„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
20.02.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ნინო წილოსანი
ნომერი
#07-3/125/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-02-26
ბიუროს ნომერი 136

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის 21 და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ იმ შემთხვევებზე, როდესაც სასარგებლო წიაღისეულის - მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება ხდება სამეწარმეო მიზნებისთვის, 24-ე მუხლის 23-ე და 24-ე პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების (გარდა ამავე პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემთხვევისა) განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“. 2. 24-ე მუხლის 26-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 პუნქტი: „261. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა.“. 3. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, 2 3 5 გარდა ამ კანონის 26 , 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის 1 2 3 5 დამადასტურებელი საბუთი, გარდა ამ კანონის 26 , 26 , 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.”. 4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული 1 2 3 4 5 წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამავე კანონის 26 , 26 , 26 , 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 5 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 26 მუხლი: „მუხლი 265. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის წესი 1. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვას კონკურსის წესით გასცემს საქართველოს დედაქალაქის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი დედაქალაქის მერიის სტრუქტურული ერთეული. ნებართვის მაძიებელი მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს. მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. 2. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობებს, ნებართვის გაცემის წესს, ნებართვის გაცემის ფასსა და მისი გადახდის წესს ამტკიცებს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო. 3. საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი ჩაირიცხება დედაქალაქის ბიუჯეტში.“. 6. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 5 „5. ამ კანონის 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 7. 32-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის 1 2 5 მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან ამ კანონის 26 , 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი 3 გადაწყვეტილებით, ხოლო ამ კანონის 26 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა 5 ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 261, 262, 263 და 26 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 6. ნებართვა, გარდა ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როგორც წესი, 5 გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან ამ კანონის 261, 262 და 26 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის დადგენისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები.”. 8. 33-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2 3 5 „8. ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის 26 , 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. 2 3 5 9. ამ კანონის 26 , 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო პირობების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: მოქმედი კანონი, რომელიც აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს და განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესებს, თავის თავში მოიცავს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვას, თუმცა არ ითვალისწინებს რეგულაციების დაწესებას მომსახურების სფეროს ისეთი მნიშვნელოვანი სეგმენტისთვის, როგორიცაა საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანა. შედეგად ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილის ტაქსად გამოყენება შესაძლებელია. ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა, შეუძლია მგზავრთა გადაყვანით დაკავდეს ყოველგვარი ნებართვის გარეშე, არ მოითხოვება რაიმე სახის სტანდარტების დაკმაყოფილება მძღოლის და მსუბუქი ავტომობილის მიერ, უკონტროლოდ იზრდება ტაქსების რაოდენობა საქართველოს დედაქალაქში, არ არის ცნობილი სატაქსო გადაზიდვებით დაკავებული ადამიანების და გამოყენებული მანქანების რაოდენობა, მგზავრთა გადაყვანის მიზნით გამოყენებული მსუბუქი ავტომობილების დიდი ნაწილი ტექნიკურად გაუმართავია (რაც პირდაპირ კავშირშია მგზავრის უსაფრთხო გადაადგილებასთან), არ არის დაცული სისუფთავე, მგზავრთა გადაყვანით დაკავებული მძღოლების ნაწილი არ ფლობს შესაბამის უნარ‐ჩვევებს (ქუჩების/მისამართების ცოდნა). ვინაიდან ათეულობით წლებია დაურეგულირებელია აღნიშნული სფერო და სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია პირველ ეტაპზე მისი რეგულაცია წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად შემოღებულ იქნას საქართველოს დედაქალაქში. კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, დედაქალაქის თვითმმართველობას მოუწევს მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სფეროს რეგულირების სქემისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება ადაპტაციის პერიოდის გათვალისწინებით და მგზავრთა გადაყვანით დაკავებული პირებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობების შეთავაზებით, რათა მძღოლების უნარებმა და მსუბუქი ავტომობილების მდგომარეობამ ადაპტაციის პერიოდის დასრულებამდე დააკმაყოფილონ დადგენილი სტანდარტები. ადაპტაციის პერიოდის დასრულების შემდგომ მიღებული სურათის და ბაზრის შესწავლის შემდგომ განისაზღვრება ნებართვების კონკრეტული რაოდენობა. რაც შეეხება ნებართვის გაცემის ფასს იგი ადაპტაციისა და შემდგომ პერიოდში იქნება ერთმანეთისგან განსხვავებული. წარმოდგენილი ცვლილებებით ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თავისუფლდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მიღების ვალდებულებისაგან. აღნიშნული ცვლილების მიზანია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიებისა და შადრევნების მოვლა-პატრონობაზე, შეძლოს მოვლა-პატრონობის ერთ-ერთი ღონისძიებისათვის - მორწყვისათვის - საჭირო წყლის მოპოვება და სარგებლობა მისთვის გადაცემულ ტერიტორიებზე არსებული მიწისქვეშა რესურსის გამოყენებით. წარმოდგენილი ცვლილებების საჭიროება განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: პირველ რიგში, მოქმედი კანონმდებლობით სარგებლობის ლიცენზიის მიღება საჭიროებს აუქციონის ჩატარებას, რაც შესაძლოა შემაფერხებელი ფაქტორი იყოს გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობაზე უფლებამოსილი იურიდიული პირისათვის რომ მან მიიღოს აღნიშნული ლიცენზია, რადგან აუქციონის გამართვა თავისთავად გულისხმობს სხვა პირთა შესაძლო მონაწილეობასაც. გარდა ამისა, თბილისის გამწვანებული ტერიტორიების ფარგლებში არსებული მიწისქვეშა წყლები იძლევა იმის საშუალებას, რომ ტერიტორიების მოვლაპატრონობაზე უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა ხარჯების ეფექტიანად დაზოგვის გზით შეძლოს ადგილობრივი რესურსით განახორციელოს გამწვანებულ ტერიტორიებზე არსებული ხემცენარეების მორწყვა. სხვა შემთხვევაში აუცილებელი იქნებოდა მორწყვისათვის საჭირო რაოდენობის წყლის კერძო კომპანიისაგან შესყიდვა, რაც საგრძნობლად გაზრდიდა მოვლაპატრონობის ხარჯებს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია დედაქალაქის ტერიტორიაზე მოწესრიგებული, კონტროლირებადი და უსაფრთხო მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) მგზავრის მომსახურება. ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ან/და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების ხელშეწყობა თავიანთი ფუნქციების, კერძოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლის (მორწყვის) ღონისძიებების განხორციელებაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილება შედის კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ პირველი მუხლის 21 და 22 პუნქტებში, რაც ითვალისწინებს თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან/და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების გათავისუფლებას სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყლის) მოპოვების ლიცენზიის მიღების ვალდებულებისაგან. ამავე კანონის 24-ე და 25-ე მუხლებში შეტანილი ცვლილებებით წესდება თბილისში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანის ნებართვა. ხოლო 24-ე და 25-ე მუხლებში შეტანილი 5 ცვლილებებით და 26 მუხლის დამატებით დგინდება ამ ნებართვის გაცემის წესი და ნებართვის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები საჭიროების შემთხვევაში დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, გამოყენებული იქნება დედაქალაქის თვითმმართველობის დღეს დასაქმებული პირები, შესაბამისად წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ადამიანურ რესურსს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის ამოქმედების შედეგად მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლები მიიღოს დედაქალაქის ბიუჯეტმა, ვინაიდან ხდება ახალი სახის ნებართვის შემოღება და ნებართვის მაძიებელი გადაიხდის ნებართვის გაცემის ფასს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საჭიროების შემთხვევაში ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საჭირო ხარჯები დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, გამოყენებული იქნება დედაქალაქის თვითმმართველობის დღეს დასაქმებული პირები, შესაბამისად წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ადამიანურ რესურსს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: აღნიშნული რეგულაცია უზრუნველყოფს სტაბილურ ფინანსურ შემოსავალს, იმ პირებისთვის, რომლებიც იქნებიან დასაქმებულები ამ სფეროში. აღნიშნული პირობების შემოღება და დადგენა გავლენას იქონიებს შესაბამის პირებზე, ვისაც აქვს სურვილი მიიღოს აღნიშნული ნებართვა, ვინაიდან მათ მოუწევთ დადგენილი სანებართვო პირობების შესრულება, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იქნება მათთვის ფინანსურ შედეგებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტის მიღებით ხდება ნებართვის ახალი სახის - საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინიტრომ, შპს „მოტტ მაკდონალდმა“ (რეგისტრირებული ინგლისში, რეგისტრაციის ნომერი:1243967, რეგისტრაციის მისამართ; მოტტ მაკდონალდ ჰაუსი, 8-10 სიდენჰამ როუდი, კრიდონ, სურეი, სრ0 2ეე, ინგლისი). დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორები: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და ნინო წილოსანი ვ) კანონპროექტის ინიციატორები: საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და ნინო წილოსანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს. 2. ამ კანონის (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტისა) მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 724 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე, თუ ისინი ახორციელებენ ამ კანონის პუნქტებით მე-6 მუხლის მე-3 პუნქტითა და 24-ე მუხლის მე-9–101 გათვალისწინებულ საქმიანობას. (07.12.2017. N1706 პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიმართ ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან) 21. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის 24-ე მუხლის 23-ე და 24ე პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებზე, თუ მათ ახორციელებს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირი. (6.09.2013 N 1076) 22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. (05.02.2014. N1977) ამოქმედდეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან) 23. ამ კანონის 24-ე მუხლის 171−175 და 27-ე−274 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 24. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დეპოზიტების დაზღვევის საქმიანობაზე. (17.05.2017. N856) 3. წინასწარი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონით. (30.06.2006 N3427) მუხლი 24. ნებართვის სახეები 1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა. 2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა. 3. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა. 4. ამოღებულია (1.06.2017. N895 ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან) 5. ამოღებულია (14.12.2007 N5606) 6. ამოღებულია (14.12.2007 N5606) 7. ამოღებულია (13.04.2016. N4950 ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან) 71. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა. (13.04.2016. N4950 ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან) 72. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა. (13.04.2016. N4950 ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან) 8. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა. 9. რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა. (20.03.2012. N5913 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.) 10. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი.(20.03.2012. N5913 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.) 101. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი (20.03.2012. N5913 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.) 11. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა. (24.07.2006 N3495) 12. ამოღებულია (14.12.2007 N5606) 13. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა. (2.07.2010. N3288) 14. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა. (2.07.2010. N3288) 141. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა. (2.07.2010. N3288) 142. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა. (2.07.2010. N3288) 143. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“– „ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივსაშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა. (2.07.2010. N3288) 15. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა. (2.07.2010. N3288) 151. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა. (2.07.2010. N3288) 152. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა.(2.07.2010. N3288) 153. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა. (2.07.2010. N3288) 16. ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვა. 17. