთი. კერძოდ, ვანის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა მიმწოდებლებისგან შეისყიდა სამუშაოები, რომლებიც დასრულდა 2014-2015 22 2015 წელი- ხელშეკრულება №160, №171. 25 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 წლებში, ღირებულებით 39.7 ათასი ლარი23. აღნიშნული სამუშაოები მიეკუთვნება 2014-2015 წლების არაფინანსურ აქტივებს და მისი წარმოდგენა 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის“ მუხლში, არასწორია.  ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა № 1 და ბალანსის დანართი ფორმა №5) „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის“ მუხლის ნაშთი წლის დასაწყისისათვის გაზრდილია 39.7 ათასი ლარით. იმავე თანხით გაზრდილია (ბალანსის დანართი ფორმა №5) „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის“ ნაშთი წლის ბოლოსათვის.  ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა № 1 და ბალანსის დანართი ფორმა №5) „შენობა-ნაგებობების“ შესაბამისი მუხლების საწყისი ნაშთი შემცირებულია 39.7 ათასი ლარით.  შესრულებულ სამუშაოებს უნდა დაერიცხოს ცვეთა, რაც არ განხორციელებულა. დასარიცხი ცვეთის თანხით ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსის დანართები ფორმა №2, №3 და №5) „ძირითადი კაპიტალის მოხმარების” მუხლი არასწორად არის წარმოდგენილი.  გარემოებები გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა №1) წარმოდგენილ „წმინდა ღირებულების“ მუხლის სისწორეზე. შენობა-ნაგებობები მიმწოდებლებმა 2015 წელს შეასრულეს 66.3 ათასი ლარის სამუშაოები, რომელთაგან 48.4 ათასი ლარი მიმწოდებლებს აუნაზღაურდათ, ხოლო დარჩენილი 17.9 ათასი ლარი აყვანილია „აქტივების მიწოდებით დარიცხული ვალდებულებების“ მუხლში. აღნიშნული თანხა მიმწოდებლებს აუნაზღაურდათ 2016 წელს, რაც მიკუთვნებულია 2016 წლის არაფინანსურ აქტივს. შესაბამისად, „შენობა-ნაგებობების“ შესაბამისი მუხლები გაზრდილია 17.9 ათასი ლარით.  ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა № 1 და ბალანსის დანართი ფორმა №5) „შენობა-ნაგებობების“ შესაბამისი მუხლები გაზრდილია 17.9 ათასი ლარით.  ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა № 1, ფორმა №8) „აქტივების მიწოდებით დარიცხული ვალდებულებების“ მუხლი გაზრდილია 17.9 ათასი ლარით.  აქტივებზე მუნიციპალიტეტის მიერ დარიცხულია ცვეთა. ცვეთის თანხით ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსის დანართები ფორმა №2; №3 და №5) „ძირითადი კაპიტალის მოხმარების” მუხლი არასწორად არის წარმოდგენილი.  გარემოებები გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა №1) წარმოდგენილ „წმინდა ღირებულების“ მუხლის სისწორეზე. 23 2013 წელი - ხელშეკრულება №46, 2014 წელი - ხელშეკრულებები: №11, №25, №38. 26 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 მატერიალური მარაგები 2016 წელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შესყიდულია მასალები, რომლებიც გადაცემულია სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულისთვის, ღირებულებით 170.8 ათასი ლარი. წლის განმავლობაში ჩამოიწერა 5.8 ათასი ლარის მარაგები, შესაბამისად, 2016 წლის მარაგების ნაშთი წლის ბოლოს შეადგენს 165.0 ათას ლარს. აღნიშნული ოპერაციები წარმოდგენილი არ არის ფინანსური ანგარიშგების შესაბამის მუხლებში.  ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - ფორმა № 1) „სხვა მატერიალური მარაგების“ მუხლი წლის ბოლოს წარმოდგენილია 190.1 ათასი ლარით, ნაცვლად 165.0 ათასი ლარისა.  ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - დანართი ფორმა № 5, ფორმა №2-1) მატერიალური მარაგების „შესყიდვის“ მუხლი შემცირებულია 170.8 ათასი ლარით, ხოლო „გადაცემის“ მუხლი 5.8 ათასი ლარით.  