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა. (14.05.2014. N2425 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 171. სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 172. სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 173. სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 174. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა.(29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 175. სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 18. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა. 19. უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა. (2.07.2010. N3288) 20. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა. (2.07.2010. N3288) 21. ამოღებულია (2.07.2010. N3288) 22. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა. (2.07.2010. N3288) 23. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა. 24. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის ნებართვა. (2.07.2010. N3284) 241. რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვა. (2.07.2010. N3284) 25. ამოღებულია (8.04.2010 N 2912) 26. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა. 27. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 271. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 272. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 273. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 4 27 . ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 28. საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა. (1.12.2009 N 2176 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს) 281. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო ნებართვა. (1.12.2009 N 2176 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს) გადაყვანა-გადაზიდვის 29. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა. (22.02.2011. N4214 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.) 30. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა. (22.02.2011. N4214 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.) 31. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი. 32. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა. (12.11.2010. N3806 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 33. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა. (27.03.2012. N5957) 34. ამოღებულია (26.12.2008 N 874) 341. ამოღებულია (13.10.2011. N5121 ) 35. ამოღებულია (29.12.2006 N4233) 36. ამოღებულია (29.12.2006 N4233) 37. სამორინეს მოწყობის ნებართვა. 371. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა. (24.04.2012. N6054 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან) 38. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა. 39. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა. 40. ლოტოს მოწყობის ნებართვა. 41. ბინგოს მოწყობის ნებართვა. 42. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა. 421. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა. (28.06.2017. N1111 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან) 43. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა. 44. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა. 45. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვა. 46. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა. (10.08.2009 N 1589 ამოქმედდეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან) 47. ამოღებულია (10.08.2009 N 1589 ამოქმედდეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან) 48. ამოღებულია (10.08.2009 N 1589 ამოქმედდეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან) 49. არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა. 50. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა. (8.05.2007 N4715) 51. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა. 52. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა. 53. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. (5.12.2008 N 628) 54. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა. (21.07.2010. N3550 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.) 55. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა. (8.04.2011 N 4527 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ამოღებულ იქნეს (23.12.2017 N1931 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან) 56. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა. (20.12.2011 N 5547 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან) ამოღებულ იქნეს (23.12.2017 N1931 ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან) მუხლი 25. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (22.02.2011. N4214 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.) 2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას. 3. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები. 4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა ამ კანონის 261, 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით. (22.02.2011. N4214 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.) 5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ნებართვის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, დამატებითი სანებართვო პირობები განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით. (24.09.2009 N 1694) 6. თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ ქმედებაზე ნებართვის მიღებას და მსგავსი ტიპის ქმედებაზე აქვს ნებართვა, ნებართვის გამცემი არ იკვლევს იმ სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ნებართვის გაცემისას. 7. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურება უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება ხორციელდება ცალკე ადმინისტრაციული წარმოებით. 8. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია არ წარმოადგინოს დამატებითი სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, რომლებიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ნებართვის გაცემის საფუძველია. 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა და წარმოდგენის მიზნით ნებართვის გამცემი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით, განცხადების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცემს განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლები მიაწოდოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა. 10. სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვალდებულია შესაბამისი წესით დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურების წარმოდგენა ნებართვის მაძიებელს არ ევალება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე. 11. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების ნებართვის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს ვადის გაგრძელება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია განცხადების ნებართვის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 17 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს. 12. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის ნებართვის გამცემის მიერ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანზე პასუხისმგებელია ნებართვის გამცემი. 13. თუ დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი წესით დადასტურება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე, კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. 14. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მაძიებლისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების წარმოდგენის მოთხოვნა. 15. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში. 16. თუ ნებართვით გათვალისწინებულ ქმედებას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ სანებართვო ქმედების განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ნებართვის გამცემს ფილიალის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე ნებართვის გაცემას. თუ იურიდიული პირი ან ფილიალი განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც რეგულირდება ნებართვით და აღნიშნულს არ ითვალისწინებს მათ მიერ მოპოვებული ნებართვა, საჭიროა ამ იურიდიული პირის მიერ შესაბამისი ნებართვის მოპოვება. მუხლი 26. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი 1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამავე კანონის 261, 262, 263 და 264 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (11.10.2011 N 5093) 2. ამოღებულია (11.10.2011 N 5093) 3. ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს. 4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მხოლოდ კანონით განსაზღვრული ნებართვის სახეებისათვის მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 5. დაუშვებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ნებართვის გაცემის ვადის გაგრძელება, თუ ნებართვის მაძიებელს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში არ ეცნობება ნებართვის გაცემის ვადის გაგრძელების თაობაზე. 6. თუ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ნებართვის გაცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში, ნებართვის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვადის დამატებით 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის მაძიებელს. 7. თუ კონკრეტული ნებართვის სახე, რომლის გაცემის ვადის გაგრძელება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად შესაძლებელია, ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ ქმედებით გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი 3 თვე, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის კიდევ 3 თვით გაგრძელების შესახებ. თუ ზემოაღნიშნული პირობები არსებობს და ცნობილი გახდება ნებართვის გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის 6 თვემდე გაგრძელების შესახებ. 8. ნებართვის გამცემის დასაბუთებული შუმადგომლობის გაზიარების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ. ნებართვის გამცემი ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ვალდებულია საქართველოს მთავრობას დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში და ვადის გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის მაძიებელს. 9. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების 3 ან 6 თვემდე გაგრძელების შემთხვევაში ნებართვის გამცემი უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების ვადის 2 თვემდე გაგრძელების შესახებ. 10. ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება. 11. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა. მუხლი 31. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება 1. სანებართვო მოწმობის (გარდა კვოტების ფარგლებში გაცემული საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი გადაზიდვის ნებართვისა) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. 2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში. (19.03.2008 N 5947) 3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ან „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით. (24.09.2009 N 1694) 5. ამ კანონის 262 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო. (15.10.2010. N3735) 6. ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის საფასურს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. (22.02.2011. N4214 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.) მუხლი 32. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა 1. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება. 2. ნებართვის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ. 3. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. 4. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა. 5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან ამ კანონის 261 და 262 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, ხოლო ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 261, 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.(22.02.2011. N4214 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.) 6. ნებართვა, გარდა ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან ამ კანონის 261 და 262 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის სანებართვო ქმედების არსი ან/და დადგენისას გაითვალისწინება განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები. (22.02.2011. N4214 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.) მუხლი 33. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე 1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ნებართვის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებული იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები. 2. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით. 3. ნებართვის გამცემი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შემოწმებით. ნებართვის გამცემს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაცვასთან. 4. ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება შერჩევითი შემოწმების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტია. ნებართვის გამცემი შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას ვალდებულია ნებართვის მფლობელს წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი. 5. ნებართვის გამცემის გადაწყვეტილებით შერჩევითი შემოწმების განხორციელებაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა. 6. ნებართვის გამცემი ვალდებულია შერჩევითი შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ნებართვის გამცემის მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ რეესტრში. 7. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების შერულების კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. 8. ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. (22.02.2011. N4214 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.) 9. ამ კანონის 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო პირობების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. (22.02.2011. N4214 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.)