მარაგების ჩამოწერა აისახება ხარჯების შესაბამის მუხლში, რაც მუნიციპალიტეტის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსი - დანართი ფორმა № 2) 5.8 ათასი ლარით შემცირებულია ხარჯების შესაბამისი მუხლები. ბალანსის დანართი ფორმები „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანების შესაბამისად, 2016 წლის ფინანსური ანგარიშგება, სხვა დანართ ფორმებთან ერთად, უნდა მოიცავდეს -„ანგარიშზე რიცხულ დებიტორულ დავალიანებათა შესახებ“ და „ანგარიშზე რიცხულ კრედიტორულ დავალიანებათა შესახებ“ ფორმებს. ვანის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი ბალანსი მოიცავს მხოლოდ ინფორმაციას დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ ორგანიზაციულ ჭრილში.  ფინანსურ ანგარიშგება (ბალანსი - დანართი ფორმა №7, №8) არ მოიცავს მუნიციპალიტეტის ანგარიშზე რიცხულ დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებათა შესახებ ინფორმაციას. 27 ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2018 ვანის მუნიციპალიტეტში წინა პერიოდში ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მდგომარეობა. 2015 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა ვანის მუნიციპალიტეტის 20132014 წლების ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი, რომლის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანება. ვანის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური აუდიტის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ წინა პერიოდის აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებული გარემოებებიდან გამგეობას სათანადო ღონისძიებები გატარებული აქვს უმეტეს დარღვევა-ნაკლოვანებებზე. მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანების გამოსასწორებლად, კერძოდ:  მუნიციპალიტეტს ბალანსზე აღებული არ ჰქონდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2010 წელს რეაბილიტირებული რუსთაველისა და სანაპირო ქუჩები, ღირებულებით სარეაბილიტაციო - 1360.6 ათასი ლარი. ასევე, 309.8 ათასი ლარის სხვადასხვა სამუშაოები, რომლებიც მიეკუთვნებოდა „არაფინანსური აქტივების ზრდის“ ოპერაციებს, არასწორად იყო კლასიფიცირებული „ოფისის ხარჯებისა“ და „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების“ მუხლებში. აღნიშნული ხარვეზები არ გამოსწორებულა და არც აღრიცხულია არაფინანსური აქტივების შესაბამის მუხლებში.  2012 წლის მუნიციპალიტეტს სახელმწიფოსგან გადმოეცა შუამთის ყოფილი პროფესიული სასწავლებლის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება - სატრასპორტო საშუალებები, სხვადასხვა ტექნიკა და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივები, სულ თანხით, 102.6 ათასი ლარი. 2014 წლის 13 მარტს შედგა ინვენტარიზაციის აქტი და გადმოცემული ქონებიდან დანაკლისმა შეადგინა (ვერ იქნა ნანახი) 51.6 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა ფასეულობა. სახელმწიფოსგან გადმოცემული ქონება მუნიციპალიტეტის მიერ შემოსავალში არ არის აღებული და არც დანაკლისზეა გატარებული შესაბამისი ღონისძიება.  საკრებულოს 2013 წლის 13 ნოემბრის №232 ბრძანებით, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში ინვენტარიზაციის ჩატარების მიზნით, შეიქმნა კომისია. პასუხისმგებელი პირის განმარტებითა და გამგეობაში მოპოვებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საკრებულოში, გამგეობისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში გამოვლინდა სხვადსახვა ფასეულობათა დანაკლისი, თანხით 38.3 ათასი ლარი, აგრეთვე ჩამოსაწერი ქონება, რაზედაც შედგენილია შესაბამისი მოხსენებითი ბარათები. მიუხედავად ამისა, არ ჩამოწერა ქონება და არც გამოვლენილ დანაკლისებზეა გატარებული შესაბამისი ღონისძიებები. გამოვლებილ დანაკლისებზე არ არის შესაბამისი ბუღალტრული გატარება და არ არის შემცირებული არაფინანსური აქტივები. 28 სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქ. ქუთაისი. ირ. აბაშიძის N22, 4600 ტელ: +995 32 2438282